SlideShare a Scribd company logo
1 of 28
კორონარული არტერიების დაავადებათა
დიაგნოსტიკის პრინციპები
კორონარული არტერიების
დაავადება გულის
დაავადებათა ყველაზე მეტად
გავრცელებული ტიპია და მას
წამყვანი ადგილი უკავია
სიკვდილის გამომწვევ
მიზეზთა შორის.
ამ დროს მცირდება იმ
სისხლძარღვთა სანათური,
რომლებიც სისხლით ამარაგებენ
გულის კუნთს, ამ შევიწროვებას კი
განაპირობებს არტერიის შიგნითა
კედელზე სხვადასხვა მატერიალის,
იქნება ეს ქოლესტეროლის,
ლიპიდებისა თუ ფიბროზული
ფოლაქების გაჩენა. შედეგად, გულის
კუნთი ვეღარ იღებს საჭირო
რაოდენობის ჟანგბადს, ამ
მდგომარეობამ კი შესაძლოა
მიგვიყვანოს ინფარქტამდეც კი.
ერთ-ერთი საწყისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია რისკის შეფასება. არსებობს
კორონარულ არტერიათა დაავადების შესაძლო არსებობის პრეტესტი,
რომელიც სწორედ რისკ-ფაქტორების გამოთვლას ემსახურება.
Pretest Probability - პრეტესტი - გარკვეული სამიზნე ორანოების პოტენციური დაზიანების
არსებობას ადგენს იქამდე ვიდრე ჩატარებული კვლევების პასუხები იქნება ცნობილი.
მაგალითად პაციენტი, ვთქვათ, შუახნის მამაკაცი, რომლის წარსულიც ერთგვარი
რისკფაქტორია, აქვს ჰიპერტენზია, ეწევა სიგარეტს, დაჭირდა სასწრაფო დახმარება და ა.შ.
ეკგ დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საჭირო
მეთოდია, რაც არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ
ინფორმაციას გვაძლევს, არამედ გვეხმარება
პროგნოზის გაკეთებასა და შესაბამისი
მკურნალობის შერჩევაში.
ვინაიდან იშემიური პროცესი პირველ რიგში
მიოკარდიულ რეპოლარიზაციაზე ახდენს
გავლენას, ის ცვლილებებს იწვევს S-T
სეგმენტსა და T ტალღაში. უფრო
კონკრეტულად კი ხდება S-T სეგმენტის
დაწევა, ან ამაღლება და T ტალღების
ინვერსია, რაც გვაძლევს უარყოფით T
ტალღებს. ასევე შესაძლოა მოხდეს T ტალღის
ამპლიტუდის გაზრდა. აღნიშნული
ცვლილებები მიოკარდიუმის იშემიის
საკმაოდ ძლიერ ინდიკატორად ითვლება და
დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს გულ-
მკერდის მიდამოში.
სტაბილურ, მოსვენებულ მდგომარეობაში კორონარული არტერიების დაავადება არ
იწვევს S-T სეგმენტსა და T ტალღაში რაიმე ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ გვიწევს იშემიის
პროვოცირება, რისთვისაც პაციენტმა უნდა გაიაროს სავარჯიშო სტრესული ტესტი
(exercise stress test). ეს ტესტი გულისხმობს გულის მდგომარეობისა და წნევის
მონიტორინგს იმ დროს, როდესაც პაციენტი ვარჯიშობს. ყველაზე ხშირად გამოიყენება
სარბენი ბილიკი. ყოველ 2-3 წუთში ბილიკის მოძრაობის სისწრაფე თანდათან
იზრდება. ამ პროცესის პარალელურად ექიმი აკვირდება გულის საპასუხო მოქმედებას
ფიზიკურ აქტივობაზე, აკვირდება წნევისა და გულის ელექტრული აქტივობის
ცვლილებებს.
ეკგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია მწვავე
კორონარული სინდრომის დროს , რომელიც თავის მხრივ, იყოფა ორ
სინდრომად - STE-ACS და NSTE-ACSდ.
STE-ACS გულისხმობს S-T სეგმენტის ელევაციას, ამაღლებას. იმ პაციენტებს,
რომლებსაც აღენიშნებათ ასეთი ცვლილება ეკგ-ში, უხშირესად
უვითარდებათ მიოკარდიუმის ინფარქტი.
NSTE-ACS გულისხმობს non-ST elevation-ს. ასეთ ცვლილებას შესაძლოა მოყვეს
ინფარქტი ან არასტაბილური ანგინა.
დიაგნოსტიკისთვის ასევე
მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის
დაზიანების კარდიოსპეციფიკური
მარკერების გამოკვლევა. წარსულში
აღნიშნულ მარკერებს დიდ ყურადღებას
არ აქცევდნენ, შემდგომ პერიოდში
კრეატინ ფოსფოკინაზა MB
(CKMB) ითვლებოდა ოქროს
სტანდარტად, თუმცა დადასტურდა
რომ მათი დონის მომატება შესაძლოა
სულაც არ იყოს დაკავშირებული
მიოკარდიულ დაზიანებასთან.
1960 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაშრომი, რომელიც შეისწავლიდა კარდიულ ტროპონინს
და მის როლს გულის შეკუმშვის მექანიზმში. 1990 წელს კი შეისწავლეს ტროპონინის T და I
იზოფორმების როლი მიოკარდიუმის დაზიანების დიაგნოსტიკაში;
არსებობს 3 ტიპის კარდიული ტროპონინი
C - კალციუმის იონის დამაკავშირებელი იონი
T – C და Iს აკავშირებს ტროპომიოზინთან
I - აინჰიბირებს ინტერაქციას აქტინის და მიოზინის ფილამენტებს შორის
ასე იქმნება ტროპონინ-ტროპომიოზინის კომპლექსი;
მაშინ, როდესაც სახეზეა იშემია და იწყება კარდიომიოციტების ნეკროზი,
იწყება ტროპონინ-ტროპომიოზინის კომპლექსის პროტეოლიზური
დეგრადაცია.
კარდიალური კათეტერიზაცია - ექიმი კათეტერს ათავსებს მხრის ან კისრის რომელიმე ვენაში
და მიმართავს მას გულისაკენ. კათეტერის გამოყენება შესაძლოა კორონარული ანგიოგრაფიის
ჩასატარებლად, რაც გულისხმობს კათეტერში სპეციალური ტიპის საღებავის მოთავსებას. ეს
საღებავი შემდგომში ხვდება სისხლის მიმოქცევაში, იქიდან კი გულში. შემდეგ, როდესაც
იღებენ გულ-მკრედის ღრუს რენტგენს ამ საღებავით აკვირდებიან სისხლძარღვებს და თუკი
არის იქ რაიმე სახის დაზიანება.
ასევე კათეტერიზაციის მეთოდით შესაძლებელია სისხლისა თუ გულის კუნთის ნიმუშის
აღება, ნგიოპლასტიკა ან მინიმალისტური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
კორონარული ანგიოგრაფია - არტერიების შიდა მხარის დანახვისათვის იყენებს
კონტრასტულ შეღებვის მეთოდს. ის გვიჩვენებს თუ სად ბლოკავს ფოლაქი არტერიას
და რამდენად მასიურია ეს ბლოკადა. დიაგნოსტიკის ეს ფორმა, როგორც წესი, ტარდება
ეკგ-სა და სტრესული ტესტის შემდეგ.
კარდიალური CT სკანირება - კომპიუტერული ტომოგრაფია არის სრულიად
უმტკივნეულო მეთოდი, სადაც გულისა და სისხლძარღვების დეტალური
გამოსახულების მისაღებად გამოიყენება რენტგენის სხივები. კომპიუტერი ამ
გამოსახულებებს იყენებს გულის 3D მოდელის შესაქმნელად. ამ ტესტის ჩატარებამდეც
გამოიყენება კონტრასტული საღებავი.
ექოკარდიოგრაფია - უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც იყენებს ბგერით ტალღებს გულის
მოძრავი გამოსახულების შესაქმნელად. გამოსახულება გვაჩვენებს გულის ფორმასა და ზომას.
იმას თუ რამდენად კარგად მუშაობენ გულის საკნები და სარქველები. ექიმი სპეციალურ გელს
უსვამს გულმკერდის მიდამოს, რათა ბგერით ტალღებს გაუადვილოს გულამდე მიღწევა.
სპეციალური მოწყობილობა არის დაკავშირებული კომპიუტერთან და გადასცემს გულს
ულტრაბგერით ტალღებს, საპირისპიროდ კი მათ ექოს.
არაინვაზიური დიაგნოსტიკური ტესტი
იყოფა 2 კატეგორიად: ფუნქციური და
ანატომიური ტესტი.
ფუნქციური ტესტი გვაძლევს
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ
რამდენად კორელაციაშია სიმტომები
იშემიის კერასთან. ასეთია სტრესული
ტესტი, კომპიუტერული ტომოგრაფია,
ექოკარდიოგრაფია.
არაინვაზიური ანატომიური ტესტი კი
მოიცავს კორონარულ CT ანგიოგრაფიას.
SPECT და PET (პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია) რადიონუკლეარული გამოსახულების
ორი ფორმაა, საიდანაც SPECT უფრო ხელმისაწვდომი და ხშირად გამოყენებადია. ის ასევე
გვათავაზობს გაზრდილ მგრძნობიარობასა და სპეციფიურობას ეკგ-სთან შედარებით, თუმცა
SPECT-მა შესაძლოა ვერ შენიშნოს დაბალანსებული იშემიის არსებობა მაშინ, როცა PET უკეთეს
ვიზუალს გვაძლევს
PET სკანირება გულისხმობს მცირე
რაოდენობით რადიოაქტიური
ნივთიერების გამოყენებას სხეულის
გაოსახულების შესაქმნელად.
ჩვეულებრივ გამოიყენებენ
პოტასიუმს, თუმცა ახალი კვლევები
ადასტურებენ, რომ რუბიდიუმის
გამოყენება უპირატესია, ვინაიდან ის
ბუნებრივად შეიწოვება სხეულის
ქსოვილების მიერ. გარდა ამისა, ის
სწრაფად ტოვებს ორგანიზმს, რაც
სასურველია, რადგან ზოგადად არაა
სასურველი რადიოაქტიური
ნივთიერების ორგანიზმში არსებობა.
თავდაპირველად ხდება რუბიდიუმის
ინექცია, შემდეგ კი ის შეიწოვება
ქსოვილებში.
თუკი პრეტესტის ჩატარების დროს პაციენტს გამოუვლინდა კორონარულ
არტერიათა დაავადების განვიTარების საკმაოდ დაბალი რისკი (<10%), მაშინ
ინიშნება მაქსიმუმ სტრესული ტესტი.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.parkwayhealthradiology.com.sg/services/diagnostic_services/nuclear_me
dicine_and_pet/rubidium-82_cardiac_pet/
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16898-coronary-artery-
disease/diagnosis--risk-factors
https://www.webmd.com/heart-disease/guide/heart-disease-coronary-artery-
disease#1
https://www.ucsfhealth.org/conditions/coronary_artery_disease/diagnosis.html
http://www.heart.org/en/health-topics/heart-attack/diagnosing-a-heart-
attack/echocardiogram-echo
მადლობთ ყურადღებისთვის
თსსუ, მედიცინის ფაკულტეტი
4 კურსი, 6 ჯგუფი
სალომე ნადირაშვილი

More Related Content

What's hot

სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიებიshorenagavasheli
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''Tamuna Chagelishvili
 
9 აპრილი
9 აპრილი9 აპრილი
9 აპრილიnino abuladze
 
Зимові свята українців
Зимові свята українцівЗимові свята українців
Зимові свята українцівssuser3035ca
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროებიელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროებიnanakoxreidze
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონიTamila Khergiani
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობაschool n 11
 
უკუკავშირის ფორმის ნიმუში
უკუკავშირის ფორმის ნიმუშიუკუკავშირის ფორმის ნიმუში
უკუკავშირის ფორმის ნიმუშიMaia Siradze
 
ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი fiqria sidamonize
 
ჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობასჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობასmarine kvaratskhelia
 
პრეზენტაცია პრეზენტაციაზე
პრეზენტაცია პრეზენტაციაზეპრეზენტაცია პრეზენტაციაზე
პრეზენტაცია პრეზენტაციაზეlipara
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაirmabochorishvili
 

What's hot (20)

სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიები
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''
 
9 აპრილი
9 აპრილი9 აპრილი
9 აპრილი
 
Зимові свята українців
Зимові свята українцівЗимові свята українців
Зимові свята українців
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროებიელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
 
C ჰეპატიტი
C ჰეპატიტიC ჰეპატიტი
C ჰეპატიტი
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობა
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
ეფექტური პრეზენტაცია
ეფექტური პრეზენტაციაეფექტური პრეზენტაცია
ეფექტური პრეზენტაცია
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
 
უკუკავშირის ფორმის ნიმუში
უკუკავშირის ფორმის ნიმუშიუკუკავშირის ფორმის ნიმუში
უკუკავშირის ფორმის ნიმუში
 
ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი
 
ჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობასჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობას
 
მუსიკა და ტექნოლოგიები
მუსიკა და ტექნოლოგიებიმუსიკა და ტექნოლოგიები
მუსიკა და ტექნოლოგიები
 
პრეზენტაცია პრეზენტაციაზე
პრეზენტაცია პრეზენტაციაზეპრეზენტაცია პრეზენტაციაზე
პრეზენტაცია პრეზენტაციაზე
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
პროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრულიპროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრული
 

More from Salome Nadirashvili

ლოგინობის ხანის გართულებები
ლოგინობის ხანის გართულებებილოგინობის ხანის გართულებები
ლოგინობის ხანის გართულებებიSalome Nadirashvili
 
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)Salome Nadirashvili
 
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებები
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებებიფეხბურთელთა პროფესიული დაავადებები
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებებიSalome Nadirashvili
 
რენტგენის სხივები
რენტგენის სხივებირენტგენის სხივები
რენტგენის სხივებიSalome Nadirashvili
 
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი Salome Nadirashvili
 
პრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიპრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიSalome Nadirashvili
 
ნეიროსიფილისი
ნეიროსიფილისინეიროსიფილისი
ნეიროსიფილისიSalome Nadirashvili
 
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებისანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებიSalome Nadirashvili
 
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Salome Nadirashvili
 
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომივისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომიSalome Nadirashvili
 
დი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიდი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიSalome Nadirashvili
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიადიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიაSalome Nadirashvili
 
ბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიSalome Nadirashvili
 
Insomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაInsomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაSalome Nadirashvili
 

More from Salome Nadirashvili (16)

ლოგინობის ხანის გართულებები
ლოგინობის ხანის გართულებებილოგინობის ხანის გართულებები
ლოგინობის ხანის გართულებები
 
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)
 
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებები
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებებიფეხბურთელთა პროფესიული დაავადებები
ფეხბურთელთა პროფესიული დაავადებები
 
ორსულობა
ორსულობაორსულობა
ორსულობა
 
რენტგენის სხივები
რენტგენის სხივებირენტგენის სხივები
რენტგენის სხივები
 
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
 
პრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიპრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებები
 
ნეიროსიფილისი
ნეიროსიფილისინეიროსიფილისი
ნეიროსიფილისი
 
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებისანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
 
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
 
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომივისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
 
დი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიდი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომი
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიადიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
 
შიზოფრენია
შიზოფრენიაშიზოფრენია
შიზოფრენია
 
ბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინი
 
Insomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაInsomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნია
 

კორონარული არტერიების დაავადებათა დიაგნოსტიკა

  • 2. კორონარული არტერიების დაავადება გულის დაავადებათა ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპია და მას წამყვანი ადგილი უკავია სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის.
  • 3. ამ დროს მცირდება იმ სისხლძარღვთა სანათური, რომლებიც სისხლით ამარაგებენ გულის კუნთს, ამ შევიწროვებას კი განაპირობებს არტერიის შიგნითა კედელზე სხვადასხვა მატერიალის, იქნება ეს ქოლესტეროლის, ლიპიდებისა თუ ფიბროზული ფოლაქების გაჩენა. შედეგად, გულის კუნთი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა მიგვიყვანოს ინფარქტამდეც კი.
  • 4.
  • 5.
  • 6. ერთ-ერთი საწყისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია რისკის შეფასება. არსებობს კორონარულ არტერიათა დაავადების შესაძლო არსებობის პრეტესტი, რომელიც სწორედ რისკ-ფაქტორების გამოთვლას ემსახურება.
  • 7. Pretest Probability - პრეტესტი - გარკვეული სამიზნე ორანოების პოტენციური დაზიანების არსებობას ადგენს იქამდე ვიდრე ჩატარებული კვლევების პასუხები იქნება ცნობილი. მაგალითად პაციენტი, ვთქვათ, შუახნის მამაკაცი, რომლის წარსულიც ერთგვარი რისკფაქტორია, აქვს ჰიპერტენზია, ეწევა სიგარეტს, დაჭირდა სასწრაფო დახმარება და ა.შ.
  • 8. ეკგ დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საჭირო მეთოდია, რაც არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ ინფორმაციას გვაძლევს, არამედ გვეხმარება პროგნოზის გაკეთებასა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევაში. ვინაიდან იშემიური პროცესი პირველ რიგში მიოკარდიულ რეპოლარიზაციაზე ახდენს გავლენას, ის ცვლილებებს იწვევს S-T სეგმენტსა და T ტალღაში. უფრო კონკრეტულად კი ხდება S-T სეგმენტის დაწევა, ან ამაღლება და T ტალღების ინვერსია, რაც გვაძლევს უარყოფით T ტალღებს. ასევე შესაძლოა მოხდეს T ტალღის ამპლიტუდის გაზრდა. აღნიშნული ცვლილებები მიოკარდიუმის იშემიის საკმაოდ ძლიერ ინდიკატორად ითვლება და დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს გულ- მკერდის მიდამოში.
  • 9.
  • 10.
  • 11. სტაბილურ, მოსვენებულ მდგომარეობაში კორონარული არტერიების დაავადება არ იწვევს S-T სეგმენტსა და T ტალღაში რაიმე ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ გვიწევს იშემიის პროვოცირება, რისთვისაც პაციენტმა უნდა გაიაროს სავარჯიშო სტრესული ტესტი (exercise stress test). ეს ტესტი გულისხმობს გულის მდგომარეობისა და წნევის მონიტორინგს იმ დროს, როდესაც პაციენტი ვარჯიშობს. ყველაზე ხშირად გამოიყენება სარბენი ბილიკი. ყოველ 2-3 წუთში ბილიკის მოძრაობის სისწრაფე თანდათან იზრდება. ამ პროცესის პარალელურად ექიმი აკვირდება გულის საპასუხო მოქმედებას ფიზიკურ აქტივობაზე, აკვირდება წნევისა და გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებებს.
  • 12.
  • 13. ეკგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია მწვავე კორონარული სინდრომის დროს , რომელიც თავის მხრივ, იყოფა ორ სინდრომად - STE-ACS და NSTE-ACSდ. STE-ACS გულისხმობს S-T სეგმენტის ელევაციას, ამაღლებას. იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ასეთი ცვლილება ეკგ-ში, უხშირესად უვითარდებათ მიოკარდიუმის ინფარქტი. NSTE-ACS გულისხმობს non-ST elevation-ს. ასეთ ცვლილებას შესაძლოა მოყვეს ინფარქტი ან არასტაბილური ანგინა.
  • 14. დიაგნოსტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის დაზიანების კარდიოსპეციფიკური მარკერების გამოკვლევა. წარსულში აღნიშნულ მარკერებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, შემდგომ პერიოდში კრეატინ ფოსფოკინაზა MB (CKMB) ითვლებოდა ოქროს სტანდარტად, თუმცა დადასტურდა რომ მათი დონის მომატება შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული მიოკარდიულ დაზიანებასთან.
  • 15. 1960 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაშრომი, რომელიც შეისწავლიდა კარდიულ ტროპონინს და მის როლს გულის შეკუმშვის მექანიზმში. 1990 წელს კი შეისწავლეს ტროპონინის T და I იზოფორმების როლი მიოკარდიუმის დაზიანების დიაგნოსტიკაში; არსებობს 3 ტიპის კარდიული ტროპონინი C - კალციუმის იონის დამაკავშირებელი იონი T – C და Iს აკავშირებს ტროპომიოზინთან I - აინჰიბირებს ინტერაქციას აქტინის და მიოზინის ფილამენტებს შორის ასე იქმნება ტროპონინ-ტროპომიოზინის კომპლექსი;
  • 16. მაშინ, როდესაც სახეზეა იშემია და იწყება კარდიომიოციტების ნეკროზი, იწყება ტროპონინ-ტროპომიოზინის კომპლექსის პროტეოლიზური დეგრადაცია.
  • 17. კარდიალური კათეტერიზაცია - ექიმი კათეტერს ათავსებს მხრის ან კისრის რომელიმე ვენაში და მიმართავს მას გულისაკენ. კათეტერის გამოყენება შესაძლოა კორონარული ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, რაც გულისხმობს კათეტერში სპეციალური ტიპის საღებავის მოთავსებას. ეს საღებავი შემდგომში ხვდება სისხლის მიმოქცევაში, იქიდან კი გულში. შემდეგ, როდესაც იღებენ გულ-მკრედის ღრუს რენტგენს ამ საღებავით აკვირდებიან სისხლძარღვებს და თუკი არის იქ რაიმე სახის დაზიანება. ასევე კათეტერიზაციის მეთოდით შესაძლებელია სისხლისა თუ გულის კუნთის ნიმუშის აღება, ნგიოპლასტიკა ან მინიმალისტური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
  • 18. კორონარული ანგიოგრაფია - არტერიების შიდა მხარის დანახვისათვის იყენებს კონტრასტულ შეღებვის მეთოდს. ის გვიჩვენებს თუ სად ბლოკავს ფოლაქი არტერიას და რამდენად მასიურია ეს ბლოკადა. დიაგნოსტიკის ეს ფორმა, როგორც წესი, ტარდება ეკგ-სა და სტრესული ტესტის შემდეგ.
  • 19. კარდიალური CT სკანირება - კომპიუტერული ტომოგრაფია არის სრულიად უმტკივნეულო მეთოდი, სადაც გულისა და სისხლძარღვების დეტალური გამოსახულების მისაღებად გამოიყენება რენტგენის სხივები. კომპიუტერი ამ გამოსახულებებს იყენებს გულის 3D მოდელის შესაქმნელად. ამ ტესტის ჩატარებამდეც გამოიყენება კონტრასტული საღებავი.
  • 20.
  • 21. ექოკარდიოგრაფია - უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც იყენებს ბგერით ტალღებს გულის მოძრავი გამოსახულების შესაქმნელად. გამოსახულება გვაჩვენებს გულის ფორმასა და ზომას. იმას თუ რამდენად კარგად მუშაობენ გულის საკნები და სარქველები. ექიმი სპეციალურ გელს უსვამს გულმკერდის მიდამოს, რათა ბგერით ტალღებს გაუადვილოს გულამდე მიღწევა. სპეციალური მოწყობილობა არის დაკავშირებული კომპიუტერთან და გადასცემს გულს ულტრაბგერით ტალღებს, საპირისპიროდ კი მათ ექოს.
  • 22. არაინვაზიური დიაგნოსტიკური ტესტი იყოფა 2 კატეგორიად: ფუნქციური და ანატომიური ტესტი. ფუნქციური ტესტი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კორელაციაშია სიმტომები იშემიის კერასთან. ასეთია სტრესული ტესტი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოკარდიოგრაფია. არაინვაზიური ანატომიური ტესტი კი მოიცავს კორონარულ CT ანგიოგრაფიას.
  • 23. SPECT და PET (პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია) რადიონუკლეარული გამოსახულების ორი ფორმაა, საიდანაც SPECT უფრო ხელმისაწვდომი და ხშირად გამოყენებადია. ის ასევე გვათავაზობს გაზრდილ მგრძნობიარობასა და სპეციფიურობას ეკგ-სთან შედარებით, თუმცა SPECT-მა შესაძლოა ვერ შენიშნოს დაბალანსებული იშემიის არსებობა მაშინ, როცა PET უკეთეს ვიზუალს გვაძლევს
  • 24. PET სკანირება გულისხმობს მცირე რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერების გამოყენებას სხეულის გაოსახულების შესაქმნელად. ჩვეულებრივ გამოიყენებენ პოტასიუმს, თუმცა ახალი კვლევები ადასტურებენ, რომ რუბიდიუმის გამოყენება უპირატესია, ვინაიდან ის ბუნებრივად შეიწოვება სხეულის ქსოვილების მიერ. გარდა ამისა, ის სწრაფად ტოვებს ორგანიზმს, რაც სასურველია, რადგან ზოგადად არაა სასურველი რადიოაქტიური ნივთიერების ორგანიზმში არსებობა. თავდაპირველად ხდება რუბიდიუმის ინექცია, შემდეგ კი ის შეიწოვება ქსოვილებში.
  • 25. თუკი პრეტესტის ჩატარების დროს პაციენტს გამოუვლინდა კორონარულ არტერიათა დაავადების განვიTარების საკმაოდ დაბალი რისკი (<10%), მაშინ ინიშნება მაქსიმუმ სტრესული ტესტი.
  • 26.
  • 28. მადლობთ ყურადღებისთვის თსსუ, მედიცინის ფაკულტეტი 4 კურსი, 6 ჯგუფი სალომე ნადირაშვილი