1

                                 ნაწილი II
                             არაორგანული ქიმია

                                          გაკვეთილი N 1

  ელემენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგი გეგმის მიხედ-
       ვით უნდა ჩამოვაყალიბოთ:
    1. ელემენტის დახასიათება პერიოდულ სისტემაში მისი
       მდებარეობისა და ატომის აღნაგობის მიხედვით
    2. ელემენტის გავრცელება ბუნებაში.
    3. ელემენტის შესაბამისი მარტივი ნივთიერება – მიღება,
       ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება
    4. ელემენტის შემცველი რთული ნივთიერებები – მიღება,
       ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება.




                                              წყალბადი
  წყალბადი ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ელემენტია Z =1. Ar(H)=1
წყალბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:

                             K
                                                  1s
                        +1       1
                                                  1s1


    წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია. ნაერთებში ის ამჟღავნებს ორი ტიპის
  დაჟანგულობის ხარისხს: +1 და -1.
      0        +1            +1 -1        +1 -2
     H-e       H (მაგ: HCl , H2O და ა.შ.). ამით ის ემსგავსება ტუტე მეტალებს,
  ამიტომ ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფში ტუტე
  მეტალებთან ერთად.
                    0                -1
     ზოგჯერ კი, H + e     H ამჟღავნებს უარყოფით დაჟანგვის ხარისხს. ამით ის
  ემსგავსება ჰალოგენებს და ზოგჯერ მას ათავსებენ ელემენტთა პერიოდული
2

                                                    +1 -1   +2 -1   +1 +3 -1
სისტემის    VII ჯგუფში ჰალოგენებთან ერთად. ( NaH CaH2 NaAlH4 . ასეთ
ნაერთებს ჰიდრიდები ეწოდებათ).
   ბუნებაში წყალბადი გავრცელებულია სამი იზოტოპის სახით:

               1H               2           3
               1                1H          1H

           proTiumi         deiteriumi   triTiumi

   პროთიუმი ძირითადი იზოტოპია (99,98%). მისი ბირთვი შედგება მხოლოდ ერთი
პროტონისაგან. დეიტერიუმისა და ტრითიუმის ბირთვები კი, ერთი პროტონის
გარდა შეიცავენ 1 და 2 ნეიტრონსაც. დეიტერიუმის შემცველობაა 0,02%. ის
გამოიყენება წყალბადის ბომბის დასამზადებლად. დიდი პერსპექტივებია ამ
იზოტოპების ბირთვულ ენერგეტიკაში გამოსაყენებლად. ტრიტიუმის ატომების
ჯამური მასა დედამიწაზე მხოლოდ 3 კილოგრამია.
   დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის 1% მოდის წყალბადზე. მარტივი
ნივთიერება H2 გვხვდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ვულკანურ და ნავთობის
ჭაბურღილების აირების შემადგენლობაში. წყალბადი შედის ყველა ორგანული
ნივთიერების   მოლეკულის      შემადგენლობაში.   მთავარი  წყალბადშემცველი
                                                               3
ნივთიერება წყალია. წყლით არის დაფარული დედამიწის ზედაპირის . წყალში
                                                               4
წყალბადის მასური წილია 11,11 %.

  მარტივი ნივთიერება (H2). მისი მიღება და თვისებები
  ლაბორატორიაში წყალბადის მიღება ხდება შემდეგი ხერხებით:

  1. მეტალისა და მჟავას ურთიერთქმედებით:
                       Zn + 2HCl → ZnCl2 + H2

     შეიძლება განზავებული გოგირდმჟავას გამოყენებაც. თუთიის ნაცვლად
     შეიძლება რკინის, მაგნიუმის, კალას გამოყენებაც.

  2. აქტიური მეტალების წყალთან ურთიერთმოქმედებით:
                     2Na + 2H2O → 2NaOH + H2

     ეს რეაქცია ძალიან მძაფრად მიმდინარეობს. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე
     წყალბადისა და ჰაერის ნარევი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, უფრო ხშირად
     იყენებენ კალციუმს, რომელიც შედარებით ნელა რეაგირებს წყალთან.
                         Ca + 2HOH → Ca(OH)2 + H2

  3. ტუტისა და მეტალის ურთიერთქმედებით:
                   Zn + 2NaOH     Na2ZnO 2 + H2
                    (fxvnili)
  4. მეტალთა ჰიდრიდების ჰიდროლიზით:
                    LiH + HOH → LiOH + H2
3
     ეს წყალბადის საველე პირობებში მიღების ხერხია
  5. წყლის ელექტროლიზით. წყალს ელექტროგამტარობისათვის ემატება
     რომელიმე ელექტროლიტი, მაგ. NaOH ან H2SO4 . დენის გატარებისას მიიღება
     წყალბადი
                       2H2O → 2H2 + O2

     ეს ხერხი ზოგჯერ ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება, მაშინ, როცა
     განსაკუთრებით სუფთა წყალბადის მიღება სურთ. დავიმახსოვროთ_
     ლაბორატორიული ხერხებით სასურველი ნივთიერების მისაღებად იყენებენ
     ისეთ რეაქციებს, რომელთა ჩასატარებლად შედარებით მარტივი აპარატურა და
     რბილი პირობებია საჭირო, თუმცა ამ დროს ზოგჯერ ძვირადღირებულ
     რეაქტივებს იყენებენ.

     წყალბადის მიღების საწარმოო მეთოდები:
  1. გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის მოქმედებით მიიღება წყალბადი:
                      Fe + H2O → FeO + H2
                      3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2

  2. მეთანის კონვერსია: მეთანისა და წყლის ორთქლის 9000-მდე გახურებისას
     მიმდინარეობს რეაქცია:
                      CH4 + H2O → CO + 3H2

  3. გავარვარებული კოქსის და წყლის ორთქლის ურთიერთქმედება(10000C):
                      C + H2O → CO + H2
                      CO + H2O → CO2 + H2
     შეჯამებულად      C + 2H2O → CO2 + 2H2

  4. მეთანის კრეკინგი: 10000-ზე მეთანი იშლება
                        CH4 → C + 2H2

  ფიზიკური თვისებები:
  წყალბადი (H2) – უფერო, უსუნო და უგემო აირია. წყალბადი ყველა აირზე უფრო
მსუბუქია. 1ლ წყალბადის მასაა 0,09გ. ჰაერზე 14,5-ჯერ მსუბუქია. წყალში
უმნიშვნელოდ იხსნება, მაგრამ კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Pt და მისი
ჯგუფის მეტალები)

  ქიმიური თვისებები:

  1. წყალბადი შედის რეაქციაში არამეტალებთან:

                  2H2 + O2         2H2O
                 mgrgvinavi airi



     წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი შეიძლება წლობით შევინახოთ, მაგრამ
     ანთებისას ან კატალიზატორის (მაგ: Pt) გამოყენებისას ეს ნარევი ფეთქდება.
     ამიტომაც დაერქვა ამ ნარევს მგრგვინავი აირი.
4
     ჰალოგენებიდან F2 სიბნელეშიც კი რეაგირებს წყალბადთან
               H2 + F2 → 2HF

     დანარჩენები შედიან რეაქციაში დასხივებისას ან მაღალ ტემპერატურაზე.
     წყალბადი ქლორთან ურთიერთქმედებს ჯაჭვური მექანიზმით. დასხივებისას
     Cl2-ის მოლეკულა იშლება და წარმოქმნის ქლორის ატომებს, რომლებსაც
     შვიდელექტრონიანი არამდგრადი გარსი აქვთ და ძალიან ადვილად შედიან
     რეაქციაში.

                    Cl       Cl                Cl     + Cl

     ზოგადად გაუწყვილებელი           ელექტრონის მქონე ნაწილაკს რადიკალს
     უწოდებენ.     რადიკალები        ძალიან   მაღალი  რეაქციისუნარიანობით
     ხასიათდებიან:

                  Cl + H H                   H Cl + H


     შემდეგ რეაქციას აგრძელებს H⋅ რადიკალი (ატომი):

      H +    Cl     Cl                   H    Cl     +     Cl


     რეაქციას აგრძელებს Cl⋅ რადიკალი და ა.შ.
     წყალბადი რეაგირებს სხვა არამეტალებთანაც:
                                             (maRali wneva da temperatura)
                  N2 + 3H2          2NH3

                  C + 2H2     t0   CH4


   2. აქტიური მეტალები წყალბადთან გაცხელებისას ჰიდრიდებს წარმოქმნიან:
                 2Na + H2 → 2NaH
                 Ca + H2 → CaH2

   ჰიდრიდები ძალიან ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან)
                NaH + HOH → NaOH + H2

   3. წყალბადი კარგი აღმდგენია. მას იყენებენ მეტალების მისაღებად
                  CuO + H2 → Cu + H2O
                  Fe2O3 + 3H2 → 2Fe + 3H2O

   (ამ რეაქციას იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა განსაკუთრებით სუფთა რკინის
   მიღება).
 წყალბადი ჰაერზე 14,5 –ჯერ მსუბუქია, ამიტომ მას იყენებენ საჰაერო ბურთების,
მეტეოროლოგიური ზონდების და დირიჟაბლების რეზერვუარების შესასვსებად,
მაგრამ რადგან წყალბადისა და ჰაერის ნარევი ფეთქებადსაშიშია სუფთა წყალბადის
ნაცვლად იყენებენ წყალბადისა და ჰელიუმის ნარევს.
5
ქიმიურ მრეწველობაში წყალბადს იყენებენ ამიაკისა და ქლორწყალბადის
სინთეზისათვის, აგრეთვე მეტალურგიაში. წყალბადი გამოიყენება მრავალი
ორგანული ნივთიერების მისაღებად. ამ რექციებს მოგვიანებით გავეცნობით.
  მომავალში წყალბადს დიდი პერსპექტივები აქვს როგორც შიდაწვის ძრავების
ეკოლოგიურად სუფთა საწვავს.

  საშინაო დავალება:

  1. დაწერეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციები Br2, I2, S, აგრეთვე Sr, Ba
     და Cs-თან. აჩვენეთ მიღებულ ნაერთებში წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი.
  2. აღადგინეთ წყალბადით SnO2, PbO2, Cr2O3.
  3. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადია საჭირო 24გ CuO-ს აღსადგენად?
  4. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 10გ მაგნიუმისა და თუთიის
     შენადნობის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას, თუ შენადნობში
     მაგნიუმის შემცველობა 40%-ია?
  5. რამდენი ლიტრი წყალბადი მიიღება 20გ ნარევისგან, რომელიც 20% Al2O3 და
     80% ალუმინს შეიცავს?

Ara 001

  • 1.
    1 ნაწილი II არაორგანული ქიმია გაკვეთილი N 1 ელემენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგი გეგმის მიხედ- ვით უნდა ჩამოვაყალიბოთ: 1. ელემენტის დახასიათება პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობისა და ატომის აღნაგობის მიხედვით 2. ელემენტის გავრცელება ბუნებაში. 3. ელემენტის შესაბამისი მარტივი ნივთიერება – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება 4. ელემენტის შემცველი რთული ნივთიერებები – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება. წყალბადი წყალბადი ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ელემენტია Z =1. Ar(H)=1 წყალბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: K 1s +1 1 1s1 წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია. ნაერთებში ის ამჟღავნებს ორი ტიპის დაჟანგულობის ხარისხს: +1 და -1. 0 +1 +1 -1 +1 -2 H-e H (მაგ: HCl , H2O და ა.შ.). ამით ის ემსგავსება ტუტე მეტალებს, ამიტომ ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფში ტუტე მეტალებთან ერთად. 0 -1 ზოგჯერ კი, H + e H ამჟღავნებს უარყოფით დაჟანგვის ხარისხს. ამით ის ემსგავსება ჰალოგენებს და ზოგჯერ მას ათავსებენ ელემენტთა პერიოდული
  • 2.
    2 +1 -1 +2 -1 +1 +3 -1 სისტემის VII ჯგუფში ჰალოგენებთან ერთად. ( NaH CaH2 NaAlH4 . ასეთ ნაერთებს ჰიდრიდები ეწოდებათ). ბუნებაში წყალბადი გავრცელებულია სამი იზოტოპის სახით: 1H 2 3 1 1H 1H proTiumi deiteriumi triTiumi პროთიუმი ძირითადი იზოტოპია (99,98%). მისი ბირთვი შედგება მხოლოდ ერთი პროტონისაგან. დეიტერიუმისა და ტრითიუმის ბირთვები კი, ერთი პროტონის გარდა შეიცავენ 1 და 2 ნეიტრონსაც. დეიტერიუმის შემცველობაა 0,02%. ის გამოიყენება წყალბადის ბომბის დასამზადებლად. დიდი პერსპექტივებია ამ იზოტოპების ბირთვულ ენერგეტიკაში გამოსაყენებლად. ტრიტიუმის ატომების ჯამური მასა დედამიწაზე მხოლოდ 3 კილოგრამია. დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის 1% მოდის წყალბადზე. მარტივი ნივთიერება H2 გვხვდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ვულკანურ და ნავთობის ჭაბურღილების აირების შემადგენლობაში. წყალბადი შედის ყველა ორგანული ნივთიერების მოლეკულის შემადგენლობაში. მთავარი წყალბადშემცველი 3 ნივთიერება წყალია. წყლით არის დაფარული დედამიწის ზედაპირის . წყალში 4 წყალბადის მასური წილია 11,11 %. მარტივი ნივთიერება (H2). მისი მიღება და თვისებები ლაბორატორიაში წყალბადის მიღება ხდება შემდეგი ხერხებით: 1. მეტალისა და მჟავას ურთიერთქმედებით: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 შეიძლება განზავებული გოგირდმჟავას გამოყენებაც. თუთიის ნაცვლად შეიძლება რკინის, მაგნიუმის, კალას გამოყენებაც. 2. აქტიური მეტალების წყალთან ურთიერთმოქმედებით: 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 ეს რეაქცია ძალიან მძაფრად მიმდინარეობს. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყალბადისა და ჰაერის ნარევი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, უფრო ხშირად იყენებენ კალციუმს, რომელიც შედარებით ნელა რეაგირებს წყალთან. Ca + 2HOH → Ca(OH)2 + H2 3. ტუტისა და მეტალის ურთიერთქმედებით: Zn + 2NaOH Na2ZnO 2 + H2 (fxvnili) 4. მეტალთა ჰიდრიდების ჰიდროლიზით: LiH + HOH → LiOH + H2
  • 3.
    3 ეს წყალბადის საველე პირობებში მიღების ხერხია 5. წყლის ელექტროლიზით. წყალს ელექტროგამტარობისათვის ემატება რომელიმე ელექტროლიტი, მაგ. NaOH ან H2SO4 . დენის გატარებისას მიიღება წყალბადი 2H2O → 2H2 + O2 ეს ხერხი ზოგჯერ ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება, მაშინ, როცა განსაკუთრებით სუფთა წყალბადის მიღება სურთ. დავიმახსოვროთ_ ლაბორატორიული ხერხებით სასურველი ნივთიერების მისაღებად იყენებენ ისეთ რეაქციებს, რომელთა ჩასატარებლად შედარებით მარტივი აპარატურა და რბილი პირობებია საჭირო, თუმცა ამ დროს ზოგჯერ ძვირადღირებულ რეაქტივებს იყენებენ. წყალბადის მიღების საწარმოო მეთოდები: 1. გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის მოქმედებით მიიღება წყალბადი: Fe + H2O → FeO + H2 3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 2. მეთანის კონვერსია: მეთანისა და წყლის ორთქლის 9000-მდე გახურებისას მიმდინარეობს რეაქცია: CH4 + H2O → CO + 3H2 3. გავარვარებული კოქსის და წყლის ორთქლის ურთიერთქმედება(10000C): C + H2O → CO + H2 CO + H2O → CO2 + H2 შეჯამებულად C + 2H2O → CO2 + 2H2 4. მეთანის კრეკინგი: 10000-ზე მეთანი იშლება CH4 → C + 2H2 ფიზიკური თვისებები: წყალბადი (H2) – უფერო, უსუნო და უგემო აირია. წყალბადი ყველა აირზე უფრო მსუბუქია. 1ლ წყალბადის მასაა 0,09გ. ჰაერზე 14,5-ჯერ მსუბუქია. წყალში უმნიშვნელოდ იხსნება, მაგრამ კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Pt და მისი ჯგუფის მეტალები) ქიმიური თვისებები: 1. წყალბადი შედის რეაქციაში არამეტალებთან: 2H2 + O2 2H2O mgrgvinavi airi წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი შეიძლება წლობით შევინახოთ, მაგრამ ანთებისას ან კატალიზატორის (მაგ: Pt) გამოყენებისას ეს ნარევი ფეთქდება. ამიტომაც დაერქვა ამ ნარევს მგრგვინავი აირი.
  • 4.
    4 ჰალოგენებიდან F2 სიბნელეშიც კი რეაგირებს წყალბადთან H2 + F2 → 2HF დანარჩენები შედიან რეაქციაში დასხივებისას ან მაღალ ტემპერატურაზე. წყალბადი ქლორთან ურთიერთქმედებს ჯაჭვური მექანიზმით. დასხივებისას Cl2-ის მოლეკულა იშლება და წარმოქმნის ქლორის ატომებს, რომლებსაც შვიდელექტრონიანი არამდგრადი გარსი აქვთ და ძალიან ადვილად შედიან რეაქციაში. Cl Cl Cl + Cl ზოგადად გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე ნაწილაკს რადიკალს უწოდებენ. რადიკალები ძალიან მაღალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდებიან: Cl + H H H Cl + H შემდეგ რეაქციას აგრძელებს H⋅ რადიკალი (ატომი): H + Cl Cl H Cl + Cl რეაქციას აგრძელებს Cl⋅ რადიკალი და ა.შ. წყალბადი რეაგირებს სხვა არამეტალებთანაც: (maRali wneva da temperatura) N2 + 3H2 2NH3 C + 2H2 t0 CH4 2. აქტიური მეტალები წყალბადთან გაცხელებისას ჰიდრიდებს წარმოქმნიან: 2Na + H2 → 2NaH Ca + H2 → CaH2 ჰიდრიდები ძალიან ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან) NaH + HOH → NaOH + H2 3. წყალბადი კარგი აღმდგენია. მას იყენებენ მეტალების მისაღებად CuO + H2 → Cu + H2O Fe2O3 + 3H2 → 2Fe + 3H2O (ამ რეაქციას იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა განსაკუთრებით სუფთა რკინის მიღება). წყალბადი ჰაერზე 14,5 –ჯერ მსუბუქია, ამიტომ მას იყენებენ საჰაერო ბურთების, მეტეოროლოგიური ზონდების და დირიჟაბლების რეზერვუარების შესასვსებად, მაგრამ რადგან წყალბადისა და ჰაერის ნარევი ფეთქებადსაშიშია სუფთა წყალბადის ნაცვლად იყენებენ წყალბადისა და ჰელიუმის ნარევს.
  • 5.
    5 ქიმიურ მრეწველობაში წყალბადსიყენებენ ამიაკისა და ქლორწყალბადის სინთეზისათვის, აგრეთვე მეტალურგიაში. წყალბადი გამოიყენება მრავალი ორგანული ნივთიერების მისაღებად. ამ რექციებს მოგვიანებით გავეცნობით. მომავალში წყალბადს დიდი პერსპექტივები აქვს როგორც შიდაწვის ძრავების ეკოლოგიურად სუფთა საწვავს. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციები Br2, I2, S, აგრეთვე Sr, Ba და Cs-თან. აჩვენეთ მიღებულ ნაერთებში წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი. 2. აღადგინეთ წყალბადით SnO2, PbO2, Cr2O3. 3. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადია საჭირო 24გ CuO-ს აღსადგენად? 4. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 10გ მაგნიუმისა და თუთიის შენადნობის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას, თუ შენადნობში მაგნიუმის შემცველობა 40%-ია? 5. რამდენი ლიტრი წყალბადი მიიღება 20გ ნარევისგან, რომელიც 20% Al2O3 და 80% ალუმინს შეიცავს?