1. 1
გაკვეთილი N12
საშინაო დავალების შემოწმება
1.
D H2(N2) =14 D haer i (N2) = 0,97
D H2 (NH3) =8,5 D haer i (NH3) = 0,586
2. V0 (N2) = 70ლ
3. m (Ca(OH)2) = 6,92გ V0 (NH3) = 4,187ლ
4. (NH4)2SO4 NH4HSO4
(NH4)3PO4 (NH4)2HPO4 NH4H2PO4
IX ტესტის პასუხები
1. 3 2. 1 3. 4 4. 4 5. 4
6. 1 7. 4 8. 2 9. 3 10. 2
აზოტის ოქსიდები
აზოტი წარმოქმნის რამოდენიმე ოქსიდს:
N2O - აზოტის ქვეჟანგი (მალხენი აირი)
NO - აზოტის ჟანგი
N2O3 - აზოტოვანი ანჰიდრიდი
NO2 - აზოტის ორჟანგი და მისი დიმერი (გაორმაგებული მოლეკულა) - N2O4
N2O5 - აზოტის ანჰიდრიდი
N2O და NO მარილარწარმომქმნელი ოქსიდებია. N2O შეიძლება მივიღოთ
ამონიუმის ნიტრატის გაცხელებით
t0
NH4NO3 N2O + 2H2O
N2O უფერო, მოტკბო სუნის მქონე აირია. მცირე რაოდენობით ჩასუნთქვისას
იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, უაზრო სიცილს, ამიტომაც შეარქვეს “მალხენი აირი”.
დიდი რაოდენობით ჩასუნთქვისას იწვევს ნარკოზს. 7000C-ზე იშლება
2N2O 2N2 + O2
მჟანგავია, მაგ:
N2O + H2 N2 + H2O
NO შეიძლება მივიღოთ ამიაკის კატალიზური წვისას ან განზავებული
აზოტმჟავას სპილენძთან ურთიერთქმედებისას
3Cu + 8HNO3 3Cu(NO3)2 + 4H2O + 2NO
ჰაერზე ადვილად იჟანგება
2. 2
2NO + O2 2NO2
N2O3 მჟავური ოქსიდია. მიიღება შემდეგი რეაქციების შედეგად:
NO2 + NO N2O3
2HNO3 + As2O3→2HAsO3 + N2O3
წყალთან ურთიერთქმედებისას აზოტოვან მჟავას (არამდგრადი მჟავაა)
წარმოქმნის. ცივ ტუტეებთან კი აზოტოვანი მჟავას მარილებს (ნიტრიტები).
N 2 O 3 + H2 O 2HNO2
N2O3 + 2KOH 2KNO2 + H2O
HNO2 არსებობს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე. როცა t>50 აზოტოვანი მჟავა
იშლება:
2HNO2 H2O + NO + NO2
NO2 მიიღება NO-ს დაჟანგვით, აგრეთვე სპილენძისა და კონც. აზოტმჟავას
ურთიერთქმედებით:
Cu + 4HNO3 Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2
NO2 აზოტის ორჟანგი _ მურა წითელი აირია, სპეციფიკური სუნი აქვს,
მომწამლავია. მისი დიმერი N2O4 უფეროა. მათ შორის მყარდება წონასწორობა:
gac i vebi sas
2NO2 N2O4
gaT bo bi sas
ცივ წყალში გახსნისას NO2 წარმოქმნის ორ მჟავას _ აზოტოვანმჟავას და
აზოტმჟავას:
2NO 2 + H2O HNO 2 + HNO 3
az o t o vani az o t mJava
mJava
ამ მჟავების შესაბამისი მარილები შეიძლება მივიღოთ NO2 –ის ტუტეებთან
ურთიერთქმედებისას:
+4 +3 +5
2NO2 + 2KOH KNO2 + KNO3 + H2O
kal i u m si kal i u m s
i
ni t r i t i ni t r at i
N2O5 _ აზოტმჟავას ანჰიდრიდი. იგი მიიღება აზოტმჟავაზე P2O5 - ის
ურთიერთქმედებისას:
2HNO3 + P2O5 2HPO3 + N2O5
m af o sf o r
et
mJava
N2O5 უფერო კრისტალური ნივთიერებაა. ლღვება 300C-ზე. ოთახის
ტემპერატურაზე იშლება:
2N2O5 4NO 2 + O2
3. 3
წყალთან იძლევა აზოტმჟავას:
N 2 O5 + H 2 O 2HNO3
აზოტმჟავა
აზოტმჟავას გრაფიკული ფორმულაა:
O
H O N O
ლაბორატორიაში აზოტმჟავას იღებენ კონც. გოგირდმჟავისა და ნატრიუმის
ნიტრატის ურთიერთქმედებისას:
t0
NaNO3 + H2SO4 NaHSO4 + HNO3
m i
yar ko nc
აზოტმჟავას მიღების სამრეწველო ხერხი მრავალსაფეხურიანია:
I საფეხური: ამიაკის სინთეზი:
N2 + 3H2 2NH3
(კატალიზატორია რკინა, რომელსაც დამატებული აქვს K2O და Al2O3)
ოპტიმალური პირობებია – 250-300ატმ. წნევა, 450-5000C ტემპერატურა.
II საფეხური: ამიაკის კატალიზური წვა:
4NH3 + 5O2 4NO + 6H2O (kat . Pt)
2NO + O2 2NO2
III საფეხური:აზოტმჟავას სინთეზი:
4NO2 + O2 + 2H2O 4HNO3
სუფთა აზოტმჟავა უფერო სითხეა, რომელიც -420C-ზე იყინება. წყალს ნებისმიერი
თანაფარდობით ერევა. ძალიან ძლიერი მჟავაა და წყალხსნარებში კარგადაა
დისოცირებული
HNO3 H+ + NO3-
ქიმიური თვისებები:
1. მეტალებთან ურთიერთქმედება. აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა
მეტალთან (გამონაკლისია Au და Pt) მეტალთა აქტიურობის მწკრივში
წყალბადის მარჯვნივ მდებარე მეტალებთან რეაქცია მიდის ორი გზით:
Me + HNO3 ni t r at i + H2O + NO2
ko nc
Me + HNO3 ni t r at i + H2O + NO
ganz
მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მეტალების
ურთიერთქმედებისას კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან გამოიყოფა ნიტრატი,
წყალი და NO2, ხოლო იმავე მეტალების განზავებულ აზოტმჟავასთან
ურთიერთქმედებისას გამოიყოფა ნიტრატები, წყალი და NO ან N2O ან N2 ან NH4NO3.
მაგ: Zn + 4HNO3(კონც.) → Zn(NO3)2 + 2H2O +2NO2
3Zn + 8HNO3(განზ.) → 3Zn(NO3)2 + 4H2O +2NO
4. 4
4Zn +10HNO3(განზ.) → 4Zn(NO3)2 + 5H2O + N2O
5Zn +12HNO3(განზ.) → 5Zn(NO3)2 + 6H2O + N2
4Zn +10HNO3(განზ.) → 4Zn(NO3)2 + 3H2O + NH4NO3
რაც უფრო განზავებულია აზოტმჟავა, მით უფრო ღრმად ხდება N+5 – ის აღდგენა.
ცივი კონცენტრირებული აზოტმჟავა არ რეაგირებს ისეთ მეტალებთან
როგორიცაა რკინა, ქრომი და ალუმინი. ამის მიზეზია ის რომ ამ მეტალების
ზედაპირზე აზოტმჟავა წარმოქმნის ძალიან მტკიცე მეტალის ოქსიდის ფენას,
რომელიც შემდეგ იცავს მეტალს შემდეგი გარდაქმნისგან. როგორც გოგირდმჟავას
შესწავლისას ავღნიშნეთ ამ მოვლენას “გაპასივება” ეწოდება.
2. აზოტმჟავა ჟანგავს არამეტალებს. ამ დროს აზოტის ატომი აღდგება:
+5 +4
N + 1e N (ko nc . az o t mJavas gam yenebi sas)
o
+5 +2
N + 3e N (ganz . az o t mJavas gam yenebi sas)
o
S + 6HNO3 H2SO4 + 6NO 2 + 2H2O
ko nc
P + 5HNO3 + 2H2O 3H3PO4 + 5NO
ganz
აზოტმჟავა, როგორც ყველა სხვა მჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ
ოქსიდებთან, მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მარილებთან:
3. CuO + 2HNO3 → Cu(NO3)2 + H2O
ZnO + 2HNO3 → Zn(NO3)2 + H2O
4. KOH + HNO3 → KNO3 + H2O
Fe(OH)3 + 3HNO3 → Fe(NO3)3 + 3H2O
5. Na2CO3 + 2HNO3 → 2NaNO3 + H2O + CO2↑
K2SiO3 + 2HNO3 → 2KNO3 + H2SiO3↓
6. აზოტმჟავა გაცხელებისას იშლება
4HNO3 → 2H2O + 4NO2 + O2
აზოტმჟავას მარილებს ნიტრატები ეწოდებათ, ყველა ნიტრატი წყალში ხსნადია.
გაცხელებისას ყველა ნიტრატი იშლება, თუმცა სხვადასხვანაირად. კერძოდ ტუტე
მეტალთა ნიტრატები შესაბამისი ნიტრიტისა და ჟანგბადის გამოყოფით იშლებიან:
2KNO3 → 2KNO2 + O2
მეტალთა აქტივობის რიგში სპილენძის ჩათვლით მოთავსებული ყველა
დანარჩენი მეტალის ნიტრატი იშლება შესაბამისი ოქსიდის, აზოტის ორჟანგის და
ჟანგბადის გამოყოფით:
5. 5
2Cu(NO3)2 → 2CuO + 4NO2 + O2
სპილენძზე ნაკლებად აქტიური მეტალების ნიტრატები იშლებიან მეტალის,
აზოტის ორჟანგის და ჟანგბადის გამოყოფით:
2AgNO3 → 2Ag + 2NO2 + O2
ნიტრატებიდან ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვთ: NH4NO3 –
ამონიუმის გვარჯილა – აზოტოვანი სასუქია. KNO3 – შედის შავი დენთის
შემადგენლობაში. შავი დენთი პირველი ასაფეთქებელი ნივთიერებაა, რომელიც
გამოიგონეს ჩინეთში და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შავი დენთი სამი
კომპონენტისაგან შედგება. დენთის აფეთქებისას შემდეგი რეაქცია მიმდინარეობს:
2KNO 3 + S + 3C K2S + N2 + 3CO 2
Savi d enT i
შავი დენთი შედგება მყარი ნივთიერებებისგან, ამიტომ ძალიან მცირე მოცულობას
იკავებს. როგორც ვხედავთ რეაქციის შედეგად აირადი ნივთიერებები მიიღება.
გაცხელებული აირები ძალიან დიდ მოცულობას იკავებენ, რაც ქმნის აფეთქების
ეფექტს.
საშინაო დავალება
1. შეადგინეთ ელექტრონული ბალანსი და გაატოლეთ რეაქციის სქემები:
I2 + HNO3 → HIO3 + NO2 + H2O
P + HNO3 → H3PO4 + NO2 + H2O
2. დაწერეთ ვერცხლისა და კონცენტრირებული და განზავებული აზოტმჟავას
ურთიერთქმედების რეაქციის ტოლობები, აგრეთვე ბერილიუმისა და
აზოტმჟავას ურთიერთქმედების რეაქციების ტოლობები. გაითვალისწინეთ,
რომ რეაქციის შედეგად გამოიყოფა ა) N2O ბ) N2 გ) NH4NO3
3. 65% -იანი აზოტმჟავას ხსნარის სიმკვრივეა ρ=1,391. როგორია ამ ხსნარის
მოლური კონცენტრაცია?
4. რამდენი გრამი აზოტმჟავას 10%-იანი ხსნარი შეიძლება მივიღოთ 100გ NaNO3–
ის გოგირდმჟავათი დამუშავებისას?
5. რამდენი ლიტრი ჟანგბადი (ნ.პ.) გამოიყოფა 19გ KNO3–ის გახურებისას?