SlideShare a Scribd company logo
1 of 3
გაკვეთილი № 50

  საშინაო დავალების შემოწმება

 მოც :

            γ =2
  ––––––––––––––––––––––––––––––––––––
  უ .გ .


  ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ ფორმულა



  ა)

  ბ)




                             ქიმიური წონასწორობა

 შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები

  განვიხილოთ რეაქცია:
                        t0
                  2KClO3 → 2KCl + 3O2
  გაცხელებისას კალიუმის ქლორატი (სხვაგვარად ბერთოლეს მარილი) იშლება. რეაქცია
დასრულდება მაშინ, როცა ბერთოლეს მარილი მთლიანად დაიშლება.
  კალიუმის ქლორიდის (KCl) და ჟანგბადის (O2) ურთიერთქმედება და ბერთოლეს
მარილის მიღება შეუძლებელია როგორ პირობებშიც არ უნდა ჩავატაროთ რეაქცია. ეს
რეაქცია შეუქცევადია. შეუქცევადი რეაქციები ბოლომდე მიმდინარეობენ და რეაქციის
შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერების წარმოქმნის უნარი არ აქვთ.
  შეუქცევადი რეაქციებია მაგ:
                  CuSO4 + 2NaOH → Cu(OH)2↓ + Na2SO4
                  Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑
                  CuO + H2 → Cu + H2O
                                                     და ა.შ.
  განვიხილოთ რეაქცია:
                  N2 + 3H2 → 2NH3   (ა)
  ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას.
  მაგრამ იმავე პირობებში წარიმართება რეაქციაც:
                  2NH3 → N2 + 3H2   (ბ )
  როგორც ვხედავთ ერთიდაიგივე პირობებში შეიძლება მიდიოდეს ამიაკის სინთეზის
ანუ პირდაპირი (ა) რეაქცია და ამიაკის დაშლის (ბ) რეაქცია. თუ (ა) რეაქციას პირდაპირ
რეაქციას დავარქმევთ, მაშინ (ბ)-ს მისი საპირისპირო (შებრუნებული) რეაქცია ქვია. ეს
2

ორივე რეაქცია შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდნენ ერთ სარეაქციო არეში. ასეთ
რეაქციებს შექცევად რეაქციებს უწოდებენ და ორივე რეაქციას გაერთიანებული
ტოლობით ასე გამოსახავენ:
                               N2 + 3H2 ⇄ 2NH3
  შებრუნებული ისრები გვიჩვენებენ, რომ რეაქცია როგორც პირდაპირი ისე
შებრუნებული მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს).
  თუ შეუქცევადი რეაქციები სრულდება ერთერთი მორეაგირე კომპონენტის სრული
გარდაქმნით, შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური წონასწორობის დამყარებით. ამ
დროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება შებრუ ნებული რეაქციის სიჩქარეს.
ამიაკის სინთეზის რეაქციისას წონასწორობა მყარდება მაშინ, როდესაც (ა) რეაქციის
სიჩქარე გაუტოლდება (ბ) რეაქციის სიჩქარეს. წონასწორობისას დროის ერთეულში
რამდენი მოლი ამიაკიც წარმო იქმნება (ა) რეაქციის ხარჯზე, იმდენივე დაიშლება (ბ)
რეაქციის საფუძველზე.
  გარკვეული წნევისა და ტემპერატურისას (ა) რეაქციის სიჩქარე გამოითვლება
ფორმულით:
            V1 = k1 [N2] [H2]3
  (ბ) რეაქციის
            V2 = k2 [NH3]2
  დროის გარკვეული მომენტისათვის პირდაპირი და შებრუნებული რეაქციების
სიჩქარეები ერთმანეთს გაუტოლდება V1 = V2 და მყარდება წონასწორობა.

  k1 [N2] [H2]3 = k2 [NH3]2


  K-ს წონასწორობის მუდმივა ეწოდება.
  ზოგადად, როცა K>1, მაშინ წონასწორულ სისტემაში ჭარბობს პირდაპირი რეაქციის
პროდუქტები, ხოლო როცა K<1, - შებრუნებული რეაქციის პროდუქტები.



  ლე -შატელიეს პრინციპი

  წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვის
ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობის
დამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიც
გარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
  ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება.
  მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელიმე მორეაგირე
კომპონენტს, მაშინ წონასწორულ სისტემაში იზრდება ამ კომპონენტის გარდაქმნის
მიმართულებით მიმდინარე რეაქციის სიჩქარე, ანუ წონასწორობა გადაიხრება ამ
კომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით.
  მაგ: თუ ამიაკის სინთეზის რეაქციაში დამატებით შევიყვანთ H2-ს, მაშინ

                              N2 + 3H2⇄ 2NH3 + Q

წონასწორობა გადაიხრება ამიაკის წარმოქმნის მხარეს, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. თუ
გავზრდით ტემპერატურას სისტემა შთანთქავს მინიჭებულ სითბოს (ენერგიის) იმის
ხარჯზე, რომ წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მხარეს. ჩვენ
შემთხვევაში ენდოთერმული რეაქცია ამიაკის დაშლაა. ე.ი. მაღალ ტემპერატურაზე
წონასწორობა გადაიხრება მარცხნივ. პირიქით – ტემპერატურის შემცირებისას
წონასწორობა გადაიხრება ეგზოთერმული რეაქციისკენ ანუ ამიაკის სინთეზის
მიმართულებით.
3

  აირად ფაზაში მიმდინარე რეაქციებისთვის წნევის გაზრდით წონასწორობა იხრება იმ
რეაქციის მიმართულებით, რომელიც მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. თუ
დავაკვირდებით ჩვენს მიერ განხილულ რეაციას შევამჩნევთ, რომ 1 მოლი N2 და 3 მოლი
H2 წარმოქმნიან 2 მოლ ამიაკს (NH3). ანუ რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის
შემცირებით.
  გავიხსენოთ, რომ აირებისთვის მოლური თანაფარდობა და მოცულობითი
თანაფარდობა ერთმანეთის ტოლია.
  4 მოცულობა აირებისგან მიიღება 2 მოცუ ლო ბა აირი.
  ამიაკის მიღების რეაქცია მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. ე.ი. მაღალი
წნევისას წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ და პირიქით წნევის შემცირებისას
წონასწორობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს მოცულობა ანუ წონასწორობა გადაიხრება
მარჯვნიდან მარცხნივ.
  კატალიზატორი ერთნაირად აჩქარებს როგორც პირდაპირ, ისე შებრუნებულ რეაქციას.
ამიტომ ის წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს.




  საშინაო დავალება :

  1. გოგირდის (VI) ოქსიდის მისაღებად სარეაქციოდ აიღეს 5მოლი SO2 და 3მოლი O2.
     წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქციაში შეუსვლელი დარჩა 3მოლი SO2.
     როგორია ამ შექცევადი რეაქციის წონასწორობის მუდმივა? რეაქციას ატარებენ 10
     ლ მოცულობის ჭურჭელში.
  2. გოგირდის (VI) ოქსიდის მიღების რეაქცია ეგზოთერმულია. საით გადაიხრება
     წონასწორობა
        a. წნევის შემცირებისას?
        b. ტემპერატურის გაზრდისას?
        გ) სარეაქციო არეში O2-ის დამატებით შეტანისას?

More Related Content

Viewers also liked

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიbarambo
 
გაკვეთილი № 54
გაკვეთილი № 54გაკვეთილი № 54
გაკვეთილი № 54barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 
G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00barambo
 

Viewers also liked (20)

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
გაკვეთილი № 54
გაკვეთილი № 54გაკვეთილი № 54
გაკვეთილი № 54
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 

More from barambo (12)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 

გაკვეთილი № 50

  • 1. გაკვეთილი № 50 საშინაო დავალების შემოწმება მოც : γ =2 –––––––––––––––––––––––––––––––––––– უ .გ . ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ ფორმულა ა) ბ) ქიმიური წონასწორობა შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები განვიხილოთ რეაქცია: t0 2KClO3 → 2KCl + 3O2 გაცხელებისას კალიუმის ქლორატი (სხვაგვარად ბერთოლეს მარილი) იშლება. რეაქცია დასრულდება მაშინ, როცა ბერთოლეს მარილი მთლიანად დაიშლება. კალიუმის ქლორიდის (KCl) და ჟანგბადის (O2) ურთიერთქმედება და ბერთოლეს მარილის მიღება შეუძლებელია როგორ პირობებშიც არ უნდა ჩავატაროთ რეაქცია. ეს რეაქცია შეუქცევადია. შეუქცევადი რეაქციები ბოლომდე მიმდინარეობენ და რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერების წარმოქმნის უნარი არ აქვთ. შეუქცევადი რეაქციებია მაგ: CuSO4 + 2NaOH → Cu(OH)2↓ + Na2SO4 Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑ CuO + H2 → Cu + H2O და ა.შ. განვიხილოთ რეაქცია: N2 + 3H2 → 2NH3 (ა) ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს მაღალი წნევის და ტემპერატურისას. მაგრამ იმავე პირობებში წარიმართება რეაქციაც: 2NH3 → N2 + 3H2 (ბ ) როგორც ვხედავთ ერთიდაიგივე პირობებში შეიძლება მიდიოდეს ამიაკის სინთეზის ანუ პირდაპირი (ა) რეაქცია და ამიაკის დაშლის (ბ) რეაქცია. თუ (ა) რეაქციას პირდაპირ რეაქციას დავარქმევთ, მაშინ (ბ)-ს მისი საპირისპირო (შებრუნებული) რეაქცია ქვია. ეს
  • 2. 2 ორივე რეაქცია შეიძლება ერთდროულად მიმდინარეობდნენ ერთ სარეაქციო არეში. ასეთ რეაქციებს შექცევად რეაქციებს უწოდებენ და ორივე რეაქციას გაერთიანებული ტოლობით ასე გამოსახავენ: N2 + 3H2 ⇄ 2NH3 შებრუნებული ისრები გვიჩვენებენ, რომ რეაქცია როგორც პირდაპირი ისე შებრუნებული მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს). თუ შეუქცევადი რეაქციები სრულდება ერთერთი მორეაგირე კომპონენტის სრული გარდაქმნით, შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიური წონასწორობის დამყარებით. ამ დროს პირდაპირი რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება შებრუ ნებული რეაქციის სიჩქარეს. ამიაკის სინთეზის რეაქციისას წონასწორობა მყარდება მაშინ, როდესაც (ა) რეაქციის სიჩქარე გაუტოლდება (ბ) რეაქციის სიჩქარეს. წონასწორობისას დროის ერთეულში რამდენი მოლი ამიაკიც წარმო იქმნება (ა) რეაქციის ხარჯზე, იმდენივე დაიშლება (ბ) რეაქციის საფუძველზე. გარკვეული წნევისა და ტემპერატურისას (ა) რეაქციის სიჩქარე გამოითვლება ფორმულით: V1 = k1 [N2] [H2]3 (ბ) რეაქციის V2 = k2 [NH3]2 დროის გარკვეული მომენტისათვის პირდაპირი და შებრუნებული რეაქციების სიჩქარეები ერთმანეთს გაუტოლდება V1 = V2 და მყარდება წონასწორობა. k1 [N2] [H2]3 = k2 [NH3]2 K-ს წონასწორობის მუდმივა ეწოდება. ზოგადად, როცა K>1, მაშინ წონასწორულ სისტემაში ჭარბობს პირდაპირი რეაქციის პროდუქტები, ხოლო როცა K<1, - შებრუნებული რეაქციის პროდუქტები. ლე -შატელიეს პრინციპი წონასწორობა სისტემისათვის მდგრადი მდგომარეობაა. სისტემა ყოველთვის ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას. თუ სისტემაზე მოქმედებს წონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ფაქტორი, მაშინ სისტემაში აღიძვრება ძალები, რომლებიც გარეშე ზემოქმედების საწინააღმდეგოდაა მიმართული. ამ მოვლენას “მოძრავი წონასწორობის” ან ლე-შატელიეს პრინციპი ეწოდება. მაგ: თუ წონასწორულ სისტემაში გარედან შევიყვანთ რომელიმე მორეაგირე კომპონენტს, მაშინ წონასწორულ სისტემაში იზრდება ამ კომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით მიმდინარე რეაქციის სიჩქარე, ანუ წონასწორობა გადაიხრება ამ კომპონენტის გარდაქმნის მიმართულებით. მაგ: თუ ამიაკის სინთეზის რეაქციაში დამატებით შევიყვანთ H2-ს, მაშინ N2 + 3H2⇄ 2NH3 + Q წონასწორობა გადაიხრება ამიაკის წარმოქმნის მხარეს, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. თუ გავზრდით ტემპერატურას სისტემა შთანთქავს მინიჭებულ სითბოს (ენერგიის) იმის ხარჯზე, რომ წონასწორობა გადაიხრება ენდოთერმული რეაქციის მხარეს. ჩვენ შემთხვევაში ენდოთერმული რეაქცია ამიაკის დაშლაა. ე.ი. მაღალ ტემპერატურაზე წონასწორობა გადაიხრება მარცხნივ. პირიქით – ტემპერატურის შემცირებისას წონასწორობა გადაიხრება ეგზოთერმული რეაქციისკენ ანუ ამიაკის სინთეზის მიმართულებით.
  • 3. 3 აირად ფაზაში მიმდინარე რეაქციებისთვის წნევის გაზრდით წონასწორობა იხრება იმ რეაქციის მიმართულებით, რომელიც მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. თუ დავაკვირდებით ჩვენს მიერ განხილულ რეაციას შევამჩნევთ, რომ 1 მოლი N2 და 3 მოლი H2 წარმოქმნიან 2 მოლ ამიაკს (NH3). ანუ რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის შემცირებით. გავიხსენოთ, რომ აირებისთვის მოლური თანაფარდობა და მოცულობითი თანაფარდობა ერთმანეთის ტოლია. 4 მოცულობა აირებისგან მიიღება 2 მოცუ ლო ბა აირი. ამიაკის მიღების რეაქცია მოცულობის შემცირებით მიმდინარეობს. ე.ი. მაღალი წნევისას წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ და პირიქით წნევის შემცირებისას წონასწორობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს მოცულობა ანუ წონასწორობა გადაიხრება მარჯვნიდან მარცხნივ. კატალიზატორი ერთნაირად აჩქარებს როგორც პირდაპირ, ისე შებრუნებულ რეაქციას. ამიტომ ის წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს. საშინაო დავალება : 1. გოგირდის (VI) ოქსიდის მისაღებად სარეაქციოდ აიღეს 5მოლი SO2 და 3მოლი O2. წონასწორობის დამყარების შემდეგ რეაქციაში შეუსვლელი დარჩა 3მოლი SO2. როგორია ამ შექცევადი რეაქციის წონასწორობის მუდმივა? რეაქციას ატარებენ 10 ლ მოცულობის ჭურჭელში. 2. გოგირდის (VI) ოქსიდის მიღების რეაქცია ეგზოთერმულია. საით გადაიხრება წონასწორობა a. წნევის შემცირებისას? b. ტემპერატურის გაზრდისას? გ) სარეაქციო არეში O2-ის დამატებით შეტანისას?