SlideShare a Scribd company logo
1 of 23
Download to read offline
1
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში
პრაქტიკული კვლევა
წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში
სარჩევი--------------------------------------------------------------------------1
I-თავი
შესავალი------------------------------------------------------------------------2
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------2
პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------3
კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------3
საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------4
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------4
კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------6
კვლევის ვადები----------------------------------------------------------------7
კვლევის მეთოდები:ფოკუსჯგუფი,ანკეტირება-----------------------------7
სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10
დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-13
გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------14
II-თავი
პედ.ეკატერინე გორგაძის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-14
შედეგების შეფასება-----------------------------------------------------------19
დასკვნა--------------------------------------------------------------------------20
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ --------------------21
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------23
2
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში
განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე
წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში
პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია მასთან, რომ ,იყო საუბრები
სკოლის პრობლემებზე, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, განმეხორციელებინა სკოლის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩემი საგნიდან, პრობლემებიდან, საჭიროებებიდან
გამომდინარე. ეკატერინე გორგაძის ისტორიის პედაგოგის ნაშრომში მოცემულია: საკვლევი
თემა,ინფორმაცია სკოლის შესახებ,საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და
ამოცანები,ლიტერატურის მიმოხილვა,სამიზნე ჯგუფები,კვლევის ვადები, კვლევის
მეთოდები, ჩემ მიერ განხორციელებული ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის
საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი,დასკვნა,შენიშვნები.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
თბილისის N182-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1376 მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 72
მასწავლებელი. მასწავლებელთა 90%-ზე მეტი მუშაობს სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 30
სერტიფიცირებული მასწავლებელი.სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობითი
და პრობლემაზე ორიენტირეული ანუ სასწავლო პროექტებითსწავლება.თანამშრომლობის
ფარგლებში პედაგოგები გადიან გადამზადებას და პერიოდულად თავადაც ატარებენ
ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,სკოლაში შექმნილი
სასწავლო რესურსები, ადმინისტრაციის დახმარებითა და ძალისხმევით, საშუალებას იძლევა
ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.მაშინ როდესაც სკოლა
ორიენტირებულია ყოველგვარი სიახლისა და სირთულეების დაძლევაზე,გასაკვირი არ არის
ის ფაქტი რომ,დირექციისა და პედაგოგთა ინტერესს წარმმოადგენს პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა.
3
პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა
ჩემ მიერ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა, რომელიც
გამომდინარეობს როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის
საჭიროებებიდან. მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს აზრის ქვეტექსტს მიღმა
წაკითხვა, თემაში ავტორის თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, არსებული
პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების
თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა. მოსწავლეებს მეტ–ნაკლებად შეუძლიათ ზეპირად
არგუმენტირებული მსჯელობა , თუმცა უჭირთ წერილობით საკუთარი აზრის გადმოცემა,
წერით მეტყველებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა გონებრივ-ინტელექტუალური
სრულყოფის საქმეში. წერა სოციალური პროცესია, დიდ გავლენას ახდენს მოზარდის
ლექსიკაზე, მისი ცნობიერების განვითარებაზე , ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მოსწავლეს
ხელს უშლის მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ
განვითარებაში, ასევე კვლევა ხელს შეუწყობს წერითი უნარების გაუმჯობესებას, დაგეგმილი
ინტერვენციებით, რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას ოლიმპიადებსა და სხვადასხვა
კონკურსებში და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე.
კვლევის მიზანი
- წერითი უნარ-ჩვევების ამაღლება ისტორიაში
კვლევის მიზანია: კვლევის ჯგუფმა სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით შეისწავლოს და
გამოკვეთოს პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ისტორიული წერითი უნარ–ჩვევების
ნაკლებობას და გამონახოს გზები. ისტორიული რუკების, ისტორიული წყაროების,
ილუსტრაციების, რეფერატის მომზადებით, ვიდეო მასალის გამოყენებით, დაძლიონ
აღნიშნული პრობლემა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები,რომლებშიც გამოყენებული იქნება
მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ ზემოთ ხსენებული რესურსები, რაც გააუმჯობესებს
წერითი უნარ-ჩვევებს ისტორიაში, გაზრდის მოსწავლის მოტივაციას საგნის მიმართ და
გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს.
4
კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს
 სხვადასხვა რესურსების გამოყენება, საგაკვეთილო პროცესში ჩანაწერების გაკეთება
შეუწყობს თუ არა მოსწავლეებში წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და
მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?
 სწორად წარვმართავ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?
 როგორ ავირჩიო სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები?
 ანკეტირებისთვის შევძლებ შევადგინო კითხვები, რომელიც ადვილად
აღსაქმელი,ინფორმაციის,რეალობის,პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?
 სწორად დავგეგმავ ინტერვენციებს?
 რა შედეგზე გამიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
 რამდენად სასარგებლო იქნება ჩემ მიერ წარმოებული კვლევა ჩემი პროფესიული
ზრდისთვის,მოსწავლეებისთვის,სკოლისთვის.
ლიტერატურის მიმოხილვა
 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული
კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა:მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს
სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ
საქმიანობაში(პროფესიული განვითარება,მუხლი133,,1):შეუძლია საკვლევი საკითხის
დამოუკიდებლად განსაზღვრა,კვლევის ჩატარება,მონაცემთა დამუშავება-
ინტერპრეტაცია,კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება,მუხლი139,2 2014წ.)
 ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის,
წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების
5
შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის
ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და
მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების
უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების
განმავლობაში იძენს; ( ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი VIII.პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციები.მუხლი 48.3.ა.11.10.2011)
 წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად
შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების
განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
 სივრცეში ორიენტირება
 ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
 კომუნიკაცია
 სწავლის უნარი
 კვლევა
 შემოქმედებითი უნარი ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
 პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის
კავშირების დადგენა
 პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
 (ეროვნული სასწავლო გეგმა. თავიXXXV. სასწავლო გეგმა- საზოგადოებრივი მეცნიერებები.
მუხლი 1- შესავალი 2011-2016)
 ცნობილი ფილოსოფოსი დ. კლუსტერი წერის დროს წინ წამოწევდა კრიტიკულ აზროვნებას
და წერითი მეტყველების განვითარებაში გამოყოფდა 5 ძირითად პროცესს:
ინდივიდუალობას, მოტივირებულობას, სირთულის გააზრების აუცილებლობას, საკითხის
გადაჭრის უნარს, არგუმენტირებულობას. „კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა,
რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას
ვუზიარებთ სხვებს“. კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ანალიზის,
სინთეზისა და შეფასების უნარები. ზოგი მათ თვითრეგულაციას უკავშირებს, რაც აზრის
ლამაზად გამოხატვის საშუალებაა.(ინტერნეტგზეთი www.matsavlebeli.ge „მოსწავლეთა
წერითი მეტყველების სირთულეები“ ავტორი დარეჯან კვიმსაძე , 8/06/2017 )
 აუცილებელია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმოს
ისტორიულ წყაროებს და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს. ამითვის
სასურველია, წყაროზე მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები,
რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ
ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ
გააზრებაში.
ამ სტატიაში განვიხილავთ ისტორიულ წყაროზე მუშაობის წერით აქტივობას, რომელიც,
ჩვენი აზრით, დაეხმარება მასწავლებლებს ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევაში.
გარდა ამისა, მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა:
● წერის კულტურა;
6
● წერითი აზროვნების უნარი;
● წაკითხულის გააზრების უნარი;
● ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარი;
● შემოქმედებითი უნარი.
წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები ერთსა და იმავე დროს აქტიური
მკითხველებიც არიან და მწერლებიც. დოკუმენტის კითხვისას ისინი წაკითხულის
გააზრებას ცდილობენ, ხოლო როცა წერითი დავალების შესრულებას შეუდგებიან, აქტიური
ფიქრის პროცესში ჩაერთვებიან. დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ხელახლა
მოუხდება თემის გააზრება, ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად შესაძლოა წინა ცოდნის
გააქტიურება და ნასწავლი მასალის გახსენებაც დასჭირდეს. ამასთანავე, მეტი ყურადღებით
გაეცნობა და გააანალიზებს დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და შესასწავლ საკითხებს
უფრო სიღრმისეულად გაიაზრებს.( გაზეთი მასწავლებელი. დავით ბოლქვაძე „წყაროები –
ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის“ 30/01/2015.)
კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიე საბაზო საფეხური VII3 კლასი, რათა უმეტეს წილად თავს
იჩენს წერითი უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს
აზრის ქვეტექსტს მიღმა წაკითხვა, თემაში ავტორისა თუ საკუთარი დამოკიდებულების
ჩამოყალიბება, არსებული პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის
სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა.
7
დავგეგმე კვლევის ვადები
კვლევის ვადები
აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
X
ფოკუსჯგუფის შეხვედრა X
კითხვარის შედგენა X
ანკეტირება X
გამოკითხვის ანალიზი X
ეკატერინე გორგაძის
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X
თანამშრომლობითი აზრთა
გაზიარება
XX X
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
X
პრეზენტაცია სასკოლო
საზოგადოებასთან,შედეგების
გაცნობა
X
კვლევის მეთოდები
ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: თვისობრივი-
ფოკუსჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი
საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობითი მეთოდი, რაოდენობით სურათს
გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
1.ფოკუსჯგუფი
პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვე შეხვედრა როგორც ჩვენი ასევე სხვა სკოლის
მასწავლებლებთან. რათა მათთან დიალოგით უკეთ შემძლებოდა გამეკეთებინა პრობლემის
დიაგნოსტირება.
ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8 მასწავლებლისგან. დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების
მიხედვით:
8
 რა სიხშირით ვიყენებთ წერით დავალებებს საკლასო, საშინაო თუ შემაჯამებელი
სამუშაოებისათვის
 დაგვეხმარება თუ არა სხვადასხვა რესურსები და აქტივობები წერითი უნარ-ჩვევების
ამაღლებაში?
 იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და
ინდივიდუალურ განვითარებაში.
შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს წერითი უნარ-ჩვევების
განვითარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში,მომავალი წარმატების მიღწევაში,
სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში .რესპოდენტებმა გადმოსცეს თავიანთი
დამოკიდებულება პრობლემის მიმართ.თითოეულმა მონაწილემ ისაუბრა
პრობლემებზე.გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
 მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ წერით დავალებებს საგაკვეთილო პროცესებში,
შემაჯამებელ დავალებებში ძირითადად ტესტებს მივმართავთ სადაც მხოლოდ ერთი
დავალებაა ძირითადად მოცემული, არგუმენტირებული მსჯელობა .
 ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.
 მოსწავლეებს უფრო მეტად უმარტივდებათ ზეპირი მსჯელობა და უჭირთ თავიანთი
ნააზრევის წერილობით გადმოცემა .
დაიგეგმა შემდეგი აქტივობები
 მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრება,უკუკავშირით.
 ჩატარდეს სვადასხვა რესურსების და მეთოდების გამოყენებით გაკვეთილები
 მასწავლებლებმა გავიროთ გადამზადების კურსები ან გავეცნოთ და დავეუფლოთ
ლიტერატურას აქტივობებზე რომელიც განავითარებს წერიტ უნარ-ჩვევებს
მოსწვლეებში.
2.ანკეტირება
ანკეტირება განვახორციელე ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში.ანკეტირება არის
ანონიმური,რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და
სანდოა. შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები შევიმუშავე კვლევის მიზნიდან
გამომდინარე.
9
ანკეტირების ნიმუში
კლასი--VII-3
კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის
შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი
1 როგორ ფლობთ წერით უნარ-
ჩვევებს
საერთოდ ვერ
ვფლობ□
ნაწილობრივ
ვფლობ□
კარგად ვფლობ
□
2 გიტარდებათ გაკვეთილები
სადაც წერილობით
გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს
?
საერთოდ არ
გვიტარდება□
იშვიათად
გვიტარდება□
იშვიათად
გვიტარდება□
3 გიხდებათ თუ არა წერითი
დავალებების შესრულება
სახლში?
საერთოდ არ
გვიხდება□
იშვიათად
გვიხდება ა□
ყოველთვის
გვიხდება□
4 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება სხვადასხვა
რესურსების გამოყენებით
წერითი დავალებებისთვის?
არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □
5 როგორ ფიქრობთ
გაკვეთილებზე რუკის,
ფოტოს,სხვა რესურსების
გამოყენებით მცირე წერითი
დავალებების შესრულებით
გაგიუმჯობესდებათ თუ არა
წერითი უნარ-ჩვევები?
არ დამეხმარება
□
ნაწილობრივ
დამეხმარება
□
დამეხმარება
□
6 მსგავსი სტილით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო□
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო□
საინტერესო
იქნება
□
დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
10
სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი
1 როგორ ფლობთ წერით უნარ-
ჩვევებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
5 მოსწავლე-
17%
21 მოსწავლე-
70%
4 მოსწავლე-
13%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
სადაც წერილობით
გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს
?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ყოველთვის
გვიტარდება
5 მოსწავლე-
17%
22 მოსწავლე-
73%
3 მოსწავლე-
10%
3 გიხდებათ თუ არა წერითი
დავალებების შესრულება
სახლში?
საერთოდ არ
გვიხდება
იშვიათად
გვიხდება
ყოველთვის
გვიხდება
2 მოსწავლე 7% 13 მოსწავლე-
43%
15 მოსწავლე-
50%
4 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება სხვადასხვა
რესურსების გამოყენებით
წერითი დავალებებისთვის?
არ მსურს იშვიათად ხშირად
1 მოსწავლე-3% 12 მოსწავლე
40%
17მოსწავლე-
57%
5 როგორ ფიქრობთ
გაკვეთილებზე რუკის,
ფოტოს,სხვა რესურსების
გამოყენებით მცირე წერითი
დავალებების შესრულებით
გაგიუმჯობესდებათ თუ არა
წერითი უნარ-ჩვევები?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1 მოსწავლე-3% 4 მოსწავლე-
13%
25 მოსწავლე-
84%
6 მსგავსი სტილით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
2 მოსწავლე 7% 2 მოსწავლე7% 26
მოსწავლე86%
11
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
5%
25%
70%
როგორ ფლობთ წერით
უნარ-ჩვევებს ?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
26%
54%
20%
გიტარდებათ გაკვეთილები
სადაც წერილობით გადმოსცემთ
თქვენს ნააზრევს?
12
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
საერთოდ არ
გვიხდება
იშვიათად
გვიხდება
ხშირად
გვიტარდება
26%
54%
20%
გიხდებათ თუ არა წერითი
დავალებების შესრულება
სახლში?
0%
20%
40%
60%
80%
არ მსურს იშვიათად ხშირად
5%
17%
78%
გსურთ გაკვეთილების ჩატარება
სხვადსხვა რესურსების
გამოყენებით წერითი
დავალებებისათვის?
13
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1%
24%
75%
როგორ ფიქრობთ გაკვეთილებზე
რუკის,ფოტოს,სხვა რესურსების
გამოყენებით მცირე წერითი
დავალებების შესრულებით
გაგიუმჯობესდებათ თუ არა
წერითი უნარ-ჩვევები?
0%
20%
40%
60%
80%
100%
არ იქნება ნაწილობრივ საინტერესო
იქნება
1%
18%
81%
მსგავსი სტილით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო
იქნება შენთვის?
14
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო VII-3 კლასის 30 მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო,
დამედგინა მოსწავლეები ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, რა სიხშირით სურდათ
მათ წერითი დავალებების შესრულება, რა სიხშირით სურდათ მათ სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით წერითი დავალებების შესრულება საგაკვეთილო პროცესში, გაზრდიდა თუ არა
მათ ინტერესს და მოტივაციას სწავლის მიმართ. გამოკითხულთა 70% ნაწილობრივ ფლობს
წერით უნარ-ჩვევებს. 73% ფიქრობს, რომ იშვიათად უტარდებათ გაკეთილები სადაც
წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ნააზრევს. 50% აზრით სახლში უხდებათ წერითი
დავალებების შესრულება. 57% სურს გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით წერითი დავალებებისათვის. 84% ფიქრობს, რომ გაკვეთილზე რუკის,
ფოტომასალის, სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით
გაუმჯობესდებათ წერითი უნარ-ჩვევები. 86% თვლის რომ მსგავსი სტილით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო იქნება მათთვის.
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ
გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების
შესასრულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის
გაკვეთილების ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს.
II თავი
ინტერვენციები
მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
 მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით რომელიც
მიმართული იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ.
 გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ რესურსებს,
დაწერენ ისტორიულ ესეს, რეფერატს, არგუმენტებს .
ეკატერინე გორგაძის მიერ განხორციელებული ინტერვენციები
განვახორციელე პრაქტიკული კვლევა - ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევების განვითარება.
იდეა წამოვიდა კოლეგებთან თანამშრომლობის და ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
საჭიროებიდან. ამ კვლევით გამოვკვეთე პრობლემები, რაშიც დამეხმარა მოსწავლეთა
ანკეტირება. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე საბაზო საფეხურის VII კლასი, იმიტომ რომ, ამ ასაკში
უჭირთ ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე
პოზიციებიდან ხედვა. მოსწავლეებს მეტ–ნაკლებად შეუძლიათ ზეპირად
არგუმენტირებული მსჯელობა, თუმცა უჭირთ წერილობით საკუთარი აზრის გადმოცემა,
15
წერით მეტყველებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა გონებრივ-ინტელექტუალური
სრულყოფის საქმეში. წერა სოციალური პროცესია, დიდ გავლენას ახდენს მოზარდის
ლექსიკაზე, მისი ცნობიერების განვითარებაზე , ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მოსწავლეს
ხელს უშლის მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ
განვითარებაში, ეს კვლევა და ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები ხელს შეუწყობს
წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღე:
1 როგორ ფლობთ წერით უნარ-
ჩვევებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
5 მოსწავლე-
17%
21 მოსწავლე-
70%
4 მოსწავლე-
13%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
სადაც წერილობით
გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს
?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ყოველთვის
გვიტარდება
5 მოსწავლე-
17%
22 მოსწავლე-
73%
3 მოსწავლე-
10%
3 გიხდებათ თუ არა წერითი
დავალებების შესრულება
სახლში?
საერთოდ არ
გვიხდება
იშვიათად
გვიხდება
ყოველთვის
გვიხდება
2 მოსწავლე 7% 13 მოსწავლე-
43%
15 მოსწავლე-
50%
4 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება სხვადასხვა
რესურსების გამოყენებით
წერითი დავალებებისთვის?
არ მსურს იშვიათად ხშირად
1 მოსწავლე-3% 12 მოსწავლე
40%
17მოსწავლე-
57%
5 როგორ ფიქრობთ
გაკვეთილებზე რუკის,
ფოტოს,სხვა რესურსების
გამოყენებით მცირე წერითი
დავალებების შესრულებით
გაგიუმჯობესდებათ თუ არა
წერითი უნარ-ჩვევები?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1 მოსწავლე-3% 4 მოსწავლე-
13%
25 მოსწავლე-
84%
6 მსგავსი სტილით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
2 მოსწავლე 7% 2 მოსწავლე7% 26
მოსწავლე86%
16
რაოდენობრივი ანალიზი
ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო VII-3 კლასის 30 მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო,
დამედგინა მოსწავლეები ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, რა სიხშირით სურდათ
მათ წერითი დავალებების შესრულება, რა სიხშირით სურდათ მათ სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით წერითი დავალებების შესრულება საგაკვეთილო პროცესში, გაზრდიდა თუ არა
მათ ინტერესს და მოტივაციას სწავლის მიმართ. გამოკითხულთა 70%ნაწილობრივ ფლობს
წერით უნარ-ჩვევებს. 73% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ გაკეთილები სადაც
წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ნააზრევს. 50%აზრით სახლში უხდებათ წერითი
დავალებების შესრულება. 57% სურს გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით წერითი დავალებებისათვის. 84% ფიქრობს დაეხმარება გაკვეთილზე რუკის,
ფოტომასალის, სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით
გაუუმჯობესდებათ წერითი უნარ-ჩვევები. 86% თვლის რომ მსგავსი სტილით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო იქნება მათთვის.
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ
გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესარულებლად,
მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილებს ჩატარება და
გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს.
17
ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
I-ინტერვენცია
სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია. სარეფერატო თემის
მომზადება შემაჯამებელი დავალებისთვის.
I-ინტერვენციის ანალიზი
მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ ბოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე
სარეფერატო თემები უნდა წარმოედგინათ. მათთვის უცხო იყო თვითონ რეფერატიც და მისი
მომზადების წესები, მაქსიმალურად დაწვრილებით ავუხსენი, თუ როგორ უნდა დაეწერათ
სარეფერატო თემა, დაფაზე დავუწერე დაწვრილებითი კითხვები, თუ რა კითხვებს უნდა სცემდეს
შესავალი ნაწილი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილი, თვითონაც აქტიურად ჩაერთვნენ ამ
პროცესში, სვამდნენ დამაზუსტებელ კითხვებს, ებადებოდათ იდეები თავიანთი ინტერესებიდან
გამომდინარე, თუ რა თემაზე შეეძლოთ სავარუდოდ დაეწერათ რეფერატი. ბოლოს აღნიშნეს, რომ
მათთვის საინტერესო იქნებოდა დავალებაზე მუშაობა და გაუადვილდებოდათ თემის დაწერა.
მივეცი ერთი კვირა მოსამზადებლად, პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო, უმრავლესობა
იცავდა რეფერატის წერის ინსტრუქციებს, ბოლოს თვითონ აღნიშნეს, რომ რეფერატზე მუშაობა
საინტერესო იყო, დამაზუსტებელმა კითხვებმა გაუადვილათ შესავალი ნაწილის და დასკვნის
გაკეთება, რაც ყოველთვის მათთვის პრობლემას წარმოადგენდა, მსგავსი სტილის სამუშაოები
გააუმჯობესებს მათ წერით უნარ-ჩვევებს, რასაც გამოიყენებენ ქართულის, უცხო ენის
გაკვეთილებზე და მათ მომავალ წარმატებაშიც წვლილს შეიტანს.
სხვა კლასებშიც გავაგრძელე იმავეს გაკეთება, რათა მათაც გაუუმჯობესდეთ წერითი უნარ-
ჩვევები.
მე კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით. იმედია, მოსწავლეებს უფრო მეტად განუვითარდებათ
წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში და მათი ინტერესი მეტად გაიზრდება, რაც მომავალში მათ
წარმატებებსა სწავლა-სწავლების ხარისხზეც აისახება.
18
II-ინტერვენცია
სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე მეორე ინტერვენცია, ისტორიული რუკების
ანალიზი, ორი რუკის ანალიზი 1. XVსაუკუნის ევროპა 2. XVIსაუკუნის საღვთო რომის
იმპერია.
II- ინტერვენციის ანალიზი
სამიზნე კლასში ისტორიულ რუკაზე ყოველთვის გვიხდებოდა მუშაობა, თუმცა უნდა
აღვნიშნო, რომ მხოლოდ ზეპირად. ამჟამად შევადგინე სხვადასხვა სახისა და სირთულის
შეკითხვები დაბალი სააზროვნო უნარებიდან მაღალ საზროვნო უნარებზე გათვლილი,
დავურიგე მოსწავლეებს ბარათები და სახელმძღვანელოში მოცემულ რუკაზე იმუშავეს.
სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები, ფიქრობდნენ, აზუსტებდნენ, იკვლევდნენ
რუკას და კითხვებსაც საგულდაგულოდ სცემდნენ პასუხებს, სამუშაოს დასრულების შემდეგ
მათ აღნიშნეს, რომ საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო ამ დავალების შესრულება,
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მცირე ნაწილმა მოსწავლეებისა მოითხოვა კვლავ
ზეპირად გაეკეთებინათ. ასევე, აღნიშნეს, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა წერით ამ
დავალების შესრულება, აღნიშნეს ისიც, რომ ხშირად თუ გააკეთებენ მსგავსი ტიპის
დავალებებს, მათთვის უფრო მეტად საინტერესო და სახალისო იქნება გაკვეთილის სწავლა,
ამავე დროს გაუუმჯობესდებათ წერითი უნარები.
მე კმაყოფილი ვარ ჩემ მიერ განხორციელბული ინტერვენციით, იქიდან გამომდინარე, რომ
მოსწავლეები ნელ-ნელა ხვეწენ წერით უნარ-ჩვევებს, ასევე, საგნისადმი ინტერესი და
მოტივაციაც იზრდება ისტორიული რუკის ანალიზის გამოყენებით.
19
შედეგების შეფასება
კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით შემესწავლა და გამომეკვეთა
პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ისტორიული წერითი უნარ–ჩვევების ნაკლებობას და
გამომენახა გზები. ისტორიული რუკების, ისტორიული წყაროების, ილუსტრაციების, რეფერატის
მომზასდებით, ვიდეო მასალის გამოყენებით დაეძლიათ აღნიშნული პრობლემა, მოსწავლეთა
შედეგების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემის გამოსაკვეთად დაგვეხმარა ფოკუსჯგუფის
შეხვედრა და ანკეტირება.
ფოკუსჯგუფის შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
 მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ წერით დავალებებს საგაკვეთილო პროცესებში,
შემაჯამებელ დავალებებში ძირითადად ტესტებს მივმართავთ, სადაც მხოლოდ ერთი დავალებაა
ძირითადად მოცემული, არგუმენტირებული მსჯელობა .
 ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.
 მოსწავლეებს უფრო მეტად უმარტივდებათ ზეპირი მსჯელობა და უჭირთ თავიანთი
ნააზრევის წერილობით გადმოცემა .
პრობლემის გამოსაკვეთად დავგეგმე ანკეტირება ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში.ანკეტირების
შედეგები ასეთია:
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ
გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესასრულებლად,
მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება და
გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს. ანკეტირების შემდეგ ადავგეგმე გაკვეთილები სადაც
გამოვიყენე ისტორიული რუკები , შემაჯამებელი დავალებისთვის მივეცი მოსამზადებლად
რეფერატი, რაც მათთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა .
კვლევის დადებითი მხარე იყო, რომ მე-7 კლასი უფრო მეტად გააუმჯობესებენ წერით უნარ-
ჩვევებს, რაც მომავალი წარმატების გარანტი იქნება.
რეკომენდაციები:
 დაიგეგმ
ოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა რესურსები, რომელიც მიმართული
იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ
 გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ რესურსებს, დაწერენ
ისტორიულ ესეს, რეფერატს, არგუმენტებს .
20
დასკვნა
ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას,
ისწავლეს რეფერატის წერა, ისტორიული რუკის ანალიზი რამაც მათი მოტივაციის ამაღლება
და საგნისადმი ინტერესი გააღრმავა.
21
სსიპ ქ.თბილისისგოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის
პედაგოგის
ეკატერინე გორგაძის
პრაქტიკული კვლევის
წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, სიახლე შეიტანოს თავის
საქმიანობაში, მოსწავლეებს ხელი შეუწყოს განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის
დახვეწასა და ჩამოყალიბებაში, რადგან განვითარებული თაობა განვითარებული
მომავლის საწინდარია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია კოლეგებისათვის, მათი უკუკავშირი და შეფასება. 19
ივნისს მოვაწყვე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. ჩემ გარდა,
მონაწილეობა მიიღო კიდევ ორმა მასწავლებელმა. ანა ყარაგვეზაშვილმა და ეკა
თაბუაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა 15 პედაგოგი, დირექტორი, დირექტორის
მოადგილე. შეხვედრაზე სამივემ წარმოვადგინეთ power point-ში მომზადებული
პრეზენტაციები .
წარმოდგენილი კვლევა უკავშირდება ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევების
განვითარებას. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე VII3
კლასი, რადგან სწორედ საბაზო საფეხურის
ამ ასაკში არის საჭირო წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დიდ გავლენას მოახდენს
მათში მოტივაციის ამაღლებასა და მომავალ წარმატებებზე. მონაცემების ანალიზის
შედეგად განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:
 სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია.
სარეფერატო თემის მომზადება შემაჯამებელი დავალებისთვის.
 ისტორიული რუკების ანალიზი: 1. XV საუკუნის ევროპა 2. XVI საუკუნის
საღვთო რომის იმპერია.
განხორციელებული შეხვედრის ანალიზის შედეგად, ვფიქრობ, რომ სხვების
გამოცდილების გაზიარება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის,
რადგან პრაქტიკის კვლევა განვახორციელე პირველად და თითოეული ჩემი კოლეგის
22
აზრი ამასთან დაკავშირებით მისაღები და საინტერესოა. კოლეგები პრეზენტაციის
მოსმენის შემდეგ გვისვამდნენ შეკითხვებს, აზუსტებდნენ ინფორმაციას. სურვილი
გამოთქვეს, თავადაც აწარმოონ კვლევები და ითანამშრომლონ ჩვენთან. გამოთქვეს
თავიანთი მოსაზრებები.
კოლეგა ანნა ყარაგვეზაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია,
რადგან მისი შვილი არის მე-7 კლასის მოსწავლე და მასაც აქვს ზემოთ აღნიშნული
პრობლემა და ჩემ მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს აუცილებლად გამოიყენებს,
რათა დაეხმაროს წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
ინგლისურის პედაგოგმა ელზა რუხაძემაც გამოთქვა თავისი შეხედულება და
აღნიშნა, რომ თავისი საგნის სწავლებისას ყურადღებას გაამახვილებდა აღნიშნული
პრობლემის დაძლევაზე და გამოიყენებდა მსგავს ინტერვენციებს.
დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ლანა ბელქანიამ, კმაყოფილება გამოთქვა ჩვენი
მუშაობით, აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ კვლევას სხვა კლასებში და სხვა
პედაგოგებიც განახორციელებენ და შემდგომში მოხდება შედარებითი ანალიზი,
გამოცდილების გაზიარება.
დირექტორმა, ქალბატონმა ეკა თაბუაშვილმა, ასევე კმაყოფილება გამოთქვა,
აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია და მის მოგვარებაზე ზრუნვა ერთი
საგნის პედაგოგ,მა კი არ უნდა დაიწყოს მხოლოდ, არამედ ურთიერთთანამშრომლობით
უნდა დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზები, რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლება-
სწავლის პროცესებს.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაციის შედეგად შეიძლება
დავასკვნა, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩემი პროფესიული
განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ
სასწავლო წლებში კვლევის შედეგებს, იმას, რომ ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევები
მნიშვნელოვანად განაპირობებს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას და
დიდ გავლენას მოახდენს მათ მომავლ წარმატებებზე. ვიმუშავებ მოსწავლეებთან ამ
მიმართულებით და გამოვიყენებ სხვადასხვა რესურსს წერითი უნარ-ჩვევების
განვითარებისათვის.
იმედი მაქვს, თანდათან უფრო დავხვეწთ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს და
ბევრ საინტერესო კვლევას ჩავატარებთ და სხვა სკოლებთანაც ვითანამშრომლებთ.
22/06/2018
23
გამოყენებული ლიტერატურა
1. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება (პრაქტიკული
გზამკვლევი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2014წ.
2. პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის ( ავთ. ნ. გოგლიჩიძე, თ. ჭანტურია, ნ.
ჯინჭარაძე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2016 წ.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი VIII.პრიორიტეტული გამჭოლი
კომპეტენციები.მუხლი 48.3.ა.11.10.2011წ.
4. (ეროვნული სასწავლო გეგმა. თავიXXXV. სასწავლო გეგმა- საზოგადოებრივი
მეცნიერებები. მუხლი 1- შესავალი 2011-2016)
5. ინტერნეტგზეთი www.matsavlebeli.ge „მოსწავლეთა წერითი მეტყველების
სირთულეები“ ავტორი დარეჯან კვიმსაძე , 8/06/2017
6. გაზეთი მასწავლებელი. დავით ბოლქვაძე „წყაროები – ისტორიული აზროვნებისა და
კვლევის უნარებისთვის“ 30/01/2015
2018 წელი

More Related Content

Similar to ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva

მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისMaia Siradze
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
მეთოდური შეხვედრა
მეთოდური შეხვედრამეთოდური შეხვედრა
მეთოდური შეხვედრაBesik Machitadze
 
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliPedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliekunakaterina
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიlomidzemarine
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlalibastilashvili
 

Similar to ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva (20)

მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვის
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
მეთოდური შეხვედრა
მეთოდური შეხვედრამეთოდური შეხვედრა
მეთოდური შეხვედრა
 
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliPedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
Cakpcpsj
CakpcpsjCakpcpsj
Cakpcpsj
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 

More from ekunakaterina

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaekunakaterina
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaekunakaterina
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliekunakaterina
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiekunakaterina
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaekunakaterina
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliekunakaterina
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1ekunakaterina
 

More from ekunakaterina (9)

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovacia
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashvili
 
Viqtorina qimiashi
Viqtorina qimiashiViqtorina qimiashi
Viqtorina qimiashi
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvleva
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1
 

ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva

  • 1. 1 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში პრაქტიკული კვლევა წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში სარჩევი--------------------------------------------------------------------------1 I-თავი შესავალი------------------------------------------------------------------------2 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------2 პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------3 კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------3 საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------4 ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------4 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------6 კვლევის ვადები----------------------------------------------------------------7 კვლევის მეთოდები:ფოკუსჯგუფი,ანკეტირება-----------------------------7 სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10 დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-13 გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------14 II-თავი პედ.ეკატერინე გორგაძის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-14 შედეგების შეფასება-----------------------------------------------------------19 დასკვნა--------------------------------------------------------------------------20 რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ --------------------21 გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------23
  • 2. 2 შესავალი ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია მასთან, რომ ,იყო საუბრები სკოლის პრობლემებზე, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, განმეხორციელებინა სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩემი საგნიდან, პრობლემებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე. ეკატერინე გორგაძის ისტორიის პედაგოგის ნაშრომში მოცემულია: საკვლევი თემა,ინფორმაცია სკოლის შესახებ,საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები,ლიტერატურის მიმოხილვა,სამიზნე ჯგუფები,კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, ჩემ მიერ განხორციელებული ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი,დასკვნა,შენიშვნები. საკვლევი საკითხის მიმოხილვა მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ თბილისის N182-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1376 მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 72 მასწავლებელი. მასწავლებელთა 90%-ზე მეტი მუშაობს სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 30 სერტიფიცირებული მასწავლებელი.სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობითი და პრობლემაზე ორიენტირეული ანუ სასწავლო პროექტებითსწავლება.თანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგები გადიან გადამზადებას და პერიოდულად თავადაც ატარებენ ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,სკოლაში შექმნილი სასწავლო რესურსები, ადმინისტრაციის დახმარებითა და ძალისხმევით, საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.მაშინ როდესაც სკოლა ორიენტირებულია ყოველგვარი სიახლისა და სირთულეების დაძლევაზე,გასაკვირი არ არის ის ფაქტი რომ,დირექციისა და პედაგოგთა ინტერესს წარმმოადგენს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
  • 3. 3 პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა ჩემ მიერ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა, რომელიც გამომდინარეობს როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს აზრის ქვეტექსტს მიღმა წაკითხვა, თემაში ავტორის თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, არსებული პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა. მოსწავლეებს მეტ–ნაკლებად შეუძლიათ ზეპირად არგუმენტირებული მსჯელობა , თუმცა უჭირთ წერილობით საკუთარი აზრის გადმოცემა, წერით მეტყველებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა გონებრივ-ინტელექტუალური სრულყოფის საქმეში. წერა სოციალური პროცესია, დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ლექსიკაზე, მისი ცნობიერების განვითარებაზე , ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მოსწავლეს ხელს უშლის მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში, ასევე კვლევა ხელს შეუწყობს წერითი უნარების გაუმჯობესებას, დაგეგმილი ინტერვენციებით, რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე. კვლევის მიზანი - წერითი უნარ-ჩვევების ამაღლება ისტორიაში კვლევის მიზანია: კვლევის ჯგუფმა სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით შეისწავლოს და გამოკვეთოს პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ისტორიული წერითი უნარ–ჩვევების ნაკლებობას და გამონახოს გზები. ისტორიული რუკების, ისტორიული წყაროების, ილუსტრაციების, რეფერატის მომზადებით, ვიდეო მასალის გამოყენებით, დაძლიონ აღნიშნული პრობლემა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები,რომლებშიც გამოყენებული იქნება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ ზემოთ ხსენებული რესურსები, რაც გააუმჯობესებს წერითი უნარ-ჩვევებს ისტორიაში, გაზრდის მოსწავლის მოტივაციას საგნის მიმართ და გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს.
  • 4. 4 კვლევის ამოცანები კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს  სხვადასხვა რესურსების გამოყენება, საგაკვეთილო პროცესში ჩანაწერების გაკეთება შეუწყობს თუ არა მოსწავლეებში წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?  სწორად წარვმართავ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?  როგორ ავირჩიო სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები?  ანკეტირებისთვის შევძლებ შევადგინო კითხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი,ინფორმაციის,რეალობის,პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?  სწორად დავგეგმავ ინტერვენციებს?  რა შედეგზე გამიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?  რამდენად სასარგებლო იქნება ჩემ მიერ წარმოებული კვლევა ჩემი პროფესიული ზრდისთვის,მოსწავლეებისთვის,სკოლისთვის. ლიტერატურის მიმოხილვა  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა:მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში(პროფესიული განვითარება,მუხლი133,,1):შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა,კვლევის ჩატარება,მონაცემთა დამუშავება- ინტერპრეტაცია,კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება,მუხლი139,2 2014წ.)  ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების
  • 5. 5 შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს; ( ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი VIII.პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.მუხლი 48.3.ა.11.10.2011)  წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:  სივრცეში ორიენტირება  ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება  კომუნიკაცია  სწავლის უნარი  კვლევა  შემოქმედებითი უნარი ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია  პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა  პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა  (ეროვნული სასწავლო გეგმა. თავიXXXV. სასწავლო გეგმა- საზოგადოებრივი მეცნიერებები. მუხლი 1- შესავალი 2011-2016)  ცნობილი ფილოსოფოსი დ. კლუსტერი წერის დროს წინ წამოწევდა კრიტიკულ აზროვნებას და წერითი მეტყველების განვითარებაში გამოყოფდა 5 ძირითად პროცესს: ინდივიდუალობას, მოტივირებულობას, სირთულის გააზრების აუცილებლობას, საკითხის გადაჭრის უნარს, არგუმენტირებულობას. „კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს“. კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ზოგი მათ თვითრეგულაციას უკავშირებს, რაც აზრის ლამაზად გამოხატვის საშუალებაა.(ინტერნეტგზეთი www.matsavlebeli.ge „მოსწავლეთა წერითი მეტყველების სირთულეები“ ავტორი დარეჯან კვიმსაძე , 8/06/2017 )  აუცილებელია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმოს ისტორიულ წყაროებს და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს. ამითვის სასურველია, წყაროზე მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში. ამ სტატიაში განვიხილავთ ისტორიულ წყაროზე მუშაობის წერით აქტივობას, რომელიც, ჩვენი აზრით, დაეხმარება მასწავლებლებს ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევაში. გარდა ამისა, მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა: ● წერის კულტურა;
  • 6. 6 ● წერითი აზროვნების უნარი; ● წაკითხულის გააზრების უნარი; ● ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარი; ● შემოქმედებითი უნარი. წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები ერთსა და იმავე დროს აქტიური მკითხველებიც არიან და მწერლებიც. დოკუმენტის კითხვისას ისინი წაკითხულის გააზრებას ცდილობენ, ხოლო როცა წერითი დავალების შესრულებას შეუდგებიან, აქტიური ფიქრის პროცესში ჩაერთვებიან. დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ხელახლა მოუხდება თემის გააზრება, ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად შესაძლოა წინა ცოდნის გააქტიურება და ნასწავლი მასალის გახსენებაც დასჭირდეს. ამასთანავე, მეტი ყურადღებით გაეცნობა და გააანალიზებს დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და შესასწავლ საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაიაზრებს.( გაზეთი მასწავლებელი. დავით ბოლქვაძე „წყაროები – ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის“ 30/01/2015.) კვლევის სამიზნე ჯგუფი კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიე საბაზო საფეხური VII3 კლასი, რათა უმეტეს წილად თავს იჩენს წერითი უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს აზრის ქვეტექსტს მიღმა წაკითხვა, თემაში ავტორისა თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, არსებული პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა.
  • 7. 7 დავგეგმე კვლევის ვადები კვლევის ვადები აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი პრობლემის იდენტიფიცირება X ფოკუსჯგუფის შეხვედრა X კითხვარის შედგენა X ანკეტირება X გამოკითხვის ანალიზი X ეკატერინე გორგაძის განსახორციელებელი ინტერვენციები X X X თანამშრომლობითი აზრთა გაზიარება XX X ინტერვენციის შედეგების ანალიზი X პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან,შედეგების გაცნობა X კვლევის მეთოდები ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: თვისობრივი- ფოკუსჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობითი მეთოდი, რაოდენობით სურათს გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს. 1.ფოკუსჯგუფი პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვე შეხვედრა როგორც ჩვენი ასევე სხვა სკოლის მასწავლებლებთან. რათა მათთან დიალოგით უკეთ შემძლებოდა გამეკეთებინა პრობლემის დიაგნოსტირება. ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8 მასწავლებლისგან. დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით:
  • 8. 8  რა სიხშირით ვიყენებთ წერით დავალებებს საკლასო, საშინაო თუ შემაჯამებელი სამუშაოებისათვის  დაგვეხმარება თუ არა სხვადასხვა რესურსები და აქტივობები წერითი უნარ-ჩვევების ამაღლებაში?  იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში. შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს წერითი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში,მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში .რესპოდენტებმა გადმოსცეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ.თითოეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე.გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:  მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ წერით დავალებებს საგაკვეთილო პროცესებში, შემაჯამებელ დავალებებში ძირითადად ტესტებს მივმართავთ სადაც მხოლოდ ერთი დავალებაა ძირითადად მოცემული, არგუმენტირებული მსჯელობა .  ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.  მოსწავლეებს უფრო მეტად უმარტივდებათ ზეპირი მსჯელობა და უჭირთ თავიანთი ნააზრევის წერილობით გადმოცემა . დაიგეგმა შემდეგი აქტივობები  მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრება,უკუკავშირით.  ჩატარდეს სვადასხვა რესურსების და მეთოდების გამოყენებით გაკვეთილები  მასწავლებლებმა გავიროთ გადამზადების კურსები ან გავეცნოთ და დავეუფლოთ ლიტერატურას აქტივობებზე რომელიც განავითარებს წერიტ უნარ-ჩვევებს მოსწვლეებში. 2.ანკეტირება ანკეტირება განვახორციელე ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში.ანკეტირება არის ანონიმური,რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები შევიმუშავე კვლევის მიზნიდან გამომდინარე.
  • 9. 9 ანკეტირების ნიმუში კლასი--VII-3 კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი 1 როგორ ფლობთ წერით უნარ- ჩვევებს საერთოდ ვერ ვფლობ□ ნაწილობრივ ვფლობ□ კარგად ვფლობ □ 2 გიტარდებათ გაკვეთილები სადაც წერილობით გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს ? საერთოდ არ გვიტარდება□ იშვიათად გვიტარდება□ იშვიათად გვიტარდება□ 3 გიხდებათ თუ არა წერითი დავალებების შესრულება სახლში? საერთოდ არ გვიხდება□ იშვიათად გვიხდება ა□ ყოველთვის გვიხდება□ 4 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისთვის? არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □ 5 როგორ ფიქრობთ გაკვეთილებზე რუკის, ფოტოს,სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაგიუმჯობესდებათ თუ არა წერითი უნარ-ჩვევები? არ დამეხმარება □ ნაწილობრივ დამეხმარება □ დამეხმარება □ 6 მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო□ ნაწილობრივ იქნება საინტერესო□ საინტერესო იქნება □ დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
  • 10. 10 სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი 1 როგორ ფლობთ წერით უნარ- ჩვევებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 5 მოსწავლე- 17% 21 მოსწავლე- 70% 4 მოსწავლე- 13% 2 გიტარდებათ გაკვეთილები სადაც წერილობით გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს ? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ყოველთვის გვიტარდება 5 მოსწავლე- 17% 22 მოსწავლე- 73% 3 მოსწავლე- 10% 3 გიხდებათ თუ არა წერითი დავალებების შესრულება სახლში? საერთოდ არ გვიხდება იშვიათად გვიხდება ყოველთვის გვიხდება 2 მოსწავლე 7% 13 მოსწავლე- 43% 15 მოსწავლე- 50% 4 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისთვის? არ მსურს იშვიათად ხშირად 1 მოსწავლე-3% 12 მოსწავლე 40% 17მოსწავლე- 57% 5 როგორ ფიქრობთ გაკვეთილებზე რუკის, ფოტოს,სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაგიუმჯობესდებათ თუ არა წერითი უნარ-ჩვევები? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1 მოსწავლე-3% 4 მოსწავლე- 13% 25 მოსწავლე- 84% 6 მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 2 მოსწავლე 7% 2 მოსწავლე7% 26 მოსწავლე86%
  • 11. 11 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 5% 25% 70% როგორ ფლობთ წერით უნარ-ჩვევებს ? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 26% 54% 20% გიტარდებათ გაკვეთილები სადაც წერილობით გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს?
  • 12. 12 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% საერთოდ არ გვიხდება იშვიათად გვიხდება ხშირად გვიტარდება 26% 54% 20% გიხდებათ თუ არა წერითი დავალებების შესრულება სახლში? 0% 20% 40% 60% 80% არ მსურს იშვიათად ხშირად 5% 17% 78% გსურთ გაკვეთილების ჩატარება სხვადსხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისათვის?
  • 13. 13 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1% 24% 75% როგორ ფიქრობთ გაკვეთილებზე რუკის,ფოტოს,სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაგიუმჯობესდებათ თუ არა წერითი უნარ-ჩვევები? 0% 20% 40% 60% 80% 100% არ იქნება ნაწილობრივ საინტერესო იქნება 1% 18% 81% მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
  • 14. 14 გამოკითხვის შედეგების ანალიზი ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო VII-3 კლასის 30 მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეები ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, რა სიხშირით სურდათ მათ წერითი დავალებების შესრულება, რა სიხშირით სურდათ მათ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებების შესრულება საგაკვეთილო პროცესში, გაზრდიდა თუ არა მათ ინტერესს და მოტივაციას სწავლის მიმართ. გამოკითხულთა 70% ნაწილობრივ ფლობს წერით უნარ-ჩვევებს. 73% ფიქრობს, რომ იშვიათად უტარდებათ გაკეთილები სადაც წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ნააზრევს. 50% აზრით სახლში უხდებათ წერითი დავალებების შესრულება. 57% სურს გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისათვის. 84% ფიქრობს, რომ გაკვეთილზე რუკის, ფოტომასალის, სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაუმჯობესდებათ წერითი უნარ-ჩვევები. 86% თვლის რომ მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება მათთვის. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესასრულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს. II თავი ინტერვენციები მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები  მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით რომელიც მიმართული იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ.  გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ რესურსებს, დაწერენ ისტორიულ ესეს, რეფერატს, არგუმენტებს . ეკატერინე გორგაძის მიერ განხორციელებული ინტერვენციები განვახორციელე პრაქტიკული კვლევა - ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევების განვითარება. იდეა წამოვიდა კოლეგებთან თანამშრომლობის და ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან. ამ კვლევით გამოვკვეთე პრობლემები, რაშიც დამეხმარა მოსწავლეთა ანკეტირება. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე საბაზო საფეხურის VII კლასი, იმიტომ რომ, ამ ასაკში უჭირთ ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა. მოსწავლეებს მეტ–ნაკლებად შეუძლიათ ზეპირად არგუმენტირებული მსჯელობა, თუმცა უჭირთ წერილობით საკუთარი აზრის გადმოცემა,
  • 15. 15 წერით მეტყველებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა გონებრივ-ინტელექტუალური სრულყოფის საქმეში. წერა სოციალური პროცესია, დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ლექსიკაზე, მისი ცნობიერების განვითარებაზე , ვინაიდან აღნიშნული პრობლემა მოსწავლეს ხელს უშლის მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში, ეს კვლევა და ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები ხელს შეუწყობს წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღე: 1 როგორ ფლობთ წერით უნარ- ჩვევებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 5 მოსწავლე- 17% 21 მოსწავლე- 70% 4 მოსწავლე- 13% 2 გიტარდებათ გაკვეთილები სადაც წერილობით გადმოსცემთ თქვენს ნააზრევს ? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ყოველთვის გვიტარდება 5 მოსწავლე- 17% 22 მოსწავლე- 73% 3 მოსწავლე- 10% 3 გიხდებათ თუ არა წერითი დავალებების შესრულება სახლში? საერთოდ არ გვიხდება იშვიათად გვიხდება ყოველთვის გვიხდება 2 მოსწავლე 7% 13 მოსწავლე- 43% 15 მოსწავლე- 50% 4 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისთვის? არ მსურს იშვიათად ხშირად 1 მოსწავლე-3% 12 მოსწავლე 40% 17მოსწავლე- 57% 5 როგორ ფიქრობთ გაკვეთილებზე რუკის, ფოტოს,სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაგიუმჯობესდებათ თუ არა წერითი უნარ-ჩვევები? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1 მოსწავლე-3% 4 მოსწავლე- 13% 25 მოსწავლე- 84% 6 მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 2 მოსწავლე 7% 2 მოსწავლე7% 26 მოსწავლე86%
  • 16. 16 რაოდენობრივი ანალიზი ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო VII-3 კლასის 30 მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეები ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, რა სიხშირით სურდათ მათ წერითი დავალებების შესრულება, რა სიხშირით სურდათ მათ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებების შესრულება საგაკვეთილო პროცესში, გაზრდიდა თუ არა მათ ინტერესს და მოტივაციას სწავლის მიმართ. გამოკითხულთა 70%ნაწილობრივ ფლობს წერით უნარ-ჩვევებს. 73% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ გაკეთილები სადაც წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ნააზრევს. 50%აზრით სახლში უხდებათ წერითი დავალებების შესრულება. 57% სურს გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისათვის. 84% ფიქრობს დაეხმარება გაკვეთილზე რუკის, ფოტომასალის, სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაუუმჯობესდებათ წერითი უნარ-ჩვევები. 86% თვლის რომ მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება მათთვის. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესარულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილებს ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს.
  • 17. 17 ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები I-ინტერვენცია სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია. სარეფერატო თემის მომზადება შემაჯამებელი დავალებისთვის. I-ინტერვენციის ანალიზი მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ ბოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე სარეფერატო თემები უნდა წარმოედგინათ. მათთვის უცხო იყო თვითონ რეფერატიც და მისი მომზადების წესები, მაქსიმალურად დაწვრილებით ავუხსენი, თუ როგორ უნდა დაეწერათ სარეფერატო თემა, დაფაზე დავუწერე დაწვრილებითი კითხვები, თუ რა კითხვებს უნდა სცემდეს შესავალი ნაწილი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილი, თვითონაც აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში, სვამდნენ დამაზუსტებელ კითხვებს, ებადებოდათ იდეები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რა თემაზე შეეძლოთ სავარუდოდ დაეწერათ რეფერატი. ბოლოს აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა დავალებაზე მუშაობა და გაუადვილდებოდათ თემის დაწერა. მივეცი ერთი კვირა მოსამზადებლად, პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო, უმრავლესობა იცავდა რეფერატის წერის ინსტრუქციებს, ბოლოს თვითონ აღნიშნეს, რომ რეფერატზე მუშაობა საინტერესო იყო, დამაზუსტებელმა კითხვებმა გაუადვილათ შესავალი ნაწილის და დასკვნის გაკეთება, რაც ყოველთვის მათთვის პრობლემას წარმოადგენდა, მსგავსი სტილის სამუშაოები გააუმჯობესებს მათ წერით უნარ-ჩვევებს, რასაც გამოიყენებენ ქართულის, უცხო ენის გაკვეთილებზე და მათ მომავალ წარმატებაშიც წვლილს შეიტანს. სხვა კლასებშიც გავაგრძელე იმავეს გაკეთება, რათა მათაც გაუუმჯობესდეთ წერითი უნარ- ჩვევები. მე კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით. იმედია, მოსწავლეებს უფრო მეტად განუვითარდებათ წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში და მათი ინტერესი მეტად გაიზრდება, რაც მომავალში მათ წარმატებებსა სწავლა-სწავლების ხარისხზეც აისახება.
  • 18. 18 II-ინტერვენცია სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე მეორე ინტერვენცია, ისტორიული რუკების ანალიზი, ორი რუკის ანალიზი 1. XVსაუკუნის ევროპა 2. XVIსაუკუნის საღვთო რომის იმპერია. II- ინტერვენციის ანალიზი სამიზნე კლასში ისტორიულ რუკაზე ყოველთვის გვიხდებოდა მუშაობა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ზეპირად. ამჟამად შევადგინე სხვადასხვა სახისა და სირთულის შეკითხვები დაბალი სააზროვნო უნარებიდან მაღალ საზროვნო უნარებზე გათვლილი, დავურიგე მოსწავლეებს ბარათები და სახელმძღვანელოში მოცემულ რუკაზე იმუშავეს. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები, ფიქრობდნენ, აზუსტებდნენ, იკვლევდნენ რუკას და კითხვებსაც საგულდაგულოდ სცემდნენ პასუხებს, სამუშაოს დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო ამ დავალების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მცირე ნაწილმა მოსწავლეებისა მოითხოვა კვლავ ზეპირად გაეკეთებინათ. ასევე, აღნიშნეს, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა წერით ამ დავალების შესრულება, აღნიშნეს ისიც, რომ ხშირად თუ გააკეთებენ მსგავსი ტიპის დავალებებს, მათთვის უფრო მეტად საინტერესო და სახალისო იქნება გაკვეთილის სწავლა, ამავე დროს გაუუმჯობესდებათ წერითი უნარები. მე კმაყოფილი ვარ ჩემ მიერ განხორციელბული ინტერვენციით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეები ნელ-ნელა ხვეწენ წერით უნარ-ჩვევებს, ასევე, საგნისადმი ინტერესი და მოტივაციაც იზრდება ისტორიული რუკის ანალიზის გამოყენებით.
  • 19. 19 შედეგების შეფასება კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით შემესწავლა და გამომეკვეთა პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ისტორიული წერითი უნარ–ჩვევების ნაკლებობას და გამომენახა გზები. ისტორიული რუკების, ისტორიული წყაროების, ილუსტრაციების, რეფერატის მომზასდებით, ვიდეო მასალის გამოყენებით დაეძლიათ აღნიშნული პრობლემა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემის გამოსაკვეთად დაგვეხმარა ფოკუსჯგუფის შეხვედრა და ანკეტირება. ფოკუსჯგუფის შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:  მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ წერით დავალებებს საგაკვეთილო პროცესებში, შემაჯამებელ დავალებებში ძირითადად ტესტებს მივმართავთ, სადაც მხოლოდ ერთი დავალებაა ძირითადად მოცემული, არგუმენტირებული მსჯელობა .  ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.  მოსწავლეებს უფრო მეტად უმარტივდებათ ზეპირი მსჯელობა და უჭირთ თავიანთი ნააზრევის წერილობით გადმოცემა . პრობლემის გამოსაკვეთად დავგეგმე ანკეტირება ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში.ანკეტირების შედეგები ასეთია: გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესასრულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს. ანკეტირების შემდეგ ადავგეგმე გაკვეთილები სადაც გამოვიყენე ისტორიული რუკები , შემაჯამებელი დავალებისთვის მივეცი მოსამზადებლად რეფერატი, რაც მათთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა . კვლევის დადებითი მხარე იყო, რომ მე-7 კლასი უფრო მეტად გააუმჯობესებენ წერით უნარ- ჩვევებს, რაც მომავალი წარმატების გარანტი იქნება. რეკომენდაციები:  დაიგეგმ ოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა რესურსები, რომელიც მიმართული იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ  გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ რესურსებს, დაწერენ ისტორიულ ესეს, რეფერატს, არგუმენტებს .
  • 20. 20 დასკვნა ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ისწავლეს რეფერატის წერა, ისტორიული რუკის ანალიზი რამაც მათი მოტივაციის ამაღლება და საგნისადმი ინტერესი გააღრმავა.
  • 21. 21 სსიპ ქ.თბილისისგოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის პედაგოგის ეკატერინე გორგაძის პრაქტიკული კვლევის წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, სიახლე შეიტანოს თავის საქმიანობაში, მოსწავლეებს ხელი შეუწყოს განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის დახვეწასა და ჩამოყალიბებაში, რადგან განვითარებული თაობა განვითარებული მომავლის საწინდარია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია კოლეგებისათვის, მათი უკუკავშირი და შეფასება. 19 ივნისს მოვაწყვე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. ჩემ გარდა, მონაწილეობა მიიღო კიდევ ორმა მასწავლებელმა. ანა ყარაგვეზაშვილმა და ეკა თაბუაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა 15 პედაგოგი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე. შეხვედრაზე სამივემ წარმოვადგინეთ power point-ში მომზადებული პრეზენტაციები . წარმოდგენილი კვლევა უკავშირდება ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე VII3 კლასი, რადგან სწორედ საბაზო საფეხურის ამ ასაკში არის საჭირო წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დიდ გავლენას მოახდენს მათში მოტივაციის ამაღლებასა და მომავალ წარმატებებზე. მონაცემების ანალიზის შედეგად განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:  სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია. სარეფერატო თემის მომზადება შემაჯამებელი დავალებისთვის.  ისტორიული რუკების ანალიზი: 1. XV საუკუნის ევროპა 2. XVI საუკუნის საღვთო რომის იმპერია. განხორციელებული შეხვედრის ანალიზის შედეგად, ვფიქრობ, რომ სხვების გამოცდილების გაზიარება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან პრაქტიკის კვლევა განვახორციელე პირველად და თითოეული ჩემი კოლეგის
  • 22. 22 აზრი ამასთან დაკავშირებით მისაღები და საინტერესოა. კოლეგები პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ გვისვამდნენ შეკითხვებს, აზუსტებდნენ ინფორმაციას. სურვილი გამოთქვეს, თავადაც აწარმოონ კვლევები და ითანამშრომლონ ჩვენთან. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. კოლეგა ანნა ყარაგვეზაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია, რადგან მისი შვილი არის მე-7 კლასის მოსწავლე და მასაც აქვს ზემოთ აღნიშნული პრობლემა და ჩემ მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს აუცილებლად გამოიყენებს, რათა დაეხმაროს წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ინგლისურის პედაგოგმა ელზა რუხაძემაც გამოთქვა თავისი შეხედულება და აღნიშნა, რომ თავისი საგნის სწავლებისას ყურადღებას გაამახვილებდა აღნიშნული პრობლემის დაძლევაზე და გამოიყენებდა მსგავს ინტერვენციებს. დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ლანა ბელქანიამ, კმაყოფილება გამოთქვა ჩვენი მუშაობით, აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ კვლევას სხვა კლასებში და სხვა პედაგოგებიც განახორციელებენ და შემდგომში მოხდება შედარებითი ანალიზი, გამოცდილების გაზიარება. დირექტორმა, ქალბატონმა ეკა თაბუაშვილმა, ასევე კმაყოფილება გამოთქვა, აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია და მის მოგვარებაზე ზრუნვა ერთი საგნის პედაგოგ,მა კი არ უნდა დაიწყოს მხოლოდ, არამედ ურთიერთთანამშრომლობით უნდა დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზები, რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლება- სწავლის პროცესებს. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაციის შედეგად შეიძლება დავასკვნა, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩემი პროფესიული განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ სასწავლო წლებში კვლევის შედეგებს, იმას, რომ ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევები მნიშვნელოვანად განაპირობებს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას და დიდ გავლენას მოახდენს მათ მომავლ წარმატებებზე. ვიმუშავებ მოსწავლეებთან ამ მიმართულებით და გამოვიყენებ სხვადასხვა რესურსს წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. იმედი მაქვს, თანდათან უფრო დავხვეწთ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს და ბევრ საინტერესო კვლევას ჩავატარებთ და სხვა სკოლებთანაც ვითანამშრომლებთ. 22/06/2018
  • 23. 23 გამოყენებული ლიტერატურა 1. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება (პრაქტიკული გზამკვლევი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2014წ. 2. პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის ( ავთ. ნ. გოგლიჩიძე, თ. ჭანტურია, ნ. ჯინჭარაძე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2016 წ. 3. ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი VIII.პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.მუხლი 48.3.ა.11.10.2011წ. 4. (ეროვნული სასწავლო გეგმა. თავიXXXV. სასწავლო გეგმა- საზოგადოებრივი მეცნიერებები. მუხლი 1- შესავალი 2011-2016) 5. ინტერნეტგზეთი www.matsavlebeli.ge „მოსწავლეთა წერითი მეტყველების სირთულეები“ ავტორი დარეჯან კვიმსაძე , 8/06/2017 6. გაზეთი მასწავლებელი. დავით ბოლქვაძე „წყაროები – ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის“ 30/01/2015 2018 წელი