გაკვეთილი № 9

  • 625 views
Uploaded on

 

More in: Education
  • Full Name Full Name Comment goes here.
    Are you sure you want to
    Your message goes here
    Be the first to comment
    Be the first to like this
No Downloads

Views

Total Views
625
On Slideshare
0
From Embeds
0
Number of Embeds
0

Actions

Shares
Downloads
12
Comments
0
Likes
0

Embeds 0

No embeds

Report content

Flagged as inappropriate Flag as inappropriate
Flag as inappropriate

Select your reason for flagging this presentation as inappropriate.

Cancel
    No notes for slide

Transcript

  • 1. გაკვეთილი № 9 საშინაო დავალების შემოწმება: 1. V0 (C2H2) =9,31ლ 2. V0 (O2) = 100ლ Br Br Br2   3. HC≡CH + Br2  HC=CH HCCH     Br Br Br Br HBr HC≡CH + HBr  HC2=CH H3CCHBr2  Br I2 HC≡CH + Br2  HC=CH HCCH     I I I I HI HC≡CH + HI  HC2=CH H3CCHI2  I XII ტესტის პასუხები: 1. 2 2. 3 3. 3 4. 1 5. 2 6. 4 7. 3 8. 3 9. 1 10. 2 აცეტილენური ნახშირწყალბადების ჰომოლოგიური რიგი აცეტილენური ნახშირწყალბადების ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. მათ მოლეკულაშიერთი სამმაგი ბმაა. მათ ალკინებსაც უწოდებენ. დაბოლოება “ინ” სამმაგი ბმისაღმნიშვნელია. C2H2 HC≡CH ეთინი (აცეტილენი) C3H4 CH3C≡CH პროპინი CH3CH2C≡CH ბუტინ-1 C4H6 CH3C≡CCH3 ბუტინ-2 და ა.შ.
  • 2. -2- ზოგადად აცეტილენური რიგის ნახშირწყალბადებისთვის სახელწოდებისშერჩევის წესი ალკენებისათვის მიღებული წესის მსგავსია. მხოლოდ აქ დაბოლოება“ენ” იცვლება დაბოლოებით “ინ”-ით. გადანომრვა იწყება იქედან საითკენაც ახლოსაასამმაგი ბმა. 1 2 3 4 5 6 მაგ: CH3C≡CCHCH2CH3 4-მეთილჰექსინ-2  CH3 ყველა ამ ნაერთისათვის დამახასიათებელია სამმაგი ბმის რეაქციები. თუ აცეტილენური ნახშირწყალბადის აღნაგობაა R – C  CH მაშინ აცეტილენური წყალბადის ატომი შეიძლება ჩანაცვლდეს მეტალის ატომით (მათ შორის რეაგირებს Ag2O ამიაკიან ხსნართან, რაც აღმომჩენი რეაქციაა), ხოლო R–CC–R ტიპის აცეტილენური ნაერთი ცხადია ამ რეაქციაში ვერ შევა. აქვეავღნიშნოთ, რომ R– სიმბოლოთი აღინიშნება ჯგუფები H3C-, CH3-CH2- და ა.შ. ნაჯერი და უჯერი ნახშირწყალბადების შედარება ნაჯერი ნახშირწყალბადების ზოგადი ფორმულაა CnH2n+2. ამ ნახშირწყალბადებსნაჯერებს იმიტომ უწოდებენ, რომ მათ მოლეკულებში მაქსიმალურად შესაძლოწყალბადატომებია(ანუ მოლეკულა “გაჯერებულია” წყალბადატომებით). აქედანგამომდინარე ამ ნახშირწყალბადებში მხოლოდ ერთმაგი C – C ბმები გვაქვს, ყველანახშირბადატომის ელექტრონული გარსის ჰიბრიდიზაცია sp3-ია და მათინახშირბადოვანი ჯაჭვები ღიაა. ნაჯერებს მხოლოდ ჩანაცვლების რეაქციებიახასიათებთ და არ აუფერულებენ ისეთ “აღმომჩენ” რეაქტივებს, როგორიცააბრომიანი წყალი და კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) წყალხსნარი. ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ფორმულაა CnH2n. როგორც ვხედავთციკლის წარმოქმნამ ორით შეამცირა წყალბადატომების რიცხვი შესაბამის ნაჯერნახშირწყალბადებთან შედარებით. H2 C CH2 H3CCH2CH2CH3 ციკლობუტანი ბუტანი C4H8 H2 C CH2 C4H10
  • 3. -3- ციკლურ ნახშირწყალბადებშიც მხოლოდ ერთმაგი C–C ბმებია, ყველანახშირბადატომის გარე ელექტრონული გარსის ჰიბრიდიზაცია sp3-ია. 5 წევრიანი დაუფრო დიდი ციკლები მდგრადებია. ასეთ ციკლურ ნახშირწყალბადებს მხოლოდჩანაცვლების რეაქციები ახასიათებთ. თუ ნახშირწყალბადის მოლეკულა შეიცავს ერთ ორმაგ ან სამმაგ ბმას, მაშინ ასეთინახშირწყალბადი უჯერია. სიტყვა “უჯერი” გვიჩვენებს, რომ ნახშირწყალბადიბოლომდე “გაჯერებული” არ არის წყალბადატომებით. უჯერი ნახშირწყალბადი ავლენს მიერთების რეაქციისადმი მიდრეკილებას. ესგანპირობებულია ორმაგი ან სამმაგი ბმის ბუნებით. ორმაგი ბმის წარმომქმნელნახშირბადატომებს გარე ელექტრონული შრის sp2-ჰიბრიდიზაცია ახასიათებთ.ორმაგი ბმა ერთი  და ერთი  ბმისგან შედგება. სამმაგი ბმის წარმომქმნელნახშირბადატომებს sp-ჰიბრიდიზაცია ახასიათებთ. სამმაგი ბმა ერთი  და ორი ბმისგან შედგება. ამ ნაერთებში  ბმები  ბმებთან შედარებით ნაკლებად მდგრადია,ადვილად იხლიჩება. ამიტომ შედიან უჯერი ნახშირწყალბადები მიერთებისრეაქციებში. უჯერი ნახშირწყალბადები აუფერულებენ ისეთ რეაქტივებს,როგორებიცაა ბრომიანი წყალი და KMnO4-ის წყალხსნარი. ორმაგი ბმის გაჩენა შესაბამისი ნაჯერი ნახშირწყალბადის მოლეკულასთანშედარებით ორი წყალბადატომით ამცირებს წყალბადატომების რიცხვს. ორი ორმაგიკი – ოთხით. ასევე სამმაგი ბმის გაჩენა ოთხით ამცირებს წყალბადატომების რიცხვს. ასე რომ ნახშირწყალბადებს ზოგადი ფორმულები იქნება: ნაჯერი ციკლური 1 ორმაგი ბმის 2 ორმაგი ბმის 1 სამმაგი ბმის შემცველი შემცველი შემცველი CnH2n+2 CnH2n CnH2n CnH2n-2 CnH2n-2 და ა.შ. არსებობენ ისეთი უჯერი ნახშირწყალბადები, რომლებიც ორი, სამი და კიდევუფრო მეტ ორმაგ ბმას შეიცავენ. ასევე შეიძლება ნახშირწყალბადის მოლეკულაშიორი, სამი და ა.შ. სამმაგი ბმა ან ორმაგი და სამმაგი ბმები იყოს ერთდროულად. არსებობენ ისეთი ციკლური ნაერთებიც, რომლებიც ორმაგ (ძალზე იშვიათადსამმაგ) ბმებსაც შეიცავენ.
  • 4. -4- ამოცანა: ნახშირწყალბადის მოლეკულური მასაა 54გ/მოლი. დაადგინეთნახშირწყალბადის შედგენილობა და დაწერეთ შესაბამისი იზომერებისსტრუქტურული ფორმულები. ამოხსნა: მოც: M(ნ.წ.) = 54გ/მოლი ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა საძიებელი ნახშირწყალბადი შეიცავს 4 ნახშირბადატომს, 4 · 12=48, 5 ნახშირბადშემცველი ნახშირწყალბადის მოლეკულური მასა აღემატება საძიებელნახშირწყალბადს მოლეკულურ მასას 5 · 12=60. ამიტომ არ შეიძლება საძიებელინახშირწყალბადი 5 ატომ ნახშირბადს შეიცავდეს. ე.ი. საძიებელი ნახშირწყალბადის ფორმულაა C4Hx აქედან 4 · 12 + x = 54 x=6 C4H6 შეესაბამება CnH2n-2 ზოგად ფორმულას, რაც დიენურ ან აცეტილენურნახშირწყალბადებს შეესაბამება: H2C=CHCH=CH2 H3CC≡CHCH3 H3CCH2C≡CH ბუტადიენ-1,3 ბუტინ-2 ბუტინ-1 ამოცანის პირობას აკმაყოფილებს ციკლური ნახშირწყალბადიც, რომლისმოლეკულაში ერთი ორმაგი ბმაა H2 C CH2 HC CH ცხადია, რომ არ შეიძლება საძიებელი ნახშირწყალბადი 3 ატომ C-ს შეიცავდეს (ამდებულების სამართლიანობა თვითონ დაამტკიცეთ).
  • 5. -5-საშინაო დავალება:1. დაწერეთ პროპინის H3C–CCH-ის ურთიერთქმედების რეაქციები: წყალბადთან, ქლორთან, ქლორწყალ ბადთან, ვერცხლის ოქსიდთან და ნატრიუმთან.2. ღია ჯაჭვიანი ნახშირწყალბადის მოლეკულური მასაა 42გ/მოლი. დაადგინეთ მისი შედგენილობა და გრაფიკული ფორმულა.3. სამ ბალონში მოთავსებულია სამი სხვადასხვა აირი: ეთანი, ეთილენი და აცეტილენი. რომელი ქიმიური რეაქციებით დაადგენთ რომელ ბალონში რომელი აირია?