შაჰ-აბასის ლაშქრობები
აღმოსავლეთ
საქართველოში
ავტორი: ე.დევრისაშვილი
შაჰ აბას I
ირანის შაჰი 1587-1629 წლებში
რეფორმები:
 განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება;
 შექმნა კარგად გაწვრთილი და არტილერიით აღჭურვილი არმია, რომლის ელიტურ
ნაწილს წარმოადგენდა ,,ყულის ჯარი’’. მასში ძირითადად, ბავშვობაში გატაცებული და
მონათა ბაზარზე გაყიდული კავკასიელები მსახურობდნენ.
 შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი
(თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო
რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა
ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ენტონი და რობერტ
შერლებმა.
 დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა.
 და სხვ.
ბრძოლა პოზიციების
აღსადგენად
1603 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა განაახლა დაპირისპირება ოსმალეთთან
კავკასიაში პოზიციების აღსადგენად.
შაჰის დასახმარებლად ქართლის მეფე გიორგი X დაუყოვნებლივ
გამოცხადდა ერევნის ციხესთან, ყოყმანის შემდეგ მათ კახეთის მეფე
ალექსანდრეც შეუერთდათ. ქარლისა და კახეთის ჯარებმა აქტიური
მონაწილოება მიიღეს ერევნის ალყაში. შედეგად კი
აბას I-მა
ქართლის მეფე
გიორგი X-ს
წაართვა დებედას
ხეობა და ლორეს
მხარე.
დებედას ხეობაში
,,ბორჩალუს“
ტომი ჩაასახლა.
კახეთის მეფე
ალექსანდრე II-ს
წაართვა კაკ-
ენისელი
ორივე მეფეს
აჩუქა
სოფლები
ირანში და
ჯამაგირიც
დაუნიშნა
ძეგამის ტრაგედია 1605 წლის 12 მარტი.
კახეთის მეფე ალექსანდრე II რუსებთან
მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მას სურდა
ქრისტიანულ სახელმწიფოსთან
დაემყარებინა პოლიტიკური კავშირი და
გაერღვია მუსლიმანური რკალი. რუსეთმა
ალექსანდრე მფარველობაში მიიღო. 1587
წელს ალექსანდრესა და რუსეთის ცარ
თეოდორეს შორის გაფორმდა ,,წყალობის
სიგელი“ და მის ტიტულატურას
,,საქართველოს მეფის’’ ტიტულიც
მიემატა, თუმცა რუსეთი იმ
მომენტისათვის კავკასიაში
შემოსასვლელად მზად არ აღმოჩნდა.
ძაგამის ტრაგედია
1605 წელს ირანელებმა ურმიის ტბასთან დაამარცხეს
ოსმალები და აღმოსავლეთ საქართველო კვლავ ირანის
გავლენის სფეროდ იქცა. ირანისათვის მიუღებელი იყო
ალექსანდრეს პრორუსული ორიენტაცია. ურმიის
ბრძოლის შემდეგ შაჰმა ალექსანდრეს მისივე
გამაჰმადიანებული ვაჟი კონსტანტინე მირზა გააყოლა
ჯარით და შირვანიდან ოსმალთა განდევნა დაავალა.
კონსტანტინეს დავალებული ჰქონდა მოეკლა მამა თუ ის
ირანისადმი სათანადო ერთგულებას არ გამოიჩენდა.
ტრაგედია ძეგამში დატრიალდა, როცა ალექსანდრეს
რუსი ელჩები უნდა მიეღო. კონსტანტინემ და მისმა
მხლებლებმა მოკლეს უფლისწული გიორგი და
ალექსანდრე მეორე.
წყალობის სიგელი
თეიმურაზ I
ძეგამის ტრაგედიის შემდეგ კონსტანტინემ თავი მეფედ გამოაცხადა. რადგანაც
აჯანყებისათვის შესაფერისი დრო არ იყო მამის და ძმის მკვლელს კახელებმა
ერთგულებად მოაჩვენეს თავი.კონსტანტინემ ყიზილბაშთა და კახელების
გაერთიანებული ლაშქრით შირვანი დალაშქრა, და ალყა შემოარტყა ქ. შემახიას,
მაგრამ ქალაქი ვერ აიღო. კახელებმა სიტუაციით ისარგებლეს და ღამით
კონსტანტინეს კარავში შეიჭრნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოასწრო და
დახმარება შაჰს სთხოვა. აბას I ოსმალეთთან ბრძოლისათვის ემზადებოდა და
კახეთისათვის არ ეცალა. კონსტანტინემ ჯარი დაიქირავა და კახეთისკენ
გაემართა. ალექსანდრეს რძალმა, დავითის ქვრივმა, ქეთევან დედოფალმა
დახმარება ქართლის მეფე გიორგი X-ს სთხოვა. გიორგიმ ჯარი გაუგზავნა. მათ
მოახერხეს მტრის დამარცხება, კონსტანტინე ბრძოლისას დაიღუპა.
კახელებმა მეფედ მოითხოვეს ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზი. შაჰს
ქართველებთან საბრძოლველად ჯერ არ ეცალა, ამიტომაც დათანხმდა
თეიმურაზის მეფედ კურთხევას.
1606 წელს თეიმურაზი ქრისტიანული წესით კახეთის მეფედ აკურთხეს.
იმავე წელს გარდაიცვალა გიორგი X და ქართლის მეფე გახდა ლუარსაბ II.
თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი.
ესკიზი ესპანელი მოგზაურის, დონ
კრისტოფორო დე კასტელის
ჩანახატებიდან.
ტაშისკარის ბრძოლა 1609 წელი
1609 წელს ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ.
ქართლის მეფე ლუარსაბ II ცხირეთის ციხეში
იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ ცნობილი
სარდლები გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი.
მათთვის ოსმალთა მოულოდნელი შემოტევა ჯერ
კიდევ არ იყო ცნობილი. ოსმალებმა ციხის
ადგილმდებარეობა არ იცოდნენ და მეგზურობა
კველთელ მღვდელს თევდორეს დაავალეს, ამ
უკანასკნელმა მტერი მცდარი გზით წაიყვანა, რაც
სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. ამასობაში
ქართველებმა მტრის ადგილსამყოფელი შეიტყვეს.
გიორგი სააკაძის მეთაურობით ახლო მდებარე
სოფლებიდან სახელდახელოდ შეკრებილმა ლაშქარმა
ოსმალები ტაშისკართან დაამარცხა.
გიორგი სააკაძე
სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან
ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606წწ. გიორგი X-
ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი
წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან),
ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების
აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე. წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა,
ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე
ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს
უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული
კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-
ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც; სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა
გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. მან ყურადღება
მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული
მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური
მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და
პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ
ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი
სიმაგრეები ააგო; 1619 წლიდან მცირეწლოვანი სიმონ II-ის მეთვალყურე და
ვექილი და ამდენად ქართლის ფაქტობრივი გამგებელი, საქართველოს
გაერთიანებისათვის მებრძოლი იყო.
ირან-ოსმალეთის 1612 წლის ზავი
გამეორდა ამასიის ზავის პირობები, მხოლოდ ერთი
შესწორებით- ოსმალეთის ხელში გადადიოდა მთლიანად
სამცხე-საათაბაგო.
შაჰ აბასის ლაშქრობები
1614-1617 წლებში 4 ლაშქრობა მოაწყო
თარიღი შედეგი
1614 წ 1613 წელს აბას I საქართველოსკენ გამოემართა. თეიმურაზს ელჩები გაუგზავნა და მძევლები მოსთხოვა.
თეიმურაზი იძულებული გახდა ქეთევან დედოფალი და შვილები ( ლევანი და ალექსანდრე) შაჰთან გაგზავნა.
შაჰმა თეიმურაზიც თავისთან დაიბარა. მეფე შაჰს არ ეახლა, რის გამოც აბას I-მა მძევლები ირანში გაგზავნა
თავად კი 1614 წელს კახეთში შეიჭრა. თეიმურაზმა თავი ჯერ ქართლს მოგვიანებით კი იმერეთს შეაფარა.
იმერეთში გადავიდა ქართლის მეფე ლუარსაბ II. შაჰმა ლუარსაბს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა. მეფე
ენდო საკუთარ გამზრდელს და შაჰთან გამოცხადდა.
აბას I თითქმის 50 დღე აოხრებდა ქართლ-კახეთს. ირანში დაბრუნებულმა ქართლის მეფეც თან გაიყოლა.
1615 კახეთი დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყდა, გახიზნული თეიმურაზი დაბრუნდა სამშობლოში და
აჯანყებას სათავეში ჩაუდგა.ქართველებმა შაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი დაამარცხეს.
1616 შაჰ აბასი კახეთის დასასჯელად გამოემართა. ის ჯერ თბილისში შევიდა და ქართლის მმართველად ბაგრატ
ხანი დანიშნა ( დაუთ ხანის შვილი), შემდეგ კი კახეთში გადავიდა . თეიმურაზი კვლავ იმერეთში გაიხიზნა.
კახელები დავით ჯანდიერის მეთაურობით მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს.
ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხდნენ ბარებს და ვენახებს.
1617 ირანელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს კახეთი.
შაჰ აბასის ლაშქრობების შედეგები
 100 000 ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში;
 200 000 ქართველი ირანში (ფერეიდანში, ხორასანსა და
მაზანდარში) გადაასახლეს;
 დაინგრა მრავალი ქალაქი და სოფელი;
 მოსახლეობისაგან დაიცალა ივრისა და ალაზნის ველები;
 თურქმანმა ტომებმა დაიწყეს ჩამოსახლება;
 ქართლში მმართველად შაჰის ნდობით აღჭურვილი პირები
იყვნენ-ჯერ ბაგრატ ხანი მოგვიანებით კი სიმონ ხანი.
შაჰის შურისძიება
ქართლ-კახეთის მორალურად
განადგურება გადაწყვიტა
ლუარსაბ II
შაჰ-აბასმა ლუარსაბ II-ს
გამაჰმადიანება მოსთხოვა,
უარის მიღების შემდეგ კი
ციხეში მოაშთობინა 1622 წელს.
ქართულმა ეკლესიამ მეფე
წმინდანად შერაცხა.
ქეთევან დედოფალი
გამაჰმადიანებაზე უარის თქმის
შემდეგ 1624 წლის 12 სექტემბერს
შირაზში ქეთევან დედოფალი
სასტიკად აწამეს.
ეკლესიამ წამებული დედოფალი
წმინდანად შერაცხა.
მარტყოფის ბრძოლა 1625 წლის 25 მარტი
1624 წლის ბოლოს შაჰმა საბოლოოდ გადაწყვიტა ქართლ-კახეთის მიწასთან გასწორება და ამისათვის
საგანგებო მზადება დაიწყო. ლაშქრობის ნამდვილი მიზანი რომ შეენიღბა, მან ქართლის მმართველს
სიმონ ხანს ცოლად მისცა თავისი შვილიშვილი. ახალშეუღლებულნი უნდა წასულიყვნენ ტფილისში და
თან უნდა გაეყოლებინათ სპარსული მხედრობა - ვითარცა მაყრიონი. შაჰი კვლავ არ ენდო სააკაძეს და
მთავარსარდლად ისევ ყარჩიხა-ხანი (გათათრებული სომეხი) დანიშნა. მეტიც, მან ირანში მძევლად
დაიტოვა სააკაძის შვილი პაატა და სააკაძის სიმამრის ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე (შაჰი ალბათ
ფიქრობდა, რომ რაკი სააკაძემ გაიმეტა ლუარსაბ მეფე, თავისი მბრძანებელი, შეიძლება იგივე
გაეკეთებინა შაჰისთვისაც).
1625 წლის მარტში ტფილისში ნეფე-პატარძალი და ურიცხვი „ლაშქარ-მაყრიონი“ მოვიდა. ქორწილის
დამთავრების შემდეგ მარჩიხა-ხანმა ჯარი ჯერ აღაიანის ველზე დააბანაკა, მერე კი მარტყოფის ველზე
განალაგა. კახეთში ბრძანება გააგზავნა, რომ კახთა ლაშქარი დაუყოენებლივ გამოცხადებულიყო. როცა
კახელები მოვიდოდნენ, ისინი ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ, მერე კი ქართლის აოხრებას
შესდგომოდნენ, სააკაძემ იცოდა, რომ ცბიერი შაჰი მას არ ენდობოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო განუმტკიცა
მის მიერ ლოჭინის ხეობაში შაჰის მალემსრბოლის შეპყრობამ, რომელსაც შაჰის წერილი მოჰქონდა
ყარჩიხა-ხანთან. შაჰ-აბასი თავის ერთგულ სარდალს ავალებდა, რომ ამოეწყვიტა კახელები, ქართველები
კი აეყარა და ირანში გაესახლებინა, სააკაძე მოეკლა და ირანში მისი თავი გაეგზავნა. სააკაძემ სასწრაფოდ
შეკრიბა ქართლის თავადები, სასულიერო პირნი და შაჰის მალემსრბოლისთვის წართმეული წერილი
წაუკითხა ყარჩიხა-ხანის იდუმალ. ყველა მიხვდა კარს მომდგარ საფრთხეს, გიორგიმ დაიყოლია ზურაბ
არაგვის ერისთავიც და ყარჩიხა-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ აჯანყება გადაწყვიტეს.
აჯანყების დღედ დათქვეს 1625 წლის 25 მარტი, ხარება
დღე.
ამ დღეს ქართველებმა გიორგი სააკაძის ჭკვიანური საომარი
ტაქტიკისა და გამბედაობის, აგრეთვე ქართველ
მოლაშქრეთა თავდადების წყალობით თითქმის მთლიანად
ამოწყეიტეს შაჰის 30 ათასიანი არმია. თავად სააკაძემ
საკუთარი ხელით განგმირა ყარჩიხა-ხანი და იუსუფ-ხანი,
ხოლო მისმა მხლებლებმა დანარჩენი ირანელი სარდლები.
მარტყოფის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
ქართლ-კახეთის და მთლიანად საქართველოსათვის. ამ
გამარჯვებამ მათ თავიდან ააცილა გათათრების და აყრა-
გადასახლების საფრთხე და საკუთარი ძალა არწმუნებინა.
მალე ქართველებმა მთელი ქართლ-კახეთი გაწმინდეს
ირანელებისაგან სააკაძის მეთაურობით. სააკაძემ გონიოში
შეფარებულ კახთა მეფეს თეიმურაზს წერილი გაუგზავნა და
ქართლ-კახეთის ტახტზე მეფედ მოიწვია.
სააკაძეზე და ზურაბ ერისთავზე განრისხებულმა შაჰ-აბასმა
თავი მოჰკვეთა სააკაძის უმცროს ვაჟს პაატას, რომელიც
ტარიგად შეეწირა თავის სამშობლოს.
ერთაწმინდას ეკლესია სადაც
დაკრძალეს პაატას თავი
მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისი
თეიმურაზი და გიორგი სააკაძე
სააკაძის საბრძოლო გეგმა:
ქართველებს მტერი ვიწრობში
უნდა შეეტყუებინათ და იქ
გაენადგურებინათ.გაშლილ ველზე
მტერს რიცხობრივი უპირატესობის
გამოყენება შეეძლებოდა.
მოწინააღმდეგეები მოითხოვდნენ
დაუყოვნებლივ ბრძოლის ველზე
გასვლას და ირანელებთან შებმას.
ისა-ხან ყორჩიბაში
ლაშქრობის მიზანი: კახელების
სრული ამოწყვეტა,
ქართლელების აყრა და
ირანში გადასახლება.
1 ივლისს, დილით, თეიმურაზ I-ის მეთაურობით ქართველები შეტევაზე
გადავიდნენ. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველიც კი დატოვა.
ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს
დასცილდა. მეორე ნაწილი ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა
დამთავრებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა
ახალი ძალა მოვიდა და ბრძოლა განახლდა. ბრძოლისას მოკლეს
თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა მეფე მოკლესო.
ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ქართველები დამარცხდნენ.
შედეგი:
 10 000 ქართველი დაიღუპა. მათ შორის
იყვნენ: დავით ჯანდიერი, რუსთველი და
ხარჭაშნელი ეპისკოპოსები, ცხრა ძმა
ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი
ჩოლოყაშვილი და სხვ.
 დაიღუპა 14 000 ყიზილბაში.
ბაზალეთის ბრძოლა
,,ძმათამკვლელი ომი“
1626წ
გიორგი სააკაძე
დახმარება სთხოვა იმერეთის
მეფე გიორგის და სამაგიეროდ
მისი შვილის ალექსანდრეს
ქართლ-კახეთში გამეფება
შესთავაზა.
თეიმურაზ I
მიიმხრო სააკაძის ძველი
მოკავშირე, მისი ცოლის ძმა
ზურაბ არაგვის ერისთავი.
შედეგი:
გიორგი სააკაძე დამარცხდა და თავის მხლებლებთან ერთად
ოსმალეთში გადაიხვეწა. მალევე დაწინაურდა სულთნის
სამსახურშიც, თუმცა 1629 წელს გიორგის, მის ვაჟს ავთანდილს
და 40 ქართველს ღალატი დააბრალეს და დიდი ვეზირის
ბრძანებით თავი მოკვეთეს.

შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

  • 1.
  • 2.
    შაჰ აბას I ირანისშაჰი 1587-1629 წლებში რეფორმები:  განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება;  შექმნა კარგად გაწვრთილი და არტილერიით აღჭურვილი არმია, რომლის ელიტურ ნაწილს წარმოადგენდა ,,ყულის ჯარი’’. მასში ძირითადად, ბავშვობაში გატაცებული და მონათა ბაზარზე გაყიდული კავკასიელები მსახურობდნენ.  შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ენტონი და რობერტ შერლებმა.  დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა.  და სხვ.
  • 3.
    ბრძოლა პოზიციების აღსადგენად 1603 წელსირანის შაჰმა აბას I-მა განაახლა დაპირისპირება ოსმალეთთან კავკასიაში პოზიციების აღსადგენად. შაჰის დასახმარებლად ქართლის მეფე გიორგი X დაუყოვნებლივ გამოცხადდა ერევნის ციხესთან, ყოყმანის შემდეგ მათ კახეთის მეფე ალექსანდრეც შეუერთდათ. ქარლისა და კახეთის ჯარებმა აქტიური მონაწილოება მიიღეს ერევნის ალყაში. შედეგად კი
  • 4.
    აბას I-მა ქართლის მეფე გიორგიX-ს წაართვა დებედას ხეობა და ლორეს მხარე. დებედას ხეობაში ,,ბორჩალუს“ ტომი ჩაასახლა. კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს წაართვა კაკ- ენისელი ორივე მეფეს აჩუქა სოფლები ირანში და ჯამაგირიც დაუნიშნა
  • 5.
    ძეგამის ტრაგედია 1605წლის 12 მარტი. კახეთის მეფე ალექსანდრე II რუსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მას სურდა ქრისტიანულ სახელმწიფოსთან დაემყარებინა პოლიტიკური კავშირი და გაერღვია მუსლიმანური რკალი. რუსეთმა ალექსანდრე მფარველობაში მიიღო. 1587 წელს ალექსანდრესა და რუსეთის ცარ თეოდორეს შორის გაფორმდა ,,წყალობის სიგელი“ და მის ტიტულატურას ,,საქართველოს მეფის’’ ტიტულიც მიემატა, თუმცა რუსეთი იმ მომენტისათვის კავკასიაში შემოსასვლელად მზად არ აღმოჩნდა. ძაგამის ტრაგედია 1605 წელს ირანელებმა ურმიის ტბასთან დაამარცხეს ოსმალები და აღმოსავლეთ საქართველო კვლავ ირანის გავლენის სფეროდ იქცა. ირანისათვის მიუღებელი იყო ალექსანდრეს პრორუსული ორიენტაცია. ურმიის ბრძოლის შემდეგ შაჰმა ალექსანდრეს მისივე გამაჰმადიანებული ვაჟი კონსტანტინე მირზა გააყოლა ჯარით და შირვანიდან ოსმალთა განდევნა დაავალა. კონსტანტინეს დავალებული ჰქონდა მოეკლა მამა თუ ის ირანისადმი სათანადო ერთგულებას არ გამოიჩენდა. ტრაგედია ძეგამში დატრიალდა, როცა ალექსანდრეს რუსი ელჩები უნდა მიეღო. კონსტანტინემ და მისმა მხლებლებმა მოკლეს უფლისწული გიორგი და ალექსანდრე მეორე. წყალობის სიგელი
  • 6.
    თეიმურაზ I ძეგამის ტრაგედიისშემდეგ კონსტანტინემ თავი მეფედ გამოაცხადა. რადგანაც აჯანყებისათვის შესაფერისი დრო არ იყო მამის და ძმის მკვლელს კახელებმა ერთგულებად მოაჩვენეს თავი.კონსტანტინემ ყიზილბაშთა და კახელების გაერთიანებული ლაშქრით შირვანი დალაშქრა, და ალყა შემოარტყა ქ. შემახიას, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო. კახელებმა სიტუაციით ისარგებლეს და ღამით კონსტანტინეს კარავში შეიჭრნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოასწრო და დახმარება შაჰს სთხოვა. აბას I ოსმალეთთან ბრძოლისათვის ემზადებოდა და კახეთისათვის არ ეცალა. კონსტანტინემ ჯარი დაიქირავა და კახეთისკენ გაემართა. ალექსანდრეს რძალმა, დავითის ქვრივმა, ქეთევან დედოფალმა დახმარება ქართლის მეფე გიორგი X-ს სთხოვა. გიორგიმ ჯარი გაუგზავნა. მათ მოახერხეს მტრის დამარცხება, კონსტანტინე ბრძოლისას დაიღუპა. კახელებმა მეფედ მოითხოვეს ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზი. შაჰს ქართველებთან საბრძოლველად ჯერ არ ეცალა, ამიტომაც დათანხმდა თეიმურაზის მეფედ კურთხევას. 1606 წელს თეიმურაზი ქრისტიანული წესით კახეთის მეფედ აკურთხეს. იმავე წელს გარდაიცვალა გიორგი X და ქართლის მეფე გახდა ლუარსაბ II. თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელი მოგზაურის, დონ კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატებიდან.
  • 7.
    ტაშისკარის ბრძოლა 1609წელი 1609 წელს ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ. ქართლის მეფე ლუარსაბ II ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ ცნობილი სარდლები გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი. მათთვის ოსმალთა მოულოდნელი შემოტევა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ოსმალებმა ციხის ადგილმდებარეობა არ იცოდნენ და მეგზურობა კველთელ მღვდელს თევდორეს დაავალეს, ამ უკანასკნელმა მტერი მცდარი გზით წაიყვანა, რაც სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. ამასობაში ქართველებმა მტრის ადგილსამყოფელი შეიტყვეს. გიორგი სააკაძის მეთაურობით ახლო მდებარე სოფლებიდან სახელდახელოდ შეკრებილმა ლაშქარმა ოსმალები ტაშისკართან დაამარცხა.
  • 8.
    გიორგი სააკაძე სამოღვაწეო ასპარეზზეგამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606წწ. გიორგი X- ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე. წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ- ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც; სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. მან ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო; 1619 წლიდან მცირეწლოვანი სიმონ II-ის მეთვალყურე და ვექილი და ამდენად ქართლის ფაქტობრივი გამგებელი, საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი იყო.
  • 9.
    ირან-ოსმალეთის 1612 წლისზავი გამეორდა ამასიის ზავის პირობები, მხოლოდ ერთი შესწორებით- ოსმალეთის ხელში გადადიოდა მთლიანად სამცხე-საათაბაგო.
  • 10.
    შაჰ აბასის ლაშქრობები 1614-1617წლებში 4 ლაშქრობა მოაწყო თარიღი შედეგი 1614 წ 1613 წელს აბას I საქართველოსკენ გამოემართა. თეიმურაზს ელჩები გაუგზავნა და მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზი იძულებული გახდა ქეთევან დედოფალი და შვილები ( ლევანი და ალექსანდრე) შაჰთან გაგზავნა. შაჰმა თეიმურაზიც თავისთან დაიბარა. მეფე შაჰს არ ეახლა, რის გამოც აბას I-მა მძევლები ირანში გაგზავნა თავად კი 1614 წელს კახეთში შეიჭრა. თეიმურაზმა თავი ჯერ ქართლს მოგვიანებით კი იმერეთს შეაფარა. იმერეთში გადავიდა ქართლის მეფე ლუარსაბ II. შაჰმა ლუარსაბს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა. მეფე ენდო საკუთარ გამზრდელს და შაჰთან გამოცხადდა. აბას I თითქმის 50 დღე აოხრებდა ქართლ-კახეთს. ირანში დაბრუნებულმა ქართლის მეფეც თან გაიყოლა. 1615 კახეთი დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყდა, გახიზნული თეიმურაზი დაბრუნდა სამშობლოში და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა.ქართველებმა შაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი დაამარცხეს. 1616 შაჰ აბასი კახეთის დასასჯელად გამოემართა. ის ჯერ თბილისში შევიდა და ქართლის მმართველად ბაგრატ ხანი დანიშნა ( დაუთ ხანის შვილი), შემდეგ კი კახეთში გადავიდა . თეიმურაზი კვლავ იმერეთში გაიხიზნა. კახელები დავით ჯანდიერის მეთაურობით მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხდნენ ბარებს და ვენახებს. 1617 ირანელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს კახეთი.
  • 11.
    შაჰ აბასის ლაშქრობებისშედეგები  100 000 ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში;  200 000 ქართველი ირანში (ფერეიდანში, ხორასანსა და მაზანდარში) გადაასახლეს;  დაინგრა მრავალი ქალაქი და სოფელი;  მოსახლეობისაგან დაიცალა ივრისა და ალაზნის ველები;  თურქმანმა ტომებმა დაიწყეს ჩამოსახლება;  ქართლში მმართველად შაჰის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ-ჯერ ბაგრატ ხანი მოგვიანებით კი სიმონ ხანი.
  • 12.
    შაჰის შურისძიება ქართლ-კახეთის მორალურად განადგურებაგადაწყვიტა ლუარსაბ II შაჰ-აბასმა ლუარსაბ II-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ციხეში მოაშთობინა 1622 წელს. ქართულმა ეკლესიამ მეფე წმინდანად შერაცხა. ქეთევან დედოფალი გამაჰმადიანებაზე უარის თქმის შემდეგ 1624 წლის 12 სექტემბერს შირაზში ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს. ეკლესიამ წამებული დედოფალი წმინდანად შერაცხა.
  • 13.
    მარტყოფის ბრძოლა 1625წლის 25 მარტი 1624 წლის ბოლოს შაჰმა საბოლოოდ გადაწყვიტა ქართლ-კახეთის მიწასთან გასწორება და ამისათვის საგანგებო მზადება დაიწყო. ლაშქრობის ნამდვილი მიზანი რომ შეენიღბა, მან ქართლის მმართველს სიმონ ხანს ცოლად მისცა თავისი შვილიშვილი. ახალშეუღლებულნი უნდა წასულიყვნენ ტფილისში და თან უნდა გაეყოლებინათ სპარსული მხედრობა - ვითარცა მაყრიონი. შაჰი კვლავ არ ენდო სააკაძეს და მთავარსარდლად ისევ ყარჩიხა-ხანი (გათათრებული სომეხი) დანიშნა. მეტიც, მან ირანში მძევლად დაიტოვა სააკაძის შვილი პაატა და სააკაძის სიმამრის ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე (შაჰი ალბათ ფიქრობდა, რომ რაკი სააკაძემ გაიმეტა ლუარსაბ მეფე, თავისი მბრძანებელი, შეიძლება იგივე გაეკეთებინა შაჰისთვისაც). 1625 წლის მარტში ტფილისში ნეფე-პატარძალი და ურიცხვი „ლაშქარ-მაყრიონი“ მოვიდა. ქორწილის დამთავრების შემდეგ მარჩიხა-ხანმა ჯარი ჯერ აღაიანის ველზე დააბანაკა, მერე კი მარტყოფის ველზე განალაგა. კახეთში ბრძანება გააგზავნა, რომ კახთა ლაშქარი დაუყოენებლივ გამოცხადებულიყო. როცა კახელები მოვიდოდნენ, ისინი ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ, მერე კი ქართლის აოხრებას შესდგომოდნენ, სააკაძემ იცოდა, რომ ცბიერი შაჰი მას არ ენდობოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო განუმტკიცა მის მიერ ლოჭინის ხეობაში შაჰის მალემსრბოლის შეპყრობამ, რომელსაც შაჰის წერილი მოჰქონდა ყარჩიხა-ხანთან. შაჰ-აბასი თავის ერთგულ სარდალს ავალებდა, რომ ამოეწყვიტა კახელები, ქართველები კი აეყარა და ირანში გაესახლებინა, სააკაძე მოეკლა და ირანში მისი თავი გაეგზავნა. სააკაძემ სასწრაფოდ შეკრიბა ქართლის თავადები, სასულიერო პირნი და შაჰის მალემსრბოლისთვის წართმეული წერილი წაუკითხა ყარჩიხა-ხანის იდუმალ. ყველა მიხვდა კარს მომდგარ საფრთხეს, გიორგიმ დაიყოლია ზურაბ არაგვის ერისთავიც და ყარჩიხა-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ აჯანყება გადაწყვიტეს.
  • 14.
    აჯანყების დღედ დათქვეს1625 წლის 25 მარტი, ხარება დღე. ამ დღეს ქართველებმა გიორგი სააკაძის ჭკვიანური საომარი ტაქტიკისა და გამბედაობის, აგრეთვე ქართველ მოლაშქრეთა თავდადების წყალობით თითქმის მთლიანად ამოწყეიტეს შაჰის 30 ათასიანი არმია. თავად სააკაძემ საკუთარი ხელით განგმირა ყარჩიხა-ხანი და იუსუფ-ხანი, ხოლო მისმა მხლებლებმა დანარჩენი ირანელი სარდლები. მარტყოფის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის და მთლიანად საქართველოსათვის. ამ გამარჯვებამ მათ თავიდან ააცილა გათათრების და აყრა- გადასახლების საფრთხე და საკუთარი ძალა არწმუნებინა. მალე ქართველებმა მთელი ქართლ-კახეთი გაწმინდეს ირანელებისაგან სააკაძის მეთაურობით. სააკაძემ გონიოში შეფარებულ კახთა მეფეს თეიმურაზს წერილი გაუგზავნა და ქართლ-კახეთის ტახტზე მეფედ მოიწვია. სააკაძეზე და ზურაბ ერისთავზე განრისხებულმა შაჰ-აბასმა თავი მოჰკვეთა სააკაძის უმცროს ვაჟს პაატას, რომელიც ტარიგად შეეწირა თავის სამშობლოს. ერთაწმინდას ეკლესია სადაც დაკრძალეს პაატას თავი
  • 15.
    მარაბდის ბრძოლა 1625წლის 1 ივლისი თეიმურაზი და გიორგი სააკაძე სააკაძის საბრძოლო გეგმა: ქართველებს მტერი ვიწრობში უნდა შეეტყუებინათ და იქ გაენადგურებინათ.გაშლილ ველზე მტერს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეეძლებოდა. მოწინააღმდეგეები მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ ბრძოლის ველზე გასვლას და ირანელებთან შებმას. ისა-ხან ყორჩიბაში ლაშქრობის მიზანი: კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების აყრა და ირანში გადასახლება.
  • 16.
    1 ივლისს, დილით,თეიმურაზ I-ის მეთაურობით ქართველები შეტევაზე გადავიდნენ. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველიც კი დატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს დასცილდა. მეორე ნაწილი ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა დამთავრებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა მოვიდა და ბრძოლა განახლდა. ბრძოლისას მოკლეს თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა მეფე მოკლესო. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ქართველები დამარცხდნენ. შედეგი:  10 000 ქართველი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ: დავით ჯანდიერი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვ.  დაიღუპა 14 000 ყიზილბაში.
  • 17.
    ბაზალეთის ბრძოლა ,,ძმათამკვლელი ომი“ 1626წ გიორგისააკაძე დახმარება სთხოვა იმერეთის მეფე გიორგის და სამაგიეროდ მისი შვილის ალექსანდრეს ქართლ-კახეთში გამეფება შესთავაზა. თეიმურაზ I მიიმხრო სააკაძის ძველი მოკავშირე, მისი ცოლის ძმა ზურაბ არაგვის ერისთავი. შედეგი: გიორგი სააკაძე დამარცხდა და თავის მხლებლებთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. მალევე დაწინაურდა სულთნის სამსახურშიც, თუმცა 1629 წელს გიორგის, მის ვაჟს ავთანდილს და 40 ქართველს ღალატი დააბრალეს და დიდი ვეზირის ბრძანებით თავი მოკვეთეს.