ვახტანგ გორგასალი

764 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
764
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
3
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ვახტანგ გორგასალი

  1. 1. ვახტანგ გორგასლანი...ვახტანგ გორგასლანიროგორც «დედა-ენიდან» იცით, ქრისტიანობა ქართველებმა მიიღეს მეფემირიანის დროს, მეოთხე საუკუნეში. ასი წლის შემდეგ, მეხუთე საუკუ-ნეში,სამეფო ტახტი დაობლდა, რადგანაც საქართველოს მეფე გარდაიცვალამაშინ, როდესაც მისი მემკვიდრე ვახტანგი ჯერ კიდევ ექვსი წლისა იყო.სამეფოს მართვა იკისრა მისმა დედამ _ დედოფალმა სუნდუხტიმმტრებმაისარგებლეს საქართველოს დაობლებით და იწყეს აქეთ-იქით შემოსევა.აღმოსავლეთ-სამხრეთიდან სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთი-დან _ ბერძნები, ჩრდილოეთიდან _ ოსები. ვახტანგმა ჩინებულიაღზრდა მიიღო. საერო საქმეებს მას ასწავლიდნენჯარის საუკეთესოწინამძღოლნი _ საურმაგი და ჯუანშერი. მათგან ვახტან-გმა ზედმიწევნითშეისწავლა წარსული თავგადასავალი საქართველოსი, სამხედრო ოსტატობადა სამეფოს გამგებლობა. საღმრთო წერილსა დაღვთისმეტყველებაშივახტანგი გამართა მთავარ-ეპისკოპოზმა მიხეილმა,რომელიც იყო ფრიადგონიერი და განვითარებული მღვდელმთავარი. როცა ვახტანგი თხუთმეტიწლისა შესრულდა, იგი იყო ახოვანი ყმაწვილი, ჭკუიანი და მცოდნე. ამიტომმისმა დედამ აღარ დააყოვნა და სამეფო ტახტიდაუთმო. ავიდა თუ არა ვახტანგი ტახტზე, მაშინვე შეუდგა მტრებისდასჯას დაალაგმვას. პირველად გაილაშქრა ოსების წინააღმდეგ. შეჰყარა დიდძალიჯარი, არაგვის ხეობით ავიდა კავკასიონის ქედზე; წინდახვედრილიოსებისჯარი სრულიად დაამარცხა და შეესია ჩრდილო ოსეთს.დამარცხებულმაოსებმა მიტევება და ზავი სთხოვეს, მოჰგვარეს ვახტანგსმისი და, რომელიცმათ ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი ქართლში შემოსევისდროს, და დიდიჯა-რიმა გადაიხადეს. შემდეგ ვახტანგმა გაილაშქრაბერძნების წინააღმდეგ. ამათ ვახტანგისპატარაობის დროს დაიჭირესმთელი დასავლეთი საქართველო და გამგებ-ლად დააყენეს ქართველიგუბაძე რომელმაც უღალატა ვახტანგს და ბერ-ძნების მორჩილების ქვეშშევიდა. ვახტანგმა არა ერთხელ დაამარცხა გუბა-ძე, გააგდო მისისამშობლოდან და დასავლეთი საქართველო კვლავ შემოი-ერთა. ბერძნებისხელმწიფემ ლეონმა ნახა ძლიერება ვახტანგისა და არამცთუ შეურიგდა,სიძედაც მოიკიდა: მისცა ამას ცოლად თავისი ასული ელენე. ბოლოსვახტანგი შეებრძოლა სპარსეთსა. ამ ომში ვახტანგმა ისეთი, ოს-ტატობა,ხერხი, ძალა და მამაცობა გამოიჩინა, რომ სპარსელებმა დაარქვესმას «გორგ-
  2. 2. ასლანი», რაც ქართულად ნიშნავს: მგელ-ლომი ვახტანგმა სპარსელებს ისეგაუჭირა საქმე, რომ ბოლოს მათაც ზავი სთხოვეს. მათმა მეფემფირუზმავახტანგს გამოუგზავნა მდიდარი საჩუქრები, ძვირფასი გვირგვი-ნი დამიიწვია თავისთან მოსალაპარაკებლად მშვიდობის დამყარებაზე.ვახტანგიც დაჰყვა ნებას, მივიდა ფირუზთან და ერთმანეთს შეეკვრნენპირობით _ კვლავ მშვიდობიანი და ძმური მეზობლობა ჰქონოდათ.მეგობრო-ბის სიმტკიცისათვისფირუზი და ვახტანგი დამოყვრდნენ;პირველმა მეო-რის და შეირთო და წაიყვანა თეირანში სპარსეთისდედოფლად. ვახტანგი რო გამარჯვებული დაბრუნდა საქართველოში,მოიწადინა, მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალე მადლობა შეეწირაზეციერი მამი-სათვის,რომელმაც მიაგო მას და მის სამეფოს ამოდენასიკეთე. ამიტომ, და-ისვენა თუ არა, თავისი ჯარიდან ამოირჩია საუკეთესოვაჟკაცნი, შეადგინასამგზავრო რაზმი და გაიყოლა თან იერუსალიმშიმისვლისთანავე მაცხოვ-რის საფლავს თაყვანი სცა, შემდეგ გაამშვენიერაჯვარის მონასტერი, რომე-ლიც აგებული იყო მეფე მირიანის მიერ, შესწირამრავალი სიმდიდრე დაბოლოს მშვიდობით დაბრუნდა თავის სამეფოში. აქიგი შეუდგა დაუყოვ-ნებლივ ქვეყნის გაშენებას: აშენებდა ახალსქალაქებსა,აკეთებდა გზებს, აგებდა ციხეებსა. ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მანდასტოვა თბილისის დაფუძნე-ბით. ის ადგილი, სადაც ეხლა თბილისია,ვახტანგის წინა ეჭირა ატეხილსტყესა, რომელშიაც ბუდობდა მრავალი ნადირი. ვახტანგი ერთხელ ნადი-რობდა აქა და გაჩვეული მიმინო გაუყენა ხოხობს. ორივენი ჩაიმალნენ ღრმახევში და აღარც ერთი არ გამოჩნდა. მაშინ ვახტანგი თავისი ამალითჩავიდაამ ხევში, ნახა მომდინარე ცხელი დიდი ნაკადული და შიგმოხარშული მი-მინო და ხოხობი. მიხვდა ამ ცხელის წყლის მარგებლობასა,გაუსინჯა ამ ად-გილს მდებარეობა და არემარე და სცნო იგი მოხერხებულადგილად ციხე-ალაქისათვის. ამიტომ უბრძანა _ გაეკაფათ ტყე, გაესწორებინათ ეს ადგი-ლი და შესდგომოდნენ სახლების აშენებას. ასე დააფუძნა ვახტანგმაახალიქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლისპი-რად იდგა. როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, იგი აღიარებულიქმნა დედა-ქალაქად, ნაცვლად მცხეთისა, და მასში იქმნა გადმოტანილი სა-მეფო ტახტი. ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროსეკლესიებსა დამონასტრებს აშენებდა და სწავლის მოფენაზედაც ზრუნავდა.ყოველს მო-ნასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაცასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას
  3. 3. და ზოგს უცხო ენასა-ცა. ამასთან ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზეგადმოთარგმნილიყოფილიყოუკეთესადდაუნაკლულოდდაბადება,სახარება და ყველა საეკლესიო წიგ-ნი. დიდებული ტაძარისვეტიცხოველისა მცხეთაში აგრეთვე აშენებულიავახტანგის მიერ1დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯიიყო საჭიროტაძრის აშენებისათვის, და ყველას ამას სძლია ვახტანგმა დათავისისიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღ-მრთოშენობა. ვახტანგამდე საქართველოს ეკლესიას მართავდა უცხო პატრიარქიან-ტიოქიისა, მცხოვრები შორეულ ქვეყანაში და უცნობი ჩვენის ენისა,ჩვენისისტორიისა, ჩვენის ხალხისა. ვახტანგმა მოიწადინა ჰყოლოდა თავისერისთვის საკუთარი კათალიკოსი. ანტიოქიის პატრიარქს, რასაკვირველია,არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს უფლება და წინ აღუდგა. მაგრამ კონსტან-ტინოპოლის პატრიარქი მიიმხრო ვახტანგმა, თავისი გაიტანა და საქართვე-ლოს მოუპოვა უფლება _ ჰყოლოდა თავისი საკუთარი კათალიკოსი.

×