SlideShare a Scribd company logo
1 of 21
ქუთაისი
.რა იცით ქუთაისის შესახებ? რა გაგიგიათ მასზე ? მის კულტურაზე? მისი
მრავალი უმნიშვნელოვანესი ძეგლების თუ ბუმბერაზი შვილების შესახებ?
ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე
რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072
წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი
მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი
და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები,
გალერეები. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას
თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია,
ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს
(მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. 1810-1917 წლებში ქუთაისი რუსეთის იმპერიაში შედიოდა. შუა
საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი
წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი
ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.),
სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის
ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ქუთაისის დროშა და გერბი
ქალაქი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. იგი გაშენებულია იმ ადგილას, სადა
ც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის. უკანასკნელ დრომ
დე მდინარე ორ თანაბარ – აღმოსავლეთ და დასავლეთ –
ნაწილად ჰყოფდა საქალაქო დასახლებას, თუმცა ამჟამად ქალაქის მარჯვენა მხარეს ბევრად მეტი ტერიტო
რია უკავია, ვიდრე მდინარის მარცხნივ მდებარე უბნებს. ქალაქის განაშენიანებული კვარტლები ჩრთილო
ეთიდან სამხრეთისაკენ გრძელდება 7 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 10 კმ-
ზე. ყველაზე უფრო დაბალი მდებარეობა აქვს სამხრეთ-
დასავლეთ განაპირა უბნებს, რომლებიც განლაგებულია ზღვის დონიდან 125-130 მ-ზე, ხოლო ჩრდილო-
აღმოსავლეთ დასახლება თანდათან მაღლა მიიწევს ფერდობებზე და ტყიბულის გზატკეცილის გასწვრივ ა
ღწევს 300 მ. სიმაღლეს. ქუთაისი წარმოადგენს საქართველოს დასავლეთ რაიონების გეოგრაფიულ ცენტრს
.
ქალაქს გარს არტყია მეტად მჭიდროდ დასახლებული რაიონები. მთელი ტერიტორია ლიხის ქედიდან შავ
ი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე და მესხეთის ქედიდან სამეგრელოსა და ლეჩხუმის მთებამდე მეტწილ
ად დაფარულია ხშირი სასოფლო დასახლებებით. ისე როგორც თვით ქალაქის, მისი მიდამოების ბუნებრი
ვი პირობებიც მრავალფეროვანია. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს კოლხეთის
ვაკე–დაბლობს, რომელიც უფრო ჩრდილოეთით გადადის გორაკ–
ბორცვებში. მის სამხრეთითა და დასავლეთით ვრცელი ვაკეა გაშლილი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლე
თიდან ქალაქს რკალისმაგვარად ესაზღვრება მთაგორიანი, საკმაოდ დანაწევრებული ტერიტორია. ამაში მ
დგომარეობს ქალაქის ფიზიკურ–გეოგრაფიული მდებარეობის ერთ–
ერთი დამახასიათებელი თავისებურება. ქალაქის ასეთმა განლაგებამ ძველთაგანვე ხელი შეუწყო მის ზრდ
ა–განვითარებას.
VΙ-საუკუნეში ქუთაისი ეგრისის დედაქალაქი იყო.
VΙΙΙ საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა VΙΙΙ საუკუნის
ბოლოს იგი უკვე ეგრისისა.
978 წელს ბაგრატΙΙΙ-მ ახლადგაერთიანებული
საქართველოს დედაქალაქი ქუთაისსში გადაიტანა.ამ
პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა
სახე:განახლდა სამეფო სასახლე და ცეხე-გალავანი,ხოლო
1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი
ტაძარი.
1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით
აღმაშენებელი,რომელმაც 1006-1025 წლებში ქუთაისთან
ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი
სასწავლებელი-აკადემია,რომელიც“მეორე იერუსალიმად“
და „სხუად ათენად“იწოდებოდა.გელათი მთელი
საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1770 წელს მეფე სოლომონ Ι-მა რუსეთის ჯარის
დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა.
1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის
ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.1840 წლიდან მაზრის
ცენტრი,1846 წლიდან კი-გუბერნიისა.
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი
უძველესი ქალაქია.არქეოლოგიური
მონაცემებით,დღევანდელი ქუთაისის
ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი
წლის წინ იყო დასახლებული.ძვ.წ.ΧV-ΧΙΙΙ
საუკუნეებდან აქ კოლხური კულტურის
არსებობა დასტურდება.მდინარე რიონის
მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე
ძვ.წ.VΙΙΙ-VΙΙ საუკუნეების ვრცელი
დასახლების კვალია შემორჩენილი და
ქალაქის შემდგომი განვითარება ამ ადგილს
უკავშირდება.
ქუთაისის შესახებ ჩვენთვის სხვადასხვა
ცნობილი.ძველი ბერძნული მითოლოგია და
ისტორია ქუთაისს ე.წ.“მინოსის ხანას“(ძვ.ΧVΙΙ-
ΧV)მიაკუთნებს.მინოსი,ხელმწიფე კრეტაზე,
და აიეტი ძველ ბერძნებს
თანადროულ,მოკავშირედ და დამოყვრებულ
მეფეებად მიაჩნდათ.ანტიკური დროიდან და
შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი
ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ
საქართველოს(კოლხეთი,ეგრისი,ლაზეთი,აფხა
ზეთი)პირველი ქალაქის მდგომარეობას.
რა გაგიგიათ ქუთაისის ისტორიის შესახებ?
ქუთაისის
ღირშესანიშნაობები
რომელი ღირშესანიშნაობა იცით ქუთაისში? რა იცით მათ შესახებ?
ქუთაისის
ცენტრალური მოედანი
დავით აღმაშენებლის სახელობის
ცენტრალური მოედანი ქუთაისის
მთავარი, ცენტრალური ნაწილია.
მოედანი უძველესია, სადაც ლადო
მესხიშვილის სახელობის დრამატული
თეატრია განთავსებული. აქ არის ქალაქის
ყველაზე დიდი მოსასვენებელი სკვერი.
მოედნის ცენტრში, ასევე, ნახავთ კოლხურ
შადრევანს, სადაც არქეოლოგიური
მონაპოვარის მიხედვით, ქართული
საგანძურის ელემენტები, ფიგურებია
გამოსახული.
ოქროს ჩარდახი
ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია
გახლდათ, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა
სანაპიროზეა განთავსებული.
თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ
მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი
მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II
ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა.
რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია
მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. შენობის კედლები
ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან
დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან
თაღებით არის გახსნილი.
ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე
1960-იან წლებში მიიღო.
თეთრი ხიდი
 თეთრი ხიდი მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ
ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე.
თეთრი ხიდი 166 წლისაა. თავდაპირველად ხიდი
ხისგან იყო დამზადებული.
ხის ხიდი რკინით 1872 წელს შეიცვალა.
 თეთრი ხიდის რკინის კონსტრუქცია
საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.
 ქუთაისის ისტორიული ხიდიდან ქალაქის
დანარჩენი ხიდებიც ჩანს, ასევე აქედან ქუთაისის
ცენტრალური ნაწილის მთლიანი ხედი იშლება.
 იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია,
მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო
დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო
სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა
და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი
პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები,
ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და
ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს.
დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს
წარმოადგენს.
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003
წელს, ბაგრატ III-ის (975-1014)
მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი
წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო
არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს,
როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე
ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი
ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა,
ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა,
შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ
მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო
დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს
შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-
ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი
და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ
მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის
დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილო-დასავლეთიდან
სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI
საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან
მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
ქუთაისის საბრძოლო
დიდების ეროვნული
მუზეუმი
ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი იმერეთის
მხარეში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, ბროსეს ქუჩის 2 ნომერში. იგი
1975 წლის 9 მაისს დაარსდა. მუზეუმში დაცულია 2000-ზე მეტი
ექსპონატი. ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში დაცულია
ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები,
იარაღ-საჭურველი, II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მასალები,
ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა
დოკუმენტები და აფხაზეთსა და 2008 წლის ომების ამსახველი
დოკუმენტური მასალები. მუზეუმში მრავალ საინტერესო ექსპონატს
გაეცნობით, რომლებიც საქართველოს ისტორიის რთულ და
ტრაგიკულ ასპექტებს ასახავენ.
ქუთაისის
ისტორიულ-
ეთნოგრაფიული
მუზეუმი
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი დაარსდა 1912 წელს. კოლექცია
თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის,
მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის
სახლში მოათავსეს. 1922 წელს კოლექციის
ბაზაზე (მაშინ უკვე რეალური სასწავლებლის,
ამჟ. უნივერსიტეტის, შენობაში იმყოფებოდა)
საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი
დაარსდა. 1948 წელს მუზეუმმა დღევანდელ
ნაგებობაში დაიდო ბინა (თბილისის ქ. N1).
ორსართულიანი სახლი, რომელიც 1860-იან
წლებშია აგებული, თავადი ნიკოლოზ
ერისთავის საკუთრება იყო. ახლანდელი სახე
შენობამ 1940-იანი წლების რეკონსტრუქციის
შედეგად მიიღო. ამჟამად ქუთაისის
მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი
ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში,
რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში
მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და
ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული,
მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა
სტილიზებული გამოსახულებებით შემკული
ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის
მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება
სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს
ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.
და რა თქმაუნდა
ქუთაისის ტურისტული
ცენტრი ’’ბიკენტიას
საქაბაბე’’
ალბათ გეცოდინებათ რომ ქუთაისს
ბევრი დიდი ადამიანი
აღუზრდია.რომელ მათგანს
გაიხსენებდით?
მათი არასრული ჩამონათვალია:
დავით მე_4_ე აღმაშენებელი,
აკაკი წერეთელი,
გალაქტიონ ტაბიძე,
სერგეი მესხი,
აკაკი შანიძე,
ნიკო მარი,
კოტე მესხი,
მიხეილ ქორქია,
მაია ჩიბურდანიძე,
ზაქარია ფალიაშვილი,
აკაკი ვასაძე,
უშანგი ჩხეიძე,
ტიციან ტაბიძე,
დები იშხნელები
და სხვ.
ის ია თუ ქალაქია -
აი ქალა: ქუთაისი!
ისიამა, ისიამა
ნანგრევებზე სდგას
მაისი.
ა ის ია! ა ის ია!
აისია, ო აისი!
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!
ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა.
ისიამა, ა, მაისი.
რა იცით ქუთაისის
საფეხბურთო
გუნდის შესახებ?
ტორპედო
ტორპედო“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს.
პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით.
თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში . 1949 წელს გახდა
საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე
არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის
ვერცხლის (1999,2003, 2005) პრიზიორი. ოთხჯერ გახდა საქართველოს
თასის (1999, 2001, 2016, 2018) და ერთხელ საქართველოს
სუპერთასის მფლობელი 2018 წელს.
ალბათ ბევრმა არ იცის თუ როგორი ინდუსტრიული ქალაქია ქუთაისი.აი მისი მაგალითი
ავტოქარხანა
 "Страшнее тигра или рыси
автомобиль из Кутаиси".
ქუთაისის ავტოქარხანის მშენებლობა 40–იანი
წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი მანქანის
პროტოტიპად აღებული იქნა მოსკოვის
სტალინის სახელობის ქარხნის (ЗИС)
სატვირთო. 1951 წლის 18 აგვისტოს ქარხნის
კონვეერიდან პირველი ქართული
ავტომანქანა, КАЗ-150 ჩამოვიდა - სწორედ ამ
თარიღიდან იწყება ორჯონიკიძის სახელობის
ქუთაისის ავტოქარხნის ბიოგრაფია.
არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა
ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი.
2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი
გაერთიანდა საქართველოს ინდუსტრიულ
ჯგუფში შპს "ქუთაისის ავტომექანიკური
ქარხნის" სახელწოდებით და ხანგრძლივი
უმოქმედობის შემდეგ განაახლა
ფუნქციონირება როგორც
მრავალპროფილურმა საწარმოომ.
და ბოლოს დიდი
მადლობა
ყურადღებისათვის და
ექსპრონტად
მადლობა ყურადღებისთვის!
დატკბით ვიდეოთი.
პროექტზე მუშაობდა: საბა ქარქაშაძე

More Related Content

What's hot

თ.გოგიაშვილი თბილისი
თ.გოგიაშვილი თბილისით.გოგიაშვილი თბილისი
თ.გოგიაშვილი თბილისიBesik Machitadze
 
ნ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკინ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკიBesik Machitadze
 
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმიკულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმიdefoo
 
თბილისი
თბილისითბილისი
თბილისიciravardidze
 
Zestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliZestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliBesik Machitadze
 
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014nino abuladze
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიMarina Tarkashvili
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოana lipartia
 
იმერეთი
იმერეთიიმერეთი
იმერეთიgogra
 

What's hot (15)

თ.გოგიაშვილი თბილისი
თ.გოგიაშვილი თბილისით.გოგიაშვილი თბილისი
თ.გოგიაშვილი თბილისი
 
ნ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკინ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკი
 
Kutaisi z.turabelize2
Kutaisi z.turabelize2Kutaisi z.turabelize2
Kutaisi z.turabelize2
 
Kutaisi M.Ghibradze
Kutaisi M.GhibradzeKutaisi M.Ghibradze
Kutaisi M.Ghibradze
 
კულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმიკულტურული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
 
Rustavi n.khachidze
Rustavi n.khachidzeRustavi n.khachidze
Rustavi n.khachidze
 
თბილისი
თბილისითბილისი
თბილისი
 
Tbilisi n.khutsishvili
Tbilisi n.khutsishviliTbilisi n.khutsishvili
Tbilisi n.khutsishvili
 
Zestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliZestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashvili
 
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014
ნინო გაჩეჩილაძე, პრეზენტაცია რიონი. 2014
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფო
 
Qartuli kultura
Qartuli kulturaQartuli kultura
Qartuli kultura
 
იმერეთი
იმერეთიიმერეთი
იმერეთი
 
Qartuli Kultura
Qartuli KulturaQartuli Kultura
Qartuli Kultura
 

Similar to ს.ქარქაშაძე ქუთაისი

ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxBesik Machitadze
 
მარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxმარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxBesik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxBesik Machitadze
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxBesik Machitadze
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxBesik Machitadze
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptxკადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptxBesik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
თბილისი ლუკა წიკლაური.pptx
თბილისი ლუკა წიკლაური.pptxთბილისი ლუკა წიკლაური.pptx
თბილისი ლუკა წიკლაური.pptxBesik Machitadze
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიაMaia Nucubidze
 
ბ.ბაბუნაშვილი.pptx
ბ.ბაბუნაშვილი.pptxბ.ბაბუნაშვილი.pptx
ბ.ბაბუნაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptxქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxBesik Machitadze
 
კადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptxკადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაirinagusha
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეmancho47
 
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptx
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptxლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptx
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptxBesik Machitadze
 

Similar to ს.ქარქაშაძე ქუთაისი (20)

ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptx
 
მარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxმარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
 
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
Kaxeti1
Kaxeti1Kaxeti1
Kaxeti1
 
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptxკადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
კადეტი ლ.გოგშელიძე.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
თბილისი ლუკა წიკლაური.pptx
თბილისი ლუკა წიკლაური.pptxთბილისი ლუკა წიკლაური.pptx
თბილისი ლუკა წიკლაური.pptx
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორია
 
ბ.ბაბუნაშვილი.pptx
ბ.ბაბუნაშვილი.pptxბ.ბაბუნაშვილი.pptx
ბ.ბაბუნაშვილი.pptx
 
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptxქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptx
 
კადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptxკადეტი გავაშელაშვილი.pptx
კადეტი გავაშელაშვილი.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
 
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptx
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptxლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptx
ლუკა გოგორიშვილი ქუთაისი2.pptx
 

More from Besik Machitadze

სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxBesik Machitadze
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიBesik Machitadze
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxBesik Machitadze
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxBesik Machitadze
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxBesik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxBesik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxBesik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxBesik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxBesik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxBesik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxBesik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxBesik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxBesik Machitadze
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxBesik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

CMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptxCMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptx
 
სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptx
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეები
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptx
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
 

ს.ქარქაშაძე ქუთაისი

  • 2. .რა იცით ქუთაისის შესახებ? რა გაგიგიათ მასზე ? მის კულტურაზე? მისი მრავალი უმნიშვნელოვანესი ძეგლების თუ ბუმბერაზი შვილების შესახებ?
  • 3. ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. 1810-1917 წლებში ქუთაისი რუსეთის იმპერიაში შედიოდა. შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
  • 5. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. იგი გაშენებულია იმ ადგილას, სადა ც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის. უკანასკნელ დრომ დე მდინარე ორ თანაბარ – აღმოსავლეთ და დასავლეთ – ნაწილად ჰყოფდა საქალაქო დასახლებას, თუმცა ამჟამად ქალაქის მარჯვენა მხარეს ბევრად მეტი ტერიტო რია უკავია, ვიდრე მდინარის მარცხნივ მდებარე უბნებს. ქალაქის განაშენიანებული კვარტლები ჩრთილო ეთიდან სამხრეთისაკენ გრძელდება 7 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 10 კმ- ზე. ყველაზე უფრო დაბალი მდებარეობა აქვს სამხრეთ- დასავლეთ განაპირა უბნებს, რომლებიც განლაგებულია ზღვის დონიდან 125-130 მ-ზე, ხოლო ჩრდილო- აღმოსავლეთ დასახლება თანდათან მაღლა მიიწევს ფერდობებზე და ტყიბულის გზატკეცილის გასწვრივ ა ღწევს 300 მ. სიმაღლეს. ქუთაისი წარმოადგენს საქართველოს დასავლეთ რაიონების გეოგრაფიულ ცენტრს . ქალაქს გარს არტყია მეტად მჭიდროდ დასახლებული რაიონები. მთელი ტერიტორია ლიხის ქედიდან შავ ი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე და მესხეთის ქედიდან სამეგრელოსა და ლეჩხუმის მთებამდე მეტწილ ად დაფარულია ხშირი სასოფლო დასახლებებით. ისე როგორც თვით ქალაქის, მისი მიდამოების ბუნებრი ვი პირობებიც მრავალფეროვანია. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს კოლხეთის ვაკე–დაბლობს, რომელიც უფრო ჩრდილოეთით გადადის გორაკ– ბორცვებში. მის სამხრეთითა და დასავლეთით ვრცელი ვაკეა გაშლილი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლე თიდან ქალაქს რკალისმაგვარად ესაზღვრება მთაგორიანი, საკმაოდ დანაწევრებული ტერიტორია. ამაში მ დგომარეობს ქალაქის ფიზიკურ–გეოგრაფიული მდებარეობის ერთ– ერთი დამახასიათებელი თავისებურება. ქალაქის ასეთმა განლაგებამ ძველთაგანვე ხელი შეუწყო მის ზრდ ა–განვითარებას.
  • 6. VΙ-საუკუნეში ქუთაისი ეგრისის დედაქალაქი იყო. VΙΙΙ საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა VΙΙΙ საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა. 978 წელს ბაგრატΙΙΙ-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისსში გადაიტანა.ამ პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე:განახლდა სამეფო სასახლე და ცეხე-გალავანი,ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. 1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი,რომელმაც 1006-1025 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი-აკადემია,რომელიც“მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათენად“იწოდებოდა.გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა. 1770 წელს მეფე სოლომონ Ι-მა რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა. 1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.1840 წლიდან მაზრის ცენტრი,1846 წლიდან კი-გუბერნიისა. ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.არქეოლოგიური მონაცემებით,დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული.ძვ.წ.ΧV-ΧΙΙΙ საუკუნეებდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება.მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ.წ.VΙΙΙ-VΙΙ საუკუნეების ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი და ქალაქის შემდგომი განვითარება ამ ადგილს უკავშირდება. ქუთაისის შესახებ ჩვენთვის სხვადასხვა ცნობილი.ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ.“მინოსის ხანას“(ძვ.ΧVΙΙ- ΧV)მიაკუთნებს.მინოსი,ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ,მოკავშირედ და დამოყვრებულ მეფეებად მიაჩნდათ.ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს(კოლხეთი,ეგრისი,ლაზეთი,აფხა ზეთი)პირველი ქალაქის მდგომარეობას. რა გაგიგიათ ქუთაისის ისტორიის შესახებ?
  • 8. ქუთაისის ცენტრალური მოედანი დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი ქუთაისის მთავარი, ცენტრალური ნაწილია. მოედანი უძველესია, სადაც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრია განთავსებული. აქ არის ქალაქის ყველაზე დიდი მოსასვენებელი სკვერი. მოედნის ცენტრში, ასევე, ნახავთ კოლხურ შადრევანს, სადაც არქეოლოგიური მონაპოვარის მიხედვით, ქართული საგანძურის ელემენტები, ფიგურებია გამოსახული.
  • 9. ოქროს ჩარდახი ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია გახლდათ, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული. თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე 1960-იან წლებში მიიღო.
  • 10. თეთრი ხიდი  თეთრი ხიდი მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. თეთრი ხიდი 166 წლისაა. თავდაპირველად ხიდი ხისგან იყო დამზადებული. ხის ხიდი რკინით 1872 წელს შეიცვალა.  თეთრი ხიდის რკინის კონსტრუქცია საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.  ქუთაისის ისტორიული ხიდიდან ქალაქის დანარჩენი ხიდებიც ჩანს, ასევე აქედან ქუთაისის ცენტრალური ნაწილის მთლიანი ხედი იშლება.  იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს.
  • 11. ბაგრატის ტაძარი ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა- ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
  • 12. ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, ბროსეს ქუჩის 2 ნომერში. იგი 1975 წლის 9 მაისს დაარსდა. მუზეუმში დაცულია 2000-ზე მეტი ექსპონატი. ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები, იარაღ-საჭურველი, II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მასალები, ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები და აფხაზეთსა და 2008 წლის ომების ამსახველი დოკუმენტური მასალები. მუზეუმში მრავალ საინტერესო ექსპონატს გაეცნობით, რომლებიც საქართველოს ისტორიის რთულ და ტრაგიკულ ასპექტებს ასახავენ.
  • 13. ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1912 წელს. კოლექცია თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის სახლში მოათავსეს. 1922 წელს კოლექციის ბაზაზე (მაშინ უკვე რეალური სასწავლებლის, ამჟ. უნივერსიტეტის, შენობაში იმყოფებოდა) საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი დაარსდა. 1948 წელს მუზეუმმა დღევანდელ ნაგებობაში დაიდო ბინა (თბილისის ქ. N1). ორსართულიანი სახლი, რომელიც 1860-იან წლებშია აგებული, თავადი ნიკოლოზ ერისთავის საკუთრება იყო. ახლანდელი სახე შენობამ 1940-იანი წლების რეკონსტრუქციის შედეგად მიიღო. ამჟამად ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.
  • 14. და რა თქმაუნდა ქუთაისის ტურისტული ცენტრი ’’ბიკენტიას საქაბაბე’’
  • 15. ალბათ გეცოდინებათ რომ ქუთაისს ბევრი დიდი ადამიანი აღუზრდია.რომელ მათგანს გაიხსენებდით?
  • 16. მათი არასრული ჩამონათვალია: დავით მე_4_ე აღმაშენებელი, აკაკი წერეთელი, გალაქტიონ ტაბიძე, სერგეი მესხი, აკაკი შანიძე, ნიკო მარი, კოტე მესხი, მიხეილ ქორქია, მაია ჩიბურდანიძე, ზაქარია ფალიაშვილი, აკაკი ვასაძე, უშანგი ჩხეიძე, ტიციან ტაბიძე, დები იშხნელები და სხვ. ის ია თუ ქალაქია - აი ქალა: ქუთაისი! ისიამა, ისიამა ნანგრევებზე სდგას მაისი. ა ის ია! ა ის ია! აისია, ო აისი! ის ია თუ ქალაქია, აი ქალა: ქუთაისი! ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა. ისიამა, ა, მაისი.
  • 18. ტორპედო ტორპედო“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში . 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999,2003, 2005) პრიზიორი. ოთხჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს.
  • 19. ალბათ ბევრმა არ იცის თუ როგორი ინდუსტრიული ქალაქია ქუთაისი.აი მისი მაგალითი
  • 20. ავტოქარხანა  "Страшнее тигра или рыси автомобиль из Кутаиси". ქუთაისის ავტოქარხანის მშენებლობა 40–იანი წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი მანქანის პროტოტიპად აღებული იქნა მოსკოვის სტალინის სახელობის ქარხნის (ЗИС) სატვირთო. 1951 წლის 18 აგვისტოს ქარხნის კონვეერიდან პირველი ქართული ავტომანქანა, КАЗ-150 ჩამოვიდა - სწორედ ამ თარიღიდან იწყება ორჯონიკიძის სახელობის ქუთაისის ავტოქარხნის ბიოგრაფია. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი. 2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი გაერთიანდა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შპს "ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის" სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება როგორც მრავალპროფილურმა საწარმოომ.
  • 21. და ბოლოს დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ექსპრონტად მადლობა ყურადღებისთვის! დატკბით ვიდეოთი. პროექტზე მუშაობდა: საბა ქარქაშაძე