SlideShare a Scribd company logo
1 of 31
გ ა ე რ ო
გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია
შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50
სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945
წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში
როგორც გაერთიანებული ერების დღე.
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის
წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად.
1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების
დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის
სახელწოდება.
გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო
3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30
ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა
ლიგის“ არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული
მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის
მე-2 მსოფლიო ომი.
ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის
აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის
შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-
ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი
საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი
მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო
სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.
წესდების თანახმად, გაეროს მთავარი
მიზნებია:
• დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
• განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა ,
დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და
თვითგამორკვევის პრინციპებზე;
• განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა
ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და
ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
• ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა
საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის,
ენისა და რელიგიის განურჩევლად.
ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა
სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ
შემდეგი პრინციპებით:
• გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ
თანასწორობაზე;
• ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ
მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას
საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას;
• საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ
ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან
პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
• ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ
იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის
წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით
ღონისძიებებს ახორციელებს;
• გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად
სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო მოვალეა იძულების
ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან
აღსადგენად.
გაეროს მთავარი
ორგანოებია:
• გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში. იქ არის მისი
მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და
სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე
ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები
მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.
• გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო,
სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო.
თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა).
გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს
სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.
• უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო.
გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს
დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
• ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს ორგანო, რომელიც
უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები
საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ
ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა
უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში
• სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო, რომლის მიზანია
კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების
განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
• საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი
სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია
სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი
თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს
სამართლებრივ საკითხებზე.
• სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის
წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ
საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს
ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული
თანამდებლბის პირი - გენერალური მდივანი.
გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:
• გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო
საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს
განვითარების პროგრამა და სხვები.
• გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები:
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი,
იუნესკო, იუნიდო და სხვები.
• სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები:
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტო.
ოფიციალური ენები
გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური,
ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა
შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება
სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება
ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია
ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე
ესპანური და რუსული.
გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი
სახელმწიფოების ყოველწლიური
შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის
25%-ს აშშ ავსებს. „მსხვილი გადამხდელები“
არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია
(8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი
(4,9%).
გაეროს ბიუჯეტი
გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს
რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები
მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე
სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს
წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების
საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს
იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება,
რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით
ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც
სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს.
გაეროს წევრობა
ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა
დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
საქართველო 1992 წლიდან გაეროს წევრი ქვეყანაა.
გაერო

More Related Content

What's hot

სოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკისოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკი
nino abuladze
 
10 eesti nsv valitsemine
10 eesti nsv valitsemine10 eesti nsv valitsemine
10 eesti nsv valitsemine
urmaspersidski
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომი
Nino Bidzinashvili
 
ნაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაშინაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაში
nino abuladze
 
KüLm SõDa
KüLm SõDaKüLm SõDa
KüLm SõDa
kudisiim
 
LääS VõIdab KüLma SõJa
LääS VõIdab KüLma SõJaLääS VõIdab KüLma SõJa
LääS VõIdab KüLma SõJa
kudisiim
 
Omariikluse saavutamine, rühmatöö.
Omariikluse saavutamine, rühmatöö.Omariikluse saavutamine, rühmatöö.
Omariikluse saavutamine, rühmatöö.
Kairi Laak
 

What's hot (20)

სოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკისოციალისტური ბანაკი
სოციალისტური ბანაკი
 
10 eesti nsv valitsemine
10 eesti nsv valitsemine10 eesti nsv valitsemine
10 eesti nsv valitsemine
 
12 kl kordamine külma sõja kriisid, pingelõdvendus, külma sõja lõpp
12 kl kordamine külma sõja kriisid, pingelõdvendus, külma sõja lõpp12 kl kordamine külma sõja kriisid, pingelõdvendus, külma sõja lõpp
12 kl kordamine külma sõja kriisid, pingelõdvendus, külma sõja lõpp
 
Загострення кризи радянської системи 1965-1985рр
Загострення кризи радянської системи 1965-1985ррЗагострення кризи радянської системи 1965-1985рр
Загострення кризи радянської системи 1965-1985рр
 
Konferencia ii- msoglio omi
Konferencia  ii- msoglio omiKonferencia  ii- msoglio omi
Konferencia ii- msoglio omi
 
შეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნაშეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნა
 
Lietuvos nepriklausomybės kovos
Lietuvos nepriklausomybės kovosLietuvos nepriklausomybės kovos
Lietuvos nepriklausomybės kovos
 
ცივი ომი
ცივი ომიცივი ომი
ცივი ომი
 
კორეის ომი
კორეის ომიკორეის ომი
კორეის ომი
 
Teine maailmasõda
Teine maailmasõdaTeine maailmasõda
Teine maailmasõda
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
ნაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაშინაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაში
 
Міжнародні договори 1921 – 1929рр. Версальсько – вашингтонська система
Міжнародні договори 1921 – 1929рр. Версальсько – вашингтонська системаМіжнародні договори 1921 – 1929рр. Версальсько – вашингтонська система
Міжнародні договори 1921 – 1929рр. Версальсько – вашингтонська система
 
KüLm SõDa
KüLm SõDaKüLm SõDa
KüLm SõDa
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
Eesti Vabadussõda
Eesti VabadussõdaEesti Vabadussõda
Eesti Vabadussõda
 
Teine MaailmasõDa 1945
Teine MaailmasõDa 1945Teine MaailmasõDa 1945
Teine MaailmasõDa 1945
 
LääS VõIdab KüLma SõJa
LääS VõIdab KüLma SõJaLääS VõIdab KüLma SõJa
LääS VõIdab KüLma SõJa
 
Omariikluse saavutamine, rühmatöö.
Omariikluse saavutamine, rühmatöö.Omariikluse saavutamine, rühmatöö.
Omariikluse saavutamine, rühmatöö.
 
Külm sõda
Külm sõdaKülm sõda
Külm sõda
 

More from ana lipartia

More from ana lipartia (20)

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტისაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
 
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთისამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი
 
ხევსურეთი
ხევსურეთიხევსურეთი
ხევსურეთი
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთი
 
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
 
იმუნიტეტი
იმუნიტეტიიმუნიტეტი
იმუნიტეტი
 
ელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენებაელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენება
 
შანხაი
შანხაიშანხაი
შანხაი
 
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
 
Кра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьКра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадь
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფო
 
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი
 
Georgian cuisine
Georgian cuisineGeorgian cuisine
Georgian cuisine
 
georgian dance
georgian dancegeorgian dance
georgian dance
 
სათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტისათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტი
 
ადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერი
 
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებისქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
 
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
 
სტილები და დიზაინი
სტილები  და დიზაინისტილები  და დიზაინი
სტილები და დიზაინი
 
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიიდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
 

გაერო

  • 1. გ ა ე რ ო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
  • 2. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
  • 3. გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება.
  • 4. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“ არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი.
  • 5. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან- ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
  • 6. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.
  • 7. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია: • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
  • 8. • განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
  • 9. • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
  • 10. • ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.
  • 11. ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით: • გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე;
  • 12. • ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას;
  • 13. • საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
  • 14. • ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს;
  • 15. • გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან აღსადგენად.
  • 16. გაეროს მთავარი ორგანოებია: • გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.
  • 17. • გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.
  • 18. • უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
  • 19. • ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში
  • 20. • სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
  • 21. • საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.
  • 22. • სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი - გენერალური მდივანი.
  • 23. გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე: • გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები.
  • 24. • გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, იუნესკო, იუნიდო და სხვები.
  • 25. • სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
  • 26. ოფიციალური ენები გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული.
  • 27. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. „მსხვილი გადამხდელები“ არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%). გაეროს ბიუჯეტი
  • 28. გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. გაეროს წევრობა
  • 29. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
  • 30. საქართველო 1992 წლიდან გაეროს წევრი ქვეყანაა.