SlideShare a Scribd company logo
1 of 16
ხ ე ვ ს უ რ ე თ ი
ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,
კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე,
ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის
44°48'-45°18' (ფეროს მერიდიანიდან — 62°28'-62°55') შუა. მას
უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით
ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის
მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი:
ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის(ცენტრი —
შატილი). “ხევსურეთს” სახელწოდება ამ მხარის მთიანი,
ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული.
ის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ
და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას
ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და
პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა
ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან:
მიღმახევის, შატილისა და არხოტის,
პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი,
აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი,
სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის
მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ
თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის შატილისა და არხოტის.
ბუნების ძეგლები ხევსურეთში
ხევსურეთში ყველა ისტორიულ ძეგლს თავისი
გამორჩეული მდებარეობა აქვს. თუ სხვა
რეგიონებში გამორჩეული ბუნების ძეგლები
გვხვდება, გამონაკლისი არც
ხევსურეთია.სოფელ შატილთან ახლოს, მდ.
არღუნის ხეობაში, ანატორის მიდამოებში
გეოლოგიურ წარსულში მდინარის დაგუბების
შედეგად წარმოქმნილი სვეტებია, მასშტაბით
დიდი არ გახლავთ, მაგრამ მოგზაურის
თვალით რომ შეხედო, პარალელს კაბადოკიის
ძეგლებთან გაავლებ. ის ბუნების ძეგლად
შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბევრი ტურისტი
განსაკუთრებული ინტერესით უკვირდება და
თუ მასთან საინფორმაციო დაფა გაჩნდება,
კარგი იქნება. ამ სვეტების გეოგრაფიული და
გეოლოგიური წარსული ბევრს
დააინტერესებს.
საინტერესოა პირიქითა და პირაქეთა
ხევსურეთის გამყოფი დათვისჯვრის
უღელტეხილი კავკასიონზე, რომელიც
ზღვის დონიდან 2 676 მ-ზე მდებარეობს. ამ
ადგილიდან უნიკალური ხედი, მთელი
ხევსურეთი იშლება.
გამორჩეული ბუნების ძეგლი გვხვდება
არღუნის ხეობაში, ნასოფლარ გუროს
ტერიტორიაზე. აქ კლდეებთან დიდი
რაოდენობით წყალი წვეთავს, რომელსაც
ჩანჩქერის ფორმა აქვს, გზასთან ახლოს
მდებარეობს და ზაფხულში ცხელ ამინდში
თუ ადამიანი მის სიახლოვეს გაივლის,
გაგრილდება კიდეც.
ასევე, პირიქითას ხეობაში, შატილთან 1 კმ-
ში, მდინარე შატილის წყლის ხეობაში
ქვებიდან დიდი მდინარე გამოედინება,
გამორჩეული ადგილია. ამ ხეობაში
საზღვრის მხარეს ტბაც არის.
როცა ხევსურეთზე ვსაუბრობთ,
აუცილებლად უნდა ვახსენოთ როშკა,
აბუდელაურის ტბები და აბუდელაურის
მყინვარი, რომელიც პირაქეთა
ხევსურეთშია. როშკა საქართველოს
სოფლებს შორის ერთ-ერთი ლამაზი
სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ
ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა
მდებარე სახლის სიმაღლე უშგულის
სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის
გამორჩეული ბუნების საოცრება,
უზარმაზარი ლოდები, ზოგიერთი
მათგანის სიგრძე 20მ-ს აღწევს, სიმაღლე –
12-13მ-ია. ეს ერთ-ერთი უდიდესი
მყინვარის ჩამოტანილი ლოდია ევროპაში.
მას წითელ ნუსხაში შეტანილ ძეგლად
მიიჩნევენ.
აბუდელაურის ტბები სხვადასხვა სეზონის მიხედვით განსხვავებული
ფერისაა, ძირითადად ლურჯი ან მოყვითალო, რაც მყინვარის მოქმედებას
უკავშირდება. ამ ტბებთან ახლოს გვხვდება მყინვარი, რომელიც
აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე საქართველოს ფარგლებში
ერთადერთი მყინვარია და მას აბუდელაურის მყინვარი ჰქვია. მდინარე
ხევსურეთის არაგვის ხეობაში არის სოფელი ბაცალიგო, ბაცალიგო ზღვის
დონიდან 2200 მეტრზეა და უშგულზე 100მ-ით მაღალზე მდებარეობს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთადერთი
რეგიონი საქართველოში, ხევსურეთში –
არხოტი, სადაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია
ადამიანი საავტომობილო ტრანსპორტით
მივიდეს. ასეთი პირობები მისი გეოგრაფიული
მდებარეობიდან მომდინარეობს. აქ არის
უღელტეხილები, მასზე გადასვლა ცხენით, ან
ფეხითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი
უღელტეხილის სიმაღლე, რომელიც ყაზბეგიდან
გადმოდის, 3 400მ-ს აღწევს, როშკიდან
გადმომავალი 3 000მ-ია, ხოლო ყველა შიდა
გადასასვლელი 3 000მ-ზე მაღალია. 1990 წლამდე
ამ რეგიონში მოხვედრა შესაძლებელი გახლდათ
ინგუშეთიდან მდ. ასას ხეობით, როდესაც
საზღვარი ჩაიკეტა. მდ. ასამ ისე დააზიანა ჯერ
კიდევ არსებული გზა, მისი აღდგენა
შეუძლებელია და ბილიკიც აღარ არსებობს.
ეკლესია-მონასტრები
ხევსურეთში
ხევსურეთი ეკლესიებით ღარიბი არ
გახლავთ. ყველა დასახლებულ პუნქტთან
ტაძარი მდებარეობდა ადრეც და ახლა ასეა.
ზოგიერთი მართალია დაზიანებულია,
მაგრამ არც ერთი სოფელი, ან ნასოფლარი
არ არის, სადაც ეკლესია არ იყო.
საინტერესოა მუცოში არსებული ტაძარი,
რომელიც ზღვის დონიდანაც და მდინარის
დონიდანაც მაღლა მდებარეობს.
გამორჩეულია თავისებური ინტერიერით,
შეხამებულია კოშკების მშენებლობასთან.
ხევსურეთი უმთავრესად კოშკებით,
ფიქლებით, სახლებით, ციხეებითაა
ცნობილი, მაგრამ აქ ბევრი გამორჩეული
ეკლესიაცაა, რომელთაც ახლო წარსულში
მრევლიც ბევრი ჰყავდათ.

More Related Content

More from ana lipartia

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტისაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტიana lipartia
 
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთისამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთიana lipartia
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთიana lipartia
 
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიana lipartia
 
იმუნიტეტი
იმუნიტეტიიმუნიტეტი
იმუნიტეტიana lipartia
 
ელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენებაელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენებაana lipartia
 
შანხაი
შანხაიშანხაი
შანხაიana lipartia
 
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაana lipartia
 
Кра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьКра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьana lipartia
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოana lipartia
 
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიana lipartia
 
სათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტისათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტიana lipartia
 
ადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიana lipartia
 
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებისქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებიana lipartia
 
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიana lipartia
 
სტილები და დიზაინი
სტილები  და დიზაინისტილები  და დიზაინი
სტილები და დიზაინიana lipartia
 
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიიდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიana lipartia
 

More from ana lipartia (20)

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტისაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
 
გაერო
გაეროგაერო
გაერო
 
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთისამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთი
 
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
 
იმუნიტეტი
იმუნიტეტიიმუნიტეტი
იმუნიტეტი
 
ელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენებაელექტროლიზის გამოყენება
ელექტროლიზის გამოყენება
 
შანხაი
შანხაიშანხაი
შანხაი
 
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
 
Кра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьКра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадь
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფო
 
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი
 
Georgian cuisine
Georgian cuisineGeorgian cuisine
Georgian cuisine
 
georgian dance
georgian dancegeorgian dance
georgian dance
 
სათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტისათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტი
 
ადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერი
 
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებისქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
 
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
 
სტილები და დიზაინი
სტილები  და დიზაინისტილები  და დიზაინი
სტილები და დიზაინი
 
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიიდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
 

ხევსურეთი

  • 1. ხ ე ვ ს უ რ ე თ ი
  • 2. ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25'-42°27' და აღმოსავლეთი გრძედის 44°48'-45°18' (ფეროს მერიდიანიდან — 62°28'-62°55') შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.
  • 3. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის(ცენტრი — შატილი). “ხევსურეთს” სახელწოდება ამ მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული.
  • 4. ის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
  • 5. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ- ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის შატილისა და არხოტის.
  • 7. ხევსურეთში ყველა ისტორიულ ძეგლს თავისი გამორჩეული მდებარეობა აქვს. თუ სხვა რეგიონებში გამორჩეული ბუნების ძეგლები გვხვდება, გამონაკლისი არც ხევსურეთია.სოფელ შატილთან ახლოს, მდ. არღუნის ხეობაში, ანატორის მიდამოებში გეოლოგიურ წარსულში მდინარის დაგუბების შედეგად წარმოქმნილი სვეტებია, მასშტაბით დიდი არ გახლავთ, მაგრამ მოგზაურის თვალით რომ შეხედო, პარალელს კაბადოკიის ძეგლებთან გაავლებ. ის ბუნების ძეგლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბევრი ტურისტი განსაკუთრებული ინტერესით უკვირდება და თუ მასთან საინფორმაციო დაფა გაჩნდება, კარგი იქნება. ამ სვეტების გეოგრაფიული და გეოლოგიური წარსული ბევრს დააინტერესებს.
  • 8. საინტერესოა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის გამყოფი დათვისჯვრის უღელტეხილი კავკასიონზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 676 მ-ზე მდებარეობს. ამ ადგილიდან უნიკალური ხედი, მთელი ხევსურეთი იშლება.
  • 9. გამორჩეული ბუნების ძეგლი გვხვდება არღუნის ხეობაში, ნასოფლარ გუროს ტერიტორიაზე. აქ კლდეებთან დიდი რაოდენობით წყალი წვეთავს, რომელსაც ჩანჩქერის ფორმა აქვს, გზასთან ახლოს მდებარეობს და ზაფხულში ცხელ ამინდში თუ ადამიანი მის სიახლოვეს გაივლის, გაგრილდება კიდეც.
  • 10. ასევე, პირიქითას ხეობაში, შატილთან 1 კმ- ში, მდინარე შატილის წყლის ხეობაში ქვებიდან დიდი მდინარე გამოედინება, გამორჩეული ადგილია. ამ ხეობაში საზღვრის მხარეს ტბაც არის.
  • 11. როცა ხევსურეთზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ როშკა, აბუდელაურის ტბები და აბუდელაურის მყინვარი, რომელიც პირაქეთა ხევსურეთშია. როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება, უზარმაზარი ლოდები, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 20მ-ს აღწევს, სიმაღლე – 12-13მ-ია. ეს ერთ-ერთი უდიდესი მყინვარის ჩამოტანილი ლოდია ევროპაში. მას წითელ ნუსხაში შეტანილ ძეგლად მიიჩნევენ.
  • 12. აბუდელაურის ტბები სხვადასხვა სეზონის მიხედვით განსხვავებული ფერისაა, ძირითადად ლურჯი ან მოყვითალო, რაც მყინვარის მოქმედებას უკავშირდება. ამ ტბებთან ახლოს გვხვდება მყინვარი, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე საქართველოს ფარგლებში ერთადერთი მყინვარია და მას აბუდელაურის მყინვარი ჰქვია. მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობაში არის სოფელი ბაცალიგო, ბაცალიგო ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა და უშგულზე 100მ-ით მაღალზე მდებარეობს.
  • 13. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთადერთი რეგიონი საქართველოში, ხევსურეთში – არხოტი, სადაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანი საავტომობილო ტრანსპორტით მივიდეს. ასეთი პირობები მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს. აქ არის უღელტეხილები, მასზე გადასვლა ცხენით, ან ფეხითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი უღელტეხილის სიმაღლე, რომელიც ყაზბეგიდან გადმოდის, 3 400მ-ს აღწევს, როშკიდან გადმომავალი 3 000მ-ია, ხოლო ყველა შიდა გადასასვლელი 3 000მ-ზე მაღალია. 1990 წლამდე ამ რეგიონში მოხვედრა შესაძლებელი გახლდათ ინგუშეთიდან მდ. ასას ხეობით, როდესაც საზღვარი ჩაიკეტა. მდ. ასამ ისე დააზიანა ჯერ კიდევ არსებული გზა, მისი აღდგენა შეუძლებელია და ბილიკიც აღარ არსებობს.
  • 15. ხევსურეთი ეკლესიებით ღარიბი არ გახლავთ. ყველა დასახლებულ პუნქტთან ტაძარი მდებარეობდა ადრეც და ახლა ასეა. ზოგიერთი მართალია დაზიანებულია, მაგრამ არც ერთი სოფელი, ან ნასოფლარი არ არის, სადაც ეკლესია არ იყო. საინტერესოა მუცოში არსებული ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდანაც და მდინარის დონიდანაც მაღლა მდებარეობს. გამორჩეულია თავისებური ინტერიერით, შეხამებულია კოშკების მშენებლობასთან.
  • 16. ხევსურეთი უმთავრესად კოშკებით, ფიქლებით, სახლებით, ციხეებითაა ცნობილი, მაგრამ აქ ბევრი გამორჩეული ეკლესიაცაა, რომელთაც ახლო წარსულში მრევლიც ბევრი ჰყავდათ.