SlideShare a Scribd company logo
რომანტიზმი
რომანტიზმი არის გლობალური და ერთიანი მიმდინარეობა, რომელმაც მე–18 საუკუნის
ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების თითქმის ყველა დარგი მოიცვა, მათ
შორის ფერწერაც. თავად სიტყვა “romantic” ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში იხმარებოდა
ინგლისში რაინდული რომანებისა და კელტური ლეგენდების აღსანიშნად – ეს
თქმულებები გადმოცემდნენ ამბებს ჯადოსნური სამყაროს, რაინდული სიყვარულის,
მოსაუბრე ჩიტების,წყაროებისა თუ დატყვევებული პრინცესების შესახებ, რომელთაც
ურჩხულისგან კეთილშობილი უფლისწულები იხსნიდნენ ხოლმე. უკვე აქ ჩანს
რომანტიზმის, როგორც მიმდინარეობის დამახასიათებელი ნიშნები – მისწრაფება იმ
სამყაროსადმი, რომელიც არ ემორჩილება ბუნებრივ აუცილებლობათა ლოგიკურ
კანონებს და იმართება გულით.
რომანტიზმის მთელი არსი მდომარეობს იმ რწმენაში, რომ ადამიანური ჭეშმარიტების
ერთადერთი წყარო არის გულში, რომ სწორედ გული გვაკავშირებს სამყაროსთან.
რომანტიკოსებმა ხელოვნებაში ახალ კრიტერიუმებად აქციეს გამოხატვის თავისუფლება,
ბუნებრიობა, გულწრფელობა, თავისუფლება, ხაზი გადაუსვეს განმანათლებლობის
პერიოდში გაღმერთებულ რაციონალიზმსა და პრაქტიციზმს, რასაც დაუპირისპირეს
გამოხატვის ემოციურობა და შთაგონება. მათ ასევე უარყვეს თავშეკავებულობა და
მორჩილება, მისი ადგილი კი დაიკავა უკიდურესობამდე მისულმა ძლიერმა ემოციებმა.
რომანტიზმის ერთ–ერთი მთავარი დებულების თანახმად, ადამიანის წადილები და
მისწრაფებები არ შეეფერება იმ სამყაროს, რომელშიც ის არსებობს. მას შემდეგ, რაც
ადამიანი დაინახავს თავის მდგომარეობას და შეიცნობს თავის მისწრაფებებს, მას იპყრობს
მწარე იმედგაცრუებები, რადგან მისი ადგილი არ არის ამ სამყაროში, შესაბამისად კი ის
მარტოსულია. ერთადერთი შვება, ადამიანის მეგობარი კი არის ბუნება, სწორედ
ამიტომაც სჭარბობს რომანტიკოსთა ფერწერულ ნამუშევრებში პეიზაჟები. ხოლო
საშინელი რეალობიდან თავის დაღწევის ერთ–ერთი საშუალება მათთვის უკიდეგანო
ფანტაზიათა სამყაროა – სწორედ ამიტომ, რომანტიკოსები ხშირად იყენებენ თავიანთი
ნაწარმოებების თემებად იდუმალ, ზებუნებრივ ისტორიებს.
არსებითად გამოიყოფა ორი სახის რომანტიზმი – ერთ შემთხვევაში, ხელოვანი ურიგდება
ბედისწერას და მისი ნამუშევრები უკიდურესად მელანქოლიურია; მეორე შემთხვევაში კი
ხელოვანი ცდილობს დაამსხვრიოს ბედისწერის ბორკილები, შესაბამისად ასეთი
ნამუშევრების ტონი ბევრად უფრო მაჟორულია.
რომანტიზმის ერთ–ერთი წარმომადგენელია კასპარ დავიდ ფრიდრიხი, რომელიც
გერმანიაში დაუახლოვდა რომანტიკოსების წრეს. მისი ნამუშევრების მთავარი თემაა
მისტიკური ატმოსფეროები, საიდუმლოდ ჩუმი პეიზაჟები, უკიდეგანოდ გაშლილი
სივრეები, რომელთან შედარებითაც მარტოსული ადამიანი მინიატურული არსებაა; მის
თითქმის ყველა ნამუშევარში ადამიანი შებრუნებულია სახით ბუნებისკენ, მისი
ერთადერთი მეგობრისა და მანუგეშებელი ძალისკენ, ხოლო მნახველს ზურგს აქცევს.
კასპარ დავიდ ფრიდრიხის შემოქმედება ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია, ჟღერადი
ფერების ძალა შერბილებულია ბურუსითა და ნისლით.
როანტიზმის ერთ–ერთი ლიდერი იყო გერმანელი მხატვარი და თეორეტიკოსი ოტო
რუნგე, რომელიც საკმაოდ ახლოს იცნობდა გოეთეს და მასთან მიმოწერას აწარმოებდა
ფერთა ოპტიკის თაობაზე, რომელსაც რუნგე მომავალი ხელოვნების გასაღებად
მიიჩნევდა. ოტო რუნგემ გამოყო სამი ძირითადი ფერი ( ყვითელი, წითელი, ლურჯი) და
სამი შედგენილი ( ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მწვანე). თავისი თეორიები და
მოსაზრებები მან განაზოგადა წიგნში ” ფერთა ბურთი”. რაც შეეხება ოტო რუნგეს
ფერწერულ შემოქმედებას, აქ მისი ერთ–ერთი დამსახურებაა დღე–ღამის ამსახველი
ფერწერული ციკლი, რომლის შექმნასაც ის აპირებდა. აქ ასახული უნდა ყოფილიყო
მუდმივი კანონი, რომლის მიხედვით სამყაროში ყველაფერი იბადება, იზრდება, ბერდება
და კვდება იმისთვის, რათა თავიდან აღორძინდეს. თუმცა მას არ დასცალდა ნამუშევრის
დასრულება და 4 ნახატიდან მხოლოდ ერთი, ” დილა” შეასრულა. აქ გამოსახულია
მინდორზე დაწოლილი ახალშობილი, რომელიც ახლადშობილ დღეს, დილას
განასახიერებს, ხოლო ცის ფონზე გამოსახული ქალის ფიგურა, რომაელი ღვთაება
ავრორაა.
შვეიცარიელი არნოლდ ბიოკლინი რომანტიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელია,
რომელიც თავის სურათებში ქმნიდა მოგონილ სამყაროს, ხშირად მიზანდასახულად
იდუმალს. თავიდან მის შემოქმედებაში ჭარბობდა მითოლოგიური სიუჟეტები, მოგვიანო
ხანის კომპოზიციებში კი გამოგონილ სიმბოლიკას რეალური დეტალები დაურთო.
ცნობილია, რომ მის გავლენას განიცდიდნენ სურეალისტი მხატვრები და რახმანინოვიც
კი.
ინგლისური რომანტიზმის წარმომადგენელია კონსტემბლიც, რომელიც მხოლოდ
ინგლისის პეიზაჟებს ხატავდა. ცნობილია, რომ ის ძალიან დიდ დროს უთმობდა ცის
გამოსახვას ტილოზე და სწორედ მისი შემოტანილი ტერმინი “skying”. კონსტემბლის
ნამუშევრები არ არის სტატიკური, ისინი არ გამოსახავენ ბუნებას გაყინულად, არამედ ეს
არის ერთი წამი, დაჭერილი შთაბეჭდილება, ერთობა ადამიანისა და ბუნებისა და მისი
ჰარმონიულობა. სწორედ ამიტომ, კონსტემბლის შემოქმედებამ ძალიან მიიზიდა
იმპრესიონისტები.
ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის რომანტიზმის განვითარებაში ინგლისელ ფერმწერ
უილიამ ტერნერსაც, რომელმაც თავისი შემოქმედების ბოლოს, გაუსწრო დროს და
თითქმის აბსტრაქციამდე მივიდა. სწორედ ამიტომ, თუკი ის კარიერის დასაწყისში
საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები და დასაფასებელი პიროვნება იყო, სიცოცხლის
ბოლოს ის ჩელსიში გადავიდა, სადაც გამოგონილი სახელით ცხოვრობდა. მისი ადრეული
ნამუშევრები, ძირითადად ბუნების დამანგრეველი, მშფოთვარე სტიქიების
ილუსტრირებაა.
რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docx

More Related Content

More from nino Zirakadze

კურბე და მანე
კურბე და მანეკურბე და მანე
კურბე და მანე
nino Zirakadze
 
პაბლო პიკასო
 პაბლო პიკასო პაბლო პიკასო
პაბლო პიკასო
nino Zirakadze
 
რომი
რომირომი
რომი
nino Zirakadze
 
მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუმაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუ
nino Zirakadze
 
ფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptx
nino Zirakadze
 
პეპელა.docx
პეპელა.docxპეპელა.docx
პეპელა.docx
nino Zirakadze
 
ბაყაყი.docx
ბაყაყი.docxბაყაყი.docx
ბაყაყი.docx
nino Zirakadze
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
nino Zirakadze
 
აღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxაღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptx
nino Zirakadze
 

More from nino Zirakadze (9)

კურბე და მანე
კურბე და მანეკურბე და მანე
კურბე და მანე
 
პაბლო პიკასო
 პაბლო პიკასო პაბლო პიკასო
პაბლო პიკასო
 
რომი
რომირომი
რომი
 
მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუმაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუ
 
ფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptx
 
პეპელა.docx
პეპელა.docxპეპელა.docx
პეპელა.docx
 
ბაყაყი.docx
ბაყაყი.docxბაყაყი.docx
ბაყაყი.docx
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
აღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxაღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptx
 

რომანტიზმი.docx

  • 1. რომანტიზმი რომანტიზმი არის გლობალური და ერთიანი მიმდინარეობა, რომელმაც მე–18 საუკუნის ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების თითქმის ყველა დარგი მოიცვა, მათ შორის ფერწერაც. თავად სიტყვა “romantic” ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში იხმარებოდა ინგლისში რაინდული რომანებისა და კელტური ლეგენდების აღსანიშნად – ეს თქმულებები გადმოცემდნენ ამბებს ჯადოსნური სამყაროს, რაინდული სიყვარულის, მოსაუბრე ჩიტების,წყაროებისა თუ დატყვევებული პრინცესების შესახებ, რომელთაც ურჩხულისგან კეთილშობილი უფლისწულები იხსნიდნენ ხოლმე. უკვე აქ ჩანს რომანტიზმის, როგორც მიმდინარეობის დამახასიათებელი ნიშნები – მისწრაფება იმ სამყაროსადმი, რომელიც არ ემორჩილება ბუნებრივ აუცილებლობათა ლოგიკურ კანონებს და იმართება გულით. რომანტიზმის მთელი არსი მდომარეობს იმ რწმენაში, რომ ადამიანური ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო არის გულში, რომ სწორედ გული გვაკავშირებს სამყაროსთან. რომანტიკოსებმა ხელოვნებაში ახალ კრიტერიუმებად აქციეს გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრიობა, გულწრფელობა, თავისუფლება, ხაზი გადაუსვეს განმანათლებლობის პერიოდში გაღმერთებულ რაციონალიზმსა და პრაქტიციზმს, რასაც დაუპირისპირეს გამოხატვის ემოციურობა და შთაგონება. მათ ასევე უარყვეს თავშეკავებულობა და მორჩილება, მისი ადგილი კი დაიკავა უკიდურესობამდე მისულმა ძლიერმა ემოციებმა. რომანტიზმის ერთ–ერთი მთავარი დებულების თანახმად, ადამიანის წადილები და მისწრაფებები არ შეეფერება იმ სამყაროს, რომელშიც ის არსებობს. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაინახავს თავის მდგომარეობას და შეიცნობს თავის მისწრაფებებს, მას იპყრობს მწარე იმედგაცრუებები, რადგან მისი ადგილი არ არის ამ სამყაროში, შესაბამისად კი ის მარტოსულია. ერთადერთი შვება, ადამიანის მეგობარი კი არის ბუნება, სწორედ ამიტომაც სჭარბობს რომანტიკოსთა ფერწერულ ნამუშევრებში პეიზაჟები. ხოლო საშინელი რეალობიდან თავის დაღწევის ერთ–ერთი საშუალება მათთვის უკიდეგანო ფანტაზიათა სამყაროა – სწორედ ამიტომ, რომანტიკოსები ხშირად იყენებენ თავიანთი ნაწარმოებების თემებად იდუმალ, ზებუნებრივ ისტორიებს. არსებითად გამოიყოფა ორი სახის რომანტიზმი – ერთ შემთხვევაში, ხელოვანი ურიგდება ბედისწერას და მისი ნამუშევრები უკიდურესად მელანქოლიურია; მეორე შემთხვევაში კი ხელოვანი ცდილობს დაამსხვრიოს ბედისწერის ბორკილები, შესაბამისად ასეთი ნამუშევრების ტონი ბევრად უფრო მაჟორულია. რომანტიზმის ერთ–ერთი წარმომადგენელია კასპარ დავიდ ფრიდრიხი, რომელიც გერმანიაში დაუახლოვდა რომანტიკოსების წრეს. მისი ნამუშევრების მთავარი თემაა მისტიკური ატმოსფეროები, საიდუმლოდ ჩუმი პეიზაჟები, უკიდეგანოდ გაშლილი სივრეები, რომელთან შედარებითაც მარტოსული ადამიანი მინიატურული არსებაა; მის თითქმის ყველა ნამუშევარში ადამიანი შებრუნებულია სახით ბუნებისკენ, მისი ერთადერთი მეგობრისა და მანუგეშებელი ძალისკენ, ხოლო მნახველს ზურგს აქცევს. კასპარ დავიდ ფრიდრიხის შემოქმედება ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია, ჟღერადი ფერების ძალა შერბილებულია ბურუსითა და ნისლით.
  • 2.
  • 3. როანტიზმის ერთ–ერთი ლიდერი იყო გერმანელი მხატვარი და თეორეტიკოსი ოტო რუნგე, რომელიც საკმაოდ ახლოს იცნობდა გოეთეს და მასთან მიმოწერას აწარმოებდა ფერთა ოპტიკის თაობაზე, რომელსაც რუნგე მომავალი ხელოვნების გასაღებად
  • 4. მიიჩნევდა. ოტო რუნგემ გამოყო სამი ძირითადი ფერი ( ყვითელი, წითელი, ლურჯი) და სამი შედგენილი ( ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მწვანე). თავისი თეორიები და მოსაზრებები მან განაზოგადა წიგნში ” ფერთა ბურთი”. რაც შეეხება ოტო რუნგეს ფერწერულ შემოქმედებას, აქ მისი ერთ–ერთი დამსახურებაა დღე–ღამის ამსახველი ფერწერული ციკლი, რომლის შექმნასაც ის აპირებდა. აქ ასახული უნდა ყოფილიყო მუდმივი კანონი, რომლის მიხედვით სამყაროში ყველაფერი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება იმისთვის, რათა თავიდან აღორძინდეს. თუმცა მას არ დასცალდა ნამუშევრის დასრულება და 4 ნახატიდან მხოლოდ ერთი, ” დილა” შეასრულა. აქ გამოსახულია მინდორზე დაწოლილი ახალშობილი, რომელიც ახლადშობილ დღეს, დილას განასახიერებს, ხოლო ცის ფონზე გამოსახული ქალის ფიგურა, რომაელი ღვთაება ავრორაა.
  • 5. შვეიცარიელი არნოლდ ბიოკლინი რომანტიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელიც თავის სურათებში ქმნიდა მოგონილ სამყაროს, ხშირად მიზანდასახულად იდუმალს. თავიდან მის შემოქმედებაში ჭარბობდა მითოლოგიური სიუჟეტები, მოგვიანო ხანის კომპოზიციებში კი გამოგონილ სიმბოლიკას რეალური დეტალები დაურთო. ცნობილია, რომ მის გავლენას განიცდიდნენ სურეალისტი მხატვრები და რახმანინოვიც კი.
  • 6. ინგლისური რომანტიზმის წარმომადგენელია კონსტემბლიც, რომელიც მხოლოდ ინგლისის პეიზაჟებს ხატავდა. ცნობილია, რომ ის ძალიან დიდ დროს უთმობდა ცის გამოსახვას ტილოზე და სწორედ მისი შემოტანილი ტერმინი “skying”. კონსტემბლის
  • 7. ნამუშევრები არ არის სტატიკური, ისინი არ გამოსახავენ ბუნებას გაყინულად, არამედ ეს არის ერთი წამი, დაჭერილი შთაბეჭდილება, ერთობა ადამიანისა და ბუნებისა და მისი ჰარმონიულობა. სწორედ ამიტომ, კონსტემბლის შემოქმედებამ ძალიან მიიზიდა იმპრესიონისტები.
  • 8.
  • 9. ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის რომანტიზმის განვითარებაში ინგლისელ ფერმწერ უილიამ ტერნერსაც, რომელმაც თავისი შემოქმედების ბოლოს, გაუსწრო დროს და თითქმის აბსტრაქციამდე მივიდა. სწორედ ამიტომ, თუკი ის კარიერის დასაწყისში საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები და დასაფასებელი პიროვნება იყო, სიცოცხლის ბოლოს ის ჩელსიში გადავიდა, სადაც გამოგონილი სახელით ცხოვრობდა. მისი ადრეული ნამუშევრები, ძირითადად ბუნების დამანგრეველი, მშფოთვარე სტიქიების ილუსტრირებაა.