Saqar tvelos mefeebi

2,395 views

Published on

am temashi agwerilia tamar mefis, davit agmasheneblis, vaxtang gorgaslis da giorgi brwkinvalis mefoba.

Published in: Education
2 Comments
1 Like
Statistics
Notes
• SAGOL kargadaa gaketebuli mara bolso ro iyo saqartvelos mefeebio eg ro pirvelive gverdze geqna uketesi iqneboda mara araushavs asec kargia
Reply
Are you sure you want to  Yes  No
Your message goes here
• magariiiiiiaa!!!: ))magram cota vrclad rom dagewerat upro kargi iqnebodaaa: ((
Reply
Are you sure you want to  Yes  No
Your message goes here
No Downloads
Views
Total views
2,395
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
6
Comments
2
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Saqar tvelos mefeebi

1. 1. evropuli skolis 6a klasis moswavle mariam gobianiZe
saqarTvelos mefeebi

2. 2. Tamar mefe
თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"

3. 3. 1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
Tamar mefis jvari

4. 4. თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. [3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

5. 5. daviT aRmaSenebeli
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი - გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

6. 6. დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს. დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.

7. 7. გენეალოგია
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სათავე დაუდო აშოტ I-მა 809 წელს, შექმნა რა ტაო-კლარჯეთის სამეფო. 978 წელს ბაგრატ III სამი ქართული სამეფოს გაერთიანებით ქმნის გაერთიანებული ქართული სამეფოს.
ერთიანი საქართველოს სამეფო გენეალოგია დავითამდე, ასეთია:
ბაგრატ III (978-1014)
მართა(?);
გიორგი I (1014-1027)
მარიამ არწრუნი (?), ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ II-ის ასული;
ბაგრატ IV (1027-1072)
ელენე არგიროსი (?), ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III–ის ასული (მალევე გარდაიცვალა).
ბორენა (?), ოსთა მეფის ასული ;
გიორგი II (1072-1089)
ელენე (?);
დავით IV

8. 8. vaxtang gorgasali
ვახტანგ Iგორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. 442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდერე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს– საურმაგს. 449 წელს გარდაიცვალა მირდატ მეფე, ვა მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო, სპარსულ პოლიტიკაზე იდგა, საქრისტიანოს მტრობდა და სიძე-ხელმწიფის მიმართაც გულში ფარულ სიძულვილს ინახავდა.

9. 9. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი,ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა ატირებულმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი.
ბარზაბოდმა შეიწყალაც საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერიჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა. მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარან, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპიკოპოსი მობიდან გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე.

10. 10. მცირე ხნის შემდეგ ზედეზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდ, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი,რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინაღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში. 451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლის მიწები, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. აქედან გავივიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარჰყვეს და დარუბანდის კარით უკან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ბიზანტიელები თავს დაესხნენ საქართველოს მიწებს. ადრე მათ კლარჯეთი დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოატანეს.

11. 11. Ggiorgi brwyinvale
გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) - საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.
აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

12. 12. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა.მიუხედავად ამისა მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე I, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი.

13. 13. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებიდა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304 წელი) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო. გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი „გიორგაული თეთრის“ სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება).

14. 14. saqarTvelos mefeebi
Tamar mefe
daviT aRmaSenebeli

15. 15. Ggiorgi brwyinvale
vaxtang gorgasali