პეიზაჟი-სახვითი ხელოვნების ჟანრი
სამყაროში ბუნების ამსახველი ხედები თავისი განსაკუთრებულობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა,
ისინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
საქართველო რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის მხარე
საქართველო,მცხეთა -მთიანეთის მხარე,ყაზბეგი
სართველო,თბილისი ძველი, თბილისის ხედი
საქართველო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,ბათუმი
საქართველო, შავი ზღვა,ოზურგეთი, გურია
პეიზაჟი
სახვითი ხელოვნების ჟანრს,რომელშიც ბუნების სურათია ასახული პეიზაჟს უწოდებენ.პეიზაჟი შეიძლება
ატარებდეს ისტორიულ, ფანტასტიკურ, ლირიკულ, ეპიკურ და ა.შ. ხასიათს. ხშირად პეიზაჟი ქმნის ფონს
ფერწერულ, გრაფიკულ და სხვა ჟანრის ნაწარმოებებში. ასახავს რა ბუნების სურათს, მხატვარი არა მხოლოდ
ისწრაფვის მის გამოსახვას, არამედ თავის დამოკიდებულებასაც გადმოსცემს.
პეიზაჟის სახეობები
მხატვრები პეიზაჟში ხშირად სოფლის ყოფის სცენებს რთავენ, ბუნების წიაღში გამოსახავენ შინაურ
ცხოველებს, სოფლის სახლებსა და მყუდრო ეზოებს, მწყემსებს, მშვიდი, იდილიური განწყობილების
მქონე პეიზაჟის ამ ჟანრს პასტორალურს უწოდებენ.
კამპანია,კლოდ ლორენი,1639,მეტროპოლიტენ მუზეუმი მზის ამოსვლა, კლოდ ლორენი,16346/7,მეტროპოლიტენ
მუზეუმი
ზამთრის პეიზაჟი,ჰოლანდია,ბარენდ კორნელის კოეკოეკი,1833წ. რომაული სოფლის ხედი ,კლოდ ლორენი, 1644
პეიზაჟს,რომელზედაც ზღვის ხედია ასახული, მარინას უწოდებენ (,,მარინა“ იტალიურად ზღვას
ნიშნავს)ეს ჟანრი ჰოლანდიაში XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ ჟანრში მომუშავე მხატვრებს
მარინისტებს უწოდებენ.
მიწოდება ქარიშხალში, ჟან-ანტუან თეოდორ გუდინი
ივან ამეცხრე ტალღა, ივან ივაზოვსკის, 1850.
მხატვრები პეიზაჟში ხშირად ქალაქის ხედებსაც ასახავენ,ეს ჟანრი, რომელსაც ვედუტა ეწოდება XVIII
საუკუნეში გახდა ძალზე პოპულარული.
გეზუატის ეკლესია ჯუდექას არხი,ვენეცია ,ფედერიკო დელ
კამპო, 1887
დიდი არხის შესასვლელი,კანალეტო,1730
ურბანული პეიზაჟი , ვედუტას მსგავსად, ქალაქის ხედს ასახავს, იმ განსხვავებით რომ ამ ჟანრის
სურათებზე თანამედროვე ქალაქი და მისი ინდუსტრიული ხედებია გამოსახული.
პარიზის მუშათა უბანი,ელენე ახვლედიანი,1927
მტკვრის სანაპიროზე, ელენე ახვლედიანი, 1976
ლიდსის ბაზარი", ჰაროლდ გილმანი, 1913
პრინცის პრინცის ქუჩა, მანჩესტერი, ნორმან კლიფორდ ჟაკე,1961
მხატვრები, უძველესი დროიდან, გამოსახავდნენ თავიანთ ნამუშევრებში პეიზაჟის ცალკეულ
ელემენტებს- ხეებს, ცას, მდინარეებს და ა.შ. ასეთი ელემენტები გამოქვაბულთა პირველყოფილ
ფერწერაშიც კი გვხვდება.
ამ ჟანრის ისტორია რამდენიმე ათასი წლით უკან ბრუნდება, ვინაიდან მეცნიერები მღვიმეების
ხელოვნებაში პეიზაჟის პირველ ელემენტებს ნეოლითის ეპოქაში ათარიღებენ, ამ უძველეს
გამოსახულებებში წარმოდგენილია მნათობებისა და ციური სხეულების თუ ბუნების
სიმბოლოები. მაგალითად, ძველი მხატვრობის ნამუშევარი ტასილინ-აჯერის პლატოზე, საჰარაში
(დათარიღებული ძვ. წ. 7 ათასი წლით), რომელიც ასახავდა ბუნების სქემატურ ნახატს ადამიანის
ფიგურების გვერდით.
ტასილინ-აჯერის გამოქვაბული, საჰარა,დაახლ.ძვ. წ. 7 ათასი წელი
ნარამ სინის ლაშქრობა მთაში, ქვიშაქვის სტელა (დაახ. ძვ.წ. 2254„-2218 წ წ.), პარიზი, ლუვრი
ძველი შუამდინარეთის, აქადის მეფის სტელაზე გამოსახული პეიზაჟის ელემენტებით (ხეები,მთა)
შემოქმედი ცდილობს გადმოსცეს გეოგრაფიული ლანდშაფტის სირთულე, რისი გავლაც მოუწია
მეფეს და მის ჯარს, პეიზაჟის ამ ელემენტებით თითქოს ცდილობს უფრო მეტი რეალურობა შესძინოს
ამბავს. აღნიშნულ რელიეფზე პეიზაჟის ელემენტებს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს- ორი
მზე, აღმართული მთის მწვერვალები, მეფის სიდიადეს და მის ღვთიურობას უსვავს ხაზს.
პეიზაჟის მოტივები, როგორც კედლის მატვრობის ელემენტები, საკმაოდ ხშირად
გვხვდება ძველი ეგვიპტის მმართველების სამარხებში. ეგვპტეში, სოფელ ბენი ჰასანთან
აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტის მმართველების კლდოვანი სამარხები მონუმენტური
ფერწერის ნიმუშებით, ფრესკებზე ჩანს დეკორატიურლი ხასიათის პეიზაჟის ელემენტები,
როგორიცაა ლოტოსი, ლერწამი, ხეები.
ველური კატა მე-12 დინასტიის ეგვიპტელი დიდგვაროვანი ხნუმჰოტეპ II-ის საფლავში ბენი ჰასანში, ეგვიპტე. შუა სამეფოს
დროს, ძვ.წ.21-დან 17-ე ს.ს
შედარებით უფრო მეტი პეიზაჟის ელემენტი გვხვდება ფარაონ ნებამონის სამარხის
კედლის მხატვრობაში (ახალი სამეფო დაახლ.ძვ.წ 1400-1500).ის მხოლოდ ფონია და
შემადგენელი ელემენტი გამოსახულებისა, არ აღიქმის როგორც დამოუკიდებელი ელემენტი,
არამედ როგორც დამხმარე საშუალება სიუჟეტის თხრობისას/გადმოცემისას, თუმცა პეიზაჟში
მხატვრები უფრო მეტად თავისუფალნი იყვნენ ვიდრე ფიგურის გამოსახვისას, რომლის შექმნის
მკაცრად განსაზღვრული წესები ჰქონდათ. ნადირობის სცენის მცენარეულ ორნამენტს
ფრინველების მკვეთრი მოძრაობები აცოცხლებს და ნადირობის დროს წარმოქმნილ ხმაურის
იმიტირებას ქმნის. ბაღის პეიზაჟის გამოსახულებებს მხატვარი სხვადასხვა რაკურსიათ
გადმოგვცემს და ცდილობს დაგვანახოს ლანდშაფტის მრავალფერობნება. მონოქრომული
ფერები ბაღის მშვიდ გარემოს უსვავს ხაზს.
მე 20 საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მის ძველ დედაქალაქ კნოსოსში,
აღმოჩენილ იქნა სასახლის ნანგრევები, რომლებიც აგებული იყო ძვ.წ XVII-XV სს-ებში.
უზარმაზარი დარბაზების კედლებზე არქეოლოგებმა უძველესი დროის მხატვრობის
შემოქმედება იხილეს: მრავაგვარი მცენარის, ცხოველის გამოსახულება, ბუნების და ყოფის
ამსახველი სცენები. კუნძულ კრეტაზე მდებარე ცნობილი კნოსოსის სასახლის დარბაზებში
მონუმენტური ფერწერის შესანიშნავი ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა შორის პეიზაჟის
ელემენტებს ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ გარემო მხოლოდ პირობითადაა
გამოსახული, პეიზაჟის ელემენტები არათანაბარზომიერია და გამოსახულებები
არაპროპორციული, თუმცა ორგანულად ერწყმის გამოსახულების დეტალებს.
,, ფრინველები კლდეებში”.
ზეთისხილის ხის გამოსახულების ფრაგმენტი და რეკონსტრუქცია, ჰერაკლიონის
მუზეუმი
1600-1500 წწ | აკროტირი, თერა, ,,გაზაფხულის ფრესკა“
რომის რესპუბლიკაში პეიზაჟები საცხოვრებელი ინტერიერის ერთგვარ დეკორაციას
წარმოადგენდა, სწორედ ესაა ელინისტური პერიოდის უდიდესი სიახლე, ძველი
აღმოსავლეთის ხელოვნება არ იყენებდა პეიზაჟს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანთა
ცხოვრების ამსახველი ამბებისა და საომარი მოქმედებების გარემოს გადმოცემდა. ელინისტურ
პერიოდის მხატვრები ცდილობდნენ პეიზაჟის სიდიადე და სოფლად ცხოვრების სიამოვნებანი
გაეცოცხლებინათ, რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ კედლის მხატვრობის ნიმუშებში,
ბუნების ეს გამოსახულებები ძალიან ახლოსაა პეიზაჟის ჩვენს გაგებასთან, ხეხილის ბარები,
მწყემსები და საქონელი, ნაგებობები, მთები, მომხიბლავად არის განლაგებული და
საუკეთესოდ შეხამებული, რაც სიმშვიდის განწყობას გვიქმნის.
-
ძველი რომაული ფერწერა ახ.წ. I ს.
,,ბაღის პეიზაჟი“ ძვ.წ. I ს.რომი
პომპეის ფრესკები ახ.წ. I ს.
პეიზაჟი, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, უკვე VII საუკუნეში გამოჩნდა ჩინურ
ხელოვნებაში. შუა საუკუნეების ჩინეთის ნახატები პოეტურად გადმოგვცემს ჩვენს გარშემო
არსებულ სამყაროს. ბუნება ამ ნამუშევრებში, ძირითადად აბრეშუმზე მელნითაა
შესრულებული, ჩანს როგორც ვრცელი სამყარო, რომელსაც არ აქვს
საზღვრები. აღმოსავლეთის ქვეყნებში ფილოსოფიამ და რელიგიამ ხელი შეუწყო პეიზაჟის
ჟანრის განვითარებას, რომელიც მრავალი წლით უსწრებდა ევროპულ პეიზაჟის
მხატვრობას. ბუნების ჭვრეტა, რომელიც დაკავშირებულია „ტაოს“ რელიგიურ
მოძრაობასთან, სულიერი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და VII-VIII საუკუნეებში
ბუნების გამოსახულება მხატვრობის წამყვან ჟანრად იქცა.
ჩინელი მხატვრები აბრეშუმის ქსოვილისგან ან ბრინჯის ქაღალდისგან დამზადებულ
გრაგნილებზე ხატავდნენ. ვერტიკალური გრაგნილები კომპოზიციებით - "ტიაო-ფუ" -
ამშვენებდა კედლებს. თუ კომპოზიცია ჰორიზონტალური იყო - "sou juan" და რამდენიმე
მეტრი სიგრძით, მას იატაკზე წიგნივით უყურებდნენ.
ცეკვა და სიმღერა (სამუშაოდან დაბრუნებული გლეხები) მა
იუანი (ჩინეთი, დაახლოებით 1160-1225 წწ.)
სეირნობა ნაკადულთან (步溪圖)ტანგ იინი (唐寅,1470-1524),
მინგის დინასტია (1368-1644) ჩამოკიდებული გრაგნილი,
მელანი და ფერი აბრეშუმზე, 160 x 84,5 სმ, სასახლის მუზეუმი,
პეკინი
ჩინური პეიზაჟები ხასიათდება წაგრძელებული ფორმატით, უჩვეულო მასშტაბით, თითქოს
პირდაპირ ზემოდან იყურებით. პეიზაჟში გამოსახულია დიდრონი, უჩვეულო ფორმის ხეები,
უზარმაზარი მთები, უსაზღვრო წყლები, ადამიანისა და ცხოველების პაწაწინა ფიგურები
ბინადრობენ ამ ზღაპრულ ადგილებში. ჩინეთის შუა საუკუნეების მხატვრები არ ასახავდნენ რაიმე
კონკრეტულს (რეალურის მსგავსს), ისინი ხატავდნენ დიდებულ ბუნებას, როგორც მათ
წარმოედგინათ. ჩინური შუა საუკუნეების მხატვრობა გახდა საფუძველი პიზაჟის განვითარების
სამხრეთ -არმოსავლეთ ქვეყენებში ,მათ შორის იაპონიაში.
პეიზაჟის განსაკუთრებული აღქმა იგრძნობა იაპონელი მხატვრების ნამუშევრებში, წელიწადის
სხვადასხვა დროის ამსახველი ხედები, ფლოლრსა და ფაუნის ორგანული შერწყმა, საოცარი
ფერთა გამა ნამუშევრებს განსაკუთერებულობას სძენს.
ბაბუის ჩაის
სახლი, მეგურო (მეგურო ჯიჯიგაჩაია),
სერიიდან ედოს ასი ცნობილი ხედი (Meisho Edo hyakkei) 1857
წ უტაგავა ჰიროშიგე
მთა ფუჯი კავაგუჩის ტბიდან კოიჩი ოკადას (დაიბადა 1907
წელს)
კოიჩი ოკადა ნამუშევარში ,,მთა ფუჯი კავაგუჩის ტბიდან“ მშვენიერი საგაზაფხულო ხედი
გვეშლება თვალწინ, მთა ფუჯიზე, კავაგუჩის ტბიდან, სცენა მორთულია ვარდისფერი
ალუბლის ნაზი ყვავილებით. წყალი ციმციმებს ფერადი ანარეკლებით, ასახავს თოვლით
დაფარული მწვერვალის ცივ ტონებს და ფოთლებისა და წყლის უფრო მუქ მწვანესა და
ლურჯს. ჰაეროვნება, ლირიზმი, მარტივი, ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი
სიუჟეტები და ბუნების პოეტური ხედვა, იაპონური პეიზაჟების საფუძველს წარმოადგენს.
პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მხატვარ მინიატურისტებმა.
ისინი შუა საუკუნეებში პეიზაჟს ძირითადად ისტორიულ-რელიგიური სცენების ფონად
იყენებდნენ. საფრანგეთში, 1410-იან წლებში ბერისა და ბურგუნდიის ჰერცოგების სასახლეში
მომუშავე ილუსტრატორებმა - ძმებმა ლიმბურგებმა შექმნეს მინიატურები ,,ბერის ჰერცოგის
საათების წიგნისთვის. ისინი მაყურებელს ბუნებრივ პეიზაჟებს სთავაზობდნენ, ფერადი და
ელეგანტური ნახატები მოგვითხრობს სეზონებზე, საველე სამუშაოებზე და გართობაზე. ძმები
ლიმბურგები ინტერნაციონალური გოთიკისთვის დამახასიათებელ რამდენიმე პირობით ხერხს
იყენებენ ,ეს ხერხებია: მაღალი ჰორიზონტის ხაზი, გარემოსა და ფიგურებს შორის დარღვეული
მასშტაბური შეფარდება(ნაგებობები და ხეები ადამიანებთან შედარებით, მცირე ზომისაა)და
შენობების ისეთ ჭრილში წარმოდგენა, რომ მათი ინტერიერი და ექსტერიერი ერთობლივად
ჩანს. სურათის ფერთა მშვიდი შეხამება გაცოცხლებულია ელვარე მოყვითალო-ნარინჯისფერი
და ლურჯი მონასმებით, აგრეთვე კაშკაშა წითელი ლაქების აქცენტებით, რაც პეიზაჟის ხედებს
უფრო მეტ სიცოცხლეს და მგრძნობელობას მატებს. სადაც ადამიანები ბუნების ნაწილად და
ერთ მთლიაობად აღიქმება. მხტვარს არ ძალუძს გდამოგვცეს სივრცე, რომელშიც ფიგურები
მოძრაობენ, და სინამდვილის ილუზიას უპირატესად დეტალებისადმი ყურადღებიანი
დამოკიდებულებით აღწევს.
ძმები ლიმბურგი. "მოსავალი და ცხვრის პარსვა" ("ბერის ჰერცოგის საათების ბრწყინვალე წიგნი"), 1413-1416 წწ.
ადრეული რენესანსის მხატვრობამ ინტერესი გამოიჩინა პეიზაჟის მიმართ. ნამუშევრები
გადატვირთულია პეიზაჟის ელემენტებით, მხატვრები ცდილობენ სივრცის გადმოცემას, თუმცა
ფიგურებს შორის თანაფარდობა დაცული არ არის, გამოსახულებები ჯერ კიდევ ძალიან
პირობითია. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ქვემოთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები
,იტალიელი მხატვრის სტეფანო დი ჯოვანის ტილო, რომელიც ასევე ცნობილია თავისი
მეტსახელით სასეტა - "მოგების პროცესია" (მე-15 საუკუნის I ნახევარი). და ჯოტო დი ბონდონეს
,,ლაზარეს აღდგინება“ (სკროვენის კაპელა(კაპელა დელ არენა)ჩრდილოეთ კედელი,პადოვა,1305-
1306,ფრესკოს ტექნიკა)ჯოტომ შეძლო იმის ილუზია შეექმნა, თითქოს საღვთო წერილის ამბები
ჩვენს თვალწინ ხდება, ამას ის ერთგვარი სივრცის გადმოცემის ილუზიით ქმნის, წინა ხედზე
ფიგურების მკვეთრი მოძრაობები, ერთგვარი სიუჟეტური თხრობა, მნახველის სიუჟეტის
ნაწილად აგრძნობინებს თავს, უკანა ხედზე მცხატვარი პეიზაჟის ელემენტებით კეტავს
კომპოზიციას, პირობითად გადმოცემული პეიზაჟი, დამრეცი კლდე, მის ქიმზე აღმართული
ხეები, მათ უკან კი ცის ,,იმიტაცია“ მხოლოდ წინა პლანის სიუჟეტის ხაზგასმას ემსახურება.
ლაზარეს აღდგინება , ჯოტო დი ბონდონი (დაახლოებით
1266-1337/იტალიური), ფრესკა, არენის სამლოცველო, პადუა,
იტალი.
მოგვების მსვლელობა“,სტეფანი დი ჯოვანი-
სასეტა,დაახლ.1432 წ.ადრეული
რენესანსი.მეტროპოლიტენის მუზეუმი,ნიუ-იორკი
პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XV ს. შვეიცარიელმა
მხატვარმა კონრად ვიცმა, რომელიც ასახავდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს-ჟენევის ტბის
სანაპიროს-თავის კომპოზიციაში რელიგიურ თემაზე ,,სასწაულებრივი თევზჭრა“ , სურათზე
ნავში მჯდომი მოწაფეების წინაშე მდგარ იესოს ვხედავთ, მოწაფეები გენესარეთის ტბაში თევზს
იჭერენ, პეტრე ნავიდან გადმომხტარა და ქრისტესკენ მიიწევს. მაგრამ, ვიტცი ამ სახარებისეულ
სიუჟეტს ჟენევის ტბის ფონზე წარმოგვიდგენს, რომლის ჩრდილოეთ ნაპირთან ამოზიდულია
სახასიათო მუქი ფერის მთა(მოულის მთა) და სიღრმეში თეთრად მოელვარე დათოვლილი
ალპები მოჩანს, ვიტცი ბუნების ყველა ნიუანს საგულდაგულოდ გადმოსცემს-წყლის
მოლივლივე ზედაპირს, ნავების, ფიგურების და შენობების ანარეკლს ტბაზე და თავად ტბის
ფსკერსაც კი, პეტრეს სხეული და ფეხებიც გამრუდებულად მოჩანს კამკამა წყლის ქვეშ. ეს
ევროპული ხელოვნების ადრეული პერიოდია, როდესაც მხატვრები რეალური სამყაროს
მიბაძვას იწყებენ და ბუნების განწყობილების გადმოცემას ესწრაფვიან.
სასწაულებრივი თევზჭერა ,კონრად ვიტცი 1444 წელი.კონრად ვიცი.ხელოვნებისა და ისტორიის
მუზეუმში ( Musée d'Art et d'Histoire ) ჟენევა, შვეიცარია .
პეიზაჟმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მაღალი რენესანსის დროს.
მხატვრებმა დაიწყეს ბუნების გულდასმით შესწავლა და ნამუშევრებში ხაზოვანი /ჰაეროვანი
პერსპექტივის გამოყენება, რის შედეგადაც პეიზაჟი უკვე ნახატის ძირითადი ელემენტი ხდება.
მე-16 საუკუნემდე მხატვრები პეიზაჟს იყენებდნენ როგორც ფონს, კლასიკურ რელიგიურ
სცენასა და/ან პორტრეტში. ამ ფაქტის ნათელი მაგალითია ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება,
რომელიც ხასიათდება ადამიანისა და ბუნების მჭიდრო და განუყოფელი კავშირით. ბუნება
ლეონარდოსთან ფანტასტიკური, სიზმრისეული უფრო გვეჩვენება ვიდრე რეალისტური, თუმცა
სამყაროს მთლიანობის აღქმაში ეხმარება მნახველს, ადამიანის გამოსახულებას და ფონს,
რომელზედაც პეიზაჟია გამოსახული ერთ მთლიანობად აქცევს და სამყაროს უსასრულობას
აგრძნობინებს.
,,ღვთისმშობელი ყრმით,წმ.ანასთან ერთად“ ლეონარდო და
ვინჩი 1501წ.
გინევრა დე ბენჩი. ლეონარდო და ვინჩი, 1474-78წ.წ
არნოს ველი, ლეონარდო და ვინჩი (1473), უფიცი
პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს ვენეციური სკოლის ოსტატებმა .
ჯორჯონეს(1476/7-1510) ნამუშევარში " ქარიშხალი " გამოსახულ პეიზაჟში იკითხება
გრძნობები და განწყობა.
ტიციანის (1473/88-1576) ადრეულ ნახატში "ეგვიპტეში გქცევა" (1508), ბუნება წინა პლანზე
გამოსახულ სცენაზე დომინირებს. ორივე ნამუშევარში კარგად ჩანს როგორ ცდილობენ
მხატვრები პეიზაჟის დეტალურ გადმოცემას და ბუნებრივი მოვლენების ასახვასაც კი.
ატმოსფერო თითქოს ზაფხულის მშვიდ, ცხელ და დახუთულ დღეებს მოგვაგონებს. ფოთლები
დამძიმებულია, შორეულ ქალაქს კი ქარიშხალი უახლოვნება. ამ ფონზე კი მხატვარი ხაზს
უსვამს გამოსახული ფიგურების სიმშვიდეს, რომელნიც თითქოს მაყურებლის ყურადღების
მიღმა რჩებიან, რადგან მთავარი ბუნების მოვლენაა და მაყურებლის ყურადღებაც სწორედ
იქითაა მიმართული.
ეგვიპტეში გაქცევა,ტიციანი,1508-9 წ.წ.
ჯორჯიონე. "ქარიშხალი", 1508 წ
მე-16 საუკუნეში ევროპელ მხატვრებში (ალტ დორფერი, პიტერ ბრეიგელი უფროსი, ელ გრეკო)
განსაკუთრებით იგრძნობა პეიზაჟით გატაცება, ისინი დეტალურად აღწერენ ლანდშაფტს, ასებული
ფლორით და არქიტექტურით, რომელიც თავის მხრივ პეიზაჟის ორგანულ ნაწილს წარმადგენს.
საავდროდ გამზადებული ღრუბლების, მოქუფრული ცის ფონზე, ტყიან და მწვანე მდელოიან
მთებზე გამოსახულია ესპანური ქალაქი ტოლედო. პირველ პლანზე მოცემულია მდინარე ტახოზე
გადებული ხიდი ალკანტარი. მთის ბორცვზე გაშენებულია ალკასარის სამეფო სასახლე და
ტოლედოს ტაძარი. მარცხენა მხარეს – სან სერვანდოს სასახლე. აქცენტი გაკეთებულია ცისა და
ხმელეთის კონტრასტზე. სურათის აღქმა დაბლიდან იწყება: ჯერ ხეობა და მდინარე მოჩანს, შემდეგ
გაშენებული ქალაქი და ბოლოს, მოქუფრული ცა. ისეთი ეფექტი იქმნება თითქოს ჰორიზონტის
ხაზი არც ისე შორსაა და ბუნდოვანი, მაგრამ მაინც იგრძნობა სიღრმე, რასაც ქალაქის ფონზე
ღრუბლების მაქსიმალურად შავად გამოსახვა უწყობს ხელს.
სურათი განეკუთვნება მხატვრის გვიანდელ პერიოდს და შესრულებულია მანიერიზმის სტილის
გავლენით,თუმცა იგრძნობა ბაროკოს სტილის ნიშნებიც, რომელიც კომპოზიციის დეტალების
თავისუფალ გამოსახვაში ვლინდება. რეალურადაც, ზოგიერთი ნაგებობა არ არსებობდა და
მხატვრის მიერ იყო ჩამატებული. ემოციური ფონი შემაშფოთებელია, რაც დამახასიათებელი ელ
გრეკოსათვის.
ელ გრეკოელ გრეკო. "ტოლედო ჭექა-ქუხილში" ("ტოლედოს ხედი"), 1596-1600
ბუნების გამოსახულებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰოლანდიური სკოლის მხატვრების -
პიტერ ბრეიგელის (უფროსი) (დაახლოებით 1525-1569), ჯონ ვერმეერის დელფტის (1632-1675) და
სხვათა შემოქმედებაში. ნიდერლადური პეიზაჟების უმეტესობას ახასიათებს ,,ჩამქრალი“ ფერი,
რომელიც შედგება ღია ვერცხლისფერი, ზეთისხილის, ოხრის, მოყავისფრო ჩრდილებისგან. პეიზაჟი
თითქოს სამყაროს მბრძანებელია და ადამიანი მასში იკარგება, როგორც უმნიშვნელო ნაწილაკი,
თუმცა ამავედროს კარგად შეიგრძნობა მისი ყოველდღიური ფუსფუსი, არქიტექტურას
დეტალიზირება და რეალისტურობა ახასიათებს(იან ვერმეერის ნამუშევარი, ,,დელფტის ხიდი“).
პეიზაჟი მდინარით აქტუალურობას იძენს.
დელფტის ხედი . იან ვერმეერი 1660-1661 წწ.
მთესველის იგავი , პიტერ ბრეიგელ უფროსი 1557 წელი
ტიმკენის ხელოვნების მუზეუმი , სან დიეგო
ბუნება სხვაგვარად ჩნდება ბაროკოს ოსტატების ნახატებში , რომლებიც ცდილობენ გადმოსცენ
სამყაროს დინამიკა, ელემენტების მღელვარე ცხოვრება. პეიზაჟები, რომლებიც ადასტურებენ
ყოფიერების სიხარულს, დამახასიათებელია ფლანდრიელი პიტერ პაულ რუბენსის (1577-1640)
შემოქმედებისთვის („პეიზაჟი ცისარტყელასთან“).
პიტერ პოლ რუბენსი. "პეიზაჟი ცისარტყელასთან ერთად." 1630–1635 წწ
XVII საუკუნეში პეიზაჟი საბოლოოდ დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდა, მის ჩამოყალიბებაში
უდიდესი წვლილი ნიდერლანდელმა მხატვრებმა შეიტანეს, ისინი მშობლიური მიწის პეიზაჟებთან
ერთად იტალიურ პეიზაჟებსაც გამოსახავდნენ ( ნიკოლა ბერჩემი, იან ასლემი, იან ბოტი და ა.შ)
მხატვრები ცდილობენ ასახონ პეიზაჟის სიდიადე და ლანდშაფტის თავისებულრებები, ადამიანის
საქმიანობები პეიზაჟის ფონზე თითქოს უმნიშვნელოდ გამოიყურება, აქცენტი ხედებზე კეთდება
და სივრცეში გვამოგზაურებენ.
პეიზაჟი იტალიელ გლეხებთან ერთად (ან იტალიური პეიზაჟი
მზის ჩასვლისას),ნიკოლა ბერჩემი, მე-17 საუკუნის შუა ხანები
მოგზაურთა დასვენება“ იან ბოტი.1645
ეგვიტეში გაქცევა, იან ასელემი1640
ჰერკულე სეგერსის,იაკობ ვან რეისდალის და ჰერმენს ვან რეინ რემბრანდტ გოიენის
პეიზაჟებში რეალიზმი შერწყმულია რომანტიკულ საწყისთან; ეს მხატვრები
ყურადღებას ამახვილებან, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინერესო ხედებზე
როგორებიცაა: დაბურული უღრანი ტყეები, ქარის წისქვილების სილუეტები,
განმარტოებული ქოხმახები, სასაფლაოები და სხვ.
მდინარის ხეობა. ჰერკულეს სეგერსი, 1626. Rijksmuseum,
ამსტერდამი
წისქვილი დირსტედეს მახლობლად.იაკობ ვან რეისდალი 1670.
ზეთი ტილოზე. Rijksmuseum , ამსტერდამი
იაკობ ვან რეისდალი. "ზამთრის პეიზაჟი"1670
პეიზაჟი ქვის ხიდით , რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი.1638წ
მე 17 საუკუნეში ფრანგულ ხელოვნებაში პეიზაჟის ჟანრი ფართოდ გავრცელდა, კერძოდ,
ნიკოლა პუსენისა და კლოდ ლორენის კლასიცისტური სტილის ნამუშევრებში,მათ
სრულყვეს ფრანგული კლასიკური პეიზაჟი და დიდი გავლენა მოახდინეს მომდევნო ორი
საუკუნის ხელოვნებაზე
კუნძულ პატმოსის პეიზაჟი წმ. იოანესთან ერთად, ნიკოლა
პუსენი,1940
პეიზაჟი წმ.მათესთან და ანგელოზებთან ერთად,ნიკოლა
პუსენი, 1639-1640
1639 წელს, პაპი ურბან VIII-ის მდივანმა, ჯოვანი მარია როსიოლიმ, პუსენს ორი დიდი სურათი
დაუკვეთა, რომლებზეც ანტიკური ნაგებობებითა და ნანგრევებით მოფენილ ვრცელ პეიზაჟში
წარმოდგენილნი უნდა ყოფილიყვნენ იოანე და მათე მახარებლები სახარების წერის დროს. ორივე
ტილოს დამოუკიდებელი კომპოზიციური სტრუქტურა აქვს და თითოეული მათგანი მხატვრული
მთლიანობით ხასიათდება, თუ ამ სურათებს ერთდროულად შევხედავთ დავინახავთ,რომ ორივე
კომპოზიციის საპირისპირო კიდეებთან გამოსახული ტყის დიდი ტევრები ცალი მხრიდან კეტავს
კომპოზიციებს და მნახველის ყურადღებას ორივე სურათზე გაშლილი პეიზაჟის ფართო
პანორამული ხედისკენ მიმართავს, რომელიც ერთიან სივრცედ განიცდება, ამ შთაბეჭდილებას
კიდევ უფრო ამძაფრებს ორივე სურათის ქვედა მომიჯნავე კუთხეებში გამოსახული ანტიკური
ხანის ნაგებობის ნანგრევები, რომლის ფორმები თუ ქვის დიდი ბლოკების წყობა ერთმანეთის
მსგვსია, რაც აშკარად მიგვითითებს რომ აქ მხატვარი ერთსა და იმავე ნაგებობას წარმოგვიდგენს,
ორივე სურათზე პერსპექტივა თანმიმდევრულად ვითარდება თანაბრად განათებული, რბილი შუქ-
ჩრდილებით მოდელიებული წინა, შუა და უკანა პლანების მონაცვლეობით და მნახველი სურათის
სიღრმეში შეყავს, წმ. იოანეს უკან, შუა პლანზე დანგრეული ტაძარი და ობელისკია გამოსახული;
შორს სიღრმეში კი მოჩანს ქალაქი და მრგვალი ნაგებობა -ადრიანეს აკლდამა. მხატვარს ზუსტად
აქვს გათვლილი ხეების, ბორცვების, მთების, მდინარეების, ნაგებობების ადგილმდებარეობა და
ამავე დროს, თითოეული მათგანი, ღრუბლებიც კი ისეთი მკვრივი და სტრუქტურირებულია,
როგორც აქ გამოსახული არქიტექტურული ფორმები, სწრედ ბუნების ჰარმონიული წონასწორობა
და მასში არსებული წესრიგია პუსენის ამ ნამუშევრების მთავარი თემა და არა პეიზაჟის წიაღში
ჩაწერილი მახარებლები, რომლებიც სახარებების საკრალურ ტექსტებს წერენ.
მე-18 საუკუნეში ფართოდ გავრცელდა არქიტექტურული ლანდშაფტის გამოსახვა მხატვრობაში,
ე.წ. ,,ვედუტები“ ,რომლის გამორჩეული ოსტატები იყვნენ ფერწერის ვენეციური სკოლის
წარმომადგენლები ფრანჩესკო გვარდი (1712-1793) და კანალეტო (1697-1768).
კანარეჯიოს არხის ხიდი,ფრანჩესკო გვარდი,1770 დოჟების სასახლე და რივა დელი სკიავონი,კანალეტო,1773
კანალეტო ,ყველაზე ღირებულ სახსოვარს მაინც ქალაქის ხედები წარმოადგენდა, ვენეციაში ორი
ტიპის ქალაქის ხედები იქმნებოდა, მათგან ერთ -ერთი იყო კაპრიჩიო (capriccio-კაპრიზი),ქალაქის
წარმოსახვითი პეიზაჟი, რომელზეც, რეალურად არსებულ ნაგებობებთან ერთად,წარმოსახვითი
შენობებიც გამოისახებოდა.ქალაქის ხედის მეორე სახეობა იყო ვედუტა (veduta -ხედი) -ცნობილი
ხედებისა და ნაგებობების, ვენეციელებისა და ქალაქის სტუმრების მცირე ზომის ფიგურებით
სავსე,საყოვლთაოდ ცნობილი კოლორიტული ტურისტული ადგილების უფრო ნატურალისტურად
ამსახველი სურათები, ვედუტა ხშირად აღბეჭდავდა ისეთი ცნობილი ადგილების პანორამულ
ხედებს,როგორიცაა მაგალითად, კანალეტოს ,,დოჟების სასახლე“ და ,,რივა დელა სკაივონი“,
არსებობდა ვარაუდი,რომ ვედუტას ტოპოგრაფიული სიზუსტით გადმოსაცმად,კანალეტო კამერა
ობსკურას( კამერა-ობსკურა [ლათ. camera obscura ბნელი ოთახი] - ოპტიკური ხელსაწყო; შედგება შუქშეუვალი ყუთისაგან, რომლის
წინა კედელზე არის პატარა ნახვრეტი; წინა ნახვრეტიდან შედის სინათლის სხივი, რომელიც მოპირდაპირე კედელზე აჩენს საგნის
შებრუნებულ გამოსახულებას.)იყენებდა,მაგრამ მისი ნახატების მიხედვით ირკვევა,რომ მხატვარი, როგორც
ჩანს, მხოლოდ ხელით მუშაობდა. სინამდვილეში კანალეტოს ხედები იშვიათადაა
ფოტოგრაფიულად ზუსტი.უფრო ხშირად ისინი სწორედ კომპოზიტურია,თავისუფლადაა
აგებული და,თანაც,ისეთი ოსტატობით შესრულებული ნამუშევრებია,რომ მნახველს მათ
რეალურობაში ეჭვი არც კი შეაქვს.
როკოკოს ხელოვნების (XVIII საუკუნე) ფრანგი მხატვარი ფრანსუა ბუშე(1703-1770)ქმნის პეიზაჟებს
ლურჯი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ჩრდილებისგან.ჟან ონორე ფრაგონართან (1732-1806) კი
პეიზაჟები თითქოს გაჟღენთილია ჰაერით და სინათლით.ორივე მხატვართან იგრძნობა ბუნების
სიდიადე და მრავალფეროვნება.
ფრანსუა ბუშე. "პასტორალური პეიზაჟი გოგოს
თევზაობით"1962 w.
საქანელა,ჟან-ონორე ფრაგონარი,1767 წ
განმანათლებლობის ეპოქის პეიზაჟისტი (მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი) მხატვრები
ცდილობდნენ ეჩვენებინათ ბუნების ესთეტიკა. საველე დაკვირვებებზე დაფუძნებული და ნათელი
განათების ეფექტებით აღჭურვილი, ჯოზეფ ვერნეს (1714-1789) ზღვის პეიზაჟებმა აღფრთოვანება
გამოიწვია მის თანამედროვეებში. ვერნეს ნახატმა გავლენა მოახდინა რომანტიზმის მოძრაობის
წარმომადგენლებზე, რომლებიც გამოჩნდნენ ევროპულ და ამერიკულ ხელოვნებაში მე-19
საუკუნის პირველ ნახევარში. რომანტიზმის წარმომადგენლები იყვნენ გერმანიაში - კასპარ დევიდ
ფრიდრიხი (1774-1840). ინგლისში - ჯონ კონსტებლი (1776-1837), პეიზაჟების მხატვარზე დიდი
გავლენა მოახდინა მე 17 საუკუნის ჰოლანდიურმა პეიზაჟურმა ფერწერამ, იგი ხასხასა ფერებით
ვიზუალურად ზუსტად აღწერს გარემოს და ამით მნახველს აიძულებს ირწმუნოს, რომ სურათზე
გამოსახული ბუნება მართლაც უშუალოდ ნატურიდანაა აღებული, სასურველი ფერადოვნების
მისაღებად კონსტებლი უამრავ ესკიზასა და ჩანახატს ქმნიდა პლენერზე, მაგრამ ნამუშევარს
საბოლოოდ სახელოსნოში საგულდაგულოდ ასრულებდა, სურათის ზომები ისტორიული
ლანდშაფტური პეიზაჟისთვისაც კი ძალიან დიდია. საგულდაგულოდ შესრულებული დეტალებით
ზუსტად გადმოსცემს ბუნების ხასიათს, ამინდს. კონსტებლის მსგავსად, ამინდისთვის თვალის
დევნება უყვარდა უილიამ ტერნერსაც
(1775-1851), რომელიც თავის ნამუშევრებში განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის, კოკისპირულ წვიმებს,
ზღვიდან მოვარდნილი გრიგალს და მზის ჩასვლის ასახვა.
პორტ დე ლა როშელი კლოდ-ჟოზეფ
ვერნე 1762 წ
ბიჭების თევზაობა,ჯონ კონსტებლი,1813
სუფრიერის მთების ამოფრქვევა სენტ ვინსენტის კუნძულზე,
1812 წლის 30 აპრილი.უილიამ ტერნერი 1812 წ დოლმენი თოვლში, კასპარ დევიდ ფრიდრიხი, 1807
მე-19 საუკუნესი იწყება რეალისტური პეიზაჟის აღორძინება,ჩამოყალიბდა პეიზაჟისტების ეროვნული
სკოლები. პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს XIX საუკუნის ფრანგმა
პეიზაჟისტებმა(ჟიულ დიუპრე,დიას დე ლა პენია,კონსტანტინე ტროიონი,შარლ დობინი და სხვ.)
რომლებიც “ბარბიზონის სკოლის” მხატვრების სახელით არიან ცნობილნი. (ფრნგ მხატვარ-
პეიზაჟისტთა ჯგუფი დასახლდა პატარა სოფელ არბიზონში,რომელიც პარიზთან ახლოს
მდებარეოს(აქედან მოდის მათი სკოლის სახელწოდება)) ისინი ხატავდნენ სოფლის პეიზაჟებს. ,,ბუნება
ხელოვნებისთვის ულევი მასალაა“,-ამტკიცებდა ბარბიზონის სკოლის მამამთავარი თეოდორ
რუსო.იგი მოითხოვდა ბუნების ღრმა შესწავლას,ნატურიდან ზუსტი ესკიზების გაკეთებას,შემდეგ კი
სურათებში მათ გადატანას.ბარბიზონელებისთვის ყველაფერი პეიზაჟის საგანი იყო: მოღრუბლული
დღე,მოახლოებული ავდრის წინ გაყუჩებული ბუნება თუ მხვნელის მუქი სილუეტი დაბინდული ცის
ფონზე.პეიზაჟებში თითოეული მათგანი თავისებურად გამოსახავდა ბუნებას,თითოეულს ქონდა
თავაისი გამორცეული თემა.
რეინ ბლანშის ხეობა ფონტენბლოს ტყეში
თეოდორ რუსო,1860
პეიზაჟი პირუტყვით ლიმოუზინში, ჟიულ დიუპრე, 1837
გზა ტყეში,დიას დელა პენია,1850წ ვაშლის მოსავალი ნორმანდიაში,კონსტან ტროიონი,1865წ.
უკვე იმავე მე-19 საუკუნეში, იმპრესიონისტებმა საბოლოოდ მოახერხეს კლასიკური მეთოდის
დაძლევა. იმპრესიონიზმმა მხატვრები გაათავისუფლა აკადემიური შეზღუდვებისგან, მათი
ნახატები ხიბლავს ნესტიანი ცის ლურჯით, მზიანი ჰაერის ოქროსფერი ტონებით და
არაჩვეულებრივი ფერებით.კამილ კორო ფრანგი იმპრესიონისტების წინამორბედად
მიიჩნევა . კლოდ მონეს (1840-1926), ოგიუსტ რენუარის(1841-1919), ედუარ მანეს (1832-1883), კამილ
პისაროს (1830-1903), ალფრედ სისლის(1839-1899) და სხვების საოცრად ცვალებადი პეიზაჟები,
სამყაროს მშვენიერების ასახვის თავისებურ გზას წარმოადგენს. მაგ. კლოდ მონეს ნამუშევარი
,,შთაბეჭდილება :მზის ამოსვლა“ ლე ჰავრის ნავსადგურის თავზე დილის ნისლში ამომავალი მზის
სცენას გამოხატავს, სურათი მცირე ზომის სხვადასხვა ფერის მონასმებითაა შექმნილი, წინა პლანი
ბუნდოვანია, ჰორიზონტის ხაზი სქელ ნისლში გახვეული გემებისა და დოკების მოციმციმე
ფორმებს შორის იკარგბა; დასრულებულ სურათს მონე ესკიზისათვის დამახასიათებელი
ინტენსივობით, ენერგიულობითა და სპონტანური ფორმებით ქმნის. იგი უფრო არეკლილი შუქისა
და ფერის ეფემერულ თამაშსა და თვალზე მის ზემოქმედებას ასახავს, ვიდრე საგანთა ფიზიკურ
სუბსტანციას და და სვრცესთან მათ რეალურ მიმართებას გადმოსცემს.
რომაული კამპანია (ლა სერვარა)კამილ კორო,1826 -1827 წ.წ
შთაბეჭდილება,მზის ჩასვლა,კლოდ მონე 1872
სოფელი სენის ნაპირზე,ალფრედ სისლეი,1872 წ
მერცხლები,ედუარდ მანე,1873 წ .
ტყე,კამილ პისარო,1870 წ
სენაზე, არგენტეილის მახლობლად, პიერ-ოგიუსტ რენუარი 18
იმპრესიონისტების ტრადიციები მათ მხატვრობაში ასევე განავითარეს პოსტიმპრესიონისტმა,
ნეოიმპრესიონისტებმა და პუანტალისტებმა მხატვრებმა: პოლ სეზანმა (1839-1906), ვინსენტ ვან
გოგი(1853-1890), ჟორჟ-პიერ სერა(1859-1891), პოლ სინიაკი (1863-1935) . ) და ა.შ.მათ ბუნების
გამოსახვის ახლებური ხედვა წარმოადგინეს ,შემსუბუქებული, დახვეწილი პალიტრა.
ცდილობდნენ გადმოეცათ მატერიალური სამყარო, კომპოზიცია სტატიკური და დეკორატიულია.
სენტ-ვიქტუარის მთა,პოლ სეზანი, 1895 წ
სოფლის გზა,ჟორჟ სერა 1882 - 1883 წწ
კონკარნო,პოლ სინიაკი,1891 წ
მულენ დე ლა გალეტ,ვინსენტ ვან გოგი, 1886
მონ სენ-ვიქტუარი,პოლ სეზანი,1885-1887წ
ექსში, მის სახლთან ახლოსმდებარე
მთის ხედი, პოლ სეზანმა 1880 წლიდან
მოყოლოებული სიცოცხლის
ბოლომდე 1906 წლამდე, ასეულობით
ჩანახატსა და 30-ზე მეტ ტილოზე
აღბეჭდა. სურათი არქის ველის თავზე
აღმართულ, სახლებითა და ხეებით
მოფენილ მთას წარმოგვიდგენს,
რომელიც მარჯვნივ, სიღრმეში
რკინიგზის ვიედულით იკვეთება.
სცენას მარცხენა მხრიდან მარადმწვანე
ხე აჩარჩოებს, რომლის ტოტების
ფორმა მთის ტალღოვან ფორმებ
ეხმიანება, რაც სურათის ორი მთავარი ელემენტის ვიზუალურ ერთიანობას ქმნის. თანაბარი
განათება, წყნარი ატმოსფერო, ადამიანისა და მისი საქმიანობისგან დაცლილი გარემო,ერთგვარი
უდროობისა და სიმშვიდის განწყობილებას ქმნის, მისი ფუნჯის მონასმები, რომელიც ხან მოკლე
პარალელური შტრიხებია, ხან -მსუბუქი ხაზები, ხანაც-ფართოდ, ბრტყლად დადებული საღებავის
სქელი ფენა, ფერწერის ყველა ელემენტს სურათის ერთიან, სიბრტყეს ვიზუალურ სივრცეში
ამთლიანებს. წინა პლანზე გამოსახული ხე სიღრმეში სვლისკენ გვიბიძგებს.ხე, ჩვენს თვალს, მის
უკან გაშლილი ველისკენ მიმართავს და, ამასთანავე, წინა პანზე დადებული მკვეთრი ფერების
უკანა პლანის უფრო ღია ტონალობაში გადასვლასაც განაპირობებს, რაც ჰაეროვანი პერსპექტივის
ეფექტს ქმნის. მაგრამ სიღრმისკენ სვლას წინა და უკანა პლანებზე მოცემული სხვა ფერების
სიმკვეთრე და ცის ფონზე გაშლილი ხის ტოტები აფერხებს, რომლებიც, გადაკვეთების გარეშე
იმეორებს რა მთის კონტურების მოყვანილობას,ორივე მათგანს,-ხესა და მთას -ერთ სიბრტყეზე
წარმოაჩენს. ამ ხედის ფოტო გვიჩვენებს,რომ სეზანი უფრო ჰარმონიულობის საკუთარი შეგრძნების
მიხედვით აგებდა კომპოზიციას, ვიდრე თავად პეიზაჟის ზედმიწევნით მიმსგავსებულ სურათებს
ქმნიდა. მხატვრობისადმი სეზანის დამოკიდებულება, რომელსაც იგი სხვა რეალობას, არა ბუნების
რეპრეზენტაციას,ა რამედ ,,ბუნების მიხედვით კონსტრუირებას“ უწოდებდა, გადამწყვეტი
აღმოჩნდა მოდერნისტურლი ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის.
მე -20 საუკუნეში მრავალფეროვანი მხატვრული მიმდინარეობების და სტილების მხატვრებმაც
პეიზაჟის ჟანრის თავისებური ხედვა შენოგვთავაზეს.კონტრასტული ფერებით,ლაქებით ბუნების
ნათელი სურათები შექმნეს ფოვისტებმა: ანრი მატისი(1869-1954), ანრი დერენი (1880 1954),ალბერ
მარკე(1875-1947),მორის დე ვლამინკი (1876-1958) და ა.შ. მაგ. სურათში ,, მთები კოლიურში“ დერენმა
სუფთა პიგმენტის მოკლე, ფართე მონასმები გამოიყენა. მთების გრეხილებზე ერთმანეთს ლურჯისა და
ნარინჯისფერი ტონები შეუპირისპირა, ხეების გამოსახულებებში კი მწვანე და წითელი გააერთიანა,
რითიც კიდევ უფრო გაამძაფრა ფერთა ინტენსიურობა. მან ნახევრად ბუნებრივი მთელი სპექტრი
შეარჩია-ხეები და ბალახი მწვანეა, ხის ღეროები-თითქმის ყავისფერი. კაშკაშა ფერთა ერთგვაროვნება
სივრცითი პერსპექტივის ნებისმიერ შესაძლო ეფექტს ამცირებს. შედეგად, მნახველები აცნობიერებენ,
რომ ისინი ფერწერით დაფარული ტილოს ბრტყელ ზედაპირს უყურებენ და არა ბუნების
ილუზიონისტურ გამოსახულებას. ფერის ფეთქებად ბუნებასთან ერთად, ფერწერასა და
გამოსახულებას შორის არსებული ასეთი დაპირისპირება, ვიზუალურ ენერგიას გამოიმუშავებს,
რომელიც პოზიტიურად იფრქვევა სურათიდან. დერენი თავის ფერთა გამას ,,დინამიტის ჩხირებს“
უწოდებდა, დამატებითი ტონების მკვეთრ შეირისპირებას კი ,, გააზრებულ დისჰარმონიას“.
გარონის ნაპირების კოპსი, ანრი მატისი. 1900 წ
ლუვრის სანაპირო,ალბერტ მარკი,1905 წ.
მთები კალიურში,ანდრე დერენი,1905
პეიზაჟი წითელი სახურავებითმორის დე ვლამინკი,: 1907
კუბისტები - პაბლო პიკასო(1881-1973), ჟორჟ ბრაკი (1882-1963), რობერტ დელონე (1885-1941) და
სხვები თავიანთ პეიზაჟებს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ასახავდნენ. პეიზაჟის ჟანრის
უჩვეულო ელემენტებს გადმოვგვცემდნენ სიურეალისტები: სალვადორ დალის (1904-1989)
. აბსტრაქციონისტებისთვის - ჰელენ ფრანკენთაილერის (1928-2011)) და სხვებისთვის მთავარი
ხაზებითა და ფერებით პეიზაჟის გადმოცემა იყო,თუმცა ისევ რჩებიან მათ ფონზე მხატვრები
რომელთა შემოქმედება რეალისტური პეიზაჟების ელემენტებს შეიცავს(როკველ კენტი (1882-
1971), ჯორჯ უესლი ბელოუსი (1882-1925), რენატო გუტუზო (1911/2-1987) და ა.შ.)
სახლი ბაღში,პაბლო პიკასო, 1908 წ
მშვიდი და თავისუფალი, როკველ
კენტი,1909
სახლები Estaque-ში,ჟორჟ ბრაკი,1908 წელი
სახლი სანაპიროზე,ჯორჯ ბელოუსი,1911
ეიფელის კოშკი,რობერტ დელონე,1911წ.
მთები და ზღვა,ჰელენ
ფრანკენტალერი,1952
ნახატში ,,ღამის ჩრდილები“ რომელიც სალვადორ
დალიმ 1931 წელს შეასრულა, მხატვარი გადმოგვცემს
მშობლიური კატალონიის პეიზაჟს, რომლის
დამახასიათებელი ლანდშაფტი, უკიდეგანო სივრცეები,
კრეუსის კლდეები მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა.
ნახატზე გამოსახულია კონკრეტული გეოგრაფიული
არეალი კონცხი ნორფეო. შუქ-ჩრდილის და უცნაური
ფორმის კლდეების კვეთრი დაპირისპირებით მხატვარი
სურეალისტებისთვის დამახასიათებელ სიმძაფრეს
სძენს ნახატს. სურათის ცენტრში უჩვეულო ფორმის
დიდი ლოდს უხილავი მთვარე ანათებს რომლის შუქი
გრძელ და არათანაბარ ჩრდილებს ტოვებს მიმდებარე
ზედაპირზე. ქვის ირგვლივ უდაბნოა დაფარული
სხვადასხვა ზომისა და ფორმის კლდის
ნატეხებით. სურათის წინა პლანზე ასევე კლდეა
გამოსახული, მისი ფორმა უაღრესად უცნაურია
ტილოზე გამოსახული ყველაფრისგან განსხვავებით. უზარმაზარი შავი ჩრდილი იშლება სურათის
მარცხენა კიდედან, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ფორმა და შეეგებოს გაუჩინარებული
მთვარის შუქს. მაგრამ ჰორიზონტი უკვე ანათებს, იწყება ალიონი, ღამის სიბნელე, რომელიც
ფარავს ცას, იკლებს, ის სულ უფრო მსუბუქდება, სიბნელეს მიჰყავს სურათის კიდეებამდე,
აიძულებს მნახველს თავდაპირველად ყურადღება მიაქციოს ტილოს ცენტრალურ ნაწილს და
შემდეგ მიმდებარე კლდეებზე. დალის მიერ დახატული ყველა პეიზაჟის მსგავსად, ესეც
მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს რეალობაზე და ჩაიძიროს მხატვრის საოცნებო
სამყაროში, რომელიც ცხოვრებაში არასდროს უცდია ზოგადად მიღებული წესებისა და
სტანდარტების დაცვა. ასე რომ, სურათზე გამოსახული პეიზაჟი უფრო არაამქვეყნიურს ჰგავს,
ვიდრე სრულიად ჩვეულებრივს დედამიწაზე; იმისდა მიუხედავად, რომ სურათი გაჯერებულია
ჩრდილებით, გარეგნულად ის ძალიან მსუბუქი და ნათელია, მეტწილად ყვითელი და ლურჯი
ჩრდილების გამოყენების გამო სხვადასხვა ვარიაციებში. ნამუშევრის სიმბოლური ხასიათი
მნახველს ფიქრის და განცდის მორევში აღმოაჩენს.
ელენე ახლედიანი, ძირითადად, პეიზაჟის ჟანრში მუშაობდა. სურათებში, გარდა იმისა, რომ
კონკრეტული ადგილია გადმოცემული, იქნება ეს ლანდშაფტური თუ არქიტექტურული პეიზაჟი,
ბუნების სახეში მხატვარი საკუთარ განცდებსაც გადმოსცემს. ეს ადამიანის მიღმა არსებული
ბუნება კი არ არის, არამედ ყველა პეიზაჟში იგრძნობოდა მხატვრის დამოკიდებულება, ხასიათი,
რის გამოც მას ხშირად ,,განწყობილების მხატვარსაც“ უწოდებენ. საქართველოს ბუნება და
ქალაქები მხატვრის მიერ ახლებურად არის დანახული.ზუსტად იჭერს ქალაქის ყველაზე
სახასიათო თავისებურებებს. მხატვარი ძირითადად, წყნარ, ვიწრო, ქუჩებსა და გარეუბნებს
ხატავდა, თუმცა მის შემოქმედებაშიც ვხვდებით დიდ პანორამულ ხედებსაც.
ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში განსაკუთრებით ხშირია ძველი თბილისისა და კახეთის
თემები, წელიწადის დროებიდან კი ყველაზე მეტად-ზამთარი, რომლის ხატვაც ძალიან უყვარდა.
ელენე ახვლედიანის თოვლიან პეიზაჟებში განსაკუთრებული ადგილი უკავია სურათს ,,კახეთი,
ზამთარი“, რომელიც მხატვარმა 1924 წელს, პარიზში ყოფნისას, შეასრულა. ნამუშევარი
,,კახეთი,ზამთარი“ ასახულია სოფელი ზამთარში. კომპოზიციის მარცხენა ნაწილში გამოსახულია
ქალის ფიგურა დოქებით, მის მარცხნივ ოდნავ მოშორებით - კიდევ ორი ფიგურაა თონესთან.
ფიგურების უკან კი სოფელი იშლება. სახლები და ხეები რიტმულად არის განლაგებული. მათი
პერპექტიული შემცირება სიღრმის შაბეჭდილებას ქმნის. სურათის კომპოზიცია სივრცეში
ვითარდება. ადამიანის ფიგურები სიბრტყობრივია და განზოგადებული. თეთრი თოვლი მკაფიოდ
გამოკვეთს მათ სილუეტებს. პეიზაჟი სურათის ჩარჩოს სცდება, საგნები ჩამოჭრილია, მაგ.:სახლი
მეორე პლანზე მარჯვნივ, ურემი წინა პლანზე, ასეთი ფრაგმენტულობა სურათის გრეთ პანორამის
გაგრძელების საშუალებას იძლევა. სურათის ფერადოვანი გამა თავშეკავებულია. ფიგურების
თბილი, ყავისფერი ლაქები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს თოვლის თეთრ საფარველს. კომპოზიცია
გრაფიკულიბით ხასიათდება. ,,კახეთი,ზამთარი“,მხატვრული მთლიანობის თვალსაზრისით, ერთ
-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია მხატვრის შემოქმედებაში.
ძველი თბილისი,ელენე ახვლედიანი ,1973
კახეთი, ზამთარი. ელენე ახვლედიანი,1924
დავით კაკაბაძემ შექმნა მთელი სერია იმერეთის წარმტაცი ხედებისა, პეიზაჟებში მხატვრის
მიერ მახვილგონივრულად არის მიგნებული დასავლეთ საქართველოს ლანდშაფტი,
ხავერდოვნება, სივრცეთა უსაზღვროება და ამასთან ერთად, მისი ძალზე თავისებური
დეკორატიული დანაწევრება. დავით კაკაბაძეს ეკუთვნის აგრეთვე რიგი ძალზე გამომსახველი
საწარმოო პეიზაჟებისა, რომლებშიც მან გატაცებით აღბეჭდა მშობლიური ქვეყნის ხედები.
იმერეთის პეიზაჟების სერიაში დავით კაკაბაძემ ადგილობრივი ტრადიცია და თანამედროვე
მოდერნისტული ტენდენციები თანხვედრაში მოიყვანა. ამ შემთხვევაში მხატვრის სამეტყველო
ენად კუბიზმი გვევლინება. თუმცა, ამავდროულად, იმერეთის მთების ფერდების ლოკალური
ფერი, ერთგვარი მოიზაიკურობა, უკვე ის აღმოსავლური ტრადიციაა, რაც ამ სერიას ე.წ.
ხალიჩაგადაფარებულ მთებად წარმოაჩენს. იმერეთის სერიის შექმნის დროს დავით კაკაბაძემ
აიღო ქართული კულტურის მთავარი პრინციპი: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხელოვნების
თავისებურებებიდან ამოარჩია თავისთვის სასურველი ელემენტები და შემდეგ ეს ყველაფერი
მხატვრულად გადაიაზრა. საბოლოოდ კი იმერეთის პეიზაჟის მონუმენტური მხატვრული სახე
შექმნა. სერია, საქართველოს კონკრეტული კუთხის, იმერეთისთვის დამახასიათებელ გარემოს
წარმოადგენს. რეალურ ცხოვრებაში ეს არის მთა, რომლის ფერდებისა თუ დაბლობის მიწის
მონაკვეთები მოხნულია. შორიდან კი მოხნული მიწები შემოსაზღვრულია და სხვადასხვა ფერად
მოჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არაერთხელ უბრუნდება ამ თემას არცერთი ტილო არ
იმეორებს წინას. ყველა ნამუშევარს საერთო მხოლოდ მოტივი და მიზანი აქვს - შექმნას იმერეთის
მთების დაუვიწყარი მხატვრული სახე.
დავით კაკაბაძე,იმერეთი 1934
რიონესი,დავით კაკაბაძე,1933
გამოყენებული ლიტერატურა
1. ჯუდით კლარკი, ხელოვნების ილუსტრირებული ლექსიკონი, გამომცემლობა
,,საქართველოს მაცნე“ 2010.
2. ე.ჰ.გომბრიხი,ხელოვნების ამბავი, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესი“,2012
3. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია, დასავლეთ ევროპის
შუა საუკუნეების ხელოვნება“ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education,
გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის მიერ, 2019 წ.
4. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია (XVI- XVII საუკუნეების
ევროპა)”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ,
2019 წ.
5. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, “ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან
დღემდე”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ,
2019 წ.
6. ნ.ღაღანიძე,ა.კლდიაშვილი, ხელოვნება,მოსწავლის წიგნი, მე 7 კლ. გამომცემლობა
,,კლიო“ 2019
7. ს.ქებურია,ნ. იოსელიანი. ხელოვნება,მოსწავლის წიგნი , მე 9 კლ. გამომცემლობა
,,სულაკაური“ 2021
8. ბარდაველიძე ნ. მსოფლიო კულტურა და ხელოვნება სასკოლო ლექსიკონი
9. ქ. კინწურაშვილი,მე 20 საუკუნის ხელოვნება.ქ. კინწურაშვილი
10. ი. არსენიშვილი, ელენე ახვლედიანი, გამომცემლობა ქარჩხაძე.2011
11. დავით კაკაბაძის ორი სერია: ბრეტანისა და იმერეთის პეიზაჟები,სტატია მოამზადა თათია
ბარბაქაძემ,
https://educationhouse.ge/storage/books/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1
%83%97%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%
AB%E1%83%94_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90_108
2.pdf
12.
ინტერნეტ რესურსები :
http://hobbylesson.com
https://blog.artsper.com
https://www.britannica.com
https://www.wikiart.org
https://mymodernmet.com
https://www.getty.edu
https://artrecept.com
https://www.maria-art.com
https://www.pinterest.com
https://lelorrain.louvre.fr
http://www.nplg.gov.ge
https://veryimportantlot.com/ru/news/blog/pejzazh-v-zhivopisi-ego-raznovidnosti-evolyuciya-zhanra
https://en.wikipedia.org/wiki/Francesco_Guardi
https://www.wikiart.org/en/canaletto
https://www.britannica.com/biography/Diego-Velazquez/Court-painter-in-Madrid
https://fineartamerica.com/art/rembrandt?page=5
https://burusi.wordpress.com/
https://www.koob.ru/vipper_b_r/
https://popularpopcorn.blogspot.com/2011/06/blog-post_15.html
https://www.dalipaintings.com/

პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია

  • 1.
    პეიზაჟი-სახვითი ხელოვნების ჟანრი სამყაროშიბუნების ამსახველი ხედები თავისი განსაკუთრებულობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ისინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველო რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის მხარე საქართველო,მცხეთა -მთიანეთის მხარე,ყაზბეგი სართველო,თბილისი ძველი, თბილისის ხედი
  • 2.
    საქართველო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,ბათუმი საქართველო,შავი ზღვა,ოზურგეთი, გურია პეიზაჟი სახვითი ხელოვნების ჟანრს,რომელშიც ბუნების სურათია ასახული პეიზაჟს უწოდებენ.პეიზაჟი შეიძლება ატარებდეს ისტორიულ, ფანტასტიკურ, ლირიკულ, ეპიკურ და ა.შ. ხასიათს. ხშირად პეიზაჟი ქმნის ფონს ფერწერულ, გრაფიკულ და სხვა ჟანრის ნაწარმოებებში. ასახავს რა ბუნების სურათს, მხატვარი არა მხოლოდ ისწრაფვის მის გამოსახვას, არამედ თავის დამოკიდებულებასაც გადმოსცემს.
  • 3.
    პეიზაჟის სახეობები მხატვრები პეიზაჟშიხშირად სოფლის ყოფის სცენებს რთავენ, ბუნების წიაღში გამოსახავენ შინაურ ცხოველებს, სოფლის სახლებსა და მყუდრო ეზოებს, მწყემსებს, მშვიდი, იდილიური განწყობილების მქონე პეიზაჟის ამ ჟანრს პასტორალურს უწოდებენ. კამპანია,კლოდ ლორენი,1639,მეტროპოლიტენ მუზეუმი მზის ამოსვლა, კლოდ ლორენი,16346/7,მეტროპოლიტენ მუზეუმი ზამთრის პეიზაჟი,ჰოლანდია,ბარენდ კორნელის კოეკოეკი,1833წ. რომაული სოფლის ხედი ,კლოდ ლორენი, 1644
  • 4.
    პეიზაჟს,რომელზედაც ზღვის ხედიაასახული, მარინას უწოდებენ (,,მარინა“ იტალიურად ზღვას ნიშნავს)ეს ჟანრი ჰოლანდიაში XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ ჟანრში მომუშავე მხატვრებს მარინისტებს უწოდებენ. მიწოდება ქარიშხალში, ჟან-ანტუან თეოდორ გუდინი ივან ამეცხრე ტალღა, ივან ივაზოვსკის, 1850. მხატვრები პეიზაჟში ხშირად ქალაქის ხედებსაც ასახავენ,ეს ჟანრი, რომელსაც ვედუტა ეწოდება XVIII საუკუნეში გახდა ძალზე პოპულარული. გეზუატის ეკლესია ჯუდექას არხი,ვენეცია ,ფედერიკო დელ კამპო, 1887 დიდი არხის შესასვლელი,კანალეტო,1730
  • 5.
    ურბანული პეიზაჟი ,ვედუტას მსგავსად, ქალაქის ხედს ასახავს, იმ განსხვავებით რომ ამ ჟანრის სურათებზე თანამედროვე ქალაქი და მისი ინდუსტრიული ხედებია გამოსახული. პარიზის მუშათა უბანი,ელენე ახვლედიანი,1927 მტკვრის სანაპიროზე, ელენე ახვლედიანი, 1976 ლიდსის ბაზარი", ჰაროლდ გილმანი, 1913 პრინცის პრინცის ქუჩა, მანჩესტერი, ნორმან კლიფორდ ჟაკე,1961
  • 6.
    მხატვრები, უძველესი დროიდან,გამოსახავდნენ თავიანთ ნამუშევრებში პეიზაჟის ცალკეულ ელემენტებს- ხეებს, ცას, მდინარეებს და ა.შ. ასეთი ელემენტები გამოქვაბულთა პირველყოფილ ფერწერაშიც კი გვხვდება. ამ ჟანრის ისტორია რამდენიმე ათასი წლით უკან ბრუნდება, ვინაიდან მეცნიერები მღვიმეების ხელოვნებაში პეიზაჟის პირველ ელემენტებს ნეოლითის ეპოქაში ათარიღებენ, ამ უძველეს გამოსახულებებში წარმოდგენილია მნათობებისა და ციური სხეულების თუ ბუნების სიმბოლოები. მაგალითად, ძველი მხატვრობის ნამუშევარი ტასილინ-აჯერის პლატოზე, საჰარაში (დათარიღებული ძვ. წ. 7 ათასი წლით), რომელიც ასახავდა ბუნების სქემატურ ნახატს ადამიანის ფიგურების გვერდით. ტასილინ-აჯერის გამოქვაბული, საჰარა,დაახლ.ძვ. წ. 7 ათასი წელი
  • 7.
    ნარამ სინის ლაშქრობამთაში, ქვიშაქვის სტელა (დაახ. ძვ.წ. 2254„-2218 წ წ.), პარიზი, ლუვრი ძველი შუამდინარეთის, აქადის მეფის სტელაზე გამოსახული პეიზაჟის ელემენტებით (ხეები,მთა) შემოქმედი ცდილობს გადმოსცეს გეოგრაფიული ლანდშაფტის სირთულე, რისი გავლაც მოუწია მეფეს და მის ჯარს, პეიზაჟის ამ ელემენტებით თითქოს ცდილობს უფრო მეტი რეალურობა შესძინოს ამბავს. აღნიშნულ რელიეფზე პეიზაჟის ელემენტებს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს- ორი მზე, აღმართული მთის მწვერვალები, მეფის სიდიადეს და მის ღვთიურობას უსვავს ხაზს.
  • 8.
    პეიზაჟის მოტივები, როგორცკედლის მატვრობის ელემენტები, საკმაოდ ხშირად გვხვდება ძველი ეგვიპტის მმართველების სამარხებში. ეგვპტეში, სოფელ ბენი ჰასანთან აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტის მმართველების კლდოვანი სამარხები მონუმენტური ფერწერის ნიმუშებით, ფრესკებზე ჩანს დეკორატიურლი ხასიათის პეიზაჟის ელემენტები, როგორიცაა ლოტოსი, ლერწამი, ხეები. ველური კატა მე-12 დინასტიის ეგვიპტელი დიდგვაროვანი ხნუმჰოტეპ II-ის საფლავში ბენი ჰასანში, ეგვიპტე. შუა სამეფოს დროს, ძვ.წ.21-დან 17-ე ს.ს შედარებით უფრო მეტი პეიზაჟის ელემენტი გვხვდება ფარაონ ნებამონის სამარხის კედლის მხატვრობაში (ახალი სამეფო დაახლ.ძვ.წ 1400-1500).ის მხოლოდ ფონია და შემადგენელი ელემენტი გამოსახულებისა, არ აღიქმის როგორც დამოუკიდებელი ელემენტი, არამედ როგორც დამხმარე საშუალება სიუჟეტის თხრობისას/გადმოცემისას, თუმცა პეიზაჟში მხატვრები უფრო მეტად თავისუფალნი იყვნენ ვიდრე ფიგურის გამოსახვისას, რომლის შექმნის მკაცრად განსაზღვრული წესები ჰქონდათ. ნადირობის სცენის მცენარეულ ორნამენტს ფრინველების მკვეთრი მოძრაობები აცოცხლებს და ნადირობის დროს წარმოქმნილ ხმაურის იმიტირებას ქმნის. ბაღის პეიზაჟის გამოსახულებებს მხატვარი სხვადასხვა რაკურსიათ გადმოგვცემს და ცდილობს დაგვანახოს ლანდშაფტის მრავალფერობნება. მონოქრომული ფერები ბაღის მშვიდ გარემოს უსვავს ხაზს.
  • 9.
    მე 20 საუკუნისდასაწყისში, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მის ძველ დედაქალაქ კნოსოსში, აღმოჩენილ იქნა სასახლის ნანგრევები, რომლებიც აგებული იყო ძვ.წ XVII-XV სს-ებში. უზარმაზარი დარბაზების კედლებზე არქეოლოგებმა უძველესი დროის მხატვრობის შემოქმედება იხილეს: მრავაგვარი მცენარის, ცხოველის გამოსახულება, ბუნების და ყოფის ამსახველი სცენები. კუნძულ კრეტაზე მდებარე ცნობილი კნოსოსის სასახლის დარბაზებში მონუმენტური ფერწერის შესანიშნავი ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა შორის პეიზაჟის ელემენტებს ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ გარემო მხოლოდ პირობითადაა გამოსახული, პეიზაჟის ელემენტები არათანაბარზომიერია და გამოსახულებები არაპროპორციული, თუმცა ორგანულად ერწყმის გამოსახულების დეტალებს. ,, ფრინველები კლდეებში”. ზეთისხილის ხის გამოსახულების ფრაგმენტი და რეკონსტრუქცია, ჰერაკლიონის მუზეუმი 1600-1500 წწ | აკროტირი, თერა, ,,გაზაფხულის ფრესკა“
  • 10.
    რომის რესპუბლიკაში პეიზაჟებისაცხოვრებელი ინტერიერის ერთგვარ დეკორაციას წარმოადგენდა, სწორედ ესაა ელინისტური პერიოდის უდიდესი სიახლე, ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება არ იყენებდა პეიზაჟს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანთა ცხოვრების ამსახველი ამბებისა და საომარი მოქმედებების გარემოს გადმოცემდა. ელინისტურ პერიოდის მხატვრები ცდილობდნენ პეიზაჟის სიდიადე და სოფლად ცხოვრების სიამოვნებანი გაეცოცხლებინათ, რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ კედლის მხატვრობის ნიმუშებში, ბუნების ეს გამოსახულებები ძალიან ახლოსაა პეიზაჟის ჩვენს გაგებასთან, ხეხილის ბარები, მწყემსები და საქონელი, ნაგებობები, მთები, მომხიბლავად არის განლაგებული და საუკეთესოდ შეხამებული, რაც სიმშვიდის განწყობას გვიქმნის. - ძველი რომაული ფერწერა ახ.წ. I ს. ,,ბაღის პეიზაჟი“ ძვ.წ. I ს.რომი პომპეის ფრესკები ახ.წ. I ს.
  • 11.
    პეიზაჟი, როგორც დამოუკიდებელიჟანრი, უკვე VII საუკუნეში გამოჩნდა ჩინურ ხელოვნებაში. შუა საუკუნეების ჩინეთის ნახატები პოეტურად გადმოგვცემს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ბუნება ამ ნამუშევრებში, ძირითადად აბრეშუმზე მელნითაა შესრულებული, ჩანს როგორც ვრცელი სამყარო, რომელსაც არ აქვს საზღვრები. აღმოსავლეთის ქვეყნებში ფილოსოფიამ და რელიგიამ ხელი შეუწყო პეიზაჟის ჟანრის განვითარებას, რომელიც მრავალი წლით უსწრებდა ევროპულ პეიზაჟის მხატვრობას. ბუნების ჭვრეტა, რომელიც დაკავშირებულია „ტაოს“ რელიგიურ მოძრაობასთან, სულიერი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და VII-VIII საუკუნეებში ბუნების გამოსახულება მხატვრობის წამყვან ჟანრად იქცა. ჩინელი მხატვრები აბრეშუმის ქსოვილისგან ან ბრინჯის ქაღალდისგან დამზადებულ გრაგნილებზე ხატავდნენ. ვერტიკალური გრაგნილები კომპოზიციებით - "ტიაო-ფუ" - ამშვენებდა კედლებს. თუ კომპოზიცია ჰორიზონტალური იყო - "sou juan" და რამდენიმე მეტრი სიგრძით, მას იატაკზე წიგნივით უყურებდნენ. ცეკვა და სიმღერა (სამუშაოდან დაბრუნებული გლეხები) მა იუანი (ჩინეთი, დაახლოებით 1160-1225 წწ.) სეირნობა ნაკადულთან (步溪圖)ტანგ იინი (唐寅,1470-1524), მინგის დინასტია (1368-1644) ჩამოკიდებული გრაგნილი, მელანი და ფერი აბრეშუმზე, 160 x 84,5 სმ, სასახლის მუზეუმი, პეკინი ჩინური პეიზაჟები ხასიათდება წაგრძელებული ფორმატით, უჩვეულო მასშტაბით, თითქოს პირდაპირ ზემოდან იყურებით. პეიზაჟში გამოსახულია დიდრონი, უჩვეულო ფორმის ხეები, უზარმაზარი მთები, უსაზღვრო წყლები, ადამიანისა და ცხოველების პაწაწინა ფიგურები ბინადრობენ ამ ზღაპრულ ადგილებში. ჩინეთის შუა საუკუნეების მხატვრები არ ასახავდნენ რაიმე კონკრეტულს (რეალურის მსგავსს), ისინი ხატავდნენ დიდებულ ბუნებას, როგორც მათ წარმოედგინათ. ჩინური შუა საუკუნეების მხატვრობა გახდა საფუძველი პიზაჟის განვითარების სამხრეთ -არმოსავლეთ ქვეყენებში ,მათ შორის იაპონიაში.
  • 12.
    პეიზაჟის განსაკუთრებული აღქმაიგრძნობა იაპონელი მხატვრების ნამუშევრებში, წელიწადის სხვადასხვა დროის ამსახველი ხედები, ფლოლრსა და ფაუნის ორგანული შერწყმა, საოცარი ფერთა გამა ნამუშევრებს განსაკუთერებულობას სძენს. ბაბუის ჩაის სახლი, მეგურო (მეგურო ჯიჯიგაჩაია), სერიიდან ედოს ასი ცნობილი ხედი (Meisho Edo hyakkei) 1857 წ უტაგავა ჰიროშიგე მთა ფუჯი კავაგუჩის ტბიდან კოიჩი ოკადას (დაიბადა 1907 წელს) კოიჩი ოკადა ნამუშევარში ,,მთა ფუჯი კავაგუჩის ტბიდან“ მშვენიერი საგაზაფხულო ხედი გვეშლება თვალწინ, მთა ფუჯიზე, კავაგუჩის ტბიდან, სცენა მორთულია ვარდისფერი ალუბლის ნაზი ყვავილებით. წყალი ციმციმებს ფერადი ანარეკლებით, ასახავს თოვლით დაფარული მწვერვალის ცივ ტონებს და ფოთლებისა და წყლის უფრო მუქ მწვანესა და ლურჯს. ჰაეროვნება, ლირიზმი, მარტივი, ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები და ბუნების პოეტური ხედვა, იაპონური პეიზაჟების საფუძველს წარმოადგენს.
  • 13.
    პეიზაჟის ჟანრის განვითარებაშიმნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მხატვარ მინიატურისტებმა. ისინი შუა საუკუნეებში პეიზაჟს ძირითადად ისტორიულ-რელიგიური სცენების ფონად იყენებდნენ. საფრანგეთში, 1410-იან წლებში ბერისა და ბურგუნდიის ჰერცოგების სასახლეში მომუშავე ილუსტრატორებმა - ძმებმა ლიმბურგებმა შექმნეს მინიატურები ,,ბერის ჰერცოგის საათების წიგნისთვის. ისინი მაყურებელს ბუნებრივ პეიზაჟებს სთავაზობდნენ, ფერადი და ელეგანტური ნახატები მოგვითხრობს სეზონებზე, საველე სამუშაოებზე და გართობაზე. ძმები ლიმბურგები ინტერნაციონალური გოთიკისთვის დამახასიათებელ რამდენიმე პირობით ხერხს იყენებენ ,ეს ხერხებია: მაღალი ჰორიზონტის ხაზი, გარემოსა და ფიგურებს შორის დარღვეული მასშტაბური შეფარდება(ნაგებობები და ხეები ადამიანებთან შედარებით, მცირე ზომისაა)და შენობების ისეთ ჭრილში წარმოდგენა, რომ მათი ინტერიერი და ექსტერიერი ერთობლივად ჩანს. სურათის ფერთა მშვიდი შეხამება გაცოცხლებულია ელვარე მოყვითალო-ნარინჯისფერი და ლურჯი მონასმებით, აგრეთვე კაშკაშა წითელი ლაქების აქცენტებით, რაც პეიზაჟის ხედებს უფრო მეტ სიცოცხლეს და მგრძნობელობას მატებს. სადაც ადამიანები ბუნების ნაწილად და ერთ მთლიაობად აღიქმება. მხტვარს არ ძალუძს გდამოგვცეს სივრცე, რომელშიც ფიგურები მოძრაობენ, და სინამდვილის ილუზიას უპირატესად დეტალებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულებით აღწევს. ძმები ლიმბურგი. "მოსავალი და ცხვრის პარსვა" ("ბერის ჰერცოგის საათების ბრწყინვალე წიგნი"), 1413-1416 წწ.
  • 14.
    ადრეული რენესანსის მხატვრობამინტერესი გამოიჩინა პეიზაჟის მიმართ. ნამუშევრები გადატვირთულია პეიზაჟის ელემენტებით, მხატვრები ცდილობენ სივრცის გადმოცემას, თუმცა ფიგურებს შორის თანაფარდობა დაცული არ არის, გამოსახულებები ჯერ კიდევ ძალიან პირობითია. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ქვემოთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები ,იტალიელი მხატვრის სტეფანო დი ჯოვანის ტილო, რომელიც ასევე ცნობილია თავისი მეტსახელით სასეტა - "მოგების პროცესია" (მე-15 საუკუნის I ნახევარი). და ჯოტო დი ბონდონეს ,,ლაზარეს აღდგინება“ (სკროვენის კაპელა(კაპელა დელ არენა)ჩრდილოეთ კედელი,პადოვა,1305- 1306,ფრესკოს ტექნიკა)ჯოტომ შეძლო იმის ილუზია შეექმნა, თითქოს საღვთო წერილის ამბები ჩვენს თვალწინ ხდება, ამას ის ერთგვარი სივრცის გადმოცემის ილუზიით ქმნის, წინა ხედზე ფიგურების მკვეთრი მოძრაობები, ერთგვარი სიუჟეტური თხრობა, მნახველის სიუჟეტის ნაწილად აგრძნობინებს თავს, უკანა ხედზე მცხატვარი პეიზაჟის ელემენტებით კეტავს კომპოზიციას, პირობითად გადმოცემული პეიზაჟი, დამრეცი კლდე, მის ქიმზე აღმართული ხეები, მათ უკან კი ცის ,,იმიტაცია“ მხოლოდ წინა პლანის სიუჟეტის ხაზგასმას ემსახურება. ლაზარეს აღდგინება , ჯოტო დი ბონდონი (დაახლოებით 1266-1337/იტალიური), ფრესკა, არენის სამლოცველო, პადუა, იტალი. მოგვების მსვლელობა“,სტეფანი დი ჯოვანი- სასეტა,დაახლ.1432 წ.ადრეული რენესანსი.მეტროპოლიტენის მუზეუმი,ნიუ-იორკი
  • 15.
    პეიზაჟის ჟანრის განვითარებაშიმნიშვნელოვანი როლი ითამაშა XV ს. შვეიცარიელმა მხატვარმა კონრად ვიცმა, რომელიც ასახავდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს-ჟენევის ტბის სანაპიროს-თავის კომპოზიციაში რელიგიურ თემაზე ,,სასწაულებრივი თევზჭრა“ , სურათზე ნავში მჯდომი მოწაფეების წინაშე მდგარ იესოს ვხედავთ, მოწაფეები გენესარეთის ტბაში თევზს იჭერენ, პეტრე ნავიდან გადმომხტარა და ქრისტესკენ მიიწევს. მაგრამ, ვიტცი ამ სახარებისეულ სიუჟეტს ჟენევის ტბის ფონზე წარმოგვიდგენს, რომლის ჩრდილოეთ ნაპირთან ამოზიდულია სახასიათო მუქი ფერის მთა(მოულის მთა) და სიღრმეში თეთრად მოელვარე დათოვლილი ალპები მოჩანს, ვიტცი ბუნების ყველა ნიუანს საგულდაგულოდ გადმოსცემს-წყლის მოლივლივე ზედაპირს, ნავების, ფიგურების და შენობების ანარეკლს ტბაზე და თავად ტბის ფსკერსაც კი, პეტრეს სხეული და ფეხებიც გამრუდებულად მოჩანს კამკამა წყლის ქვეშ. ეს ევროპული ხელოვნების ადრეული პერიოდია, როდესაც მხატვრები რეალური სამყაროს მიბაძვას იწყებენ და ბუნების განწყობილების გადმოცემას ესწრაფვიან. სასწაულებრივი თევზჭერა ,კონრად ვიტცი 1444 წელი.კონრად ვიცი.ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში ( Musée d'Art et d'Histoire ) ჟენევა, შვეიცარია .
  • 16.
    პეიზაჟმა ბევრად უფრომნიშვნელოვანი როლი შეიძინა მაღალი რენესანსის დროს. მხატვრებმა დაიწყეს ბუნების გულდასმით შესწავლა და ნამუშევრებში ხაზოვანი /ჰაეროვანი პერსპექტივის გამოყენება, რის შედეგადაც პეიზაჟი უკვე ნახატის ძირითადი ელემენტი ხდება. მე-16 საუკუნემდე მხატვრები პეიზაჟს იყენებდნენ როგორც ფონს, კლასიკურ რელიგიურ სცენასა და/ან პორტრეტში. ამ ფაქტის ნათელი მაგალითია ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება, რომელიც ხასიათდება ადამიანისა და ბუნების მჭიდრო და განუყოფელი კავშირით. ბუნება ლეონარდოსთან ფანტასტიკური, სიზმრისეული უფრო გვეჩვენება ვიდრე რეალისტური, თუმცა სამყაროს მთლიანობის აღქმაში ეხმარება მნახველს, ადამიანის გამოსახულებას და ფონს, რომელზედაც პეიზაჟია გამოსახული ერთ მთლიანობად აქცევს და სამყაროს უსასრულობას აგრძნობინებს. ,,ღვთისმშობელი ყრმით,წმ.ანასთან ერთად“ ლეონარდო და ვინჩი 1501წ. გინევრა დე ბენჩი. ლეონარდო და ვინჩი, 1474-78წ.წ არნოს ველი, ლეონარდო და ვინჩი (1473), უფიცი
  • 17.
    პეიზაჟის ჟანრის განვითარებაშიუდიდესი როლი ითამაშეს ვენეციური სკოლის ოსტატებმა . ჯორჯონეს(1476/7-1510) ნამუშევარში " ქარიშხალი " გამოსახულ პეიზაჟში იკითხება გრძნობები და განწყობა. ტიციანის (1473/88-1576) ადრეულ ნახატში "ეგვიპტეში გქცევა" (1508), ბუნება წინა პლანზე გამოსახულ სცენაზე დომინირებს. ორივე ნამუშევარში კარგად ჩანს როგორ ცდილობენ მხატვრები პეიზაჟის დეტალურ გადმოცემას და ბუნებრივი მოვლენების ასახვასაც კი. ატმოსფერო თითქოს ზაფხულის მშვიდ, ცხელ და დახუთულ დღეებს მოგვაგონებს. ფოთლები დამძიმებულია, შორეულ ქალაქს კი ქარიშხალი უახლოვნება. ამ ფონზე კი მხატვარი ხაზს უსვამს გამოსახული ფიგურების სიმშვიდეს, რომელნიც თითქოს მაყურებლის ყურადღების მიღმა რჩებიან, რადგან მთავარი ბუნების მოვლენაა და მაყურებლის ყურადღებაც სწორედ იქითაა მიმართული. ეგვიპტეში გაქცევა,ტიციანი,1508-9 წ.წ. ჯორჯიონე. "ქარიშხალი", 1508 წ
  • 18.
    მე-16 საუკუნეში ევროპელმხატვრებში (ალტ დორფერი, პიტერ ბრეიგელი უფროსი, ელ გრეკო) განსაკუთრებით იგრძნობა პეიზაჟით გატაცება, ისინი დეტალურად აღწერენ ლანდშაფტს, ასებული ფლორით და არქიტექტურით, რომელიც თავის მხრივ პეიზაჟის ორგანულ ნაწილს წარმადგენს. საავდროდ გამზადებული ღრუბლების, მოქუფრული ცის ფონზე, ტყიან და მწვანე მდელოიან მთებზე გამოსახულია ესპანური ქალაქი ტოლედო. პირველ პლანზე მოცემულია მდინარე ტახოზე გადებული ხიდი ალკანტარი. მთის ბორცვზე გაშენებულია ალკასარის სამეფო სასახლე და ტოლედოს ტაძარი. მარცხენა მხარეს – სან სერვანდოს სასახლე. აქცენტი გაკეთებულია ცისა და ხმელეთის კონტრასტზე. სურათის აღქმა დაბლიდან იწყება: ჯერ ხეობა და მდინარე მოჩანს, შემდეგ გაშენებული ქალაქი და ბოლოს, მოქუფრული ცა. ისეთი ეფექტი იქმნება თითქოს ჰორიზონტის ხაზი არც ისე შორსაა და ბუნდოვანი, მაგრამ მაინც იგრძნობა სიღრმე, რასაც ქალაქის ფონზე ღრუბლების მაქსიმალურად შავად გამოსახვა უწყობს ხელს. სურათი განეკუთვნება მხატვრის გვიანდელ პერიოდს და შესრულებულია მანიერიზმის სტილის გავლენით,თუმცა იგრძნობა ბაროკოს სტილის ნიშნებიც, რომელიც კომპოზიციის დეტალების თავისუფალ გამოსახვაში ვლინდება. რეალურადაც, ზოგიერთი ნაგებობა არ არსებობდა და მხატვრის მიერ იყო ჩამატებული. ემოციური ფონი შემაშფოთებელია, რაც დამახასიათებელი ელ გრეკოსათვის. ელ გრეკოელ გრეკო. "ტოლედო ჭექა-ქუხილში" ("ტოლედოს ხედი"), 1596-1600
  • 19.
    ბუნების გამოსახულებებს მნიშვნელოვანიადგილი უჭირავს ჰოლანდიური სკოლის მხატვრების - პიტერ ბრეიგელის (უფროსი) (დაახლოებით 1525-1569), ჯონ ვერმეერის დელფტის (1632-1675) და სხვათა შემოქმედებაში. ნიდერლადური პეიზაჟების უმეტესობას ახასიათებს ,,ჩამქრალი“ ფერი, რომელიც შედგება ღია ვერცხლისფერი, ზეთისხილის, ოხრის, მოყავისფრო ჩრდილებისგან. პეიზაჟი თითქოს სამყაროს მბრძანებელია და ადამიანი მასში იკარგება, როგორც უმნიშვნელო ნაწილაკი, თუმცა ამავედროს კარგად შეიგრძნობა მისი ყოველდღიური ფუსფუსი, არქიტექტურას დეტალიზირება და რეალისტურობა ახასიათებს(იან ვერმეერის ნამუშევარი, ,,დელფტის ხიდი“). პეიზაჟი მდინარით აქტუალურობას იძენს. დელფტის ხედი . იან ვერმეერი 1660-1661 წწ. მთესველის იგავი , პიტერ ბრეიგელ უფროსი 1557 წელი ტიმკენის ხელოვნების მუზეუმი , სან დიეგო ბუნება სხვაგვარად ჩნდება ბაროკოს ოსტატების ნახატებში , რომლებიც ცდილობენ გადმოსცენ სამყაროს დინამიკა, ელემენტების მღელვარე ცხოვრება. პეიზაჟები, რომლებიც ადასტურებენ ყოფიერების სიხარულს, დამახასიათებელია ფლანდრიელი პიტერ პაულ რუბენსის (1577-1640) შემოქმედებისთვის („პეიზაჟი ცისარტყელასთან“). პიტერ პოლ რუბენსი. "პეიზაჟი ცისარტყელასთან ერთად." 1630–1635 წწ
  • 20.
    XVII საუკუნეში პეიზაჟისაბოლოოდ დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდა, მის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი ნიდერლანდელმა მხატვრებმა შეიტანეს, ისინი მშობლიური მიწის პეიზაჟებთან ერთად იტალიურ პეიზაჟებსაც გამოსახავდნენ ( ნიკოლა ბერჩემი, იან ასლემი, იან ბოტი და ა.შ) მხატვრები ცდილობენ ასახონ პეიზაჟის სიდიადე და ლანდშაფტის თავისებულრებები, ადამიანის საქმიანობები პეიზაჟის ფონზე თითქოს უმნიშვნელოდ გამოიყურება, აქცენტი ხედებზე კეთდება და სივრცეში გვამოგზაურებენ. პეიზაჟი იტალიელ გლეხებთან ერთად (ან იტალიური პეიზაჟი მზის ჩასვლისას),ნიკოლა ბერჩემი, მე-17 საუკუნის შუა ხანები მოგზაურთა დასვენება“ იან ბოტი.1645 ეგვიტეში გაქცევა, იან ასელემი1640
  • 21.
    ჰერკულე სეგერსის,იაკობ ვანრეისდალის და ჰერმენს ვან რეინ რემბრანდტ გოიენის პეიზაჟებში რეალიზმი შერწყმულია რომანტიკულ საწყისთან; ეს მხატვრები ყურადღებას ამახვილებან, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინერესო ხედებზე როგორებიცაა: დაბურული უღრანი ტყეები, ქარის წისქვილების სილუეტები, განმარტოებული ქოხმახები, სასაფლაოები და სხვ. მდინარის ხეობა. ჰერკულეს სეგერსი, 1626. Rijksmuseum, ამსტერდამი წისქვილი დირსტედეს მახლობლად.იაკობ ვან რეისდალი 1670. ზეთი ტილოზე. Rijksmuseum , ამსტერდამი იაკობ ვან რეისდალი. "ზამთრის პეიზაჟი"1670 პეიზაჟი ქვის ხიდით , რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი.1638წ
  • 22.
    მე 17 საუკუნეშიფრანგულ ხელოვნებაში პეიზაჟის ჟანრი ფართოდ გავრცელდა, კერძოდ, ნიკოლა პუსენისა და კლოდ ლორენის კლასიცისტური სტილის ნამუშევრებში,მათ სრულყვეს ფრანგული კლასიკური პეიზაჟი და დიდი გავლენა მოახდინეს მომდევნო ორი საუკუნის ხელოვნებაზე კუნძულ პატმოსის პეიზაჟი წმ. იოანესთან ერთად, ნიკოლა პუსენი,1940 პეიზაჟი წმ.მათესთან და ანგელოზებთან ერთად,ნიკოლა პუსენი, 1639-1640 1639 წელს, პაპი ურბან VIII-ის მდივანმა, ჯოვანი მარია როსიოლიმ, პუსენს ორი დიდი სურათი დაუკვეთა, რომლებზეც ანტიკური ნაგებობებითა და ნანგრევებით მოფენილ ვრცელ პეიზაჟში წარმოდგენილნი უნდა ყოფილიყვნენ იოანე და მათე მახარებლები სახარების წერის დროს. ორივე ტილოს დამოუკიდებელი კომპოზიციური სტრუქტურა აქვს და თითოეული მათგანი მხატვრული მთლიანობით ხასიათდება, თუ ამ სურათებს ერთდროულად შევხედავთ დავინახავთ,რომ ორივე კომპოზიციის საპირისპირო კიდეებთან გამოსახული ტყის დიდი ტევრები ცალი მხრიდან კეტავს კომპოზიციებს და მნახველის ყურადღებას ორივე სურათზე გაშლილი პეიზაჟის ფართო პანორამული ხედისკენ მიმართავს, რომელიც ერთიან სივრცედ განიცდება, ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ორივე სურათის ქვედა მომიჯნავე კუთხეებში გამოსახული ანტიკური ხანის ნაგებობის ნანგრევები, რომლის ფორმები თუ ქვის დიდი ბლოკების წყობა ერთმანეთის მსგვსია, რაც აშკარად მიგვითითებს რომ აქ მხატვარი ერთსა და იმავე ნაგებობას წარმოგვიდგენს, ორივე სურათზე პერსპექტივა თანმიმდევრულად ვითარდება თანაბრად განათებული, რბილი შუქ- ჩრდილებით მოდელიებული წინა, შუა და უკანა პლანების მონაცვლეობით და მნახველი სურათის სიღრმეში შეყავს, წმ. იოანეს უკან, შუა პლანზე დანგრეული ტაძარი და ობელისკია გამოსახული; შორს სიღრმეში კი მოჩანს ქალაქი და მრგვალი ნაგებობა -ადრიანეს აკლდამა. მხატვარს ზუსტად აქვს გათვლილი ხეების, ბორცვების, მთების, მდინარეების, ნაგებობების ადგილმდებარეობა და ამავე დროს, თითოეული მათგანი, ღრუბლებიც კი ისეთი მკვრივი და სტრუქტურირებულია, როგორც აქ გამოსახული არქიტექტურული ფორმები, სწრედ ბუნების ჰარმონიული წონასწორობა და მასში არსებული წესრიგია პუსენის ამ ნამუშევრების მთავარი თემა და არა პეიზაჟის წიაღში ჩაწერილი მახარებლები, რომლებიც სახარებების საკრალურ ტექსტებს წერენ.
  • 23.
    მე-18 საუკუნეში ფართოდგავრცელდა არქიტექტურული ლანდშაფტის გამოსახვა მხატვრობაში, ე.წ. ,,ვედუტები“ ,რომლის გამორჩეული ოსტატები იყვნენ ფერწერის ვენეციური სკოლის წარმომადგენლები ფრანჩესკო გვარდი (1712-1793) და კანალეტო (1697-1768). კანარეჯიოს არხის ხიდი,ფრანჩესკო გვარდი,1770 დოჟების სასახლე და რივა დელი სკიავონი,კანალეტო,1773 კანალეტო ,ყველაზე ღირებულ სახსოვარს მაინც ქალაქის ხედები წარმოადგენდა, ვენეციაში ორი ტიპის ქალაქის ხედები იქმნებოდა, მათგან ერთ -ერთი იყო კაპრიჩიო (capriccio-კაპრიზი),ქალაქის წარმოსახვითი პეიზაჟი, რომელზეც, რეალურად არსებულ ნაგებობებთან ერთად,წარმოსახვითი შენობებიც გამოისახებოდა.ქალაქის ხედის მეორე სახეობა იყო ვედუტა (veduta -ხედი) -ცნობილი ხედებისა და ნაგებობების, ვენეციელებისა და ქალაქის სტუმრების მცირე ზომის ფიგურებით სავსე,საყოვლთაოდ ცნობილი კოლორიტული ტურისტული ადგილების უფრო ნატურალისტურად ამსახველი სურათები, ვედუტა ხშირად აღბეჭდავდა ისეთი ცნობილი ადგილების პანორამულ ხედებს,როგორიცაა მაგალითად, კანალეტოს ,,დოჟების სასახლე“ და ,,რივა დელა სკაივონი“, არსებობდა ვარაუდი,რომ ვედუტას ტოპოგრაფიული სიზუსტით გადმოსაცმად,კანალეტო კამერა ობსკურას( კამერა-ობსკურა [ლათ. camera obscura ბნელი ოთახი] - ოპტიკური ხელსაწყო; შედგება შუქშეუვალი ყუთისაგან, რომლის წინა კედელზე არის პატარა ნახვრეტი; წინა ნახვრეტიდან შედის სინათლის სხივი, რომელიც მოპირდაპირე კედელზე აჩენს საგნის შებრუნებულ გამოსახულებას.)იყენებდა,მაგრამ მისი ნახატების მიხედვით ირკვევა,რომ მხატვარი, როგორც ჩანს, მხოლოდ ხელით მუშაობდა. სინამდვილეში კანალეტოს ხედები იშვიათადაა ფოტოგრაფიულად ზუსტი.უფრო ხშირად ისინი სწორედ კომპოზიტურია,თავისუფლადაა აგებული და,თანაც,ისეთი ოსტატობით შესრულებული ნამუშევრებია,რომ მნახველს მათ რეალურობაში ეჭვი არც კი შეაქვს.
  • 24.
    როკოკოს ხელოვნების (XVIIIსაუკუნე) ფრანგი მხატვარი ფრანსუა ბუშე(1703-1770)ქმნის პეიზაჟებს ლურჯი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი ჩრდილებისგან.ჟან ონორე ფრაგონართან (1732-1806) კი პეიზაჟები თითქოს გაჟღენთილია ჰაერით და სინათლით.ორივე მხატვართან იგრძნობა ბუნების სიდიადე და მრავალფეროვნება. ფრანსუა ბუშე. "პასტორალური პეიზაჟი გოგოს თევზაობით"1962 w. საქანელა,ჟან-ონორე ფრაგონარი,1767 წ
  • 25.
    განმანათლებლობის ეპოქის პეიზაჟისტი(მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი) მხატვრები ცდილობდნენ ეჩვენებინათ ბუნების ესთეტიკა. საველე დაკვირვებებზე დაფუძნებული და ნათელი განათების ეფექტებით აღჭურვილი, ჯოზეფ ვერნეს (1714-1789) ზღვის პეიზაჟებმა აღფრთოვანება გამოიწვია მის თანამედროვეებში. ვერნეს ნახატმა გავლენა მოახდინა რომანტიზმის მოძრაობის წარმომადგენლებზე, რომლებიც გამოჩნდნენ ევროპულ და ამერიკულ ხელოვნებაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. რომანტიზმის წარმომადგენლები იყვნენ გერმანიაში - კასპარ დევიდ ფრიდრიხი (1774-1840). ინგლისში - ჯონ კონსტებლი (1776-1837), პეიზაჟების მხატვარზე დიდი გავლენა მოახდინა მე 17 საუკუნის ჰოლანდიურმა პეიზაჟურმა ფერწერამ, იგი ხასხასა ფერებით ვიზუალურად ზუსტად აღწერს გარემოს და ამით მნახველს აიძულებს ირწმუნოს, რომ სურათზე გამოსახული ბუნება მართლაც უშუალოდ ნატურიდანაა აღებული, სასურველი ფერადოვნების მისაღებად კონსტებლი უამრავ ესკიზასა და ჩანახატს ქმნიდა პლენერზე, მაგრამ ნამუშევარს საბოლოოდ სახელოსნოში საგულდაგულოდ ასრულებდა, სურათის ზომები ისტორიული ლანდშაფტური პეიზაჟისთვისაც კი ძალიან დიდია. საგულდაგულოდ შესრულებული დეტალებით ზუსტად გადმოსცემს ბუნების ხასიათს, ამინდს. კონსტებლის მსგავსად, ამინდისთვის თვალის დევნება უყვარდა უილიამ ტერნერსაც (1775-1851), რომელიც თავის ნამუშევრებში განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის, კოკისპირულ წვიმებს, ზღვიდან მოვარდნილი გრიგალს და მზის ჩასვლის ასახვა. პორტ დე ლა როშელი კლოდ-ჟოზეფ ვერნე 1762 წ ბიჭების თევზაობა,ჯონ კონსტებლი,1813 სუფრიერის მთების ამოფრქვევა სენტ ვინსენტის კუნძულზე, 1812 წლის 30 აპრილი.უილიამ ტერნერი 1812 წ დოლმენი თოვლში, კასპარ დევიდ ფრიდრიხი, 1807
  • 26.
    მე-19 საუკუნესი იწყებარეალისტური პეიზაჟის აღორძინება,ჩამოყალიბდა პეიზაჟისტების ეროვნული სკოლები. პეიზაჟის ჟანრის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს XIX საუკუნის ფრანგმა პეიზაჟისტებმა(ჟიულ დიუპრე,დიას დე ლა პენია,კონსტანტინე ტროიონი,შარლ დობინი და სხვ.) რომლებიც “ბარბიზონის სკოლის” მხატვრების სახელით არიან ცნობილნი. (ფრნგ მხატვარ- პეიზაჟისტთა ჯგუფი დასახლდა პატარა სოფელ არბიზონში,რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეოს(აქედან მოდის მათი სკოლის სახელწოდება)) ისინი ხატავდნენ სოფლის პეიზაჟებს. ,,ბუნება ხელოვნებისთვის ულევი მასალაა“,-ამტკიცებდა ბარბიზონის სკოლის მამამთავარი თეოდორ რუსო.იგი მოითხოვდა ბუნების ღრმა შესწავლას,ნატურიდან ზუსტი ესკიზების გაკეთებას,შემდეგ კი სურათებში მათ გადატანას.ბარბიზონელებისთვის ყველაფერი პეიზაჟის საგანი იყო: მოღრუბლული დღე,მოახლოებული ავდრის წინ გაყუჩებული ბუნება თუ მხვნელის მუქი სილუეტი დაბინდული ცის ფონზე.პეიზაჟებში თითოეული მათგანი თავისებურად გამოსახავდა ბუნებას,თითოეულს ქონდა თავაისი გამორცეული თემა. რეინ ბლანშის ხეობა ფონტენბლოს ტყეში თეოდორ რუსო,1860 პეიზაჟი პირუტყვით ლიმოუზინში, ჟიულ დიუპრე, 1837 გზა ტყეში,დიას დელა პენია,1850წ ვაშლის მოსავალი ნორმანდიაში,კონსტან ტროიონი,1865წ.
  • 27.
    უკვე იმავე მე-19საუკუნეში, იმპრესიონისტებმა საბოლოოდ მოახერხეს კლასიკური მეთოდის დაძლევა. იმპრესიონიზმმა მხატვრები გაათავისუფლა აკადემიური შეზღუდვებისგან, მათი ნახატები ხიბლავს ნესტიანი ცის ლურჯით, მზიანი ჰაერის ოქროსფერი ტონებით და არაჩვეულებრივი ფერებით.კამილ კორო ფრანგი იმპრესიონისტების წინამორბედად მიიჩნევა . კლოდ მონეს (1840-1926), ოგიუსტ რენუარის(1841-1919), ედუარ მანეს (1832-1883), კამილ პისაროს (1830-1903), ალფრედ სისლის(1839-1899) და სხვების საოცრად ცვალებადი პეიზაჟები, სამყაროს მშვენიერების ასახვის თავისებურ გზას წარმოადგენს. მაგ. კლოდ მონეს ნამუშევარი ,,შთაბეჭდილება :მზის ამოსვლა“ ლე ჰავრის ნავსადგურის თავზე დილის ნისლში ამომავალი მზის სცენას გამოხატავს, სურათი მცირე ზომის სხვადასხვა ფერის მონასმებითაა შექმნილი, წინა პლანი ბუნდოვანია, ჰორიზონტის ხაზი სქელ ნისლში გახვეული გემებისა და დოკების მოციმციმე ფორმებს შორის იკარგბა; დასრულებულ სურათს მონე ესკიზისათვის დამახასიათებელი ინტენსივობით, ენერგიულობითა და სპონტანური ფორმებით ქმნის. იგი უფრო არეკლილი შუქისა და ფერის ეფემერულ თამაშსა და თვალზე მის ზემოქმედებას ასახავს, ვიდრე საგანთა ფიზიკურ სუბსტანციას და და სვრცესთან მათ რეალურ მიმართებას გადმოსცემს. რომაული კამპანია (ლა სერვარა)კამილ კორო,1826 -1827 წ.წ შთაბეჭდილება,მზის ჩასვლა,კლოდ მონე 1872 სოფელი სენის ნაპირზე,ალფრედ სისლეი,1872 წ მერცხლები,ედუარდ მანე,1873 წ . ტყე,კამილ პისარო,1870 წ სენაზე, არგენტეილის მახლობლად, პიერ-ოგიუსტ რენუარი 18
  • 28.
    იმპრესიონისტების ტრადიციები მათმხატვრობაში ასევე განავითარეს პოსტიმპრესიონისტმა, ნეოიმპრესიონისტებმა და პუანტალისტებმა მხატვრებმა: პოლ სეზანმა (1839-1906), ვინსენტ ვან გოგი(1853-1890), ჟორჟ-პიერ სერა(1859-1891), პოლ სინიაკი (1863-1935) . ) და ა.შ.მათ ბუნების გამოსახვის ახლებური ხედვა წარმოადგინეს ,შემსუბუქებული, დახვეწილი პალიტრა. ცდილობდნენ გადმოეცათ მატერიალური სამყარო, კომპოზიცია სტატიკური და დეკორატიულია. სენტ-ვიქტუარის მთა,პოლ სეზანი, 1895 წ სოფლის გზა,ჟორჟ სერა 1882 - 1883 წწ კონკარნო,პოლ სინიაკი,1891 წ მულენ დე ლა გალეტ,ვინსენტ ვან გოგი, 1886
  • 29.
    მონ სენ-ვიქტუარი,პოლ სეზანი,1885-1887წ ექსში,მის სახლთან ახლოსმდებარე მთის ხედი, პოლ სეზანმა 1880 წლიდან მოყოლოებული სიცოცხლის ბოლომდე 1906 წლამდე, ასეულობით ჩანახატსა და 30-ზე მეტ ტილოზე აღბეჭდა. სურათი არქის ველის თავზე აღმართულ, სახლებითა და ხეებით მოფენილ მთას წარმოგვიდგენს, რომელიც მარჯვნივ, სიღრმეში რკინიგზის ვიედულით იკვეთება. სცენას მარცხენა მხრიდან მარადმწვანე ხე აჩარჩოებს, რომლის ტოტების ფორმა მთის ტალღოვან ფორმებ ეხმიანება, რაც სურათის ორი მთავარი ელემენტის ვიზუალურ ერთიანობას ქმნის. თანაბარი განათება, წყნარი ატმოსფერო, ადამიანისა და მისი საქმიანობისგან დაცლილი გარემო,ერთგვარი უდროობისა და სიმშვიდის განწყობილებას ქმნის, მისი ფუნჯის მონასმები, რომელიც ხან მოკლე პარალელური შტრიხებია, ხან -მსუბუქი ხაზები, ხანაც-ფართოდ, ბრტყლად დადებული საღებავის სქელი ფენა, ფერწერის ყველა ელემენტს სურათის ერთიან, სიბრტყეს ვიზუალურ სივრცეში ამთლიანებს. წინა პლანზე გამოსახული ხე სიღრმეში სვლისკენ გვიბიძგებს.ხე, ჩვენს თვალს, მის უკან გაშლილი ველისკენ მიმართავს და, ამასთანავე, წინა პანზე დადებული მკვეთრი ფერების უკანა პლანის უფრო ღია ტონალობაში გადასვლასაც განაპირობებს, რაც ჰაეროვანი პერსპექტივის ეფექტს ქმნის. მაგრამ სიღრმისკენ სვლას წინა და უკანა პლანებზე მოცემული სხვა ფერების სიმკვეთრე და ცის ფონზე გაშლილი ხის ტოტები აფერხებს, რომლებიც, გადაკვეთების გარეშე იმეორებს რა მთის კონტურების მოყვანილობას,ორივე მათგანს,-ხესა და მთას -ერთ სიბრტყეზე წარმოაჩენს. ამ ხედის ფოტო გვიჩვენებს,რომ სეზანი უფრო ჰარმონიულობის საკუთარი შეგრძნების მიხედვით აგებდა კომპოზიციას, ვიდრე თავად პეიზაჟის ზედმიწევნით მიმსგავსებულ სურათებს ქმნიდა. მხატვრობისადმი სეზანის დამოკიდებულება, რომელსაც იგი სხვა რეალობას, არა ბუნების რეპრეზენტაციას,ა რამედ ,,ბუნების მიხედვით კონსტრუირებას“ უწოდებდა, გადამწყვეტი აღმოჩნდა მოდერნისტურლი ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის.
  • 30.
    მე -20 საუკუნეშიმრავალფეროვანი მხატვრული მიმდინარეობების და სტილების მხატვრებმაც პეიზაჟის ჟანრის თავისებური ხედვა შენოგვთავაზეს.კონტრასტული ფერებით,ლაქებით ბუნების ნათელი სურათები შექმნეს ფოვისტებმა: ანრი მატისი(1869-1954), ანრი დერენი (1880 1954),ალბერ მარკე(1875-1947),მორის დე ვლამინკი (1876-1958) და ა.შ. მაგ. სურათში ,, მთები კოლიურში“ დერენმა სუფთა პიგმენტის მოკლე, ფართე მონასმები გამოიყენა. მთების გრეხილებზე ერთმანეთს ლურჯისა და ნარინჯისფერი ტონები შეუპირისპირა, ხეების გამოსახულებებში კი მწვანე და წითელი გააერთიანა, რითიც კიდევ უფრო გაამძაფრა ფერთა ინტენსიურობა. მან ნახევრად ბუნებრივი მთელი სპექტრი შეარჩია-ხეები და ბალახი მწვანეა, ხის ღეროები-თითქმის ყავისფერი. კაშკაშა ფერთა ერთგვაროვნება სივრცითი პერსპექტივის ნებისმიერ შესაძლო ეფექტს ამცირებს. შედეგად, მნახველები აცნობიერებენ, რომ ისინი ფერწერით დაფარული ტილოს ბრტყელ ზედაპირს უყურებენ და არა ბუნების ილუზიონისტურ გამოსახულებას. ფერის ფეთქებად ბუნებასთან ერთად, ფერწერასა და გამოსახულებას შორის არსებული ასეთი დაპირისპირება, ვიზუალურ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც პოზიტიურად იფრქვევა სურათიდან. დერენი თავის ფერთა გამას ,,დინამიტის ჩხირებს“ უწოდებდა, დამატებითი ტონების მკვეთრ შეირისპირებას კი ,, გააზრებულ დისჰარმონიას“. გარონის ნაპირების კოპსი, ანრი მატისი. 1900 წ ლუვრის სანაპირო,ალბერტ მარკი,1905 წ. მთები კალიურში,ანდრე დერენი,1905 პეიზაჟი წითელი სახურავებითმორის დე ვლამინკი,: 1907
  • 31.
    კუბისტები - პაბლოპიკასო(1881-1973), ჟორჟ ბრაკი (1882-1963), რობერტ დელონე (1885-1941) და სხვები თავიანთ პეიზაჟებს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ასახავდნენ. პეიზაჟის ჟანრის უჩვეულო ელემენტებს გადმოვგვცემდნენ სიურეალისტები: სალვადორ დალის (1904-1989) . აბსტრაქციონისტებისთვის - ჰელენ ფრანკენთაილერის (1928-2011)) და სხვებისთვის მთავარი ხაზებითა და ფერებით პეიზაჟის გადმოცემა იყო,თუმცა ისევ რჩებიან მათ ფონზე მხატვრები რომელთა შემოქმედება რეალისტური პეიზაჟების ელემენტებს შეიცავს(როკველ კენტი (1882- 1971), ჯორჯ უესლი ბელოუსი (1882-1925), რენატო გუტუზო (1911/2-1987) და ა.შ.) სახლი ბაღში,პაბლო პიკასო, 1908 წ მშვიდი და თავისუფალი, როკველ კენტი,1909 სახლები Estaque-ში,ჟორჟ ბრაკი,1908 წელი სახლი სანაპიროზე,ჯორჯ ბელოუსი,1911 ეიფელის კოშკი,რობერტ დელონე,1911წ. მთები და ზღვა,ჰელენ ფრანკენტალერი,1952
  • 32.
    ნახატში ,,ღამის ჩრდილები“რომელიც სალვადორ დალიმ 1931 წელს შეასრულა, მხატვარი გადმოგვცემს მშობლიური კატალონიის პეიზაჟს, რომლის დამახასიათებელი ლანდშაფტი, უკიდეგანო სივრცეები, კრეუსის კლდეები მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. ნახატზე გამოსახულია კონკრეტული გეოგრაფიული არეალი კონცხი ნორფეო. შუქ-ჩრდილის და უცნაური ფორმის კლდეების კვეთრი დაპირისპირებით მხატვარი სურეალისტებისთვის დამახასიათებელ სიმძაფრეს სძენს ნახატს. სურათის ცენტრში უჩვეულო ფორმის დიდი ლოდს უხილავი მთვარე ანათებს რომლის შუქი გრძელ და არათანაბარ ჩრდილებს ტოვებს მიმდებარე ზედაპირზე. ქვის ირგვლივ უდაბნოა დაფარული სხვადასხვა ზომისა და ფორმის კლდის ნატეხებით. სურათის წინა პლანზე ასევე კლდეა გამოსახული, მისი ფორმა უაღრესად უცნაურია ტილოზე გამოსახული ყველაფრისგან განსხვავებით. უზარმაზარი შავი ჩრდილი იშლება სურათის მარცხენა კიდედან, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ფორმა და შეეგებოს გაუჩინარებული მთვარის შუქს. მაგრამ ჰორიზონტი უკვე ანათებს, იწყება ალიონი, ღამის სიბნელე, რომელიც ფარავს ცას, იკლებს, ის სულ უფრო მსუბუქდება, სიბნელეს მიჰყავს სურათის კიდეებამდე, აიძულებს მნახველს თავდაპირველად ყურადღება მიაქციოს ტილოს ცენტრალურ ნაწილს და შემდეგ მიმდებარე კლდეებზე. დალის მიერ დახატული ყველა პეიზაჟის მსგავსად, ესეც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს რეალობაზე და ჩაიძიროს მხატვრის საოცნებო სამყაროში, რომელიც ცხოვრებაში არასდროს უცდია ზოგადად მიღებული წესებისა და სტანდარტების დაცვა. ასე რომ, სურათზე გამოსახული პეიზაჟი უფრო არაამქვეყნიურს ჰგავს, ვიდრე სრულიად ჩვეულებრივს დედამიწაზე; იმისდა მიუხედავად, რომ სურათი გაჯერებულია ჩრდილებით, გარეგნულად ის ძალიან მსუბუქი და ნათელია, მეტწილად ყვითელი და ლურჯი ჩრდილების გამოყენების გამო სხვადასხვა ვარიაციებში. ნამუშევრის სიმბოლური ხასიათი მნახველს ფიქრის და განცდის მორევში აღმოაჩენს.
  • 33.
    ელენე ახლედიანი, ძირითადად,პეიზაჟის ჟანრში მუშაობდა. სურათებში, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადგილია გადმოცემული, იქნება ეს ლანდშაფტური თუ არქიტექტურული პეიზაჟი, ბუნების სახეში მხატვარი საკუთარ განცდებსაც გადმოსცემს. ეს ადამიანის მიღმა არსებული ბუნება კი არ არის, არამედ ყველა პეიზაჟში იგრძნობოდა მხატვრის დამოკიდებულება, ხასიათი, რის გამოც მას ხშირად ,,განწყობილების მხატვარსაც“ უწოდებენ. საქართველოს ბუნება და ქალაქები მხატვრის მიერ ახლებურად არის დანახული.ზუსტად იჭერს ქალაქის ყველაზე სახასიათო თავისებურებებს. მხატვარი ძირითადად, წყნარ, ვიწრო, ქუჩებსა და გარეუბნებს ხატავდა, თუმცა მის შემოქმედებაშიც ვხვდებით დიდ პანორამულ ხედებსაც. ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში განსაკუთრებით ხშირია ძველი თბილისისა და კახეთის თემები, წელიწადის დროებიდან კი ყველაზე მეტად-ზამთარი, რომლის ხატვაც ძალიან უყვარდა. ელენე ახვლედიანის თოვლიან პეიზაჟებში განსაკუთრებული ადგილი უკავია სურათს ,,კახეთი, ზამთარი“, რომელიც მხატვარმა 1924 წელს, პარიზში ყოფნისას, შეასრულა. ნამუშევარი ,,კახეთი,ზამთარი“ ასახულია სოფელი ზამთარში. კომპოზიციის მარცხენა ნაწილში გამოსახულია ქალის ფიგურა დოქებით, მის მარცხნივ ოდნავ მოშორებით - კიდევ ორი ფიგურაა თონესთან. ფიგურების უკან კი სოფელი იშლება. სახლები და ხეები რიტმულად არის განლაგებული. მათი პერპექტიული შემცირება სიღრმის შაბეჭდილებას ქმნის. სურათის კომპოზიცია სივრცეში ვითარდება. ადამიანის ფიგურები სიბრტყობრივია და განზოგადებული. თეთრი თოვლი მკაფიოდ გამოკვეთს მათ სილუეტებს. პეიზაჟი სურათის ჩარჩოს სცდება, საგნები ჩამოჭრილია, მაგ.:სახლი მეორე პლანზე მარჯვნივ, ურემი წინა პლანზე, ასეთი ფრაგმენტულობა სურათის გრეთ პანორამის გაგრძელების საშუალებას იძლევა. სურათის ფერადოვანი გამა თავშეკავებულია. ფიგურების თბილი, ყავისფერი ლაქები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს თოვლის თეთრ საფარველს. კომპოზიცია გრაფიკულიბით ხასიათდება. ,,კახეთი,ზამთარი“,მხატვრული მთლიანობის თვალსაზრისით, ერთ -ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია მხატვრის შემოქმედებაში. ძველი თბილისი,ელენე ახვლედიანი ,1973 კახეთი, ზამთარი. ელენე ახვლედიანი,1924
  • 34.
    დავით კაკაბაძემ შექმნამთელი სერია იმერეთის წარმტაცი ხედებისა, პეიზაჟებში მხატვრის მიერ მახვილგონივრულად არის მიგნებული დასავლეთ საქართველოს ლანდშაფტი, ხავერდოვნება, სივრცეთა უსაზღვროება და ამასთან ერთად, მისი ძალზე თავისებური დეკორატიული დანაწევრება. დავით კაკაბაძეს ეკუთვნის აგრეთვე რიგი ძალზე გამომსახველი საწარმოო პეიზაჟებისა, რომლებშიც მან გატაცებით აღბეჭდა მშობლიური ქვეყნის ხედები. იმერეთის პეიზაჟების სერიაში დავით კაკაბაძემ ადგილობრივი ტრადიცია და თანამედროვე მოდერნისტული ტენდენციები თანხვედრაში მოიყვანა. ამ შემთხვევაში მხატვრის სამეტყველო ენად კუბიზმი გვევლინება. თუმცა, ამავდროულად, იმერეთის მთების ფერდების ლოკალური ფერი, ერთგვარი მოიზაიკურობა, უკვე ის აღმოსავლური ტრადიციაა, რაც ამ სერიას ე.წ. ხალიჩაგადაფარებულ მთებად წარმოაჩენს. იმერეთის სერიის შექმნის დროს დავით კაკაბაძემ აიღო ქართული კულტურის მთავარი პრინციპი: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხელოვნების თავისებურებებიდან ამოარჩია თავისთვის სასურველი ელემენტები და შემდეგ ეს ყველაფერი მხატვრულად გადაიაზრა. საბოლოოდ კი იმერეთის პეიზაჟის მონუმენტური მხატვრული სახე შექმნა. სერია, საქართველოს კონკრეტული კუთხის, იმერეთისთვის დამახასიათებელ გარემოს წარმოადგენს. რეალურ ცხოვრებაში ეს არის მთა, რომლის ფერდებისა თუ დაბლობის მიწის მონაკვეთები მოხნულია. შორიდან კი მოხნული მიწები შემოსაზღვრულია და სხვადასხვა ფერად მოჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არაერთხელ უბრუნდება ამ თემას არცერთი ტილო არ იმეორებს წინას. ყველა ნამუშევარს საერთო მხოლოდ მოტივი და მიზანი აქვს - შექმნას იმერეთის მთების დაუვიწყარი მხატვრული სახე. დავით კაკაბაძე,იმერეთი 1934 რიონესი,დავით კაკაბაძე,1933
  • 35.
    გამოყენებული ლიტერატურა 1. ჯუდითკლარკი, ხელოვნების ილუსტრირებული ლექსიკონი, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“ 2010. 2. ე.ჰ.გომბრიხი,ხელოვნების ამბავი, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესი“,2012 3. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია, დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ხელოვნება“ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 4. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია (XVI- XVII საუკუნეების ევროპა)”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 5. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, “ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 6. ნ.ღაღანიძე,ა.კლდიაშვილი, ხელოვნება,მოსწავლის წიგნი, მე 7 კლ. გამომცემლობა ,,კლიო“ 2019 7. ს.ქებურია,ნ. იოსელიანი. ხელოვნება,მოსწავლის წიგნი , მე 9 კლ. გამომცემლობა ,,სულაკაური“ 2021 8. ბარდაველიძე ნ. მსოფლიო კულტურა და ხელოვნება სასკოლო ლექსიკონი 9. ქ. კინწურაშვილი,მე 20 საუკუნის ხელოვნება.ქ. კინწურაშვილი 10. ი. არსენიშვილი, ელენე ახვლედიანი, გამომცემლობა ქარჩხაძე.2011 11. დავით კაკაბაძის ორი სერია: ბრეტანისა და იმერეთის პეიზაჟები,სტატია მოამზადა თათია ბარბაქაძემ, https://educationhouse.ge/storage/books/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1 %83%97%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83% AB%E1%83%94_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90_108 2.pdf 12. ინტერნეტ რესურსები : http://hobbylesson.com https://blog.artsper.com https://www.britannica.com https://www.wikiart.org https://mymodernmet.com https://www.getty.edu https://artrecept.com
  • 36.