1. კესანე
ერთ-ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა
გვარი. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი)
ყვავილები.
გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკის მთებში,
ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი-ამერიკაში.
საქართველოში გვხვდება 15 სახეობა.
იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ
ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე.
საქართველოში კესანეს განსხვავებული სახელით იცნობენ. მისი შესატყვისია
ზემოიმერული - ციცინო, რაჭული თიკნიყურა.