1. გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
სწავლების საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილისმიზნებიდაშედეგები
წინასწარიცოდნა
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
ლ.ასათიანის ლექსის „ვაჟა-ფშაველას ნაამბობის“
გაცნობა-ანსლიზი;
საბაზო. მე-7 კლასი
25 მოსწავლე. არ არის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ლექსის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვების
უნარ-ჩვევის განვითარებას;
ისწავლიან ლექსს,განსაზღვრავენ ლექსის ფორმასა
და შინაარსს
ქართ. VII 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი
მახასიათებლების მიხედვით;
იციან ლექსის საზომი, რითმა
მსჯელობა
სახელმძღვანელო; მასალა კომპიუტერიდან;
A ფაზა-გამოწვევა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
მასწავლებელი კლასს გააცნობს
გაკვეთილის მიზანს;
მასწავლებელი სვამს მაპროვიცირებელ
კითხვას: რამ შეიძლება ადამიანს ლექსი
დააწერინოს და მიღებულ პასუხებს წერს
დაფაზე;
მასწავლებელი წყვილებში სამუშაოდ
აძლევს პროზისა და ლექსის
განმასხვავებელ ცხრილს;
სამუშაოს დასრულების შემდეგ
მოსწავლეთა კარნახით დაფაზე ჩამოწერს
ლექსის დამახასიათებელ ნიშნებს;
წინარე ცოდნის დადგენის მიზნით
მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს
მოსწავლეებს რამდენიმესტროფიან ლექსს
და სვამს კითხვებს:
ა) რამდენი სტროფისგან შედგება ეს ლექსი?
ბ)რამდენი ტაეპია სტროფში?
გ)რომელი სტრიქონები ერითმება
ერთმანეთს?
2. B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი სვამს კითხვას,--რა იციან
ლ. ასათიანის შესახებ;
შემდეგ პროექტორით უჩვენებს ლადო
ასათიანის ბიოგრაფიიდან ნაწყვეტებს;
შეახსენებს „კრწანისის ყაყაჩოებს“
მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს
სახელმძღვანელოში მოცემულ ლექსს „ვაჟაფშაველას ნაამბობი“.
შემდეგ მასწავლებელი გადადის
სახელმძღვანელოში მოცემული კითხვარის
დამუშავებაზე;
შემდეგ მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს განიხილონ ლექსი ფორმის
თვალსაზრისით; (აძლევს შესაბამის
კითხვარს)
C ფაზა- რეფლექსია
მასწავლებელი სვამს კითხვას რა
ისწავლეს? რა მოეწონათ? როგორ
გამოხატა სათქმელი პოეტმა?
აძლევს საშინაო დავალებას-ლექსის
ზეპირად,გამომეტყველებით წაკითხვა;
მასწავლებელი ბავშვებს აფასებს კლასში
ჩართულობისა და მსჯელობის ხარისხის
მიხედვით. (განვითარებული,
განმსაზღვრელი;)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი