SlideShare a Scribd company logo
1 of 8
Download to read offline
გაკვეთილი N 51

საშინაო დავალების შემოწმება

1. მოც: n1 (SO2) = 5მოლი
   მოც:
         n1 (O2) = 3მოლი
         n2 (SO2) = 3მოლი
   –––––––––––––––––––––––––
   უ.გ. K = ?

     შესაბამისი რეაქციის ტოლობაა
            2SO2 + O2             2SO3


წონასწორულ სისტემაში გვაქვს რეაქციაში შეუსვლელი 3მოლი SO2, ე.ი.
გარდაიქმნა 5 – 3 = 2მოლი SO2 და წარმოიქმნა 2მოლი SO3. რეაქციის ტოლობა
გვიჩვენებს: რამდენი მოლი SO2 გარდაიქმნება, იმდენივე მოლი SO3 წარმოიქმნება.
ყოველ ორ მოლ SO2-თან შედის რეაქციაში 1მოლი O2. რეაქციაში შეუსვლელი
რჩება 3 – 1 = 2მოლი O2. ე.ი. წონასწორობისას სარეაქციო არე შეიცავს 3მოლ SO2-ს,
2მოლ O2-ს და 2მოლ SO3-ს.
წონასწორობისას ნივთიერებათა მოლური კონცენტრაციებია:



[SO3] =              =        =0,2 მოლი/ლ


ანალოგიურად [SO2] =            =0,3მოლი/ლ [O2] =       =0,2 მოლი/ლ




               2SO2 + O2            2SO3               რეაქციისთვის


                 [SO 3]2           0,222
          K=                  =                = 2,2
                [SO2]2[O2 ]       0,32 · 0,2
2.        2SO2 + O2 → 2SO3

     ა) როგორც ვხედავთ პირდაპირი რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის
     შემცირებით (2 + 1 მოცულობა მორეაგირე ნივთიერებები გარდაიქმნებიან და 2
     მოცულობა რეაქციის პროდუქტი მიიღება). ამიტომ წნევის შემცირებისას
     წონასწორობა მოცულობის გაზრდის მხარეს ანუ შებრუნებული რეაქციის
     მიმართულებით გადაიხრება.
ბ) ტემპერატურის გაზრდისას წონასწორობა ენდოთერმული რეაქციის ანუ
    შებრუნებული რეაქციის მიმართულებით გადაიხრება.
    გ) წონასწორობა მარჯვნივ, ანუ O2ის გარდაქმნის მიმართულებითაა
    გადახრილი.
VII ტესტი

 1. რომელი დებულებაა მცდარი?
    1. მარტივი ნივთიერებების თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია
         ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან
    2. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო
         ძლიერია მისი მეტალური ბუნება
    3. ერთიდაიგივე პერიოდში ტუტე მეტალებს ყველაზე უფრო დაბალი
         ატომგულის მუხტი აქვთ
    4. ელემენტებს შორის ტუტე მეტალებს ყველაზე მცირე ატომური რადიუსი
         აქვთ
2. რომელი დებულებაა მცდარი?

    1.   ჯგუფში     მოთავსებული     ელემენტების    დაჟანგულობის   ხარისხის
         მინიმალური მნიშვნელობა რიცხობრივად ემთხვევა ჯგუფის ნომერს
    2.   ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმის წარმოქმნის უნარია
    3.   რამდენი    გაუწყვილებელი    ელექტრონიც    აქვს   ელემენტის   ატომს,
         იმდენივე კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია
    4.   ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმიური
         ელემენტი ეწოდება
    3. 1გ ნივთიერება გახსნილია 9გ წყალში. რას უდრის ხსნარის მასური წილი და
    რამდენ %-იანი ყოფილა ხსნარი?
    1. 0,1 და 1%                    2. 0,9 და 9%

    3. 0,1 და 10%           4. 0,1 და 0,1%

    4 ქიმიური რეაქციის სიჩქარე არის:

         1 მიღებული ნივთიერებების კონცენტრაციების ფარდობა         აღებული
         ნივთიერებების კონცენტრაციებთან
2. მორეაგირე ნივთიერებების მოლური კონცენტრაციების ცვლილება
         დროის ერთეულში
      3. ის საწყისი სიჩქარე, რომლითაც იწყება რეაქცია
      4. ის მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა რეაქციის დასაწყებად
5. 2A+B რეაქციაში როგორ შეიცვლება ქიმიური რეაქციის სიჩქარე. თუ [A]-ს
გავადიდებთ 2-ჯერ და [B]-ს შევამცირებთ ორჯერ

  1. არ შეიცვლება
  2. 2-ჯერ გაიზრდება
  3. 2-ჯერ შემცირდება
  4. 4-ჯერ გაიზრდება
6. კატალიზატორი ნივთიერებაა, რომელიც:

  1. ქიმიური რეაქციის დროს იხარჯება და ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს
  2. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ არ ცვლის ქიმიური
      რეაქციის სიჩქარეს
  3. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ ცვლის ქიმიური რეაქციის
      სიჩქარეს
  4. ზრდის პირდაპირ რაქციის სიჩქარეს და ანელებს შექცევადი რეაქციის
      სიჩქარეს
7. შექცევადი რეაქციაა:

   1. Zn + 2HCl = ZnCl2 + H2

   2. N2 + 3H2 = 2NH3

   3. CuCl2 + 2NaOH + Cu(OH)2 + 2NaCl

   4. Cu(OH)2 = CuO + H2O

8. წონასწორულ რეაქციაში
   N2 + 3H2      2NH3 + Q

  წონასწორობა გადაიხრება მაცხნივ, ანუ ენდოთერმული რეაქციის
  მიმართულებით, თუ:

  1. გავზრდით ტემპერატურას
  2. შევამცირებთ ტემპერატურას
3. შევიტანთ კატალიზატორს
     4. გავზრდით წნევას
  9. წონასწორულ რეაქციაში
     H2 + Cl2      2HCl

     წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ, თუ:

     1. გავზრდით წნევას                    2. შევამცირებთ წნევას
     5. შევიტანთ კატალიზატორს              4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
  10. პირდაპირი რეაქციის მიმდინარეობისას 4 მოცულობა აირებიდან მიიღება 2
     მოცულობა აირი. საით გადაიხრება წონასწორობა, თუ შევამცირებთ წნევას:
     1. მარცხნივ          2. მარჯვნივ 3 წნევის ცვლილება წონასწორობაზე არ
     იმოქმედებს. 4. პასუხები არასწორია

                           თემა N 10
                   ელექტროლიტური დისოციაცია

                 არაელექტროლიტები:
 ელექროლიტები და არაელექტროლიტები:

  ნივთიერებებს, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ატარებენ ელექტრულ
დენს ელექტროლიტები ეწოდებათ. ელექტროლიტებია მჟავები, მეტალთა
ჰიდროქსიდები და მარილები. არაელექტროლიტები წყალში გახსნილ ან გამლღვალ
მდგომარეობაში ელექტრულ დენს არ ატარებენ. არაელექტროლიტებია თითქმის
ყველა ორგანული ნივთიერება და არაორგანულ ნივთიერებათა ერთი ნაწილი.
  ელექტროლიტები იონური ან პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი
ნივთიერებებია. არაელექტროლიტის მოლეკულები კი მხოლო არაპოლარუ-
კოვალენტურ ბმებს შეიცავენ.


  ელექტროლიტური დისოციაციის დებულებები:
                            დებულებები:

  1. ელექტროლიტები       წყალში   გახსნისას  ან   გალღობისას  იშლებიან
     (დისოცირდებიან) დადებითად და უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად,
     რომლებსაც იონები ეწოდებათ. იონები წყალხსნარებში (ნალღობებში)
     ქაოსურად მოძრაობენ.
  2. მიღებულ ხსნარში (ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის გატარებისას
     დადებითად დამუხტული იონები იწყებენ მოწესრიგებულ მოძრაობას
     უარყოფითად დამუხტული ელექტროდისაკენ – კათოდისაკენ. ამიტომ მათ
     კათიონები    (სიტყვასიტყვით “კათოდისაკენ მავალი”) ეწოდებათ, ხოლო
     უარყოფითად დამუხტული იონები კი დადებითი ელექტროდისაკენ –
     ანოდისაკენ. უარყოფით იონებს ანიონებს უწოდებენ.
3. დისოციაცია შექცევადი პროცესია. დისოციაციის პროცესის პარალელურად
     მიმდინარეობს მისი საწინააღმდეგო პროცესი, რომელსაც ასოციაცია ეწოდება.
     ამ დროს საწინააღმდეგოდ დამუხტული იონების ურთიერთქმედებისას
     ელექტროლიტის მოლეკულები ან იონური წყვილები მიიღება:
                KA         K+ + A -
     სადაც KA ელექტროლიტია. K+ კათიონია, A- ანიონია. პირდაპირი რეაქცია
     დისოციაციაა, შებრუნებული – ასოციაცია.


                            მექანიზმი:
  ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი:

  წყლის მოლეკულა პოლარულია. ამ მოლეკულებში მუხტები ასეა განაწილებული:
                        δ−
                        O
               δ+          δ+
                H 104,50 H
  შეიძლება წყლის მოლეკულა განვიხილოთ როგორც                     დიპოლი       (ნაწილაკი,
რომელსაც ბოლოები საპირისპიროდ აქვს დამუხტული)


                              +    -
     H – OH       ანუ


  როდესაც იონურ კრისტალს ვათავსებთ წყალში, მაშინ კრისტალის ზედაპირზე
მოთავსებული იონების მიმართ ორიენტირდება წყლის დიპოლები. კერძოდ
კათიონების გარშემო ლაგდებიან წყლის მოლეკულები უარყოფითი პოლუსით,
ხოლო ანიონების გარშემო – დადებითი პოლუსით. ამ პროცესს ჰიდრატაცია ქვია.
იონებს და დიპოლებს შორის ჰიდრატაციის შედეგად აღიძვრებიან ურთიერთ-
მიზიდვის ძალები, იონებს შორის მიზიდვის ძალები სუსტდება, წყლის
მოლეკულებთან დაკავშირებული ანუ ჰიდრატირებული იონები წყდებიან კრის-
ტალს და გადადიან ხსნარში.
                                                    +
                                                                         +




          H                                 -
           O H
                                       +
                                                                         -




          + O H                                 -
                                                        +                     -   +
                                                                 +   - +
             H                                              -
                   H
                                                                         -




              - HO                      -       +
                                                                         +




                H                           +
                  O H                                   -
                                                                         -
                                                                         +




              +                        +                                      +
                                                                 -   +   -        -
                                                                         +




              -                         -
                                                                         -




                        ანუ
როდესაც წყალში იხსნება პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი ნაერთები,
შესაბამისი მოლეკულის გარშემო, რომელიც თვითონ შეიძლება განვიხილოთ
როგორც დიპოლი, ორიენტირდებიან წყლის დიპოლები.. ელექტროლიტის
მოლეკულასა და წყლის დიპოლების ურთიერთქმედებისას ელექტროლიტის
პოლერულ-კოვალენტური ბმის წარმომქმნელი საზიარო ელექტრონული წყვილის
გადახრა ხდება უარყოფითად დამუხტული ბოლოსაკენ, რასაც ჯერ იონური
წყვილის, შემდეგ კი დისოცირებული იონების წარმოქმნა მოყვება.

           +                             -               +                           -
                 -               +                               -           +
                                                                                 +       -
   +       -    +            -       +       -       +       -       +   -
                             +                                               +




                                                             -
               -




                                     -                                           -




                                                         +
       +




                                                                         -
                         +




                                                                         +
                         -




                +    -   +
                                 -       +
                                                 +
                                                             -       +
                                                                         -       +       -

                                                                         +
                         -
                         +




                                                                         -




   დისოციაცია შექცევადი პროცესია. მისი საწინააღმდეგო პროცესია ასოციაცია:
წყალხსნარში თავისუფლად მოძრავი საწინააღმდეგოდ დამუხტული იონების
შეჯახებისას წარმოიქმმნებიან იონური წყვილები ან მოლეკულები. ეს პროცესი
დამუხრუჭებულია. ამ მოვლენის ასახსნელად გავიხსენოთ კულონის კანონი:




  სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდულობის ძალაა;
                         ნაწილაკების მუხტების სიდიდეა;
       r       ნაწილაკებს შორის მანძილია;
          დიელექტრიკული მუდმივაა და გვიჩვენებს რამდენჯერ მცირდება
მოცემულ     გარემოში  საწინააღმდეგოდ    დამუხტული     ნაწილაკებს  შორის
ურთიეთმიზიდვის ძალა უჰაერო სივრცესთან შედარებით.
  ხსნარებში იონები ურთიერთმოქმედებენ წყალთან და წარმოქმნიან ჩვეულებრივ
იონებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის აგრეგატებს – ჰიდრატირებულ იონებს.
ამის გამო იზრდება იონებს შორის მანძილი. ამასთანავე წყლის დიელექტრიკული
მუდმივა საკმაოდ მაღალია        . ე.ი. წყალში იონების ურთიერთმიზიდვა 80 –
ჯერ არის შესუსტებული უჰაერო სივრცესთან შედარებით. ორივე ეს ფაქტორი
ამუხრუჭებს ასოციაციის პროცესს.


  მჟავების,
  მჟავების, ფუძეების და მარილების დისოციაცია:
                                  დისოციაცია:


   ელექტროლიტური      დისოციაციის თეორიის    თანახმად   მჟავა  ისეთი
ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას წყალბადის კათიონებად და მჟავას
ნაშთის ანიონებად დისოცირდება.
   მაგ:
            HCl      H+ + Cl-
          HNO3         H+ + NO3-
  მრავალფუძიანი მჟავები საფეხურეობრივად დისოცირდებიან.
  მაგ:
          H2SO4         H+ + HSO4-
             HSO4-      H+ + SO42-
   ან შეჯამებულად:
             H2SO4      H+ + HSO4-      2H+ + SO42-
   როგორც აღვნიშნეთ წყალხსნარებში იონები ჰიდრატირებული სახითაა, ამიტომ
წყალბადის კათიონი დონორ-აქცეპტორული პრინციპის შესაბამისად წყლის
მოლეკულასთან მიერთების შედეგად წარმოქმნის ჰიდროქსონიუმის იონს:
   H3O+, მაგრამ სიმარტივისათვის რეაქციის ტოლობებში იყენებენ იონების
არაჰიდრატირებულ ფორმულებს.
   ელექტროლიტური     დისოციაციის    თეორიის     თანახმად  ფუძე   ისეთი
ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად
და ჰიდროქსიდ ანიონებად:

           NaOH         Na+ + OH-
           Ba(OH)2       Ba2+ + 2OH-


   ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად მარილები ისეთი
ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად
და მჟავას ნაშთის ანიონებად:
             KNO3        K+ + NO3-
           CaCl2        Ca2+ + 2Cl-
           FeSO4        Fe2+ + SO42-
           Fe2(SO4)3        2Fe3+ + 3SO42-
           KMnO4        K+ + MnO4-
           NaClO3       Na+ + ClO3-
როგორც ვხედავთ იონის მუხტი სიდიდით შეიძლება იყოს ერთის ტოლიც და
უფრო მეტიც. მუხტის სიდიდე იწერება ფორმულის მარჯვნივ ზედა კუთხეში.
ამასთან ჯერ იწერება რიცხვი და შემდეგ ნიშანი.




          დავალება:
  საშიანო დავალება:

  1. რა არის ელექტროლიტი და არაელექტროლიტი? რა განსხვავებაა მათ
     აღნაგობაში?

  2. ჩამოაყალიბეთ თქვენი სიტყვებით ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის
     დებულებები.


  3. დაწერეთ შემდეგ ელექტროლიტთა დისოციაციის რეაქციათა ტოლობები:

       a) HClO4, HClO3, HMnO4, H2CrO4, H3PO4. (ბოლო ორი საფეხურეობრივად)
       b) KOH, Ba(OH)2, Sr(OH)2, LiOH.
       გ) K3PO4, Ba(NO3)2, Na2CO3, K2Cr2O7, Na3AsO4.

More Related Content

Viewers also liked

G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 

Viewers also liked (20)

Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 

More from barambo

More from barambo (7)

Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 

G051 120708080110-phpapp00

  • 1. გაკვეთილი N 51 საშინაო დავალების შემოწმება 1. მოც: n1 (SO2) = 5მოლი მოც: n1 (O2) = 3მოლი n2 (SO2) = 3მოლი ––––––––––––––––––––––––– უ.გ. K = ? შესაბამისი რეაქციის ტოლობაა 2SO2 + O2 2SO3 წონასწორულ სისტემაში გვაქვს რეაქციაში შეუსვლელი 3მოლი SO2, ე.ი. გარდაიქმნა 5 – 3 = 2მოლი SO2 და წარმოიქმნა 2მოლი SO3. რეაქციის ტოლობა გვიჩვენებს: რამდენი მოლი SO2 გარდაიქმნება, იმდენივე მოლი SO3 წარმოიქმნება. ყოველ ორ მოლ SO2-თან შედის რეაქციაში 1მოლი O2. რეაქციაში შეუსვლელი რჩება 3 – 1 = 2მოლი O2. ე.ი. წონასწორობისას სარეაქციო არე შეიცავს 3მოლ SO2-ს, 2მოლ O2-ს და 2მოლ SO3-ს. წონასწორობისას ნივთიერებათა მოლური კონცენტრაციებია: [SO3] = = =0,2 მოლი/ლ ანალოგიურად [SO2] = =0,3მოლი/ლ [O2] = =0,2 მოლი/ლ 2SO2 + O2 2SO3 რეაქციისთვის [SO 3]2 0,222 K= = = 2,2 [SO2]2[O2 ] 0,32 · 0,2 2. 2SO2 + O2 → 2SO3 ა) როგორც ვხედავთ პირდაპირი რეაქცია მიმდინარეობს მოცულობის შემცირებით (2 + 1 მოცულობა მორეაგირე ნივთიერებები გარდაიქმნებიან და 2 მოცულობა რეაქციის პროდუქტი მიიღება). ამიტომ წნევის შემცირებისას წონასწორობა მოცულობის გაზრდის მხარეს ანუ შებრუნებული რეაქციის მიმართულებით გადაიხრება.
  • 2. ბ) ტემპერატურის გაზრდისას წონასწორობა ენდოთერმული რეაქციის ანუ შებრუნებული რეაქციის მიმართულებით გადაიხრება. გ) წონასწორობა მარჯვნივ, ანუ O2ის გარდაქმნის მიმართულებითაა გადახრილი. VII ტესტი 1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. მარტივი ნივთიერებების თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდესთან 2. რაც უფრო ადვილად გასცემს ელემენტის ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია მისი მეტალური ბუნება 3. ერთიდაიგივე პერიოდში ტუტე მეტალებს ყველაზე უფრო დაბალი ატომგულის მუხტი აქვთ 4. ელემენტებს შორის ტუტე მეტალებს ყველაზე მცირე ატომური რადიუსი აქვთ 2. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ჯგუფში მოთავსებული ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის მინიმალური მნიშვნელობა რიცხობრივად ემთხვევა ჯგუფის ნომერს 2. ვალენტობა ელემენტის ატომის მიერ ქიმიური ბმის წარმოქმნის უნარია 3. რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონიც აქვს ელემენტის ატომს, იმდენივე კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია 4. ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება 3. 1გ ნივთიერება გახსნილია 9გ წყალში. რას უდრის ხსნარის მასური წილი და რამდენ %-იანი ყოფილა ხსნარი? 1. 0,1 და 1% 2. 0,9 და 9% 3. 0,1 და 10% 4. 0,1 და 0,1% 4 ქიმიური რეაქციის სიჩქარე არის: 1 მიღებული ნივთიერებების კონცენტრაციების ფარდობა აღებული ნივთიერებების კონცენტრაციებთან
  • 3. 2. მორეაგირე ნივთიერებების მოლური კონცენტრაციების ცვლილება დროის ერთეულში 3. ის საწყისი სიჩქარე, რომლითაც იწყება რეაქცია 4. ის მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა რეაქციის დასაწყებად 5. 2A+B რეაქციაში როგორ შეიცვლება ქიმიური რეაქციის სიჩქარე. თუ [A]-ს გავადიდებთ 2-ჯერ და [B]-ს შევამცირებთ ორჯერ 1. არ შეიცვლება 2. 2-ჯერ გაიზრდება 3. 2-ჯერ შემცირდება 4. 4-ჯერ გაიზრდება 6. კატალიზატორი ნივთიერებაა, რომელიც: 1. ქიმიური რეაქციის დროს იხარჯება და ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 2. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ არ ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 3. ქიმიური რეაქციის დროს არ იხარჯება, მაგრამ ცვლის ქიმიური რეაქციის სიჩქარეს 4. ზრდის პირდაპირ რაქციის სიჩქარეს და ანელებს შექცევადი რეაქციის სიჩქარეს 7. შექცევადი რეაქციაა: 1. Zn + 2HCl = ZnCl2 + H2 2. N2 + 3H2 = 2NH3 3. CuCl2 + 2NaOH + Cu(OH)2 + 2NaCl 4. Cu(OH)2 = CuO + H2O 8. წონასწორულ რეაქციაში N2 + 3H2 2NH3 + Q წონასწორობა გადაიხრება მაცხნივ, ანუ ენდოთერმული რეაქციის მიმართულებით, თუ: 1. გავზრდით ტემპერატურას 2. შევამცირებთ ტემპერატურას
  • 4. 3. შევიტანთ კატალიზატორს 4. გავზრდით წნევას 9. წონასწორულ რეაქციაში H2 + Cl2 2HCl წონასწორობა გადაინაცვლებს მარჯვნივ, თუ: 1. გავზრდით წნევას 2. შევამცირებთ წნევას 5. შევიტანთ კატალიზატორს 4. არცერთი პასუხი არ არის სწორი 10. პირდაპირი რეაქციის მიმდინარეობისას 4 მოცულობა აირებიდან მიიღება 2 მოცულობა აირი. საით გადაიხრება წონასწორობა, თუ შევამცირებთ წნევას: 1. მარცხნივ 2. მარჯვნივ 3 წნევის ცვლილება წონასწორობაზე არ იმოქმედებს. 4. პასუხები არასწორია თემა N 10 ელექტროლიტური დისოციაცია არაელექტროლიტები: ელექროლიტები და არაელექტროლიტები: ნივთიერებებს, რომელთა წყალხსნარები და ნალღობები ატარებენ ელექტრულ დენს ელექტროლიტები ეწოდებათ. ელექტროლიტებია მჟავები, მეტალთა ჰიდროქსიდები და მარილები. არაელექტროლიტები წყალში გახსნილ ან გამლღვალ მდგომარეობაში ელექტრულ დენს არ ატარებენ. არაელექტროლიტებია თითქმის ყველა ორგანული ნივთიერება და არაორგანულ ნივთიერებათა ერთი ნაწილი. ელექტროლიტები იონური ან პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი ნივთიერებებია. არაელექტროლიტის მოლეკულები კი მხოლო არაპოლარუ- კოვალენტურ ბმებს შეიცავენ. ელექტროლიტური დისოციაციის დებულებები: დებულებები: 1. ელექტროლიტები წყალში გახსნისას ან გალღობისას იშლებიან (დისოცირდებიან) დადებითად და უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად, რომლებსაც იონები ეწოდებათ. იონები წყალხსნარებში (ნალღობებში) ქაოსურად მოძრაობენ. 2. მიღებულ ხსნარში (ნალღობში) მუდმივი ელექტრული დენის გატარებისას დადებითად დამუხტული იონები იწყებენ მოწესრიგებულ მოძრაობას უარყოფითად დამუხტული ელექტროდისაკენ – კათოდისაკენ. ამიტომ მათ კათიონები (სიტყვასიტყვით “კათოდისაკენ მავალი”) ეწოდებათ, ხოლო უარყოფითად დამუხტული იონები კი დადებითი ელექტროდისაკენ – ანოდისაკენ. უარყოფით იონებს ანიონებს უწოდებენ.
  • 5. 3. დისოციაცია შექცევადი პროცესია. დისოციაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს მისი საწინააღმდეგო პროცესი, რომელსაც ასოციაცია ეწოდება. ამ დროს საწინააღმდეგოდ დამუხტული იონების ურთიერთქმედებისას ელექტროლიტის მოლეკულები ან იონური წყვილები მიიღება: KA K+ + A - სადაც KA ელექტროლიტია. K+ კათიონია, A- ანიონია. პირდაპირი რეაქცია დისოციაციაა, შებრუნებული – ასოციაცია. მექანიზმი: ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი: წყლის მოლეკულა პოლარულია. ამ მოლეკულებში მუხტები ასეა განაწილებული: δ− O δ+ δ+ H 104,50 H შეიძლება წყლის მოლეკულა განვიხილოთ როგორც დიპოლი (ნაწილაკი, რომელსაც ბოლოები საპირისპიროდ აქვს დამუხტული) + - H – OH ანუ როდესაც იონურ კრისტალს ვათავსებთ წყალში, მაშინ კრისტალის ზედაპირზე მოთავსებული იონების მიმართ ორიენტირდება წყლის დიპოლები. კერძოდ კათიონების გარშემო ლაგდებიან წყლის მოლეკულები უარყოფითი პოლუსით, ხოლო ანიონების გარშემო – დადებითი პოლუსით. ამ პროცესს ჰიდრატაცია ქვია. იონებს და დიპოლებს შორის ჰიდრატაციის შედეგად აღიძვრებიან ურთიერთ- მიზიდვის ძალები, იონებს შორის მიზიდვის ძალები სუსტდება, წყლის მოლეკულებთან დაკავშირებული ანუ ჰიდრატირებული იონები წყდებიან კრის- ტალს და გადადიან ხსნარში. + + H - O H + - + O H - + - + + - + H - H - - HO - + + H + O H - - + + + + - + - - + - - - ანუ
  • 6. როდესაც წყალში იხსნება პოლარულ-კოვალენტური ბმის შემცველი ნაერთები, შესაბამისი მოლეკულის გარშემო, რომელიც თვითონ შეიძლება განვიხილოთ როგორც დიპოლი, ორიენტირდებიან წყლის დიპოლები.. ელექტროლიტის მოლეკულასა და წყლის დიპოლების ურთიერთქმედებისას ელექტროლიტის პოლერულ-კოვალენტური ბმის წარმომქმნელი საზიარო ელექტრონული წყვილის გადახრა ხდება უარყოფითად დამუხტული ბოლოსაკენ, რასაც ჯერ იონური წყვილის, შემდეგ კი დისოცირებული იონების წარმოქმნა მოყვება. + - + - - + - + + - + - + - + - + - + - + + - - - - + + - + + - + - + - + + - + - + - + - + - დისოციაცია შექცევადი პროცესია. მისი საწინააღმდეგო პროცესია ასოციაცია: წყალხსნარში თავისუფლად მოძრავი საწინააღმდეგოდ დამუხტული იონების შეჯახებისას წარმოიქმმნებიან იონური წყვილები ან მოლეკულები. ეს პროცესი დამუხრუჭებულია. ამ მოვლენის ასახსნელად გავიხსენოთ კულონის კანონი: სადაც F დამუხტულ ნაწილაკებს შორის მიზიდულობის ძალაა; ნაწილაკების მუხტების სიდიდეა; r ნაწილაკებს შორის მანძილია; დიელექტრიკული მუდმივაა და გვიჩვენებს რამდენჯერ მცირდება მოცემულ გარემოში საწინააღმდეგოდ დამუხტული ნაწილაკებს შორის ურთიეთმიზიდვის ძალა უჰაერო სივრცესთან შედარებით. ხსნარებში იონები ურთიერთმოქმედებენ წყალთან და წარმოქმნიან ჩვეულებრივ იონებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის აგრეგატებს – ჰიდრატირებულ იონებს. ამის გამო იზრდება იონებს შორის მანძილი. ამასთანავე წყლის დიელექტრიკული
  • 7. მუდმივა საკმაოდ მაღალია . ე.ი. წყალში იონების ურთიერთმიზიდვა 80 – ჯერ არის შესუსტებული უჰაერო სივრცესთან შედარებით. ორივე ეს ფაქტორი ამუხრუჭებს ასოციაციის პროცესს. მჟავების, მჟავების, ფუძეების და მარილების დისოციაცია: დისოციაცია: ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად მჟავა ისეთი ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას წყალბადის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად დისოცირდება. მაგ: HCl H+ + Cl- HNO3 H+ + NO3- მრავალფუძიანი მჟავები საფეხურეობრივად დისოცირდებიან. მაგ: H2SO4 H+ + HSO4- HSO4- H+ + SO42- ან შეჯამებულად: H2SO4 H+ + HSO4- 2H+ + SO42- როგორც აღვნიშნეთ წყალხსნარებში იონები ჰიდრატირებული სახითაა, ამიტომ წყალბადის კათიონი დონორ-აქცეპტორული პრინციპის შესაბამისად წყლის მოლეკულასთან მიერთების შედეგად წარმოქმნის ჰიდროქსონიუმის იონს: H3O+, მაგრამ სიმარტივისათვის რეაქციის ტოლობებში იყენებენ იონების არაჰიდრატირებულ ფორმულებს. ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად ფუძე ისეთი ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად და ჰიდროქსიდ ანიონებად: NaOH Na+ + OH- Ba(OH)2 Ba2+ + 2OH- ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თანახმად მარილები ისეთი ელექტროლიტია, რომელიც წყალში გახსნისას დისოცირდება მეტალის კათიონებად და მჟავას ნაშთის ანიონებად: KNO3 K+ + NO3- CaCl2 Ca2+ + 2Cl- FeSO4 Fe2+ + SO42- Fe2(SO4)3 2Fe3+ + 3SO42- KMnO4 K+ + MnO4- NaClO3 Na+ + ClO3-
  • 8. როგორც ვხედავთ იონის მუხტი სიდიდით შეიძლება იყოს ერთის ტოლიც და უფრო მეტიც. მუხტის სიდიდე იწერება ფორმულის მარჯვნივ ზედა კუთხეში. ამასთან ჯერ იწერება რიცხვი და შემდეგ ნიშანი. დავალება: საშიანო დავალება: 1. რა არის ელექტროლიტი და არაელექტროლიტი? რა განსხვავებაა მათ აღნაგობაში? 2. ჩამოაყალიბეთ თქვენი სიტყვებით ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის დებულებები. 3. დაწერეთ შემდეგ ელექტროლიტთა დისოციაციის რეაქციათა ტოლობები: a) HClO4, HClO3, HMnO4, H2CrO4, H3PO4. (ბოლო ორი საფეხურეობრივად) b) KOH, Ba(OH)2, Sr(OH)2, LiOH. გ) K3PO4, Ba(NO3)2, Na2CO3, K2Cr2O7, Na3AsO4.