SlideShare a Scribd company logo
1 of 9
Download to read offline
აბესალომ და ეთერი
იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. დიდხანს ელოდნენ შვილის ყოლას, მაგრამ ისე
ჩამობერდნენ, რომ შვილი არ ეღირსათ. ბოლოს, იმედი რომ გადაიწყვიტეს, ცოლმა
დაუჟინა ქმარს, წადი მკითხავთან, აკითხვინე, გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი,
იქნებ რამე წამალიც გასწავლოს და ბედმა ჩვენსკენაც გადმოიხედოსო.
წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და დაარიგა:
- წაიღე ეს ვაშლები და ცოლს მიუტანე, როცა მოშივდება, ორი ვაშლი შეაჭამე, მერე,
რომ მოსწყურდება, ერთიც მაშინ შეაჭამე და შვილი გაგიჩნდებათო.
გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მერე მოსწყურდა და ის
მესამეც ზედ მიაყოლა.
შეჭამა თუ არა კაცმა ვაშლები, იმავე წამს კანჭში ქალი ჩაესახა. კაცს შერცხვა, მოიჭრა
კანჭი და გადააგდო. სუნზე ერთი ფრთათეთრი ორბი მოფრინდა, ჩასჭიდა კლანჭები
კაცის კანჭს და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის წვერზე.
მალე კანჭიდან გაჩნდა ქალი. ორბმა ეთერი დაარქვა და შეუდგა გაზრდას, ყოველდღე
გაფრინდებოდა ბუდიდან, დაივლიდა მთელ ქვეყანას და სადაც კი კარგ და გემრიელ
საჭმელს იპოვიდა, მოუტანდა. ქალი დღითიდღე იზრდებოდა და ლამაზდებოდა,
რომ გაიზარდა, ისეთი ლამაზი და ტურფა შესახედი დადგა, რომ იმაზე უკეთესი
ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა.
იმ ქვეყნის ხელმწიფეს, სადაც ეთერი იზრდებოდა, ერთი საქორწინო ბიჭი ჰყავდა,
სახელად აბესალომი. აბესალომს ნადირობა უყვარდა და ტყეში ხშირად დადიოდა.
ერთხელ სწორედ იმ ხესთან გაიარა, დაინახა ეთერი და ჩაუვარდა გულში იმისი
სიყვარული. ამის შემდეგ ნადირობა აღარც მოჰგონებია. ყოველ ცისმარე დღეს იმ ხის
ძირას ატარებდა და ეთერს შორით ესიყვარულებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა
და დაუძახა:
ჩამოდი, ეთერო, ძირსა,
მანდ რას უზიხარ ხესაო,
ჩამოდი, ცოლად გამომყევ,
მანდ ნუ იღერებ ყელსაო.
ამაზე ეთერმა უპასუხა:
შენ მდიდარი, მდიდრის შვილი,
დედა-მამით ხარ ქებული,
მე ობოლი, ობლის შვილი,
ობლობით ვარ დაჩაგრული,
კაცის კანჭში ჩასახული,
შარის პირას დაგდებული,
ორბის კლანჭით აღებული,
ხის კენწერზე დადებული,
შენ შენი ჰქმნა და წახვიდე,
გამიშვა წყალწაღებული.
აბესალომმა ღვთის ფიცი მისცა, არ გიღალატებო:
ზევიდან ღმერთი ცეცხლსა ჰყრის,
ქვეშ აბესალომ უდგება,
ეთერო შენსა ღალატსა,
ღვთის მეტი ვინ შეუდგება.
ომში ხმალამოღებულსა,
აბჯარიმც ჩამომიწყდება,
წყალი, უწყლოსა ალაგსა,
ზღვა იყოს, ამომიშრება,
შვიდი წლის გზასა მავალსა
საგზალიმც დამიმიწდება,
თოფი მტრისაკენ დახრილი,
გულშიამც დამიბრუნდება.
დაიჯერა ეთერმა აბესალომის ფიცი და დათანხმდა. აბესალომმა, რაკი ხელთ იმჟამად
არაფერი ჰქონდა, სანიშნოდ ერთი შავტარიანი დანა აჩუქა, შემოისვა ცხენზე და
წაიყვანა შინ.
აბესალომს ერთი ყმა ჰყავდა, სახელად მურმანი. აბესალომმა მურმანი წინ გაგზავნა
და თავის დასთან, მარეხთან დააბარა:
- ცოლი მომყავს, ოქროსთმიანი ეთერი და საქორწილო ტანისამოსი მოგვიმზადეთო.
დაუმზადა მარეხმა საჩქაროდ საქორწილო ტანისამოსი, მოიყვანა აბესალომმა ეთერი
და ჩააცვეს. მდიდრულმა ჩაცმამ ისე დაამშვენა, რომ რაც იყო, ორი იმდენი სილამაზე
შემატა. დაწერა აბესალომმა წიგნები და ქორწილში თავის სახელმწიფოდან კომლზე
კაცი დაიბარა, მისაც წიგნები მურმანს და გაგზავნა მოპატიჟედ.
მურმანს დანახვისთანავე შეუყვარდა ეთერი, მიდიოდა ახლა გზაზე გულმოკლული
და სულ იმის ფიქრში იყო, ნეტა ისეთი ვინმე გამოჩნდებოდეს, რომ ეთერი აბესალომს
შეაძულოს და მე ჩამიგდოს ხელშიო. შემოხვდა ამ დროს წინ ეშმაკი და ჰკითხა:
- საით მიდიხარ, მურმანო, ან აგრე ძლიერ რას დაღოდებულხარო? - მურმანმა თავისი
გასაჭირი გაანდო. მაშინ ეშმაკმა უთხრა:
- მაგას რა ნარტვრა უნდა, თუ შენს სულს მე მომცემ, ისეთ წამალს გასწავლი, რომ
აბესალომმა ეთერი თავისი ხელით გადმოგილოცოსო.
- ოღონდ ეთერი ჩემი გახდეს და სულს კი არა, რჯულსაც მოგყიდიო, - უთხრა
მურმანმა.
ეშმაკმა ხელწერილი მოსთხოვა:
- ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ პირს ვეღარ გადახვიდე და წამალს მერე
გასწავლიო.
დაუწერა მურმანმა ხელწერილი და მისცა. ეშმაკმა უთხრა:
- ჯვარს რომ დაიწერენ და ეკლესიიდან გამოვლენ, ეთერს ერთი მუჭა ფეტვი
ხელუკუღმა შეაყარე, მკბენარი დაეხვევა იმდენი, რომ სულ რომ აცალონ, მაინც ვერ
გააცლიან, სანამ შენს ხელში არ ჩავარდება. აბესალომს შესძულდება ეთერი და შენ
გადმოგილოცავსო.
დაბრუნდა შინ სულგაყიდული მურმანი და გაჰყვა ეთერსა და აბესალომს ეკლესიაში.
ჯვარი რომ დაიწერეს და ეკლესიიდან გამოდიოდნენ, მურმანმა პატარძალს ერთი
მუჭა ფეტვი გადააყარა ხელუკუღმა. დაეხვია მკბენარი ეთერს, აცლიან, მაგრამ უფრო
მეტი ეხვევა. შეწუხდა აბესალომი ძალიან, მაგრამ საშველი რომ ვერაფერი ნახა,
გამოიყვანა ეთერი ხალხში და საჯაროდ დაიძახა:
ორშაბათ შეყრილ მიჯნურნი
სამშაბათს გავიყარენით,
ვისაც რომ შეყრა გეწყინათ,
გავყრილვართ, გაიხარენით,
ვის გინდათ ქალი ეთერი,
მე სანადიროდ წავალო.
აუსრულდა სულგაყიდულ მურმანს გულისწადილი, დაიჩოქა აბესალომის წინ და
შეღაღადა:
უბოძე შენსა მურმანსა,
შენი ერთგული ყმა ვარო.
მიუყვანა აბესალომმა ეთერი და თავისი ხელით ჩააბარა მურმანს. მოკიდა თუ არა
მურმანმა ხელი, ეთერს მკბენარი იმავ წამს მოშორდა, წამოიყვანა და დაისვა ცოლად.
აბესალომს, განშორების შემდეგ, უფრო ცეცხლად მოედო ეთერის სურვილი, ერთხელ
მურმანს შეხვდა, მოითმინა და ჰკითხა:
მურმან, მურმან, შენსა მზესა,
ეთერ-ქალი რარიგია?
მურმანმა უპასუხა:
რას კითხულობ, ცათა სწორო,
ცოლის ქება აუგია,
შენც გინახავს ბროლის ციხე,
წვერი ცამდის აუღია.
შიგა ზის ქალი ეთერი,
ყელი მოუღერებია,
წელი წვრილი, ბეჭი ფართე,
თეძოს თავი დაბალია,
შუბლი ბრტყელი, წარბი წვრილი,
საფეთქელი მწყაზარია,
ცხვირი სტვირი, კბილი მძივი,
ბაგე ხახვის ფურცელია,
ცხრა მული გვერდსა უსხედან,
ყველა პირის ფარეშია.
დედამთილი ზურგთან უზის,
გიშრის თმების დამწვნელია,
ცხრა მაზლი კარებზე დგანან;
დალესილი ალმასია,
მამამთილი ერდოზე წევს
გველეშაპის მომკლავია.
ამის გამგონე აბესალომს უფრო გაუცხოველდა ეთერის სიყვარული და ავად გახდა.
მოინდომა მურმანის მოშორება და ეთერის ისევ ხელში ჩაგდება, დაიბარა მურმანი და
უბრძანა:
- წადი, უკვდავების წყალი მომიტანე, იქნება კარგად გავხდეო. - დაღონდა მურმანი,
მაგრამ ბატონს უარს ხომ ვერ ეტყოდა, გამოსთხოვა ცხრა დღის ვადა აბესალომს და
ეთერთან გამოსამშვიდობებლად წავიდა. მივიდა და უთხრა ეთერს:
ამაღამაც ჩამიტოლე,
ქალო, მკერდსა ბროლიანსა,
ხვალე ალგეთში მგზავნიან,
პირსა ალგეთის მთისასა,
იქ თავში ქვასა დამცემენ,
მონატეხსა ლოდისასა.
ვაჰმე, თავსა გამიტეხენ,
უზარელსა ლომისასა.
ნუ შეიხვევ ავსა კაცსა,
ნუცა ავის გვარისასა,
წავა, სწორში დაიკვეხებს,
ხვევნას ვიყავ მთვარისასა.
ეთერმა უპასუხა:
გავიხდი დიბა-ატლასსა,
ჩავიცვამ ბამბის კაბასა,
ავიღებ კოკას კუტალსა,
მოვიტან წყალსა მდინარსა,
არც შევალ შენის ძმისასა,
არც - შენის მეზობლისასა,
თუ შევალ, ისე გამოვალ,
როგორც და თავის ძმისასა.
დაწვა იმ ღამეს მურმანი ეთერთან და განშორების მოლოდინით გულდაკოდილმა
თავისთვის ნაღვლიანად წაიმღერა:
ამაღამდელო ღამეო,
ნუმც გათენდები მალეო,
ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა,
ვეღარ ვიხილავ ხვალეო.
მეორე დღეს ადგა მურმანი, გაემზადა წასასვლელად და დასა და დედას შეეხვეწა:
- გაუფრთხილდით ეთერს, მასთან ნიავსა და მზის სხივსაც კი ნუ მიუშვებთო. - და
წავიდა.
აბესალომს თანდათან მოერია ავადმყოფობა. ბოლოს იმდენად შეაჭირვა, რომ
სიკვდილის პირას მიიყვანა. აღარ იყო საშველი და აღარც წამალი რამეს რგებდა. ადგა
აბესალომის და - მარეხ-ვარსკვლავი, გამოვიდა კარში და ხალხს შეევედრა:
- ძმა მიკვდება, ხალხნო, უშველეთ რამე, უწამლეთ, გადამირჩინეთო.
ხალხმა უთხრა:
- მაგას ეთერის სურვილი კლავს და წამალი არაფერს უშველის, შეუტანე მტრედის
ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო და ტახტზე დაულაგე,
იქნებ ენიშნოს და ცოტა გულზე უფონოსო.
შეიტანა მარეხმა მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო
და ტახტზე დაუწყო. მობრუნდა აბესალომი, აიღო მტრედის ფრთა ხელში და თქვა:
- მტრედის ფრთავ, თეთრი ხარ, მაგრამ ეთერისთანა კი ვერა ხარო.
აიღო ახლა გამტკიცული პური და თქვა:
- პურო, გამტკიცული ხარ, მაგრამ ეთერის სახისთანა კი ვერა ხარო.
მესამედ წითელი ღვინო აიღო, გახედა სინათლეზე და თქვა:
- წითელო ღვინოვ, ლალისფერი ხარ, მაგრამ ეთერის ღაწვებისთანა კი ვერა ხარო.
ბოლოს აიღო ყორნის ბოლო და თქვა:
- შავი ხარ, შავი, ყორნის ბოლოვ, მაგრამ ეთერის თვალწარბისთანა მაინც ვერა ხარო.
მერე ისევ დას მიუბრუნდა და უთხრა:
ადე, მარეხო-ვარსკვლავო,
ეთერსა კარსა უარე,
თუ გკითხოს ჩემი ამბავი,
დაჯექ და წვრილად უამბე.
მარეხი იმავ წამს ადგა და წავიდა ეთერის სანახავად, მაგრამ ეთერი შინ არ დაუხვდა,
აბესალომის ავადმყოფობა რომ გაეგო, მულებსა და დედამთილს გამოჰპარვოდა,
შესულოყო აბესალომის ბაღში, ერთ ვარდის ბუჩქთან ჩამომჯდარიყო და
ჩასძინებოდა. იპოვა მარეხმა ეთერი და დაუძახა:
მე ბანი-ბანად გეძებდი,
შენ ბაღი-ბაღჩად გეძინა,
ოქროს საკინძი გაგეხსნა,
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა,
ეგ შენი შავი დალალი
ირგვლივ ჩრდილივით ეფინა.
გააღვიძა მარეხმა და უთხრა:
ეთერო, შემოვიარე,
იმ შენი ციხის არესა,
გადმოვიხედე, ავტირდი,
ლოგინი გიგავ მთვარესა!
ეს გაზაფხულიც მოვიდა,
მარტი, აპრილი, მაისი,
ადე, ეთერო, გამომყევ,
შენ მომირჩინე ძმა ისი.
ავიღებ ბარსა, ნიჩაფსა,
დავხვეტავ გზასა, ხვინჭასა,
ფარჩა-აბრეშუმს დაგიფენ,
ფეხი არ დასცე ქვიშასა,
ისეთ სასახლეს აგიგებ
ბროლ-მარმარილოს ქვისასა,
შიგ და შიგ ფიცარს ჩავუყრი
აბანოურის ხისასა.
სახლის წინ ვარდებს მოვიყვან,
სურნელსა ყვავილისასა,
ზედ დიბა-ატლასს გადავფენ,
საჩრდილობელსა მზისასა,
ქვეშ ორხაულებს გაგიშლი,
ნაქსოვსა კრაველისასა.
ზედ ბილურს ჩამოგიკიდებ,
სასმელსა ვარდის წყლისასა.
წავიდა მარეხი, მიუტანა ეთერს ძვირფასი ტანსაცმელი, მიუყვანა ცხენი და უთხრა:
აჰა, ეთერ, ტყავ-ტოლომა
აფხაზურად შეკერილი,
აჰა, ეთერ, თავსაბური
მოთვალმარგალიტებული,
აჰა, ეთერ, ბედაური
არაბეთით მოყვანილი.
ეთერი ნაწყენი იყო აბესალომზე, რატომ დამთმო და მურმანს მიმცაო, და წასვლაზე
მაშინვე არ დასთანხმდა, ასე უთხრა:
არცა მინდა ტყავ-ტოლომა
აფხაზურად შეკერილი,
არცა მინდა თავსაბური
მოთვალმარგალიტებული,
არცა მინდა ბედაური
არაბეთით მოყვანილი...
გაზაფხულისა პირზედა
მინდორში მოვა სოსანი,
ამიღო და ყმასა მიმცა...
უღირსი გვირგვინოსანი!
მაგრამ მარეხის მუდარამ მაინც გული მოულბო ეთერს და გაჰყვა, - თუ ჩემი
მოსვლით მორჩება, როგორ არ წამოვალო.
მივიდნენ აბესალომის სახლში, აბესალომი უკვე სულს ებრძოდა, მაგრამ ეთერმა
ბანზე რომ შედგა ფეხი, ერთი წამით ისევ სიცოცხლე დაუბრუნდა; იცნო ეთერის
ფეხის ხმა და სულთმობრძავმა წამოიძახა:
ეთერი ბანზე შემოდგა, ბანი და კარი შეინძრა,
ბანიდან ჩამოიხედა, სულში ნათელი ჩამიდგა.
წამწამსა და წამწამს შუა ბაღი გაგიშენებია,
ეთერის მობრძანებისთვის მადლი მომიხსენებია!
მაგრამ ტყუილად გარჯილა, ვარ საიქიოს მავალი,
უბრძანებია უფალსა გზა ვიწრო, მარტო სავალი.
შევიდა მარეხი აბესალომთან და უთხრა:
ძმაო, მოვიდა ეთერი, თვალებში თუ გაქვს ნათელი!
აბესალომმა უპასუხა:
ეთერს აქ მობრძანებისთვის ცხენი უბოძეთ საღარი!
მარეხმა უთხრა:
ცხენი რად უნდა ეთერსა, არსად წამსვლელი არ არი.
ამ დროს შევიდა ეთერიც კარებში. აბესალომმა ეთერის ნახვას ვეღარ გაუძლო,
გადაბრუნდა კედლისაკენ და სული დალია. ეთერი მივარდა, გადაეხვია და ატირდა:
აბესალომის დანაო, უბეს მიდევხარ განაო,
ამოგიღებ და დაგიცემ, მარცხენა ძუძუსთანაო;
პირი ჩემკენ, ტარი შენსკენ, მეც დაგაკვდები თანაო.
ერთადამც დავიხოცებით, ერთადამც დაგვმარხიანო,
გზის პირად დაგვაღირებენ, გზის თავმსაც დაგვმარხიანო.
თავს ვარდი ამოსულიყოს, დილის ნიავი შლიდესო,
შიგა ბუდობდეს ბულბული, ბუდობდეს, ბარტყებს ზრდიდესო,
ფეხთითა წყარომც გამოვა, შიგ ოქროსთასი იდგესო.
ყველა მუშა და მაშვრალი დალევდეს, დაგვნატრიდესო,
ყველა ამვლელი, ჩამვლელი შენდობას შეგვითვლიდესო:
რა კარგნი რამ დახოცილან, ისევამც ადგებიანო,
თუ წეს არ იყოს ადგომა,
სულითამც ცხონდებიანო.
მართლაც დამარხეს გვერდი-გვერდ აბესალომი და ეთერი, ერთი ჯვარი დაადგეს და
ზედ დააწერეს:
აბესალომ და ეთერი,
ღმერთმა შეყარა ერთფერი!
მოვიდა მეცხე დღეს მურმანი, მისცა სული ეშმაკს, გაითხარა საფლავი აბესალომსა და
ეთერს შუა და ჩაწვა. აბესალომისა და ეთერის საფლავებზე ვარდი და ია ამოვიდა,
მურმანის საფლავზე კი ეკალი. გადაიხრებიან ვარდი და ია ერთმანეთისაკენ, მაგრამ
ეკალი გაეჩხირებათ შუაში და

More Related Content

What's hot

ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
თემა
თემათემა
თემაkhato
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''Manana Svanadze
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიnino abuladze
 
მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიrusudan lomidze
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიmisstamo
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანიirma
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევLika Zakashvili
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 

What's hot (20)

"კაი ყმა" განხილვა
"კაი ყმა"  განხილვა"კაი ყმა"  განხილვა
"კაი ყმა" განხილვა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
თემა
თემათემა
თემა
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლი''
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესები
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 

Viewers also liked

პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაციაპროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაციაTamar Kerelashvili
 
4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testitamardvali
 
ზენაართ სამყოფში
ზენაართ სამყოფშიზენაართ სამყოფში
ზენაართ სამყოფშიmujirirusudan
 
ხევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩახევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩაekaxachidze
 
ეთერის პრეზენტაცია
ეთერის პრეზენტაციაეთერის პრეზენტაცია
ეთერის პრეზენტაციაeterturmanauli
 
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)arabashvili nana
 
საყვარელი მცენარეები
საყვარელი მცენარეებისაყვარელი მცენარეები
საყვარელი მცენარეებიarabashvili nana
 
თაფლის წვეთი
თაფლის  წვეთითაფლის  წვეთი
თაფლის წვეთიkzurabashvili
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
დროის ფასი
დროის ფასიდროის ფასი
დროის ფასიkzurabashvili
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკაNatia Khachiuri
 
Samplerightlgiht
SamplerightlgihtSamplerightlgiht
Samplerightlgihtadambcarney
 
WordPress Speed Optimisation
WordPress Speed OptimisationWordPress Speed Optimisation
WordPress Speed OptimisationPeter Bui
 

Viewers also liked (18)

პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაციაპროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტები
 
4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi
 
ზენაართ სამყოფში
ზენაართ სამყოფშიზენაართ სამყოფში
ზენაართ სამყოფში
 
ხევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩახევისბერი გოჩა
ხევისბერი გოჩა
 
ეთერის პრეზენტაცია
ეთერის პრეზენტაციაეთერის პრეზენტაცია
ეთერის პრეზენტაცია
 
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)
ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)
 
საყვარელი მცენარეები
საყვარელი მცენარეებისაყვარელი მცენარეები
საყვარელი მცენარეები
 
ზღაპარი
ზღაპარიზღაპარი
ზღაპარი
 
თაფლის წვეთი
თაფლის  წვეთითაფლის  წვეთი
თაფლის წვეთი
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
დროის ფასი
დროის ფასიდროის ფასი
დროის ფასი
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 
Samplerightlgiht
SamplerightlgihtSamplerightlgiht
Samplerightlgiht
 
Linguagem sql
Linguagem sqlLinguagem sql
Linguagem sql
 
WordPress Speed Optimisation
WordPress Speed OptimisationWordPress Speed Optimisation
WordPress Speed Optimisation
 
Heal from within
Heal from withinHeal from within
Heal from within
 
Nobel
NobelNobel
Nobel
 

More from Irina Zaqareishvili

ოქროს საწმისი
ოქროს საწმისიოქროს საწმისი
ოქროს საწმისიIrina Zaqareishvili
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიIrina Zaqareishvili
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაIrina Zaqareishvili
 
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიგოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიIrina Zaqareishvili
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10Irina Zaqareishvili
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასიIrina Zaqareishvili
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველებიIrina Zaqareishvili
 

More from Irina Zaqareishvili (13)

ოქროს საწმისი
ოქროს საწმისიოქროს საწმისი
ოქროს საწმისი
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნა
 
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელიგოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი
 
Shinauri cxovelebi
Shinauri cxovelebiShinauri cxovelebi
Shinauri cxovelebi
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავები
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავები
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასი
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველები
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 

აბესალომ და ეთერი

  • 1. აბესალომ და ეთერი იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. დიდხანს ელოდნენ შვილის ყოლას, მაგრამ ისე ჩამობერდნენ, რომ შვილი არ ეღირსათ. ბოლოს, იმედი რომ გადაიწყვიტეს, ცოლმა დაუჟინა ქმარს, წადი მკითხავთან, აკითხვინე, გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი, იქნებ რამე წამალიც გასწავლოს და ბედმა ჩვენსკენაც გადმოიხედოსო. წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და დაარიგა: - წაიღე ეს ვაშლები და ცოლს მიუტანე, როცა მოშივდება, ორი ვაშლი შეაჭამე, მერე, რომ მოსწყურდება, ერთიც მაშინ შეაჭამე და შვილი გაგიჩნდებათო. გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მერე მოსწყურდა და ის მესამეც ზედ მიაყოლა. შეჭამა თუ არა კაცმა ვაშლები, იმავე წამს კანჭში ქალი ჩაესახა. კაცს შერცხვა, მოიჭრა კანჭი და გადააგდო. სუნზე ერთი ფრთათეთრი ორბი მოფრინდა, ჩასჭიდა კლანჭები კაცის კანჭს და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის წვერზე. მალე კანჭიდან გაჩნდა ქალი. ორბმა ეთერი დაარქვა და შეუდგა გაზრდას, ყოველდღე გაფრინდებოდა ბუდიდან, დაივლიდა მთელ ქვეყანას და სადაც კი კარგ და გემრიელ საჭმელს იპოვიდა, მოუტანდა. ქალი დღითიდღე იზრდებოდა და ლამაზდებოდა, რომ გაიზარდა, ისეთი ლამაზი და ტურფა შესახედი დადგა, რომ იმაზე უკეთესი ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა. იმ ქვეყნის ხელმწიფეს, სადაც ეთერი იზრდებოდა, ერთი საქორწინო ბიჭი ჰყავდა, სახელად აბესალომი. აბესალომს ნადირობა უყვარდა და ტყეში ხშირად დადიოდა. ერთხელ სწორედ იმ ხესთან გაიარა, დაინახა ეთერი და ჩაუვარდა გულში იმისი სიყვარული. ამის შემდეგ ნადირობა აღარც მოჰგონებია. ყოველ ცისმარე დღეს იმ ხის ძირას ატარებდა და ეთერს შორით ესიყვარულებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და დაუძახა: ჩამოდი, ეთერო, ძირსა, მანდ რას უზიხარ ხესაო, ჩამოდი, ცოლად გამომყევ, მანდ ნუ იღერებ ყელსაო. ამაზე ეთერმა უპასუხა: შენ მდიდარი, მდიდრის შვილი, დედა-მამით ხარ ქებული,
  • 2. მე ობოლი, ობლის შვილი, ობლობით ვარ დაჩაგრული, კაცის კანჭში ჩასახული, შარის პირას დაგდებული, ორბის კლანჭით აღებული, ხის კენწერზე დადებული, შენ შენი ჰქმნა და წახვიდე, გამიშვა წყალწაღებული. აბესალომმა ღვთის ფიცი მისცა, არ გიღალატებო: ზევიდან ღმერთი ცეცხლსა ჰყრის, ქვეშ აბესალომ უდგება, ეთერო შენსა ღალატსა, ღვთის მეტი ვინ შეუდგება. ომში ხმალამოღებულსა, აბჯარიმც ჩამომიწყდება, წყალი, უწყლოსა ალაგსა, ზღვა იყოს, ამომიშრება, შვიდი წლის გზასა მავალსა საგზალიმც დამიმიწდება, თოფი მტრისაკენ დახრილი, გულშიამც დამიბრუნდება. დაიჯერა ეთერმა აბესალომის ფიცი და დათანხმდა. აბესალომმა, რაკი ხელთ იმჟამად არაფერი ჰქონდა, სანიშნოდ ერთი შავტარიანი დანა აჩუქა, შემოისვა ცხენზე და წაიყვანა შინ. აბესალომს ერთი ყმა ჰყავდა, სახელად მურმანი. აბესალომმა მურმანი წინ გაგზავნა და თავის დასთან, მარეხთან დააბარა: - ცოლი მომყავს, ოქროსთმიანი ეთერი და საქორწილო ტანისამოსი მოგვიმზადეთო. დაუმზადა მარეხმა საჩქაროდ საქორწილო ტანისამოსი, მოიყვანა აბესალომმა ეთერი და ჩააცვეს. მდიდრულმა ჩაცმამ ისე დაამშვენა, რომ რაც იყო, ორი იმდენი სილამაზე შემატა. დაწერა აბესალომმა წიგნები და ქორწილში თავის სახელმწიფოდან კომლზე კაცი დაიბარა, მისაც წიგნები მურმანს და გაგზავნა მოპატიჟედ. მურმანს დანახვისთანავე შეუყვარდა ეთერი, მიდიოდა ახლა გზაზე გულმოკლული და სულ იმის ფიქრში იყო, ნეტა ისეთი ვინმე გამოჩნდებოდეს, რომ ეთერი აბესალომს შეაძულოს და მე ჩამიგდოს ხელშიო. შემოხვდა ამ დროს წინ ეშმაკი და ჰკითხა:
  • 3. - საით მიდიხარ, მურმანო, ან აგრე ძლიერ რას დაღოდებულხარო? - მურმანმა თავისი გასაჭირი გაანდო. მაშინ ეშმაკმა უთხრა: - მაგას რა ნარტვრა უნდა, თუ შენს სულს მე მომცემ, ისეთ წამალს გასწავლი, რომ აბესალომმა ეთერი თავისი ხელით გადმოგილოცოსო. - ოღონდ ეთერი ჩემი გახდეს და სულს კი არა, რჯულსაც მოგყიდიო, - უთხრა მურმანმა. ეშმაკმა ხელწერილი მოსთხოვა: - ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ პირს ვეღარ გადახვიდე და წამალს მერე გასწავლიო. დაუწერა მურმანმა ხელწერილი და მისცა. ეშმაკმა უთხრა: - ჯვარს რომ დაიწერენ და ეკლესიიდან გამოვლენ, ეთერს ერთი მუჭა ფეტვი ხელუკუღმა შეაყარე, მკბენარი დაეხვევა იმდენი, რომ სულ რომ აცალონ, მაინც ვერ გააცლიან, სანამ შენს ხელში არ ჩავარდება. აბესალომს შესძულდება ეთერი და შენ გადმოგილოცავსო. დაბრუნდა შინ სულგაყიდული მურმანი და გაჰყვა ეთერსა და აბესალომს ეკლესიაში. ჯვარი რომ დაიწერეს და ეკლესიიდან გამოდიოდნენ, მურმანმა პატარძალს ერთი მუჭა ფეტვი გადააყარა ხელუკუღმა. დაეხვია მკბენარი ეთერს, აცლიან, მაგრამ უფრო მეტი ეხვევა. შეწუხდა აბესალომი ძალიან, მაგრამ საშველი რომ ვერაფერი ნახა, გამოიყვანა ეთერი ხალხში და საჯაროდ დაიძახა: ორშაბათ შეყრილ მიჯნურნი სამშაბათს გავიყარენით, ვისაც რომ შეყრა გეწყინათ, გავყრილვართ, გაიხარენით, ვის გინდათ ქალი ეთერი, მე სანადიროდ წავალო. აუსრულდა სულგაყიდულ მურმანს გულისწადილი, დაიჩოქა აბესალომის წინ და შეღაღადა: უბოძე შენსა მურმანსა, შენი ერთგული ყმა ვარო. მიუყვანა აბესალომმა ეთერი და თავისი ხელით ჩააბარა მურმანს. მოკიდა თუ არა მურმანმა ხელი, ეთერს მკბენარი იმავ წამს მოშორდა, წამოიყვანა და დაისვა ცოლად.
  • 4. აბესალომს, განშორების შემდეგ, უფრო ცეცხლად მოედო ეთერის სურვილი, ერთხელ მურმანს შეხვდა, მოითმინა და ჰკითხა: მურმან, მურმან, შენსა მზესა, ეთერ-ქალი რარიგია? მურმანმა უპასუხა: რას კითხულობ, ცათა სწორო, ცოლის ქება აუგია, შენც გინახავს ბროლის ციხე, წვერი ცამდის აუღია. შიგა ზის ქალი ეთერი, ყელი მოუღერებია, წელი წვრილი, ბეჭი ფართე, თეძოს თავი დაბალია, შუბლი ბრტყელი, წარბი წვრილი, საფეთქელი მწყაზარია, ცხვირი სტვირი, კბილი მძივი, ბაგე ხახვის ფურცელია, ცხრა მული გვერდსა უსხედან, ყველა პირის ფარეშია. დედამთილი ზურგთან უზის, გიშრის თმების დამწვნელია, ცხრა მაზლი კარებზე დგანან; დალესილი ალმასია, მამამთილი ერდოზე წევს გველეშაპის მომკლავია. ამის გამგონე აბესალომს უფრო გაუცხოველდა ეთერის სიყვარული და ავად გახდა. მოინდომა მურმანის მოშორება და ეთერის ისევ ხელში ჩაგდება, დაიბარა მურმანი და უბრძანა: - წადი, უკვდავების წყალი მომიტანე, იქნება კარგად გავხდეო. - დაღონდა მურმანი, მაგრამ ბატონს უარს ხომ ვერ ეტყოდა, გამოსთხოვა ცხრა დღის ვადა აბესალომს და ეთერთან გამოსამშვიდობებლად წავიდა. მივიდა და უთხრა ეთერს: ამაღამაც ჩამიტოლე, ქალო, მკერდსა ბროლიანსა, ხვალე ალგეთში მგზავნიან, პირსა ალგეთის მთისასა,
  • 5. იქ თავში ქვასა დამცემენ, მონატეხსა ლოდისასა. ვაჰმე, თავსა გამიტეხენ, უზარელსა ლომისასა. ნუ შეიხვევ ავსა კაცსა, ნუცა ავის გვარისასა, წავა, სწორში დაიკვეხებს, ხვევნას ვიყავ მთვარისასა. ეთერმა უპასუხა: გავიხდი დიბა-ატლასსა, ჩავიცვამ ბამბის კაბასა, ავიღებ კოკას კუტალსა, მოვიტან წყალსა მდინარსა, არც შევალ შენის ძმისასა, არც - შენის მეზობლისასა, თუ შევალ, ისე გამოვალ, როგორც და თავის ძმისასა. დაწვა იმ ღამეს მურმანი ეთერთან და განშორების მოლოდინით გულდაკოდილმა თავისთვის ნაღვლიანად წაიმღერა: ამაღამდელო ღამეო, ნუმც გათენდები მალეო, ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა, ვეღარ ვიხილავ ხვალეო. მეორე დღეს ადგა მურმანი, გაემზადა წასასვლელად და დასა და დედას შეეხვეწა: - გაუფრთხილდით ეთერს, მასთან ნიავსა და მზის სხივსაც კი ნუ მიუშვებთო. - და წავიდა. აბესალომს თანდათან მოერია ავადმყოფობა. ბოლოს იმდენად შეაჭირვა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა. აღარ იყო საშველი და აღარც წამალი რამეს რგებდა. ადგა აბესალომის და - მარეხ-ვარსკვლავი, გამოვიდა კარში და ხალხს შეევედრა: - ძმა მიკვდება, ხალხნო, უშველეთ რამე, უწამლეთ, გადამირჩინეთო. ხალხმა უთხრა:
  • 6. - მაგას ეთერის სურვილი კლავს და წამალი არაფერს უშველის, შეუტანე მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო და ტახტზე დაულაგე, იქნებ ენიშნოს და ცოტა გულზე უფონოსო. შეიტანა მარეხმა მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო და ტახტზე დაუწყო. მობრუნდა აბესალომი, აიღო მტრედის ფრთა ხელში და თქვა: - მტრედის ფრთავ, თეთრი ხარ, მაგრამ ეთერისთანა კი ვერა ხარო. აიღო ახლა გამტკიცული პური და თქვა: - პურო, გამტკიცული ხარ, მაგრამ ეთერის სახისთანა კი ვერა ხარო. მესამედ წითელი ღვინო აიღო, გახედა სინათლეზე და თქვა: - წითელო ღვინოვ, ლალისფერი ხარ, მაგრამ ეთერის ღაწვებისთანა კი ვერა ხარო. ბოლოს აიღო ყორნის ბოლო და თქვა: - შავი ხარ, შავი, ყორნის ბოლოვ, მაგრამ ეთერის თვალწარბისთანა მაინც ვერა ხარო. მერე ისევ დას მიუბრუნდა და უთხრა: ადე, მარეხო-ვარსკვლავო, ეთერსა კარსა უარე, თუ გკითხოს ჩემი ამბავი, დაჯექ და წვრილად უამბე. მარეხი იმავ წამს ადგა და წავიდა ეთერის სანახავად, მაგრამ ეთერი შინ არ დაუხვდა, აბესალომის ავადმყოფობა რომ გაეგო, მულებსა და დედამთილს გამოჰპარვოდა, შესულოყო აბესალომის ბაღში, ერთ ვარდის ბუჩქთან ჩამომჯდარიყო და ჩასძინებოდა. იპოვა მარეხმა ეთერი და დაუძახა: მე ბანი-ბანად გეძებდი, შენ ბაღი-ბაღჩად გეძინა, ოქროს საკინძი გაგეხსნა, ბროლის გულ-მკერდი გეჩინა, ეგ შენი შავი დალალი ირგვლივ ჩრდილივით ეფინა. გააღვიძა მარეხმა და უთხრა:
  • 7. ეთერო, შემოვიარე, იმ შენი ციხის არესა, გადმოვიხედე, ავტირდი, ლოგინი გიგავ მთვარესა! ეს გაზაფხულიც მოვიდა, მარტი, აპრილი, მაისი, ადე, ეთერო, გამომყევ, შენ მომირჩინე ძმა ისი. ავიღებ ბარსა, ნიჩაფსა, დავხვეტავ გზასა, ხვინჭასა, ფარჩა-აბრეშუმს დაგიფენ, ფეხი არ დასცე ქვიშასა, ისეთ სასახლეს აგიგებ ბროლ-მარმარილოს ქვისასა, შიგ და შიგ ფიცარს ჩავუყრი აბანოურის ხისასა. სახლის წინ ვარდებს მოვიყვან, სურნელსა ყვავილისასა, ზედ დიბა-ატლასს გადავფენ, საჩრდილობელსა მზისასა, ქვეშ ორხაულებს გაგიშლი, ნაქსოვსა კრაველისასა. ზედ ბილურს ჩამოგიკიდებ, სასმელსა ვარდის წყლისასა. წავიდა მარეხი, მიუტანა ეთერს ძვირფასი ტანსაცმელი, მიუყვანა ცხენი და უთხრა: აჰა, ეთერ, ტყავ-ტოლომა აფხაზურად შეკერილი, აჰა, ეთერ, თავსაბური მოთვალმარგალიტებული, აჰა, ეთერ, ბედაური არაბეთით მოყვანილი. ეთერი ნაწყენი იყო აბესალომზე, რატომ დამთმო და მურმანს მიმცაო, და წასვლაზე მაშინვე არ დასთანხმდა, ასე უთხრა: არცა მინდა ტყავ-ტოლომა აფხაზურად შეკერილი, არცა მინდა თავსაბური მოთვალმარგალიტებული,
  • 8. არცა მინდა ბედაური არაბეთით მოყვანილი... გაზაფხულისა პირზედა მინდორში მოვა სოსანი, ამიღო და ყმასა მიმცა... უღირსი გვირგვინოსანი! მაგრამ მარეხის მუდარამ მაინც გული მოულბო ეთერს და გაჰყვა, - თუ ჩემი მოსვლით მორჩება, როგორ არ წამოვალო. მივიდნენ აბესალომის სახლში, აბესალომი უკვე სულს ებრძოდა, მაგრამ ეთერმა ბანზე რომ შედგა ფეხი, ერთი წამით ისევ სიცოცხლე დაუბრუნდა; იცნო ეთერის ფეხის ხმა და სულთმობრძავმა წამოიძახა: ეთერი ბანზე შემოდგა, ბანი და კარი შეინძრა, ბანიდან ჩამოიხედა, სულში ნათელი ჩამიდგა. წამწამსა და წამწამს შუა ბაღი გაგიშენებია, ეთერის მობრძანებისთვის მადლი მომიხსენებია! მაგრამ ტყუილად გარჯილა, ვარ საიქიოს მავალი, უბრძანებია უფალსა გზა ვიწრო, მარტო სავალი. შევიდა მარეხი აბესალომთან და უთხრა: ძმაო, მოვიდა ეთერი, თვალებში თუ გაქვს ნათელი! აბესალომმა უპასუხა: ეთერს აქ მობრძანებისთვის ცხენი უბოძეთ საღარი! მარეხმა უთხრა: ცხენი რად უნდა ეთერსა, არსად წამსვლელი არ არი. ამ დროს შევიდა ეთერიც კარებში. აბესალომმა ეთერის ნახვას ვეღარ გაუძლო, გადაბრუნდა კედლისაკენ და სული დალია. ეთერი მივარდა, გადაეხვია და ატირდა: აბესალომის დანაო, უბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ და დაგიცემ, მარცხენა ძუძუსთანაო; პირი ჩემკენ, ტარი შენსკენ, მეც დაგაკვდები თანაო. ერთადამც დავიხოცებით, ერთადამც დაგვმარხიანო, გზის პირად დაგვაღირებენ, გზის თავმსაც დაგვმარხიანო. თავს ვარდი ამოსულიყოს, დილის ნიავი შლიდესო,
  • 9. შიგა ბუდობდეს ბულბული, ბუდობდეს, ბარტყებს ზრდიდესო, ფეხთითა წყარომც გამოვა, შიგ ოქროსთასი იდგესო. ყველა მუშა და მაშვრალი დალევდეს, დაგვნატრიდესო, ყველა ამვლელი, ჩამვლელი შენდობას შეგვითვლიდესო: რა კარგნი რამ დახოცილან, ისევამც ადგებიანო, თუ წეს არ იყოს ადგომა, სულითამც ცხონდებიანო. მართლაც დამარხეს გვერდი-გვერდ აბესალომი და ეთერი, ერთი ჯვარი დაადგეს და ზედ დააწერეს: აბესალომ და ეთერი, ღმერთმა შეყარა ერთფერი! მოვიდა მეცხე დღეს მურმანი, მისცა სული ეშმაკს, გაითხარა საფლავი აბესალომსა და ეთერს შუა და ჩაწვა. აბესალომისა და ეთერის საფლავებზე ვარდი და ია ამოვიდა, მურმანის საფლავზე კი ეკალი. გადაიხრებიან ვარდი და ია ერთმანეთისაკენ, მაგრამ ეკალი გაეჩხირებათ შუაში და