გაკვეთილი № 5

  საშინაო დავალების შემოწმება:

  1. KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2
     K2Cr2O7 + 14HCl → 2KCl + 2CrCl3 + 7H2O + 3Cl2
     PbO2 + 4HCl → PbCl2 + 2H2O + Cl2
  2. M (ჰაერ) = 29გ/მოლი              M (Cl2) = 71გ/მოლი

       Dჰაერ = M (Cl2) / M (ჰაერ) = 71 / 29 ≈ 2,5

  3.   Zn + Cl2 → ZnCl2             2As + 5Cl2 → 2AsCl5
       Mg + Cl2 → MgCl2             Si + 2Cl2 → SiCl4
       2Al + 3Cl2 → 2AlCl3          S + Cl2 → SCl2
                        ქლორწყალბადი და მარილმჟავა

   ქლორწყალბადი – HCl უფერო, მძაფრი სუნის აირია. წყალში ძალიან კარგად იხსნება. მის
წყალხსნარს ქლორწყალბადმჟავა ანუ მარილმჟავა ეწოდება. ქლორწყალბადისა და
შესაბამისად მარილმჟავას მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს:
    1. სინთეზური ხერხი
                 H2 + Cl2 → 2HCl

  2.   სულფატური ხერხი




       მიღებული აირის წყალში გახსნისას მიიღება მარილმჟავა. მარილმჟავას ხსნარში
       ქლორწყალბადის მაქსიმალური მასური წილი შეიძლება იყოს ω(HCl) = 37%.

  ქიმიური თვისებები
  მარილმჟავა ძლიერი მჟავაა. ხსნარში თითქმის მთლიანადაა დისოცირებული


   მას მჟავების ყველა თვისება ახასიათებს:
    1. მარილმჟავა რეაგირებს ყველა მეტალთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში
       წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (არ რეაგირებს: Cu, Hg, Ag, Au). მაგ:
                    Zn + 2HCl → ZnCl2 + H2
                    Fe + 2HCl → FeCl2 + H2
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რკინა ქლორთან FeCl3, ხოლო მარილმჟავასთან FeCl2ს
წარმოქმნის .

  2. მარილმჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან
                               CuO + 2HCl → CuCl2 + H2O
                               HgO + 2HCl → HgCl2 + H2O
2

                          Al2O3 + 6HCl → 2AlCl3 + 3H2O
  3. მარილმჟავა რეაგირებს მეტალთა ჰიდროქსიდებთან (როგორც ხსნად, ასევე უხსნად
       და ამფოტერულ ჰოდროქსიდებთან)
                       KOH + 2HCl → KCl + H2O
                       Cu(OH)2 + 2HCl → CuCl2 + 2H2O
                       Al(OH)3 + 3HCl → AlCl3 + 3H2O

  4. მარილმჟავა   რეაგირებს მარილებთან. როგორც გვახსოვს ამ ტიპის რეაქციები
       მიმდინარეობს მაშინ, როცა მიიღება მჟავაში უხსნადი ნალექი ან გამოიყოფა აირი.
                              CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑

                                 AgNO3 + HCl → AgCl↓ + HNO3
             AgCl↓ თეთრი ფერის ნალექია. არ იხსნება აზოტმჟავაში.
       ეს რეაქცია Cl- იონის აღმომჩენი რეაქციაა.

                                    Ag+ + Cl- → AgCl
   ქლორიდები
   მარილმჟავას მარილებს ქლორიდები ქვიათ. ქლორიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
ნატრიუმის ქლორიდი – NaCl – სუფრის მარილი. უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა
ადამიანის ცხოვრებისათვის. ყოველდღიურად საჭმელთან ერთად დაახლოებით 2გ სუფრის
მარილს ვღებულობთ. NaCl–ის 0,9%-იანი ხსნარი “ფიზიოლოგიური ხსნარის” სახელითაა
ცნობილი. NaCl გამოიყენება ქლორის, ქლორწყალბადის, ნატრიუმის ტუტის და სხვა
ნივთიერებების მისაღებად. გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ხორცის, ბოსტნეულის და
სხვა საკვები პროდუქტების შესანახად.
  კალიუმის ქლორიდი – KCl გამოიყენება კალიუმის ტუტის მისაღებად. ასევე სოფლის
მეურნეობაში როგორც კალიუმოვანი მინერალური სასუქი.
  კალციუმის ქლორიდი – CaCl2 ძირითადად გვხვდება კრისტალჰიდრატის CaCl2 . 6H2O
სახით. გამოიყენება მედიცინაში როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, აგრეთვე ალერგიისა
და რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება.
  ვერცხლის ქლორიდი - AgCl გამოიყენებოდა ფოტოგრაფიაში. როგორც შუქმგრძნობიარე
ნივთიერება ის გამოიყენება ფოტოფირების და ფოტოქაღალდების დასამზადებლად.
სინათლის გავლენით თეთრი ფერის ნივთიერება იშლება მუქი ფერის ვერცხლის გამოყოფით
                              2AgCl → 2Ag + Cl2
  ცინკის ქლორიდი - ZnCl2 მომწამვლელი ნივთიერებაა. გამოიყენება ხის ნაკეთობების
ლპობისგან დასაცავად. განსაკუთრებით ხის შპალების გასაჟღენთად.




 საშინაო დავალება:

  1. როგორი იქნება ხსნარში მარილმჟავას მასური წილი თუ ნ.პ. 300ლ HCl-ს გავხსნით 1ლ
     წყალში?
  2. რამდენი მლ 20%-იანი მარილმჟავას ხსნარის (ρ = 1,1) მიღება შეიძლება 100გ NaCl-
     ისგან სულფატური ხერხით?
3

3.   დაწერეთ მარილმჟავას და მეტალების, ფუძე და ამფოტერული ოქსიდების, მეტალთა
     ჰიდროქსიდების, მარილების ურთიერთქმედების რეაქციების როგორც მოლეკულური
     ისე იონური ტოლობები.

გაკვეთილი № 5

  • 1.
    გაკვეთილი № 5 საშინაო დავალების შემოწმება: 1. KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2 K2Cr2O7 + 14HCl → 2KCl + 2CrCl3 + 7H2O + 3Cl2 PbO2 + 4HCl → PbCl2 + 2H2O + Cl2 2. M (ჰაერ) = 29გ/მოლი M (Cl2) = 71გ/მოლი Dჰაერ = M (Cl2) / M (ჰაერ) = 71 / 29 ≈ 2,5 3. Zn + Cl2 → ZnCl2 2As + 5Cl2 → 2AsCl5 Mg + Cl2 → MgCl2 Si + 2Cl2 → SiCl4 2Al + 3Cl2 → 2AlCl3 S + Cl2 → SCl2 ქლორწყალბადი და მარილმჟავა ქლორწყალბადი – HCl უფერო, მძაფრი სუნის აირია. წყალში ძალიან კარგად იხსნება. მის წყალხსნარს ქლორწყალბადმჟავა ანუ მარილმჟავა ეწოდება. ქლორწყალბადისა და შესაბამისად მარილმჟავას მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს: 1. სინთეზური ხერხი H2 + Cl2 → 2HCl 2. სულფატური ხერხი მიღებული აირის წყალში გახსნისას მიიღება მარილმჟავა. მარილმჟავას ხსნარში ქლორწყალბადის მაქსიმალური მასური წილი შეიძლება იყოს ω(HCl) = 37%. ქიმიური თვისებები მარილმჟავა ძლიერი მჟავაა. ხსნარში თითქმის მთლიანადაა დისოცირებული მას მჟავების ყველა თვისება ახასიათებს: 1. მარილმჟავა რეაგირებს ყველა მეტალთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (არ რეაგირებს: Cu, Hg, Ag, Au). მაგ: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 Fe + 2HCl → FeCl2 + H2 აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რკინა ქლორთან FeCl3, ხოლო მარილმჟავასთან FeCl2ს წარმოქმნის . 2. მარილმჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან CuO + 2HCl → CuCl2 + H2O HgO + 2HCl → HgCl2 + H2O
  • 2.
    2 Al2O3 + 6HCl → 2AlCl3 + 3H2O 3. მარილმჟავა რეაგირებს მეტალთა ჰიდროქსიდებთან (როგორც ხსნად, ასევე უხსნად და ამფოტერულ ჰოდროქსიდებთან) KOH + 2HCl → KCl + H2O Cu(OH)2 + 2HCl → CuCl2 + 2H2O Al(OH)3 + 3HCl → AlCl3 + 3H2O 4. მარილმჟავა რეაგირებს მარილებთან. როგორც გვახსოვს ამ ტიპის რეაქციები მიმდინარეობს მაშინ, როცა მიიღება მჟავაში უხსნადი ნალექი ან გამოიყოფა აირი. CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ AgNO3 + HCl → AgCl↓ + HNO3 AgCl↓ თეთრი ფერის ნალექია. არ იხსნება აზოტმჟავაში. ეს რეაქცია Cl- იონის აღმომჩენი რეაქციაა. Ag+ + Cl- → AgCl ქლორიდები მარილმჟავას მარილებს ქლორიდები ქვიათ. ქლორიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ნატრიუმის ქლორიდი – NaCl – სუფრის მარილი. უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ადამიანის ცხოვრებისათვის. ყოველდღიურად საჭმელთან ერთად დაახლოებით 2გ სუფრის მარილს ვღებულობთ. NaCl–ის 0,9%-იანი ხსნარი “ფიზიოლოგიური ხსნარის” სახელითაა ცნობილი. NaCl გამოიყენება ქლორის, ქლორწყალბადის, ნატრიუმის ტუტის და სხვა ნივთიერებების მისაღებად. გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ხორცის, ბოსტნეულის და სხვა საკვები პროდუქტების შესანახად. კალიუმის ქლორიდი – KCl გამოიყენება კალიუმის ტუტის მისაღებად. ასევე სოფლის მეურნეობაში როგორც კალიუმოვანი მინერალური სასუქი. კალციუმის ქლორიდი – CaCl2 ძირითადად გვხვდება კრისტალჰიდრატის CaCl2 . 6H2O სახით. გამოიყენება მედიცინაში როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, აგრეთვე ალერგიისა და რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლის ქლორიდი - AgCl გამოიყენებოდა ფოტოგრაფიაში. როგორც შუქმგრძნობიარე ნივთიერება ის გამოიყენება ფოტოფირების და ფოტოქაღალდების დასამზადებლად. სინათლის გავლენით თეთრი ფერის ნივთიერება იშლება მუქი ფერის ვერცხლის გამოყოფით 2AgCl → 2Ag + Cl2 ცინკის ქლორიდი - ZnCl2 მომწამვლელი ნივთიერებაა. გამოიყენება ხის ნაკეთობების ლპობისგან დასაცავად. განსაკუთრებით ხის შპალების გასაჟღენთად. საშინაო დავალება: 1. როგორი იქნება ხსნარში მარილმჟავას მასური წილი თუ ნ.პ. 300ლ HCl-ს გავხსნით 1ლ წყალში? 2. რამდენი მლ 20%-იანი მარილმჟავას ხსნარის (ρ = 1,1) მიღება შეიძლება 100გ NaCl- ისგან სულფატური ხერხით?
  • 3.
    3 3. დაწერეთ მარილმჟავას და მეტალების, ფუძე და ამფოტერული ოქსიდების, მეტალთა ჰიდროქსიდების, მარილების ურთიერთქმედების რეაქციების როგორც მოლეკულური ისე იონური ტოლობები.