Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
რომანტიზმი
მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII
საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში...
რომანტიკოსებმა უპირატესობა შთაგონებას
მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა
რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ
სა...
გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის
მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. 1783 წლ...
ქართული რომანტიზმის წარმომადგენლები არიან:
ალექსანდრე ჭავჭავაძე, გროგოლ ორბელიანი და
ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მისი
მამა – მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის
მ...
ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ.
მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები
მონაწილებდნ...
ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ
მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და
ყოველთვის...
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება
ლექსის მთავარი თემა წუთისოფლის ამაოება და კაცთა მოდგმისათვის
ნიშნეული მანკიერი სურვილებია...
ლირიკულ გმირს აღარ აკვირვებს ჩვეულებრივ მოკვდავთა მანკიერი
სურვილები, როცა მეფეთა ბუნებაში ფესვგადგმული ამაო ღწვისა და
გან...
ნაწარმოების დასაწყისში დასმულ კითხვას: “მაინც რა არის ჩვენი ყოფა —
წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?”
დასკვნით ...
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"

VIII კლასი

  • Be the first to comment

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"

  1. 1. რომანტიზმი მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა. რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა,წარმოშვა ბუნების კულტი. ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყოველივე ნასაზრდოებია წუთისოფლისგან თავის დაღწევის სურვილით,ბედისწერისადმი ყვედრებით. ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. რომანტიკოსებზე განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება სოციალური უსამართლობის შეგრძნება,მათი ხედვა დაშორებული შემგუებლობის უნარისგან და ოპტიმიზმისგან.
  2. 2. რომანტიკოსებმა უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული . ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში.ისტორიისადმი ნოსტალგია,წუხილი,ვაება და მოთქმა რომანტიკოსთა შემოქმედებისმთავარი ხერხემალია. ქართული რომანტიზმის წარმოშობას კი საფუძველი 1783 წელს დადებულმა ტრაქტატმა შეუწყო, იმედგაცრულებული ინტელიგენცია გვიანღა მიხვდა,რომ რუსეთი ტრაქტატში ჩადებული ორმხრივი ინტერესებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფო-ებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.
  3. 3. გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო- პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით.
  4. 4. ქართული რომანტიზმის წარმომადგენლები არიან: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გროგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი.
  5. 5. ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა – მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა – ეფემია – ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა. 1827 წელს ნიკოლოზი თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი – სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გიმნაზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ენამახვილობითა და მხიარულებით, შესანიშნავად ცეკვავდა. ტანად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი იყო, შავი თვალები და ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიტერატურამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიტაცა, აქტიურად მონაწოლეობდა ლიტერატურულ გაზეთ „ტფილისის გიმნაზიის ყვავილის“ გამოცემაში.
  6. 6. ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ. მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეთქმულება რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო. გიმნაზიაში სწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1835 წელს დაასრულა. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთს გამგზავრება აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში გაემგზავრა, შემდეგ კი განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა მალარიით. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1934 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს.
  7. 7. ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ. 1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი – „მირბის, მიმაფრენს“, რომელსაც შემდეგ „მერანი“ ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა მწარე რეალობასთან, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ეკატერინე ჭავჭავაძისადმი ტრფობას გაუფაქიზებია. ამ ისტორიის შესახებ, გარდა პოეტის ლექსებისა და რამოდენიმე წერილისა, დადასტურებული ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა შემოქმედება იძლევა უტყუარობის გარანტიებს.
  8. 8. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ლექსის მთავარი თემა წუთისოფლის ამაოება და კაცთა მოდგმისათვის ნიშნეული მანკიერი სურვილებია. მტკვრის ნაპირებს “ფიქრთ გასართველად” შეხიზნული რომანტიკოსის ცნობიერება ზოგადსაკაცობრიო პრობლემას მოუცავს. ლირიკული გმირი “მოდუდუნე, ანკარა “ მდინარის ზვირთებში გაუსაძლისი, ამაო და ფუჭი რეალობის ანარეკლს ხედავს. მტკვარი, როგორც “მრავალდროების მოწამე”, პოეტს კაცობრიობის ცხოვრების წესზე დააფიქრებს. “ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.. არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?.. მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს, და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?”
  9. 9. ლირიკულ გმირს აღარ აკვირვებს ჩვეულებრივ მოკვდავთა მანკიერი სურვილები, როცა მეფეთა ბუნებაში ფესვგადგმული ამაო ღწვისა და განსჯის არეალს იშინაარსებს. კარგ და ცუდ ხელმწიფეთა საფიქრალიცა და საზრუნავიც დაუნაყრებლობას უმორჩილდება. მიუხედავად მეფეთა უძლეველობისაო, ამბობს პოეტი, დამპყრობელთა ზრუნვას ახალი ტერირორიების ათვისების შესახებ საზღვარი არ აქვს. ვერ გრძნობენ იმ მიწისათვის ბრძოლის ამაოებას,რომლადაც ადრე თუ გვიან, თავად გარდაიქმნებაო, ეს ასპექტი დასესხებულია ბიბლიურ მოტივს, რომ ადამიანი მიწისაგან შეიქმნა და მიწადვე იქცევა. “შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..” კეთილ მეფეთა საზრუნავი კი შთამომავალთა მეხსიერებაში სახელიან ხელმწიფედ შემორჩენა გამხდარა, ამისათვის კი ძალ-ღონეს არ იშურებენ. არადა ,როგორც პოეტი ამბობს: “მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს, მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..”
  10. 10. ნაწარმოების დასაწყისში დასმულ კითხვას: “მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?” დასკვნით ნაწილში პასუხობს ლირიკული გმირი: “მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!” ამრიგად,პოეტის აზრით,საწუთრო ამაოა და ადამიანთა ღწვაც- ფუჭი, მაგრამ,რადგან მოვსულვართ ამქვეყნად,რადგან დაგვედგა სამყაროს უკანასკნელი ქმნილების გვირგვინი,გვებოძა უფლისაგან წუთისოფელი სამყოფელადაც და საზრუნავადაც, მაშასადამე სწორად და სრულფასოვნად უნდა გავიშინაარსოთ გონიერებითა და ხატიერებით დაკისრებული ვალდებულებანი და მივყვეთ სააქაო სამყოფელის წესსა და ბედისწერას. წუხილში დუნე და მთვლემარე ცხოვრების გამართლებას ვერ ხედავს პოეტი,თუმცა არც მისთვისაა საამო ყოფა, მაგრამ “სოფლისათვის ზრუნვის” ვალდებულებადაკისრებულმა უნდა გაართვას თავი ამ “განაჩენს”. ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი სწორედ ადამიანის ამქვეყნად მოვლინების გამართლებაა, იდეა,რომელი უფალმა კაცთა მოდგმისათვის გონიერი საწყისით დაგვისაზღვრა. -----------------------------------------------------------------------------------------------------------

×