SlideShare a Scribd company logo
1 of 66
მოგესალმებით !
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
გიორგეთის საჯარო სკოლის სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მარინე რეხვიაშვილი
წარმოგიდგენთ პრეზემტაციას თემაზე:
განმავითარებელი შეფასება და
დიფერენცირებული სწავლება
2022 წ. 1
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გამოყენებული ლიტერატურა
 განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება,დამხმარე
სახელმძღვანელო მასწავლებებისთვის,მ.ხუნძაყიშვილი, ს.ბივერი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
 მასწავლებლის ცნობარი,მასწავლებლის ბიბლიოთეკა,მ.ბოჭორიშვილი,ნ
ნამიჭეიშვილი,მ.ფირჩხაძე.გამომც.ზეკარი 2022
2
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 https://www.youtube.com/watch?v=axXqUZlrrlQ&t=40s განმავითარებელი შეფასება
 https://www.youtube.com/watch?v=eSSul7Zjg0o განმავითარებელი შეფასება
 https://www.youtube.com/watch?v=qG_8_p1PUlw
 https://www.youtube.com/watch?v=bdTNFu4cH8U განმავითარებელი შეფასების რამდენიმე
ინსტრუმენტი
 https://www.youtube.com/watch?v=cKrxLqmdPXs განმავითარებელი შეფასება - თამარ
ჯაყელი - ტელემეგზური #2
 https://www.youtube.com/watch?v=V54Xm1lSVz8 განმ შეფასება როგორც კომპასი
 https://www.youtube.com/watch?v=h8O0hQ32IIQ&t=27s განმავითარებელი შეფასება
 http://teachmoment.blogspot.com/2015/01/bright-idea-formative-assessment.html
 https://www.youtube.com/watch?v=bdTNFu4cH8U&t=1s განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტები
 https://www.youtube.com/watch?v=axXqUZlrrlQ&t=85s ვებინარი თემაზე „განმავითარებელი
შეფასება და დიფერენცირებული სწავლება
 http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf ეფექტური განმავითარებელი
შეფასება, სოფო გორგოძე
3
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 ,,თუ სასწავლო პროცესს თითოეული
მოსწავლისთვის მოგზაურობად აღვიქვამთ,
მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება
წარმოვიდგინოთ როგორც მოგზაურობის
პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.“
 განმავითარებელი შეფასება არის პროცესი,
რომელიც გულისხმობს სხვადასხვა
აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ
სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეკრებას
მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონის
შესახებ და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი
პროგრესის ხელშესაწყობად. იმ საშუალებებს,
რომლებითაც მსგავს ინფორმაციას
ვაგროვებთ, სტატიაში განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტი
 ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია
შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტად, თუ ის დაეხმარება მოსწავლეებს,
გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ,
გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი
მხარეები, ნათლად წარმოიდგინონ, რა გზით იარონ
მიზნის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე
აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ ემსახურება
განმავითარებელი შეფასების პროცესს, ზოგჯერ -
არა(ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ
 რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება
მასწავლებელს? – საშუალებას აძლევს, შეამოწმოს
მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და
შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი.
მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს სასწავლო
პრაქტიკასა და თითოეული ბავშვის მიღწევებზე;
იმაზე, რა დაეხმარება თითოეული მოსწავლის
საჭიროებათა დაკმაყოფილებაში
სოფო გორგოძე
http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf
4
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
განმავითარებელი შეფასება
 განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და
წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე,
მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს
ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება.
მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა)
და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ,
რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება
ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და
პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის
შეფასებასაც“ უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული
ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების)
საშუალებით და სხვ.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16506
5
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
საკლასო შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. არსებობს
შეფასების ორი ძირითადი ტიპი განმავითარებელი და განმსაზღვრელი. ორივე
შეფასება ემსახურება მოსწავლეების ცოდნის შესახებ ინფორმაციის
შეგროვებას, თუმცა, მათ შორის განსხვავებას დიდწილად განსაზღვრავს ის,
თუ სწავლების რომელ ეტაპზე და რა მიზნით ვიყენებთ თითოეულ მათგანს.
განმავითარებელი შეფასება
 გამოიყენება კონკრეტული
თემის/საკითხის შესწავლისას.
მისი მიზანია დაადგინოს, თუ
რამდენად კარგად
გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა
თუ ის საკითხი. ეს
მასწავლებელს ეხმარება
სწორად დაგეგმოს სწავლება
და მიაღწიოს სასწავლო
მიზნებს.
განმსაზღვრელი შეფასება
 გამოიყენება სასწავლო
თემაზე/საკითხზე მუშაობის
დასრულების შემდეგ. მისი
მიზანია დაადგინოს, თუ
როგორია მოსწავლის შედეგები
სტანდარტით განსაღვრულ
მიზანთან მიმართებით და რა
ქულას იმსახურებს იგი.
6
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
თავი 1 როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლას და განვითარებას(გვ.13)
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე პირობა, რომელთა დაცვის გარეშეც, რაც არ
უნდა ზედმიწევნით იქნას შესრულებული ინსტრუქციები, უშედეგო შეიძლება
აღმოჩნდეს მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმავითარებელი შეფასებისა
და დიფერენცირების ნებისმიერი ინსტრუმენტი. ეს აუცილებელი პირობებია:
7
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
1. ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ მას
კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან
 მოსწავლესთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასწავლებელი კარგად
იცნობდეს საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს, მათ ინტერესებს, სწავლის
სტილს, ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს. მოსწავლეთა შესახებ ამ ინფორმაციის
გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, დაამყაროს მოსწავლეებთან პოზიტიური
ურთიერთობები და, ამასთანავე, დაგეგმოს მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესი. როდესაც
სწავლების პროცესი საინტერესოა, მცირდება მოსწავლეთა მხრიდან რთული ქცევის გამოვლენის
შემთხვევები, რაც ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და აუმჯობესებს აკადემიურ მიღწევებს.
სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებით თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ
ინფორმაცია მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ, რაც სასწავლო პროცესის
ეფექტიანად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. 8
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2. მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული
მოსწავლის ქცევისა და სწავლის მიმართ
 მასწავლებლისთვის ცნობილია
როზენტალისა და ჯეკობსონის
ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც
ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად
დიდ გავლენას ახდენს
მასწავლებლის მოლოდინი
მოსწავლის წარმატებაზე.
მოსწავლე მით უფრო
წარმტებულია სწავლაში, რაც
უფრო მეტად არის
დარწმუნებული მასწავლებელი
მის შესაძლებლობებში და
პირიქით. ამ მოვლენას
როზენტალმა პიგმალიონის
ეფექტი უწოდა.
 მასწავლებელი უნდა მოელოდეს
მოსწავლისგან წარმატებას და, ამავე
დროს, ეხმარებოდეს მას სწავლასა და
სათანადო ქცევის გამოვლენაში. არის
შემთხვევები, როცა მასწავლებელი
მიკერძოებულია ან ბევრს არ მოელის
მოსწავლისგან. სასწავლო მიზნების
დაძლევისთვის აუცილებელია, რომ
მასწავლებელმა სხვადასხვა ხარისხის
დახმარება შესთავაზოს მოსწავლეებს. არ
არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ
ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა.
აუცილებელია, რომ მასწავლებელმა
გამოიყენოს წამახალისებელი
სტრატეგიები და დაეხმაროს სწავლაში
თითოეულ მოსწავლეს.
9
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
3. გაკვეთილის გეგმა არის მკაფიო და
კარგად გააზრებული
 ყოველი გაკვეთილი კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება.
რთულია გაკვეთილის მიზნის მიღწევა, თუ მასწავლებელი წინასწარ არ
შეიმუშავებს გაკვეთილის გეგმას მოსწავლეებისთვის საინტერესო
აქტივობებით, რომლებიც თანმიმდევრულად მიგვიყვანს სასწავლო
მიზნამდე. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს სათანადო
უკუკავშირის მიწოდებას მოსწავლეებისთვის. მასში გაერთიანებულია
აქტივობები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, იძლევა
სასწავლო თემასთან დაკავშირებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას,
ავითარებს სხვადასხვა უნარს და, ამავდროულად, ზუსტად არის
გათვლილი თემის შესწავლისა თუ კონკრეტული უნარის
განვითარებისთვის საჭირო დრო. სახელმძღვანელოს ბოლოს ნიმუშის
სახით იხილავთ ერთი გაკვეთილის გეგმას. 10
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
4. სასწავლო მიზნები ცნობილია მოსწავლეებისთვის.
ისინი მკაფიო, კონკრეტული და საინტერესოა
 სასწავლო მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, ნათელი და საინტერესო.
მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს სასწავლო მიზნები და
შეფასების კრიტერიუმები, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რას მოველით
მათგან. საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული გაკვეთილის დაწყებისას
გაკვეთილის მიზნის განმარტება და სტანდარტით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგის დაფაზე დაწერა. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად
ახლოს არიან მოსწავლეები სასწავლო მიზანთან, შეიძლება მასწავლებელმა
გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტი. ეს
შეიძლება იყოს როგორც სწრაფი შეფასების ინსტრუმენტები, ისე გაგება-
გააზრების სიღრმისეული შეფასების ინსტრუმენტები (იხ. ქვეთავში:
„განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები“). სახელმძღვანელოს
დასაწყისში დეტალურად არის განხილული სასწავლო მიზნების სწორად
განსაზღვრისა და მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის მნიშვნელობა.
11
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
5. სასწავლო გარემო პოზიტიურია; წახალისებულია
მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და მეტის გაგების სურვილი
 პოზიტიურ სასწავლო გარემოს ქმნის ყველაფერი, იქნება ეს საინტერესო
გაკვეთილი, მოწესრიგებული საკლასო ოთახი თუ იქ შესული
მოსწავლეებისთვის ღიმილით შეგებება. მასწავლებელი ყოველთვის მზად
უნდა იყოს სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად, უპასუხოს მოსწავლეთა
კითხვებს, ან მათთან ერთად მოიძიოს პასუხები. ამავდროულად, ის თავად
უნდა შეეცადოს, აღძრას ცნობისმოყვარეობა მოსწავლეებში. ამის გაკეთება
შესაძლებელია საინტერესო კითხვების დასმით და, ზოგადად, კვლევაზე
დაფუნებული სწავლებით. მაგალითად, ფრაზას – „ახლა კი გადავდივართ
ცხიმების თვისებების შესწავლაზე“, აჯობებს მოსწავლეების წინაშე
წამოვჭრათ პრობლემა და დავსვათ კითხვა: „რატომ არ შეიძლება
ტანსაცმელზე არსებული ცხიმიანი ლაქის წყლით დამუშავება?“ მსგავსი
კითხვების დასმა მასწავლებელს ყოველთვის შეუძლია, თუმცა,
რასაკვირველია, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას ყველა გაკვეთილზე
ვერ გამოვიყენებთ და ეს არც არის აუცილებელი.
12
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
თავი 2. სასწავლო მიზნების განსაზღვრა შეფასებისა
და სწავლის დასაგეგმად (გვ.17)
 სწავლა-სწავლებაც საბოლოოდ
მისაღწევი შედეგებიდან
გამომდინარე იგეგმება.
 შედეგამდე მისასვლელად კი
მასწავლებელი განსაზღვრავს
სასწავლო მიზნებს და მოსწავლეებს
განუმარტავს, თუ რა აქტივობების
შესრულებაა საჭირო მათ
მისაღწევად.
 კარგად გაწერილი სასწავლო
მიზნები მოსწავლეებისათვის რუკის
ფუნქციას ასრულებს და ზრდის მათ
მოტივაციას, რომ მიაღწიონ შედეგს
 ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგენს
მასწავლებლის ძირითად ორიენტირს
 მასწავლებელი სტანდარტით განსაზღვრულ
საბოლოო შედეგამდე მისასვლელად მას ჰყოფს
თემატურ ერთეულებად
 მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნოს ან მათთან
ერთად დასახოს კონკრეტული თემატური
ერთეულის მიზანი/მიზნები
 ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უნდა
განსაზღვროს აღნიშნული მიზნის მისაღწევად
საჭირო გაკვეთილების რაოდენობა და გაწეროს
თითოეული გაკვეთილის მიზანი/მიზნები.
 უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, რომელიც
კონკრეტული აქტივობებისგან შედგება.
გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული ყველა
აქტივობა, ცხადია, უნდა შეესაბამებოდეს
გაკვეთილის მიზანს
13
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მოცემული დიაგრამა წარმოადგენს თემატური ერთეულის მიზნის, გაკვეთილის მიზნისა და აქტივობის მიზნის
შემუშავების კასკადურ პროცესს, რომელიც გამომდინარეობს ესგ-ის სტანდარტებიდან. გთხოვთ,
გაითვალისწინოთ, რომ თემატური ერთეულის მიზნების, ასევე გაკვეთილისა და აქტივობის მიზნების
რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან
14
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა
 მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო
მიზანი იყოს გაზომვადი და,
ამასთანავე, გასაგები
მოსწავლეთათვის.
 გაკვეთილის მიზნის
ჩამოყალიბებისას საჭიროა იმაზე
დაფიქრება, თუ რა ცოდნა და
უნარები უნდა შეიძინონ
მოსწავლეებმა მოცემულ
გაკვეთილზე იმისათვის, რათა
საბოლოოდ მიაღწიონ შესასწავლი
თემატური ერთეულის მიზანს.
 გაზომვადი მიზნების
ჩამოყალიბებაში მასწავლებელს
დაეხმარება შემდეგ კითხვებზე
პასუხის გაცემა
 რა ეცოდინება, რის გაკეთებას შეძლებს
მოსწავლე?
 რა პირობებში გამოამჟღავნებს მოსწავლე
ამ ცოდნას / შეძლებს ამის გაკეთებას?
 რა იქნება მიზნის მიღწევის მაჩვენებელი
(ინდიკატორი)?
 რაც უფრო კარგად აღწერს მიზანი
მოსწავლის ქცევას და იმ პირობებს,
რომლებშიც ეს ქცევა უნდა გამოვლინდეს,
ასევე მიღწევის დონის მაჩვენებელს, მით
უფრო მარტივად შეძლებს მასწავლებელი
მოსწავლის ობიექტურად შეფასებას.
15
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
აქტივობის მიზნის შემუშავება
 შესაძლებელია,
მასწავლებელმა ყოველთვის
არ გაწეროს თითოეული
აქტივობის მიზანი, მაგრამ
დაგეგმვის ეტაპზე, მათი
შერჩევის დროს,
დარწმუნებული უნდა იყოს,
რომ ისინი ლოგიკურად
უკავშირდება გაკვეთილის
მიზანს და
თანმიმდევრულად მიჰყავს
მოსწავლეები მის
მიღწევამდე.
 აქტივობა შეიძლება ძალიან
საინტერესო იყოს
მოსწავლეებისთვის, მაგრამ
ის სასწავლო მიზნების
განსაზღვრა შეფასებისა და
სწავლის დასაგეგმად არ
იყოს დაკავშირებული
გაკვეთილის მიზანთან. ამ
შემთხვევაში,
აქტივობისთვის
გამოყოფილი დრო ფუჭად
დაიკარგება.
 გაკვეთილის მიზნის მოსწავლეებისთვის გაცნობა საშუალებას მისცემს
მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, შეაფასონ მიღწეული პროგრესი გაკვეთილის
მიზანთან მიმართებით.
 რეკომენდებულია, რომ მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი თვალსაჩინო ადგილას
გამოაკრას (საკლასო ოთახის კედელზე, დაფის კუთხეში ან ფლიპჩარტის დაფაზე).
იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახი ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია, მან
თემატური ერთეულის მიზანი გაკრული დატოვოს საკლასო ოთახში მანამდე, სანამ
ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.
 გარდა ამისა, შესაძლებელია მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩაიწერონ თემატური
ერთეულის მიზანი საკლასო/საშინაო რვეულებში. ეს დაეხმარება მასწავლებელსაც
და მოსწავლესაც, ახსოვდეთ, რა არის მათი ამოცანა.
 რეკომენდებულია თემატური ერთეულის მიზნის მითითება შესრულებელი
პროექტების, ასევე განმავითარებელი ან შემაჯამებელი შეფასებისათვის
განკუთვნილი ტესტების თავფურცელზე
16
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 დასკვნის სახით შეიძლება
ითქვას, რომ სასწავლო
მიზნების განსაზღვრა
გადამწყვეტი ეტაპია
სწავლა-სწავლების
ეფექტიანად დაგეგმვისა და
შეფასების დროს.
 რაც უფრო ზუსტად და
გასაგებადაა
ჩამოყალიბებული
სასწავლო მიზანი, მით
უფრო მარტივია იმის
შეფასება, თუ რამდენად
მიაღწიეს ამ მიზანს
მოსწავლეებმა.
17
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
თავი 3 განმავითერებელი შეფასება(გვ.25)
 განმავითარებელი შეფასება გამოიყენება
კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი
მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად
გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი.
 ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს
სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.
შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია,
მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:
 1. რა უნდა შეფასდეს;
 2. რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად;
 3. როგორ უნდა მოხდეს შეფასება;
 4. როგორ მოხდება შეფასების შედეგების
გამოყენება (Bailey and Jakicic, 2012, გვ. 37-62). 18
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
1. რა უნდა შეფასდეს?
 როგორც წესი, სასწავლო მიზნები
გამომდინარეობს საგნის სტანდარტიდან,
ანუ მისაღწევი შედეგიდან. კარგად
ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი
მასწავლებელს საშუალებას აძლევს,
შეაფასოს ზუსტად ის, რის სწავლებასაც
გეგმავს. ეს ნიშნავს შეფასების
ვალიდურობას სასწავლო მიზანთან
მიმართებით.
2. რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის
მაჩვენებლად?
 მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს
კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს
მოსწავლეებს და დაადგენს, თუ რა დონეზე
მიაღწია მიზანს თითოეულმა მათგანმა. ამაში მას
რუბრიკის შექმნა დაეხმარება. შეფასების რუბრიკა
ამავე სახელმძღვანელოში ცალკე ინსტრუმენტად
არის წარმოდგენილი. ასევე განხილულია, თუ
როგორ შეიძლება მისი გამოყენება
განმავითარებელი შეფასების მიზნით.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი იღებს
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი
მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, რა გამოსდით კარგად,
რა არის მათი ინტერესების სფერო და, ზოგადად, რამდენად ეფექტიანია სასწავლო
პროცესი. ყოველივე ეს მასწავლებელს სწავლების სწორად დაგეგმვაში ეხმარება
19
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
3. როგორ მოხდება
შეფასება?
 მოსწავლეთა შესაფასებლად შეიძლება
სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის
შინაარსი, მისი დანიშნულება, ასევე ისიც,
თუ რა დროს მოითხოვს მისი მომზადება
და მიღებული შედეგების ანალიზი.
4. როგორ მოხდება შეფასების
შედეგების გამოყენება?
 შეფასების შედეგების გასაანალიზებლად და სწავლების
შესაბამისად დასაგეგმად საჭიროა მონაცემების
ორგანიზება. მონაცემების ორგანიზება შესაძლებელია
იმის მიხედვით, თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვება
დაისახა მიზნად მასწავლებელმა. მისი მიზანი
შეიძლება იყოს ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა
ინტერესების, მათი საჭიროებების (მზაობის დონის) ან
სწავლის სტილის შესახებ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოსწავლის აქტიური ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში.
მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა
მიზნისკენ მიდის, ასევე რა ისწავლა და როგორ, რისი გაკეთებაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ამაში მას
მასწავლებლის უკუკავშირთან ერთად მოსწავლის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების
ინსტრუმენტების გამოყენება დაეხმარება. საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვება მოსწავლეს
განუვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ჩამოუყალიბებს მეტაკოგნიტურ და თვითრეგულირებადი
სწავლისათვის საჭირო უნარებს.
20
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები(თავი 6 გვ.47)
 ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესების, დამოკიდებულებების, წინარე ცოდნისა თუ
გაგება-გააზრების სწრაფად და სიღრმისეულად შეფასებისათვის. ინსტრუმენტების აღწერილობაში მოცემულია
რეკომენდაციები, თუ რა მიზნით, როდის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.
 შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები
 შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებში მოცემულია მასწავლებლის მიერ სასწავლო მასალასთან დაკავშირებით
მომზადებული ერთი ან რამდენიმე მოკლე კითხვა ან დავალება, რომელთა შესრულებაც 5-10 წუთს მოითხოვს.
შესასვლელი ბილეთების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში
ა. ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა: წინარე ცოდნის; ინტერესების; მანამდე არსებული
ღირებულებების/დამოკიდებულებების შესახებ.
ბ. მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაკვეთილში ცვლილებების შესატანად
გაკვეთილის ბოლოს:
ა. მიიღოს შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ; მოსწავლეთა ინტერესების,
ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ; სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა
მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ. ბ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად
მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით.
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან
ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს
საფუძველს – მოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი
ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ
საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს
მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის
მართვის მნიშვნელოვვანი წინაპირობაა. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლებს,
მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა
პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს.
21
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
სწრაფი წერითი სამუშაო
 არსებობს სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების ვარიაციები..ესენია: სწრაფი
ჩანაწერი; ერთწუთიანი ესსე; ერთწინადადებიანი შეჯამება; დაუსრულებელი წინადადებები.(იხ.გვ 52-57)
 ამ ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი რამ – მათი
დახმარებით მასწავლებელს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შეიქმნას წარმოდგენა სასწავლო საკითხთნ
დაკავშირებით მოსწავლეთა მზაობის, გაგება-გააზრების, ინტერესებისა და დამოკიდებულების შესახებ.
არ არის საჭირო, რომ მასწავლებელმა ყოველ ჯერზე მოაგროვოს მოსწავლეთა წერითი ნამუშევრები და
სათითაოდ გაეცნოს მათ. შესაძლებელია, მასწავლებელმა რამდენიმე მოსწავლეს სთხოვოს, საკუთარი
ნააზრევი ხმამაღლა გაუზიაროს კლასს, შემდეგ კი მოაწყოს მცირე საკლასო დისკუსია, რომლის დროსაც
მოისმენს დანარჩენი მოსწავლეების შეხედულებებს. ასევე შესაძლებელია, მოსწავლეებმა თავიანთი
ნაწერები განიხილონ მცირე ჯგუფებში, ხოლო მასწავლებელმა იმოძრაოს კლასში, მოისმინოს მოსწავლეთა
შეხედულებები, დააკვირდეს ჯგუფების მუშაობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მათ.
22
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 სწრაფი წერითი სამუშაოს შესრულება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და
სტრუქტურირებული წერის უნარების განვითარებას მოსწავლეებში, ვინაიდან სათქმელის
მოკლედ გადმოსაცემად აუცილებელია განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის
დახარისხება, მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და დასკვნების
გაკეთება. სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენება
სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სათქმელის ზეპირად გამოხატვას მისი
წერილობით გადმოცემა ურჩევნიათ, ასევე, მათთვისაც, ვისთვისაც წერა არ არის საყვარელი
საქმიანობა (ისინი ამაში ვარჯიშობენ).
 როდის გამოვიყენოთ? მოსწავლეებს რეფლექსიის დაწერა შეიძლება ვთხოვოთ მანამდე, სანამ
ახალი თემის შესწავლას დაიწყებენ, ასევე მისი განხილვის პროცესში და მისი დასრულების
შემდეგ. სწრაფი წერითი სამუშაო იდეა ის არის, რომ მოსწავლემ გააკეთოს რეფლექსია
დაუყოვნებლივ, ვიდრე შესასწავლი თემა გააქტიურებულია მეხსიერებაში, რადგან ასე ამ თემის
შესწავლა უფრო შედეგიანი ხდება. მასწავლებელს სწრაფი წერითი სამუშაოსთვის
განსაზღვრული ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლია ახალი თემის შესწავლის დაწყებამდე
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით. ეს არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენებას შეუწყობს ხელს,
მასწავლებლისთვის კი შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეაფასოს სასწავლო თემასთან
დაკავშირებით მოსწავლეთა ინფორმირებულობის ან დაინტერესების ხარისხი და მათი
შეხედულებების სისწორე.
23
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 სწრაფი ჩანაწერები მოსწავლეებმა სხვადასხვა მიზნით/სახით შეიძლება აწარმოონ. ეს შეიძლება იყოს:
ნასწავლის ძირითადი აზრის/იდეის გადმოცემა, მთავარი ტერმინების ჩამონათვალის შექმნა, კოგნიტური
სქემის/რუკის შედგენა, ნასწავლის პრაქტიკასთან დაკავშირება, საკუთარ სწავლაზე რეფლექსიის გაკეთება და
სხვ.
 ერთწუთიანი ესსე-გაკვეთილის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას ან დასრულებამდე რამდენიმე წუთით
ადრე მასწავლებელს შეუძლია კითხვა დაუსვას მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და
სთხოვოს, რომ წერილობით უპასუხონ მას.
 ერთწინადადებიანი შეჯამება- მოითხოვს მის სიღრმისეულად გააზრებას და მაღალი დონის სააზროვნო
უნარების გააქტიურებას.
აღწერონ რაიმე თეორია/მოვლენა/ფაქტი;
გამოკვეთონ ორ ფაქტს/მოვლენას შორის არსებული მსგავსება ან განსხვავება;
მიუთითონ, როგორ იწყება, როგორ მიმდინარეობს და როგორ მთავრდება რაიმე პროცესი;
წარმოადგინონ პრობლემა და მისი გადაჭრის გზა;
აჩვენონ პრობლემის გამომწვევი მიზეზი და შედეგი
დაუსრულებელი წინადადებები მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები,
რომლებიც შეიძლება მიზნად ისახავდეს მოსწავლეთა ცოდნის, გაგება-გააზრების დონის, ინტერესების,
ღირებულებების ან საჭიროებების შეფასებას.
24
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 დაფიქრდი – დაწყვილდი – გააზიარე-მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ჩაუღრმავდნენ საკითხს,
მოისმინონ და კრიტიკულად გააანალიზონ განსხვავებული მოსაზრებები, შეაჯამონ მიღებული
ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნები. ერთმანეთთან ინტერაქცია მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის,
სხვისი აზრის გათვალისწინებისა და კომუნიკაციის უნარებს. მასწავლებელს კი ამ პროცესზე დაკვირვებით
შეუძლია შეაფასოს, რამდენად სწორად მსჯელობენ მოსწავლეები, რამდენად კარგად გაიგეს მათ სასწავლო
მასალა და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ის მათთვის. ცნობისმოყვარეობის გამოწვევის მიზნით,
გაკვეთილის დაწყებისას დასვას კითხვა პრობლემურ საკითხზე.
 კითხვების დასმა - რაც უფრო მაღალი სააზროვნო უნარების ჩართვას მოითხოვს დასმულ კითხვაზე
პასუხის გაცემა, მით უფრო ეფექტიანია სწავლება. მაღალი სააზროვნო დონის კითხვების ჩამოყალიბებაში
კი მასწავლებელს ყველასთვის კარგად ცნობილი ბლუმის ტაქსონომია დაეხმარება. (კითხვები, რომლებიც
მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის შეფასებას ემსახურება; და კითხვები, რომლებიც მოსწავლის მიერ საკითხის
გაგება-გააზრების დონეს აფასებს. )(შემთხვევის ანალიზი-გვ.62-64)
 მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევისა და მათი გაკვეთილში ჩართვის მიზნით, მასწავლებელმა შეიძლება
მიმართოს „გამოსაძახებელი ჩხირების“ ტექნიკას.
25
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
კითხვა-პასუხის პროცესში მაქსიმალურად მეტი მოსწავლის
ჩართვის მიზნით მასწავლებელმა შეიძლება დასვას კითხვა....
და ბოლოს გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპზე რაც უფრო ხშირად გამოყოფს მასწავლებელი დროს კითხვების
მოსაფიქრებლად, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენს იგი ამ თვალსაზრისით და, შესაბამისად, სულ
უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს მათ მომზადებაზე
26
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება
რაკვირველია, ამგვარი მინიშნებებით ვერ მოხერხდება მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონის
სიღრმისეულად შეფასება. ერთგვარი ორიენტირია იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა წარიმართოს
სწავლება. მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა დაუყოვნებლივ, უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესში,
მიიღოს უკუკავშირი მოსწავლეებისგან და გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელებს გაკვეთილს. ამაღლებს
მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას (რადგან ისინი დაუყოვნებლივ იღებენ მასწავლებლისგან უკუკავშირს),
ზრდის სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხს და ავითარებს მეტაკოგნიტურ უნარებს, ვინაიდან
მოსწავლეები თავადვე ახდენენ იმის შეფასებას, თუ რას და როგორ სწავლობენ. თუ ამ ინსტრუმენტების
გამოყენების კულტურა დაინერგება კლასში, შესაძლებელია მათ სასწავლო პორცესის მართვის ფუნქციაც
შეითავსონ, ვინაიდან მათი გამოყენებისას ნაკლები ხმაური და ქაოსია საკლასო ოთახში
27
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება- შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ფაქტს, მოვლენას,
თეორიას, მათემატიკური ამოცანის ამონახსნს, პრობლემური საკითხის გადაჭრის გზას. ამის შემდეგ,
მოსწავლეები უზიარებენ დებულებებს თანაკლასელებს, რომლებსაც ევალებათ, ამოიცნონ მცდარი
დებულება.
 დებულებების მოფიქრების დროს მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოამჟღავნონ ცოდნა,
მოიძიონ ინფორმაცია, ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ფაქტები ან საკუთარი მოსაზრებები.
ამავე დროს, ამ აქტივობას შემოაქვს ხალისი გაკვეთილზე და უზრუნველყოფს მოსწავლეების
ჩართულობას. თავის მხრივ, მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეებში სასწავლო
საკითხის ცოდნისა და გაგება-გააზრების დონე.
 ის შეიძლება ემსახურებოდეს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას, ისე ნასწავლი
მასალის გახსენებასა და მის სიღრმისეულად გაანალიზებას.
 „ქვიზი“გვაძლევს საშუალებას, სწრაფად შევაფასოთ მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების
დონე და მათ დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკუკავშირი.
 ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე-მოსწავლის თვითშეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია,
რომელიც აღძრავს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და უბიძგებს მას ახლის
შემეცნებისკენ,მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გაააქტიუროს და შეაფასოს მოსწავლეთა წინარე
ცოდნა, გააძლიეროს მოსწავლის სურვილი, შეისწავლოს ახალი მასალა და, ამავე დროს, ხელთ ჰქონდეს
მოსწავლეთა პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი. თავის მხრივ, მოსწავლეები უკეთ
აცნობიერებენ, თუ რა იცოდნენ და რა ისწავლეს ახალი სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ
მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება. 28
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გრაფიკული ორგანიზატორები(გვ.77)
 გულისხმობს სქემებს, რომლებიც გამოიყენება რაიმე ფაქტებს,
ცნებებს, მოვლენებს შორის არსებული ურთიერთმიმართების
გრაფიკული სახით გამოსახატავად. სხვა სიტყვებით, მათი
დახმარებით ხდება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით
არსებული „ცოდნის ვიზუალური სახით წარმოდგენა“
 რაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეს საშუალებას აძლევს,
კარგად გააანალიზოს სასწავლო მასალა – ერთმანეთისგან
გამოყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია,
გამოიტანოს დასკვნა, მიიღოს გადაწყვეტილება, გადაჭრას
პრობლემა. გრაფიკული ორგანიზატორები უადვილებს
მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის
ორგანიზებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნასწავლის
მარტივად გახსენებასა და კონკრეტული ინფორმაციის
გამოყენებას.
 დამხმარე რესურსი:
 http://kargiskola.ge/teachers/resour
ce_books/kitxva/resursi_kitxva_dana
rti.pdf ვიზუალური სქემები და
გრაფიკული ორგანიზატორები
კითხვა და წერის სწავლებისთვის
დაწყებით კლასებში
 https://www.youtube.com/watch?v=I
vtUJpDb_IY Types of Graphic
Organizers | TecherBethClassTV
 https://www.youtube.com/watch?v=
mNFk9AQhKAA Graphic Organizers
29
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მთავარი კითხვა – კვლევაზე
დაფუძნებული სწავლების პროცესში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საკვლევი კითხვის დასმა და მასზე
პასუხის მოძიება.
დისკუსიის რუკა – საკითხის
შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო
მოსაზრებების გაანალიზებისა და
არგუმენტირებული დასკვნის
გამოტანის მიზნით
30
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა
:აღმოაჩინონ რაიმე პრობლემის გამომწვევი
მიზეზები; იპოვონ ამ პრობლემის გადაჭრის
გზა; მოიყვანონ არგუმენტები, თუ რა
კონკრეტულ შედეგებს მოიტანს პრობლემის
ამგვარი გზით გადაჭრა.
სიტყვის რუკა – ამ გრაფიკული
ორგანიზატორის გამოყენებით მასწავლებელს
(განსაკუთრებით, უცხო ენის) ძალიან
სწრაფად შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად
კარგად ფლობს მოსწავლე ახალ
სიტყვასთან/ტერმინთან/ცნებასთან
დაკავშირებულ ინფორმაციას.
31
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
დადებითი, უარყოფითი, საინტერესო – მოსწავლეთა
იდეების, მოსაზრებების, დამოკიდებულებების
შეფასების მიზნით. მოსწავლემ უნდა გამოყოს
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დადებითი
და გარემოებები/მახასიათებლები და მიუთითოს, რა
მიაჩნია საინტერესოდ, ან რა კითხვები გაუჩნდა
საკვანძო საკითხების რუკა – მნიშვნელოვანია, რომ
მოსწავლემ შეძლოს შესასწავლი მასალიდან საკვანძო
საკითხების გამოყოფა და არგუმენტების მოყვანა
საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების
დასადასტურებლად.
32
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გრაფიკული ორგანიზატორების სარგებლიანობა სასწავლო პროცესში
 ინსტრუმენტი მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს,
შეაფასოს მოსწავლის წინარე ცოდნაც და მიმდინარე საკითხის
გაგება-გააზრების ხარისხიც.
 გრაფიკული ორგანიზატორები მასწავლებელმა შეიძლება
გამოიყენოს ახალი საკითხის ასახსნელადაც
 გაკვეთილი გახდება უფრო ინტერაქტიური, რაც გაზრდის
მოსწავლეთა სწავლის მოტივაციასა და გავკეთილში
ჩართულობის ხარისხს
33
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
ორმაგი ჩანაწერების დღიური
 ეს ინსტრუმენტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღებით გაეცნონ შესასწავლ მასალას და
გააკეთონ რეფლექსია – გამოკვეთონ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, დააფიქსირონ
საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით უფრო აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში.
 რმაგი ჩანაწერების დღიური საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაუღრმავდეს შესასწავლ მასალას და კარგად
გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებულებები ამ მასალის მიმართ. ამგვარი რეფლექსია აღვიძებს
მოსწავლის მოტივაციას, გააგრძელოს მასალის შესწავლა და კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს სასწავლო
პროცესში.
 მასწავლებელს კი შესაძლებლობა ეძლევა შეაფასოს, თუ რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა
შესასწავლი მასალა, მოხვდა თუ არა მათი ყურადღების ველში მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები,
შეძლეს თუ არა მათ განხილული მასალის შესახებ მსჯელობა, ასევე, რა დარჩათ გაუგებარი და, პირიქით, რა
გაიგეს კარგად 34
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა
 მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა წარმოადგენს
მოსწავლის თვითშეფასების ინსტრუმენტს,
რომლითაც მოსწავლე შეაფასებს საკუთარ პროგრესს
სასწავლო მიზანთან მიმართებით.
 აღნიშნული ფორმა მოიცავს სასწავლო თემასთან
დაკავშირებული ქვეთემების ჩამონათვალს, რომლებიც
განაწილებულია დროის გარკვეულ პერიოდზე.
ქვეთემები შეიძლება განვიხილოთ, როგორც
ქვემიზნებიც.
 ლის აღრიცხვის ფორმის ეფექტურად
გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპების
გავლა:
1. მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმის შევსების
პროცესის გაცნობა მოსწავლეებისთვის.
2. სასწავლო მიზნის განსაზღვრა.
3. გაგების დონის განსაზღვრა
4. რეფლექსიის კითხვების შემუშავება.
5. მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმის გადახედვა.
 მოსწავლემ რეფლექსიური კითხვების
დახმარებით უნდა შეაფასოს საკუთარი მიღწევები
სასწავლო მიზანთან მიმართებით.
 სწავლის აღრიცხვის ფორმა ეხმარება მოსწავლეს,
ფოკუსირება მოახდინოს სასწავლო მიზანზე.
 ის მას უვითარებს დროის მართვის უნარს,
უმაღლებს მოტივაციას, აიღოს პასუხისმგებლობა
საკუთარ სწავლაზე და დამოუკიდებლად
მიაღწიოს მიზანს.
 გარდა ამისა, თვითშეფასების ამ ინსტრუმენტის
პერიოდულად გამოყენება საშუალებას აძლევს
მასწავლებელს, დააკვირდეს მოსწავლეთა
პროგრესს და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ
განაგრძოს სასწავლო პროცესი.
 საგაკვეთილო მიზანთან მიმართებით შექმნილი
მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა უნდა
განვიხილოთ გაკვეთილის დასაწყისში, რაც
დაეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს
მასწავლებლის მოლოდინი შესასწავლ საკითხთან
დაკავშირებით 35
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 სასწავლო პროცესის დაგეგმვისას,
სასურველია, მასწავლებელმა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა
ინტერესები.
 მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა
ინტერესების მიხედვით განსაზღვროს
პროექტის შინაარსი, დასვას კითხვები ან
შეარჩიოს სასწავლო რესურსები. როდესაც
სასწავლო მასალა მეტნაკლებად ახლოსაა
მოსწავლეთა ინტერესებთან, სწავლის
პროცესი უფრო სახალისო ხდება, რაც
ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და
სწავლის მოტივაციას.
 მასწავლებელმა უნდა მოიპოვოს
ინფორმაცია მოსწავლეთა როგორც
ზოგადი, ასევე გარკვეულ საგანთან,
თემასთან ან შესასრულებელ
დავალებასთან დაკავშირებული
ინტერესების შესახებ
მოსწავლეთა ინტერესების შეფასების ფორმა
36
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
შეფასების რუბრიკა-მოსწავლის მუშაობის შესაფასებელი კრიტერიუმების
ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსწავლის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის
დონის აღწერას თითოეული კრიტერიუმის მიხედვით(გვ.98)
 შეფასების რუბრიკა თანაბარი
წარმატებით შეიძლება იქნას
გამოყენებული როგორც
განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი
შეფასებისათვის.
 რუბრიკას, რომელშიც შეფასების
კრიტერიუმები გაერთიანებულია,
ჰოლისტური ეწოდება, ხოლო
რუბრიკას, რომელიც ცალ-ცალკე
ჩაშლილ კრიტერიუმებს გვთავაზობს –
ანალიტიკური
 ერთი კონკრეტული დავალების
შესაფასებლად შექმნილ რუბრიკას
კონკრეტულ დავალებაზე მორგებულ
რუბრიკას ვუწოდებთ, ხოლო მსგავსი
ტიპის ბევრი სხვადასხვა დავალების
შესაფასებლად შექმნილ რუბრიკას –
ზოგადს.
შეფასების რუბრიკა ზუსტად მიახვედრებს მოსწავლეს, რას მოელის
მასწავლებელი მისგან, როგორ უნდა შეისწავლოს საკითხი და როგორ
უნდა შეაფასოს საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად. ეს არის ერთ-ერთი
ხერხი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს
მეტაკოგნიტური და თვითრეგულებადი სწავლისათვის საჭირო უნარ-
ჩვევების ჩამოყალიბებაში.
რუბრიკის შექმნის პროცესი იწყება სასწავლო მიზნის განსაზღვრითა და
შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით.
37
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
თავი 4 დიფერენცირებული სწავლება(გვ.31)
დაიან ჰიქოქსის განმარტების მიხედვით: დიფერენცირებული სწავლება
ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული
მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით
(Heacox, 2002)
38
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
დამხმარე რესურსი
 https://www.youtube.com/watch?v=etpjMZYUh1g მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები
დიფერენცირებული სწავლება,რუსუდან გონაშვილი
 https://www.youtube.com/watch?v=Q-zD0ymw7oEდიფერენცირებული სწავლება (რუსუდან გონაშვილი)
 https://www.youtube.com/watch?v=15zL28_mqww დიფერენცირებული სწავლების სტრატეგია - კონკრეტულიდან
აბსტრაქტულამდე
 https://www.youtube.com/watch?v=QmYXF68tU1E&t=41s დიფერენცირებული სწავლება და რემედიაცია
 https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=17s დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები
 https://www.youtube.com/watch?v=BkVjITorJkE&t=6s დიფერწნცირებული სწავლება სოფო ბიბილაშვილთან
ერთად ეფექტური რემედიაცია SSU USAID
 https://www.youtube.com/watch?v=I6yaUZm3xX8&t=103s კითხვის დიფერენცირებული სწავლება
 https://www.youtube.com/watch?v=RUroKfSO5d4&t=44s მითები დიფერენცირებული სწავლების შესახებ
 https://www.youtube.com/watch?v=FXoirCMTGTU
 http://mastsavlebeli.ge/?p=17651 დიფერენცირებული სწავლების თეორია და პრაქტიკა მაია ფირჩხაძე
 https://www.youtube.com/watch?v=UX5Zn5sW5EI დიფერენცირებული სწავლება
 https://www.youtube.com/watch?v=RUroKfSO5d4&t=99s მითები დიფერენცირებული სწავლების შესახებ
 https://www.youtube.com/watch?v=h7-D3gi2lL8&t=39s Differentiating Instruction: It’s Not as Hard as You Think
 https://www.youtube.com/watch?v=8BVvImZcnkw Differentiated Instruction: Why, How, and Examples
39
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების
ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული
მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან
ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002).
 დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს
მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების
შეთავაზებას, რომლებითაც ყველა მათგანის
დაინტერესება იქნება შესაძლებელი.
მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის
ამაღლების საუკეთესო გზა ისეთი
დავალებების შერჩევაა, რომლებიც მათი
ამჟამინდელი განვითარების დონეზე ოდნავ
რთულია (Tomlinson, 2017)
 როდესაც მასწავლებელი გაკვეთილებზე
იყენებს სწორად დაგეგმილ განმავითარებელ
შეფასებას და დიფერენცირებულ სწავლებას,
მის მოსწავლეებს კარგად აქვთ
გაცნობიერებული, თუ რისი გაკეთება
სჭირდებათ სასწავლო მიზნების მისაღწევად.
მასწავლებელი კი მიმართავს მრავალფეროვან
სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რათა
დაეხმაროს მოსწავლეებს, გააუმჯობესონ
თავიანთი მიღწევები შემაჯამებელი ტესტის
ჩაბარებამდე ან პროექტის დასრულებამ
40
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
 დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც
თითოეულ მოსწავლეს შეუძლია იკვლიოს და ისწავლოს. ამას თან ერთვის მოსწავლის სწავლის სტილის,
მზაობისა და ინტერესის მიხედვით წინასწარ მოფიქრებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება.
შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია სასწავლო მასალის შინაარსის, სწავლა-სწავლების პროცესის, ასევე იმ
საბოლოო პროდუქტის დიფერენცირება, რომელიც მოსწავლემ ნასწავლის სადემონსტრაციოდ უნდა შექმნას
(Maryland Learning Links, 2015).
41
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით
 მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის
მიდგომას სწავლისადმი, ასევე იმას, თუ როგორ
გადაამუშავებს ის აზრებს გონებაში. ზოგიერთი
მოსწავლე მაშინ სწავლობს კარგად, როდესაც
მშვიდ გარემოშია. ზოგი მათგანი უპირატესობას
სწავლის დროს მოძრაობას და შესასწავლი
საკითხის შესახებ თანატოლებთან საუბარს
ანიჭებს. ზოგიერთისთვის კი უფრო
მოსახერხებელია სწავლის დროს ჩანაწერების
გაკეთება. სწავლის სტილი
 ერთ-ერთია ტომლინსონის (Tomlinson, 2017ა)
მიერ მოსწავლეთა სწავლის პროფილის მიხედვით
გამოყოფილი ოთხი შემადგენელი
კომპონენტიდან. ეს ოთხი კომპონენტია: 1)
სწავლის სტილი; 2) ინტელექტის ტიპი; 3) გენდერი
და 4) კულტურა (Ibid.). ყველა ეს კომპონენტი
გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ ცოდნის
შეძენაზე, ამ ცოდნის ინტერპრეტირებასა და
ნასწავლის გადმოცემაზე.
 ადამიანები, როგორც წესი, სხვადასხვა გზით სწავლობენ.
ამიტომ, როდესაც მასწავლებელი გეგმავს ისეთ
გაკვეთილს, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილზე
მორგებული აქტივობებისგან შედგება, მოსწავლეები
უკეთ სწავლობენ და იმახსოვრებენ. მათი გონება
შეიმეცნებს კომპლექსური და მრავალფეროვანი გზით
(Willis, 2006).
 ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა
გაკვეთილი სწავლის სტილის მრავალფეროვნების
გათვალისწინებით დაგეგმოს. არ არის სასურველი, რომ
მოსწავლეს იარლიყად მივაწებოთ რომელიმე სწავლის
სტილი და ამის მიხედვით შევურჩიოთ დავალებები.
 მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უყურებდეს, როგორც
მოზარდს, რომელიც თანდათანობით განიცდის
ადაპტაციას და ეგუება სასწავლო მასალის მიწოდების
სხვადასხვა ფორმას.
 მოსწავლეები მით უფრო მეტად ვითარდებიან, რაც
უფრო მდიდარი სასწავლო მასალა მიეწოდებათ.
42
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
43
სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx

More Related Content

What's hot

გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიNino Akhalkatsi
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონიTamila Khergiani
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიაNatia Gvilia
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიოOlgha Bochorishvili
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაMisha Giorgadze
 
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიOlgha Bochorishvili
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
შეფასების სისტემა
შეფასების სისტემაშეფასების სისტემა
შეფასების სისტემაteateatea
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისmzekabani2013
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...Manana Jakeli
 
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურამასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურაKhatuna Khalvashi
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიirma
 
დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!nonanona11111
 
კათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიშიკათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიშიMaiaSiradze2
 

What's hot (20)

გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციები
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
 
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
შეფასების სისტემა
შეფასების სისტემაშეფასების სისტემა
შეფასების სისტემა
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენის
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
 
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურამასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
 
დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!დაიცავი,რათა დაგიცვას!
დაიცავი,რათა დაგიცვას!
 
კათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიშიკათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიში
 
ფოტოსინთეზი
ფოტოსინთეზიფოტოსინთეზი
ფოტოსინთეზი
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 

Similar to განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx

სამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docxსამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docxsofojgerenaia
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. Manana Sekhniashvili
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებnino abuladze
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშიAna Meladze
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიDavit Chivadze
 
მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...
 მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს... მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...
მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...ninochi68
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაmarine kvaratskhelia
 
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaNino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaTinatin Khutsishvili
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxMarine Rekhviashvili
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმmziaegiashvili
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014mziaegiashvili
 
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაცია
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაციასწავლის სტრატეგიები პრეზენტაცია
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაციაRakhidaIusubova
 
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეBesik Machitadze
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012mziaegiashvili
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2012-2013
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2012-2013მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2012-2013
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2012-2013mziaegiashvili
 

Similar to განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx (20)

სამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docxსამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docx
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა.
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
Maias+kvleva+4.07.19
Maias+kvleva+4.07.19Maias+kvleva+4.07.19
Maias+kvleva+4.07.19
 
მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...
 მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს... მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...
მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინს...
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
 
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaNino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
 
კონფერენცია2014
კონფერენცია2014კონფერენცია2014
კონფერენცია2014
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმ
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2013-2014
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2013-2014
 
Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01
 
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაცია
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაციასწავლის სტრატეგიები პრეზენტაცია
სწავლის სტრატეგიები პრეზენტაცია
 
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2012-2013
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2012-2013მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2012-2013
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2012-2013
 

More from Marine Rekhviashvili

XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docxXI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxMarine Rekhviashvili
 
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxIX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxMarine Rekhviashvili
 
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxIX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxMarine Rekhviashvili
 
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docxVIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docxMarine Rekhviashvili
 
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxMarine Rekhviashvili
 
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docxMarine Rekhviashvili
 
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxMarine Rekhviashvili
 
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfMarine Rekhviashvili
 
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfMarine Rekhviashvili
 
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfMarine Rekhviashvili
 
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxMarine Rekhviashvili
 
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxMarine Rekhviashvili
 

More from Marine Rekhviashvili (12)

XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docxXI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
 
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxIX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
 
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxIX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
 
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docxVIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
 
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
 
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
 
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
 
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
 
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
 
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
 
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
 
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
 

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx

  • 1. მოგესალმებით ! სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინე რეხვიაშვილი წარმოგიდგენთ პრეზემტაციას თემაზე: განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება 2022 წ. 1 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 2. გამოყენებული ლიტერატურა  განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება,დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებებისთვის,მ.ხუნძაყიშვილი, ს.ბივერი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  მასწავლებლის ცნობარი,მასწავლებლის ბიბლიოთეკა,მ.ბოჭორიშვილი,ნ ნამიჭეიშვილი,მ.ფირჩხაძე.გამომც.ზეკარი 2022 2 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 3.  https://www.youtube.com/watch?v=axXqUZlrrlQ&t=40s განმავითარებელი შეფასება  https://www.youtube.com/watch?v=eSSul7Zjg0o განმავითარებელი შეფასება  https://www.youtube.com/watch?v=qG_8_p1PUlw  https://www.youtube.com/watch?v=bdTNFu4cH8U განმავითარებელი შეფასების რამდენიმე ინსტრუმენტი  https://www.youtube.com/watch?v=cKrxLqmdPXs განმავითარებელი შეფასება - თამარ ჯაყელი - ტელემეგზური #2  https://www.youtube.com/watch?v=V54Xm1lSVz8 განმ შეფასება როგორც კომპასი  https://www.youtube.com/watch?v=h8O0hQ32IIQ&t=27s განმავითარებელი შეფასება  http://teachmoment.blogspot.com/2015/01/bright-idea-formative-assessment.html  https://www.youtube.com/watch?v=bdTNFu4cH8U&t=1s განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები  https://www.youtube.com/watch?v=axXqUZlrrlQ&t=85s ვებინარი თემაზე „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება  http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf ეფექტური განმავითარებელი შეფასება, სოფო გორგოძე 3 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 4.  ,,თუ სასწავლო პროცესს თითოეული მოსწავლისთვის მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.“  განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეკრებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონის შესახებ და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად. იმ საშუალებებს, რომლებითაც მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, სტატიაში განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი  ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუ ის დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, ნათლად წარმოიდგინონ, რა გზით იარონ მიზნის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ ემსახურება განმავითარებელი შეფასების პროცესს, ზოგჯერ - არა(ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ  რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს? – საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკასა და თითოეული ბავშვის მიღწევებზე; იმაზე, რა დაეხმარება თითოეული მოსწავლის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში სოფო გორგოძე http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf 4 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 5. განმავითარებელი შეფასება  განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის შეფასებასაც“ უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16506 5 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 6. საკლასო შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. არსებობს შეფასების ორი ძირითადი ტიპი განმავითარებელი და განმსაზღვრელი. ორივე შეფასება ემსახურება მოსწავლეების ცოდნის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, თუმცა, მათ შორის განსხვავებას დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ სწავლების რომელ ეტაპზე და რა მიზნით ვიყენებთ თითოეულ მათგანს. განმავითარებელი შეფასება  გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება  გამოიყენება სასწავლო თემაზე/საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მისი მიზანია დაადგინოს, თუ როგორია მოსწავლის შედეგები სტანდარტით განსაღვრულ მიზანთან მიმართებით და რა ქულას იმსახურებს იგი. 6 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 7. თავი 1 როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლას და განვითარებას(გვ.13) ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე პირობა, რომელთა დაცვის გარეშეც, რაც არ უნდა ზედმიწევნით იქნას შესრულებული ინსტრუქციები, უშედეგო შეიძლება აღმოჩნდეს მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირების ნებისმიერი ინსტრუმენტი. ეს აუცილებელი პირობებია: 7 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 8. 1. ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ მას კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან  მოსწავლესთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასწავლებელი კარგად იცნობდეს საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს, მათ ინტერესებს, სწავლის სტილს, ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს. მოსწავლეთა შესახებ ამ ინფორმაციის გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, დაამყაროს მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობები და, ამასთანავე, დაგეგმოს მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესი. როდესაც სწავლების პროცესი საინტერესოა, მცირდება მოსწავლეთა მხრიდან რთული ქცევის გამოვლენის შემთხვევები, რაც ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და აუმჯობესებს აკადემიურ მიღწევებს. სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებით თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ, რაც სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. 8 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 9. 2. მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული მოსწავლის ქცევისა და სწავლის მიმართ  მასწავლებლისთვის ცნობილია როზენტალისა და ჯეკობსონის ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლის მოლოდინი მოსწავლის წარმატებაზე. მოსწავლე მით უფრო წარმტებულია სწავლაში, რაც უფრო მეტად არის დარწმუნებული მასწავლებელი მის შესაძლებლობებში და პირიქით. ამ მოვლენას როზენტალმა პიგმალიონის ეფექტი უწოდა.  მასწავლებელი უნდა მოელოდეს მოსწავლისგან წარმატებას და, ამავე დროს, ეხმარებოდეს მას სწავლასა და სათანადო ქცევის გამოვლენაში. არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი მიკერძოებულია ან ბევრს არ მოელის მოსწავლისგან. სასწავლო მიზნების დაძლევისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებელმა სხვადასხვა ხარისხის დახმარება შესთავაზოს მოსწავლეებს. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა გამოიყენოს წამახალისებელი სტრატეგიები და დაეხმაროს სწავლაში თითოეულ მოსწავლეს. 9 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 10. 3. გაკვეთილის გეგმა არის მკაფიო და კარგად გააზრებული  ყოველი გაკვეთილი კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. რთულია გაკვეთილის მიზნის მიღწევა, თუ მასწავლებელი წინასწარ არ შეიმუშავებს გაკვეთილის გეგმას მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით, რომლებიც თანმიმდევრულად მიგვიყვანს სასწავლო მიზნამდე. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს სათანადო უკუკავშირის მიწოდებას მოსწავლეებისთვის. მასში გაერთიანებულია აქტივობები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, იძლევა სასწავლო თემასთან დაკავშირებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას, ავითარებს სხვადასხვა უნარს და, ამავდროულად, ზუსტად არის გათვლილი თემის შესწავლისა თუ კონკრეტული უნარის განვითარებისთვის საჭირო დრო. სახელმძღვანელოს ბოლოს ნიმუშის სახით იხილავთ ერთი გაკვეთილის გეგმას. 10 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 11. 4. სასწავლო მიზნები ცნობილია მოსწავლეებისთვის. ისინი მკაფიო, კონკრეტული და საინტერესოა  სასწავლო მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, ნათელი და საინტერესო. მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს სასწავლო მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რას მოველით მათგან. საუკეთესო პრაქტიკად არის აღიარებული გაკვეთილის დაწყებისას გაკვეთილის მიზნის განმარტება და სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგის დაფაზე დაწერა. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ახლოს არიან მოსწავლეები სასწავლო მიზანთან, შეიძლება მასწავლებელმა გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტი. ეს შეიძლება იყოს როგორც სწრაფი შეფასების ინსტრუმენტები, ისე გაგება- გააზრების სიღრმისეული შეფასების ინსტრუმენტები (იხ. ქვეთავში: „განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები“). სახელმძღვანელოს დასაწყისში დეტალურად არის განხილული სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრისა და მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის მნიშვნელობა. 11 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 12. 5. სასწავლო გარემო პოზიტიურია; წახალისებულია მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და მეტის გაგების სურვილი  პოზიტიურ სასწავლო გარემოს ქმნის ყველაფერი, იქნება ეს საინტერესო გაკვეთილი, მოწესრიგებული საკლასო ოთახი თუ იქ შესული მოსწავლეებისთვის ღიმილით შეგებება. მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად, უპასუხოს მოსწავლეთა კითხვებს, ან მათთან ერთად მოიძიოს პასუხები. ამავდროულად, ის თავად უნდა შეეცადოს, აღძრას ცნობისმოყვარეობა მოსწავლეებში. ამის გაკეთება შესაძლებელია საინტერესო კითხვების დასმით და, ზოგადად, კვლევაზე დაფუნებული სწავლებით. მაგალითად, ფრაზას – „ახლა კი გადავდივართ ცხიმების თვისებების შესწავლაზე“, აჯობებს მოსწავლეების წინაშე წამოვჭრათ პრობლემა და დავსვათ კითხვა: „რატომ არ შეიძლება ტანსაცმელზე არსებული ცხიმიანი ლაქის წყლით დამუშავება?“ მსგავსი კითხვების დასმა მასწავლებელს ყოველთვის შეუძლია, თუმცა, რასაკვირველია, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას ყველა გაკვეთილზე ვერ გამოვიყენებთ და ეს არც არის აუცილებელი. 12 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 13. თავი 2. სასწავლო მიზნების განსაზღვრა შეფასებისა და სწავლის დასაგეგმად (გვ.17)  სწავლა-სწავლებაც საბოლოოდ მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე იგეგმება.  შედეგამდე მისასვლელად კი მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო მიზნებს და მოსწავლეებს განუმარტავს, თუ რა აქტივობების შესრულებაა საჭირო მათ მისაღწევად.  კარგად გაწერილი სასწავლო მიზნები მოსწავლეებისათვის რუკის ფუნქციას ასრულებს და ზრდის მათ მოტივაციას, რომ მიაღწიონ შედეგს  ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგენს მასწავლებლის ძირითად ორიენტირს  მასწავლებელი სტანდარტით განსაზღვრულ საბოლოო შედეგამდე მისასვლელად მას ჰყოფს თემატურ ერთეულებად  მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნოს ან მათთან ერთად დასახოს კონკრეტული თემატური ერთეულის მიზანი/მიზნები  ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო გაკვეთილების რაოდენობა და გაწეროს თითოეული გაკვეთილის მიზანი/მიზნები.  უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, რომელიც კონკრეტული აქტივობებისგან შედგება. გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, ცხადია, უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზანს 13 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 14. მოცემული დიაგრამა წარმოადგენს თემატური ერთეულის მიზნის, გაკვეთილის მიზნისა და აქტივობის მიზნის შემუშავების კასკადურ პროცესს, რომელიც გამომდინარეობს ესგ-ის სტანდარტებიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თემატური ერთეულის მიზნების, ასევე გაკვეთილისა და აქტივობის მიზნების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან 14 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 15. გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა  მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო მიზანი იყოს გაზომვადი და, ამასთანავე, გასაგები მოსწავლეთათვის.  გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებისას საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა მოცემულ გაკვეთილზე იმისათვის, რათა საბოლოოდ მიაღწიონ შესასწავლი თემატური ერთეულის მიზანს.  გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბებაში მასწავლებელს დაეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა  რა ეცოდინება, რის გაკეთებას შეძლებს მოსწავლე?  რა პირობებში გამოამჟღავნებს მოსწავლე ამ ცოდნას / შეძლებს ამის გაკეთებას?  რა იქნება მიზნის მიღწევის მაჩვენებელი (ინდიკატორი)?  რაც უფრო კარგად აღწერს მიზანი მოსწავლის ქცევას და იმ პირობებს, რომლებშიც ეს ქცევა უნდა გამოვლინდეს, ასევე მიღწევის დონის მაჩვენებელს, მით უფრო მარტივად შეძლებს მასწავლებელი მოსწავლის ობიექტურად შეფასებას. 15 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 16. აქტივობის მიზნის შემუშავება  შესაძლებელია, მასწავლებელმა ყოველთვის არ გაწეროს თითოეული აქტივობის მიზანი, მაგრამ დაგეგმვის ეტაპზე, მათი შერჩევის დროს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისინი ლოგიკურად უკავშირდება გაკვეთილის მიზანს და თანმიმდევრულად მიჰყავს მოსწავლეები მის მიღწევამდე.  აქტივობა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის, მაგრამ ის სასწავლო მიზნების განსაზღვრა შეფასებისა და სწავლის დასაგეგმად არ იყოს დაკავშირებული გაკვეთილის მიზანთან. ამ შემთხვევაში, აქტივობისთვის გამოყოფილი დრო ფუჭად დაიკარგება.  გაკვეთილის მიზნის მოსწავლეებისთვის გაცნობა საშუალებას მისცემს მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, შეაფასონ მიღწეული პროგრესი გაკვეთილის მიზანთან მიმართებით.  რეკომენდებულია, რომ მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას (საკლასო ოთახის კედელზე, დაფის კუთხეში ან ფლიპჩარტის დაფაზე). იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახი ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია, მან თემატური ერთეულის მიზანი გაკრული დატოვოს საკლასო ოთახში მანამდე, სანამ ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.  გარდა ამისა, შესაძლებელია მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩაიწერონ თემატური ერთეულის მიზანი საკლასო/საშინაო რვეულებში. ეს დაეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, ახსოვდეთ, რა არის მათი ამოცანა.  რეკომენდებულია თემატური ერთეულის მიზნის მითითება შესრულებელი პროექტების, ასევე განმავითარებელი ან შემაჯამებელი შეფასებისათვის განკუთვნილი ტესტების თავფურცელზე 16 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 17.  დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო მიზნების განსაზღვრა გადამწყვეტი ეტაპია სწავლა-სწავლების ეფექტიანად დაგეგმვისა და შეფასების დროს.  რაც უფრო ზუსტად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი, მით უფრო მარტივია იმის შეფასება, თუ რამდენად მიაღწიეს ამ მიზანს მოსწავლეებმა. 17 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 18. თავი 3 განმავითერებელი შეფასება(გვ.25)  განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი.  ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს. შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:  1. რა უნდა შეფასდეს;  2. რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად;  3. როგორ უნდა მოხდეს შეფასება;  4. როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება (Bailey and Jakicic, 2012, გვ. 37-62). 18 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 19. 1. რა უნდა შეფასდეს?  როგორც წესი, სასწავლო მიზნები გამომდინარეობს საგნის სტანდარტიდან, ანუ მისაღწევი შედეგიდან. კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს ზუსტად ის, რის სწავლებასაც გეგმავს. ეს ნიშნავს შეფასების ვალიდურობას სასწავლო მიზანთან მიმართებით. 2. რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად?  მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს მოსწავლეებს და დაადგენს, თუ რა დონეზე მიაღწია მიზანს თითოეულმა მათგანმა. ამაში მას რუბრიკის შექმნა დაეხმარება. შეფასების რუბრიკა ამავე სახელმძღვანელოში ცალკე ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი. ასევე განხილულია, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება განმავითარებელი შეფასების მიზნით. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, რა გამოსდით კარგად, რა არის მათი ინტერესების სფერო და, ზოგადად, რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი. ყოველივე ეს მასწავლებელს სწავლების სწორად დაგეგმვაში ეხმარება 19 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 20. 3. როგორ მოხდება შეფასება?  მოსწავლეთა შესაფასებლად შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის შინაარსი, მისი დანიშნულება, ასევე ისიც, თუ რა დროს მოითხოვს მისი მომზადება და მიღებული შედეგების ანალიზი. 4. როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება?  შეფასების შედეგების გასაანალიზებლად და სწავლების შესაბამისად დასაგეგმად საჭიროა მონაცემების ორგანიზება. მონაცემების ორგანიზება შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვება დაისახა მიზნად მასწავლებელმა. მისი მიზანი შეიძლება იყოს ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა ინტერესების, მათი საჭიროებების (მზაობის დონის) ან სწავლის სტილის შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოსწავლის აქტიური ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა მიზნისკენ მიდის, ასევე რა ისწავლა და როგორ, რისი გაკეთებაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ამაში მას მასწავლებლის უკუკავშირთან ერთად მოსწავლის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების გამოყენება დაეხმარება. საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვება მოსწავლეს განუვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ჩამოუყალიბებს მეტაკოგნიტურ და თვითრეგულირებადი სწავლისათვის საჭირო უნარებს. 20 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 21. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები(თავი 6 გვ.47)  ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესების, დამოკიდებულებების, წინარე ცოდნისა თუ გაგება-გააზრების სწრაფად და სიღრმისეულად შეფასებისათვის. ინსტრუმენტების აღწერილობაში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა მიზნით, როდის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.  შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები  შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებში მოცემულია მასწავლებლის მიერ სასწავლო მასალასთან დაკავშირებით მომზადებული ერთი ან რამდენიმე მოკლე კითხვა ან დავალება, რომელთა შესრულებაც 5-10 წუთს მოითხოვს. შესასვლელი ბილეთების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში ა. ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა: წინარე ცოდნის; ინტერესების; მანამდე არსებული ღირებულებების/დამოკიდებულებების შესახებ. ბ. მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაკვეთილში ცვლილებების შესატანად გაკვეთილის ბოლოს: ა. მიიღოს შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ; მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ; სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ. ბ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი ძალიან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს საფუძველს – მოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვვანი წინაპირობაა. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლებს, მოახდინონ რეფლექსია საკუთარ სწავლაზე, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს. 21 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 22. სწრაფი წერითი სამუშაო  არსებობს სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების ვარიაციები..ესენია: სწრაფი ჩანაწერი; ერთწუთიანი ესსე; ერთწინადადებიანი შეჯამება; დაუსრულებელი წინადადებები.(იხ.გვ 52-57)  ამ ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი რამ – მათი დახმარებით მასწავლებელს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შეიქმნას წარმოდგენა სასწავლო საკითხთნ დაკავშირებით მოსწავლეთა მზაობის, გაგება-გააზრების, ინტერესებისა და დამოკიდებულების შესახებ. არ არის საჭირო, რომ მასწავლებელმა ყოველ ჯერზე მოაგროვოს მოსწავლეთა წერითი ნამუშევრები და სათითაოდ გაეცნოს მათ. შესაძლებელია, მასწავლებელმა რამდენიმე მოსწავლეს სთხოვოს, საკუთარი ნააზრევი ხმამაღლა გაუზიაროს კლასს, შემდეგ კი მოაწყოს მცირე საკლასო დისკუსია, რომლის დროსაც მოისმენს დანარჩენი მოსწავლეების შეხედულებებს. ასევე შესაძლებელია, მოსწავლეებმა თავიანთი ნაწერები განიხილონ მცირე ჯგუფებში, ხოლო მასწავლებელმა იმოძრაოს კლასში, მოისმინოს მოსწავლეთა შეხედულებები, დააკვირდეს ჯგუფების მუშაობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მათ. 22 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 23.  სწრაფი წერითი სამუშაოს შესრულება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და სტრუქტურირებული წერის უნარების განვითარებას მოსწავლეებში, ვინაიდან სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად აუცილებელია განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის დახარისხება, მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და დასკვნების გაკეთება. სწრაფი წერითი სამუშაოსთვის შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენება სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სათქმელის ზეპირად გამოხატვას მისი წერილობით გადმოცემა ურჩევნიათ, ასევე, მათთვისაც, ვისთვისაც წერა არ არის საყვარელი საქმიანობა (ისინი ამაში ვარჯიშობენ).  როდის გამოვიყენოთ? მოსწავლეებს რეფლექსიის დაწერა შეიძლება ვთხოვოთ მანამდე, სანამ ახალი თემის შესწავლას დაიწყებენ, ასევე მისი განხილვის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. სწრაფი წერითი სამუშაო იდეა ის არის, რომ მოსწავლემ გააკეთოს რეფლექსია დაუყოვნებლივ, ვიდრე შესასწავლი თემა გააქტიურებულია მეხსიერებაში, რადგან ასე ამ თემის შესწავლა უფრო შედეგიანი ხდება. მასწავლებელს სწრაფი წერითი სამუშაოსთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლია ახალი თემის შესწავლის დაწყებამდე წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით. ეს არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენებას შეუწყობს ხელს, მასწავლებლისთვის კი შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეაფასოს სასწავლო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ინფორმირებულობის ან დაინტერესების ხარისხი და მათი შეხედულებების სისწორე. 23 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 24.  სწრაფი ჩანაწერები მოსწავლეებმა სხვადასხვა მიზნით/სახით შეიძლება აწარმოონ. ეს შეიძლება იყოს: ნასწავლის ძირითადი აზრის/იდეის გადმოცემა, მთავარი ტერმინების ჩამონათვალის შექმნა, კოგნიტური სქემის/რუკის შედგენა, ნასწავლის პრაქტიკასთან დაკავშირება, საკუთარ სწავლაზე რეფლექსიის გაკეთება და სხვ.  ერთწუთიანი ესსე-გაკვეთილის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას ან დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასწავლებელს შეუძლია კითხვა დაუსვას მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და სთხოვოს, რომ წერილობით უპასუხონ მას.  ერთწინადადებიანი შეჯამება- მოითხოვს მის სიღრმისეულად გააზრებას და მაღალი დონის სააზროვნო უნარების გააქტიურებას. აღწერონ რაიმე თეორია/მოვლენა/ფაქტი; გამოკვეთონ ორ ფაქტს/მოვლენას შორის არსებული მსგავსება ან განსხვავება; მიუთითონ, როგორ იწყება, როგორ მიმდინარეობს და როგორ მთავრდება რაიმე პროცესი; წარმოადგინონ პრობლემა და მისი გადაჭრის გზა; აჩვენონ პრობლემის გამომწვევი მიზეზი და შედეგი დაუსრულებელი წინადადებები მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები, რომლებიც შეიძლება მიზნად ისახავდეს მოსწავლეთა ცოდნის, გაგება-გააზრების დონის, ინტერესების, ღირებულებების ან საჭიროებების შეფასებას. 24 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 25.  დაფიქრდი – დაწყვილდი – გააზიარე-მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ჩაუღრმავდნენ საკითხს, მოისმინონ და კრიტიკულად გააანალიზონ განსხვავებული მოსაზრებები, შეაჯამონ მიღებული ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნები. ერთმანეთთან ინტერაქცია მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის, სხვისი აზრის გათვალისწინებისა და კომუნიკაციის უნარებს. მასწავლებელს კი ამ პროცესზე დაკვირვებით შეუძლია შეაფასოს, რამდენად სწორად მსჯელობენ მოსწავლეები, რამდენად კარგად გაიგეს მათ სასწავლო მასალა და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ის მათთვის. ცნობისმოყვარეობის გამოწვევის მიზნით, გაკვეთილის დაწყებისას დასვას კითხვა პრობლემურ საკითხზე.  კითხვების დასმა - რაც უფრო მაღალი სააზროვნო უნარების ჩართვას მოითხოვს დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, მით უფრო ეფექტიანია სწავლება. მაღალი სააზროვნო დონის კითხვების ჩამოყალიბებაში კი მასწავლებელს ყველასთვის კარგად ცნობილი ბლუმის ტაქსონომია დაეხმარება. (კითხვები, რომლებიც მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის შეფასებას ემსახურება; და კითხვები, რომლებიც მოსწავლის მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონეს აფასებს. )(შემთხვევის ანალიზი-გვ.62-64)  მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევისა და მათი გაკვეთილში ჩართვის მიზნით, მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს „გამოსაძახებელი ჩხირების“ ტექნიკას. 25 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 26. კითხვა-პასუხის პროცესში მაქსიმალურად მეტი მოსწავლის ჩართვის მიზნით მასწავლებელმა შეიძლება დასვას კითხვა.... და ბოლოს გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპზე რაც უფრო ხშირად გამოყოფს მასწავლებელი დროს კითხვების მოსაფიქრებლად, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენს იგი ამ თვალსაზრისით და, შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს მათ მომზადებაზე 26 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 27.  გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება რაკვირველია, ამგვარი მინიშნებებით ვერ მოხერხდება მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონის სიღრმისეულად შეფასება. ერთგვარი ორიენტირია იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა წარიმართოს სწავლება. მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა დაუყოვნებლივ, უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესში, მიიღოს უკუკავშირი მოსწავლეებისგან და გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელებს გაკვეთილს. ამაღლებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას (რადგან ისინი დაუყოვნებლივ იღებენ მასწავლებლისგან უკუკავშირს), ზრდის სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხს და ავითარებს მეტაკოგნიტურ უნარებს, ვინაიდან მოსწავლეები თავადვე ახდენენ იმის შეფასებას, თუ რას და როგორ სწავლობენ. თუ ამ ინსტრუმენტების გამოყენების კულტურა დაინერგება კლასში, შესაძლებელია მათ სასწავლო პორცესის მართვის ფუნქციაც შეითავსონ, ვინაიდან მათი გამოყენებისას ნაკლები ხმაური და ქაოსია საკლასო ოთახში 27 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 28.  ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება- შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ფაქტს, მოვლენას, თეორიას, მათემატიკური ამოცანის ამონახსნს, პრობლემური საკითხის გადაჭრის გზას. ამის შემდეგ, მოსწავლეები უზიარებენ დებულებებს თანაკლასელებს, რომლებსაც ევალებათ, ამოიცნონ მცდარი დებულება.  დებულებების მოფიქრების დროს მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოამჟღავნონ ცოდნა, მოიძიონ ინფორმაცია, ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ფაქტები ან საკუთარი მოსაზრებები. ამავე დროს, ამ აქტივობას შემოაქვს ხალისი გაკვეთილზე და უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას. თავის მხრივ, მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეებში სასწავლო საკითხის ცოდნისა და გაგება-გააზრების დონე.  ის შეიძლება ემსახურებოდეს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას, ისე ნასწავლი მასალის გახსენებასა და მის სიღრმისეულად გაანალიზებას.  „ქვიზი“გვაძლევს საშუალებას, სწრაფად შევაფასოთ მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე და მათ დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკუკავშირი.  ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე-მოსწავლის თვითშეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, რომელიც აღძრავს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და უბიძგებს მას ახლის შემეცნებისკენ,მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გაააქტიუროს და შეაფასოს მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გააძლიეროს მოსწავლის სურვილი, შეისწავლოს ახალი მასალა და, ამავე დროს, ხელთ ჰქონდეს მოსწავლეთა პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი. თავის მხრივ, მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ, თუ რა იცოდნენ და რა ისწავლეს ახალი სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება. 28 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 29. გრაფიკული ორგანიზატორები(გვ.77)  გულისხმობს სქემებს, რომლებიც გამოიყენება რაიმე ფაქტებს, ცნებებს, მოვლენებს შორის არსებული ურთიერთმიმართების გრაფიკული სახით გამოსახატავად. სხვა სიტყვებით, მათი დახმარებით ხდება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით არსებული „ცოდნის ვიზუალური სახით წარმოდგენა“  რაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, კარგად გააანალიზოს სასწავლო მასალა – ერთმანეთისგან გამოყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნა, მიიღოს გადაწყვეტილება, გადაჭრას პრობლემა. გრაფიკული ორგანიზატორები უადვილებს მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ორგანიზებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნასწავლის მარტივად გახსენებასა და კონკრეტული ინფორმაციის გამოყენებას.  დამხმარე რესურსი:  http://kargiskola.ge/teachers/resour ce_books/kitxva/resursi_kitxva_dana rti.pdf ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები კითხვა და წერის სწავლებისთვის დაწყებით კლასებში  https://www.youtube.com/watch?v=I vtUJpDb_IY Types of Graphic Organizers | TecherBethClassTV  https://www.youtube.com/watch?v= mNFk9AQhKAA Graphic Organizers 29 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 30. მთავარი კითხვა – კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვლევი კითხვის დასმა და მასზე პასუხის მოძიება. დისკუსიის რუკა – საკითხის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გაანალიზებისა და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის მიზნით 30 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 31. პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა :აღმოაჩინონ რაიმე პრობლემის გამომწვევი მიზეზები; იპოვონ ამ პრობლემის გადაჭრის გზა; მოიყვანონ არგუმენტები, თუ რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს პრობლემის ამგვარი გზით გადაჭრა. სიტყვის რუკა – ამ გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენებით მასწავლებელს (განსაკუთრებით, უცხო ენის) ძალიან სწრაფად შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად კარგად ფლობს მოსწავლე ახალ სიტყვასთან/ტერმინთან/ცნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 31 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 32. დადებითი, უარყოფითი, საინტერესო – მოსწავლეთა იდეების, მოსაზრებების, დამოკიდებულებების შეფასების მიზნით. მოსწავლემ უნდა გამოყოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დადებითი და გარემოებები/მახასიათებლები და მიუთითოს, რა მიაჩნია საინტერესოდ, ან რა კითხვები გაუჩნდა საკვანძო საკითხების რუკა – მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ შეძლოს შესასწავლი მასალიდან საკვანძო საკითხების გამოყოფა და არგუმენტების მოყვანა საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების დასადასტურებლად. 32 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 33. გრაფიკული ორგანიზატორების სარგებლიანობა სასწავლო პროცესში  ინსტრუმენტი მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის წინარე ცოდნაც და მიმდინარე საკითხის გაგება-გააზრების ხარისხიც.  გრაფიკული ორგანიზატორები მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ახალი საკითხის ასახსნელადაც  გაკვეთილი გახდება უფრო ინტერაქტიური, რაც გაზრდის მოსწავლეთა სწავლის მოტივაციასა და გავკეთილში ჩართულობის ხარისხს 33 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 34. ორმაგი ჩანაწერების დღიური  ეს ინსტრუმენტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღებით გაეცნონ შესასწავლ მასალას და გააკეთონ რეფლექსია – გამოკვეთონ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით უფრო აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში.  რმაგი ჩანაწერების დღიური საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაუღრმავდეს შესასწავლ მასალას და კარგად გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებულებები ამ მასალის მიმართ. ამგვარი რეფლექსია აღვიძებს მოსწავლის მოტივაციას, გააგრძელოს მასალის შესწავლა და კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.  მასწავლებელს კი შესაძლებლობა ეძლევა შეაფასოს, თუ რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, მოხვდა თუ არა მათი ყურადღების ველში მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები, შეძლეს თუ არა მათ განხილული მასალის შესახებ მსჯელობა, ასევე, რა დარჩათ გაუგებარი და, პირიქით, რა გაიგეს კარგად 34 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 35. მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა  მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა წარმოადგენს მოსწავლის თვითშეფასების ინსტრუმენტს, რომლითაც მოსწავლე შეაფასებს საკუთარ პროგრესს სასწავლო მიზანთან მიმართებით.  აღნიშნული ფორმა მოიცავს სასწავლო თემასთან დაკავშირებული ქვეთემების ჩამონათვალს, რომლებიც განაწილებულია დროის გარკვეულ პერიოდზე. ქვეთემები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქვემიზნებიც.  ლის აღრიცხვის ფორმის ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპების გავლა: 1. მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმის შევსების პროცესის გაცნობა მოსწავლეებისთვის. 2. სასწავლო მიზნის განსაზღვრა. 3. გაგების დონის განსაზღვრა 4. რეფლექსიის კითხვების შემუშავება. 5. მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმის გადახედვა.  მოსწავლემ რეფლექსიური კითხვების დახმარებით უნდა შეაფასოს საკუთარი მიღწევები სასწავლო მიზანთან მიმართებით.  სწავლის აღრიცხვის ფორმა ეხმარება მოსწავლეს, ფოკუსირება მოახდინოს სასწავლო მიზანზე.  ის მას უვითარებს დროის მართვის უნარს, უმაღლებს მოტივაციას, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე და დამოუკიდებლად მიაღწიოს მიზანს.  გარდა ამისა, თვითშეფასების ამ ინსტრუმენტის პერიოდულად გამოყენება საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დააკვირდეს მოსწავლეთა პროგრესს და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ განაგრძოს სასწავლო პროცესი.  საგაკვეთილო მიზანთან მიმართებით შექმნილი მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა უნდა განვიხილოთ გაკვეთილის დასაწყისში, რაც დაეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მასწავლებლის მოლოდინი შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით 35 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 36.  სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სასურველია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები.  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით განსაზღვროს პროექტის შინაარსი, დასვას კითხვები ან შეარჩიოს სასწავლო რესურსები. როდესაც სასწავლო მასალა მეტნაკლებად ახლოსაა მოსწავლეთა ინტერესებთან, სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის მოტივაციას.  მასწავლებელმა უნდა მოიპოვოს ინფორმაცია მოსწავლეთა როგორც ზოგადი, ასევე გარკვეულ საგანთან, თემასთან ან შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებული ინტერესების შესახებ მოსწავლეთა ინტერესების შეფასების ფორმა 36 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 37. შეფასების რუბრიკა-მოსწავლის მუშაობის შესაფასებელი კრიტერიუმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსწავლის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის დონის აღწერას თითოეული კრიტერიუმის მიხედვით(გვ.98)  შეფასების რუბრიკა თანაბარი წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებისათვის.  რუბრიკას, რომელშიც შეფასების კრიტერიუმები გაერთიანებულია, ჰოლისტური ეწოდება, ხოლო რუბრიკას, რომელიც ცალ-ცალკე ჩაშლილ კრიტერიუმებს გვთავაზობს – ანალიტიკური  ერთი კონკრეტული დავალების შესაფასებლად შექმნილ რუბრიკას კონკრეტულ დავალებაზე მორგებულ რუბრიკას ვუწოდებთ, ხოლო მსგავსი ტიპის ბევრი სხვადასხვა დავალების შესაფასებლად შექმნილ რუბრიკას – ზოგადს. შეფასების რუბრიკა ზუსტად მიახვედრებს მოსწავლეს, რას მოელის მასწავლებელი მისგან, როგორ უნდა შეისწავლოს საკითხი და როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად. ეს არის ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური და თვითრეგულებადი სწავლისათვის საჭირო უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში. რუბრიკის შექმნის პროცესი იწყება სასწავლო მიზნის განსაზღვრითა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით. 37 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 38. თავი 4 დიფერენცირებული სწავლება(გვ.31) დაიან ჰიქოქსის განმარტების მიხედვით: დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002) 38 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 39. დამხმარე რესურსი  https://www.youtube.com/watch?v=etpjMZYUh1g მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები დიფერენცირებული სწავლება,რუსუდან გონაშვილი  https://www.youtube.com/watch?v=Q-zD0ymw7oEდიფერენცირებული სწავლება (რუსუდან გონაშვილი)  https://www.youtube.com/watch?v=15zL28_mqww დიფერენცირებული სწავლების სტრატეგია - კონკრეტულიდან აბსტრაქტულამდე  https://www.youtube.com/watch?v=QmYXF68tU1E&t=41s დიფერენცირებული სწავლება და რემედიაცია  https://www.youtube.com/watch?v=9iHcFBA-WB4&t=17s დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები  https://www.youtube.com/watch?v=BkVjITorJkE&t=6s დიფერწნცირებული სწავლება სოფო ბიბილაშვილთან ერთად ეფექტური რემედიაცია SSU USAID  https://www.youtube.com/watch?v=I6yaUZm3xX8&t=103s კითხვის დიფერენცირებული სწავლება  https://www.youtube.com/watch?v=RUroKfSO5d4&t=44s მითები დიფერენცირებული სწავლების შესახებ  https://www.youtube.com/watch?v=FXoirCMTGTU  http://mastsavlebeli.ge/?p=17651 დიფერენცირებული სწავლების თეორია და პრაქტიკა მაია ფირჩხაძე  https://www.youtube.com/watch?v=UX5Zn5sW5EI დიფერენცირებული სწავლება  https://www.youtube.com/watch?v=RUroKfSO5d4&t=99s მითები დიფერენცირებული სწავლების შესახებ  https://www.youtube.com/watch?v=h7-D3gi2lL8&t=39s Differentiating Instruction: It’s Not as Hard as You Think  https://www.youtube.com/watch?v=8BVvImZcnkw Differentiated Instruction: Why, How, and Examples 39 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 40. დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002).  დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომლებითაც ყველა მათგანის დაინტერესება იქნება შესაძლებელი. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზა ისეთი დავალებების შერჩევაა, რომლებიც მათი ამჟამინდელი განვითარების დონეზე ოდნავ რთულია (Tomlinson, 2017)  როდესაც მასწავლებელი გაკვეთილებზე იყენებს სწორად დაგეგმილ განმავითარებელ შეფასებას და დიფერენცირებულ სწავლებას, მის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რისი გაკეთება სჭირდებათ სასწავლო მიზნების მისაღწევად. მასწავლებელი კი მიმართავს მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს, გააუმჯობესონ თავიანთი მიღწევები შემაჯამებელი ტესტის ჩაბარებამდე ან პროექტის დასრულებამ 40 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 41.  დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია იკვლიოს და ისწავლოს. ამას თან ერთვის მოსწავლის სწავლის სტილის, მზაობისა და ინტერესის მიხედვით წინასწარ მოფიქრებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია სასწავლო მასალის შინაარსის, სწავლა-სწავლების პროცესის, ასევე იმ საბოლოო პროდუქტის დიფერენცირება, რომელიც მოსწავლემ ნასწავლის სადემონსტრაციოდ უნდა შექმნას (Maryland Learning Links, 2015). 41 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 42. დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით  მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის მიდგომას სწავლისადმი, ასევე იმას, თუ როგორ გადაამუშავებს ის აზრებს გონებაში. ზოგიერთი მოსწავლე მაშინ სწავლობს კარგად, როდესაც მშვიდ გარემოშია. ზოგი მათგანი უპირატესობას სწავლის დროს მოძრაობას და შესასწავლი საკითხის შესახებ თანატოლებთან საუბარს ანიჭებს. ზოგიერთისთვის კი უფრო მოსახერხებელია სწავლის დროს ჩანაწერების გაკეთება. სწავლის სტილი  ერთ-ერთია ტომლინსონის (Tomlinson, 2017ა) მიერ მოსწავლეთა სწავლის პროფილის მიხედვით გამოყოფილი ოთხი შემადგენელი კომპონენტიდან. ეს ოთხი კომპონენტია: 1) სწავლის სტილი; 2) ინტელექტის ტიპი; 3) გენდერი და 4) კულტურა (Ibid.). ყველა ეს კომპონენტი გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ ცოდნის შეძენაზე, ამ ცოდნის ინტერპრეტირებასა და ნასწავლის გადმოცემაზე.  ადამიანები, როგორც წესი, სხვადასხვა გზით სწავლობენ. ამიტომ, როდესაც მასწავლებელი გეგმავს ისეთ გაკვეთილს, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილზე მორგებული აქტივობებისგან შედგება, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ და იმახსოვრებენ. მათი გონება შეიმეცნებს კომპლექსური და მრავალფეროვანი გზით (Willis, 2006).  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაკვეთილი სწავლის სტილის მრავალფეროვნების გათვალისწინებით დაგეგმოს. არ არის სასურველი, რომ მოსწავლეს იარლიყად მივაწებოთ რომელიმე სწავლის სტილი და ამის მიხედვით შევურჩიოთ დავალებები.  მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უყურებდეს, როგორც მოზარდს, რომელიც თანდათანობით განიცდის ადაპტაციას და ეგუება სასწავლო მასალის მიწოდების სხვადასხვა ფორმას.  მოსწავლეები მით უფრო მეტად ვითარდებიან, რაც უფრო მდიდარი სასწავლო მასალა მიეწოდებათ. 42 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
  • 43. 43 სლაიდი შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ