Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გოდერძი ჩოხელი

1,028 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გოდერძი ჩოხელი

  1. 1. გოდერძი ჩოხელიმგელიგამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვიმოდის.ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცსგული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.-სად? - ეკითხება ცოლი.- მგელთან.- გადაირიე კაცო?!- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობსგამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.გამიხარდას თოფი არ მიაქვს.ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლისსაკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
  2. 2. გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...მერე?გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათისახლის დერეფნიდან მგელი.- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.ქალი სახლში შევიდა.- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაურიდაუსხა, გამიხარდამ თქვა:- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმასადღაც შორიდან მგლის ყმუილი.ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდასიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

×