ნაწილი VI                ქიმიური ტერმინების ლექსიკონი    ა    ავოგადროს კანონი - სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირპ...
-2-    ამფოტერული ოქსიდები – ოქსიდები, რომლებიც რეაგირებენ როგორცმჟავეებთან (ფუძე ოქსიდების მსგავსად), ისე ტუტეებთან (მჟავ...
-3-     აქტინოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა რიგობრივინომერია 89-107 (Ac –Lr)     აღდგენა – ა) ელექტრო...
-4-    დაჟანგულობის       ხარისხი         -       მუხტი,    რომლებიც    ექნებოდათ      ატომებსნივთიერებებში იმ პირობით, რო...
-5-     ელექტრონი - ატომის შემადგენელი უარყოფითი მუხტის მქონე             ნაწილაკი,რომლის მასა წყალბადის ატომის მასის 1/18...
-6-    კ    კათიონები - დადებითად დამუტული იონები    კათოდი - უარყოფითი ელექტროდი    კარბონილის ჯგუფი - ფუნქციური ჯგუფი   ...
-7-უჯერი ბმის წარმომქმნელ უფრო მეტად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს,ჰალოგენი (ჰიდროქსილი) უფრო ნაკლებად ჰიდროგენიზებულ ნახშ...
-8-      მეტალთა ჰიდროქსიდები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალისატომისა და მასთან დაკვშირებული ერთი ან რამოდენიმე ჰიდრ...
-9-     ნ     ნავთობი – მუქი ფერის, ბლანტი თხევადი მასა, რომელსაც მოიპოვებენდედამიწის     წიაღიდან.     შედგება    ნაჯერი,...
- 10 -     ორბიტალი     -   ზედაპირი,            სადაც     ელექტრონის        მოხვედრის      ალბათობამაქსიმალურია.     ორგა...
- 11 -    პოლიკონდენსაცია – დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებებისაგანპოლიმერის წარნმოქმნის პროცესი, რომელსაც თან ახლ...
- 12 -       რთული ეთერები –ესტერები, ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადიფორმულაა R – COOR.       რთული ნივთიერება – ნივ...
- 13 -     უჯერი ნახშირწყალბადები – ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულებიშეიცავენ ორმაგ ან სამმაგ ბმას.     უჯერი ხსნარი – ...
- 14 -    ქ    ქვანახშირი – სასარგებლო წიაღისეული. მოიპოვებენ ქვანახშირის შახტებში,აგრეთვე      ღია    წესით.    ძირითადი ...
- 15 -    ქიმიური ფორმულები – ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობისგამოსახვა ქიმიური სიმბოლოებისა და რიცხვების საშუალებით...
- 16 -    ძ    ძლიერი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი> 30% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=1...
- 17 -    ჰიბრიდიზაცია - ერთი ატომის ორი ან რამოდენიმე ელექტრული ღრუბლისგარდაქმნა - გათანაბრება. არსებობს sp, sp2, sp3 და ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი

5,310 views

Published on

Published in: Education
0 Comments
3 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
5,310
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
41
Actions
Shares
0
Downloads
32
Comments
0
Likes
3
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი

  1. 1. ნაწილი VI ქიმიური ტერმინების ლექსიკონი ა ავოგადროს კანონი - სხვადასხვა აირის ტოლი მოცულობები ერთნაირპირობებში (ერთნაირი წნევა და ტემპერატურა) მოლეკულების ერთიდაიგივერაოდენობას შეიცავენ. ავოგადროს რიცხვი – ერთ მოლ ნივთიერებაში სტრუქტურული ერთეულებისრაოდენობა – 6,02 1023 ალდეჰიდები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულაა: O R C H ალკანები (ნაჯერი ნახშირწყალბადები, პარაფინები) – ნახშირწყალბადები,რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n+2. ალკენები (ეთილენის რიგის ნახშირწყალბადები, ოლეფინები) -ნახშირწყალბადები, რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n. მათ მოლეკულაში ერთიC=C ბმაა განხორციელებული. ალკინები (აცეტილენური რიგის ნახშირწყალბადები) - ნახშირწყალბადები,რომელთა ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. მათ მოლეკულაში ერთი C C ბმააგანხორციელებული. ალკოჰოლატები - სპირტების ჰიდროქსილის წყალბადის ატომის მეტალითჩანაცვლების პროდუქტები R – O Me ალოტროპია – ელემენტის უნარი წარმოქმნას რამდენიმე მარტივი ნივთიერება. ამინები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულებია: ა) RNH2 – პირველადი ამინები ბ) R2NH – მეორეული ამინები გ) R3N – მესამული ამინები ამინომჟავები – ამინო და კარბოქსილის ჯგუფის შემცველი ორგანულინივთიერებები.
  2. 2. -2- ამფოტერული ოქსიდები – ოქსიდები, რომლებიც რეაგირებენ როგორცმჟავეებთან (ფუძე ოქსიდების მსგავსად), ისე ტუტეებთან (მჟავური ოქსიდებისმსგავსად). ამფოტერული ჰიდროქსიდები – ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენროგორც მჟავეებთან (ფუძეების მსგავსად) ისე ტუტეებთან, (მჟავების მსგავსად) ანიონი - უარყოფითად დამუხტული იონი ანოდი - დადებითად დამუხტული ელექტროდი არაელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები ან ნალღობებიელექტრულ დენს არ ატარებენ არამეტალები – ქიმიური ელემენტების ერთი ნაწილი (H, B, C, Si, N, P, As, O, S,Se, Te, F, Cl, Br, I, At). არამეტალების ატომების გარე ელექტრონულ შრეზე 4-7ელექტრონია (გამონაკლისია H და B). დასრულებული ელექტრონული გარსისწარმოსაქმნელად არამეტალის ატომებს შეუძლიათ როგორც ელექტრონებისმიერთება ისე გაცემა (გამონაკლისია F). რაც უფრო ადვილად იერთებს ატომიელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური ბუნება. არამეტალებსუწოდებენ ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. არაპოლარული კოვალენტური ბმა – კოვალენტური ბმა რომელიც აღიძვრებაერთიდაიგივე ელემენტის ან ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტისატომებს შორის. არომატული ნახშირწყალბადები - ბენზოლის ბირთვის შემცველინახშირწყალბადები. ატომი – ქიმიურად განუყოფელი უმცირესი ნაწილაკი, რომელიც შედისმარტივი და რთული ნივთიერებების შემადგენლობაში. შედგება დადებითადდამუხტული ბირთვისა და უარყოფითად დამუხტული ელექტრული გარსისგან ატომური კრისტალური მესერი - მის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსე-ბული. ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. აქტივაციის ენერგია - მინიმალური ენერგია, რომელიც სჭირდება ნაწილაკებს,რათა მათი დაჯახებისას დაიწყოს ქიმიური რეაქცია. ამ ენერგიის მატარებელნაწილაკებს აქტიური ნაწილაკები ჰქვიათ.
  3. 3. -3- აქტინოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთა რიგობრივინომერია 89-107 (Ac –Lr) აღდგენა – ა) ელექტრონის მიერთების პროცესი. ბ) მარტივი ნივთიერებების მიღების რეაქციები მათი შესაბამისი რთულინივთიერებების (ძირითადად ოქსიდების) გარდაქმნის შედეგად. აღმდგენლები – ა) ატომები (ატომთა ჯგუფები), რომლებიც გასცემენელექტრონებს ანუ იჟანგებიან. ბ) ნივთიერებები, რომლებიც ოქსიდებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიანმარტივ ნივთიერებებს (H2, C, CO, Al და სხვ.) ბ ბუნებრივი აირი – აირთა ნარევი, რომელსაც მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან.ძირითადი შემადგენელი ნაწილია მეთანი ( =0,8-0,96) ბმები – იხ. ქიმიური ბმები. გ გამხსნელი – ხსნარის შემადგენელი კომპონენტი, რომლის შესაბამისაგრეგატულ მდგომარეობაშია ხსნარი. გახსნილი ნივთიერების მასური წილი ( ) - გახსნილი ნივთიერების მასისშეფარდება ხსნარის მასასთან. იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. შეიძლებამასური წილი გამოისახოს პროცენტებში. გახსნის სითბო - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ანშთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას. დ დადებითი კატალიზატორი – კატალიზატორი, რომელიც ზრდის ქიმიურირეაქციის სიჩქარეს დაჟანგვა – ა) ელექტრონის გაცემის პროცესი. ბ) მარტივი და რთული ნივთიერებების ნივთიერებების ჟანგბადთანურთიერთქმედების პროცესი.
  4. 4. -4- დაჟანგულობის ხარისხი - მუხტი, რომლებიც ექნებოდათ ატომებსნივთიერებებში იმ პირობით, რომ ატომებს შორის განხორციელებული ყოველიპოლარული ბმა იონურია. სხვაგვარად, დაჟანგულობის ხარისხი გვიჩვენებს,რამდენი ელექტრონი აქვს მიერთებული ან გაცემული ატომს ნაერთის წარმოქმნისასზემოთ მოტანილი პირობითობის გათვალისწინებით. დაშლის რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს ერთი ნივთერებისმოლეკულებისგან წარმოიქმნება ორი ან მეტი ნივთიერების მოლეკულა. დიენური ნახშირწყალბადები - ორი ორმაგი ბმის შემცველინახშირწყალბადები. მათი ზოგადი ფორმულაა CnH2n-2. დისაქარიდები -ნახშირწყლები, რომლებიც ორი მოლეკულა მონოსაქარიდისგადაბმით მიიღება. დისოციაციის ხარისხი – ელექტროლიტის ხსნარში დისოცირებულიმოლეკულების რაოდენობის შეფარდება გახსნილი ელექტროლიტის მოლეკულებისრაოდენობასთან. “დე” – წინსართი, რომელიც მოხლეჩას აღნიშნავს. მაგალითად, დეჰიდრირება –წყალბადის მოხლეჩა, დეჰიდრატაცია – წყლის მოხლეჩა და ა.შ. დონორ-აქცეპტორული ბმა – კოვალენტური ბმის კერძო შემთხვევა.წარმოიქმნება ერთერთი ატომის (დონორი) თავისუფალ ელექტრონულ წყვილზემეორე ატომის (აქცეპტორის), რომელსაც თავისუფალი ორბიტალი გააჩნია,მიერთების გზით. ე ეგზოთერმული რეაქცია – სითბოს (ენერგიის) გამოყოფით მიმდინარე ქიმიურირაქცია. ელექტროლიზი – ჟანგვა-აღდგენის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენელექტროდებზე ელექტროლიტის წყალხსნარში (ან ნალღობში) მუდმივიელექტრული დენის გატარებისას. ელექტროლიტები - ნივთიერებები, რომელთა წყალხსნარები და ნალღობებიატარებენ ელექტრულ დენს. ელექტროლიტური დისოციაცია – ელექტროლიტის წყალში გახსნისას (ანგალღობისას) იონებად დაშლის პროცესი.
  5. 5. -5- ელექტრონი - ატომის შემადგენელი უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკი,რომლის მასა წყალბადის ატომის მასის 1/1840 ნაწილია. Mმუხტია 1,602.10-3 კულონს.ეს სიდიდე პირობითად -1-ის ტოლადაა ჩათვლილი. ელექტრონის სიმბოლოდიყენებენ e- (ან უბრალოდ e). ენდოთერმული რეაქცია – სითბოს (ენერგიის) შთანთქმით მიმდინარექიმიური რაქცია. ერთფუძიანი მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომითჩანაცვლების უნარის მქონე ერთი ატომი წყალბადია. ესტერები– რთული ეთერები ვ ვალენტობა - ელემენტის უნარი მიიერთოს სხვა ელემენტის ატომებისგარკვეული რაოდენობა. სხვაგვარად ელემენტის ატომების უნარი წარმოქმნანგარკვეული რაოდენობის ქიმიური ბმები. ი იზომერები - ერთნაირი შედგენილობის და განსხვავებული აღნაგობის მქონენაერთები. იზოტოპები - ერთნაირი ატომგულის მუხტის, მაგრამ განსხვავებული მასებისმქონე ატომები. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივე რაოდენობის პროტონებიდა განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ. ინდიკატორები - ნივთიერებები, როლებიც სხვადასხვა რეაქციის მქონეხსნარებში (მჟავა, ტუტე და ნეიტრალური) იღებენ სპეციფიკურ შეფერილობას. იონები – დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომები ან ატომთაჯგუფები. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონები ეწოდებათ. კათიონებია: H+,NH4+, Na+, Mg2+, Al3+ და ა.შ. უარყოფითად დამუხტულ იონებს ანიონები ეწოდებათ.ანიონებია: OH-, Cl-, NO3-, SO42-, PO43- და ა.შ. იონური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საწინააღმდეგოდდამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდვის ხარჯზე. იონური კრისტალური მესერი – კრისტალური მესრები, რომლის საკვანძოწერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ.
  6. 6. -6- კ კათიონები - დადებითად დამუტული იონები კათოდი - უარყოფითი ელექტროდი კარბონილის ჯგუფი - ფუნქციური ჯგუფი -C=O კარბოქსილის ჯგუფი - ფუქციური ჯგუფი - COOH კარბონმჟავები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები შეიცავენერთ ან რამოდენიმე COOH ჯგუფს. კატალიზატორები - ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური რეაქციების დროს არიხარჯებიან, მაგრამ ცვლიან ქიმიური რეაქციის სიჩქარეს. კეტონები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა ფორმულაა R – CO – R კოვალენტური ბმა - ქიმიური კავშირი, რომელიც აღიძვრება საზიაროელექტრული წყვილების ხარჯზე. კოროზია - გარემო პირობების გავლენით მეტალების გარდაქმნის ფიზიკო-ქიმიური პროცესი. კრეკინგი - ნახშირწალბადების თერმული და თერმოქიმიური დაშლის პროცესი ლ ლანთანოიდები - ელემენტთა ჯგუფის სახელწოდება. ამ ელემენტთარიგიბრივი ნომერია 57-71 (La - Lu) ლე-შატელიეს პრინციპი – თუ წონასწორულ სისტემაზე მოქმედებსწონასწორობის დამრღვევი რაიმე გარეშე ძალა, მაშინ სისტემაში აღიძვრება ამ ძალისსაწინააღმდეგოდ მიმართული პროცესები. ლითონები – იხ. მეტალები მ მარილები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალის ატომებისა და მჟავასნაშთის ჯგუფებისგან შედგებიან. მარკოვნიკოვის წესი - ეთილენური რიგის ნახშიწყალბადებთანჰალოგენწყალბადების (აგრეთვე წყლის) მიერთებისას წყალბადის ატომი უერთდება
  7. 7. -7-უჯერი ბმის წარმომქმნელ უფრო მეტად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს,ჰალოგენი (ჰიდროქსილი) უფრო ნაკლებად ჰიდროგენიზებულ ნახშირბადატომს. მარტივი ეთერები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადი ფორმულააR – O – R. მარტივი ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ელემენტისატომებისგან. მასის ატომური ერთეული (მ.ა.ე.) ანუ დალტონი – ატომების მასის გასაზომად 12შემოღებული სპეციალური ერთეული, რომლის სიდიდეა C იზოტოპის მასისერთი მეთორმეტედი. მასის მუდმივობის კანონი - რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრისრეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მასას. მასური წილი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს ა) ნივთიერების მასის რა ნაწილი მოდის ამა თუ იმ ელემენტზე. ბ) ნარევის მასის რა ნაწილი მოდის ნარევის შემადგენელ თითოეულკომპონენტზე. გ) ხსნარის მასის რა ნაწილი მოდის გახსნილ ნივთიერებაზე. მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს . მეტალები – ქიმიური ელემენტების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%)მეტალებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა მეტალის ატომებს გარე ელეტრონულშრეზე ერთი ან ორი ელექტრონია მოთავსებული. რაც უფრო ადვილად გასცემსატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. მეტალებსეძახიან ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. მეტალები მყარინივთიერებებია (გამონაკლისია ვერცხლისწყალი). მათ ახასიათებთ სითბო დაელექტროგამტარობა, ჭედადობა და გლინვადობა. მეტალებია - Li, Na, K, Ca, Cu, Al,Fe, და ა. შ. მეტალური ბმა – ქიმიური ბმა, რომელიც აღიძვრება მეტალების კრისტალებშიმეტალის კათიონებსა და “ელექტრონულ აირს” შორის ურთიერთმიზიდვისშედეგად.
  8. 8. -8- მეტალთა ჰიდროქსიდები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალისატომისა და მასთან დაკვშირებული ერთი ან რამოდენიმე ჰიდროქსილისჯგუფებისგან შედგება. მიმოცვლის რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ორ რთულნივთერებას შორის შემდეგი სქემის მიხედვით: AX + BY AY + BX მოლეკულა - ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც ამ ნივთიერებისშედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შენარჩუნებული. მოლეკულური კრისტალური მესერი – კრისტალური მესერი, რომლის საკვანძოწერტილებში ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულური მასა (ფარდობით მოლეკულური მასა Mr) – სიდიდე, რომელიცგვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ნივთიერების 1 მოლეკულის მასა 1 მ.ა.ე.-ზე. მოლი - ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეული. ნებისმიერინივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6,02.1023 სტრუქტურულ ერთეულს (ატომს,მო;ეკულას, იონს). 6,02.1023 ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვი (ავოგადროს მუდმივა)ეწოდება. მოლური მასა – ნივთიერების მასის შეფარდება მის რაოდენობასთან. მონოსაქარიდი – საქარიდი, რომელიც ჰიდროლიზს არ განიცდის. მოქმედ მასათა კანონი - ქიმიური რეაქციის სიჩქარე პროპორციულიამორეაგირე ნივთიერებათა სტექიომეტრიული კოეფიციენტების შესაბამის ხარისხშიაყვანილი მოლური კონცენტრაციების ნამრავლისა. მჟავები – რთული ნივთიერებები, რომლებიც მეტალით ჩანაცვლების უნარისმქონე ერთი ან რამოდენიმე ატომი წყალბადის და მჟავას ნაშთისგან შედგებიან.სხვაგვარად მჟავები ეწოდებათ ელექტროლიტებს, რომლებიც წყალში გახსნისასდისოცირდებიან წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად. მჟავური (მჟავა) მარილები – მარილები, რომელთა შემადგენლობაში გარდამეტალისა და მჟავას ნაშთისა წყალბადის ატომებიც შედიან. მჟანგავები - ატომები, რომლებიც განიცდიან აღდგენას.
  9. 9. -9- ნ ნავთობი – მუქი ფერის, ბლანტი თხევადი მასა, რომელსაც მოიპოვებენდედამიწის წიაღიდან. შედგება ნაჯერი, ციკლური და არომატულინახშირწყალბადებისგან. შეიცავს აგრეთვე ჟანგბად, გოგირდ და აზოტშემცველორგანულ ნივთიერებებს. ნავთობის გადამუშავების შედეგად იღებენ საწვავსშიდაწვისა და რეაქტიული ძრავებისათვის, ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საწვავს,საცხის და საპოხ ზეთებს, გუდრონს. ნავთობი ქიმიური წარმოების ძირითადინედლეულია. ნავთობის თანამდე აირები – აირები, რომლებიც გამოიყოფა ნავთობისჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვებისას. ძირითადად შედგება მეთანის, ეთანის,პროპანისა და ბუთანებისაგან. ნარევი – სისტემა, რომლის შემადგენლობაში ორი და მეტი სახის ნივთიერებაშედის. ნახევრადდაშლის პერიოდი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიციშლება არსებული რადიაქტიური ელემენტის ატომების ნახევარი. ნახშირწყალბადები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულებინახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან შედგება. არსებობს ნაჯერი, ციკლური,უჯერი და არომატული ნახშირწყალბადები. ნახშირწყლები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულებისშედგენილობა შეიძლება ასე გამოისახოს Cn (H20)m. ნახშირწყლები მრავალატომიანიალდეჰიდო-კეტონო სპირტები ან მათი კონდენსაციის შედეგად მიღებულინივთიერებებია. ნაჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნივთიერებისმაქსიმალური რაოდენობაა გახსნილი. ნეიტრონი - დაუმუხტავი ნაწილაკი, რომლის მასა დაახლოებით პროტონისმასის ტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n. ო
  10. 10. - 10 - ორბიტალი - ზედაპირი, სადაც ელექტრონის მოხვედრის ალბათობამაქსიმალურია. ორგანული ნივთიერება - ყველა ნახშირბადშემცველი ნივთიერება, გარდაშესაბამისი მარტივი ნივთიერებებისა, ნახშირბადის ოქსიდებისა (CO და CO2),ნახშირმჟავისა და მისი მარილების (H2CO3, Na2CO3 და ა.შ.). სხვაგვარადნახშირწყალბადები და მათი ნაწარმები. ორმაგი მარილები – მარილები, რომლებიც ორი მეტალის ატომისა და ერთიმჟავას ნაშთისგან შედგებიან. ორფუძიანი მჟავა – მჟავა, რომლის მოლეკულაში მეტალის ატომითჩანაცვლების უნარის მქონე ორი ატომი წყალბადია. ორგანული ორფუძიანი მჟავებიშეიცავენ ორ COOH ჯგუფს. ოქსიდი - რთული ნივთიერება, რომელიც ორი ელემენტის ატომებისგანშედგება და ერთი მათგანი აუცილებლად ჟანგბადია. პ პენტოზები –მონოსაქარიდები რომლის მოლეკულა ხუთ ატომ ნახშიტბადსშეიცავს. პერიოდულობის კანონი - მარტივ ნივთიერებათა თვისებები, შესაბამისირთული ნივთიერებების თვისებები და ფორმები პერიოდულ დამოკიდებულებეშიაელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან. პერიოდული სისტემა – ელემენტთა პერიოდული სისტემა – ელემენტებისკლასიფიკაციის შესაბამისი ცხრილი (ტაბულა). O pept i d ur i bm -- პეპტიდური ბმა a C NH ბმა bma “პი” ( ) ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელიატომების ცენტრების შემაერთებელი ღერძის პერპენდიკულარულადელექტრონული ღრუბლების გადაფარვისას. პირომეტალურგია - მეტალების აღდგენა მაღალ ტემერატურაზე. პოლარული კოვალენტური ბმა – კოვალენტური ბმა, რომელიც აღიძვრებაგანსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომებს შორის
  11. 11. - 11 - პოლიკონდენსაცია – დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებებისაგანპოლიმერის წარნმოქმნის პროცესი, რომელსაც თან ახლავს წყლის (ზოგჯერ სხვადაბალმოლეკულური მასის მქონე ნივთიერების) წარმოქმნა პოლიმერი – მაღალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერება, რომელიცერთნაირ, მრავალგზის განმეორებად ატომთა დაჯგუფებებს შეიცავს. ამგანმეორებად ჯგუფებს ელემენტარული რგოლი ქვიათ. პოლიმერიზაცია – დიდი რაოდენობით ერთნაირი მოლეკულებისაგან ერთიმაკრომოლეკულის წამოქმნის ქიმიური რეაქცია. პოლიმერიზაციის ხარისხი – რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს პოლიმერშიელემენტარული რგოლების რაოდენობას. პოლისაქარიდები - მონოსაქარიდების პოლიკონდენსაციის შედეგადმიღებული ნივთიერებები. პროტონი - დადებითად დამუხტული ნაწილაკი. მისი მუხტი ელექტრონისმუხტის ტოლია და ნიშნით საწინააღმდეგოა. პროტონის მასაა 1 მ.ა.ე. პროტონისსიმბოლოდ იყენებენ p+ ან უბრალოდ p. ჟ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენმორაგირე ნივთიერებათა შემადგენელი ატომები დაჟანგულობის ხარისხებისცვლილებით. რ რადიაქტივობა - იზოტოპების ატომგულების თავისთავად დაშლის პროცესი.ამ დროს ისინი ასხივებენ , და სხივებს და გარდაიქმნებიან სხვა ელემენტად. რადიკალები – ა) ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც გაუწყვილებელელექტრონს შეიცავენ. ბ) ნახშირწყალბადების მოლეკულიდან ერთი წყალბადატომის ჩამოცილებისშედეგად მიღებული ჯგუფები. რეაქციის სითბური ეფექტი - სითბოს (ენერგიის) რაოდენობა, რომელიცგამოიყოფა (ან შთაინთქმება) ერთი მოლი ნივთიერების გარდაქმნისას.
  12. 12. - 12 - რთული ეთერები –ესტერები, ორგანული ნივთიერებები, რომელთა ზოგადიფორმულაა R – COOR. რთული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც შედგება ორი და მეტიელემენტის ატომებისგან. ს საშუალო სიძლიერის ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლისდისოციაციის ხარისხი 30> >3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. “სიგმა” ( ) ბმა - ქიმიური ბმა, რომელიც წარმოიქმნება ბმის წარმომქმნელიატომების შემაერთებელი ღერძის გასწვრივ ელექტრონული ღრუბლებისგადაფარვისას. სპირტები – ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ერთ ან რამოდენიმეჰოდროქსილის ჯგუფს შეიცავენ. სუსტი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი <3% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. სუფთა ნივთიერება - სისტემა, რომელიც ერთი სახის მოლეკულებისაგანშედგება. სხვაგვარად ნივთიერება, რომელიც არ შეიცავს მინარევს. ტ ტუტე მეტალები - ელემენეტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთა პერიოდულისისტემის I ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Li, Na, K, Rb, Cs, Fr). ტუტემიწა მეტალები - ელემენტთა ბუნებრივი ოჯახი. ელემენტთაპერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალები (Be, Mg, Ca, Sr, Ba,Ra). ტუტეები - წყალში ხსნადი ჰიდროქსიდები (ფუძეები). მაგ: NaOH, KOH,Ba(OH)2 და სხვა. უ უარყოფითი კატალიზატორი ანუ ინჰიბიტორი – კატალიზატორი, რომელიცამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
  13. 13. - 13 - უჯერი ნახშირწყალბადები – ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულებიშეიცავენ ორმაგ ან სამმაგ ბმას. უჯერი ხსნარი – ხსნარი, რომელშიც მოცემულ პირობებში ნაჯერ ხსნართანშედარებით ნაკლები ნივთიერებაა გახსნილი. ფ ფარადეი კანონი – გამოსახავს ელექტროლიზის პროცესებისკანონზომიერებებს. m= სადაც m ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების მასაა ნივთიერების ქიმიური ექვივალენტია დენის ძალა ამპერებში ელექტროლიზის მიმდინარეობის დრო წამებში ფენოლატები - ფენოლების ჰიდროქსილის წყალბადის მეტალით ჩანაცვლებისპროდუქტი. ფენოლები – ნივთიერებები, რომელთა მოლეკულებში ჰიდროქსილის ჯგუფიუშუალოდ ბენზოლის ბირთვთან არის დაკავშირებული. ფიზიკური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს შეიძლება შეიცვალოსნივთიერების ფორმა, ტემპერატურა, აგრეგატული მდგომარეობა და სხვამახასიათებელი ნიშანი, მაგრამ არ იცვლება ნივთიერების მოლეკულა. ფუნქციური ჯგუფი - ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც არიანდაკავშირებულნი ორგანულ რადიკალებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულთავისებურებებს ანიჭებენ. ფუძეები –მეტალთა ჰიდროქსიდები, რომლებიც რეაგირებენ მჟავებთან და არრეგირებენ ტუტეებთან. ფუძე მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში გარდა მეტალისა დამჟავას ნაშთისა შედის ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფი.
  14. 14. - 14 - ქ ქვანახშირი – სასარგებლო წიაღისეული. მოიპოვებენ ქვანახშირის შახტებში,აგრეთვე ღია წესით. ძირითადი შემადგენელია ნახშირბადი. იყენებენსაყოფაცხივრებო და ტექნიკურ საწვავად. მისი გადამუშავებით იღებენ კოქსს,ქვანახშირის ზეთს და კოქსის აირს. ქიმია - საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთერთი დარგი, რომელიციკვლევს ქიმიურ ელემენტებს, მათ მიერ წარმოქმნილ მარტივ და რთულნივთიერებებს, მათ გარდაქმნებს და კანონებს, რომლებსაც ეს გარდაქმნებიემორჩილებიან. ქიმია (ტერმინი) - ა) ტერმინი ქიმია ეგვიპდიდან მოდის. ძველეგვიპტურ ენაზეეგვიპტეს ”შავმიწა” ანუ ”ქიმია” ეწოდებოდა. ეგვიპტელების მეზობლები მინისწარმოებას, ლითონების მიღებას, საღებავების მომზადების მეთოდებსეგვიპტელებისაგან გაეცნენ და ამიტომ მას ”ქიმია” უწოდეს. ბ) არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინი ქიმია ჩინეთიდან მომდინარეობს,კერძოდ ოქროს ძველჩინურად ”ქიმ”, ხოლო მის მიღებას ”ქიმია” ეწოდებოდა.აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნები კოლხეთში ოქროს მიღების პროცესს ”ქიმიად”მოიხსენიებდნენ. ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით: ”ქიმია არს ხელოვნებაიგამოდნობისა”. ქიმიური ბმები – კავშირები, რომელთა საშუალებით ატომები ერთმანეთსუკავშირდებიან. ქიმიური ელემენტი - ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომებისერთობლიობა. ქიმიური ელემენტის ფარდობითი ატომური მასა – განყენებული სიდიდე,რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ უფრო მეტია მოცემული ელემენტის ერთი ატომისმასა ერთ მასის ატომურ ერთეულზე. ქიმიური მოვლენა – მოვლენა, რომლის დროს ერთი სახის მოლეკულებისგანახალი მოლეკულები წარმოიქმნება. ქიმიურ მოვლენას ქიმიური რეაქცია ეწოდება. ქიმიური რეაქციის სიჩქარე - მორეაგირე ნივთიერებათა მოლურიკონცენტრაციის ცვლილება დროში.
  15. 15. - 15 - ქიმიური ფორმულები – ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობისგამოსახვა ქიმიური სიმბოლოებისა და რიცხვების საშუალებით. შ შაქრები - იხ. ნახშირწყლები. შედგენილობის მუდმივობის კანონი - ყოველ სუფთა ნივთიერებას,მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა, მუდმივი შედგენილობა აქვს. შეერთების რეაქცია – რეაქციები, რომლის დროსაც ორი ან მეტი ნივთიერებისმოლეკულისგან წარმოიქმნება ერთი ახალი ნივთიერების მოლეკულა. შერეული მარილები – მარილები, რომლის შემადგენლობაში ერთი მეტალისატომი და ორი მჟავას ნაშთია. შერეული მარილები შეიძლება წარმოქმნან ორ დამეტვალენტიანმა მეტალებმა. შეუქცევადი რეაქციები – რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ ბოლომდე დარეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს საწყისი ნივთიერებების წარმოქმნისუნარი არ აქვთ. შექცევადი რეაქციები – რეაქციები, რომლის დროსაც მიღებულ ნივთიერებებსიმავე პირობებში შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედებისას საწყისინივთიერებების წარმოქმნა. შექცევადი რეაქციები მთავრდება ქიმიურიწონასწორობის დამყარებით. ამ რეაქციებში ტოლობის ნიშნის ნაცვლად იყენებენანტიპარალელურ ისრებს. ჩ ჩანაცვლების რეაქციები – რეაქციები, რომლის დროს მარტივი ნივთიერებებისატომები იკავებენ შესაბმისი რთული ნივთიერებების შემადგენლობაში მყოფიატომის ან ატომთა ჯგუფის ადგილს. ც ცილები (პროტეინები) – ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც -ამინომჟავებისპოლიკონდენსაციის შედეგად მიღებული პოლიპეპდიდური ჯაჭვის მქონენაერთებია. ცხიმები – საკვები ნივთიერებები, რომლებიც გლიცერინისა და უმაღლესიკარბონმჟავების რთული ეთერებია.
  16. 16. - 16 - ძ ძლიერი ელექტროლიტი – ელექტროლიტი, რომლის დისოციაციის ხარისხი> 30% 0,1მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t=150. წ წვა – სითბოსა და სინათლის გამოყოფით მომდინარე ქიმიური რეაქცია. წყალბადური ბმა – ბმა, რომელიც აღიძვრება პოლარულად დაკავშირებულწყალბადატომსა და მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების (ფტორი,ჟანგბადი, აზოტი) ატომებს შორის. წყლის სიხისტე – ბუნებრი წყლებში კალციუმისა და მაგნიუმის ხსნადიმარილების შემცველობით გამოწვეული მოვლენა. ხ ხსნადობა - ხსნარის წარმოქმნის უნარი. ხსნადობის კოეფიციენტი – სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენიგრამი ნივთიერება შეიძლება გაიხსნას მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში(ან 1ლ ანუ 1000გ წყალში). ხსნარი – ცვლადი შედგენილობის ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სისტემა,რომელიც ორი და მეტი კომპონენტისგან შედგება. ხსნარის მოლური კონცენტრაცია - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს რამდენ მოლგახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი. ჰ ჰალკოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდულისისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (O, S, Se, Te, Po). ჰალოგენები - ელემენტების ბუნებრივი ოჯახი ელემენტთა პერიოდულისისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (F, Cl, Br, I, At). ჰეტეროგენური რეაქციები - სხვადასხვა ფაზაში მიმდინარე რეაქციები. ჰექსოზები – ექვსი ატომი ნახშირბადის შემცველი მონოსაქარიდები.
  17. 17. - 17 - ჰიბრიდიზაცია - ერთი ატომის ორი ან რამოდენიმე ელექტრული ღრუბლისგარდაქმნა - გათანაბრება. არსებობს sp, sp2, sp3 და სხვა ჰიბრიდიზაციის ტიპები. ჰიდრატაცია – წყლის მიერთების პროცესი. ჰიდრირება – უჯერ ბმასთან წყალბადის მიერთების რეაქცია. ჰიდროლიზი – ნივთიერების წყალთან ურთიერთქმედების რეაქცია. ჰომოგენური რეაქციები - ერთ ფაზაში მიმდინარე რეაქციები. ჰომოლოგიური რიგი - ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც მსგავსიბუნების ნაერთებისაგან შედგება და აქვთ ერთი ზოგადი ფორმულა. ჰომოლოგიური სხვაობა - CH2 ჯგუფი. ჰომოლოგების მოლეკულებისშედგენილობა ერთმანეთისაგან ერთი ან რამოდენიმე CH2 ჯგუფით განსხვავდება.

×