SlideShare a Scribd company logo
1 of 52
საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს
საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის
საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს
და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას
ამჟამად საქართველოს
პარლამენტი არის
ერთპალატიანი ორგანო,
რომელიც აირჩევა საყოველთაო,
თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო უფლების
საფუძველზე ფარული
კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით
და შედგება პროპორციული
სისტემით არჩეული 77 და
მაჟორიტარული სისტემით
არჩეული 73 წევრისაგან.
თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება ორპალატიანი: ქვედა პალატა -
რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა - სენატი. პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და
სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია
საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (მუხლები: 48-68), პარლამენტის შინაგანი
სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.
პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის
ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა
საქართველოს პარლამენტის
დათხოვნის უფლება აქვს
მხოლოდ საქართველოს
პრეზიდენტს, კონსტიტუციით
განსაზღვრულ შემთხვევებში.
საქართველოს პარლამენტის
ადგილსამყოფელია
ქალაქი ქუთაისი
ისტორია
ცალკეული ავტორების აზრით პირველი
მცდელობა საქართველოში
წარმომადგენლობითი ორგანოს შემქნისა
მიეწერება XII საუკუნეს თამარის მეფობის
პერიოდში, როდესაც ინგლისში
„თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე
ცოტა ხნით ადრე, დიდგვაროვნებს შორის,
სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-
არსლანის თაოსნობით, შემუშავდა სამეფო
ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის
ტიპის ორგანოს - კარავის შექმნის იდეა.
დაპირისპირებაში საბოლოოდ მეფის
შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა
გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა
თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის
როლი და ფუნქციები გაეზარდა.
პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ჩამოყალიბდა
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში1918-1919 წლებში
და ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა
საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს
პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც
განსაზღვრულ იქნა კრების მიერვე მიღებული საქართველოს
კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციით.დამფუძნებელმა კრებამ ასევე
დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ნოე ჟორდანიას
ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა:
დროშა,გერბი და ჰიმნი.საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ
საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების
შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში
განაგრძობდნენ მოღვაწეობას.
საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა
დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.
1921-1938 წწ წარმომადგენლობითი ორგანოები იყო
მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-
1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს
უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისფულება
ფორმალურად ეკუთვნოდა, სიანმდვილეში კი
საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში
ფაქტობრივად არ არსებობდა.
I მოწვევის პარლამენტი
ზვიად გამსახურდიას ბლოკმა
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ
დემოკრატიულ და მრავალპარტიულ
არჩევნებში. საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
პირველ სესიაზე (1990 წლის 14
ნოემბერი) ზვიად გამსახურდია
აირჩიეს უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის
1991 წლის მარტამდე ასრულებდა.
აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით
ქვეყანას ეწოდა "საქართველოს
რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-
1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა,
გერბი და ჰიმნი). ამასთან,
დამოუკიდებლობის აღდგენამდე
გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ
ზვიად გამსახურდია აირჩია
საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა
იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-
სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი
გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე
შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის
საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე
მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.1991 წლის 9 აპრილს,
რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგინა.
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ
შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია
იმყოფებოდა, იერიში მიიტანა.მძიმე ბრძოლები თბილისში
გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113
ადამიანი დაიღუპა.
6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა
ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ,
თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს, ასევე მოიქცა სომხეთიც.
ბოლოს სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა
რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც
მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ
თავშესაფარი უბოძა. მთავრობა
დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ.
მისი ერთ-ერთი პირველი
განკარგულება გამსახურდიასთვის
პრეზიდენტის წოდების
ფორმალური ჩამორთმევა იყო.
II მოწვევა
სამხედო საბჭომ მოგვიანებით
თავი "სახელმწიფო საბჭოდ"
გამოაცხადა და ხელმძღვანელად
ედუარდ შევარდნაძე მოიწვია
1992 წლის 7 მარტს.სავარაუდოდ
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ამ პროცესებში მხედრიონის
ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა.
1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით
მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის
ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს
რესპუბლიკის პარლამენტის
თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს
თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე.ამავე
წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო
საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995
წლებში თავმჯდომარეობდა
საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც
მოამზადა საქართველოს მოქმედი
კონსტიტუციის პროექტი.
III მოწვევა
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო
კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც იმავე წლის შემოდგომაზე, 5
ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის
არჩევნები.არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული
სისტემით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3,121,075.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -2,127,946, ანუ ამომრჩეველთა 68.18
პროცენტმა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, საერთაშორისო
დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.
დადგენილი 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. მათ
შორის გამარჯვებული 1995 წელს შექმნილი მოქალაქეთა კავშირი გახდა
რომელსაც ედუარდ შვარდნაძე მეთაურობდა. იმავე წელს ედუარდ
შვარდნაძე გახდა საქართველოს პრეზიდენტი მან არჩევნებში ხმების 70
% დააგროვა.
IV მოწვევა
1999 წელს არჩევნებში 30-მდე პარტია მონაწილეობდა,
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -2
882 646. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -1 948 659 , ანუ
ამომრჩეველთა 68 პროცენტმა. დადგენილი 7%-იანი ბარიერი
მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. არჩევნებში
გამოვლენილი დარღვევების გამო 14 ნოემბერს ცალკეულ
საარჩევნო უბნებზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართა, მაგრამ
გაიმარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ საქართველოს
მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის
ხელმძღვანელობით.
V მოწვევა
2003 წლის არჩევნებში კვლავ საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა
გაიმარჯვა, მაგრამ ორი ძლიერი ძალა გამოიკვეთა პრეზიდენტ
ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად
შესუსტებული იყო.საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა,
მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო
არჩევნები1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის
თვითმმართველობის არჩევნებში"მოქალაქეთა კავშირი"
დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს "ლეიბორისტულმა
პარტიამ" და"ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო საქართველოს
დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში -"მემარჯვენეებმა". სამივე
ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
VI მოწვევა
2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა
მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო
აქციები მიმდინარეობდა რასაც მოგვიანებით
ვარდების რევოლუცია ეწოდა. 22 ნოემბერს
მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული
პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო
უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების
შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე,
რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას
განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.
ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28
მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ
პროპორციული, რადგანაც საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული
იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების
შედეგები მხოლოდ პროპორციული
სისტემით, ხოლო მაჟორიტარული
არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში
დატოვა. შედეგების თანახმად გაიმარჯვა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და
მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა
ხმათა 66,2%-ით პრეზიდენტი კი მიხეილ
სააკაშვილი გახდა.
ამ დროს პარტიის პოპულარობის
პიკი იყო. ამავე დროს ერთ პარტიად
გაერთიანდნენ ნაციონალური
მოძრაობა და „თავისუფალი
დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ
განიცადა სარეგისტრაციო
ცვლილება, ძველი პარტია
ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და
ხელხლა დარეგისტრირდა
იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ
მოძრაობასთან თანამშრომლობა
შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა:
კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა.
ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური
მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის
შუალედური არჩეევნები ხუთივე
საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის
ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ
მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო
ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა
აბსოლუტური უმრავლესობა
საქართველოს ყველამუნიციპალიტეტში.
VII მოწვევა
2008 წლის მაისში გამართული მორიგი
არჩევნები ახალი წესის მიხედვით
ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი.
არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ გაიმარჯვა მისი კანდიდადი
მიხეილ სააკაშვილი კი კვლავ
პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე ადგილზე
გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ
არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და
მანდატებზე უარი თქვა. ამ პარლამენტს
ორი ძირითადი პრიორიტეტი ჰქონდა:
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა და მოსახლეობის სოციალური
პირობების გაუმჯობესება.
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები კი იყო: სახელმწიფო
ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა,
საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული
ურთიერთობები.2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა
ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე
გაზრდას. წინადადება, როგორც გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა
და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.
VIII მოწვევა
საპარლამენტი არჩევნები გაიმართა
2012 წლის 1 ოქტომბერს. არჩევნებში
ორი ძირითადი კონკურენტი
მმართველი „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ და
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ
შექმნილი ახალი კოალიცია
„ქართული ოცნება" იყო.
საქართველოს ისტორიაში
პირველად საპარლამენტო არჩევნები
მმართველმა ძალამ წააგო.
არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა
ოცნებამ“ რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა
პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა
ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება
— დემოკრატიული საქართველო“,
ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო -
თავისუფალი დემოკრატები“, დავით
უსუფაშვილის „საქართველოს
რესპუბლიკური პარტია“ და კახა
შარტავას „ეროვნული ფორუმი“.ხმათა
54% და 85 მანდატი მოიპოვა.
IX მოწვევა
ამჟამად მოქმედებს მეცხრე
მოწვევის პარლამენტი. 2016
წლის 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნები
შედარებით დაძაბული
აღმოჩნდა რადგან უბანთა
ნაწილზე აუცილებელი გახდა
მეორე ტურის ჩატარება.
პარლამენტის დაკომპლექტება
ცოტათი გაჭიანურდა.
მეორე ტური დაინიშნა 30
ოქტომბერს, რომლის
შედეგადაც ჯამში 115
დეპუტატით, ქართული
ოცნება აყალიბებდა
საკონსტიტუციო
უმრავლესობას, რაც მათ
საკონსტიტუციო
ცვლილებების
განხორციელების საშუალებას
აძლევდა.
გარდა მმართველი პარტიისა
პარლამენტში მოხვდა
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ – 27 მანდატით,
„პატრიოტთა ალიანსი“ – 6
მანდატით, „თოფაძე-
მრეწველები“- 1 მანდატით და
კიდევ ერთი დამოუკიდებელი
დეპუტატი - სალომე
ზურაბიშვილი.
სტრუქტურა
პარლამენტი ერთპალატიანია,
შედგება 150 დეპუტატისგან,
რომელთა შორის 77 აირჩევა
პროპორციული საარჩევნო
სისტემის, ხოლო 73 კი
ერთმანდატიანი საარჩევნო
ოლქებში მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
პარლამენტის ყველა დეპუტატი
ირჩევა ოთხი წლის ვადით.
პარლამენტს ხელმძღვანელობს
თავმჯდომარე, რომელიც უძღვება
პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს
პარლამენტის მიერ მიღებულ
აქტებს. პარლამენტის
თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე.
პარლამენტის თავმჯდომარე,
საქართველოს პრეზიდენტის მიერ
თავისი მოვალეობების
განუხორციელებლობის
შემთხვევაში, ასრულებს
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობას.
პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური
შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი
დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები.
პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან
თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების
თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს
პარლამენტის მუშაობას. წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია:
გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-
დეკემბერი)პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.
შენობა
საქართველოს ყოფილი სსრ-ის
მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა
ხანის ქართული არქიტექტურის
მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი
მოიცავს რუსთაველის გამზირიდან
მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ
ვრცელ კვარტალს. შენობა ორი
კორპუსისგან შედგება. ზედა
კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ.
კოკორინი, გ. ლეჟავას
მონაწილეობით), მეორე,
რუსთაველის გამზირისპირა
კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ.
კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ.
ნასარიძის მონაწილეობით).
ორივე კორპუსის გადაწყვეტაში
ძველი ქართული
ხუროთმოძღვრების მოტივებია
გამოყენებული, როგორც ცალკეულ
ნაწილთა კომპოზიციაში, ისე
დეკორში და მოსაპირკეთებელ
მასალაში. კორპუსებს აერთიანებს
შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც
კიბეებითა და შადრევნებით
მიუყვება რელიეფს.
2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ.
ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც
აშენდა 2010-2012 წლებში. პროექტი
ეკუთვნის ესპანურ საპროექტო
ბიუროს „CMD Ingenieros“
(არქიტექტორები: ალბერტო დომინგო
და კარლოს ლაზარო). შენობის
კომპოზიცია სივრცით-
მოცულობითია და შექმნილია
მარტივი ფორმებით: მინის კამარა
შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი
სარტყელით, რომლის ბოლოებიც
მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად
მიუყვება და შენობაში შესასვლელბს
წარმოადგენს
მინის კამარა, რომელიც
ფარავს 100×150 კვ.მ ფართობს,
წარმოადგენს შენობის გარეთა
გარსს, რომლის შიგნითაც
განლაგებულია მთავარი ფოიე
და სხვადასხვა დანიშნულების
სათავსები/სამყოფები. შენობას
გარშემო აკრავს ვრცელი
გამწვანებული ტერიტორია
თავმჯდომარეები:
ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია, 26 მაისი,
1918 – 8 ოქტომბერი, 1918
პარლამენტის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია, 8 ოქტომბერი,
1918 – 12 მარტი, 1919
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე
ნიკოლოზ ჩხეიძე, 12 მარტი,
1919 – 25 თებერვალი, 1921
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია,
14 ნოემბერი, 1990 - 14 აპრილი, 1991
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
აკაკი თორნიკეს ძე ასათიანი, 18 აპრილი,
1991 - 6 იანვარი, 1992
სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები
თენგიზ კალისტრატეს ძე კიტოვანი,
6 იანვარი, 1992 - 10 მარტი, 1992
ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი,
6 იანვარი, 1992 - 10 მარტი, 1992
1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე
დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს
დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს,
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს
თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის
11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ
იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, 1992
წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე
სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობას.
სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო
მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს შევარდნაძე
უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად
შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა,
შევარდნაძე გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების
ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი,
არჩეულ იქნა სპიკერი - ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა
პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26
ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის
თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის
აღდგენასთან თანადროულად.
პარლამენტის თავმჯდომარეები:
ედუარდ შევარდნაძე, 4 ნოემბერი,
1992 - 25 ნოემბერი, 1995
ზურაბ ჟვანია, 25 ნოემბერი,
1995 – 20 ნოემბერი, 1999
ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ), 20
ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001
ნინო ბურჯანაძე, 9 ნოემბერი,
2001 – 22 აპრილი, 2004
ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ),
22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008
დავით ბაქრაძე, 7 ივნისი,
2008 – 21 ოქტომბერი, 2012
დავით უსუფაშვილი, 21 ოქტომბერი,
2012 – 18 ნოემბერი, 2016
ირაკლი კობახიძე, 18 ნოემბერი,
2016 – დღემდე

More Related Content

More from ana lipartia

შანხაი
შანხაიშანხაი
შანხაიana lipartia
 
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაana lipartia
 
Кра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьКра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьana lipartia
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოana lipartia
 
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიana lipartia
 
სათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტისათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტიana lipartia
 
ადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიana lipartia
 
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებისქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებიana lipartia
 
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიana lipartia
 
სტილები და დიზაინი
სტილები  და დიზაინისტილები  და დიზაინი
სტილები და დიზაინიana lipartia
 
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიიდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიana lipartia
 
რა აბინძურებს ჰაერს
რა აბინძურებს ჰაერსრა აბინძურებს ჰაერს
რა აბინძურებს ჰაერსana lipartia
 

More from ana lipartia (14)

შანხაი
შანხაიშანხაი
შანხაი
 
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
ფრინველების კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა
 
Кра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадьКра́сная пло́щадь
Кра́сная пло́щадь
 
კოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფოკოლხეთის სამეფო
კოლხეთის სამეფო
 
ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინიალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი
 
Georgian cuisine
Georgian cuisineGeorgian cuisine
Georgian cuisine
 
georgian dance
georgian dancegeorgian dance
georgian dance
 
სათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტისათბურის ეფექტი
სათბურის ეფექტი
 
ადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერიადამიანი და კომპიუტერი
ადამიანი და კომპიუტერი
 
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმებისქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმები
 
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნიფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნი
 
სტილები და დიზაინი
სტილები  და დიზაინისტილები  და დიზაინი
სტილები და დიზაინი
 
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპებიიდენტური და არაიდენტური ტყუპები
იდენტური და არაიდენტური ტყუპები
 
რა აბინძურებს ჰაერს
რა აბინძურებს ჰაერსრა აბინძურებს ჰაერს
რა აბინძურებს ჰაერს
 

საქართველოს პარლამენტი

  • 1.
  • 2. საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას
  • 3. ამჟამად საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით და შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან.
  • 4. თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება ორპალატიანი: ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა - სენატი. პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (მუხლები: 48-68), პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.
  • 5. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი
  • 6. ისტორია ცალკეული ავტორების აზრით პირველი მცდელობა საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შემქნისა მიეწერება XII საუკუნეს თამარის მეფობის პერიოდში, როდესაც ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდგვაროვნებს შორის, სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ- არსლანის თაოსნობით, შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის შექმნის იდეა. დაპირისპირებაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქციები გაეზარდა.
  • 7. პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში1918-1919 წლებში და ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც განსაზღვრულ იქნა კრების მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით.
  • 8. საქართველოს კონსტიტუციით.დამფუძნებელმა კრებამ ასევე დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა,გერბი და ჰიმნი.საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას.
  • 9. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ. 1921-1938 წწ წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938- 1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისფულება ფორმალურად ეკუთვნოდა, სიანმდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა.
  • 10. I მოწვევის პარლამენტი ზვიად გამსახურდიას ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.
  • 11. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო- სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
  • 12. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგინა.
  • 13. 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა.მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.
  • 14. 6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს, ასევე მოიქცა სომხეთიც. ბოლოს სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა. მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო.
  • 15. II მოწვევა სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის 7 მარტს.სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა.
  • 16. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე.ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი.
  • 17. III მოწვევა 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3,121,075. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -2,127,946, ანუ ამომრჩეველთა 68.18 პროცენტმა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, საერთაშორისო დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. დადგენილი 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. მათ შორის გამარჯვებული 1995 წელს შექმნილი მოქალაქეთა კავშირი გახდა რომელსაც ედუარდ შვარდნაძე მეთაურობდა. იმავე წელს ედუარდ შვარდნაძე გახდა საქართველოს პრეზიდენტი მან არჩევნებში ხმების 70 % დააგროვა.
  • 18.
  • 19. IV მოწვევა 1999 წელს არჩევნებში 30-მდე პარტია მონაწილეობდა, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -2 882 646. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -1 948 659 , ანუ ამომრჩეველთა 68 პროცენტმა. დადგენილი 7%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამო 14 ნოემბერს ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართა, მაგრამ გაიმარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით.
  • 20.
  • 21. V მოწვევა 2003 წლის არჩევნებში კვლავ საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა, მაგრამ ორი ძლიერი ძალა გამოიკვეთა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო.საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში"მოქალაქეთა კავშირი" დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" და"ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში -"მემარჯვენეებმა". სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
  • 22.
  • 23. VI მოწვევა 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა რასაც მოგვიანებით ვარდების რევოლუცია ეწოდა. 22 ნოემბერს მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.
  • 24. ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა. შედეგების თანახმად გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით პრეზიდენტი კი მიხეილ სააკაშვილი გახდა.
  • 25. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ განიცადა სარეგისტრაციო ცვლილება, ძველი პარტია ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და ხელხლა დარეგისტრირდა
  • 26.
  • 27. იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველამუნიციპალიტეტში.
  • 28. VII მოწვევა 2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა მისი კანდიდადი მიხეილ სააკაშვილი კი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა. ამ პარლამენტს ორი ძირითადი პრიორიტეტი ჰქონდა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
  • 29. საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები კი იყო: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას. წინადადება, როგორც გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.
  • 30. VIII მოწვევა საპარლამენტი არჩევნები გაიმართა 2012 წლის 1 ოქტომბერს. არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება" იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო.
  • 31. არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“.ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა.
  • 32.
  • 33.
  • 34. IX მოწვევა ამჟამად მოქმედებს მეცხრე მოწვევის პარლამენტი. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედარებით დაძაბული აღმოჩნდა რადგან უბანთა ნაწილზე აუცილებელი გახდა მეორე ტურის ჩატარება. პარლამენტის დაკომპლექტება ცოტათი გაჭიანურდა.
  • 35. მეორე ტური დაინიშნა 30 ოქტომბერს, რომლის შედეგადაც ჯამში 115 დეპუტატით, ქართული ოცნება აყალიბებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც მათ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საშუალებას აძლევდა.
  • 36. გარდა მმართველი პარტიისა პარლამენტში მოხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 მანდატით, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6 მანდატით, „თოფაძე- მრეწველები“- 1 მანდატით და კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი.
  • 37. სტრუქტურა პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.
  • 38. პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.
  • 39. პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები. პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას. წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი- დეკემბერი)პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.
  • 41. საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით).
  • 42. ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორში და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.
  • 43. 2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010-2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით- მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელბს წარმოადგენს
  • 44. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 კვ.მ ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია
  • 45. თავმჯდომარეები: ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, 26 მაისი, 1918 – 8 ოქტომბერი, 1918 პარლამენტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, 8 ოქტომბერი, 1918 – 12 მარტი, 1919 დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, 12 მარტი, 1919 – 25 თებერვალი, 1921
  • 46. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია, 14 ნოემბერი, 1990 - 14 აპრილი, 1991 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი თორნიკეს ძე ასათიანი, 18 აპრილი, 1991 - 6 იანვარი, 1992
  • 47. სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები თენგიზ კალისტრატეს ძე კიტოვანი, 6 იანვარი, 1992 - 10 მარტი, 1992 ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი, 6 იანვარი, 1992 - 10 მარტი, 1992
  • 48. 1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, 1992 წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობას.
  • 49. სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს შევარდნაძე უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, შევარდნაძე გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი, არჩეულ იქნა სპიკერი - ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის აღდგენასთან თანადროულად.
  • 50. პარლამენტის თავმჯდომარეები: ედუარდ შევარდნაძე, 4 ნოემბერი, 1992 - 25 ნოემბერი, 1995 ზურაბ ჟვანია, 25 ნოემბერი, 1995 – 20 ნოემბერი, 1999 ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ), 20 ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001
  • 51. ნინო ბურჯანაძე, 9 ნოემბერი, 2001 – 22 აპრილი, 2004 ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ), 22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008 დავით ბაქრაძე, 7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
  • 52. დავით უსუფაშვილი, 21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016 ირაკლი კობახიძე, 18 ნოემბერი, 2016 – დღემდე