2. ქუთაისი არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, ის არის
იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი
საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის
საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე.
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე
რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის
დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი
და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის
ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C,
ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. ქალაქის ტერიტორიასა და
მის მიმდებარედ, მდინარე წყალწითელას ხეობაში ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა
პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ამ პერიოდის ძეგლებია ჭახათი,
თეთრამიწა, საკაჟია და საგვარჯილე. თეთრამიწასა და საგვარჯილეში
ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანის ფენებიცაა დადასტურებული. 978
წელს ბაგრატ III-მ საქართველოს სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა.
მოსახლეობა 135 201 (2020 წლის მონაცემებით)
ქუთაისი
7. კოლხური შადრევანი
კოლხური შადრევანი იმერეთში, ქალაქ ქუთაისის ცენტრში,
მთავარ მოედანზე მდებარეობს. იგი ქალაქის ერთ-ერთი
ღირსშესანიშნაობაა. შადრევანი გაფორმებულია უძველესი
ქართული მინიატურების გადიდებული ასლებით. აქ
წარმოდგენილია ცნობილი ოქროს ლომი, რომელიც
ადრებრინჯაოს ხანის ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთ
შედევრს წარმოადგენს, რომლის გადიდებულ ასლს თბილისში,
შარდენის ქუჩაზეც შეხვდებით და ცხოველთა გამოსახულებები
საქართველოს სამუზეუმო საგანძურიდან. შადრევნის მთავარი
ფიგურაა ცხენის ფორმის სასაფეთქლეები, რომელიც ანტიკური
პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე
ნიმუშია და მისი ორიგინალური ზომა მხოლოდ 13
სანტიმეტრია. ქუთაისის კოლხური შადრევანი ძალიან ლამაზ
სანახაობას წარმოადგენს და ამავდროულად წარმოდგენას
გვიქმნის საქართველოს უძველეს კულტურაზე.
8. ეს არის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1861 წლის 3 მარტს ქუთაისში,
სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული
წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა
ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში.1894-1905
წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი,
რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1940 წელს
ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს
ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა,
უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის
სტატუსი მიენიჭა.
თეატრი
9. მაკდონალსი
მაკდონალსი არის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი
ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს
აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. საბედნიეროდ, მაკდონალსის
სერვისით ვსარგებლობთ ქუთაისშიც. მისი ერთ ერთი ობიექტი
განთავსებულია ქალაქის ცენტრში, თეატრთან.