SlideShare a Scribd company logo
1 of 36
Download to read offline
მოგესალმებით !
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
გიორგეთის საჯარო სკოლის სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მარინე რეხვიაშვილი
წარმოგიდგენთ პრეზემტაციას თემაზე:
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
„დედამიწა მემკვიდრეობით არ გვრგებია,
ჩვენ მას ჩვენი შვილებისგან ვსესხულობთ“
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
„მსოფლიოს ლიდერებს აქვთ უნიკალური
შესაძლებლობა, დააყენონ მსოფლიო
ინკლუზიური
და მდგრადი განვითარების გზაზე“
ჰელენ კლარკი,
გაეროს განვითარების პროგრამის
ადმინისტრატორი
2/12/2023
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მგდრადი განვითარება
 მდგრადი განვითარება არის საზოგადოების განვითარების სისტემა,
რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის
ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის
კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი
თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და
ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი
რესურსებითა და გარემოთი.
 ბრუტლანდის ანგარიშშია მოცემული მიღებული განმარტება: განვითარების
ისეთი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს აწმყოს მოთხოვნილებებს ისე,
რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობის შესაძლებლობა თავისი
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად

2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
ძირითადი საერთაშორისო მოვლენების დროის ხაზი (UNESCO, 2014)
1975
•გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა -"ბელგრადის ქარტია" - გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო ხედვა პირველად დაფიქსირდა, რომელშიც ჩამოყალიბებულია
გარემოსდაცვითი განათლების მიზნები, ამოცანები, პრინციპები და გარემოსდაცვითი განათლების სამიზნე აუდიტორია.
1977
•სამთავრობოთაშორისო კონფერენცია "თბილისის დეკლარაცია", რომელმაც განსაზღვრა გარემოსდაცვითი განათლების ცნება და შინაარსი, რომელიც მიმართულია
საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, ხელს უწყობს სათანადო დამოკიდებულებების, მოტივაციის ჩამოყალიბებას, რომელიც საჭიროა ინფრომირებული
გადაწყვეტილებების მისაღებად და პაუსიხსმგებლობით და გონივრულად მოქმედებისთვის” https://targm.net/2012/02/28/tbilisideclaration/
1987
• ბრუნდტლანის კომისიის ანგარიშის, „ჩვენი საერთო მომავალი“ თანახმად, მდგრადი განვითარება არის ”განვითარება,რომელიც
პასუხობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებებს ისე, რომ ზიანს არ აყენებს მომავალი თაობების შესაძლებლობას,დაიკმაყოფილონ
თავიანთი მოთხოვნილებები”
1992
•რიო დე ჟანეიროს, დედამიწის სამიტი „დღის წესრიგი XXI საუკუნისთვის“, შემოღებულია ტერმინი "მდგრადი განვითარება", შექმნილია სამოქმედო გეგმაა, რომელიც უნდა
განახორციელონ სახელმწიფოებმა ყველა სფეროში, სადაც კი ადამიანის საქმიანობა რაიმე სახის ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. იგი გულისხმობს ადამიანის საქმიანობის
მრავალ სფეროს, ბუნებრივს, სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, პოლიტიკურსა და დემოგრაფიულს.
2002
•რიო+10, იოჰანესბურგის სამიტი, რომელზეც დაიგეგმა განათლება მდგრადი განვითარების ათწლეული 2005-2015. განისაზღვრა თემატიკა (კლიმატის ცვლილება,
ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი კატასტროფების შემცირება, მდგრადი მოხმარება და წარმოება), მეთოდიკური ორიენტირები (მოსწავლეზე ორიენტირებული და
ინტერაქტიული სწავლება, კრიტიკული და სისტემური აზროვნება მიმართულებები, თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება), სოციალური
ტრანსფორმაციის პრინციპები მიიღონ მდგრადი ცხოვრების წესი და გახდნენ გლობალური მოქალაქეები
2012
•რიო+20, რომელმაც განსაზღვრა რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ ქვეყნები განათლება მდგრადი განვითარების ათწლეულის გასვლის შემდეგ, როგორი იქნებოდა პოსტ
2015. დაიწყო მუშაობა "მდგრადი განვითარების მიზნებზე", რომელიც საყოველთაო უნდა ყოფილიყო და გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ჩაენაცვლებინა.
დაიწყო სამ წლიანი გამჭვირვალე მონაწილეობრივი პროცესი
2015
•გაეროს კონფერენცია, სადაც 193 ქვეყანამ მიიღო მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა დოკუმენტზე ხელმოწერით „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის
წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი
განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების
დღის წესრიგზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი
განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას..
98 ამოცანა
18
საქართველოსთვის
მისადაგებული
5 დამატებითი
204
ინდიკატორი
24
საქართველოსთვის
მისადაგებული
47 დამატებითი
საბაზისო
მონაცემები არ
მოიპოვება 18
ინდიაკატორზე 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 გლობალური განვითარების 17 მიზანი პირდაპირ უკავშირდება, ავსებს ერთმანეთს და აბალანსებს
მდგრადი განვითარების სამივე მიმართულებას: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და
გარემოსდაცვა
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
ეროვნული დამატებითი ამოცანები
3.3 ბ თითქმის 100%-ს აღწევს C ჰეპატიტის მქონე იმ პატიმართა გაზრდილი პროცენტული
რაოდენობა, რომელებიც გადიან მკურნალობას
4 4.3 ბ განათლების (მათ შორის უმაღლესი განათლების და პროფესიული სწავლების)
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პატიმართათვის, მათი ინდივიდუალური რისკებისა
და საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით
4.დ 2025 წლისთვის კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი
ინდუსტრიების როლისა და პოტენციალის შესახებ ახალგაზრდებისა და ზრდასრული
ადამიანების ცოდნის გაზრდა, კულტურისა და ხელოვნების სფეროში განათლების ხელშეწყობა
და მასზე ყველა ადამიანის წვდომის უზრუნველყოფა
8.გ 2030 წლისთვის კულტურის რესურსების წვლილის გაზრდა საზოგადოების კეთილდღეობის
მისაღწევად, კულტურის ეკონომიკის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისა და
კულტურული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებისა და მისი ხელახალი გამოყენების გზით.
8.დ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გაზრდა და ცხოვრების
ჯანსაღი/აქტიური წესის წახალისება
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
განათლების მიზანი
განათლების მიზანია მოსწავლეებს გააცნობიერებინონ სამყარო მათ ირგვლივ და შესაძლებლობები
საკუთარ თავში ისე, რომ სრულფასოვან ინდივიდებად ჩამოყალიბებაში, ცხოვრებაში რეალიზებაში
დაეხმაროს მათ და გახადოს აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
შესაბამისად, განათლებამ უნდა შეძლოს (Ken Robinson, 2019):
 ეკონომიკური თვალსაზრისით - გახადოს მოზარდი ეკონომიკურად პასუხისმგებლიანი და
დამოუკიდებელი;
 კულტურული თვალსაზრისით - გააცნობიერებინოს მოზარდებს საკუთარი კულტურა, სხვების
კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
 სოციალური თვალსაზრისით - გახადოს მოზარდი აქტიური მოქალაქე, რომელაც შეუძლია
თანაგანცდა;
 გარემოსდაცვითი თვალსაზრისით - შეაძლებინოს მოზარდს იყოს ბუნებასთან ჰარმონიაში,
ნებისმიერი ქმედების დაგეგმვისას აიღოს პასუხისმგებლობა თუ როგორ გარემოში უნდა
ცხოვრება;
 პერსონალური თვალსაზრისით - შეაძლებინოს მოზარდს იყოს საკუთარ თავთან ჰარმონიაში
ისევე, როგორც გარე სამყაროსთან.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებია:
1. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ინტეგრირება:
ეკონომიკური გადაწყვეტილება ადეკვატურად უნდა ასახავდეს გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალურ ასპექტებს;
ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელებისას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს მოსალოდნელი
ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.
2. ხელმძღვანელობა:
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხები თანაბრად უნდა
იყოს გათვალისწინებული;
დღევანდელი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს სამომავლო შედეგებს.
3. პასუხისმგებლობის გაზიარება და გაგება:
მოქალაქეები პატივს უნდა სცემდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებებს, განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და
მისწრაფებებს;
მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ეკონომიკის მდგრადობის, ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის
შესანარჩუნებლად.
4. პრევენცია:
გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხეების მინიმიზაცია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და
სოციალური მიმართულებებით.
5. კონსერვაცია და გაძლიერება:
საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ეკოლოგიური პროცესები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოსისტემები;
მდგრადად და გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები;
საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცდილობდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
6. რეაბილიტაცია და აღდგენა:
საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და დეგრადირებული გარემოს აღდგენას;
სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის
ანაზღაურების ხარჯები.
7. გლობალური პასუხისმგებლობა:
ადგილობრივი მოქმედებისას საზოგადოება უნდა ფიქრობდეს გლობალურად. ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე
ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების თეორია ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ
თეორიად ჩამოყალიბდა. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია.
მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები
და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მიზანი
სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
2030 წლამდე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის განახევრება. თუმცა მსოფლიოში 600 მილიონ
ადამიანზე მეტს ჯერ კიდევ უწევს ცხოვრება დღეში 1.25 აშშ დოლარად, რაც ექვივალენტურია იმისა, რომ უკიდურეს
სიღარიბეში ცხოვრობდეს მთელი ევროპის მოსახლეობა. დადგა დრო, მსოფლიომ გააცნობიეროს არსებული მდგომარეობა და
ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხოს სიღარიბე, რაც ამბიციური, მაგრამ აუცილებლად მისაღწევი მიზანია
შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის
ხელშეწყობა
მრავალ ქვეყანაში, სადაც აღინიშნებოდა შიმშილი, ახლა მოწყვლადი მოსახლეობის ნახევრის საკვებით უზრუნველყოფაა
შესაძლებელი. ეს დიდი მიღწევაა. უკვე შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და შიმშილის ერთხელ და სამუდამოდ
აღმოფხვრა.ეს ნიშნავს ისეთი ქმედებების ჩატარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მდგრადობის და მცირე ფერმერების
ხელშეწყობა. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებელია ძალისხმევა ცხრიდან იმ ერთი ადამინისათვის, რომელიც ყოველ
საღამოს მშიერი იძინებს. ერთობლივი ძალისხმევით,2030 წლისათვის უკვე შესაძლებელია ყველას საკმარისი და კალორიული
საკვები ქონდეს.
ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
ჯანმრთელობა მოქმედებს ხარისხიან და ეფექტურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ არის დასახული მიზნად ყველასათვის
ჯანმრთელობის, უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1990
წლიდან ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა 2-ჯერ შემცირდა. თუმცა ზოგიერთი სხვა მაჩვენებელი მაღალი რჩება.
მაგალითად, ყოველწლიურად 6 მილიონი ბავშვი 5 წლამდე ასაკში იღუპება, ტროპიკულ აფრიკაში შიდსი მოზარდთა
სიკვდილის წამყვანი მიზეზია.
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მსოფლიოში მრავალი ბავშვი სიღარიბის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების გამო სკოლის
მიღმა რჩება. ფაქტია, რომ განვითარებად რეგიონებში ოთხჯერ უფრო მეტი ბავშვი უღარიბესი ოჯახებიდან სკოლის მიღმაა
დარჩენილი.2000 წლიდან უზარმაზარი პროგრესია მიღწეული დაწყებით განათლებაში. განვითარებად რეგიონებში დაწყებითი
სკოლებით მოცვის დონემ 91%‐ს მიაღწია. ახლა აუცილებელია ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ‐ მიზანია საყოველთაო და
ხარისხიანი სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება
მსოფლიოში მიუხედავად პროგრესისა, გენდერული უთანასწორობა კვლავ აქტუალურია. ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი
უთანასწორობა სამუშაოსა და ანაზღაურების მხრივ,ქალების შრომის ნაწილი ანაზღაურების გარეშეა, არსებობს სხვა
დისკრიმინაციის ფორმებიც. ამავდროულად,2000 წელთან შედარებით გოგონების უმრავლესობისთვის დაწყებითი საფეხურზე
მიღწეულია გენდერული თანასწორობა. მდგრადი განვითარებით უზრუნველყოფილი უნდა იქნას ქალებისა და გოგონების
დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა
უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი ყველასთვის და სანიტარული პირობები არ არის ხელმისაწვდომი. მოსახლეობის
40%‐ზე მეტი წყლის უკმარისობას განიცდის. პროგნოზული გათვლებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს რაოდენობა
კიდევ უფრო გაიზრდება. არსებული ტენდენციებით, 2050 წლისათვის, სავარაუდოდ,ოთხი ადამიანიდან ერთს წყლის
დეფიციტი ექნება. თუმცა, ახალი ტექნოლოგიებით და მიდგომებით, საერთაშორისო თანამშრომლობით, საწყავი სისტემების
განახლებით, მდინარეების დაცვითი ღონისძიებების გატარებით და წყალგამწმენდი ტექნოლოგიების დამონტაჟებით, მიზნის
მიღწევა შესაძლებელი გახდება.
ხელმისაწვდომი,საიმედო,სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.
1990‐2010 წლების შუალედში ადამიანების რაოდენობა ელექტროენერგიაზე წვდომით 1.7 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, რაც
უფრო იზრდება მსოფლიოს მოსახლეობა, მით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ელექტროენერგია განათებისთვის,
ტექნოლოგიებისთვის და ყოველდღიური საქმიანობებისთვის. ნავთობიდან მოპოვებული საწვავისა და სხვადასხვა აირების
გამოყენება კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა ენერგოეფექტური
ტექნოლოგიების გამოყენება და უსაფრთხო, ალტერნატიულ ენერგორესურსებში ინვესტირება, რაც შესაძლებელს გახდის
ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გარემოზე ზემოქმედების გარეშე.
სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა,სრული და პროდუქტული დასაქმება და
ღირსეული სამუშაო ყველასათვის
ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საკმარისი ანაზღაურება ადამიანისთვის,მოსახლეობის საშუალო ფენის მოსახლეობის
რაოდენობა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებში გასამმაგდა და მოსახლეობის მესამედი შეადგინა.
თუმცა, 2015 წლისთვის უთანასწორობა გაღრმავდა: სამუშაო ადგილების ზრდის ტემპი არაა შესაბამისი შრომითი რესურსების
ზრდასთან, იზრდება უმუშევრობა. საჭიროა ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის
განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ყურადღება უნდა გამახვილდეს იძულებითი შრომის აღმოფხვრაზე.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა,ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა
ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური პროგრესით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის ზრდა, მეტი
კავშირი მიღწევების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარება და ინვესტირება
სამეცნიერო კვლევებში ‐ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი გზებია. 4 მილიარდ ადამიანს
განვითარებად ქვეყნებში არ გააჩნია ინტერნეტთან წვდომა. მეტი ინვესტიცია ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის
განვითარებაში, სარგებელს მოუტანს ყველას.
უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის
რესურსების განაწილება, შემოსავლები ისტორიულად უსამართლოა. რაც გლობალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. საჭიროა
ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შესაძლებლობებს შექმნის თითოეული ადამიანისთვის.ეს ნიშნავს ფინანსური ბაზრისა
და ინსტიტუციების მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესებას, მიგრანტების უსაფრთხოების ხელშეწყობას, მათი
შესაძლებლობების გამოყენებას და განვითარებაში დახმარების აღმოჩენას იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა სიღარიბის დაძლევაში,რაც გასაგრძელებელია
ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური,უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
ამჟამად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 2/3‐ს მიაღწევს. 1990
წელს იყო 10 „მეგა‐ქალაქი“ იყო თითოეულში 10 მილიონი ან მეტი მოსახლით. 2014 წელს 28 მეგა‐ქალაქში 453 მილიონი
ადამიანი ცხოვრობდა. ადამიანთა უმეტესობას ქალაქში ცხოვრება უნდა: აქ არის კულტურის,ბიზნესის და ცხოვრების ცენტრი.
თუმცა ხშირად ქალაქი ასევე უკიდურესი სიღარიბის ცენტრიც არის. იმისათვის, რომ ქალაქი მდგრადი იყოს, უნდა შეიქმნას
კარგი, ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. შესაძლებელია ღარიბი დასახლებების რეკონსტრუქცია, ინვესტირება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გამწვანებული უბნების შექმნა და ურბანული დაგეგმარების პროცესში ადამიანთა ფართო
მასების ჩართვა. ამით ქალაქების დადებითი მხარეების შენარჩუნება და უარყოფითის შეცვლა გახდება შესაძლებელი.
მდგრადი მოხმარება და წარმოება
მსოფლიოში დოვლათის გადანაწილება უთანაბროა. მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს საჭიროზე ნაკლებს. შესაძლებელია
შეიქმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც თითოეულ ინდივიდს გააჩნია აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
შესაძლებლობა. შესაძლებელია მოხმარების ისეთი მოდელების დანერგვა, რომ ბუნებრივი რესურსები შემდგომ თაობების
შევუნარჩუნოთ.საჭიროა ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება და ტოქსიკური ნარჩენების უკეთესი განკარგვა.
დახმარება უნდა გაეწიოს მოხმარების დაბალი დონის მქონე ქვეყნებს რაციონალურ მოდელებზე გადასვლაში.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება
ქვეყნები კლიმატის ცვლილებების კატასტროფულ ზემოქმედებას განიცდიან. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიღებული ზარალი
ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ დანაკარგების შემცირება შესაძლებელია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების
დახმარებით. პოლიტიკური ნებითა და ტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით ჯერ კიდევ შესაძლებელია გლობალური
ტემპერატურის შენარჩუნება წინასამრეწველო პერიოდის ტემპერატურის დონეზე. აღნიშნული კლიმატის ცვლილებების უარყოფითი
ეფექტს თავიდან აგვაცილებს და შესაძლებელს გახდის თანამშრომლობით ამ გამოწვევის დაძლევას.
ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის
ადამიანების სიცოცხლე შეუძლებელია ოკეანის გარეშე. 3 მილიარდზე მეტი ადამიანი უშუალოდ ზღვის და სანაპირო ზოლზეა
დამოკიდებული. ოკეანე შთანთქავს ადამიანების საქმიანობით წარმოქმნილი ნახშირორჟანგის 30%‐ს. თუმცა წარმოებული ნახშირორჟანგის
მოცულობა გაცილებით მეტია, და ეს ოკეანეს 26%‐ ით უფრო ზრდის მჟავიანობას,ვიდრე ეს ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. ოკეანეს
ადამიანის მიერ გადაყრილი ნარჩენები აბინძურებს, 1 კვ.კმ‐ზე 13 000 პლასტიკური ბოთლია განფენილი.
დედამიწის ეკოსისტემების დაცვა,აღდგენა და მდგრადი გამოყენება,ტყეების გონივრული მართვა,გაუდაბურების აღკვეთა,ნიადაგის
დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება,ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
ადამიანებსი სუფთა ჰაერი და წყალი ჭირდება; მათი საკვების 80%‐ს მცენარეები შეადგენს. ტყე დედამიწის ზედაპირის 30%‐ს ფარავს, ხელს
უწყობს ჰაერის და წყლის სისუფთავეს და კლიმატურ ბალანსს, მილიონობით ცხოველისთვის თავშესაფარია. მაგრამ სიცოცხლე ხმელეთზე
გასაჭირშია. სახნავ‐სათესი მიწები ქრება 30‐35‐ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე წარსულში ხდებოდა. უდაბნო ფართოვდება. ცხოველთა
სხვადასხვა ჯიშს გადაშენება ემუქრება. შესაძლებელია ამ ტენდენციის შეცვლა. ეკოსისტემების შენარჩუნება.
მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის,მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობა ყველასათვის,ეფექტური,ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, სწავლა, კვება, შრომა, ოჯახის შექმნა. მშვიდობა შეუძლებელია ადამიანის
უფლებების დაცვის, მართლმსაჯულების და კანონმორჩილების გარეშე. რიგ რეგიონებში დამკვიდრებულია მშვიდობა და სამართლიანობა.
თუმცა ბევრგან ხშირია შეიარაღებული კონფლიქტები, დანაშაული, წამების და ექსპლუატაციის ფაქტები, რაც ხელს უშლის განვითარებას.
საჭიროა ყველა ფორმის ძალადობის შემცირება, კონფლიქტების მოგვარება, საფრთხეების თავიდან აცილება, კანონის უზენაესობა,
არალეგალური იარაღის აკრძალვა და განვითარებადი ქვეყნების ჩართვა გლობალური მართვის პროცესებში.
პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
დღეს, როგორც არასდროს მსოფლიო ურთიერთდაკავშირებულია ინტერნეტით, მოგზაურობით და საერთაშორისო ორგანიზაციების
მეშვეობით. მიღწეულია კონსენსუსი ერთობლივი მუშაობის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების თითოეული
მიზანი. ამ მიზნებთან დაკავშირებით შეთანხმდა 193 ქვეყანა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ქვეყნები
შეთანხმდნენ,იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სხვა მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთაშორისი ერთობლივი მუშაობა.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
სწავლის ამოცანები მდგრადი
განვითარების მიზნების მისაღწევად
მდგრადი განვითარებისათვის
განათლება წარმოადგენს იმ გამჭოლი
ძირითადი კომპეტენციების
განვითარებისა და ჩამოყალიბების
საშუალებას, რომლებიც ესადაგება
მდგრადი განვითარების მიზნებს.
მდგრადი განვითარებისათვის
განათლება შესაძლებელია
ემსახურებოდეს კონკრეტული
სასწავლო
შედეგების მიღწევას, რომლებიც
საჭიროა მდგრადი განვითარების
კონკრეტული მიზნის
გასახორციელებლად.
 ძირითადი კომპეტენციები წარმოადგენს
გამჭოლ კომპეტენციებს,რომლებსაც უნდა
ფლობდეს ყველა
ადამიანი, ყველა ასაკში და მსოფლიოს
ნებისმიერ კუთხეში (მათი გამომუშავება
წარმოებს ასაკის შესაბამის
დონეზე). ძირითადი კომპეტენციები
შესაძლებელია აღქმული იქნას, როგორც
გამჭოლი,
მრავალფუნქციური და კონტექსტისგან
დამოუკიდებელი.ისინი არ ანაცლებს
კონკრეტულ კომპეტენციებს,
რომლებიც კონკრეტულ სიტუაციასა და
კონტექსტში წარმატებული მოქმედების
გასახორციელებლად არის
საჭირო, არამედ მოიცავს ამ
კომპეტენციებსა და უფრო ფართო ხედით
წარმოადგენს მათ (Rychen, 2003;
Weinert, 2001).
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
1.2. მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული სწავლის კონკრეტული
ამოცანები
სწავლის ამოცანები -
შემეცნებითი
განზომილება
მოიცავს ცოდნასა და აზროვნების უნარებს,რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარების მიზნისა და მის
მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გასაცნობიერებლად.(ესმის,ფლობს ცოდნას....)
სწავლის ამოცანები -
სოციალურ-ემოციური
განზომილება
მოიცავს სოციალურ უნარებს,რომლებიც საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ პირებს ერთმანეთთან
ითანამშრომლონ,აწარმოონ მოლაპარაკებები და დაამყარონ კომუნიკაცია,მდგრადი განვითარების მიზნების
მიღწევის ხელშესაწყობად,და ასევე მოიცავს თვით-შემეცნების უნარებს,ღირებულებებს,დამოკიდებულებებსა
და მოტივაციას,რაც შემსწავლელებს თვითგანვითარების საშუალებას აძლევს(შეუძლია ითანამშრომლოს,
შეუძლია მონაწილეობა,შეუძლია გამოავლინოს,შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა,შეუძლია
კრიტიკულად შეაფასოს და სხვ.)
სწავლის ამოცანები -
ქცევითი განზომილება
მოიცავს ქმედებასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს.(შეუძლია დაგეგმოს,გაახორციელოს,შეაფასოს,სხვათა
პრაქტიკიდან
გადმოიღოს,საჯაროდ მოითხოვოს შეაფასოს,მონაწილეობა მიიღოს, ზეგავლენა მოახდინოს,წამოაყენოს
წინადადებები და სხვ.)
რეკომენდებული
თემები
მოიცავს იმ სავარაუდო/სარეკომენდაციო თემების ჩამონათვალს რომელიც კონკრეტული მიზნის გაცნობა/
გააზრება/პოპულარიზება/მიზნანმიმართულად გამოყენებაში დაეხმრება პედაგოგს
პედაგოგიური
მიდგომებისა და
მეთოდების ნიმუშები
მოიცავს იმ სავარაუდო/საერკომენდაციო მეთოდების/აქტივობების ჩამონათვალს,რომელიც ხელს შეუწყობს
კონკრეტულ მიზანთან მიმართებით პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვას/დანერგვას და განხორციელებას
დეტალური ინფორმაცია თითოეულ მიზნებთან მიმართებით იხ სახელმძღვანელოს გვ 21 დან
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2. მდგრადი განვითარების მიზნებისათვის განათლება, მდგარდი
განვითარებისთვის განათლებისსაშუალებით
მდგრადი განვითარებისათვის განათლება ემსახურება
შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური და ქცევითი
განზომილებების მიმართულებით ზემოთ აღწერილი
სწავლის შედეგების მიღწევას, ასევე, იმ გამჭოლი
ძირითადი კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც
საჭიროა მდგრადი განვითარების ყველა მიზნის
მიღწევისთვის.
გამოყენებული მიდგომა ემსახურება განათლების სისტემაში
მდგრადი განვითარებისათვის განათლების
ჩართვას და მის მეინსტრიმინგს
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.1. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და
პროგრამებში
 პოლიტიკა ფორმალურ, არაფორმალურ და ფორმალურისგან განსხვავებულ ყველა სასწავლო
პროგრამაში მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვის ძირითად ფაქტორს
წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ხელს
შეუწყობს განათლების სისტემებში
ცვლილების შეტანას. მთელ მსოფლიოში, განათლების სამინისტროებს მნიშვნელოვანი
პასუხისმგებლობა ეკისრება მდგრადი განვითარების მიმართულებით მომავალ გამოწვევებზე
სათანადო რეაგირებისათვისგანათლების სისტემების მომზადებაში. სხვა საკითხებთან
ერთად, აღნიშნული მოიცავს მდგრადიგანვითარებისათვის განათლების ჩართვას სასწავლო
პროგრამებსა და გეგმებში და ხარისხის ეროვნულსტანდარებში, და ასევე, შესაბამისი
მაჩვენებლების ჩარჩოების შემუშავებას, რომლებიც სწავლის შედეგების სტანდარტების
დადგენას უზრუნველყოფს.
 მდგრადი განვითარებისათვის განათლება, აძლევს რა მოსწავლეებს/სტუდენტებს საშუალებას
იცხოვრონ და იმოღვაწეონ ცვალებად მსოფლიოში, სწავლებისა და სწავლის ხარისხის
ამაღლებას უწყობს ხელს.შესაბამისად, განათლების პოლიტიკაში, მდგრადი
განვითარებისათვის განათლება მიჩნეული უნდა იყოს
განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ელემენტად და, გამომდინარე
აქედან,განათლების ეროვნული სისტემის ხარისხის შეფასების მაჩვენებლები უნდა მოიცავდეს
მდგრადი განვითარებისათვის განათლებას.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.2. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა სასწავლო
პროგრამებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში
 მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა საჭიროა ყველა
სასწავლო პროგრამასა და გეგმაში, მათ
შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ, დაწყებითი და
საშუალო განათლების,
ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (TVET) და
უმაღლესი განათლების სასწავლო
პროგრამებსა და გეგმებში. მდგრადი განვითარებისათვის განათლება
სწავლებისა და სწავლის
უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს
როგორც არსებული სასწავლო
პროგრამებისა და გეგმების დანამატი. მდგრადი განვითარებისათვის
განათლების მეინსტრიმინგი
საჭიროებს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული თემების ჩართვას
სასწავლო პროგრამებში, და
ასევე, კონკრეტული, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სწავლის
შედეგების ჩამოყალიბებას
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 “სასწავლო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა
ბავშვის, მოზარდისა და ახალგაზრდის აღჭურვას არა
მხოლოდ საბაზისო უნარებით, არამედ ასევე
უნარებით, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში
გამოიყენება
და როგორიცაა კრიტიკული აზროვნების უნარი,
პრობლემის გადაჭრის უნარი, ადვოკატირებისა და
კონფლიქტის მოგვარების უნარები, რაც
უზრუნველყოფს მათ პასუხისმგებელ გლობალურ
მოქალაქეებად
ჩამოყალიბებას“ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014c: 36).
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.3. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა მასწავლებელთა
განათლებაში
 პედაგოგები არიან ის პირები, რომლებსაც, ზოგადად, მნიშვნელოვანი
ცვლილებების გახორციელება
შეუძლიათ და, კონკრეტულად, შესწევთ ძალა, მათ მიერ მიწოდებული
განათლების საშუალებით,
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო რეაგირებას
ჩაუდგნენ სათავეში. ის თუ რა ცოდნასა
და კომპეტენციებს ფლობენ ისინი, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას,
თუ რამდენად წარმატებით
გახორციელდება საგანმანათლებლო პროცესებისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების მდგრადი
განვითარების სამსახურში ჩაყენება.
მასწავლებელთა განათლება უნდა უზრუნველყოფდეს ამ გამოწვევებთან
გამკლავებას, რისი მიღწევაც
შესაძლებელია მასწავლებელთა განათლების მდგრადი
განვითარებისათვის განათლებაზე
ორიენტირებით.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.4. მდგრადი განვითარებისათვის განათლება
საკლასო ოთახებსა და სხვა სასწავლო
გარემოში
 .4.1. ერთიანი ინსტიტუციური მიდგომა
მდგრადი განვითარებისათვის განათლება არ მოიცავს მხოლოდ მდგრადი განვითარების შესახებ
სწავლებას და არ გულისხმობს მხოლოდ სასწავლო პროგრამებსა და მოსამზადებელ კურსებში ახალი
კონტენტის დამატებას. სკოლები და უნივერსიტეტები თავად უნდა წარმოადგენდეს ადგილებს, სადაც
შესაძლებელია მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების შეძენა და, შესაბამისად, ამ
დაწესებულებებში მიმდინარე ყველა პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს მდგრადი განვითარების
პრინციპების დანერგვაზე. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად,
საჭიროა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულების გარდაქმნა. ამგვარი ერთიანი ინსტიტუციური
მიდგომის მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ჩართვა საგანმანათლებლო დაწესებულების
უკლებლივ ყველა ასპექტში. აღნიშნული მოიცავს სასწავლო პროგრამების, დაწესებულების საქმიანობის,
ორგანიზაციული კულტურის, მოსწავლეთა და სტუდენტთა მონაწილეობის ხარისხის, მმართველობისა და
მართვის რეჟიმების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევების გადასინჯვას (გაეროს განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014a). ამგვარად, თავად დაწესებულების
ფუნქციონირება განაპირობებს იმას, რომ ორგანიზაცია ხდება მისაბაძი მაგალითი მოსწავლეებისთვის და
სტუდენტებისთვის. მდგრადი სასწავლო გარემო, როგორიცაა ეკო–სკოლები ან მწვანე სკოლები,
პედაგოგებსა და მოსწავლეებს/სტუდენტებს საშუალებას აძლევს მდგრადი განვითარების პრინციპები
საკუთარ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ და ხელი შეუწყონ შესაძლებლობების გაფართოებას,
კომპეტენციების განვითარებას და ღირებულებების ჩამოყალიბებას, სრულყოფილად და ამომწურავად.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.4.2. მოქმედებაზე ორიენტირებულ
ტრანსფორმაციული პედაგოგიკა

მდგრადი განვითარებისათვის განათლება გულისხმობს მოსწავლეთა და სტუდენტთა შესაძლებლობებით
აღჭურვასა და მათ მოტივირებას ჩამოყალიბდნენ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აქტიურ
მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ კრიტიკული აზროვნების უნარი და შეძლებენ საკუთარი წვლილი
შეიტანონ მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში. პედაგოგიური მიდგომები, რომლებიც აღნიშნულ
მიზანს ემსახურება, მოიცავს მოსწავლეზე/სტუდენტზე ორიენტირებულ, მოქმედებაზე ორიენტირებულ და
ტრანსფორმაციულ მიდგომებს (იხ. ჩანართი 2.4.3).
 პედაგოგიური მიდგომები წარმოადგენს მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიმართულებით
სწავლის პროცესების შემუშავების მთავარ საფუძველს ან წამყვან პრინციპს; სასწავლო პროცესის
ხელშესაწყობად საჭიროა ამ პრინციპზე მორგებული კონკრეტული მეთოდები. მდგრადი
განვითარებისათვის განათლებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს
კომპეტენციების განვითარებას აქტიური სწავლის საშუალებით. მდგრადი განვითარებისათვის
განათლების მიზნებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია კონკრეტული მეთოდები. (მდგრადი
განვითარების კონკრეტულ მიზნებზე მორგებული ამ მეთოდების გარკვეული ნაწილი დახასიათებულია
წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-2 თავში მოცემულ ჩანართებში.) (იხ. ჩანართი 2.4.4)
 მონაწილეობითი სწავლებისა და სწავლის აღნიშნული მეთოდები შესაძლებლობას აძლევს
მოსწავლეებს/სტუდენტებს იმოქმედონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან მდგრადი განვითარების
უზრუნველყოფის მიმართულებით. როდესაც წარმოებს სწავლებისა და სწავლის მეთოდების შერჩევა
კონკრეტული გარემოსათვის, ისინი უნდა ესადაგებოდეს: მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებებს
(მაგალითად, იყოს ასაკისთვის შესაფერისი, ითვალისწინებდეს მოსწავლეების/სტუდენტების ცოდნას,
ინტერესებს, შესაძლებლობებს); იმ კონტექსტს, რომელშიც ხორციელდება სწავლის პროცესი (მაგალითად,
სასწავლო პროგრამის მოცულობას, პედაგოგიურ შესაძლებლობებს, კულტურულ ტრადიციებს); და
რესურსებისა და მხარდაჭერის ხელმისაწვდომობას (მაგალითად, მასწავლებელთა კომპეტენციებს,
სასწავლო მასალებს, ტექნოლოგიებს, ბიუჯეტს)
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 მოქმედებაზე ორიენტირებული
ტრანსფორმეციული პედაგოგიკა ხელს უწყობს
მდგრადი
განვითარებისათვის განათლების გლობალური
სამოქმედო პროგრამის მე-4 პრიორიტეტის
(„ახალგაზრდების გაძლიერება და მობილიზება”)
მიზნების შესრულებას, რომელიც გულისხმობს
„ახალგაზრდებისათვის უფრო მაღალი ხარისხის
ელექტრონული სწავლის შესაძლებლობების
შექმნას;
ახალგაზრდების მდგრადი განვითარებისათვის
განათლების მიმართულებით ადგილობრივ,
ეროვნულ და
საერთაშორისო დონეებზე ადვოკატირებაში,
პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში
მონაწილეობასა და
საკუთარი წვლილის შეტანას; და
ახალგაზრდების ხელმძღვანელობით მდგრადი
განვითარებისათვის
განათლებასთან დაკავშირებული მეტი
აქტივობების დანერგვას” (გაეროს განათლების,
მეცნიერებისა და
კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014b: 23).
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.5. მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული სწავლის შედეგებისა და
მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ხარისხის შეფასება
 მდგრადი განვითარებისათვის განათლებისა და განათლების სისტემათა რეორიენტირების
მიმართულებით გაღებული ძალისხმევის შედეგების შეფასება მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენს და
მისი სრულყოფის მიმართულებით გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს (გაეროს განათლების,
მეცნიერებისა
და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014a). მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან
დაკავშირებული პროგრამებისა და ინიციატივების შეფასება უნდა წარმოებდეს სხვადასხვა
დონეზე. ამ
მიმართულებით შესაძლებელია დასახელდეს შემდეგი მიდგომები: სწავლის შედეგების
ფართომასშტაბიანი შეფასება; სწავლის შედეგების ინდივიდუალურ დონეზე შეფასება;
ეროვნულ დონეზე
შეფასება, ეროვნული სასწავლო პრიორიტეტების შესაბამისად; სკოლისა და დაწესებულების
მიერ
წარმოებული შეფასება, დანერგვისა და მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; განმავითარებელი
შეფასების
პრაქტიკის შემუშავება, რომელიც მასწავლებლებს საკლასო გარემოში გახორციელებული
კონკრეტული
პედაგოგიური პრაქტიკის შეფასების საშუალებას მისცემს; და ინდივიდუალური პროგრესის
თვითშეფასება.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაცია (OECD) გლობალურ კომპეტენციას
განმარტავს შემდეგნაირად:
„გლობალური და ინტერკულტურული საკითხების
კრიტიკულად და მრავალმხრივი პერსპექტივით
ანალიზის უნარი, იმის გაცნობიერება, თუ როგორ
მოქმედებს განსხვავებები საკუთარი თავის და სხვათა
აღქმაზე, განსჯასა და წარმოდგენებზე, და ღია, ადეკვატური
და ეფექტური ურთიერთობების დამყარება
სხვა წარმომავლობისა თუ კუთვნილების მქონე პირებთან,
ადამიანის ღირსების პატივისცემის
საფუძველზე“. (ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაცია (OECD), 2016: 4)
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 წავლის შედეგების შეფასების მრავალი გზა არსებობს. ამ მიზნით მიდგომის შერჩევა წარმოებს
კონტექსტის გათვალისწინებით (მაგალითად, განათლების სისტემის მახასიათებლების
გათვალისწინებით) და, ასევე, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რა გზით წარმოებს მდგრადი
განვითარებისათვის განათლების ჩართვა განათლების სისტემაში: ფორმალურ განათლებაში მისი
ჩართვით, მაგალითად, სრულიად სასწავლო პროგრამაში ან კონკრეტულ საგანში, ან სხვა ფორმატით.
შეფასების მეთოდები უნდა იყოს სწავლის მიზნებისა და ამოცანების და ასევე სწავლებისა და სწავლის
პრაქტიკის შესაბამისი. მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული სწავლის
მიზნებისა და ამოცანებისა და კომპეტენციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სწავლის
სრულყოფილად შეფასების მიზნით შესაძლებელია საჭირო გახდეს მთელი რიგი მეთოდების გამოყენება.
მდგრადი განვითარებისათვის განათლება მოიცავს ფართო სპექტრის ტრანსფორმაციულ მიზნებს.
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ

პედაგოგები უნდა ითვალისწინებდნენ ამ ფართო სპექტრის მიზნებს. შეფასება არ უნდა
შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სწავლის შეფასებით; იგი უნდა მოიცავდეს შეფასებას სწავლისთვის და
შეფასებას სწავლის პროცესში. პედაგოგები უნდა იყენებდნენ შეფასების ტრადიციული მეთოდების და
უფრო რეფლექსიური და ეფექტურობაზე დაფუძნებული მეთოდების ნაკრებს, როგორიცაა
თვითშეფასება
და თანატოლების მიერ წარმოებული შეფასება, რაც იძლევა მოსწავლის/სტუდენტის მიერ ისეთი
ასპექტების გაცნობიერების დონის შეფასების შესაძლებლობას, როგორიცაა პიროვნული ტრანსფორმაცია,
კრიტიკული ანალიზის, ჩართულობისა და სამოქალაქო პასუიხსმგებლობის სიღრმისეული გააზრება.
პედაგოგების უკუკავშირი, თანატოლთა უკუკავშირი და თვითშეფასება (მაგალითად, სწავლის
გამოცდილების შესახებ ჩანაწერების ან პორტფოლიოს წარმოება) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს
დააკვირდნენ საკუთარი სწავლის პროცესებს და ამოიცნონ ის სფეროები და ასპექტები, რომლებიც
გაუმჯობესების შესაძლებლობებს იძლევა.
სწავლის შედეგების შეფასების პარალელურად მნიშვნელოვანია წარმოებული იქნას რეალურ დროში
მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება.
მონიტორინგისა და შეფასების დროს ყურადღება შესაძლებელია გამახვილებული იყოს პროგრამულ
ასპექტებზე (მაგალითად, მოსწავლეთა/სტუდენტთა მოლოდინი, რესურსები, სწავლების კომპეტენციებ
სასწავლო გარემო); პროცესებზე (მაგალითად, სწავლების პრაქტიკა, სასწავლო რესურსები,
მოსწავლეთა/სტუდენტთა ჩართულობა); შედეგებზე (მაგალითად, ცოდნა, კომპეტენციები, ღირებულებები
და დამოკიდებულებები, ტრანსფორმაციული ეფექტი); და კონტექსტუალურ მოსაზრებებზე.
მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ეფექტური შეფასება ჩართული უნდა იყოს
შეფასების არსებულ მექანიზმებში, იქ, სადაც ამის საშუალება არსებობს, რაც მთელ რიგ ფაქტორებზე
ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს შეფასების მიზნები და
მაჩვენებლები, გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლების/სწავლის სამიზნე პოპულაციის რაობა და
კონტექსტი და განისაზღვროს მონაცემთა შეგროვების მეთოდები და ის, თუ რომელი ინფორმაცია
წარმოადგენს მისაღებ მტკიცებულებას
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გამოყენებული ლიტერტურა
 მაია ბლიაძე, მდგრადი განვითარების მიზნები, თბილისი 2022.
https://bit.ly/3K1vFPp
 https://uni.cf/2H7er0T-მდგრადი განვითარების მიზნები
 https://iccn.ge/files/national_matrix_explanatory_paper_georgia_geo.pdf- გაეროს
მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის ეროვნული დოკუმენტი
 განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის: სწავლის მიზნები და
ამოცანები.გამოქვეყნებულია 2017 წელს, გაერთიანებული ერებისგანათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ, მისამართი: 7, place de
Fontenoy, 75352Paris 07 SP, France (საფრანგეთი, პარიზი)
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გმადლობთ ყურადღებისთვის!
2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ

More Related Content

What's hot

პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
irmabochorishvili
 
სტიქიური მოვლენები
სტიქიური მოვლენებისტიქიური მოვლენები
სტიქიური მოვლენები
makaafriamashvili
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
Khatuna Tsikhelashvili
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
Rusudan Gonashvuli
 
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძეკონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
Mary Merkviladze
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
enuqishvili
 

What's hot (20)

გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
სტიქიური მოვლენები
სტიქიური მოვლენებისტიქიური მოვლენები
სტიქიური მოვლენები
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
ჯიგსოუ
ჯიგსოუჯიგსოუ
ჯიგსოუ
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
Legenda tbilisze
Legenda tbiliszeLegenda tbilisze
Legenda tbilisze
 
სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიები
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
13 იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“
13 იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“13 იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“
13 იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძეკონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
კონფლიქტი და თანამშრომლობა - მარიამ მერკვილაძე
 
ჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობასჩვენ ვგმობთ ძალადობას
ჩვენ ვგმობთ ძალადობას
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
პირადი ჰიგიენა
პირადი  ჰიგიენაპირადი  ჰიგიენა
პირადი ჰიგიენა
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
 
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეებიჰორიზონტი და მისი მხარეეები
ჰორიზონტი და მისი მხარეეები
 

Similar to განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf

ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdfეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
ქრისტი ქუთათელაძე
 
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
enuqishvili
 
სააღმზრდელო სტრატეგია
სააღმზრდელო სტრატეგიასააღმზრდელო სტრატეგია
სააღმზრდელო სტრატეგია
mziaegiashvili
 
კვება და ჰიგიენა
კვება და ჰიგიენაკვება და ჰიგიენა
კვება და ჰიგიენა
marikadaneliani
 
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
liamodzgvrishvili
 
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
Tinatin Khutsishvili
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
mziaegiashvili
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
mziaegiashvili
 

Similar to განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf (19)

მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა
მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერამწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა
მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა
 
ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdfეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
 
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
 
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
 
მდგრადი განვითარება.pptx
მდგრადი განვითარება.pptxმდგრადი განვითარება.pptx
მდგრადი განვითარება.pptx
 
დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!
 
სააღმზრდელო სტრატეგია
სააღმზრდელო სტრატეგიასააღმზრდელო სტრატეგია
სააღმზრდელო სტრატეგია
 
კვება და ჰიგიენა
კვება და ჰიგიენაკვება და ჰიგიენა
კვება და ჰიგიენა
 
ეკო კომიტეტის პრეზენტაცია.pptx
ეკო კომიტეტის პრეზენტაცია.pptxეკო კომიტეტის პრეზენტაცია.pptx
ეკო კომიტეტის პრეზენტაცია.pptx
 
Healthy lifestyle.pptx
Healthy lifestyle.pptxHealthy lifestyle.pptx
Healthy lifestyle.pptx
 
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
ეკოტურიზმი საქარტველოში (2)
 
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
 
Geo module 5 5.3.3-presentation_version 1
Geo   module 5 5.3.3-presentation_version 1Geo   module 5 5.3.3-presentation_version 1
Geo module 5 5.3.3-presentation_version 1
 
ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში არსებული კლუბების ანგარიში
ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში არსებული კლუბების ანგარიშიქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში არსებული კლუბების ანგარიში
ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში არსებული კლუბების ანგარიში
 
Energodazogva
EnergodazogvaEnergodazogva
Energodazogva
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
 
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.
 
Sustainability Spotlight_ Issue #1
Sustainability Spotlight_ Issue #1Sustainability Spotlight_ Issue #1
Sustainability Spotlight_ Issue #1
 

More from Marine Rekhviashvili

More from Marine Rekhviashvili (12)

XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docxXI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
 
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxIX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
 
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxIX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
 
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docxVIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
 
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
 
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
 
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
 
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
 
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
 

განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf

  • 1. მოგესალმებით ! სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინე რეხვიაშვილი წარმოგიდგენთ პრეზემტაციას თემაზე: განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 2. „დედამიწა მემკვიდრეობით არ გვრგებია, ჩვენ მას ჩვენი შვილებისგან ვსესხულობთ“ ანტუან დე სენტ ეგზიუპერი „მსოფლიოს ლიდერებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დააყენონ მსოფლიო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების გზაზე“ ჰელენ კლარკი, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 3. მგდრადი განვითარება  მდგრადი განვითარება არის საზოგადოების განვითარების სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.  ბრუტლანდის ანგარიშშია მოცემული მიღებული განმარტება: განვითარების ისეთი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს აწმყოს მოთხოვნილებებს ისე, რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობის შესაძლებლობა თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად  2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 4. ძირითადი საერთაშორისო მოვლენების დროის ხაზი (UNESCO, 2014) 1975 •გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა -"ბელგრადის ქარტია" - გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო ხედვა პირველად დაფიქსირდა, რომელშიც ჩამოყალიბებულია გარემოსდაცვითი განათლების მიზნები, ამოცანები, პრინციპები და გარემოსდაცვითი განათლების სამიზნე აუდიტორია. 1977 •სამთავრობოთაშორისო კონფერენცია "თბილისის დეკლარაცია", რომელმაც განსაზღვრა გარემოსდაცვითი განათლების ცნება და შინაარსი, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, ხელს უწყობს სათანადო დამოკიდებულებების, მოტივაციის ჩამოყალიბებას, რომელიც საჭიროა ინფრომირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პაუსიხსმგებლობით და გონივრულად მოქმედებისთვის” https://targm.net/2012/02/28/tbilisideclaration/ 1987 • ბრუნდტლანის კომისიის ანგარიშის, „ჩვენი საერთო მომავალი“ თანახმად, მდგრადი განვითარება არის ”განვითარება,რომელიც პასუხობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებებს ისე, რომ ზიანს არ აყენებს მომავალი თაობების შესაძლებლობას,დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები” 1992 •რიო დე ჟანეიროს, დედამიწის სამიტი „დღის წესრიგი XXI საუკუნისთვის“, შემოღებულია ტერმინი "მდგრადი განვითარება", შექმნილია სამოქმედო გეგმაა, რომელიც უნდა განახორციელონ სახელმწიფოებმა ყველა სფეროში, სადაც კი ადამიანის საქმიანობა რაიმე სახის ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. იგი გულისხმობს ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროს, ბუნებრივს, სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, პოლიტიკურსა და დემოგრაფიულს. 2002 •რიო+10, იოჰანესბურგის სამიტი, რომელზეც დაიგეგმა განათლება მდგრადი განვითარების ათწლეული 2005-2015. განისაზღვრა თემატიკა (კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ბუნებრივი კატასტროფების შემცირება, მდგრადი მოხმარება და წარმოება), მეთოდიკური ორიენტირები (მოსწავლეზე ორიენტირებული და ინტერაქტიული სწავლება, კრიტიკული და სისტემური აზროვნება მიმართულებები, თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება), სოციალური ტრანსფორმაციის პრინციპები მიიღონ მდგრადი ცხოვრების წესი და გახდნენ გლობალური მოქალაქეები 2012 •რიო+20, რომელმაც განსაზღვრა რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ ქვეყნები განათლება მდგრადი განვითარების ათწლეულის გასვლის შემდეგ, როგორი იქნებოდა პოსტ 2015. დაიწყო მუშაობა "მდგრადი განვითარების მიზნებზე", რომელიც საყოველთაო უნდა ყოფილიყო და გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ჩაენაცვლებინა. დაიწყო სამ წლიანი გამჭვირვალე მონაწილეობრივი პროცესი 2015 •გაეროს კონფერენცია, სადაც 193 ქვეყანამ მიიღო მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა დოკუმენტზე ხელმოწერით „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 5. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 6.  2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.. 98 ამოცანა 18 საქართველოსთვის მისადაგებული 5 დამატებითი 204 ინდიკატორი 24 საქართველოსთვის მისადაგებული 47 დამატებითი საბაზისო მონაცემები არ მოიპოვება 18 ინდიაკატორზე 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 7.  გლობალური განვითარების 17 მიზანი პირდაპირ უკავშირდება, ავსებს ერთმანეთს და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე მიმართულებას: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოსდაცვა 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 8. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 9. ეროვნული დამატებითი ამოცანები 3.3 ბ თითქმის 100%-ს აღწევს C ჰეპატიტის მქონე იმ პატიმართა გაზრდილი პროცენტული რაოდენობა, რომელებიც გადიან მკურნალობას 4 4.3 ბ განათლების (მათ შორის უმაღლესი განათლების და პროფესიული სწავლების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პატიმართათვის, მათი ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით 4.დ 2025 წლისთვის კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლისა და პოტენციალის შესახებ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების ცოდნის გაზრდა, კულტურისა და ხელოვნების სფეროში განათლების ხელშეწყობა და მასზე ყველა ადამიანის წვდომის უზრუნველყოფა 8.გ 2030 წლისთვის კულტურის რესურსების წვლილის გაზრდა საზოგადოების კეთილდღეობის მისაღწევად, კულტურის ეკონომიკის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ახლებური გააზრებისა და მისი ხელახალი გამოყენების გზით. 8.დ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გაზრდა და ცხოვრების ჯანსაღი/აქტიური წესის წახალისება 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 10. განათლების მიზანი განათლების მიზანია მოსწავლეებს გააცნობიერებინონ სამყარო მათ ირგვლივ და შესაძლებლობები საკუთარ თავში ისე, რომ სრულფასოვან ინდივიდებად ჩამოყალიბებაში, ცხოვრებაში რეალიზებაში დაეხმაროს მათ და გახადოს აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. შესაბამისად, განათლებამ უნდა შეძლოს (Ken Robinson, 2019):  ეკონომიკური თვალსაზრისით - გახადოს მოზარდი ეკონომიკურად პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი;  კულტურული თვალსაზრისით - გააცნობიერებინოს მოზარდებს საკუთარი კულტურა, სხვების კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;  სოციალური თვალსაზრისით - გახადოს მოზარდი აქტიური მოქალაქე, რომელაც შეუძლია თანაგანცდა;  გარემოსდაცვითი თვალსაზრისით - შეაძლებინოს მოზარდს იყოს ბუნებასთან ჰარმონიაში, ნებისმიერი ქმედების დაგეგმვისას აიღოს პასუხისმგებლობა თუ როგორ გარემოში უნდა ცხოვრება;  პერსონალური თვალსაზრისით - შეაძლებინოს მოზარდს იყოს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ისევე, როგორც გარე სამყაროსთან. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 11. მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებია: 1. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ინტეგრირება: ეკონომიკური გადაწყვეტილება ადეკვატურად უნდა ასახავდეს გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალურ ასპექტებს; ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელებისას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება. 2. ხელმძღვანელობა: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული; დღევანდელი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს სამომავლო შედეგებს. 3. პასუხისმგებლობის გაზიარება და გაგება: მოქალაქეები პატივს უნდა სცემდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებებს, განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მისწრაფებებს; მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ეკონომიკის მდგრადობის, ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. 4. პრევენცია: გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხეების მინიმიზაცია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით. 5. კონსერვაცია და გაძლიერება: საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ეკოლოგიური პროცესები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოსისტემები; მდგრადად და გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები; საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცდილობდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. 6. რეაბილიტაცია და აღდგენა: საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და დეგრადირებული გარემოს აღდგენას; სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯები. 7. გლობალური პასუხისმგებლობა: ადგილობრივი მოქმედებისას საზოგადოება უნდა ფიქრობდეს გლობალურად. ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების თეორია ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ თეორიად ჩამოყალიბდა. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია. მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 12. მიზანი სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა 2030 წლამდე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის განახევრება. თუმცა მსოფლიოში 600 მილიონ ადამიანზე მეტს ჯერ კიდევ უწევს ცხოვრება დღეში 1.25 აშშ დოლარად, რაც ექვივალენტურია იმისა, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდეს მთელი ევროპის მოსახლეობა. დადგა დრო, მსოფლიომ გააცნობიეროს არსებული მდგომარეობა და ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხოს სიღარიბე, რაც ამბიციური, მაგრამ აუცილებლად მისაღწევი მიზანია შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მრავალ ქვეყანაში, სადაც აღინიშნებოდა შიმშილი, ახლა მოწყვლადი მოსახლეობის ნახევრის საკვებით უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ეს დიდი მიღწევაა. უკვე შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და შიმშილის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა.ეს ნიშნავს ისეთი ქმედებების ჩატარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მდგრადობის და მცირე ფერმერების ხელშეწყობა. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებელია ძალისხმევა ცხრიდან იმ ერთი ადამინისათვის, რომელიც ყოველ საღამოს მშიერი იძინებს. ერთობლივი ძალისხმევით,2030 წლისათვის უკვე შესაძლებელია ყველას საკმარისი და კალორიული საკვები ქონდეს. ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. ჯანმრთელობა მოქმედებს ხარისხიან და ეფექტურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ არის დასახული მიზნად ყველასათვის ჯანმრთელობის, უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1990 წლიდან ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა 2-ჯერ შემცირდა. თუმცა ზოგიერთი სხვა მაჩვენებელი მაღალი რჩება. მაგალითად, ყოველწლიურად 6 მილიონი ბავშვი 5 წლამდე ასაკში იღუპება, ტროპიკულ აფრიკაში შიდსი მოზარდთა სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის მსოფლიოში მრავალი ბავშვი სიღარიბის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების გამო სკოლის მიღმა რჩება. ფაქტია, რომ განვითარებად რეგიონებში ოთხჯერ უფრო მეტი ბავშვი უღარიბესი ოჯახებიდან სკოლის მიღმაა დარჩენილი.2000 წლიდან უზარმაზარი პროგრესია მიღწეული დაწყებით განათლებაში. განვითარებად რეგიონებში დაწყებითი სკოლებით მოცვის დონემ 91%‐ს მიაღწია. ახლა აუცილებელია ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ‐ მიზანია საყოველთაო და ხარისხიანი სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 13. გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება მსოფლიოში მიუხედავად პროგრესისა, გენდერული უთანასწორობა კვლავ აქტუალურია. ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი უთანასწორობა სამუშაოსა და ანაზღაურების მხრივ,ქალების შრომის ნაწილი ანაზღაურების გარეშეა, არსებობს სხვა დისკრიმინაციის ფორმებიც. ამავდროულად,2000 წელთან შედარებით გოგონების უმრავლესობისთვის დაწყებითი საფეხურზე მიღწეულია გენდერული თანასწორობა. მდგრადი განვითარებით უზრუნველყოფილი უნდა იქნას ქალებისა და გოგონების დისკრიმინაციის აღმოფხვრა. წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი წყალი ყველასთვის და სანიტარული პირობები არ არის ხელმისაწვდომი. მოსახლეობის 40%‐ზე მეტი წყლის უკმარისობას განიცდის. პროგნოზული გათვლებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. არსებული ტენდენციებით, 2050 წლისათვის, სავარაუდოდ,ოთხი ადამიანიდან ერთს წყლის დეფიციტი ექნება. თუმცა, ახალი ტექნოლოგიებით და მიდგომებით, საერთაშორისო თანამშრომლობით, საწყავი სისტემების განახლებით, მდინარეების დაცვითი ღონისძიებების გატარებით და წყალგამწმენდი ტექნოლოგიების დამონტაჟებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდება. ხელმისაწვდომი,საიმედო,სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. 1990‐2010 წლების შუალედში ადამიანების რაოდენობა ელექტროენერგიაზე წვდომით 1.7 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, რაც უფრო იზრდება მსოფლიოს მოსახლეობა, მით უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ელექტროენერგია განათებისთვის, ტექნოლოგიებისთვის და ყოველდღიური საქმიანობებისთვის. ნავთობიდან მოპოვებული საწვავისა და სხვადასხვა აირების გამოყენება კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და უსაფრთხო, ალტერნატიულ ენერგორესურსებში ინვესტირება, რაც შესაძლებელს გახდის ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გარემოზე ზემოქმედების გარეშე. სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა,სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საკმარისი ანაზღაურება ადამიანისთვის,მოსახლეობის საშუალო ფენის მოსახლეობის რაოდენობა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებში გასამმაგდა და მოსახლეობის მესამედი შეადგინა. თუმცა, 2015 წლისთვის უთანასწორობა გაღრმავდა: სამუშაო ადგილების ზრდის ტემპი არაა შესაბამისი შრომითი რესურსების ზრდასთან, იზრდება უმუშევრობა. საჭიროა ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ყურადღება უნდა გამახვილდეს იძულებითი შრომის აღმოფხვრაზე. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 14. მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა,ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური პროგრესით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის ზრდა, მეტი კავშირი მიღწევების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარება და ინვესტირება სამეცნიერო კვლევებში ‐ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი გზებია. 4 მილიარდ ადამიანს განვითარებად ქვეყნებში არ გააჩნია ინტერნეტთან წვდომა. მეტი ინვესტიცია ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სარგებელს მოუტანს ყველას. უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის რესურსების განაწილება, შემოსავლები ისტორიულად უსამართლოა. რაც გლობალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. საჭიროა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შესაძლებლობებს შექმნის თითოეული ადამიანისთვის.ეს ნიშნავს ფინანსური ბაზრისა და ინსტიტუციების მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესებას, მიგრანტების უსაფრთხოების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გამოყენებას და განვითარებაში დახმარების აღმოჩენას იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა სიღარიბის დაძლევაში,რაც გასაგრძელებელია ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური,უსაფრთხო და მდგრადი განვითარება ამჟამად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 2/3‐ს მიაღწევს. 1990 წელს იყო 10 „მეგა‐ქალაქი“ იყო თითოეულში 10 მილიონი ან მეტი მოსახლით. 2014 წელს 28 მეგა‐ქალაქში 453 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ადამიანთა უმეტესობას ქალაქში ცხოვრება უნდა: აქ არის კულტურის,ბიზნესის და ცხოვრების ცენტრი. თუმცა ხშირად ქალაქი ასევე უკიდურესი სიღარიბის ცენტრიც არის. იმისათვის, რომ ქალაქი მდგრადი იყოს, უნდა შეიქმნას კარგი, ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. შესაძლებელია ღარიბი დასახლებების რეკონსტრუქცია, ინვესტირება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გამწვანებული უბნების შექმნა და ურბანული დაგეგმარების პროცესში ადამიანთა ფართო მასების ჩართვა. ამით ქალაქების დადებითი მხარეების შენარჩუნება და უარყოფითის შეცვლა გახდება შესაძლებელი. მდგრადი მოხმარება და წარმოება მსოფლიოში დოვლათის გადანაწილება უთანაბროა. მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს საჭიროზე ნაკლებს. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც თითოეულ ინდივიდს გააჩნია აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. შესაძლებელია მოხმარების ისეთი მოდელების დანერგვა, რომ ბუნებრივი რესურსები შემდგომ თაობების შევუნარჩუნოთ.საჭიროა ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება და ტოქსიკური ნარჩენების უკეთესი განკარგვა. დახმარება უნდა გაეწიოს მოხმარების დაბალი დონის მქონე ქვეყნებს რაციონალურ მოდელებზე გადასვლაში. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 15. კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება ქვეყნები კლიმატის ცვლილებების კატასტროფულ ზემოქმედებას განიცდიან. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიღებული ზარალი ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ დანაკარგების შემცირება შესაძლებელია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებით. პოლიტიკური ნებითა და ტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით ჯერ კიდევ შესაძლებელია გლობალური ტემპერატურის შენარჩუნება წინასამრეწველო პერიოდის ტემპერატურის დონეზე. აღნიშნული კლიმატის ცვლილებების უარყოფითი ეფექტს თავიდან აგვაცილებს და შესაძლებელს გახდის თანამშრომლობით ამ გამოწვევის დაძლევას. ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის ადამიანების სიცოცხლე შეუძლებელია ოკეანის გარეშე. 3 მილიარდზე მეტი ადამიანი უშუალოდ ზღვის და სანაპირო ზოლზეა დამოკიდებული. ოკეანე შთანთქავს ადამიანების საქმიანობით წარმოქმნილი ნახშირორჟანგის 30%‐ს. თუმცა წარმოებული ნახშირორჟანგის მოცულობა გაცილებით მეტია, და ეს ოკეანეს 26%‐ ით უფრო ზრდის მჟავიანობას,ვიდრე ეს ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. ოკეანეს ადამიანის მიერ გადაყრილი ნარჩენები აბინძურებს, 1 კვ.კმ‐ზე 13 000 პლასტიკური ბოთლია განფენილი. დედამიწის ეკოსისტემების დაცვა,აღდგენა და მდგრადი გამოყენება,ტყეების გონივრული მართვა,გაუდაბურების აღკვეთა,ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება,ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ადამიანებსი სუფთა ჰაერი და წყალი ჭირდება; მათი საკვების 80%‐ს მცენარეები შეადგენს. ტყე დედამიწის ზედაპირის 30%‐ს ფარავს, ხელს უწყობს ჰაერის და წყლის სისუფთავეს და კლიმატურ ბალანსს, მილიონობით ცხოველისთვის თავშესაფარია. მაგრამ სიცოცხლე ხმელეთზე გასაჭირშია. სახნავ‐სათესი მიწები ქრება 30‐35‐ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე წარსულში ხდებოდა. უდაბნო ფართოვდება. ცხოველთა სხვადასხვა ჯიშს გადაშენება ემუქრება. შესაძლებელია ამ ტენდენციის შეცვლა. ეკოსისტემების შენარჩუნება. მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის,ეფექტური,ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, სწავლა, კვება, შრომა, ოჯახის შექმნა. მშვიდობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, მართლმსაჯულების და კანონმორჩილების გარეშე. რიგ რეგიონებში დამკვიდრებულია მშვიდობა და სამართლიანობა. თუმცა ბევრგან ხშირია შეიარაღებული კონფლიქტები, დანაშაული, წამების და ექსპლუატაციის ფაქტები, რაც ხელს უშლის განვითარებას. საჭიროა ყველა ფორმის ძალადობის შემცირება, კონფლიქტების მოგვარება, საფრთხეების თავიდან აცილება, კანონის უზენაესობა, არალეგალური იარაღის აკრძალვა და განვითარებადი ქვეყნების ჩართვა გლობალური მართვის პროცესებში. პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დღეს, როგორც არასდროს მსოფლიო ურთიერთდაკავშირებულია ინტერნეტით, მოგზაურობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. მიღწეულია კონსენსუსი ერთობლივი მუშაობის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების თითოეული მიზანი. ამ მიზნებთან დაკავშირებით შეთანხმდა 193 ქვეყანა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ქვეყნები შეთანხმდნენ,იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სხვა მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთაშორისი ერთობლივი მუშაობა. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 16. სწავლის ამოცანები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მდგრადი განვითარებისათვის განათლება წარმოადგენს იმ გამჭოლი ძირითადი კომპეტენციების განვითარებისა და ჩამოყალიბების საშუალებას, რომლებიც ესადაგება მდგრადი განვითარების მიზნებს. მდგრადი განვითარებისათვის განათლება შესაძლებელია ემსახურებოდეს კონკრეტული სასწავლო შედეგების მიღწევას, რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნის გასახორციელებლად.  ძირითადი კომპეტენციები წარმოადგენს გამჭოლ კომპეტენციებს,რომლებსაც უნდა ფლობდეს ყველა ადამიანი, ყველა ასაკში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში (მათი გამომუშავება წარმოებს ასაკის შესაბამის დონეზე). ძირითადი კომპეტენციები შესაძლებელია აღქმული იქნას, როგორც გამჭოლი, მრავალფუნქციური და კონტექსტისგან დამოუკიდებელი.ისინი არ ანაცლებს კონკრეტულ კომპეტენციებს, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციასა და კონტექსტში წარმატებული მოქმედების გასახორციელებლად არის საჭირო, არამედ მოიცავს ამ კომპეტენციებსა და უფრო ფართო ხედით წარმოადგენს მათ (Rychen, 2003; Weinert, 2001). 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 17. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 18. 1.2. მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული სწავლის კონკრეტული ამოცანები სწავლის ამოცანები - შემეცნებითი განზომილება მოიცავს ცოდნასა და აზროვნების უნარებს,რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარების მიზნისა და მის მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გასაცნობიერებლად.(ესმის,ფლობს ცოდნას....) სწავლის ამოცანები - სოციალურ-ემოციური განზომილება მოიცავს სოციალურ უნარებს,რომლებიც საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ პირებს ერთმანეთთან ითანამშრომლონ,აწარმოონ მოლაპარაკებები და დაამყარონ კომუნიკაცია,მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად,და ასევე მოიცავს თვით-შემეცნების უნარებს,ღირებულებებს,დამოკიდებულებებსა და მოტივაციას,რაც შემსწავლელებს თვითგანვითარების საშუალებას აძლევს(შეუძლია ითანამშრომლოს, შეუძლია მონაწილეობა,შეუძლია გამოავლინოს,შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა,შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს და სხვ.) სწავლის ამოცანები - ქცევითი განზომილება მოიცავს ქმედებასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს.(შეუძლია დაგეგმოს,გაახორციელოს,შეაფასოს,სხვათა პრაქტიკიდან გადმოიღოს,საჯაროდ მოითხოვოს შეაფასოს,მონაწილეობა მიიღოს, ზეგავლენა მოახდინოს,წამოაყენოს წინადადებები და სხვ.) რეკომენდებული თემები მოიცავს იმ სავარაუდო/სარეკომენდაციო თემების ჩამონათვალს რომელიც კონკრეტული მიზნის გაცნობა/ გააზრება/პოპულარიზება/მიზნანმიმართულად გამოყენებაში დაეხმრება პედაგოგს პედაგოგიური მიდგომებისა და მეთოდების ნიმუშები მოიცავს იმ სავარაუდო/საერკომენდაციო მეთოდების/აქტივობების ჩამონათვალს,რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ მიზანთან მიმართებით პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვას/დანერგვას და განხორციელებას დეტალური ინფორმაცია თითოეულ მიზნებთან მიმართებით იხ სახელმძღვანელოს გვ 21 დან 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 19. 2. მდგრადი განვითარების მიზნებისათვის განათლება, მდგარდი განვითარებისთვის განათლებისსაშუალებით მდგრადი განვითარებისათვის განათლება ემსახურება შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური და ქცევითი განზომილებების მიმართულებით ზემოთ აღწერილი სწავლის შედეგების მიღწევას, ასევე, იმ გამჭოლი ძირითადი კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარების ყველა მიზნის მიღწევისთვის. გამოყენებული მიდგომა ემსახურება განათლების სისტემაში მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვას და მის მეინსტრიმინგს 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 20. 2.1. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და პროგრამებში  პოლიტიკა ფორმალურ, არაფორმალურ და ფორმალურისგან განსხვავებულ ყველა სასწავლო პროგრამაში მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემებში ცვლილების შეტანას. მთელ მსოფლიოში, განათლების სამინისტროებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება მდგრადი განვითარების მიმართულებით მომავალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისათვისგანათლების სისტემების მომზადებაში. სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული მოიცავს მდგრადიგანვითარებისათვის განათლების ჩართვას სასწავლო პროგრამებსა და გეგმებში და ხარისხის ეროვნულსტანდარებში, და ასევე, შესაბამისი მაჩვენებლების ჩარჩოების შემუშავებას, რომლებიც სწავლის შედეგების სტანდარტების დადგენას უზრუნველყოფს.  მდგრადი განვითარებისათვის განათლება, აძლევს რა მოსწავლეებს/სტუდენტებს საშუალებას იცხოვრონ და იმოღვაწეონ ცვალებად მსოფლიოში, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.შესაბამისად, განათლების პოლიტიკაში, მდგრადი განვითარებისათვის განათლება მიჩნეული უნდა იყოს განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ელემენტად და, გამომდინარე აქედან,განათლების ეროვნული სისტემის ხარისხის შეფასების მაჩვენებლები უნდა მოიცავდეს მდგრადი განვითარებისათვის განათლებას. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 21. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 22. 2.2. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა სასწავლო პროგრამებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში  მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა საჭიროა ყველა სასწავლო პროგრამასა და გეგმაში, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ, დაწყებითი და საშუალო განათლების, ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (TVET) და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებსა და გეგმებში. მდგრადი განვითარებისათვის განათლება სწავლებისა და სწავლის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც არსებული სასწავლო პროგრამებისა და გეგმების დანამატი. მდგრადი განვითარებისათვის განათლების მეინსტრიმინგი საჭიროებს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული თემების ჩართვას სასწავლო პროგრამებში, და ასევე, კონკრეტული, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სწავლის შედეგების ჩამოყალიბებას 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 23.  “სასწავლო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ბავშვის, მოზარდისა და ახალგაზრდის აღჭურვას არა მხოლოდ საბაზისო უნარებით, არამედ ასევე უნარებით, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენება და როგორიცაა კრიტიკული აზროვნების უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, ადვოკატირებისა და კონფლიქტის მოგვარების უნარები, რაც უზრუნველყოფს მათ პასუხისმგებელ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014c: 36). 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 24. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 25. 2.3. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა მასწავლებელთა განათლებაში  პედაგოგები არიან ის პირები, რომლებსაც, ზოგადად, მნიშვნელოვანი ცვლილებების გახორციელება შეუძლიათ და, კონკრეტულად, შესწევთ ძალა, მათ მიერ მიწოდებული განათლების საშუალებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო რეაგირებას ჩაუდგნენ სათავეში. ის თუ რა ცოდნასა და კომპეტენციებს ფლობენ ისინი, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რამდენად წარმატებით გახორციელდება საგანმანათლებლო პროცესებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადი განვითარების სამსახურში ჩაყენება. მასწავლებელთა განათლება უნდა უზრუნველყოფდეს ამ გამოწვევებთან გამკლავებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მასწავლებელთა განათლების მდგრადი განვითარებისათვის განათლებაზე ორიენტირებით. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 26. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 27. 2.4. მდგრადი განვითარებისათვის განათლება საკლასო ოთახებსა და სხვა სასწავლო გარემოში  .4.1. ერთიანი ინსტიტუციური მიდგომა მდგრადი განვითარებისათვის განათლება არ მოიცავს მხოლოდ მდგრადი განვითარების შესახებ სწავლებას და არ გულისხმობს მხოლოდ სასწავლო პროგრამებსა და მოსამზადებელ კურსებში ახალი კონტენტის დამატებას. სკოლები და უნივერსიტეტები თავად უნდა წარმოადგენდეს ადგილებს, სადაც შესაძლებელია მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების შეძენა და, შესაბამისად, ამ დაწესებულებებში მიმდინარე ყველა პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაზე. მდგრადი განვითარებისათვის განათლების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულების გარდაქმნა. ამგვარი ერთიანი ინსტიტუციური მიდგომის მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ჩართვა საგანმანათლებლო დაწესებულების უკლებლივ ყველა ასპექტში. აღნიშნული მოიცავს სასწავლო პროგრამების, დაწესებულების საქმიანობის, ორგანიზაციული კულტურის, მოსწავლეთა და სტუდენტთა მონაწილეობის ხარისხის, მმართველობისა და მართვის რეჟიმების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევების გადასინჯვას (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014a). ამგვარად, თავად დაწესებულების ფუნქციონირება განაპირობებს იმას, რომ ორგანიზაცია ხდება მისაბაძი მაგალითი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. მდგრადი სასწავლო გარემო, როგორიცაა ეკო–სკოლები ან მწვანე სკოლები, პედაგოგებსა და მოსწავლეებს/სტუდენტებს საშუალებას აძლევს მდგრადი განვითარების პრინციპები საკუთარ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ და ხელი შეუწყონ შესაძლებლობების გაფართოებას, კომპეტენციების განვითარებას და ღირებულებების ჩამოყალიბებას, სრულყოფილად და ამომწურავად. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 28. 2.4.2. მოქმედებაზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციული პედაგოგიკა  მდგრადი განვითარებისათვის განათლება გულისხმობს მოსწავლეთა და სტუდენტთა შესაძლებლობებით აღჭურვასა და მათ მოტივირებას ჩამოყალიბდნენ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აქტიურ მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ კრიტიკული აზროვნების უნარი და შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში. პედაგოგიური მიდგომები, რომლებიც აღნიშნულ მიზანს ემსახურება, მოიცავს მოსწავლეზე/სტუდენტზე ორიენტირებულ, მოქმედებაზე ორიენტირებულ და ტრანსფორმაციულ მიდგომებს (იხ. ჩანართი 2.4.3).  პედაგოგიური მიდგომები წარმოადგენს მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიმართულებით სწავლის პროცესების შემუშავების მთავარ საფუძველს ან წამყვან პრინციპს; სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საჭიროა ამ პრინციპზე მორგებული კონკრეტული მეთოდები. მდგრადი განვითარებისათვის განათლებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს კომპეტენციების განვითარებას აქტიური სწავლის საშუალებით. მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიზნებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია კონკრეტული მეთოდები. (მდგრადი განვითარების კონკრეტულ მიზნებზე მორგებული ამ მეთოდების გარკვეული ნაწილი დახასიათებულია წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-2 თავში მოცემულ ჩანართებში.) (იხ. ჩანართი 2.4.4)  მონაწილეობითი სწავლებისა და სწავლის აღნიშნული მეთოდები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს/სტუდენტებს იმოქმედონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით. როდესაც წარმოებს სწავლებისა და სწავლის მეთოდების შერჩევა კონკრეტული გარემოსათვის, ისინი უნდა ესადაგებოდეს: მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებებს (მაგალითად, იყოს ასაკისთვის შესაფერისი, ითვალისწინებდეს მოსწავლეების/სტუდენტების ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს); იმ კონტექსტს, რომელშიც ხორციელდება სწავლის პროცესი (მაგალითად, სასწავლო პროგრამის მოცულობას, პედაგოგიურ შესაძლებლობებს, კულტურულ ტრადიციებს); და რესურსებისა და მხარდაჭერის ხელმისაწვდომობას (მაგალითად, მასწავლებელთა კომპეტენციებს, სასწავლო მასალებს, ტექნოლოგიებს, ბიუჯეტს) 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 29. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 30.  მოქმედებაზე ორიენტირებული ტრანსფორმეციული პედაგოგიკა ხელს უწყობს მდგრადი განვითარებისათვის განათლების გლობალური სამოქმედო პროგრამის მე-4 პრიორიტეტის („ახალგაზრდების გაძლიერება და მობილიზება”) მიზნების შესრულებას, რომელიც გულისხმობს „ახალგაზრდებისათვის უფრო მაღალი ხარისხის ელექტრონული სწავლის შესაძლებლობების შექმნას; ახალგაზრდების მდგრადი განვითარებისათვის განათლების მიმართულებით ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ადვოკატირებაში, პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობასა და საკუთარი წვლილის შეტანას; და ახალგაზრდების ხელმძღვანელობით მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული მეტი აქტივობების დანერგვას” (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014b: 23). 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 31. 2.5. მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული სწავლის შედეგებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ხარისხის შეფასება  მდგრადი განვითარებისათვის განათლებისა და განათლების სისტემათა რეორიენტირების მიმართულებით გაღებული ძალისხმევის შედეგების შეფასება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და მისი სრულყოფის მიმართულებით გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), 2014a). მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინიციატივების შეფასება უნდა წარმოებდეს სხვადასხვა დონეზე. ამ მიმართულებით შესაძლებელია დასახელდეს შემდეგი მიდგომები: სწავლის შედეგების ფართომასშტაბიანი შეფასება; სწავლის შედეგების ინდივიდუალურ დონეზე შეფასება; ეროვნულ დონეზე შეფასება, ეროვნული სასწავლო პრიორიტეტების შესაბამისად; სკოლისა და დაწესებულების მიერ წარმოებული შეფასება, დანერგვისა და მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის შემუშავება, რომელიც მასწავლებლებს საკლასო გარემოში გახორციელებული კონკრეტული პედაგოგიური პრაქტიკის შეფასების საშუალებას მისცემს; და ინდივიდუალური პროგრესის თვითშეფასება. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 32.  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გლობალურ კომპეტენციას განმარტავს შემდეგნაირად: „გლობალური და ინტერკულტურული საკითხების კრიტიკულად და მრავალმხრივი პერსპექტივით ანალიზის უნარი, იმის გაცნობიერება, თუ როგორ მოქმედებს განსხვავებები საკუთარი თავის და სხვათა აღქმაზე, განსჯასა და წარმოდგენებზე, და ღია, ადეკვატური და ეფექტური ურთიერთობების დამყარება სხვა წარმომავლობისა თუ კუთვნილების მქონე პირებთან, ადამიანის ღირსების პატივისცემის საფუძველზე“. (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), 2016: 4) 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 33.  წავლის შედეგების შეფასების მრავალი გზა არსებობს. ამ მიზნით მიდგომის შერჩევა წარმოებს კონტექსტის გათვალისწინებით (მაგალითად, განათლების სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით) და, ასევე, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რა გზით წარმოებს მდგრადი განვითარებისათვის განათლების ჩართვა განათლების სისტემაში: ფორმალურ განათლებაში მისი ჩართვით, მაგალითად, სრულიად სასწავლო პროგრამაში ან კონკრეტულ საგანში, ან სხვა ფორმატით. შეფასების მეთოდები უნდა იყოს სწავლის მიზნებისა და ამოცანების და ასევე სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის შესაბამისი. მდგრადი განვითარებისათვის განათლებასთან დაკავშირებული სწავლის მიზნებისა და ამოცანებისა და კომპეტენციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სწავლის სრულყოფილად შეფასების მიზნით შესაძლებელია საჭირო გახდეს მთელი რიგი მეთოდების გამოყენება. მდგრადი განვითარებისათვის განათლება მოიცავს ფართო სპექტრის ტრანსფორმაციულ მიზნებს. 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 34.  პედაგოგები უნდა ითვალისწინებდნენ ამ ფართო სპექტრის მიზნებს. შეფასება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სწავლის შეფასებით; იგი უნდა მოიცავდეს შეფასებას სწავლისთვის და შეფასებას სწავლის პროცესში. პედაგოგები უნდა იყენებდნენ შეფასების ტრადიციული მეთოდების და უფრო რეფლექსიური და ეფექტურობაზე დაფუძნებული მეთოდების ნაკრებს, როგორიცაა თვითშეფასება და თანატოლების მიერ წარმოებული შეფასება, რაც იძლევა მოსწავლის/სტუდენტის მიერ ისეთი ასპექტების გაცნობიერების დონის შეფასების შესაძლებლობას, როგორიცაა პიროვნული ტრანსფორმაცია, კრიტიკული ანალიზის, ჩართულობისა და სამოქალაქო პასუიხსმგებლობის სიღრმისეული გააზრება. პედაგოგების უკუკავშირი, თანატოლთა უკუკავშირი და თვითშეფასება (მაგალითად, სწავლის გამოცდილების შესახებ ჩანაწერების ან პორტფოლიოს წარმოება) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დააკვირდნენ საკუთარი სწავლის პროცესებს და ამოიცნონ ის სფეროები და ასპექტები, რომლებიც გაუმჯობესების შესაძლებლობებს იძლევა. სწავლის შედეგების შეფასების პარალელურად მნიშვნელოვანია წარმოებული იქნას რეალურ დროში მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება. მონიტორინგისა და შეფასების დროს ყურადღება შესაძლებელია გამახვილებული იყოს პროგრამულ ასპექტებზე (მაგალითად, მოსწავლეთა/სტუდენტთა მოლოდინი, რესურსები, სწავლების კომპეტენციებ სასწავლო გარემო); პროცესებზე (მაგალითად, სწავლების პრაქტიკა, სასწავლო რესურსები, მოსწავლეთა/სტუდენტთა ჩართულობა); შედეგებზე (მაგალითად, ცოდნა, კომპეტენციები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, ტრანსფორმაციული ეფექტი); და კონტექსტუალურ მოსაზრებებზე. მდგრადი განვითარებისათვის განათლების პროგრამების ეფექტური შეფასება ჩართული უნდა იყოს შეფასების არსებულ მექანიზმებში, იქ, სადაც ამის საშუალება არსებობს, რაც მთელ რიგ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს შეფასების მიზნები და მაჩვენებლები, გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლების/სწავლის სამიზნე პოპულაციის რაობა და კონტექსტი და განისაზღვროს მონაცემთა შეგროვების მეთოდები და ის, თუ რომელი ინფორმაცია წარმოადგენს მისაღებ მტკიცებულებას 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 35. გამოყენებული ლიტერტურა  მაია ბლიაძე, მდგრადი განვითარების მიზნები, თბილისი 2022. https://bit.ly/3K1vFPp  https://uni.cf/2H7er0T-მდგრადი განვითარების მიზნები  https://iccn.ge/files/national_matrix_explanatory_paper_georgia_geo.pdf- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის ეროვნული დოკუმენტი  განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის: სწავლის მიზნები და ამოცანები.გამოქვეყნებულია 2017 წელს, გაერთიანებული ერებისგანათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ, მისამართი: 7, place de Fontenoy, 75352Paris 07 SP, France (საფრანგეთი, პარიზი) სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 36. გმადლობთ ყურადღებისთვის! 2/12/2023 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ