დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი

2,845 views

Published on

მოკლედ ამ პრეზენტაციის შესაბამისობაში მოყვანას ორი დღე მოუნდი. აღმოჩნდა რომ იმ ფონტს არ კითხულობდა პროგრამა, რა ფონტითაც ეს გაკეთებული მქონდა, ჩემდა სატანჯველად 70 სლაიდია თუ მეტი და სათითაოდ გადავიყვანე ყველა დეტალი შესაბამის ფონტზე!

Published in: Design
3 Comments
4 Likes
Statistics
Notes
No Downloads
Views
Total views
2,845
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2
Actions
Shares
0
Downloads
41
Comments
3
Likes
4
Embeds 0
No embeds

No notes for slide

დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი

  1. 1. `,,გსურს გაიგო `ვინა ხარ,~ უნდა შეიგნო `ვინ იყავ,~ გინდა იქცე `რამედ~ უნდა შეიტყო `რა განვლე,~ `საითკენ~? მიზანხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი, `საიდან~ ისტორია არის არა მარტო ხსოვნა წარსულისა _ იგი თანვე ქმედითი მონაწილეა მომავლისა... გრიგოლ რობაქიძე Bბაკურ გელაშვილი Yყვიბისის საჯარო სკოლა
  2. 2. 1089-1125 M,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა ,,შარვანშა’’’’’’’’’’’’’ ’ და შაჰანშაც’’’’’’’’’’’’’’’’ დავით აღმაშენებლის დროშა
  3. 3. ძირითადი ქართული წყაროები 1. უცნობი ავტორის ცხოვრება მეფეთ- მეფისა დავითისი 2. ,,მატიანე ქართლისაი’’ 3. რუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისდება 4. დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი 1123წ. 5. დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისაი’’ 6. ვახუშტი ბატონიშვილი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსაი’’ დავით აღმაშენებლის მეორე ანდერძი 1125წ. ...
  4. 4. ძირითადი უცხოური წყაროები 1. სომეხი ისტორიკოსის მატთეოს ურჰაეცის ,,ჟამთაამღწერლობა’’. 2. სომეხი ისტორიკოსის ვარდან ბარძბერდეცის ,,მსოფლიო ისტორია~ 3. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელი 4. სტეფანოზ ორბელიანი (XIIIს). 5. სმბატ საპარაპეტი 6. არაბი იტორიკოსი ალ-ფარიკი 7. არაბი ისტორიკოსი იბნ-ალ-ასირი 8.გოტიეს ქრონიკა
  5. 5. ისტორიოგრაფია 1. ალექსანდრე ხახანაშვილი ,,საქართველოს ისტორია~ 2. ნიკოლოზ ურბნელი ,,დავით აღმაშენებელი და მისი დრო’’ 3. ზაქარია ჭიჭინაძე ,,სრულიად საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი’’ 4. დავით კარიჭაშვილი ,,საქართველო XII საუკუნეში~ 5.Nნ. ბერძენიშვილი ,,სავაზირო ფეოდალურ საქართველოში’’
  6. 6. ისტორიოგრაფია 6. ივ. ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორია’’ 7. სარგის კაკაბაძე ,,დავით აღმაშენებლის ორი დიდი ომი~ 8. სიმონ ჯანაშია ,,ძლევაი საკვირველი’’. 9. Aაბელ კიკვიძე ,,დავით აღმაშენებელი’’ 10. სერგი მაკალათია ,,დავით აღმაშენებელი’’ 11. მარიკა ლორთქიფანიძე ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება’’ 13. როინ მეტრეველი ,,დავით აღმაშენებელი’’
  7. 7. დავითის სახლეულობა გიორგი II (1072-1089ww) 1. სახ. უცნობია თამარი 2. ელენე დედოფალი დავით აღმაშენებელი 3. გურანდუხტ დედოფალი დემეტრე I კატა ვახტანგი სახელი უცნობა
  8. 8. დემეტრე I-ის მეფედ კურთხევა. მაცხავრიშის ტაძრის მოხატულობა. სვანეთი. Mმხატვარი მიქაელ მაღლაკელი 1140წ. Dდემეტრე I 1125-1155/56
  9. 9. რიგითობისათვის დავითების ნუმერაციის ათვლა აღებულია ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს მეფებიიდან დავითების რიგითობა ასეთია: 1. დავით I კურაპალატი (876-881წწ) იგი იყო აშოტ I დიდი კურაპალატის (გ. 826წ.) შვილის, ბაგრატ I კურაპალატის (გ.876წ.) შვილი იგი არ ყოფილა ,,ქართველთა ტიტულის~ მატარებელი.
  10. 10. რიგითობისათვის 2. დავით II იყო ,,ქართველთა მეფე~ და მაგისტროსი (923-937წწ), ძე ადარნასე II-ისა. 3. დავით III დიდი, ერისთავთერისთავი, კურაპალატი (978-1001წწ), ძე ადარნასე III კურაპალატისა, რომლის დიდი მცდელობით ფაქტობრივად დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანება.
  11. 11. კვლავ რიგითობისათვის დავით IV აღმაშენებელი 1072/3-1125ww.
  12. 12. წოდება აღმაშენებლისათვის 1. 2. 3. ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული წყარო , სადაც დავითი ,,აღმაშენებლად ~ იწოდება XV საუკუნეს განეკუთვნება ეს არის 1452 წლის სასისხლო დოკუმენტი -სიგელი ავშანდაძეებისა სადაც ნათქვამია : ,,როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა ~ გადმოვარდნილა , დამტვრეულა და ავშანდაძეებს მოურჩენიათ . Nნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავითი ,,აღმაშენებლის ~ ზედწოდებით მოცემულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის ,,საქართველოს ისტორიაში ~ Oოფიციალურ ისტორიოგრაფიაში დავით IV ,,აღმაშენებლად ~ უფრო გვიან ,,ახალი ქართლის ცხოვრებაში ~ და ვახუშტი ბატონიშვლის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსაში ~ იხსენიება .
  13. 13. რატომ ეწოდა აღმაშენებელი? ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს : ,, ხოლო მეფესა დავითს ამისათვის ეწოდა აღმაშენებელი , რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ , იყო ქვეყანა ესე სრულიად ოხერი ; ამან განავსნა და აღაშენნა , რომელ არღარა ეტეოდა ამით , რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა , გლახაკთა , ქურივთა და ობოლთა მოწყალე , სნეულთა თვითმსახური , ეკლესიათა , ქსენონთა მაშენებელი ..~
  14. 14. დავითის ერთპიროვნული მმართველობის დასაწყისი 1089წ. .მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექსუმეტისა წლისა, ხოლო ქორონიკონი სამას და ცხრა, ამას მარტივად შობილსა გიორგის-მან თÂვთ მამამან დაადგა გÂვირგÂვინი მეფობისა~
  15. 15. რა მდგომარეობა იყო 1089 წელს საქართველოში?! ისევ მემატიანეს მოუსმინოთ : ,,არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა . Mმოოხრდა ქუეყანა და ტყვედ გარდაიქცა , ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა .. Mმოხუცებულნი არა შეწყალებულ იქნეს , ხოლო ქალწულნი გინებულ , ჭაბუკნი დაკუეთებულ , ხოლო ჩჩვილნი მიმოდატაცებულ .. Mდინარენი სისხლიანი , ნაცვლად წყლისა ნაკადულთა , მწყველნი ქვეყნისანი ~
  16. 16. რა მემკვიდრეობა დახვდა დავით აღმაშენებელს?! საქართველო რომლის მხოლდ დასავლეთ ნაწილზე ვრცელდებოდა მეფის ხელისუფლება ,,საზღუარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა.. და სადგომი სამეფო წაღულისთავი..~ თურქ-სელჩუკების მიერ დაპყრობილი საქართველო Dდახარკული ქვეყანა მწარმოებელი მოსახლეობა დაცლილი დამშეული მოსახლეობა მიწისძვრისგან დანგრეული ქალაქები და სოფლები დემორალიზიებული ჯარი რთული საგაერო მდგომარეობა
  17. 17. საქართველო დავითის გამეფების ჟამს!
  18. 18. D,,დაიწყო ბენელსა უკუნსა შინა მზემ ამობრწყინება ~ ღონისძიებები გაერთიანებისათვის დიგვაროვნებთან ბრძოლა საეკლესიო რეფორმები ჭყონდიდელ-მწიგნაბართხუცესის თანამდებობის დაწესება სამხედრო რეფორმა ლოკალური ბრძოლები თურქ-სელჩუქებთან ქალაქების შემომტკიცება ხელსაყრელი საგაერო მდგომარეობა ხარკის შეწყვეტა ხელოსნობა-ვაჭრობის განვითარება ფინანსური ღონისძიებები სასამართლო რეფორმა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან კულტურული ღონისძიებები
  19. 19. ვინ იყვნენ მოღალატე დიდგვაროვნები და როდის მოხდა მათი გამოსვლა?! ლიპარიტ V ბაღვაში -,,მოკუდა სულტანი მალიქ -შაჰ და ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ -პაპურთა კუალთა სლვა ~ ბაღვაშები იყვნენ მსხვილი ფეოდალები XI_XIII საუკუნეებში მათი სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთი ). ლიპარიტს ეპყრა თრიალეთი , კლდეკარი და ,,მიმდგომი მისი ქუეყანა ~ პირველად ლიპარიტის გამოსვლა 1093 წელს მოხდა მეორედ 1094 წელს 1096 წელს დავითმა იგი საქართველოდან ბიზანტიაში გააძევა მემატიანე აღნიშნავს : ,,ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვაშთა , სახლი განმამწარებელი ” 1103 წელს ლიპარისტის მემკვიდრის რატის გარდაცვალების შემდგომ გაუქმა ბაღვაშთა საერისთაო .
  20. 20. ,,ერთმა მათგანმა ძაგანმან..~ მუხრანისა და ზედაზნის მფლობელები ძაგან და მოდისტიოს აბულეთისძეები . მათი გამოსვლა პირველად დაახლოებით 1085-1089 წლებში მოხდა აბულეთისძეთა საგვარეულოს დამარცხება 1103 წელს ზედაზნის აღებით დამთავრდა იგი დავითს შიომღვიმის ბერებმა მიჰგვარეს ამ სამსახურის სანაცვლოდ მეფემ მღვიმის მონასტერში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააშენა და მონასტერს დიდი შეღავათები დაუწესა . შიომღვიმე
  21. 21. აბულეთისძეთა საგვარეულო აბულეთისძენი კახეთის დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო. მამულებს ფლობდა თეძმის ხეობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში XII-XIII სს. ქართული წყაროების მიხედვით, აბულეთისძეთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელია აბულეთი, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. იგი იყო დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის სარდალი, რომელმაც 1110 წელს ივანე ორბელთან და გიორგი ჭყონდიდელის დისწულ თევდორესთან ერთად თურქთაგან გაანთავისუფლა სამშვილდე. საქართველოში სახელის “აბულეთი” ადრეულ გავრცელებას ადასტურებს X საუკუნით დათარიღებული შიდა ქართლის სოფ. ზედა ლისის (ყოფ. ზნაურის რაიონი) ეკლესიის სამშენებლო წარწერა. Aაქ სახელი “აბულეთი” პირველად არის მოხსენიებული.
  22. 22. საგვარეულო საუკუნეებს ითვლის აბულეთისძენი XIII საუკუნეშიც იხსენიებიან მაღალი პატივით სამეფო კარზე. 1963 წელს სომხეთში ბარანის ციხეზე აღმოჩნდა ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენებულია აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე: “ქ. მე ივანე აბულეთისძემან ათაბაგმა და ამირსპასალარმან, დმანისი წავიღე და ციხე ავაგე და კარი თანა ჩამოვიტანე, ესე ქუეყანა დიდთა ჟამთა ოხერი და საშიში იყო. ოთხსა თუესა ესე ციხე ავაგე მეფობასა დიმიტრისათა მეფისასა, და შემდგომად ჩუენსა ღმერთმან თქუენ ესეთი ჟამი მოგეცინ, რომელ სადგომი თქუენი ბაღდადი იყოს ერთგულებასა შინა დიმიტრისასა, ამინ.” როგორც ირკვევა, ბარანის წარწერაში მოხსენებული ივანე აბულეთისძე, ათაბაგი და ამირსპასალარი, დემეტრე თავდადებულის თანამედროვეა. წარწერა უნდა შეესრულებინათ 1270-1273 წლებს შორის.
  23. 23. გადამწყვეტი ბრძოლები ქვეყნის გაერთიანებისათვის 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქსელჩიკებს
  24. 24. გადამწყვეტი ბრძოლები ქვეყნის გაერთიანებისათვის 1103 წელს ზედაზენი აიღო 1104 ერწუხის ბრძოლა კახეთ -ჰერეთი შემოიერთა 1110 წელს სამშვოლდე აიღო 1115 წელს რუსთავი აიღო 1116 წელს სელჩუკები განდევნა ტაოდან 1117 წელს გიში აიღო 1118 წელს ლორე აიღო 1123 წელს შირვანი 1124 წლის მარტში A ანისის ნანგრევები samSvilde
  25. 25. ,,ვითარცა მონაÁი~ 1104 წელი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ვახუტში ბატონიშვილი აღნიშნავს: ,,სახლი ღვთისანი ქვაბ ავაზაკთა ქმნილ, მწყემსნი არა მწყემსნი, არამედ მგელნი~ K კრებას უდიდესი მისია ეკისრა ,,დიდთა წყლულებათა კურნება~ K კრებას დავით აღმაშენებელიც ესწრებოდა მაგრამ ,, არა ვითარცა მეფე არამედ ვითარცა მონა~ რუისის ტაძარი
  26. 26. საეკლესიო კრებამ დააკანონა!! განკვეთა (უცხო -ვყვენით მღვდლობისგან ) უღირსნი დაკანონდა სამღვდელო პირთა ხელდასხმის წესი აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა აიკრძალა გვირგვინის კურთხევა ,,ჩჩვილ -ქალ ყრმათა ~ ჯვარდასაწერი ქალი 12 წელზე ნაკლების არ უნდა ყოფილიყო კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრაველე აიკრძალა მონასტრებთან ვაჭრობა დადგინდა სასულიერო პირთა ხარისხში აყვანის წესი და განგება
  27. 27. ჭყონდიდელმწიგნობართხუცესის დაწესება 1104-1105 წლებში დაწესდა აღნიშნული თანამდებობა აღნიშნული თანამდებობების დაწესებით დავითმა არაპირდაპირი კონტროლი დაამყარა საეკლეიოს ხელისუფლებაზე, რადგან აღნიშნულ თანამდებობას დავითის უახლოესი პირი და ,,მამაი~ გიორგი მწიგნობართუხუცესჭყონდიდელი ედგა.
  28. 28. გიორგი ჭყონდიდელი “კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა”.
  29. 29. რა ფუნქციები ჰქონდა გიორგის?! “კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიო განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა”. გარდა საეკლესიო საქმეებისა, ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესს ებარა სახელმწიფო მართვის უმთავრესი უწყებები: მანდატურთუხუცესისა (საშინაო საქმეები), მეჭურჭლეთუხუცესისა (ფინანსები) და ამირსპასალარისა (სამხედრო საქმე). ამრიგად, ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესი პირველი პირი იყო სახელმწიფოში მეფის შემდეგ.
  30. 30. გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახეში გაერთიანებულია შუა საუკუნეების ძლიერი საქართველოს შემოქმედ ადამიანთა სამი ტიპი: ბერი, მწიგნობარი, მხედარი. როდესაც მეფემ ყივჩაყთა ჩამოყვანა გადაწყვიტა, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თან იახლა შორეულ მგზავრობაში, მაგრამ გიორგი იქიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, მოულოდნელად გარდაიცვალა ოვსეთში. (1118 წელს) იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა...” დიდი სახელმწიფო მოღვაწე მეფემ გელათის მონასტერში დაკრძალა.
  31. 31. ლაშქრის რეორგანიზაცია მან შექმნა მუდმივი პირადი გვარდია ,,მონა სპა~ 5000 ათასი (,,მცველად მისად~) ,,განამრავლა სპანი~, აღჭურვა იარაღითა და ცხენებით აკრძალა საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი, და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულველი და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა~ ქვეითი ჯარი შეცვალა ცხენოსანი რაზმებით შემოიღო ,,მსტოვრების~ ინსტიტუტი 1120 წლისათვის დავითს უკვე ჰყავდა სამოცათასიანი მუდმივი ლაშქარი, ,,როქის სპა~-უცხოელთა დაქირავებული ჯარი
  32. 32. Fფინანსური ღონისძიებები დავითმა მნიშვნელოვანი სავაჭრო-ურთიერთობები დაამყარა მაშინდელ წამყვან სახელმწიფოებთან. XI-XII საუკუნებში ქართული მონეტები შემდეგ ცვლილებებს განიცდის: შეიცვალა ფულის ტიპი გამტკიცდა ფულის კურსი კლებულობს წონა-თუ დავით კურაპალატის მონეტა 1,56 გრამია, დავით აღმაშენებლის მონეტის წონა 0,51-0,87 გრამს შეადგენს იცვლება წარწერები როგორც მეფეთა ტიტულებისა (კურაპალატი, ნოველსიმოსი, სევასტოსი და სხვ) პ.ს. ამ პერიოდის მონეტების უმრავლესობაზე გამოსახულია ვლაქერნის ღვთისმშობელი, მონეტები ძირითადად ვერცხლისაა
  33. 33. დავითის მონეტა დავით აღმაშენებლის მონეტა, მოჭრილი სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში. სპილენძი 10,73 გრ. 33 მმ., ბრიტანეთის მუზეუმი,.ინგლისელმა მეცნიერმა დ. ლანგმა 1857 წელს აღმოაჩინა შუბლი: მეფე საიმპერატორო გვირგვინში (სტემა) ერთ ხელში კვერთხით, მეორეში – სფეროთი. ქართული ზედწერილი: ,,ლს” „დთ-დავით“. ხოლო მარჯვნივ ,,ვატ~ (მეფე) მონეტის ზურგის ცენტრში ჯვარია გამოსახული. ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.
  34. 34. საიდან მოდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ისტორია?! – სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში ვლაქერნის არაერთი ხატი არსებობს. ამ ხატის ისტორია ასეთია: კონსტანტინეპოლის ერთ– ერთ უბანს ერქვა ვლაქერნი. იქ იდგა მეხუთე საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის დიდი ეკლესია, რომლის მოზაიკასა და ხატზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ვედრების სახით. ვლაქერნის რამდენიმე ხატი გვქონდა, კერძოდ, ბედიაში, რომელიც თავხატად იწოდებოდა. ამავე ტიპის ხატი, სიწმინდე დავანებული იყო ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა და ქვათახევშიც .
  35. 35. სასამართლო რეფორმა XII საუკუნის პირველ მეოთხედამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა. დავით აღმაშენებელმა დაადგინა ,,კაცნი მრთლად მცნობელნი დაგანმკითხველნი მომჩივართანი~ მან გარდაქმნა ,,სააჯო კარი~ მისი ხელმძღვანელობა ჭყონდიდელ-მწიგნობართხუცესს ევალებოდა. იგი იყო ,,მართლმსაჯული და ხელისმპყრობელი უღონოთა და ქვრივთა~. ხელმწიფის კარის გარიგებაში წერია: ,,ჭყონდიდელი ორშაბათს დღეს სააჯო კარსა შიგან დაჯდების, ობოლთა და ქვრივთა და მომძლავრებულთა მოჩივართა განიკითხავს~..
  36. 36. საქართველო და გარესამყარო საქართველო და ჩრდილოეთი მეზობლები დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას ჩრდილოელი ხალხების მიმართ იჩენდა. ესენი იყვნენ: ჩეჩენ-ინგუშები ყივჩაღები ოსები ამით დავითი კონტროლს ამყარებდა ჩრდილოეთი ხალხების პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
  37. 37. სამხრეთ-აღმოსავლეთი მეზობლები Eესენი იყვნენ: 1. სომხეთი 2. შირვანი 3. არანი დავითი იყო ის მეფე რომელმაც ეს ქვეყნები გაათავისუფლა თურქსელჩუკებისგან და ეს ქვეყნები უშუალოდ საქართველოს შემოუერთა.
  38. 38. ურთიერთობა ბიზანტიასთან XI საუკუნის მანძილზე საქართველო ბიზანტიის გავლენას განიცდიდა . დავითი და მისი წინამორბედი მეფეები ატარებდნენ ბიზანტიურ საკარისკაციო ტიტულებს : ,,კურაპალატი ~, ,,მაგისტროსი ~, ,,კესაროსი ~ და ა . შ . დავითი გამეფებამდე ატარებდა ,,სევასტოსის ~ და ,,პანიპერსევასტოსის ~ ბიზანტიურ ტიტულებს .
  39. 39. დიპლომატიური საქორწილო გვირგვინი დავითმა თავისი ქალიშვილი კატა 1116 წელს ,,გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად~ სადაც იგი მიათხოვეს ალექსი კომნენოსის უნცროს ძეს ისაკს. დავითმაც ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანისძის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად. 1105-1106 წლებში თამარი გაათხოვა შირვანს
  40. 40. ურთიერთობა ჯვაროსნებთან ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან IIის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
  41. 41. წყაროთა ცნობით: დასტურდება რომ დავით აღმაშენებლის ლაშქარს რამდენჯერმე მიუღია მონაწილეობა ქრისტეს საფლავის გათავისუფლებაში. დავითს მჭიდრო ურთიერთობა ქონია იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორესთან (11191131წწ.) ჯვაროსნულმა ომებმა ხელსაყრელი პირობები შექმნეს ქვეყნის შიგნით მტერთან საბრძოლველად. ანტიოქიის აღება ჯვაროსნების მიერ
  42. 42. 1121 წლის 12 აგვისტო!!!! 1120 წლიდან დავითმა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ფარგლებს გაერთ გადაიტანა. დავითი თვით მუსლიმურ ქვეყნებს ესხმოდა თავს და მოსვენებას არ აძლევდა თურქ-სელჩუკებს. სწორედ ეს გარმოება გახდა ძირითადი მიზეზი მუსლიმთა კუალიციის შექმნისა დავითის საწინამძღვრო ჯვარი
  43. 43. დავითის ისტორიკოსი შემდეგს მიიჩნევს დიდიგორის ბრძოლის მიზეზად: ,,ესევითარითა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელტფილელ-დმანელნი, წარვიდეს, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, რომელნიმე სრულიად; და ესრეთ მოოთხრეს ყოველნი ჭირნი, მოწევნული მათ ზედა..~
  44. 44. ვინ იყვნენ კოალიციურ ჯარში?! 1.ნეჯმ ად-დინ ილღაზი-ბაღდადის გამგებელი. ციხე-სიმაგრე მარდინისა და ალეპოს მფლობელი, სელჩუკ მთლობელთა შორის უძლიერესი. დავითისი ისტორიკოსი ასე ახასიათებს მას: ,,კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე~ მან 1119 წელს დაამარცხა ჯვაროსნები ორონტის ნაპირზე ე.წ. ,,სისხლიან ველზე~. რის გამოც მას ნეჯმ ად-დინ ანუ ,,სარწმუნოების ვარსკვლავი ეწოდა~
  45. 45. ვინ იყვნენ კოალიციურ ჯარში 2.დურბეიზ სადაყასძე-არაბეთის მფლობელი. თორღულ-მოჰამედის ძე, ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ახანისა და განძის გამგებელი. თუღან არსლან კუზიანი- თურქი ამირა. ,,ყოველთა სომხითისა ამირები~
  46. 46. ვინ იყვნენ თურქსელჩუკები? წარმოშობით შუა აზიიდან იყვნენ , ოღუზთა მომთაბარე ტომებს ეკუთვნოდნენ . მოდგმის სახელწოდება მათი გამაერთიანებლის სელჩუკის სახელიდან მიიღეს . Xს . მეორე ნახევარში მათ შექმნეს დიდი გაერთიანება და მიიღეს ისლამი . XI ს . 30-ან წლებიდან იწყებენ დიდ დაპყრობით ომებს . Pპირველი სულთანი თორღილ -შაჰი იყო (1038-1063წწ .) ე .წ . ,,დიდი სულთნების ~ ალფ -არსლანი (1063-1072), მალიქ შაჰის (1072-1092) დროს მათ დაიპყრეს ბიზანტის აღმოსავლეთი ნაწილი , სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი , და შექმნეს დიდი სელჩუკთა იმპერია რომელიც ძირითადად ირანისა და ერაყის ტერიტორიებს მოიცავდა .
  47. 47. ერთობით რამდენი იყვნენ? მათეოს ურჰაეცის აზრით 56 000 ათასი იყო. გოტიეს ცნობით 600 000 ათასი იყო ივ. ჯავახიშვილის აზრით 300 000 ათასი იყო
  48. 48. ვინ და რამდენი ჰყავდა დავითს? გოტიეს ცნობით 80 000 ათასი მეომარი მათეოს ურჰაეცის აზრით 55 600 მეომარი Aაქედან : 40 000 ათასი ქართველი 15 000 ყივჩაღი 500 ალან -ოსი 100 ევროპელი
  49. 49. ვინ იყვნენ ყივჩაღები?! ყივჩაყები, თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში (რუსეთში "პოლოვცებს" ეძახდნენ, ევროპაში - "კუმანებს"). პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმოსავლეთით ჰქონდათ, XI საუკუნეში შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები) ჰყავდათ ცხენოსანი ჯარი. ლაშქრობებში ქალებიც მონაწილეობდნენ. ყივჩაყებმა გაილაშქრეს რუსეთზე (1068, 1092, 1093, 1096), უნგრეთზე (1070, 1091, 1094), ბიზანტიაზე (1087, 1095). მშვიდობიანობის დროს რუსი მთავრები უნათესავდებოდნენ ყივჩაყ მთავრებს. რუსეთის ბრძოლა ყივჩაყებთან დამთავრდა მათი დიდი ნაწილის განადგურებით (1103-1116). ამის შემდეგ დონის ნაპირებზე დარჩა მხოლოდ სარჩაქ-ხანის პატარა ურდო, რომელსაც მისი ძმა ათრაქა მართავდა. 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოასახლა დავით IV აღმაშენებელმა. XII საუკუნის 80-იან წლებში ყივჩაყები მომძლავრდნენ და რუსეთს შეუტიეს, მაგრამ რუსეთის მთავრების ლაშქრისგან, ხოლო 1223 წელს კალკასთან ბრძოლაში მონღოლებისაგან განცდილი მარცხის (რუსებთან ერთად) შემდეგ დაკარგეს ძალა და გავლენა. ყივჩაყების ნაწილი უნგრეთში გადასახლდა, სხვები ოქროს ურდოს შემადგენლობაში გაითქვიფნენ. რუსების ბრძოლას ყივჩაყებთან აღწერს "ამბავი იგორის ლაშქრობისა".
  50. 50. M,,მეომარნო ქრისტესანო~! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით.Dდა რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.~
  51. 51. ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათი.. ,,დაღათუ იყოს სიკუდილი ბრძოლა სამ ჟამს (სამ საათს ) გაგრძელებულა ,,არა არს წესიო ~ daviTi aRmaSenebeli 200 გულადი მეომარი Dდემეტრე I Kკოალიციური ლაშქარი
  52. 52. 1122 წელი თბილისის გადედაქალაქება თბილისისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ ბაგრატ III დროიდან იწყება. ბაგრატ IV-მ რამდენჯერმე დაკარგა თბილისის რეალური შემოერთების შანსი. მათეოს ურჰაეცი აღნიშნავს: ,,ამავე წელს აიღო ქართველთა მეფე დავითმა ქ. თბილისი სპარსელებისგან და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოახდინა ქალაქში, ხოლო 500 კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით დახოცა~
  53. 53. თბილისი საქართველოს დედაქალაქი თბილისისათვის ბრძოლა ორ პერიოდდად შეიძლება დაიყოს : 1120-1122 წწ . მოქალაქეთა მიერ დავითის უფლებების აღიარება 2. 1123 წელი როცა თბილისში თვითმმართველობა გააუქმა და ,,სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა ~ 1122-1089=33 წელი დავით აღმაშენებლის ძეგლი
  54. 54. Eეკონომიკური მდგომარეობა XI საუკუნეში საქართველოში ეკონომიურად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ფართოდ გამოიყენებოდა ,,დიდი გუთანი~ რომელშიც 812 უღელი ხარი იბმეოდა. დაწინაურებული იყო წყლის წისქვილი მაღალ დონეზე იყო სარწყავი სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული პურეულის კულტურა სელის კულტურა (ბეწვეულის) მევენახეობა
  55. 55. საქალაქო ცხოვრება ეკონომიკურად დაწინაურებული ქალაქები იყო: ქუთაისი თბილისი გორი ჟინვალი რუსთავი დმანისი
  56. 56. M,,მოიგონა აღშენებად მონასტრისა~ 1106 წელს დაიწყო გელათის მშენებლობა დაარსა ,,ქსენონი~ Aააგო შიომღვიმის მონასტერი დაარსა გელათის აკადემია აგზავნიდა ბიზანტიაში ახალგაზრდებს სასწავლებლად დავითის შვილმა თამარმა ააგო თიღვის ეკლესია. საორბისის ეკლესია გეგუთის სასახლე
  57. 57. Y,,ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად ~ გელათის აკადემია დაარსა 1106-1110 წ. ,,თვისთა ოდენ სამეფოთა შინა, არამედ ქუეყანისად კიდესად~ აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი იოანე პეტრიწი იოანე ტარიჭისძე თეოფინე ხუცესმონაზონი
  58. 58. სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო~.. ამ დროს დაწინაურებული ყოფილა კედლის მხატრობა და ცნობილია ე.წ. ,,მეფის მხატვარი~რომელსაც მოუხატავს: სვანეთის ტაძრები- ,,იფრარის თანგზელი~ (1096წ.) კირიკესა და ივლიტეს ეკლესია კალაში (1111-1112წ.) წმ. გიორგისა ნაკიფარში (1130წ.)
  59. 59. ხახულის ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, იგი ხელახლა შეიმკო
  60. 60. უცხოეთის სავანეები დავითი დიდად შეეწია: შავი მთის, კვიპროსის, პალესტინის, ასურეთის, საბერძნეთის, ქართულ სავანეებს. ,,რამეთუ მთასა სინასა ..აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიო სრულებით, და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა~. ათონის მთა
  61. 61. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
  62. 62. Kკვიპროსის მონასტრის ნანგრევები
  63. 63. 1125 წლის 24 იანვარი saflavis qva ,,დიდმა მან წინაგამგებელმან ცხორებისა ჩუენისამან..რომელი განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა~ ..თავის ქნა და ,,..ჟამსა ზამთრისასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თვისთა სამეფოთა ადგილთა.~ თბილისში გარდაიცვალა.
  64. 64. მის საფლავის ქვას აწერია : ,,ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი იკუნისამდე ; ესე მთნავს :
  65. 65. ,,მესიის მახილი~ იმეფა 36 წელი. 1125 წელს შაბათ დღეს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა დაკრძალულ იქნა გელათის მონასტერში ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.
  66. 66. ,,ჯვარითა მტერთა მძლეველი-მე დავით ვარ უძლეველი~ მისი ხსოვნა ლეგენდებით შეიმოსა მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძისეული შეფასება: ,,უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა რა არიან-რა, თუ არა ერის გულისნადების და წყურვილის გამომეტყველნი და განმახორციელებენი~. ,,ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვანი მეფობითა, არამედ თავისი დიდებული კაცობითაც.~ ,,..ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან~
  67. 67. 2010 წლის აღმოჩენა ავტოგრაფი შემდეგნაირად იკითხება : ,,მადლითა მთისა სიონისათა დავით შეუნდვით ღმერ :
  68. 68. Mმან საქართველო ასეთი დაგვიტოვა:
  69. 69. სხვაობა 600 სიმბოლური წელი დავით აღმაშენებელი პეტრე პირველი: დაიბადა 1072/3 წელს დაიბადა 1672 წლის 30 მაისს 1082 წელი დავით აღმაშენებელი ნომინალურად მეფედ იწოდება 1682 წელი პეტრე პირველი ნომინალურად შეუდგა ქვეყნის მართვას 1089 წელი დავით აღმაშენებელი ერთპიროვნული მმართველი მეფე გახდა 1125 წლის 24 იანვარი დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1689 წელი პეტრე პირველი რუსეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა 1725 წელს 28 იანვარს პეტრე პირველი გარდაიცვალა
  70. 70. სასურველია ვიცნობდეთ: 1. როინ მეტრეველი, ,,დავით აღმაშენებელი~, თბილისი 2002 წელი 2. რიონ მეტრეველი, ,,საქართველოს მეფეები და კათალიკოს პატრიარქები~, თბილისი 2010 წელი 3. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, ,,მეფეთ-მეფე გიორგი II,~ თბილისი 2003 წელი 4. მარიკა ლორთქიფანიძე, ნათელა ვაჩნაძე, ,,საქართველოს ისტორია~ წიგნი I, თბილისი 2006 წელი 5. გურამ ლორთქიფანიძე, ნინო ჩიქოვანი, ,,ქართული კულტურის ისტორია~ თბილისი 1997 წელი 6. კოსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი~
  71. 71. სასურველია ვიცნობდეთ: 7. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია~ ტომი II, თბილისი 1965 წ. 8. როინ მეტრეველი, ,,გელათი~, თბილისი 2006 წელი. 9. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. II. თბ. 1965. ტ. III. თბ. 1966 10. ნ. შოშიაშვილი. აბულეთი, აბულეთისძენი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. I. თბ. 1975 11.www. Wikipedia.org . 12. www. Istoria.ge 13. www. Zeglebi.ge
  72. 72. ,,მეფე აფხაზთა , ქართველთა , რანთა კახთა და სომეხთა ~, ,,შარვანშა ~ და ,,შაჰანშ
  73. 73. გმადლობთ ყურადღებისათვის!

×