SlideShare a Scribd company logo
1 of 2
Download to read offline
ოქროს საწმისი
ეს იყო ძალიან ძველად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. შავი ზღვის
სანაპიროზე ყვაოდა უმდიდრესი ქართული სამეფო კოლხა, ანუ როგორც
სხვაგვარად უწოდებდნენ – ეგრისი. მისი დედაქალაქი იყო კუტაია,
დღევანდელი ქუთაისი. იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, კოლხაში
მეფობდა აიეტი.
მეფე აიეტი ზღაპრული სიმდიდრის სასახლეში ცხოვრობდა: უამრავი
შადრევანი იყო უზარმაზარ დარბაზებში, ზოგიდან ცხელი და ცივი წყლები
გადმოსჩქეფდა, ზოგიდან კი რძე და კეთილსურნელოვანი ზეთი. მაგრამ
ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მეფე აიეტს გააჩნდა, იყო ოქროს მატყლის
მქონე ვერძის ტყავი, ანუ ოქროს საწმისი, რომელზეც ეწერა, თუ როგორი
წესით უნდა მოეპოვებინათ ოქრო მდინარეთა ქვიშაში.
ოქროს საწმისის შესახებ იცოდნენ ბერძნებმა და მისი ხელში ჩაგდება
სურდათ. ერთ დღეს მათი გემი, სახელად „არგო“, კოლხეთის ნაპირებს
მოადგა. ბერძენ ზღვაოსნებს, ანუ არგონავტებს, მეთაურობდა ბერძენი
უფლისწული იაზონი. ისინი მეფე აიეტს ეახლნენ და თხოვეს, დაეთმო
მათთვის ოქროს საწმისი. თავიდან მეფე განარისხა ამ კადნიერმა თხოვნამ,
მაგრამ შემდეგ დათანხმდა იმ პირობით, თუ იაზონი შეარულებდა
ყველაფერს, რასაც მეფე აიეტი თავად ადვილად ასრულებდა, თუკი
მოინდომებდა.
პირველი, რაც იაზონს უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ აიეტის
სპილენძისჩლიქებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და
მიწა მოეხნა. შემდეგ იქვე მთვლემარე ურჩხული გაეღვიძებინა და მოეკლა,
მისთვის კბილები დაეძრო და დაეთესა. ბოლოს კი იმ კბოლებიდან ამოსულ
გოლიათებს შებრძოლებოდა და დაეხოცა. იაზონი საგონებელში ჩავარდა,
არ იცოდა, რა ეღონა. სწორედ ამ დროს მას მოულოდნელად დამხმარე
გამოუჩნდა: ეს გახლდათ აიეტის უმშვენიერესი ასული მედეა, რომელსაც
ბერძენი უფლისწული ძლიერ შეყვარებოდა. მედეამ უამრავი გრძნეულება
იცოდა, იცნობდა ბალახების სამკურნალო თვისებებსაც და მათგან უებარ
წამლებს ამზადებდა. სწორედ მან მისცა იაზონს ისეთი წამალი, რომლის
მიღების შემდეგაც იაზონს აღარც ცეცლის სწვავდა და აღარც ხმალი ჭრიდა.
ასე, რომ ბერძენმა უფლისწულმა ყველა დავალებას იოლად გაართვა თავი.
მაგრამ აიეტი მიხვდა, ვისი გრძნეულებითაც შესძლო იაზონმა მისი
დავალებების შესრულება და ოქროს საწმისის დათმობაზე უარი განაცხადა.
მაშინ ბერძნებმა ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც ოქროს საწმისის
მცხველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური
და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს
მედეაც, რომელსაც სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.

More Related Content

More from Irina Zaqareishvili

ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიIrina Zaqareishvili
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიIrina Zaqareishvili
 
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიგოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიIrina Zaqareishvili
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10Irina Zaqareishvili
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასიIrina Zaqareishvili
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველებიIrina Zaqareishvili
 

More from Irina Zaqareishvili (12)

ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერი
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიგოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი
 
Shinauri cxovelebi
Shinauri cxovelebiShinauri cxovelebi
Shinauri cxovelebi
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავები
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავები
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასი
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველები
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 

ოქროს საწმისი

  • 1. ოქროს საწმისი ეს იყო ძალიან ძველად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. შავი ზღვის სანაპიროზე ყვაოდა უმდიდრესი ქართული სამეფო კოლხა, ანუ როგორც სხვაგვარად უწოდებდნენ – ეგრისი. მისი დედაქალაქი იყო კუტაია, დღევანდელი ქუთაისი. იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, კოლხაში მეფობდა აიეტი. მეფე აიეტი ზღაპრული სიმდიდრის სასახლეში ცხოვრობდა: უამრავი შადრევანი იყო უზარმაზარ დარბაზებში, ზოგიდან ცხელი და ცივი წყლები გადმოსჩქეფდა, ზოგიდან კი რძე და კეთილსურნელოვანი ზეთი. მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მეფე აიეტს გააჩნდა, იყო ოქროს მატყლის მქონე ვერძის ტყავი, ანუ ოქროს საწმისი, რომელზეც ეწერა, თუ როგორი წესით უნდა მოეპოვებინათ ოქრო მდინარეთა ქვიშაში. ოქროს საწმისის შესახებ იცოდნენ ბერძნებმა და მისი ხელში ჩაგდება სურდათ. ერთ დღეს მათი გემი, სახელად „არგო“, კოლხეთის ნაპირებს მოადგა. ბერძენ ზღვაოსნებს, ანუ არგონავტებს, მეთაურობდა ბერძენი უფლისწული იაზონი. ისინი მეფე აიეტს ეახლნენ და თხოვეს, დაეთმო მათთვის ოქროს საწმისი. თავიდან მეფე განარისხა ამ კადნიერმა თხოვნამ, მაგრამ შემდეგ დათანხმდა იმ პირობით, თუ იაზონი შეარულებდა ყველაფერს, რასაც მეფე აიეტი თავად ადვილად ასრულებდა, თუკი მოინდომებდა. პირველი, რაც იაზონს უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ აიეტის სპილენძისჩლიქებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და მიწა მოეხნა. შემდეგ იქვე მთვლემარე ურჩხული გაეღვიძებინა და მოეკლა, მისთვის კბილები დაეძრო და დაეთესა. ბოლოს კი იმ კბოლებიდან ამოსულ გოლიათებს შებრძოლებოდა და დაეხოცა. იაზონი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, რა ეღონა. სწორედ ამ დროს მას მოულოდნელად დამხმარე გამოუჩნდა: ეს გახლდათ აიეტის უმშვენიერესი ასული მედეა, რომელსაც ბერძენი უფლისწული ძლიერ შეყვარებოდა. მედეამ უამრავი გრძნეულება იცოდა, იცნობდა ბალახების სამკურნალო თვისებებსაც და მათგან უებარ წამლებს ამზადებდა. სწორედ მან მისცა იაზონს ისეთი წამალი, რომლის მიღების შემდეგაც იაზონს აღარც ცეცლის სწვავდა და აღარც ხმალი ჭრიდა. ასე, რომ ბერძენმა უფლისწულმა ყველა დავალებას იოლად გაართვა თავი. მაგრამ აიეტი მიხვდა, ვისი გრძნეულებითაც შესძლო იაზონმა მისი დავალებების შესრულება და ოქროს საწმისის დათმობაზე უარი განაცხადა. მაშინ ბერძნებმა ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც ოქროს საწმისის მცხველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური
  • 2. და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს მედეაც, რომელსაც სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.