SlideShare a Scribd company logo
1 of 44
ავტორი: გიორგი გვალია
საგანი: ისტორია
მასწავლებელი: ხატია პერტია
თარიღი:27/11/2015.
მსოფლიოს შვიდი
საოცრება
1.ხეოფსის პირამიდა ჩვენს დრომდე მოაღწია
განადგურდა მიწისძვრის
გამო
3.არტემიდას ტაძარი განადგურდა ხანძრის გამო
4. ზევსის ქანდაკება განადგორდა ხანძრის გამო
5. ჰალიკარნასის
მავზოლეუმი
განადგურდა მიწისძვრის
გამო
6. როდოსის კოლოსი განადგურდა ხანძრის გამო
7. ალექსანდრიის შუქურა განადგურდა ნიწისძვრის
გამო
მსოფლიოს შვიდი საოცრება
ხეოფსის პირამიდა
ხეოფსის პირამიდა
 ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას
დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-
ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი
ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი
მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე
საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147
მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136
მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233
მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას
რომ შემოუარო ამ პირამიდას.
ამ პირამიდის
მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი
არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი
იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული
ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში.
მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი
დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს
გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით
100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა
ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან,
რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება
არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.
პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15
მეტრის სიმაღლეზე საიდანაც ჩადიოდნენ
მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში.
შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა
აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო
ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო
კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის
სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად
აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი ეს იყო დიდი
გალერეა.
დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა
იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა
დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში,
სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა
საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა
სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ კამერის
თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური
ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე
და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი
გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე
გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს
აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია რომ
პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო
შახტები . ერთ-ერთი მიმართულია ორიონის
თანავარსკვლავედისაკენ.
სივრცე, რომელიც ხეოფსის პირამიდას უკავია (52
900 მ2), თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს ხუთ დიდ
ტაძარს: წმინდა პეტრეს ტაძარს (რომში), წმინდა
პავლეს ტაძარსა და ვესტმინსტერის
სააბატოს (ლონდონში), სანატა მარია დელ ფიორეს
ტაძარსა (ფლორენციაში) და მილანის საკათედრო
ტაძარს ან ჩოგბურთის 200 მოედანს.
ეიფელის კოშკის აგებამდე (XIX ს) ხეოფსის პირამიდა
ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.
ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო
მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებული
ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა.
მშენებლობაზე მომუშავე მუშების გამოსაკვებად
შეძენილ თალგამში, ნიორსა და ხახვში დაახლოებით
16 000 ტალანტია დახარჯული, რაც დღეს
დაახლოებით 20 მლნ ევროს შეადგენს.
მძარცველები
პირამიდის მძარცველები მშენებლობის
დასრულებიდან გაცილებით გვიან
გამოჩნდნენ ასპარეზზე. მათ შორის
პირველი ხალიფა აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-
მამუნი იყო. მან ფარაონის პალატამდე
გვირაბი გაათხრევინა, რადგან ფიქრობდა, რომ
იქ, სხვა ფარაონთა აკლდამების მსგავსად,
დიდ საგანძურს იპოვიდა, მაგრამ არაბებმა
დაახლ. 28 სმ. სისქის ღამურის სკორეს ფენის
გარდა ვერაფერი იპოვეს. ამის გამო ხეოფსის
პირამიდის მიმართ მძარცველებმა
ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს.
მოგვიანებით პირამიდამ სულ სხვა ტიპის
„მძარცველების” ყურადღება მიიპყრო. 1158 წელს
არაბებმა კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და
დაანგრიეს, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ არ
ჩავარდნოდათ ხელში. მოგვიანებით, როცა
ეგვიპტელებმა ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ახალი
ნაგებობების ასაგებად პირამიდას თეთრი კირქვის
ფილები შემოაცალეს. ეს ფილები მცირე რაოდენობით
ზოგიერთი მეჩეთის კედლებს დღემდე შემორჩა.
სამშენებლო მასალებზე მონადირეებს ვერც პირამიდის
წვერი „პირამიდიონი” გადაურჩა, ამიტომაც დღეს
პირამიდის სიმაღლე 137,2 მეტრია 146,6 მეტრის
ნაცვლად; პირამიდის მწვერვალზე კი დაახლ. 10 მ X 10
მ ზომის კვადრატული ბაქანი გაჩნდა.
ბაბილონის დაკიდული ბაღები
ბაბილონის დაკიდული ბარები
ბაბილონის დაკიდებული ბაღები —
ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია,
რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას
დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ.
მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი
სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს
აწვდიდა.
დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი
შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება
დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა
მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI
საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
არტემიდას ტაძარი
არტემიდას ტაძარი
არტემიდას ტაძარი ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი —
მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული
ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში;
აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა
დინასტიის მმართველობის პერიოდში.
ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი
მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ
გადაწვა ჰეროსტრატემ, მას ასეთი სრულყოფილების
განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის
დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ
ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას,
მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის
განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა.
მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ
შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის
განმავლობაში მაინც.
ტაძრის აღმოჩენა
1869 წელს ექვს წლიანი ძებნის შემდეგ ჯონ
ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის
ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი.
გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე. შემდგომ
წლებში (1904-06)დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით
ჩტარებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე
საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო
ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები.
დღეისთვის ეს ტერიტორია
მიეკუთვნება სელჩუკის გარეუბანს. ტერიტორია
აღნიშნულია ცალკე მდგომი, გათხრების დროს
აღმოჩენილი სვეტის ფრაგმენტით.
ზევსის ქანდაკება
ზევსის ქანდაკება
ძვ.წ 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა
უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება,
რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში
მისტვის სპეციალურად აგებულ ტაძარში უნდა
დაესვენათ. სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა, ე-ი
დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი
იყო.ქანდაკება მრავალ ძვრიფას მასალას შეიცავდა ,
მათ შორის , ერთ ტონა სპილოს ძვალს და ტოანზე მეტ
ოქროს. ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების
სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული
დახვეწილობა.
გადმოცემით ის უფრო საიუველირო ნაწარმს
ჰგავდა , ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი
ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე
ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეშინოდა,
თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდნენ.
ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის
განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა
ბატონობის დროს მიივიწყეს, გადმოცემის
თანახმად ქანდაკების ნაწილები ახ.წ 394 წელს
ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში (
დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც
ისინი ხანძარმა იმსხვერპლა
თქანდაკების მარჯვენა ზემო თავში იყო სილამაზის
სამი ქალღმერთი , სამი და აგლაია, თალია და
ეფროსინე. ზევისა და ქალღმერთ ევრინომეს
შვილები. ისინი იღბლიან ადამიანებს სილამაზითა
და მომხიბვლელობით აჯილდოებდნენ. ზევს თავზე
ემოსა ზეთისხლის გვირგვინი, რომელიც ოქროსგან
იყო დამზადებული და ის ოლიმპიელ ათლეტებთან
ზევის კავშირზე მიგვანშნებს. რადგან ოლიმპიური
თამაშების გამარჯვებულებსაც მსგავს გვირგვინს
ადგამდნენ. ზევს მარჯვენა ხელზე ესვა ანგელოზი
ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი ბერძნულ
მითოლოგიაში, ის ზევის განუყოფელი ანამგზავრი
იყო.
სფინქზი , რომელიც გამოსახულია სკამის შუა
ნაწილში ზღაპრული ურჩხული იყო, რომელსაც
ქალის თავი, ლომის ტანი და გველის კუდთან
ერთად ფრინველის ფრთებიც გააჩნდა. ზევის
მანტია ოქროს ფურცლებისგან იყო
გამოჭედილი. ფიდიასის სახელოსნოში
არქეოლოგებმა თიხის ყალიბები აღმოაჩინეს ,
რომელთა მეშვეობითაც ზევსის სამოსს
შესაბამის ფორმას აძლევდნენ. ზევს ფეხზე
ოქროს სანდლები ეცვა, მწერალ პავსანიასის
თანახმად, სანდლების ქვეშ ამოტვიფრული იყო
სიტყვები, ** მე შემქმნა ფიდიას ატანელმა
ქარმიდასის ვაჟმა ** .
ტახი , რომელზედაც ზევის ქანდაკება იჯდა , ყვავილების , მათ
შორის , შროშანის ფორმის ჩუქურთმებით იყო გაფორმებული.
ზევის ორივე ფეხთან ქვის ლომები ისხდნენ. ქანდაკების წინ
იყო ცეცხლის დიდი კერა , ათლეტებს ამ საკურთხეველთან
ძღვენი მიჰქონდათ და ზევს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას
სთხოვდნენ. ლეგენდის თანახმად, ბრინჯაოს ურნა , რომელშიც
ათლეტების მიერ მორთმეულ ძღვენს დებდნენ , იმ ადგილას
იგა , სადაც ზევსმა მეხდი დასცა, რათა ფიდიასისთვის
ეჩვენებინა, რომ ქანდაკება მოეწონა. თავდაპირველად ფიდიასმა
ქანდაკებისთვის ხის ყალიბი ააგო, შემდეგ იქ სადაც სხეული
უნდა ყოფილიყო, ხე სპილოს ძვლით დაფარეს და სადაც სამოსი
უნდა ყოფილიყო ოქროთი მოაპირკეთეს. წმინდა ქანდაკებასტან
მიახლოება მხოლოდ ტაძრის მსახურებს შეეძლოდ, უბრალო
სტუმრებს ზევსს შორიდან აყურებიებდნენ, თანაც მხოლოდ
მცირე ხნით , როდესაც ტაძრის მსახური ფარდას გადასწევდა.
ქანდაკების აგებას ფიადოსმა რვა წელი მოანდომა,
როგორც ისტორიკსმა სტრაბონმა გამოთვალა , ზევს
რომ ადგომა შეძლებოდა , თავით ტაძრის სახურავს
გაანგრევდა, ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს
ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს, სინესტისა
და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით
დაფარეს. თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს
დღევანდელი ფასებით შევაფასებდით , ქანდაკება 6
მილიონ გირვანქად სტერლინგად შეფასდებოდა.
ლეგენდის თანახმად რომის იმპერატორმა
კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ
შეძლო რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს
ზევსმა სიცილი დააყარა
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი — მსოფლიოს შვიდი
საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და
ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV
საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის
მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით,
მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო.
მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები
დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის
საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა
მისი დასრულება ვერ მოასწრო
იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს
გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ
აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად
მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო
სახით არტემისიამ დაასრულა.
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი.
კარია ძვ. წ. IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში
შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე.
იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც
ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი
და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო
ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია
მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული
ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული
იყო მარმარილოს კოლონებითა და
ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები
ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა
საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ,
ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე
მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო
მასზე აღმართული იყო მავსოლესა და
არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს
დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ
დაანგრია. XV საუკუნეში წმ. იოანეს
ჯვაროსნული ორდენის რაინდები
მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ
ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც
მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა
სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და
გაანადგურეს.
XIX საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგებმა
მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე
ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს
მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და
ქანდაკებების ფრაგმენტები.
როდოსის კოლოსი
როდოსის კოლოსი
როდოსის კოლოსი — შვიდი საოცრებიდან ერთ-
ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი
ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე.
როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს
მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში
ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III
საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება
თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას
გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე
ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს
კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც
როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის
შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.
ისტორია
ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა
სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს
ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ
შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი
დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.
ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება
მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო
ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ
ექვსინიის პონტიდან (შავი
ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა
ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას
საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის
გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე
დააგროვეს.
მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ
როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის
მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი
როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა.
როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს,
თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს
უარი შეუთვალეს.
კუნძულ როდოსის მდებარეობასაბერძნეთში
როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა
შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში
ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი
მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს
ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ
როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა
ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების
ამღები).
სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში
ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან
უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი
სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით,
რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა.
ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა
ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.
ჰელეპოლიდა ყოველდღე დიდ ზიანს აყენებდა
ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ.
დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ.
ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ
მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს
აყენებდნენ.
როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ,
მათთვის საკვების შეტანას.
ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა
უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა
შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან
დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა,
რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.
გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი
რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს
300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ.
სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული
ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი
ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას
როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის
ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს,
ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან
ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს
უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ
განდაკებას“.
როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ
თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და
აეგოთ მისი გიგანტური განდაკება —
კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი
გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა
ყოფილიყო.
მშენებლობა
ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის
მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო,
ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი
ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი
მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი
პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა,
რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის
საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.
ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ
მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან
ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც
ძველ იტალიურ ქ.ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე
ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.
ლისი პის ბევრი მოწაფე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის
დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. უპირველეს
ყოვლისა მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი.
ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის.
ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის
სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი
ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი,
მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში
იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც
მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი
ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ).
ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს
როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს.
საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად
გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები.
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ,
როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით
გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები,
ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და
ხუროები.
მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს
ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი.
მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები
აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ
დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ
მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა.
კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა
დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის
ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.
ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და
იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი
ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ
მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა
მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო
არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ
მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი
დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი
წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება
თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა
მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ
არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად
უთვალავი მოგზაური მოდიოდა.
დანგრევა
გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს,
როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა
ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა
უშედეგოდ დასრულდა.
უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში,
მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა
მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა
ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ
ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის
ცერას.
წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა,
ხოლო 977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც
ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით
გაიტანა.
ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი,
ბერძ. ΦΆΡΟΣ - შუქურა)
მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს
მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-
ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის
სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი
მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა
მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური
ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს.
შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა
ყოფილიყო და იმ დროისთვის, დედამიწაზე არსებული
ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა
ყოფილიყო.
თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან
შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა
ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია
და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი
სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის
განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100
კილომეტრზე აღწევდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ.
როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ
მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის
ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე,
რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო
ერთი ქანდაკება. მოგვიანებით, მრავალი ადრეული
ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის
მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც
შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე
მეტყველებს.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

More Related Content

What's hot

сценарії спортивних свят та розваг
сценарії спортивних свят та розвагсценарії спортивних свят та розваг
сценарії спортивних свят та розвагdoradyrda
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''Tamuna Chagelishvili
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიirma
 
Марійка Підгірянка
Марійка ПідгірянкаМарійка Підгірянка
Марійка Підгірянкаestet13
 
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia boloექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia boloekashioshvili
 
ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიmarine kvaratskhelia
 
патріотизм – це мода чи національна свідомість учасників
патріотизм – це мода чи національна свідомість учасниківпатріотизм – це мода чи національна свідомість учасників
патріотизм – це мода чи національна свідомість учасниківАндррей Малахов
 
პირადი ჰიგიენა
პირადი  ჰიგიენაპირადი  ჰიგიენა
პირადი ჰიგიენაLela Goginashvili
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაmacacobubuteishvili
 
მარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტემარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტეirinagusha
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონიGeo World Events & Tours
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი ViiJaba Labadze
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე fiqria sidamonize
 
უსაფრთხო სკოლა
უსაფრთხო სკოლაუსაფრთხო სკოლა
უსაფრთხო სკოლაkhvichava
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიManoni Qantaria
 
ბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენციაბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენციაInga Gogaladze
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაInga Sharadze
 

What's hot (20)

сценарії спортивних свят та розваг
сценарії спортивних свят та розвагсценарії спортивних свят та розваг
сценарії спортивних свят та розваг
 
პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''პროექტი,, რა, სად, როდის''
პროექტი,, რა, სად, როდის''
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
 
Марійка Підгірянка
Марійка ПідгірянкаМарійка Підгірянка
Марійка Підгірянка
 
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia boloექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
ექვთიმე თაყაიშვილი Imedia bolo
 
ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესები
 
Bulingi
BulingiBulingi
Bulingi
 
патріотизм – це мода чи національна свідомість учасників
патріотизм – це мода чи національна свідомість учасниківпатріотизм – це мода чи національна свідомість учасників
патріотизм – це мода чи національна свідомість учасників
 
პირადი ჰიგიენა
პირადი  ჰიგიენაპირადი  ჰიგიენა
პირადი ჰიგიენა
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
 
მარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტემარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტე
 
სწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონისწორი კვების რაციონი
სწორი კვების რაციონი
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Vii
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
 
უსაფრთხო სკოლა
უსაფრთხო სკოლაუსაფრთხო სკოლა
უსაფრთხო სკოლა
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
ბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენციაბავშვთა უფლებების კონვენცია
ბავშვთა უფლებების კონვენცია
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 

Similar to მსოპლიოს შვიდა საოცრება

მსაფლიოს შვიდი საოცრება
მსაფლიოს შვიდი საოცრებამსაფლიოს შვიდი საოცრება
მსაფლიოს შვიდი საოცრებაXatuna Karkarashvili
 
მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება barbaretak
 
მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს  შვიდი საოცრებამსოფლიოს  შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრებაxatunakarkarashvili
 
New microsoft office power point presentation (2)
New microsoft office power point presentation (2)New microsoft office power point presentation (2)
New microsoft office power point presentation (2)manana314
 
ეკატერინე გელაშვილი
ეკატერინე გელაშვილიეკატერინე გელაშვილი
ეკატერინე გელაშვილიKeti Tseradze
 
დათო სოფრომაძე
დათო სოფრომაძედათო სოფრომაძე
დათო სოფრომაძეTMcompan
 
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანშიოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანშიlaidvalishvili
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიMarina Tarkashvili
 
Zestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliZestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliBesik Machitadze
 

Similar to მსოპლიოს შვიდა საოცრება (10)

მსაფლიოს შვიდი საოცრება
მსაფლიოს შვიდი საოცრებამსაფლიოს შვიდი საოცრება
მსაფლიოს შვიდი საოცრება
 
მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება
 
მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს  შვიდი საოცრებამსოფლიოს  შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება
 
ვარძია
ვარძიავარძია
ვარძია
 
New microsoft office power point presentation (2)
New microsoft office power point presentation (2)New microsoft office power point presentation (2)
New microsoft office power point presentation (2)
 
ეკატერინე გელაშვილი
ეკატერინე გელაშვილიეკატერინე გელაშვილი
ეკატერინე გელაშვილი
 
დათო სოფრომაძე
დათო სოფრომაძედათო სოფრომაძე
დათო სოფრომაძე
 
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანშიოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში
ოქრომჭედლობა ანტიკური პერიოდის ვანში
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
Zestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashviliZestafoni o.gafrindashvili
Zestafoni o.gafrindashvili
 

მსოპლიოს შვიდა საოცრება

  • 1. ავტორი: გიორგი გვალია საგანი: ისტორია მასწავლებელი: ხატია პერტია თარიღი:27/11/2015.
  • 2. მსოფლიოს შვიდი საოცრება 1.ხეოფსის პირამიდა ჩვენს დრომდე მოაღწია განადგურდა მიწისძვრის გამო 3.არტემიდას ტაძარი განადგურდა ხანძრის გამო 4. ზევსის ქანდაკება განადგორდა ხანძრის გამო 5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი განადგურდა მიწისძვრის გამო 6. როდოსის კოლოსი განადგურდა ხანძრის გამო 7. ალექსანდრიის შუქურა განადგურდა ნიწისძვრის გამო
  • 5. ხეოფსის პირამიდა  ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ- ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.
  • 6. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.
  • 7. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი ეს იყო დიდი გალერეა.
  • 8. დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები . ერთ-ერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ.
  • 9. სივრცე, რომელიც ხეოფსის პირამიდას უკავია (52 900 მ2), თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს ხუთ დიდ ტაძარს: წმინდა პეტრეს ტაძარს (რომში), წმინდა პავლეს ტაძარსა და ვესტმინსტერის სააბატოს (ლონდონში), სანატა მარია დელ ფიორეს ტაძარსა (ფლორენციაში) და მილანის საკათედრო ტაძარს ან ჩოგბურთის 200 მოედანს. ეიფელის კოშკის აგებამდე (XIX ს) ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში. ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებული ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა. მშენებლობაზე მომუშავე მუშების გამოსაკვებად შეძენილ თალგამში, ნიორსა და ხახვში დაახლოებით 16 000 ტალანტია დახარჯული, რაც დღეს დაახლოებით 20 მლნ ევროს შეადგენს.
  • 10. მძარცველები პირამიდის მძარცველები მშენებლობის დასრულებიდან გაცილებით გვიან გამოჩნდნენ ასპარეზზე. მათ შორის პირველი ხალიფა აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ- მამუნი იყო. მან ფარაონის პალატამდე გვირაბი გაათხრევინა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ, სხვა ფარაონთა აკლდამების მსგავსად, დიდ საგანძურს იპოვიდა, მაგრამ არაბებმა დაახლ. 28 სმ. სისქის ღამურის სკორეს ფენის გარდა ვერაფერი იპოვეს. ამის გამო ხეოფსის პირამიდის მიმართ მძარცველებმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს.
  • 11. მოგვიანებით პირამიდამ სულ სხვა ტიპის „მძარცველების” ყურადღება მიიპყრო. 1158 წელს არაბებმა კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და დაანგრიეს, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. მოგვიანებით, როცა ეგვიპტელებმა ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ახალი ნაგებობების ასაგებად პირამიდას თეთრი კირქვის ფილები შემოაცალეს. ეს ფილები მცირე რაოდენობით ზოგიერთი მეჩეთის კედლებს დღემდე შემორჩა. სამშენებლო მასალებზე მონადირეებს ვერც პირამიდის წვერი „პირამიდიონი” გადაურჩა, ამიტომაც დღეს პირამიდის სიმაღლე 137,2 მეტრია 146,6 მეტრის ნაცვლად; პირამიდის მწვერვალზე კი დაახლ. 10 მ X 10 მ ზომის კვადრატული ბაქანი გაჩნდა.
  • 13. ბაბილონის დაკიდული ბარები ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
  • 15. არტემიდას ტაძარი არტემიდას ტაძარი ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატემ, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.
  • 16. ტაძრის აღმოჩენა 1869 წელს ექვს წლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი. გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე. შემდგომ წლებში (1904-06)დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით ჩტარებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები. დღეისთვის ეს ტერიტორია მიეკუთვნება სელჩუკის გარეუბანს. ტერიტორია აღნიშნულია ცალკე მდგომი, გათხრების დროს აღმოჩენილი სვეტის ფრაგმენტით.
  • 18. ზევსის ქანდაკება ძვ.წ 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისტვის სპეციალურად აგებულ ტაძარში უნდა დაესვენათ. სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა, ე-ი დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო.ქანდაკება მრავალ ძვრიფას მასალას შეიცავდა , მათ შორის , ერთ ტონა სპილოს ძვალს და ტოანზე მეტ ოქროს. ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა.
  • 19. გადმოცემით ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა , ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეშინოდა, თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდნენ. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს, გადმოცემის თანახმად ქანდაკების ნაწილები ახ.წ 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში ( დღევანდელი სტამბოლი) გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა
  • 20. თქანდაკების მარჯვენა ზემო თავში იყო სილამაზის სამი ქალღმერთი , სამი და აგლაია, თალია და ეფროსინე. ზევისა და ქალღმერთ ევრინომეს შვილები. ისინი იღბლიან ადამიანებს სილამაზითა და მომხიბვლელობით აჯილდოებდნენ. ზევს თავზე ემოსა ზეთისხლის გვირგვინი, რომელიც ოქროსგან იყო დამზადებული და ის ოლიმპიელ ათლეტებთან ზევის კავშირზე მიგვანშნებს. რადგან ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებსაც მსგავს გვირგვინს ადგამდნენ. ზევს მარჯვენა ხელზე ესვა ანგელოზი ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, ის ზევის განუყოფელი ანამგზავრი იყო.
  • 21. სფინქზი , რომელიც გამოსახულია სკამის შუა ნაწილში ზღაპრული ურჩხული იყო, რომელსაც ქალის თავი, ლომის ტანი და გველის კუდთან ერთად ფრინველის ფრთებიც გააჩნდა. ზევის მანტია ოქროს ფურცლებისგან იყო გამოჭედილი. ფიდიასის სახელოსნოში არქეოლოგებმა თიხის ყალიბები აღმოაჩინეს , რომელთა მეშვეობითაც ზევსის სამოსს შესაბამის ფორმას აძლევდნენ. ზევს ფეხზე ოქროს სანდლები ეცვა, მწერალ პავსანიასის თანახმად, სანდლების ქვეშ ამოტვიფრული იყო სიტყვები, ** მე შემქმნა ფიდიას ატანელმა ქარმიდასის ვაჟმა ** .
  • 22. ტახი , რომელზედაც ზევის ქანდაკება იჯდა , ყვავილების , მათ შორის , შროშანის ფორმის ჩუქურთმებით იყო გაფორმებული. ზევის ორივე ფეხთან ქვის ლომები ისხდნენ. ქანდაკების წინ იყო ცეცხლის დიდი კერა , ათლეტებს ამ საკურთხეველთან ძღვენი მიჰქონდათ და ზევს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას სთხოვდნენ. ლეგენდის თანახმად, ბრინჯაოს ურნა , რომელშიც ათლეტების მიერ მორთმეულ ძღვენს დებდნენ , იმ ადგილას იგა , სადაც ზევსმა მეხდი დასცა, რათა ფიდიასისთვის ეჩვენებინა, რომ ქანდაკება მოეწონა. თავდაპირველად ფიდიასმა ქანდაკებისთვის ხის ყალიბი ააგო, შემდეგ იქ სადაც სხეული უნდა ყოფილიყო, ხე სპილოს ძვლით დაფარეს და სადაც სამოსი უნდა ყოფილიყო ოქროთი მოაპირკეთეს. წმინდა ქანდაკებასტან მიახლოება მხოლოდ ტაძრის მსახურებს შეეძლოდ, უბრალო სტუმრებს ზევსს შორიდან აყურებიებდნენ, თანაც მხოლოდ მცირე ხნით , როდესაც ტაძრის მსახური ფარდას გადასწევდა.
  • 23. ქანდაკების აგებას ფიადოსმა რვა წელი მოანდომა, როგორც ისტორიკსმა სტრაბონმა გამოთვალა , ზევს რომ ადგომა შეძლებოდა , თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა, ქანდაკებისათვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს, სინესტისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს. თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით , ქანდაკება 6 მილიონ გირვანქად სტერლინგად შეფასდებოდა. ლეგენდის თანახმად რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა
  • 25. ჰალიკარნასის მავზოლეუმი ჰალიკარნასის მავზოლეუმი — მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი. ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო
  • 26. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა. ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ. წ. IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
  • 27. მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
  • 28. XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ. იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს. XIX საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.
  • 30. როდოსის კოლოსი როდოსის კოლოსი — შვიდი საოცრებიდან ერთ- ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.
  • 31. ისტორია ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები. ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს.
  • 32. მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს. კუნძულ როდოსის მდებარეობასაბერძნეთში როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).
  • 33. სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის. ჰელეპოლიდა ყოველდღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ. როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.
  • 34. ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა. გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ. სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.
  • 35. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“. როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.
  • 36. მშენებლობა ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი. ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ.ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.
  • 37. ლისი პის ბევრი მოწაფე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. უპირველეს ყოვლისა მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის. ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ). ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები.
  • 38. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.
  • 39. ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.
  • 40. დანგრევა გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა. უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას. წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.
  • 42. ალექსანდრიის შუქურა ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. ΦΆΡΟΣ - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ- ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო და იმ დროისთვის, დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.
  • 43. თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკება. მოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

Editor's Notes

  1. 123
  2. ფფფფ