SlideShare a Scribd company logo
1 of 23
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური
მსხვილუჯრედული ლიმფომა
(BIA-ALCL)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტი,
მედიცინის ფაკულტეტი,
6ა ჯგუფი
ნადირაშვილი სალომე
მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილ უჯრედოვანი
ლიმფომა (BIA-ALCL) არის T უჯრედების არაჰოჯკინური ლიმფომის საკმაოდ იშვიათი,
თუმცა განკურნებადი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ტექსტურულ
იმპლანტებთან და რომელიც გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის იმ 10 მლნ ქალის
გარკვეულ ნაწილში, ვისაც აქვთ მკრედის იმპლანტი. ანუ,ALCL არაა უშუალოდ ძუძუს
კიბო, ესაა ლიმფომის ტიპი, რაც თავის მხრივ იმუნური სისტემის სიმსივნეა.
სიმსივნური უჯრედები ვითარდება იმპლანტის გარშემო არსებულ ნაწიბურულ
ქსოვილში. BIA-ALCL პირველად გამოვლინდა 1997 წელს. სხვა T უჯრედულ
ლიმფომებთან შედარებით, აღნიშნული დაავადების პროგნოზი საკმაოდ
კეთილსაიმედოა, თუმცა მისი მკურნალობა აუცილებლად საჭიროებს ქირურგიულ
ჩარევას.
2000 წლის ჩათვლით ამერიკაში 1,5
მილიონზე მეტ ქალს ჰქონდა
სილიკონის მკერდის იმპლანტი,
აქედან 2/3-ს ეს საკუთარი
სურვილით, მკერდის ფორმის
ცვლილების გამო ჰქონდა
გაკეთებული, 1/3-ს კი
მასტექტომიის შედეგად
დაკარგული ერთი ან ორივე ძუძუს
რეკონსტრუქციული ოპერაცია, ე.წ.
აუგმენტაცია ჰქონდა ჩატარებული,
რაც ორგანიზმში სწორედ
იმპლანტების მოთავსებას
გულისხმობს.
იმპლანტი არის რბილი, ტომრისმაგვარი სტრუქტურის მქონე, გაჟღენთილია
მარილწყლით, სილიკონის ჟელეთი და ფიზიოლოგიური ხსნართ. ის მოძრავი და
ორგანიზმთან კარგად შეთვისებადია.
სილიკონი მიიღება ქიმიური ელემენტი "სილიკონისგან". თუ მას დავუმატებთ
ჟანგბადს, მივიღებთ სილიკონის დიოქსიდს, სილიკას. ასეთია სანაპიროს ქვიშა,
კრისტალები, კვარცი. სილიკონი მიიღება სილიკასა და ნახშირბადის მაღალ
ტემპერატურაზე გაცხელებით. შემდეგ მიიღება პოლიმერი, რომელსაც შესაძლოა
ჰქონდეს სითხის, გელის ან ელასტიური, წებოსმაგვარი კონსისტენცია.
მკერდის იმპლანტების ქირურგიული
გამოყენების ისტორია იწყება 1960იანი
წლებიდან, თუმცა 1976 წლამდე ამ
პროცესის არანაირი საკანონმდებლო
რეგულაცია არ არსებობდა. ამ წლიდან
აღნიშნული საკითხი შევიდა საკვებისა და
წამლის ადმინისტრაციის იურისდიქციაში,
მაგრამ მხოლოდ 1988 წელს მოითხოვა FDA-
მ იმპლანტების მკაცრი უსაფრთხოებისა და
ეფექტური სტანდარტების შემოღება,
მოგვიანებით კი მწარმოებლებისგან
წინასწარი განაცხადის მიღება. 1992 წელს
უმეტეს კომპანიებს აეკრძალათ სილიკონის
იმპლანტების წარმოება და მხოლოდ
მარილოვანი იმპლანტების წარმოება იქნა
ნება დართული.
1997 წელს ამერიკის მთავრობამ თხოვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფის სამინისტროს, რომ
დაესპონსორებინა კვლევა სილიკონის
იმპლანტების თაობაზე.
პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1997 წელს, როდესაც 41 წლის ქალბატონს
აღმოუჩინეს T უჯრედოვანი ლიმფომა მისი მკერდის იმპლანტის გარშემო არსებულ
ფიბროზულ კაფსულაში. ამის შემდეგ 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოს 23
სხადასხვა ქვეყანაში. კავშირი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კოსმეტიკურ
პროცედურასა და პოტენციურად ლეტალურ ავთვისებიან სიმსივნეს შორის
ყოველთვის აჩენდა შიშსა და პაციენტთა მეტი ინფორმირების
საჭიროებას. განსაკუთრებით იმ რეალობის ფონზე, რომ, მაგალითად ამერიკაში ერთ
წელში 550 000 იმპლანტის ჩასმა ხდება.
გართულებები;
იმპლანტის რუპტურა - იწვევს
სილიკონის გელის გაჟონვას მეზობელ
ქსოვილებში
კაფსულარული კონტრაქტურა,
კუნთების სპაზი - იწვევს იმპლანტის
გარშემო არსებული ფიბროზული თუ
კუნთოვანი ქსოვილის მტკივნეულ
ცვლილებებს.
გარდა ამისა, იმპლანტში სილიკონის
არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს
ისეთი აუტოიმუნური და
შემაერთებელი ქსოვილის სერიოზული
დაავადებები, როგორიცაა
რევმატოიდული ართრიტი,
ნევროლოგიური დარღვევები და კიბო.
43 წლის ქალბატონს 10 წლის წინ ჰქონდა ჩატარებული ძუძუს ქირურგიული
ოპერაცია და მივიდა ექიმთან ჩივილით ოფლიანობის, ტივილისა და
მგრძნობელობის მომატების შესახებ. გამორიცხული იყო ახლო წარსულში
რაიმე სახის ტრავმის არსებობა. გამოკვლევისას განსაკუთრებით ყურადღებას
იქცევდა ასიმეტრია.
50 წლის ქალბატონს, მაცხენა ძუძუს კიბოს სამკურნალო მასტექტომიისა და
რადიაციული თერაპიის შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სილიკონის
გელის იმპლანტით, რამდენიმე წლის შემდეგ დაეწყო ოფლიანობა. ასპირაციული
პერიფერიული სითხის მიკროსკოპულმა გამოკვლევამ აღმოაჩინა შეცვლილი
მორფოლოგიის ანომალური უჯრედები, რომელთაგან უმეტესობას
წარმოადგენდა CD45+ ლიმფოციტები, T უჯრედული ანტიგენები, CD2, CD5, CD7, და
CD8. PCR კვლევით კი გამოვლინდა T უჯრედთა რეცეპტორების გენების რეარანჟირება.
2019 წლის იანვარში დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევა,
რაც ითვალისწინებდა მკერდის იმპლანტის უსაფრთხოების შემოწმებას.
კვლევაში მონაწილეობდა 100 000 ქალი და გარდა ისეთი დაავადებებისა,
როგორიცაა სკლეროდერმა, რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდა BIA-
ALCL-სა და მელანომის შემთხვევებიც. აღნიშნული პათოლოგიების რისკი იყო
6-8ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში.
დვრილის მელანომა მთლიანად მელანომების 0,28%-ს შეადგენს. დვრილისა
და არეოლას მელანომის ამომჟღავნება ხდება გარკვეული არეების ყავისფერი
პიგმენტაციით დვრილის გარშემო, თუმცა ეს მდგომარეობა არ უნდა
აგვერიოს პეჯეტის დაავადებასა და სებორეულ კერატოზში.
დადასტურებულია, რომ ავტოიმუნური დაავადებების მიმართ ოჯახური
წინასწარგანწყობის მქონე ქალებში უფრო მაღალია მკერდის იმპლანტით
კიბოს განვითარების რისკი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ
ლიმფომის განვითარება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმპლანტის ჩასმის
პროცესთან, ანუ ოპერაციის დროს ბაქტერიებით კონტამინაციის შედეგად
განვითარებულ ქრონიკულ ანთებით პროცესებთან.
არაჰოჯკინის ლიმფომის სახელწოდებით გაერთიანებულია არაერთგვაროვანი
დაავადებების დიდი ჯგუფი ლიმფოიდური ქსოვილის პირველადი, ლოკალური,
ძვლის ტვინის გარეშე დაზიანებით, ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინში, კუჭ-
ნაწლავის ტრაქტში, სხვა ორგანოებში და ქსოვილებში შემდგომი
გავრცელებით. დაავადება წარმოიქმნება ლიმფოიდური B და T-უჯრედების
ავთვისებიანი ტრანსფორმაციის შედეგად. 90% B-უჯრედული წარმოშობისაა, ხოლო
10% T-უჯრედული.
არაჰოჯკინის ლიმფომის, ისევე
როგორც ლეიკემიების გამომწვევი
მიზეზი ბოლომდე არ არის
დადგენილი. დაავადების გამომწვევ
რისკფაქტორებს მიეკუთვნება
იმუნოდეფიციტი. თანამედროვე
შეხედულების თანახმად არაჰოჯკინის
ლიმფომა საწყისს იღებს
ლიმფოციტებისგან, რომლებიც
იმყოფებიან მომწიფების სხვადასხვა
სტადიაზე და განიცდიან
ქრომოსომულ აბერაციას. აქედან
გამომდინარე, ლიმფომები
განსხვავდება ერთმანეთისგან
მორფოლოგიური, გენეტიკური და
ტრანსკრიფციული თვისებებით.
პაციენტებს აღენიშნებათ სითხის
დაგროვება იმპლანტის გარშემო,
ოფლიანობა, ტკივილი, ასიმეტრია.
ასეთ შემთხვევაში ერთადერთ
გამოსავლად გვევლინება იმპლანტის
ამოღება. BIA-ALCL-ს პრეოპერაციული
დიაგნოსტიკა გვეხმარება
ქირურგიული მსვლელობის
განსაზღვრაში, რადგან
ნეოპლაზიური უჯრედები
ძირითადად იმპლანტის გარშემო
არსებულ სითხეში არიან
განლაგებული.
წამყვანი სიმპტომი, ესაა მუდმივი ოფლიანობა, ასიმეტრია და
ტკივილი მკერდის არეში. გასინჯვის დროს ექიმი თვალნათლივ
ხედავს სითხეს, რომელიც გამოჟონილია იმპლანტის გარშემო.
ჩვეულებრივ, სიმპტომები ვლინდება იმპლანდის ჩასმიდან 3-14 წლის
შემდეგ.
I სტადია - ლიმფომა მოთავსებულის კაფსულის შიგნით
II A სტადია - ლიმფომა ეხება კაფსულის გარშემო არსებულ ქსოვილს
II B სტადია - დაავადება მხოლოდ ერთ რეგიონალურ ლიმფურ
კვანძშია
IV სტადია - დაავადება ცდება მკერდის მიდამოს ლიმფურ კვანძებს
მეტასტაზირება აღინიშნება ღვიძლში, წვრილ ნაწლავსა და ძვლებში.
დიაგნოსტიკა:
-ფიზიკალური გამოკვლევა
-მკერდისა და რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევა
-MRI
-ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევები
-სტადიის დადგენა
მკურნალობა:
- ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია
- მთლიანი კაფსულის ამოკვეთა ოპტიმალური მიდგომით
- ლოკალური რადიაცული თერაპია და სისტემური თერაპია
გამოყენებული ლიტერტურა;
1. რ. ღვამიჩავა, მ. შავდია. ონკოლოგია, თბილისი, 2010, 615 გვ.
2. Swerdlow SH, Campo E, Harris NL, et al. WHO Classification of Tumours of
Haematopoietic and Lymphoid Tissues. Lyon, France: International Agency for
Research on Cancer; 2008.
3. Keech JA Jr, Creech BJ. Anaplastic T-cell lymphoma in proximity to a saline-filled
breast implant. Plast Reconstr Surg. 1997;100(2): 554-555.
4. Loch-Wilkinson A, Beath KJ, Knight RJW, et al. Breast implant-associated anaplastic
large cell lymphoma in Australia and New Zealand: high-surface-area textured
implants are associated with increased risk. Plast Reconstr Surg. 2017;140(4):645-654
5. Clemens MW. Discussion: breast implantassociated anaplastic large cell lymphoma
in Australia and New Zealand: high-surface-area textured implants are associated with
increased risk. Plast Reconstr Surg. 2017;140(4): 660-662.
6. Coroneos, Christopher J., MD, MSc; Selber, Jesse C., MD, MPH; Offodile, Anaeze C. II,
MD, MPH; Butler, Charles E., MD; Clemens, Mark W., MD, US FDA Breast Implant
Postapproval Studies, Annals of Surgery: January 2019 - Volume 269 - Issue 1 - p 30–36
7. McCarthy, Colleen M., MD, MS; Loyo-Berríos, Nilsa, PhD, MSc; Qureshi, Ali A., MD; Mullen,
Erin; Gordillo, Gayle, MD; Pusic, Andrea L., MD, MPH; Ashar, Binita S., MD, MBA; Sommers, Katie,
MPH; Clemens, Mark W., MD, Patient Registry and Outcomes for Breast Implants and Anaplastic
Large Cell Lymphoma Etiology and Epidemiology (PROFILE): Initial Report of Findings, 2012–2018,
Plastic and Reconstructive Surgery: March 2019 - Volume 143 - Issue 3S - p 65S-73S
მადლობთ ყურადღებისთვის!

More Related Content

More from Salome Nadirashvili

რენტგენის სხივები
რენტგენის სხივებირენტგენის სხივები
რენტგენის სხივებიSalome Nadirashvili
 
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი Salome Nadirashvili
 
პრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიპრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიSalome Nadirashvili
 
ნეიროსიფილისი
ნეიროსიფილისინეიროსიფილისი
ნეიროსიფილისიSalome Nadirashvili
 
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებისანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებიSalome Nadirashvili
 
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Salome Nadirashvili
 
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომივისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომიSalome Nadirashvili
 
დი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიდი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიSalome Nadirashvili
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიადიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიაSalome Nadirashvili
 
ბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიSalome Nadirashvili
 
Insomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაInsomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაSalome Nadirashvili
 

More from Salome Nadirashvili (12)

რენტგენის სხივები
რენტგენის სხივებირენტგენის სხივები
რენტგენის სხივები
 
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
 
პრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებებიპრიონული დაავადებები
პრიონული დაავადებები
 
ნეიროსიფილისი
ნეიროსიფილისინეიროსიფილისი
ნეიროსიფილისი
 
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდებისანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
სანაღვლე სადინრების კვლევის რადიოლოგიური მეთოდები
 
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
Scid-მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი
 
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომივისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი
 
დი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომიდი-ჯორჯის სინდრომი
დი-ჯორჯის სინდრომი
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიადიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
 
შიზოფრენია
შიზოფრენიაშიზოფრენია
შიზოფრენია
 
ბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინიბენზოდიაზეპინი
ბენზოდიაზეპინი
 
Insomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნიაInsomnia / ინსომნია
Insomnia / ინსომნია
 

მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL)

  • 1. მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა (BIA-ALCL) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 6ა ჯგუფი ნადირაშვილი სალომე
  • 2. მკერდის იმპლანტთან ასოცირებული ანაპლაზიური მსხვილ უჯრედოვანი ლიმფომა (BIA-ALCL) არის T უჯრედების არაჰოჯკინური ლიმფომის საკმაოდ იშვიათი, თუმცა განკურნებადი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ტექსტურულ იმპლანტებთან და რომელიც გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის იმ 10 მლნ ქალის გარკვეულ ნაწილში, ვისაც აქვთ მკრედის იმპლანტი. ანუ,ALCL არაა უშუალოდ ძუძუს კიბო, ესაა ლიმფომის ტიპი, რაც თავის მხრივ იმუნური სისტემის სიმსივნეა. სიმსივნური უჯრედები ვითარდება იმპლანტის გარშემო არსებულ ნაწიბურულ ქსოვილში. BIA-ALCL პირველად გამოვლინდა 1997 წელს. სხვა T უჯრედულ ლიმფომებთან შედარებით, აღნიშნული დაავადების პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა, თუმცა მისი მკურნალობა აუცილებლად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
  • 3. 2000 წლის ჩათვლით ამერიკაში 1,5 მილიონზე მეტ ქალს ჰქონდა სილიკონის მკერდის იმპლანტი, აქედან 2/3-ს ეს საკუთარი სურვილით, მკერდის ფორმის ცვლილების გამო ჰქონდა გაკეთებული, 1/3-ს კი მასტექტომიის შედეგად დაკარგული ერთი ან ორივე ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაცია, ე.წ. აუგმენტაცია ჰქონდა ჩატარებული, რაც ორგანიზმში სწორედ იმპლანტების მოთავსებას გულისხმობს.
  • 4.
  • 5. იმპლანტი არის რბილი, ტომრისმაგვარი სტრუქტურის მქონე, გაჟღენთილია მარილწყლით, სილიკონის ჟელეთი და ფიზიოლოგიური ხსნართ. ის მოძრავი და ორგანიზმთან კარგად შეთვისებადია. სილიკონი მიიღება ქიმიური ელემენტი "სილიკონისგან". თუ მას დავუმატებთ ჟანგბადს, მივიღებთ სილიკონის დიოქსიდს, სილიკას. ასეთია სანაპიროს ქვიშა, კრისტალები, კვარცი. სილიკონი მიიღება სილიკასა და ნახშირბადის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით. შემდეგ მიიღება პოლიმერი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სითხის, გელის ან ელასტიური, წებოსმაგვარი კონსისტენცია.
  • 6. მკერდის იმპლანტების ქირურგიული გამოყენების ისტორია იწყება 1960იანი წლებიდან, თუმცა 1976 წლამდე ამ პროცესის არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა. ამ წლიდან აღნიშნული საკითხი შევიდა საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის იურისდიქციაში, მაგრამ მხოლოდ 1988 წელს მოითხოვა FDA- მ იმპლანტების მკაცრი უსაფრთხოებისა და ეფექტური სტანდარტების შემოღება, მოგვიანებით კი მწარმოებლებისგან წინასწარი განაცხადის მიღება. 1992 წელს უმეტეს კომპანიებს აეკრძალათ სილიკონის იმპლანტების წარმოება და მხოლოდ მარილოვანი იმპლანტების წარმოება იქნა ნება დართული. 1997 წელს ამერიკის მთავრობამ თხოვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, რომ დაესპონსორებინა კვლევა სილიკონის იმპლანტების თაობაზე.
  • 7.
  • 8. პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1997 წელს, როდესაც 41 წლის ქალბატონს აღმოუჩინეს T უჯრედოვანი ლიმფომა მისი მკერდის იმპლანტის გარშემო არსებულ ფიბროზულ კაფსულაში. ამის შემდეგ 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოს 23 სხადასხვა ქვეყანაში. კავშირი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კოსმეტიკურ პროცედურასა და პოტენციურად ლეტალურ ავთვისებიან სიმსივნეს შორის ყოველთვის აჩენდა შიშსა და პაციენტთა მეტი ინფორმირების საჭიროებას. განსაკუთრებით იმ რეალობის ფონზე, რომ, მაგალითად ამერიკაში ერთ წელში 550 000 იმპლანტის ჩასმა ხდება.
  • 9. გართულებები; იმპლანტის რუპტურა - იწვევს სილიკონის გელის გაჟონვას მეზობელ ქსოვილებში კაფსულარული კონტრაქტურა, კუნთების სპაზი - იწვევს იმპლანტის გარშემო არსებული ფიბროზული თუ კუნთოვანი ქსოვილის მტკივნეულ ცვლილებებს. გარდა ამისა, იმპლანტში სილიკონის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი აუტოიმუნური და შემაერთებელი ქსოვილის სერიოზული დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ნევროლოგიური დარღვევები და კიბო.
  • 10. 43 წლის ქალბატონს 10 წლის წინ ჰქონდა ჩატარებული ძუძუს ქირურგიული ოპერაცია და მივიდა ექიმთან ჩივილით ოფლიანობის, ტივილისა და მგრძნობელობის მომატების შესახებ. გამორიცხული იყო ახლო წარსულში რაიმე სახის ტრავმის არსებობა. გამოკვლევისას განსაკუთრებით ყურადღებას იქცევდა ასიმეტრია.
  • 11. 50 წლის ქალბატონს, მაცხენა ძუძუს კიბოს სამკურნალო მასტექტომიისა და რადიაციული თერაპიის შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სილიკონის გელის იმპლანტით, რამდენიმე წლის შემდეგ დაეწყო ოფლიანობა. ასპირაციული პერიფერიული სითხის მიკროსკოპულმა გამოკვლევამ აღმოაჩინა შეცვლილი მორფოლოგიის ანომალური უჯრედები, რომელთაგან უმეტესობას წარმოადგენდა CD45+ ლიმფოციტები, T უჯრედული ანტიგენები, CD2, CD5, CD7, და CD8. PCR კვლევით კი გამოვლინდა T უჯრედთა რეცეპტორების გენების რეარანჟირება.
  • 12. 2019 წლის იანვარში დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევა, რაც ითვალისწინებდა მკერდის იმპლანტის უსაფრთხოების შემოწმებას. კვლევაში მონაწილეობდა 100 000 ქალი და გარდა ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა სკლეროდერმა, რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდა BIA- ALCL-სა და მელანომის შემთხვევებიც. აღნიშნული პათოლოგიების რისკი იყო 6-8ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციაში. დვრილის მელანომა მთლიანად მელანომების 0,28%-ს შეადგენს. დვრილისა და არეოლას მელანომის ამომჟღავნება ხდება გარკვეული არეების ყავისფერი პიგმენტაციით დვრილის გარშემო, თუმცა ეს მდგომარეობა არ უნდა აგვერიოს პეჯეტის დაავადებასა და სებორეულ კერატოზში.
  • 13. დადასტურებულია, რომ ავტოიმუნური დაავადებების მიმართ ოჯახური წინასწარგანწყობის მქონე ქალებში უფრო მაღალია მკერდის იმპლანტით კიბოს განვითარების რისკი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ლიმფომის განვითარება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმპლანტის ჩასმის პროცესთან, ანუ ოპერაციის დროს ბაქტერიებით კონტამინაციის შედეგად განვითარებულ ქრონიკულ ანთებით პროცესებთან.
  • 14. არაჰოჯკინის ლიმფომის სახელწოდებით გაერთიანებულია არაერთგვაროვანი დაავადებების დიდი ჯგუფი ლიმფოიდური ქსოვილის პირველადი, ლოკალური, ძვლის ტვინის გარეშე დაზიანებით, ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინში, კუჭ- ნაწლავის ტრაქტში, სხვა ორგანოებში და ქსოვილებში შემდგომი გავრცელებით. დაავადება წარმოიქმნება ლიმფოიდური B და T-უჯრედების ავთვისებიანი ტრანსფორმაციის შედეგად. 90% B-უჯრედული წარმოშობისაა, ხოლო 10% T-უჯრედული. არაჰოჯკინის ლიმფომის, ისევე როგორც ლეიკემიების გამომწვევი მიზეზი ბოლომდე არ არის დადგენილი. დაავადების გამომწვევ რისკფაქტორებს მიეკუთვნება იმუნოდეფიციტი. თანამედროვე შეხედულების თანახმად არაჰოჯკინის ლიმფომა საწყისს იღებს ლიმფოციტებისგან, რომლებიც იმყოფებიან მომწიფების სხვადასხვა სტადიაზე და განიცდიან ქრომოსომულ აბერაციას. აქედან გამომდინარე, ლიმფომები განსხვავდება ერთმანეთისგან მორფოლოგიური, გენეტიკური და ტრანსკრიფციული თვისებებით.
  • 15.
  • 16.
  • 17. პაციენტებს აღენიშნებათ სითხის დაგროვება იმპლანტის გარშემო, ოფლიანობა, ტკივილი, ასიმეტრია. ასეთ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად გვევლინება იმპლანტის ამოღება. BIA-ALCL-ს პრეოპერაციული დიაგნოსტიკა გვეხმარება ქირურგიული მსვლელობის განსაზღვრაში, რადგან ნეოპლაზიური უჯრედები ძირითადად იმპლანტის გარშემო არსებულ სითხეში არიან განლაგებული.
  • 18. წამყვანი სიმპტომი, ესაა მუდმივი ოფლიანობა, ასიმეტრია და ტკივილი მკერდის არეში. გასინჯვის დროს ექიმი თვალნათლივ ხედავს სითხეს, რომელიც გამოჟონილია იმპლანტის გარშემო. ჩვეულებრივ, სიმპტომები ვლინდება იმპლანდის ჩასმიდან 3-14 წლის შემდეგ. I სტადია - ლიმფომა მოთავსებულის კაფსულის შიგნით II A სტადია - ლიმფომა ეხება კაფსულის გარშემო არსებულ ქსოვილს II B სტადია - დაავადება მხოლოდ ერთ რეგიონალურ ლიმფურ კვანძშია IV სტადია - დაავადება ცდება მკერდის მიდამოს ლიმფურ კვანძებს მეტასტაზირება აღინიშნება ღვიძლში, წვრილ ნაწლავსა და ძვლებში.
  • 19. დიაგნოსტიკა: -ფიზიკალური გამოკვლევა -მკერდისა და რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევა -MRI -ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევები -სტადიის დადგენა
  • 20.
  • 21. მკურნალობა: - ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია - მთლიანი კაფსულის ამოკვეთა ოპტიმალური მიდგომით - ლოკალური რადიაცული თერაპია და სისტემური თერაპია
  • 22. გამოყენებული ლიტერტურა; 1. რ. ღვამიჩავა, მ. შავდია. ონკოლოგია, თბილისი, 2010, 615 გვ. 2. Swerdlow SH, Campo E, Harris NL, et al. WHO Classification of Tumours of Haematopoietic and Lymphoid Tissues. Lyon, France: International Agency for Research on Cancer; 2008. 3. Keech JA Jr, Creech BJ. Anaplastic T-cell lymphoma in proximity to a saline-filled breast implant. Plast Reconstr Surg. 1997;100(2): 554-555. 4. Loch-Wilkinson A, Beath KJ, Knight RJW, et al. Breast implant-associated anaplastic large cell lymphoma in Australia and New Zealand: high-surface-area textured implants are associated with increased risk. Plast Reconstr Surg. 2017;140(4):645-654 5. Clemens MW. Discussion: breast implantassociated anaplastic large cell lymphoma in Australia and New Zealand: high-surface-area textured implants are associated with increased risk. Plast Reconstr Surg. 2017;140(4): 660-662. 6. Coroneos, Christopher J., MD, MSc; Selber, Jesse C., MD, MPH; Offodile, Anaeze C. II, MD, MPH; Butler, Charles E., MD; Clemens, Mark W., MD, US FDA Breast Implant Postapproval Studies, Annals of Surgery: January 2019 - Volume 269 - Issue 1 - p 30–36 7. McCarthy, Colleen M., MD, MS; Loyo-Berríos, Nilsa, PhD, MSc; Qureshi, Ali A., MD; Mullen, Erin; Gordillo, Gayle, MD; Pusic, Andrea L., MD, MPH; Ashar, Binita S., MD, MBA; Sommers, Katie, MPH; Clemens, Mark W., MD, Patient Registry and Outcomes for Breast Implants and Anaplastic Large Cell Lymphoma Etiology and Epidemiology (PROFILE): Initial Report of Findings, 2012–2018, Plastic and Reconstructive Surgery: March 2019 - Volume 143 - Issue 3S - p 65S-73S