გაკვეთილი № 39

4,586 views

Published on

http://qimia.blogspot.com
კურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
4,586
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
2,548
Actions
Shares
0
Downloads
32
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 39

  1. 1. გაკვეთილი N 39საშინაო დავალების შემოწმება:1. K2Cr2O7 +14 HBr  2KBr +2 CrBr3 + 7H2O + 3Br22. Cu+ 4HNO3  Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO23. Zn + 2H2SO4  ZnSO4 + 2H2O + SO24. 3Zn +4 H2SO4  3ZnSO4 + 4H2O + S5. 4Zn + 5H2SO4  4ZnSO4 + 4H2O + H2S6. 5Mg + 12HNO3  5Mg(NO3)2 + 6H2O + N27. 3Ag + 4HNO3  3AgNO3 + 2H2O + NO8. SnO2 + 4HI  SnI2 + 2H2O + I29. 2Cu(NO3)2 + 4KI  2CuI + 4KNO3 + I2VI ტესტი1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. იონური ბმა აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის ელექტროსატიკური ურთიერთქმედების ხარჯზე 2. კოვალენტური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის 3. კოვალენტური ბმა აღიძვრება საზიარო ელექტრონული წყვილების წარმოქმნის ხარჯზე 4. იონური ბმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთიდაიმავე, ასევე სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის2. აზოტის მოლეკულაში კოვალენტური ბმის წარმოქმნისას ადგილი აქვს: 1. s-s ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 2. p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 3. სამ-სამი p-p ელექტრონული ღრუბლების გადაფარვას 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი3. კოვალენტური ბმა ხორციელდება შემდეგ წყვილებში: 1. ქლორი-ქლორი, ჟანგბადი-ჟანგბადი, ნატრიუმი-ქლორი
  2. 2. 2. ქლორი-ქლორი, წყალბადი-ქლორი, აზოტი-აზოტი 3. ფტორი-ფტორი, ნატრიუმი-ნატრიუმი, ჟანგბადი-ჟანგბადი, 4. წყალბადი-წყალბადი, გოგირდი-ჟანგბადი, ნატრიუმი-წყალბადი4. რომელი დებულებაა მცდარი? 1. H2, Cl2 და CS2 მოლეკულებში ხორციელდება არაპოლარული კოვალენტური ბმები 2. HCl, HF და H2S მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური ბმები 3. CS2, HCl და HBr მოლეკულებში ხორციელდება პოლარული კოვალენტური ბმები 4. მეტალურ ბმას ადგილი აქვს მხოლოდ თხევად და მყარ მდგომარეობაში5. რომელი დებულებაა მცდარი? 1. დაჟანგულობის ხარისხი ატომის პირობითი მუხტია 2. მარტივი ნივთიერების დაჟანგულობის რიცხვი ნულის ტოლია 3.წყალბადის დაჟანგულობის რიცხვი ჰალოგენწყალბადებში ყოველთვის +1-ისტოლია 4. გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არამეტალებთან ყოველთვის +4-ისტოლია6. კალიუმის, ქრომის და ჟანგბადის დაჟანგულობის რიცხვი K2Cr2O7-ში შესაბამისად ტოლია 1. +1, +4, -2 2. +1, +6, -2 3. +2, +2, -2 4. +1, +7, -27. რომელი დებულებაა სწორი? 1. ელექტრონების მიერთების პროცესს აღდგენა ეწოდება. აღდგენის დროს დაჟანგულობის ხარისხი იკლებს 2. ელექტრონების მიერთების პროცესს დაჟანგვა ეწოდება. დაჟანგვის დროს დაჟანგულობის ხარისხი იმატებს 3. ელემენტს, რომელიც იჟანგება, დამჟანგავი ეწოდება
  3. 3. 4. ელემენტს, რომელიც აღდგება, აღმდგენელი ეწოდება 8. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი? 1. 3NaClO = NaClO3 + 2NaCl 2. 2NaNO3 = 2NaNO2 + O2 3. 2KClO3 = 2KCl + 3O2 4. CaCO3 = CaO + CO2 9. რომელი რეაქცია არ არის ჟანგვა აღდგენითი? 1. 2Al + 2NaOH + 6H2O = 2Na[Al(OH)4] + 3H2 2. CaCl2 + 2AgNO3 = 2AgCl + Ca(NO3)2 3. Fe + CuSO4 = FeSO4 + Cu 4. 4NH 3 + 5O2 = 4No + 6H2O 10. reaqciaSi 6KOH + 3Cl2 = KClO3 + 5KCl + 3H2O 1. ქლორის ერთი ატომი გასცემს ხუთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 2. კალიუმის ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 3. ქლორის ერთი ატომი გასცემს ერთ ელექტრონს, ხოლო ქლორის მეორე ატომი იერთებს ერთ ელექტრონს 4. ჟანგბადის ატომი გასცემს ორ ელექტრონს, ხოლო ქლორის ატომი გასცემს ხუთ ელექტრონს თემა N7 ელემენტთა პერიოდული სისტემა ატომის აღნაგობის შუქზე ელემენტთა პერიოდული სისტემის შესწავლისას მრავალი კანონზომიერებაშევამჩნიეთ. ამ კანონზომიერებათა ახსნა მხოლოდ ატომის აღნაგობაზე დაყრდნობითშეიძლება.
  4. 4. მაშინ, როდესაც მენდელეევი აყალიბებდა პერიოდულობის კანონს ატომისაღნაგობა ცნობილი არ იყო და ელემენტების მთავარ მახასიათებელ სიდიდედელემენტთა ატომური მასები განიხილებოდა. თანამედროვე შეხედულებებითცხადია, რომ ელემენტების მთავარი მახასიათებელი ატომგულის მუხტია, ანუ: ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმი-ური ელემენტი ეწოდება. აქედან გამომდინარე პერიოდულობის კანონი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისი რთული ნივთიერე-ბების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებაშიაელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან. ე.ი. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტები განლაგებულია არა ატომურიმასის ზრდის, არამედ ატომგულის მუხტის ზრდის მიხედვით. აშკარაა ისიც, რომელემენტის რიგობრივი ნომერი ე.პ.ს.-ში რიცხობრივად ემთხვევა ელემენტისატომგულის მუხტის სიდიდეს. ახლა უკვე გასაგებია რატომ არის არგონიმოთავსებული კალიუმის წინ მიუხედავად იმისა, რომ არგონის ატომური მასაკალიუმის ატომურ მასაზე მეტია. არგონის ფარდობითი ატომური მასაა 40, ხოლოკალიუმისა 39. როგორც ვიცით ელემენტ არგონის ატომგულის მუხტია +18, ხოლოკალიუმისა კი +19. ასეთივე მიზეზი აქვთ სხვა “გამონაკლისებს”, რომლებსაც ვხვდებოდითელემენტთა პერიოდული სისტემაში თუ ამოსავალ წერტილად ელემენტის ატომურმასას განვიხილავდით (Co და Ni, Te და I, Th და Pa – დააკვირდით ელემენტთაპერიოდულ სისტემის ტაბულას და დასკვნები თავად გამოიტანეთ.). როდესაც ვსწავლობდით ელემენტთა პერიოდულ სისტემას მაშინ ავღნიშნეთ, რომპერიოდები იწყება ყველაზე აქტიური მეტალებით – ტუტე მეტალებით, შემდეგპერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ თანდათანობით ქვეითდება მეტალური ბუნება დაიზრდება არამეტალური ბუნება. პერიოდის ბოლოს ყველაზე აქტიური არამეტალები– ჰალოგენებია მოთავსებული, პერიოდს კი ინერტული აირები ასრულებენ. ამკანონზომიერების ასახსნელად განვიხილოთ რა განაპირობებს ელემენტის მეტალურდა არამეტალურ ბუნებას. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერიაელემენტის მეტალური ბუნება. პირიქით რაც უფრო ადვილად იერთებს ელემენტისატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ მცირდება ელემენტის ატომის რადიუსი დაიზრდება ატომგულის მუხტი. ფიზიკის კურსიდან ცნობილია, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტულ ნაწილაკებსშორის ურთიერთმიზიდვის ძალები დამუხტული ნაწილაკების მუხტების ნამრავლისპირდაპირპროპორციულია და მუხტებს შორის მანძილის კვადრატისუკუპროპორციულია. ამ კანონს კულონის კანონი ეწოდება: q1q2 F= r2 სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდვის ძალაა, q1 და q2 დამუხტულინაწილაკების მუხტია, r დამუხტულ ნაწილაკებს შორის მანძილია. სხვაგვარად რაც უფრო დიდია მუხტი, მით უფრო ძლიერია ურთიერთმიზიდვა დარაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო სუსტია ურთიერთმიზიდვა.
  5. 5. პერიოდის დასაწყისში მოთავსებულ ელემენტებს – ტუტე მეტალებს პერიოდისყველა ელემენტზე უფრო დაბალი ატომგულის მუხტი და ყველაზე დიდ ატომურირადიუსი აქვს. გარე შრის ელექტრონსა და ატომბირთვს შორის ურთიერთმიზიდვისძალები სუსტია, ელექტრონი ადვილად წყდება ატომს. ამასთანავე გარე შრეზე ტუტემეტალების ატომებს 1 ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელადამ ელექტრონის გაცემა საკმარისია, მაშინ როცა ამ პერიოდის სხვა ელემენტებს გარეშრეზე ორი და მეტი ელექტრონი აქვთ და დასრულებული შრის წარმოსაქმნელადშესაბამისად ორი ან მეტი ელექტრონის გაცემა სჭირდებათ. ეს განაპირობებს იმას, თურატომ აქვთ ტუტე მეტალებს ელექტრონის გაცემის ძლიერი უნარი ანუ ძლიერიმეტალური ბუნება. ტუტე მეტალების მარჯვნივ მყოფ მომდევნო ელემენტებს ტუტემეტალებთან შედარებით 1-ით მეტი ატომგულის მუხტი და უფრო მცირე რადიუსიაქვთ. ორივე ეს ფაქტორი ზრდის გარე შრის ელექტრონებისა და ატომგულს შორისურთიერთმიზიდვას და ამით აქვეითებს ელექტრონის გაცემის უნარს, ანუ მეტალურბუნებას. ატომგულის მუხტის ზრდასთან ერთად მცირდება ატომის რადიუსი დაიზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. საბოლოოდ თავს იჩენსდასრულებული შრის წარმოქმნისთვის ელექტრონის მიერთების უნარი ანუარამეტალური ბუნება. რაც უფრო დიდია ატომგულის მუხტი და მცირეა რადიუსი,მით უფრო ადვილად მიიზიდება გარე შრეზე ახალი ელექტრონი. ამასთანავეელექტრონების რაოდენობის ზრდა გარე შრეზე აადვილებს ელექტრონის მიერთებისუნარს: რაც უფრო მეტია ელექტრონების რიცხვი გარე შრეზე მით უფრო ნაკლებიელექტრონის მიერთებაა საჭირო დასრულებული 8 ელექტრონიანი შრისწარმოსაქმნელად. პერიოდში მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება ატომგულის მუხტი, მცირდება ატომისრადიუსი, იზრდება გარე შრეზე ელექტრონების რაოდენობა. ყველა ეს ფაქტორიხელს უწყობს არამეტალური ბუნების ზრდას. პერიოდებს ინერტული აირებიასრულებს. მათ გარე შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ. ასეთი გარსი მდგრადია. ამიტომაა,რომ ინერტულ აირებს ელექტრონის არც მიერთება და არც გაცემა არ შეუძლიათ, ანუარც მეტალურ და არც არამეტალურ ბუნებას არ ამჟღავნებენ. მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ იზრდება მეტალური ბუნება და იკლებსარამეტალური ბუნება. ამის მიზეზიც აშკარაა: ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთიზრდება ატომგულის მუხტი, მაგრამ იზრდება ატომის რადიუსი. რადიუსის ზრდაიწვევს გარე შრის ელექტრონებსა და ატომგულს შორის მიზიდვის შესუსტებას, რაციწვევს გარე შრის ელექტრონების მოხლეჩის გაადვილებას ანუ მეტალური ბუნებისგაძლიერებას. და პირიქით, ქვემოდან ზემოთ მთავარ ქვეჯგუფებში, მიუხედავადიმისა, რომ მცირდება ატომგულის მუხტი, ატომური რადიუსის შემცირების გამოძლიერდება ელექტრონის მიერთების უნარი ანუ იზრდება არამეტალური ბუნება. საშინაო დავალება: 1. ჩამოვაყალიბოთ პერიოდულობის კანონი ელემენტების ატომების აღნაგობის გათვალისწინებით. 2. როგორ იცვლება მეტალური ბუნება რიგში: a) Li, Na, K, Rb, Cs, Fr. b) Be, Mg, Ca, Sr, Ba, Ra.
  6. 6. გ) Na, Mg, Al. – რატომ?3. როგორ იცვლება არამეტალური ბუნება რიგში: a) F, Cl, Br, I, At. b) O, S, Se, Te, Po. გ) C, N, O, F. - რატომ?

×