2. +7 +2
2 Mn + 5e Mn
-1 0
5 2Cl - 2e Cl2
სანამ ელექტრონული ბალანსით მიღებული კოეფიციენტებს შევიტანდეთ
რეაქციის სქემაში დავაკვირდეთ ორ ფაქტს:
ჟანგვა-აღდგენის პროცესში მონაწილე მანგანუმის ატომები
მთლიანად გარდაიქმნება .
ასეთ შემთხვევაში კოეფიციენტი 2 იწერება როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა
მხარეს.
2KMnO4 + HCl 2KCl + 2MnCl2 + H2O + Cl2
(KCl-ის წინ კოეფიციენტი 2 იწერება KMnO4-ის შესაბამისად)
ქლორის ატომების ერთი ნაწილი იცვლის დაჟანგულობის ხარისხს
, ხოლო მეორე ნაწილი კი არა
. ასეთ პირობებში კოეფიციენტი 5 ( ჟანგვა-აღდგენის ელექტრონული ბალანსის
შედეგად მიღებული) შეგვაქვს მხოლოდ მარჯვენა მხარეში, Cl2-ის წინ.
2KMnO4 + HCl 2KCl + 2MnCl2 + H2O + 5Cl2
შემდეგ დავთვალოთ ქლორის ატომების რიცხვი მარჯვენა მხარეში (2KCl +
2MnCl2 + 5Cl2 ანუ 2 +2 . 2+ 5 . 2 = 16) და მიღებული კოეფიციენტი შევიტანოთ
მარცხენა მხარეში:
2KMnO4 + 16HCl 2KCl + 2MnCl2 + H2O + 5Cl2
შემდეგ გავატოლოთ წყალბადის ატომების რაოდენობა:
16HCl 8H2O
16=2.8
2KMnO4 + 16HCl 2KCl + 2 MnCl2 +8H2O + 5Cl2
ამგვარად როდესაც ჟანგვა-აღდგენაში მონაწილე ატომების ერთი ნაწილი
განიცდის დაჟანგვას (ან აღდგენას), ხოლო იმავე ატომების ნაწილი დაჟანგულობის
ხარისხის ცვლილების გარეშე გადადის რეაქციის შედეგად მიღებულ
პროდუქტებში, მაშინ ამ შემთხვევაში ელექტრონული ბალანსის შედგენის შედეგად
მიღებული კოეფიციენტი გამოიყენება მხოლოდ მარჯვენა მხარისთვის, შემდეგ
უნდა დავითვალოთ შესაბამისი ატომების საერთო რაოდენობა მარჯვენა მხარეში
და მიღებული კოეფიციენტი შევიტანოთ მარცხენა მხარეში. ამის შემდეგ კი
ჩვეულებრივი წესით დავასრულოთ რექციის სქემის გატოლება.
განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი: სპილენძი რეაგირებს განზავებულ
აზოტმჟავასთან შემდეგი სქემის მიხედვით:
Cu + HNO3 Cu(NO3)2 + NO + H2O
3. გამოვთვალოთ მორეაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომების
დაჟანგულობის ხარისხები, მოვძებნოთ ის ატომები, რომლებიც იცვლიან
დაჟანგულობის ხარისხს და შევადგინოთ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის
ელექტრონული ბალანსი:
0 +1+5 -2 +2 +5 -2 +2-2 +1 -2
Cu + HNO3 Cu(NO3)2 + NO + H2O
0 +2
3 Cu - 2e Cu
+5 +2
2 N + 3e N
როგორც ვხედავთ აქ სპილენძის ყველა ატომი განიცდის დაჟანგვას, ხოლო
აზოტის ატომების ერთი ნაწილი აღდგება, მეორე ნაწილი კი დაჟანგულობის
ხარისხის შეუცვლელად გადადის მარჯვენა მხარეში. ამიტომ სპილენძის ატომების
შესაბამისი კოეფიციენტი (3) იწერება როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეში:
3Cu + HNO3 3Cu(NO 3)2 + NO + H2O
აზოტის შესაბამისი კოეფიციენტი (2) იწერება მხოლოდ მარჯვენა მხარეში.
3Cu + HNO3 3Cu(NO3)2 + 2NO + H2O
ამის შემდეგ დავთვალოთ აზოტის ატომების რაოდენობა რეაქციის სქემის
მარჯვენა მხარეში (3Cu(NO3)2 + 2NO აქედან 3.2+2=8) და მიღებული კოეფიციენტი
შევიტანოთ რეაქციის სქემის მარცხენა მხარეში:
3Cu + 8HNO3 3Cu(NO3)2 + 2NO + H2O
ამის შემდეგ გავატოლოთ წყალბადის ატომების რაოდენობა რეაქციის სქემის
მარცხენა და მარჯვენა მხარეში (8H 4H2O).
3Cu + 8HNO3 3Cu(NO3)2 + 2NO + 4H2O
შემდეგი მაგალითი:
+6 -2 +1 -1 +3 -1 +1 -2 0
CrO3 + HCl CrCl 3 + H2O + Cl2
+6 +3
2 Cr + 3e Cr
-1 0
3 2Cl - 2e Cl 2
შემოგვაქვს ქრომის შესაბამისი კოეფიციენტი (2) როგორც მარჯვენა ისე მარცხენა
მხარეში:
2CrO3 + HCl 2CrCl3 + H2O + Cl2
შემდეგ ქლორის შესაბამისი კოეფიციენტი შემოგვაქვს მხოლოდ მარჯვენა
მხარეში:
2CrO3 + HCl 2CrCl3 + H2O + 3Cl2
შემდეგ კი ვატოლებთ ქლორის ატომების რაოდენობას:
2CrO3 + 12HCl 2CrCl3 + H2O + 3Cl2
ბოლოს კი ვატოლებთ წყალბადისა და ჟანგბადის ატომების რაოდენობას:
2CrO3 + 12HCl 2CrCl3 + 6H2O + 3Cl2
რკინა რეაგირებს ცხელ კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან.
4. 0 +1 +6-2 +3 +6-2 +1 -2 +4-2
Fe + H2SO4 Fe2(SO4)3 + H2O + SO2
+6 +4
3 S +2e S
0 +3
2 Fe -3e Fe
ჯერ 2Fe + H2SO4 Fe2(SO4)3 + H2O + SO2
(ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ Fe2(SO4)3 შეიცავს ორ ატომ რკინას და ამის
გამო მიღებული კოეფიციენტის (2) შემოტანა მარილის ფორმულის წინ არ არის
საჭირო)
შემდეგ 2Fe + H2SO4 Fe2(SO4)3 + H2O + 3SO2
შემდეგ 2Fe + 6H2SO4 Fe2(SO4)3 + H2O + 3SO2
ბოლოს 2Fe + 6H2SO4 Fe2(SO4)3 + 6H2O + 3SO2
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად: 1.
მოლეკულათშორისი, 2. შიდამოლეკულური, 3. დისპროპორციონირების.
მოლეკულათშორისი ჟანგვა-აღდეგით რეაქციებში დაჟანგულობის ხარისხს
იცვლიან ატომები, რომლებიც სხვადასხვა მოლეკულების შემადგენლობაში შედიან.
მაგ:
0 0 +5 -2
4P + 5O2 2P2O 5
+2 +5 +3 +2
FeO + 4HNO3 Fe(NO3 )3 + 2H2 O + NO
შიდამოლეკულურ ჟანგვა-აღდეგით რეაქციებში დაჟანგულობის ხარისხს
იცვლიან ერთი მოლეკულის შემადგენელი ატომები. მაგ:
+5-2 -1 0
2KClO3 2KCl + 3O2
+2 -2 0 0
2HgO 2Hg + O2
დისპროპორციონირების რეაქციებში როგორც დაჟანგვას ისე აღდგენას
განიცდიან ერთ და იგივე ატომები. მაგ:
0 -1 +1
2KOH + Cl 2 KCl + KClO
+4 +5 +3
2KOH + 2NO 2 KNO 3 + KNO2 + H2 O
საშინაო დავალება:
შეადგინეთ ელექტრონული ბალანსი და გაატოლეთ რეაქციის სქემები:
1. K2Cr2O7 + HBr KBr + CrBr3 + H2O + Br2
2. Cu+ HNO3 Cu(NO3)2 + H2O + NO2
3. Zn + H2SO4 ZnSO4 + H2O + SO2
5. 4. Zn + H2SO4 ZnSO4 + H2O + S
5. Zn + H2SO4 ZnSO4 + H2O + H2S
6. Mg + HNO3 Mg(NO3)2 + H2O + N2
7. Ag + HNO3 AgNO3 + H2O + NO
8. SnO2 + HI SnI2 + H2O + I2
9. Cu(NO3)2 + KI CuI + KNO3 + I2
თემა N 6. ძირითადი დებულებები.
1. დაჟანგულობის ხარისხი (ჟანგვითი რიცხვი) არის ის პირობითი მუხტი,
რომელიც ექნებოდათ ატომებს ნივთიერებებში, თუ ჩავთვლით, რომ ატომებს
შორის განხორციელებული ყოველი პოლარული ბმა იონურია.
2. რეაქციებს, რომლებიც მორეაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომების
დაჟანგულობის ხარისხების ცვლილებით მიმდინარეობს, ჟანგვა-აღდგენის
რეაქციები ეწოდება.
3. ელექტრონების გაცემის პროცესი დაჟანგვაა, მიერთების _აღდგენა.
4. ატომებს, რომლებიც განიცდიან დაჟანგვას აღმდგენელები ეწოდებათ, ხოლო
ატომებს, რომლებიც განიცდიან აღდგენას, მჟანგავები ეწოდებათ.
5. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების გასატოლებლად შედგენილ ელექტრონულ
ბალანსში უნდა გათანაბრდეს დაჟანგვაში და აღდგენაში მონაწილე
ელექტრონების რაოდენობა.
6. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად:
მოლეკულათშორისი, შიდამოლეკულური და დისპროპორციონირების
რეაქციები.