ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა

15,775 views

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
• Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
15,775
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
33
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა

1. 1. ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა მცხეთაში ცხოვრობდა ერთი ჭაბუკი სახელად ფარნავაზი.ფარნავაზი იყო მცხეთის მამასახლისის სამარა ძმისწული. მამა და მისი ძმა გმირულად დაიღუპნენ ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლაში.ხოლო სამი წლის ფარნავაზი დედამ წაიყვანა კავკასიის მთებში გაზარდა. ფარნავაზი უშიშარი , მკლავმაგარი,კარგი მონადირე და ცხენოსანი . ვაჟკაცი იყო.

2. 2. აზოსთან თავს ნუ გამოიჩენ, სიკეთით,მეშინია არ მოგკლას.“ერთხელ კიდეც სთხოვა დედამ ფარნავაზს : „შვილო ჩემო დატოვე საქართველო და ასპანს (ირანი) წადი ჩემს მამულში ჩემს ძმებთან.“თუმცა ფარნავაზი დედას არ ეთანხმებოდა და წასვლას ყოველთვის თავს არიდებდა. იმ ღამეს ფარნავაზმა სიზმარი ნახა:“სადღაც უკაცურ სახლში იმყოფებოდა,უნდოდა გარეთ გამოსულიყო ,მაგრამ ვერ გამოდიოდა.მაშინ შეიჭრა სარკმლიდან მზის შუქი,შემოერტყა წელზე და სარკმელით გარეთ გამოიყვანა. ხოლო გარეთ გამოსული ფარნავაზს უცნაური სანახაობა წარმოუდგა თვალწინ: მზე ძალიან ძირს ჩამოშვებულიყო, ფარნავაზი მისწვდა მას ხელით,მოხოცა ცვარი და თვითონ წაიცხო პირსახეზე. გაირვიძა ფარნავაზმა და გაიკვირვა სიზმარი, მაგრამ, თქვა: ეს ალბათ იმას ნიშნავს,რომ მე წავალ ასპანს და იქ რამე სიკეთე მელისო.“ მეორე დღეს ფარნავაზი წავიდა დიღმის ველზე სანადიროდ,იქ ირემებს შეეჩეხა ,გამოეკიდა მთ,სდია,თბილისის სანაპირომდე.დაეწია ერთს,სტყორცნა ისარი და დაკოდილი ირემი იქვე კლდის ძირას დაეცა.მივიდა ფარნავაზი იქ,ჩამოჯდა,რადგანსაღამო იყო იქ ღამის გათევა გადაწყვიტა.ამ დროს წამოვიდა კოკისპირული წვიმა, ფარნავაზმა იქვე კლდეში, ქვაბიშეამჩნია,რომელსაც კარი ამოქოლილი ჰქონდა.ღონივრად ჰკრა თავისი ჩუგლუგი (ცულის მაგვარი იარაღი)კარს, შეანგრია და შიგ შევიდა შიგ.მან ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის აურაცხელი განზი იპოვა. გაუკვირდა ,მაგრამ გაახსენდა სიზმარი ამოქოლა კარი,სასწრაფოდ დაბრუნდა სახლსი და ეს ამბავი დედას და ორ დას უამბო. იმ საღამოს მათ წაიღეს ჭურჭელი,წამოიყვანეს სახედრები და განძის ზიდვა დაიწყეს, განძს მხოლოდ ღამით ეზიდებოდნენ, დღისით კი ისვენებდნენ. ასე დაუღალავად იმუშავეს ხუთი ღამე,განძი სულ გამოზიდეს და საიმედო ადგილზე გადამალეს.ამის შემდეგ ფარნავაზმა გაგზავნა თავის მონა ქუჯისთან, ეგრისის გამგებელთან და მას სამხედრო კავშირი შესთავაზაქუჯიმ სიხარულით მიიღო ფარნავაზის წინადადება.ამის შემდეგ ფარნავაზმა წაიღო განძი და დედასთან დებთან ერთად ესტუმრა ქუჯის,რომელმაც სიხარულით მიიღო და განუცხადა :“ შემ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლება ჩემი“. მართლაც ქუჯი და ფარნავაზი ურყევი მეგობრობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს,განძით ლაშქარი გაამრავლეს.

3. 3. შემდეგ დაუკავშირდნენ ოსებს,ლეკებს და აზოს წინააღმდეგ სამხედრო დახმარება სთხოვეს,რომლებიც სიხარულით დათანხმდნენ,ქართველთა წინადადებას,რადგან არ უნდოდათ აზოსთვის ხარკის მიცემა.ფარნავაზისა და ქუჯის წინამძღოლობით დაიძრა ლაშქარი აზოს წინააღმდეგ. სამკვდრო-სასიცოცხო ბრძოლა გაიმართრთა,აზოს ქართველები აუჯანყდნენ,აზო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.თავი დაანება ქართლს და მხოლოდ კლარჯეთში მოახერხა ფეხის მოკიდება. ამის შემდეგ ფარნავაზი ადვილად შევიდა მცხეთაშიდაიკავა აზოს ოთხივე ციხე-სიმაგრე დაიმავე წელს ქართველებმა ქართლიც დაიკავეს, გარდა კლარჯეთისა.ამასობაში აზოს ბერძენთა მაშველი ლაშქარი მოუვიდა და ბრძოლამ უფრო მძაფრი სახე მიიღო გადამწყვეტი ბრძოლა არტაანის ნაქალაქევთან მოხდა,რომელსაც ქაჯთა ქალაქი ანუ ჰური ეწოდებოდა. მართალია,ბრძოლაში ორივე მხრიდან ურიცხვი კაცი გაწყდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართველებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის ველზე დარცა აზოც, მისი ლაშქრის დარჩენილ;მა ნაწილმაც გაქცევით უშველა თავს. გამარჯვებული ქართველები ფარნავაზის მეთაურობით მტერს დაედევნენ. შეიჭრნენ საბერძნეთის საზღვრებში, აიღეს და ააოხრეს მისი ქალაქები „ანძიანძორა და ეკლეცი“ და უკან მობრუნდნენ.ასე გააძევეს ქართველებმა თავისი ქვეყნიდა ნ ბერძენი დამპყრობლები და თავისუფლება მოიპოვეს.

4. 4. ამის შემდეგ ფარნავაზმა მეფის წოდება მიიღო და ამით ქართლი სამეფოდ აქცია. მან თავისი ერთი და ოვსთა მეფეს მიათხოვა და ამით ოსებთან მეგობრობაუფრო განამტკიცა. ხოლო მეორე და ცოლად ქუჯის მიათხოვა,მასვე ჩააბარა ეგრისის ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა ეგრისის წყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე და იგი ეგრისის ერისთავად დაამტკიცა. ქუჯიმ თავის საერისთაოში ციხი-სიმაგრე, ციხე-გოჯი,ანუ ქუჯის ციხე ააშენა. ზოგიერთი მკვლევერის აზრით ციხე-გოჯი, ახლანდელი ნოქალალქევია, სხვებს ასეთად ჭაქვინჯი მიაჩნიათ,ორივე სამეგრელოშია და ორივეგან დარჩენილია ძველი ციხე-სიმაგრის გრანდიოზული ნანგრევები.

5. 5. ამის შემდეგ ფარნავაზმა სამეფო მოწყობას მიყო ხელი, ამ მიზნით მას რვა ერისთავი და ერთი სპასპეტი დაუნიშნავს და თვითოეულს ქვეყნის რომელიმე ნაწილი ჩააბარა საგამგებლოდ.
მაგ.არგვეთის ერისთავი განაგებდა ტერიტორიას ლიხის მთიდან რიონამდე,მას ემორჩილებოდა რიონის ზემო წელიც კერძოდ რაჭა-ლეჩხუმიც. მეორე გაგზავნა კახეთს რომელსაც ემორჩილებოდა ქვეყანა არაგვიდან ჰერეთამდე.იქ მდებარეობს კახეთი და კუხეთი.მესამ ე გაგზავნა ბუდრუჯის ერისთავად და მისცა ქვეყანა ბუდრუჯის მდინარიდან თბილისამდე და გაჩიანამდე-გარდაბანი,მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა ყვეყაქნა სკრეთის მდინარიდან ტაშირისა და აბოცის მთაებამდე.მეხუთე გაგზავნა წუნდის ერიათავად და მისცა ქვეყანა ფარავნის ტბიდან მტკვრის სათავემდე. მას ემორჩილებოდა ჯავახეთი, კოლა და არტაანი. მეექვსე გაგზავნა ოძრიხის (ოძროხე- ახლანდელი აბასთუმნის მიდამოებშია) ერისთავად. მეშვიდე გაგზავნას კლარჯეთის ერისთავად,მისცა მას ქვეყანა არსიანის მთიდან-აღვამდე. მერვე,როგორც აღინიშნა, იყო ქუჯი,ერისთავი ეგრისისა. ხოლო ერთი განაწესა სპასპეტად და მისცა თბილისიდან და არაგვიდან ტაშისკარამდე(შიდა ქართლი).სპასპეტი ერისთავების უფროსი,გამგებელი იყო. მეფის შემდეგ სპასპეტი იყო პირველი პირი სამეფოში. ერისთავების ხელქვეითებად,გადასახადების ამკრეფებად ადგილ-ადგილ სპასალარები ასისთავები განაწესა.ხოლო,ის ქართველები,რომლებიც აზოს აუჯანყდნენ დაანაწილა თავის სამეფოში და სხვადასხვა ადგილი უბოძა აზნაურობასთან ერთად.
ფარნავაზმა აღადგინა მაკედონელის მიერ დანგრეული მრავალი ციხე. შემოავლო ზღუდე ქართლის დედაქალაქ მცხეთას. მცხეთასი სწორედ იმ მთაზე,რომელსაც ქართლი ეწოდებოდა აღუმართავს რმაზის კერპი და მისი თაყვანისცემა

6. 6. ფარნავაზმა თავის სამეფპოში ქართული ენაზე იმდენად გაბატონებული მდგომარეობა მოუპოვებია,რომ სხვა ენაზე აღარავინ ლაპარაკობდა ,მხოლოდ ქართული ისმოდა სამეფოში. ფარნავაზმა ისტორიკოს ლეონტი მროველის გადმოცემით შექმნა ქართული დამწერლობაც (ანი-ბანი).ლეონტი მროველის თქმით ამგვარად ფარნავაზს უმეფია სიბრძნით,სიქველით სიმხნითა და სიმდიდრით. ქვეშემდრომები ხმამაღლა წარმოთქვამდნენ სამადლობელს ფარნავას მიმართ. ფარნავაზი მეფობდა 75 წლის განმავლობაში. დაკრძალულია არმაზის მთაზემ.მან დატოვა მემკვიდრედ ვაჟი-საურმაგი.