SlideShare a Scribd company logo
1 of 11
ჩემი მხარე იმერეთი
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე,
ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს
ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. საკუთრივ
იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით,
ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით.
სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა
მხარე.
ტურისტული ადგილები
• ქუთაისი
1.გელათის მონასტერი 2.მოწამეთა. 3.ბაგრატის ტაძარი
• წყალტუბო
1.გაბზარული ტბა 2.მუხურას ჩანჩქერი
• ჭიათურა
1.კაცხის სვეტი 2.ძოძუანას მღვიმე 3.მღვიმევის დედათა მონასტერი
• საჩხერე
1.ჩიხის ციხის კომპლექსი
ქუთაისი
ქუთაისი —
ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის
მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი
საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული
დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი.
მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 147 635
ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ.
წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია,
ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-
დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს
(მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო.
გელათი
ბაგრატის ტაძარი
გელათის მონასტერი — ქართული
ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა
საუკუნეების საქართველოს კულტურის
უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ.
ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე,
მდინარე წყალწითელის ხეობაში.
დაარსებულია 1106 წელს დავით
აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია
გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა
დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.)
შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის და
საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის
კულტურის ძეგლი [1]. XII-XV საუკუნეებში
გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა
სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ
მეფის უმაღლეს უფლებას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ
ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა
(გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის
მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი
წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი
მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო
დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014)
მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი
წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო
არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც
თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული
და სიმბოლური მნიშვნელობითაც. ბაგრატ III ბაგრატიონმა
(978-1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა,
ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა
ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის
სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978-1122 წლებში
საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული
საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“
მოიხსენიებდა ხალხი.
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი დაარსდა 1912 წელს.
კოლექცია თავდაპირველად ცნობილი
მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ
გველესიანის სახლში მოათავსეს. ამჟამად
ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი
ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ
განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და
მის შემოგარენში მიკვლეული
მასალებით ივსება, ბრინჯაოს და
ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია
დაცული, მათ შორის: კოლხური
ცულები, ცხოველთა სტილიზებული
გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს
ბალთები. მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 40
000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის
პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია
დაცული. მუზეუმის საგანძურში ინახება
შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების
შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის
სტავროთეკა და სამწერლობელი,
ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი
XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და
მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის
ხატი მოწამეთადან და სხვ.
ქუთაისის ისტორიულ-
ეთნოგრაფიული მუზეუმი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის
ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც
გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი
ადასტურებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის
აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის
ხეობაში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული
ცენტრია ქალაქი წყალტუბო. აღმოსავლეთით მას
ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, დასავლეთით -
სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით -
ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით -
ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. წყალტუბოს მთავარი
მდინარეა რიონი მისი შენაკადებით, წყალტუბოსწყლითა და
გუბისწყლით.
მუხურას ჩანჩქერი გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა - ბუნების
ძეგლი,მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტე
ტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე.
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი გამომუშავებულია
ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით
ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება.
ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს,
სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ
სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს.
ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის
გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
მუხურას ჩანჩქერი იმერეთის მხარეში, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურასთან ახლოს
მდებარეობს, ზღვის დონიდან 886 მეტრზე, ტყიბული-
მუხურას საავტომობილო გზასთან. ჩანჩქერის სიმაღლე 60-
70 მეტრია. იგი სოფელთან მდებარე მღვიმიდან
გადმოედინება. ჩანჩქერის ნაპირები შერეული
ფართოფოთლოვანი ტყითაა დაფარული. მაღალ
კლდოვანზე დაშვებული მუხურას ჩანჩქერი ულამაზეს
სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის
სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებაში და მრავალ
მნახველს იზიდავს.
ჭიათურა
ჭიათურა იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი
ყურადღებას იქცევს უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული
ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. რაიონის ტერიტორია უძველესი
დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ჭიათურის
მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარე
ყვირილის აუზში. იგი ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილსა და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას მოიცავს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა.
რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით საჩხერე ესაზღვრება, სამხრეთით
და სამხრეთ-დასავლეთით - ხარაგაული, ზესტაფონი და თერჯოლა,
დასავლეთით - ტყიბული, ჩრდილო-დასავლეთით კი - ამბროლაური.
ჭიათურის ტერიტორია მდიდარია შიგა წყლებით, მთავარი
მდინარეა ყვირილა.
ძოძუანას მღვიმე
ძუძუანას მღვიმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური
ძეგლია. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ მსოფლიოში
უძველესი, 34 000 წლის, ძაფის ნაშთები იპოვნეს.
მღვიმე იმერეთის მხარეში, ჭიათურის
მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მღვიმევის მიდამოებში,
ზღვის დონიდან 480 მეტრზე. მის წინა ნაწილში პალეოლითელი
ადამიანის სადგომი გამოვლინდა. მტვრის გამოკვლევისას
გამოვლინდა უძველესი სელის ძაფის ბოჭკოები, რომლებიც არის
დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ – მოქსოვილი. ამ
აღმოჩენამდე უძველესად ითვლებოდა ჩეხეთში ნაპოვნი 29 000
წლის ჭინჭრის ძაფი და მიიჩნეოდა, რომ უძველესი ქსოვილი
ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ძუძუანას მღვიმის
აღმოჩენამ კი ეს მოსაზრება შეცვალა
მღვიმევის დედათა მო
მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი
მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.
სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება.
მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს
ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან
მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი.
ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული
ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო
შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები,
ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები
და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის
კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი
შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში
განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის
კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა
ეპიზოდები.
კაცხის
სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ის
მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ
და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტზე
არსებულ პაწაწინა მონასტერში ერთადერთი განდეგილი
ცხოვრობს. სამწუხაროდ, კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.
მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი
კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა.
მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც
სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. აქ არის 131
საფეხურიანი კიბე, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ
მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ
დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას.
საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის
მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე
ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა,
რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი
ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერის
მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს,
მდინარეების - ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა
დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული
ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს
ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალი
ტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამხრეთ
ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი,
სამხრეთით - ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით
კი - ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო
და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი
რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული,
სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი -
იმერეთის მაღლობზე.
ჩიხის ციხე
ჩიხის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს
ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის მიმდებარედ, ძველ
ნასოფლართან სასაფლაოს ტერიტორიაზე.
ჩიხაში მაღალი მთის კალთაზე შემორჩენილია XII საუკუნის ციხე, რომლის
გალავნის შიგნით კოშკია აღმართული. გალავანი გეგმაში ოვალურია.
დღეისათვის შემორჩენილია ნანგრევების სახით. დაზიანებულია ოთხკუთხა
კოშკიც, რომელსაც სქელი კედლები ჰქონია. გალავნის კედლები და კოშკი ნაგებია
მუქი რუხი ქვით კირხსნარზე. გალავნის წყობაში ქვაყორეც ურევია. გალავნის
სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში დგას მცირე ზომის ერთნავიანი დარბაზული,
ჩიხას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია . გალავანშიც და ეკლესიაშიც შესასვლელი
გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა

More Related Content

Similar to რ.ბერიძე.pptx

მარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxმარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxBesik Machitadze
 
Xevsureti tusheti-xevi
Xevsureti tusheti-xeviXevsureti tusheti-xevi
Xevsureti tusheti-xevialskybaby
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxBesik Machitadze
 
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისის.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისიBesik Machitadze
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxBesik Machitadze
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxBesik Machitadze
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I Udefoo
 
ტური საქართველოში
ტური საქართველოში ტური საქართველოში
ტური საქართველოში Gocha Sharvashidze
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიGocha Sharvashidze
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაirinagusha
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიAna Meladze
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxBesik Machitadze
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxBesik Machitadze
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთიbakurgelashvili
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთიana lipartia
 
ა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXTB
 

Similar to რ.ბერიძე.pptx (20)

მარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptxმარიამლომიძე.pptx
მარიამლომიძე.pptx
 
Xevsureti tusheti-xevi
Xevsureti tusheti-xeviXevsureti tusheti-xevi
Xevsureti tusheti-xevi
 
Imere ti
Imere tiImere ti
Imere ti
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისის.ქარქაშაძე ქუთაისი
ს.ქარქაშაძე ქუთაისი
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptx
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I U
 
ტური საქართველოში
ტური საქართველოში ტური საქართველოში
ტური საქართველოში
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალი
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთი
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
 
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptxქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
ქუთაისი ლაშა ჭელიძე.pptx
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptx
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთი
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთი
 
ა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აX
 
Kutaisi z.turabelize2
Kutaisi z.turabelize2Kutaisi z.turabelize2
Kutaisi z.turabelize2
 

More from Besik Machitadze

სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxBesik Machitadze
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიBesik Machitadze
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxBesik Machitadze
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxBesik Machitadze
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxBesik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxBesik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxBesik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxBesik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxBesik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxBesik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxBesik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxBesik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxBesik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxBesik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

CMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptxCMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptx
 
სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptx
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეები
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptx
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 

რ.ბერიძე.pptx

  • 1. ჩემი მხარე იმერეთი იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
  • 2. ტურისტული ადგილები • ქუთაისი 1.გელათის მონასტერი 2.მოწამეთა. 3.ბაგრატის ტაძარი • წყალტუბო 1.გაბზარული ტბა 2.მუხურას ჩანჩქერი • ჭიათურა 1.კაცხის სვეტი 2.ძოძუანას მღვიმე 3.მღვიმევის დედათა მონასტერი • საჩხერე 1.ჩიხის ციხის კომპლექსი
  • 3. ქუთაისი ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 147 635 ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII- დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო.
  • 4. გელათი ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი [1]. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც. ბაგრატ III ბაგრატიონმა (978-1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978-1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“ მოიხსენიებდა ხალხი. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1912 წელს. კოლექცია თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის სახლში მოათავსეს. ამჟამად ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები. მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 40 000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია დაცული. მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან და სხვ. ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • 5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო. აღმოსავლეთით მას ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, დასავლეთით - სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით - ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით - ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. წყალტუბოს მთავარი მდინარეა რიონი მისი შენაკადებით, წყალტუბოსწყლითა და გუბისწყლით.
  • 6. მუხურას ჩანჩქერი გაბზარული ტბა გაბზარული ტბა - ბუნების ძეგლი,მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტე ტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე. გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა. მუხურას ჩანჩქერი იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურასთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 886 მეტრზე, ტყიბული- მუხურას საავტომობილო გზასთან. ჩანჩქერის სიმაღლე 60- 70 მეტრია. იგი სოფელთან მდებარე მღვიმიდან გადმოედინება. ჩანჩქერის ნაპირები შერეული ფართოფოთლოვანი ტყითაა დაფარული. მაღალ კლდოვანზე დაშვებული მუხურას ჩანჩქერი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებაში და მრავალ მნახველს იზიდავს.
  • 7. ჭიათურა ჭიათურა იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი ყურადღებას იქცევს უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. რაიონის ტერიტორია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ჭიათურის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარე ყვირილის აუზში. იგი ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას მოიცავს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა. რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით საჩხერე ესაზღვრება, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ხარაგაული, ზესტაფონი და თერჯოლა, დასავლეთით - ტყიბული, ჩრდილო-დასავლეთით კი - ამბროლაური. ჭიათურის ტერიტორია მდიდარია შიგა წყლებით, მთავარი მდინარეა ყვირილა.
  • 8. ძოძუანას მღვიმე ძუძუანას მღვიმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ მსოფლიოში უძველესი, 34 000 წლის, ძაფის ნაშთები იპოვნეს. მღვიმე იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მღვიმევის მიდამოებში, ზღვის დონიდან 480 მეტრზე. მის წინა ნაწილში პალეოლითელი ადამიანის სადგომი გამოვლინდა. მტვრის გამოკვლევისას გამოვლინდა უძველესი სელის ძაფის ბოჭკოები, რომლებიც არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და შემდეგ – მოქსოვილი. ამ აღმოჩენამდე უძველესად ითვლებოდა ჩეხეთში ნაპოვნი 29 000 წლის ჭინჭრის ძაფი და მიიჩნეოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ძუძუანას მღვიმის აღმოჩენამ კი ეს მოსაზრება შეცვალა მღვიმევის დედათა მო მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები.
  • 9. კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ის მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტზე არსებულ პაწაწინა მონასტერში ერთადერთი განდეგილი ცხოვრობს. სამწუხაროდ, კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. აქ არის 131 საფეხურიანი კიბე, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას.
  • 10. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარეების - ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალი ტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით - ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით კი - ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა განლაგებული, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე.
  • 11. ჩიხის ციხე ჩიხის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის მიმდებარედ, ძველ ნასოფლართან სასაფლაოს ტერიტორიაზე. ჩიხაში მაღალი მთის კალთაზე შემორჩენილია XII საუკუნის ციხე, რომლის გალავნის შიგნით კოშკია აღმართული. გალავანი გეგმაში ოვალურია. დღეისათვის შემორჩენილია ნანგრევების სახით. დაზიანებულია ოთხკუთხა კოშკიც, რომელსაც სქელი კედლები ჰქონია. გალავნის კედლები და კოშკი ნაგებია მუქი რუხი ქვით კირხსნარზე. გალავნის წყობაში ქვაყორეც ურევია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში დგას მცირე ზომის ერთნავიანი დარბაზული, ჩიხას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია . გალავანშიც და ეკლესიაშიც შესასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა