SlideShare a Scribd company logo
1 of 76
წიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა:მოამზადა:მოამზადა:მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმა
www.ChiaturaINFO.GE
შტეფანშტეფანშტეფანშტეფან ცვაიგიცვაიგიცვაიგიცვაიგი
ლიტერატურულილიტერატურულილიტერატურულილიტერატურული ესკიზიესკიზიესკიზიესკიზი
„დოსტოევსკიდოსტოევსკიდოსტოევსკიდოსტოევსკი“
თანაჟღერათანაჟღერათანაჟღერათანაჟღერა
„მუდამ რომ დაუსრულებელი ხარ,
ეგაა შენი სიდიადიე“
- გოეთე
„დასავლურდასავლურდასავლურდასავლურ აღმოსავლურიაღმოსავლურიაღმოსავლურიაღმოსავლური დივანიდივანიდივანიდივანი“
ფრიად საძნელო, დიდი საპასუხისმგებლო საქმე გახლავთ თედორე მიხეილის ძე
დოსტოევსკიზე ლაპარაკი, ღირსეული სიტყვის თქმა ჩვენი შინაგანი სამყაროსთვის მის
მნიშვნელობაზე, რადგან სრულიად განსხვავებულ საზომს მოითხოვს ამ განუმეორებელი
შემოქმედის ძალისა და სივრცის შეფასება.
ჭეშმარიტად თავსატეხი საქმეა ეს. სულ პირველად ასე გგონია: დასრულებულ ნაწარმოებს
წაიკითხავ და მწერალს გაეცნობი, პოეტს შეიცნობ. არ ყოფილა თურმე ასე, რადგან შენს
თვალწინ გადაიშლება ნამდვილი უსასრულობა, უკიდეგანო კოსმიური სამყარო, უცხო რამ
თანავარსკვლავედებით მოჭედილი და უცხო რამ საპლანეტთაშორისო მუსიკალური
ჰანგებით აღსავსე.
უძლურია ჩვენი გონება, ვერც ვერაოდეს ჩასწვდება იგი ბოლომდე ამ სამყაროს: მეტისმეტად
უცხოა-მეთქი მისი პირველი გაცნობის მომაჯადოებელი სიძლიერე, უზომოდ ღრმაა მისი
ნააზრევი, ფრიად უჩვეულო ამბებია მოთხრობილი. ამიტომაც გვეხამუშება ეს უცხო,
არამშობლიური ზეცა. ვერაფერს გავუგებთ დოსტოევსკის, თუ შნაგანად, მთელი არსებით არ
განვიცადეთ იგი. ჯერ საკუთარი ძალები უნდა მოვსინჯოთ და გამოვწვრთნათ, შევიტყოთ,
თუ რამდენად ძალგვიძს სხვისი დარდის გაზიარება, სხვისი თანაგრძნობის და ახლის
ზეაღმატებული აღქმა: ფარული, ღრმა ფესვები უნდა გამოვჩხრიკოთ ეგებ ამ გზით გავიგოთ
მისი, ერთი შეხედვით ფანტასტიკური, სინამდვილეში კი საოცრად ალალი, საოცრად
ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა. მხოლოდ იქ-მეთქი, ჩვენი ყოფიერების ყველაზე ღრმად
დაფარული, მარაიული და უხვად განტოვილი ფესვების იდუმალ სამფლობელოში თუ
მივაკვლევთ დოსტოევსკის შეცნობის, გაგების უნარს. რადგან უცხო თვალს მეტისმეტად
ეუცნაურება რუსული ლანდშაფტი: მწერლის სამშობლოს ტრამალვებივით ჯერაც
გაუკვალავია ეს სივრცე; თითქოს არაფერი საერთო არა აქვს მას ჩვენს სამყაროსთან!
თვალსაც კი არ ახარებს, აქ როდის-როდის ჩამოჰკრავს სულისმომთქმელი დასვენების
ხანმოკლე წამი. გრძნობათა მისტიკურ ბინდბუნდს, დროდადრო ელვის კაშკაშა მახვილებით
განათებულს, ზოგჯერ ყინულივით ცივი გონება ენაცვლება და ცაზე თბილი მზე კი არა,
იდუმალებით აღსავსე ჩრდილოეთის ნათება ელვარებს წითლად. უძველესი დროის
ლანდშაფტებს, მისტიკურ სამყაროს ეზიარება კაცი დოსტოევსკისთან, ეზიარება უძველეს
და ამავე დროს ქალწულებრივად ხელუხლებელ ქვეყანას, და როგორც ყოველგვარ სიტიქიის
სიახლოვეს, მასთან სიახლოვეც გულის ტკბილ, მაგრამ შიშნარევ თრთოლვას იწვევს.
გულუბრყვილოდ აღტაცებულს გსურს ხალასად მიიჩნიო და იწამო ყოველივე ეს მაგრამ
ტყვედქმნილ გულს წინაგრძნობა წამოეპარება და წაუჩურჩულებს, ეს ატმოსფერო არასოდეს
არ გახდება შენთვის მშობლიური, და იძულებული იქნები დაუბრუნდე შენს სამყაროს,
უფრო თბილს, უფრო ალერსიანს მაგრამ საუბედუროდ უფრო პატარასო. შეძრწუნებული
ადამიანი გრძნობს, რომ სიმძაფრით აღსავსე ეს ლანდშაფტი მეტისმეტად უკიდეგანოა
ჩვეულებრივი თვალისთვის. ხან გავარვარებული ხანაც ყინულივით ცივი ჰაერი ზედმეტად
მძაფრი და სულშემხუთველია ფილტვებისათვის. ადამიანის სული ვერა და ვერ გაუძლებდა,
გაეცლებოდა ამ დიდებულ, მაგრამ თავზარდამცემ საშინელებას, დაუნდობელი ტრაგიზმით
გაჟღენთილსა და თანაც გულსაკლავად მიწიერ სამყაროს ვარსკვლავებით აციმციმებული
სიკეთის ზეცა რომ არ დაჰკაშკაშებდეს ზედ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ზეცაა, ამგრამ უმძაფრესი
სულიერი სუსხის გამო იგი უფრო მაღალია, უფრო შორს, უსასრულობაშია აზიდული,
ვიდრე ჩვენში, ზომიერ სარტყელში. ამ ცას რომ ახედავ ჩვენს მიწაზე ფეხადგმული, უნაპირო
სევდით შეპყრობილია ადამიანი, გულს სიმდშვიდე მოგეფინება, ნუგეშს იპოვი. ამ
საშინელებაში სიდიადეს შეიგრძნობ, წყვდიადში ღმერთს იხილავ. თუ დოსტოევსკის
შემოქმედების ამ მთავარ ძარღვს მივწვდებით, თუკი გავიგებთ ამ დედააზრს, მხოლოდ მაშნ
შეგვეცვლება შიშნარევი მოწიწება მისი მხურვალე სიყვარულით.
მწერლის თავისებურებათა ღრმა განჭვრეტა დაგვანახებს ამ რუსი ადამიანის
ზოგადსაკაცობრიო იდეებს, ძმობის იდეებს. მაგრამ საოცრად გრძელი, საშინლად დამრეცი
და მიხვეულ-მოხვეული გზა უნდა განვლოთ, სანამ ჩააღწევდეთ ბუმბერაზი გულის
სიღრმემდე! ისიცაა, რომ ეს თვალგაუწვდენი სივრცეების ძლევამოსილი მპყრობელი,
შემაძრწუნებლად ღრმა ნააზრევი შემოქმედი მწერლისა, კიდევ უფრო მეტად მოიბურება
საიდუმლოებით, როდესაც მის ლაბირინთებში ჩაწვდომას მოვიწადინებთ. ყოველი
კუნჭული ამ შინაგანი სამყაროსი იდუმალებითაა მოცული. მის მიერ შექმნილი ყოველი
პერსონაჟის ფეხრთით საიდუმლო ბილიკი იწყება, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების
დემონური უფსკრულისაკენ მიიმართება, ზოგჯერ კი მისი სულიერი აღმაფრენა ზეცას
წვდება და ღმერთს ეხმიანება. მწერლის ყოველი ნაწარმოებების მიღმა, მისი ყოველი
მოქმედი პირის ხასიათის მიღმა თუ სამოსელის იდუმალ ნაოჭებში უკუნეთი წყვდიადიც
იმალება და მარადიული ცეცხლიც კაშკაშებს, რადგან დოსტოევსკის ბედი ვარსკვლავმა ასე
განაგო: ადამიანის ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას ზიარებოდა იგი, ყოფიერების
ყოველგვარ მისტიკას შეთვისებოდა. სიკვდილი და უგუნურება, სიზმარი და ცხადზე
უცხადესი სინამდვილე მეზობლობენ მის მიერ შექმნილ სამყაროში. პრობლემები რომლებიც
აწუხებს მას, კაცობრიობის საჭირბოროტო პრობლემებია, მის მიერ გაშუქებული ყველა
მოვლენა უსასრულობას გამოხატავს. როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, როგორც რუსი
ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც წინასწარმეტყველი: ყოველთვის და ყველაფერში
მარადიულ ცეცხლის შუქს ასხივებს იგი. არც ერთი გზა არ გაგიყვანს ბოლოში, არ
დაგახედებს მის გულის ფსკერზე. მხოლოდ ქედმოხრა თუ შეიძლება მის წინაშე, თანაც
მეტისმეტად მორცხვებული, რადგან საოცრად აღმერთებს იგი ადამიანის არსებას, საოცრად,
მეტისმეტად თაყვანს სცემს მას.
თვითონ დოსტოევსკის თითიც კი არ გაუნძრევია იმისათვის, რომ თავისკენ მივეზიდეთ.
სხვა წარმომადგენლები კი ჩვენი დიდი ეპოქისა ასე როდი მალავდნენ თავიანთ ნებას.
ვაგნერმა თავის შემოქმედებას თან დაურთო თავისი პროგრამული განმარტებანი,
საპოლემიკო თავისმართლება; ტოლსტოიმ ფართოდ გააღო თავისი საყოველდღიურო
ცხოვრების კარი, ასე რომ, ყველა ცნობისმოყვარეს შეუძლია გული იჯეროს, ყველა
შეკითხვაზე მზადაა აშკარა პასუხი.
დოსტოევსკის ზრახვანი კი მხოლოდ ნაწარმოების დასრულების შემდეგ ხდებიან
საცნაურნი, მისი გამგებნი შემოქმედებითი პროცესის ცეცხლში იწვიან. მთელი თავისი
სიცოცხლის მანძლზე სიტყვაძუნწი და გაუბედავი იყო იგი. მისი ფიზიკური არსებობაც კი
არაა თითქოს უტყუარი და ეჭვმიუტანელი. ამხანაგები მას მხოლოდ ყმაწვილკაცობისას
ჰყავდა, შემდეგ კი მარტოობას არჩევდა: თითქოს ასე ეგონა, ადამიანისადმი ჩემს დიდ
სიყვარულს რაღაც დააკლდება, თუ ერთ-ერთ მათგანს გამორჩევით შევიყვარებო. მის
წერილებშიც მხოლოდ ყოველდღიურ გაჭირვებაზე, დატანჯულ სხეულის ტკივილზეა
ღაღადი; ბაგეები მოკუმული აქვს თუმცა მაინც მოისმის გაჭირვების ოხვრა და ვაება. მისი
ცხოვრები მრავალი წელი, მთელი ბავშვობის ხანა, ჩვენთვის წყვდიადითაა მოცული, და
უკვე დღეს, როდესაც ჩვენს ასაკოვან თანამედროვეს ჯერაც ახსოვს მისი მგზნებარე
თვალების აელვარებული მზერა, როგორც ხორციელი ადამიანი ისე შორეული გახდა იგი,
რომ ლეგენდად, შარავანდედით მოსილ გმირად და წმინდანად იქცა. ხელშესახები
სინამდვილისა და თანაც გასაოცარი იდუმალების ბურუსი, რომელიც ბურავს ჰომეროსის,
დანტესა და შექსპირის ცხოვრების ამბავს, დოსტოევსკის პიროვნებასაც არაამქვეყნიურ
ელფერს აძლევს. დოკუმენტები კი არა, ზეშთაგონების სიყვარულის ამბები მოგვითხრობს
მისი ცხოვრების მატიანეზე.
გამყოლის გარეშე, მარტოდმარტო უნდა გაუყვე გზას ამ რთული ლაბირინთის ხვეულებში,
არიადნას ძაფი, სულის სიმები უნდა გგადმოახვიო საკუთარი ცხოვრების გორგოლიდან.
რადგან რაც უფრო ღრმად ჩასწვდები მის სულს, მით უფრო ღრმად ჩაიძირები საკუთარ
თავში, და მაშინ მიუახლოვდები მას, როდესაც ჩასწვდები შენს საკუთარ ზოგადსაკაცობრიო
არსს. ვინც ბევრ იცის საკუთარ თავზე, ასევე კარგად შეიცნობს მას, ვინც ადამიანურობის
უმაღლეს და უბადლო საზომად იქცა. გაჰყევი მის სიტყვაკაზმულობის ბილიკებს და ეს გზა
მოგატარებს ვნებათაღელვის სალხინებელს, ბიწიერების ჯოჯოხეთს, ამქვეყნიური ტანჯვა-
წამების ყოველ კუნჭულში შეგახედებს. დაგანახვებს წამებას ადამიანისას, წამებას მთელი
კაცობრიობისას, წამებას ხელოვანისას და ყველაზე შეუბრალებელს – რელიგიურ წამებას.
ბნელა ამ გზაზე. ამიტომაც ვნებათაღელვის ტრფიალი უნდა იყო, ჭეშმარიტბის
დაუცხრომელი მაძიებელი, ფეხი რომ არ დაგიცდეს განზე; ეგაა, რომ ჯერ საკუთარი სღრმის
ფსკერზე უნდა მოახერხო ჩაძირვა და შემდეგ თუ გაბედავ მის უძირო ჭაში ჩახედვას.
გზამკვლევთ არ შემოგაგებებთ იგი. მხოლოდ საკუთარი განცდა თუ გამოგადგებათ
მეგზურად. მხოლოდ ამ ჩირაღდნით თუ მიხვალთ დოსტოევსკისთან. სამად სამ მოწმეს თუ
იპოვნით ხელოვანისას, რომელის სული და ხორცი წარმოგიდგებათ მისტიური სამების
სახით: გარეგნობით, ბედ-იღბლით, შემოქმედებით.
გარეგნობაგარეგნობაგარეგნობაგარეგნობა
რომ შეხედავთ ერთბაშად, სახით გლეხსა ჰგავს. ჩაცვენილი ლოყებს მიწის ფერი დასდებია,
თითქოს ჭუჭყიანიც კიაო. ხანგრძლივ ტანჯვა-ვაებას ისე დაუღარავს სახის კანი, გუთნის
ღრმა ნაკვალევი გეგონებათ. ოცი წელიწადი ავი სენი ჩაბუდებია ტანში, და ამ სნეულებას
ხორციელიც გამოუხრავს და სისხლიც გაუწითლებია. მარცხნივ და მარჯვნივ ღაწვის
თავებზე ქვის ლოდებივით ამობურცვია სლავური ყვრიმალები; მკაცრად მოკუმული
ტუჩები და რბილი ნიკაპი ველურად მოშვებულ წვერულვაშს დაუფარავს. მიწა, კლდეები,
ტყე, ტრაგიკულად უდაბური სტიქიური ლანდშაფტი – აი დოსტოევსკის სახის ნაკვთები.
მეტისმეტად პირქუში, ულამაზო და თანაც უბრალო მიწიერი სახე აქვს ამ კაცს, გლეხსაც და
მათხოვარსაც რომ ჰგავს ერთბაშად. გაბრტყელებული და ფერგადასული, გახუნებული,
სხივჩამქრალი შუქი – რუსეთის ტრამალი, ლოდებით მოფენილი. ფოსოებში ღრმად
ჩამჯდარ თვალებსაც კი არ ძალუძთ ამ გამომშრალი და დაღარული თიხის გასხივოსნება,
რადგან გარესამყაროსკენ როდია მიმართული მათი კაშკაშა თვალისმომჭრელი სინათლე.
პირიქით, ამ თვალთა ისრის საზრდოსმაძიებელი მზერა თითქოს სადღაც შიგნითაა
მიპყრობილი: ეგებ სისხლის ასაჩქროლებად. თვალების ოდნავ მოხუჭვაც კი საკმარისია, რომ
მისი სახე მკვდრისას დაემსგავსოს, რადგან მაშინვე ქრება ნერვული თრთოლვა,წამის წინ
ერთმანეთთან რომ აკავშირებდა სახის ნაკვთებს. უმალ საღათას ძილით შეპყრობილს
დაემსგავსება იგი.
მისი შემოქმედების მსგავსად დოსტოევსკის გარეგნული იერი ჯერ შემაძრწუნებელი
გრძნობების ფერხულს აგიშლის, შემდეგ კი თანდათან, თუმცა გაუბედავად გულს
დაგიმშვიდებს, ბოლოს კი დაგვიმონებს და თაყვანისცემლებად გვაქცევს. რადგან მხოლოდ
დაბლობი ამ მიწისა, მისი გარეგნული სახის მხოლოდ ხორციელი ნაწილი თვლემს ამ
არამიწიერ სევდა-კაეშნის ბურუსში. მაღალგუმბათიან თაღივით დადგმია თავზე მის
გლეხურ წვრილ სახეს გამობურცული ნათელი შუბლი. ჩრდილები და წყვდიადი სულის
გასხივოსნებულ ტაძარს ჰქმნიან ლამაზს. ქვა- მარმარილო რბილი, ხორციელი თიხის
გაგრძელებაა. აბურძგნული წვერ-ულვაში აგვირგვინებს ამ სახეს, რომლის მთელი შუქი
მაღლივ სხივკარეფილა. მის სურათს რომ უცქერი, ხედავ მხოლოდ ამ ფართო, ძლერ, მეფურ
შუბლს და ასე გგონია, მით უფრო ემატება მას შუქი და სივრცე, რაც უფრო ძლიერად
ჩაგრავს სიბერე და ავი სენით გამოწვეული სევდა ამ კაცის სახეს. ცასავით მაღალია იგი და
ცის სიმაღლიდან დაჰნათის დასენიანებულ ხორცს, გატეხილ ჯანს. ეს ხომ ამაღლებული
სულის შარავანდედია მიწიერი ვარამის თავზე. არც ერთ პორტრეტზე არაა მოზეიმე სულის
ეს წმინდა სასუფეველი უფრო სხივმოსილი როგორც უკნასკნელს სურათზე- სიკვდილის
სარეცელზე, როდესაც ამღვრეული თვალების ქუთუთოები ჩამოფარებია და სისხლგაცლილ,
მოსვენებულ ხელებს ჯვარი ჩაუბღჯავს ( ეს ხის უბრალო ჯვარცმა ერთმა გლეხის ქალმა
აჩუქა კატორღელს). როგორც აისის მზე ღამის ლანდშაფტს, ისე დაჰნათის იგი თავის გვამს
და თავის შუქით იგივეს გვამცნობს, რასაც გვამცნობენ მისი წიგნები. სულმა მისმა და
რწმენამ მისმა გაათავისუფლეს იგი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან, ხორციელი ცხოვრებისაგან.
დოსტოევსკის უკანასკნელი სიღრმე მისი უკანასკნელი სიდიადეცაა: და არასოდეს ყოფილა
მისი სახე ასე მეტყველი, როგორც სიკვდილის სარეცელზე.
მისიმისიმისიმისი ცხოვრებისცხოვრებისცხოვრებისცხოვრების ტრაგედიატრაგედიატრაგედიატრაგედია
„Non Vi si pensa quanto sangue costa“ * ძნელიაძნელიაძნელიაძნელია იმისიმისიმისიმის წარმოდგენაწარმოდგენაწარმოდგენაწარმოდგენა თუთუთუთუ რარარარა სისხლისსისხლისსისხლისსისხლის ფასადფასადფასადფასად
დაჯდადაჯდადაჯდადაჯდა ესესესეს“ – დანტედანტედანტედანტე
პირველი, რასაც დოსტოევსკი განგაცდევინებთ ძრწოლაა, შემდეგ კი – სიდიადე. სახით, რომ
გლეხსა თუ სულაც მდაბიოს ჰგავს, ერთი შეხედვით მისი ბედიც ულმობელი და მარტივი
მოგეჩვენება. პირველად შეიძლება უაზროდ ჩათვალოთ ის საშინელი წამება, რომელიც მის
დაუძლურებულ სხეულს არგუნა ბედმა: სამოცი წლის განმავლობაში დაუბოლოვებელი
ტანჯვა. სიღარიბემ სიტკოება გადააქლიბა მის სიჭაბუკეს, აგრეთვე სიბერე. ფიზიკური
ტკივილი ხერხივით ჩაეჭდო მის ძვლებს, გაჭირვების ბურღმა დაუზოგავად დასვრიტა მისი
სასიცოცხლო ნერვი, გავარვარებული ნერვები განუწყვეტლივ აცახცახებდნენ მის სხეულს,
ავხორცობის ნარეკლებმა დაუოკებელი ვნებათაღელვა აუშალეს. არცერთი სასჯელი არ
ეპატია, ყოველგვარი წამება განაცდევინეს. ასეთი ბედ-იღბალი ერთი შეხედვით, უაზროდ
მკაცრი და ბოროტი გვეჩვენება. მაგრამ თუ გონების თვალით უკან მოვიხედავთ დავინახავთ,
ბედი ურო იმიტომ იყო ასეთი ულმობელი რომ უკვდავებას სჭედავდა! იმიტომ იყო ასე
ძლიერი, რომ ძლიერს უნდა გატოლებოდა. ბუმბერაზ ადამიანს საერთო საზომით როდი
აურწყავს ხოლმე ბედი თავის წყალობას. დოსტოევსკის ცხოვრების გზა არაფრით არ ჰგავს
მეცხრამეტე საუკუნის სხვა მწერლების მოკირწყლულ შარაგზას. მუდამ ასეა: ღვთიურ
განგენას ისა სწადია, ძლიერი ძლიერს შეერკინოს. თითქოს ძველი აღთქმის ვარსკვლავზეა
დაბადებული, თავგადადებული გმირობა დააბერტყა თითქოს ზენაარმა მის ეტლს.
თანამედროვეობის, ბურჟუაზიულისა არაფერი სცხია ამ კაცის ბედისწერას. დღენიადაგ
ანგელოზს ებრძვის ვითარცა იაკობი. ღმერთის წინააღმდეგ კი ამხედდრდება ვითარცა იობი,
მაგრამ მაინც ურიგდება საკუთარ ბედს. იგი კი მას უზრუნველ, ზანტი ცხოვრების
საშუალებას არ აძლევს.
მუდამ უნდა ახსოვდეს ღმერთი, უნდა იცოდეს რომ ღმერთს უყვარს იგი და ამიტომ სჯის.
განცხრომის უფლება წართმეული აქვს, ბედნიერებით ვერ ტკბება. უსასრულობისაკენ
მიემართება მისი გზა. ხანდახან დაუტკბება ხოლმე გაბოროტებულ სვე-ბედს. თითქოს
ჩვეულებრივი ცხოვრების გზაზე გადაიყვანეს, მაგრამ იმწავსე კვლავ აღიმართება ხელი
მსახვრალი და ისევ ეკლიან ბარდებში ჩააგდებს. თითქოსდა იმიტომ გაუღიმებს იღბალი,
რომ შემდეგ უფრო ღრმა უფსკრულში გადაჩეხოს ბედისწერამ და ბოლომდე დააცლევინოს
ექსტაზითა და სასოწარკვეთილებით სავსე ფიალა. ხან იმედის მწვერვალზე აიყვანს, სადაც
სხვები ავხორცობის მორევში ლივლივებენ, ხანაც ტანჯვა-წამების ჭაში ჩააგდებს, სადაც
სხვები ტკივილისგან იღუპებიან. და იობის მსგავსად სწორედ მაშინ დაეტაკება ხოლმე
მახვილი, როდესაც ჰგონია მუხლმაგრად ვდგავარ მიწაზეო. ცოლ-შვილი ხელიდან ეცლება,
სნეულს სჯაბნის. ირგვლივ მხოლოდ სიძულვილს გრძნობს. მუდამ მშფოთვარე და
დაუოკებელია, თანაც მუდამ იმედიანი ღმერთს ეჭიდება და ამი ჭიდილში მოგებული რჩება.
ასე გეგონებათ, გულცივი ადამიანების ეპოქამ განგებ ამოირჩია იგი, რათა მის მაგალითზე
ეჩვენებინა, რომ დღესაც შეიძლება სიხარულისა და ტანჯვის ტიტანური განცდაო.
დოსტოევსკი ბუნდოვნად თავდაც გრძნობს რაღაც იდუმალი ძალის გავლენას, რადგან არ
ყოფილა შემთხვევა თავისი ბედის წინააღმდეგ რომ ამხედრებულიყოს, მუქარით მუშტი ზე
რომ აღემართოს. დაუძლურებლი სხეული კონვილსიურად ეკრუნჩხება. მის წერილებში
ზოგჯერ თითქოს სისხლის შადრევანი სჩქეფს, თითქოს საშინელი ღრიალიც ისმის, მაგრამ
მისი სული და რწმენა უმალვე თრგუნავს ამ ამაბოხს. მისტიურად მოაზროვნე დოსტოევსკი
ქვეშეცნეულად გრძნობს ამ მსახვრალი ხელის ღვთიურ ძალას, გრძნობს სკუთარი
ბედისწერის საოცარ ტრაგიზმს. მისი ტანჯვის შემყურე კაცს ტანჯვა შეუყვარდება. თავისი
წამების მცხუნვარე ცეცხლით იგი მთელს ეპოქას, მთელ თავის სამყაროს აგიზგიზებს.
სამჯერ აიტაცებს ცხოვრება მაღლა და სამჯერ დასცემს ძირს. ჭაბუკობაში იგებს სახელის
მოხვეჭის სიტკბოს: პირველელივე წიგნმა გაუთქვა სახელი, მაგრამ უმალვე მიაგნო
უმოწყალო ბრჭყალებმა და კვლავ მივიწყებას მიეცა იგი: საპყრობილეში ჩაამწყვდიეს,
კატორღა მიუსაჯეს, გააციმბირეს და კვლავ ფეხზე წამოდგა წაქცეული და გადაგლეჯილი,
ახლა უფრო ძლიერი და გაშალა მუხლი. მისმა „წერილენი მკვდარი სახლიდან“ მთელი
რუსეთი შესძრა. თვით მეფე ცრემლს აფრქვევდა მისი წიგნის ფურცლებზე, რუსეთის
ახალგაზრდობას ცეცხლი წაეკიდა თითქოს. საკუთარ ჟურნალსაც კი აარსებს იგი ამ ხანად,
მისი ხმა მთელ ხალხს წვდება. სწორედ ამ დროს იბეჭდება მისი პირველი რომანები, მაგრამ
ამ დროს სხვა რისხვა დაატყდა თავს – ვალებში ჩავარდა და იძულებული იყო სამშობლოდან
უცხოეთში გადახვეწილიყო. სნეულებამაც დასჯაბნა. მაწანწალასავით დაეხეტება ევროპის
ქვეყნებში მშობლიური ქვეყნისაგან დავიწყებული. მაგრამ ხანგრძლივი ჯაფა-წამების,
გაჭირვების, უთვისტომობის შემფეგ მესამედ ამოტივტივდება ცხოვრების ზედაპირზე:
პუშკინის ხსოვნისადმი მიძღვნილ ზეიმზე წარმოთქმულმა სიტყვამ ქვეყნის უპირველესი
მწერლის, წინასწარმეტყველის სახელი მოუხვეჭა. ამიერიდან უკვდავებას ეზიარა მისი
დიდება. სწორედ ამ დროს უწყევლა ბედისწერამ, რომლის მსახვრალმა ხელმა სიცოცხლე
მოუსწრაფა. მშობელი ერის აღფრთოვანებული თაყვანისცემა უღონოდ მიეხალა მისი კუბოს
ფიცრებს. მაცდურ და დაუნდობელ განგებას აღარ სჭირდება იგი რადგან უკვე მიარწია
ბრძნულ, გონივრულ საწადელს- მწერლის სულის უკეთესი ნაყოფი მოიწია და გაძარცულ, აწ
უსარგებლოდ ქცეულ სხეულს ზურგი შეაქცია, როგორც ფუჭი რამ თავიდან მოიშორა.
ესოდენ ბრძნული სისასტიკის მეოხებით დოსტოევსკის ცხოვრება ხელოვნების ნაწარმოებად
იქცა, მისი ბიოგრაფია კი ტრაგედიად. განსაცვრიფებელი სიმბოლურობაა, რომ
დოსტოევსკის ნაწარმოებები ავტორის ბედის ეპოქას ჰგავს. რით აიხსნას იდუმალებით
აღსავსე იდენტურობა, მისტიური ურთიერთკავშირი, საკვირველი მსგავსება. სიმბოლურია
მისი ცხოვრების პირველივე დღეები: თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი დაიბადა ღარიბთა
საავადმყოფოში. ბედის ვარსკვლავმა აქვე დააკანონა მისი ადგილი ცხოვრებაში; სადღაც
წუმპეში ყოფნა, გარიყული, თითქოს ყველასგან მოძულებული და ათვალწუნებული
ადამიანის ხვედრი არგუნა. ადამიანთა ჭირ-ვრამის შიგ შუაგულ მორევში იცხოვრა ამ კაცმა
ტანჯვის, ტკივილის, სივდილის მეზობლად. არასოდეს, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე
(იგი მუშათა უბნის ერთ-ერთ სახლის მეოთხე სართულის კუთხის ოთახში გარდაიცვალა) არ
განშორებია იგი ამ გარემოცვას. თავისი ცხოვრების მძიმე ორმოცდათქვსმეტი* (უზუსტობაა.
დოსტოევსკი სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. (მთარგმ) ) წელიწადი უბედურებაში,
სიღარიბეში და გაჭირვებაში გაატარა ცხოვრების ფსკერზე. მამამისი, შილერის მამის
მსგავსად, სამხედრო ექიმი იყო, თავადი, დედა კი წარმოშობით გლეხი. ამ ორი რუსი
ადამიანის თვისებები ნაყოფიერად შეირწყა მასში. მარლმადიდებლურმა აღზრდამ მისი
მეტისმეტი გრძნობა ექსტაზის კალაპოტში გამოამწყვდია. მოსკოვის ღარიბთა თავშესაფარში,
ერთ პატარა საკუჭნაოშო გაატარა მან თავის ძმასთან ერთად ცხოვრების პირველი წლები.
დიახ ეს იყო მისი პირველი წლები, მაგრამ ეს არ იყო ბავშვობის წლები. ეს ცნება თითქოს
არც კი ყოფილა მის ცხოვრებაში. მართლაცდა იგი ხომ არასოდეს ლაპარაკობს ბავშვობაზე.
თითქოს რცხვენია, ანდა ეგებ ეშინია ვინმემ არ შემიცოდოსო. შებრალება ხომ სიამაყეს
შეუბღალავს ადამიანს. მის ბიოგრაფიაში მხოლოდ მუქი ლაქაა ამ ადგილას. პოეტებს კი
როგორ უყვართ ხოლმე ბავშვობის გახსენება, ნაირფერად, გაცისკროვნებულ, ღიმნარევი,
თბილი მოგონებები, სიტკბოება და სინანულიც. და თითქოს მაინც რაღაცას ხვდები როცა
მის მიერ დახატულ ბავშვების ანთებულ თვალებში ჩაიხედავ. კოლიას თუ ჰგავდა იგი
პატარაობისას, მასსავით ნაადრევად განვითარებული თუ იყო, ფანტაზიები რომ
აეშლებოდა, ჰალუცინაციები თუ ეწყებოდა, ბუნდოვანი თანაც შეუპოვარი რწმენა თუ
ჰქონდა, გავიზრდები და სახელოვანი გმირი გავხდები „მთელი ქვეყნიერების ჭირის
სანაცლოო“ ალბათ ნეტოჩკა ნეზვანოვასავით ყელამდე სავსე იყო სიყვარულით, ალბათ
ნეტოჩკასავით პანიკური შიში ჰქონდა, არავინ მიმიხვდეს ამასო. ან ეგებ ილიუშკასავით,
უგონოდ გამომთვრალი კაპიტნის ვაჟიშვილივით, სირცხვილით იწვოდა განუწყვეტელი
ოჯახური აყალმაყალისა და გაუთავებელი გაჭირვების გამო, ეგებ ამ ბიჭუნას მსგავსად მაინც
მუდამ მზად იყო ქვეყანაში თავისი მოჭრისგან დაეცვა თავისიანები.
განვლეს უღიმღამო წლებმა. მაგრამ ჭაბუკს მოგონებებიც აღარ დარჩა ბავშვობაზე, რადგან
თითქოს არც ჰქონია მას ბავშვობა. ამა ქვეყნის დამცირებულთა, აბუჩად აგდებლთა,
განკიცხულთა სულის მხსნელ თავშესაფარს- წიგნების ჭრელ და სახიფათო სამყაროს
შეეხიზნა იგი. თავის ძმასთან ერთად უამრავი წიგნი გადაიკითხა იმ ხანებში, დღესა და
ღამეს ასწორებდა (მაშინვე შეეტყო, თუ როგორი უძღები, უზნეობამდე მისული მისწრაფება
ჰქონდა საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებისა) და ამ ფანტასტიკურმა სამყარომ კიდევ
უფრო მეტად დააშორა იგი სინამდვილეს. კაცობრიობის მიმართ უდიდესი სიყვარულით
რომაა ანთებული, უკარება და კუშტი, ცეცხლი რომაა, ყინულიცაა იმავდროს,
ფანტასტიკურად შეყვარებულია მკაცრ მარტოობაზე, „იატაკქვეშეთში“ კი სახიფათოდ
თვლემს, შვებათა ღელვა აჩრდილივით ფეხდაფეხ აედევნება, მაჯლაჯუნასავით
ჩაეჭიდებადა მრუშობის შავბნელ ბილიკებს შემოატარებს, მგრამ მაინც იგი ეულად დადს,
მაინც განმარტოებას არჩევს. სიამოვნებაში ზიზღის შხამს აწვეთებს, განცხრომაში
დანაშაულის ჩადენის შეგრძნებით გამოწვეულ სინდისის ქეჯნას გრძნობს. მაგრამ
მოუკუმავს ტუჩები და ასე თუჩმოკუმული ცხოვრობს, შემდეგ კი გაჭირვებიდან თავი რომ
დაიხსნას, სულ რამდენიმე მანეთის გულისთვის ჯარში მიდის. მეგობარს ვერა შოულობს.
ასეთ უღიმღამო ატმოსფეროში გაატარა ახალგაზრდობის რამდენიმე უსიხარულო წელი.
მისი წიგნების გმირების მსგავსად, ისიც ტროგლოდიტურ ცხოვრებას ატარებს რომელიღაც
მივარდნილ კუთხეში: ოცნებობს, ფიქრობს, არ ერიდება მანკიერ ფიქრებსა და გრძნობებს.
მთვლემარე პატივმოყვარეობა ჯერ არ გაღვიძებია, საკუთარ თავს ჩუმად უთვალთვალებს
და ძალებს იკრებს. ჭაბუკი აღტაცებით და შიშნარევი გრძნობით გრძნობს ძალღნის ფარულ
მოზღვავებას. უზომოდ უხარია ეს, თან გული უკანკალებს, ეს სიამე არ მოეშალოს, ჯერ
უმწიფარი არ დავისეტყვოო. რამდენიმე წელიწადი გადის ასეთ მდგომარეობაში, გამოსაჩეკი
ჭუბრივით დროს ელოდება, მარტოობამ ჰიპოქონდრიამდე მიიყვანა; ხან სიკვდილის შიში
დაეუფლება ხან ცხოვრება აშინებს, ხან კიდევ საშინელ ქაოსს რომ დაინახავ საკუთარ
სულში, ძრწოლა აიტანს და ვერხვის ფოთოლივით აცახცახდებდა. ღამღამობით
მთარგმნელობით მუშაობას ეწევა, რათა თავი დააღწიოს ფინანსურ გაჭირვებას (ფრიად
დამახასიათებელია, რომ ფული ეხარჯება სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების
დასაკმაყოფილებლად- მოწყალების გაცემაში და გარყვნილებაში.) თარგმნა ბალზაკის „ეჟენი
გრანდე“ და შილერის „დონ კარლოსი“. ამ დღეების ამღვრეული მორევი თანდათან გზას
მიიკვლევს კალაპოტისკენ. შიშითა და ექსტაზით აღსავსე მდგომარეობაში, ოცნების
ბურუსში მთვლემარე ვითარებით მომწიფდა და იშვა მისი პირველი მხატვრული
ნაწარმოები, პატარა რომანი „საცოდავი ადამიანები“.
1844 წელს, ოცდაოთხი წლისამ დაწერა მან ეს შესანიშნავი ეტიუდები ადამიანთა შესახებ.
მან, მარტოობის ესოდენ მოყვარულმა „აღფრთოვანებული გატაცებითა და თითქმის
ცრემლების ფრქვევით“ დაწერა ეს ნაწარმოებები, ნაწარმოები, რომელსაც სათავე მისცა
მწერლის უზომო დამცირებამ – საშინელმა სიღარიბემ. იგი განმსჭვალულია ავტორის
შეუდრეკელი ძალით- ტანჯვისადმი სიყვარულით და უზომო თანაგრძნობით. უნდობლად
დასცქერის იგი თავის ნაწერს. სხვის უთქმელადაც გრძნობს რომ მისი ბედისწერის ამოცანაა
ამ მოთხრობაში, ამ ამოცანის ამოხსნაც აქ არის. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს
პოეტ ნეკროსოვს წააკითხოს ხელნაწერი მსჯავრის დასადებად. ორი დღე გადის უპასუხოდ.
დილის ოთხი სააათია, ანაზდად ზარის მოუთმენელი წკრიალი გაისმის. გაკვირვებულ
დოსტოევსკის აღფრთოვანებული ნეკროსოვი დახვდა კართან. აღტაცებით გულში ჩაიკრა,
ჰკოცნის, შეჰხარის. ნეკრასოვს და მის ერთ მეგობარს ერთად წაუკითხავთ ხელნაწერი,
მთელი ღამე სულმოუთქმელად კითხულობდნენ თურმე, ხან აღტაცებული რჩებოდნენ, ხან
კი ტიროდნენ. როგორც კი დაამთავრეს კითხვა, მისკენ გამოქანდნენ, რათა ყელზე
შემოჭდობოდნენ. ზარის ამ მოულოდნელმა წკრიალმა პირველად მოუხმო დოსტოევსკის
დიდებისაკენ. აღფრთოვანებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში დაათენდათ თავს მეგობრებს.
შემდეგ ნეკრასოვი ბელინსკისთან გარბის, რუსეთის ამ ყოვლისშემძლე კრიტიკოსთან.
„ახალი გოგოლი დაიბადა“ – ოთახში შესვლისთანავ ყვირის იგი და ხელნაწერს დროშასავით
აფრიალებს. „სოკოებივით მრავლდებიან თქვენთან გოგოლები“ – უნდობლად ბუზღუნებს
ბელინსკი, ასეთი აღფრთოვანებით უკმაყოფილო, მაგრამ როდესაც მეორე დღეს
დოსტოევსკი ეწვია მას, თითქოსდა გადასხვაფერებული დახვდა იგი. „თქვენ თვითონ თუ
იცით რა დაწერეთ?!“ – აღელვებული შეძახილით შეეგება იგი განცვიფრებულ ყმაწვილკაცს.
დოსტოევსკი შეცბუნებულია, ტკბილი ჟრუანტელი ფოთოლივით აცახცახებს.
მოულოდნელია ეს დიდება. ამიტომ აიტანა ძროლამ იგი. სიზმარში ჰგონია თავი, კიბეზე
რომ ჩამოდის, ბრუდასხმულივით გაჩერდება ქუჩის კუთხეში. პირველად ახლა გრძნობდა
იგი, და არ კი უნდა დაიჯეროს, რომ ის შავბნელი საშინელი ფიქრები, მაჯლაჯუნასავით
რომ აწვა მის სულსა და გულს, ყოფილა სწორედ ძალღონის ნიშანი, „დიადი და უზომოდ
მშვენიერი რამ“, რაზედაც ასეთი გატაცებით ოცნებობდა ბავშვობიდანვე: უკვდავება, მთელი
ქვეყნიერების სანაცვლოდ წამება. აღმაფრენა და დათრგუნვილობა, სიამაყე და ქედის მოხრა
ერთმანეთს ენაცლებიან მის მშფოთვარე სულში და მან არ იცის, რომელი ირწმუნოს, რომელ
შინაგან ხმას დაუჯეროს. მთვრალივით ბარბაცებს ქუჩებში და იცრემლება. სიხარულისაა ეს
ცრემლები, თან ტკივილის.
ასე მელოდრამატულად ეზიარა დოსტოევსკი პოეზიას. და კვლავ უცნაური მსგავსება მის
ცხოვრებასა და მის ნწარმოებებში ასახულ ამბებს შორის. ერთგანაც და მეორეგანაც
კონტურები ძრწოლვის მომგვრელი რომანების ბანალური რომანტიკითაა გაჟღენთილი,
ბედის მუხთლობა კი ბანალურად პრიმიტიულია და მხოლოდ შინაგანი ძალა და
ჭეშმარიტება კი მიუძღვის სიდიადისკენ. დოსტოევსკის ცხოვრებაში ხშირი შემთხვევებია,
როდესაც დასაწყისი მელოდრამაა, ბოლო კი აუცილებლად ტრაგედია. ყველაფერი უდიდესი
დაძაბულობაზეა დამყარებული: სულ რამდენიმე წამში, ყოველგვარი ხიდებისა და
გადასვლების გარეშე, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებას სცვლის და ათ ან ოც ასეთ წამში
ექსტაზის თუ სულიერი დაცემის მდგომარეობაში მთელი ბედ-იღბალი წყდება. ცხოვრების
ეპილეფსიური შეტევები – აი, რა შეიძლება ვუწოდოთ ექსტაზისა და სასომიხდილი დაცემის
ასეთ წუთებს. ყოველი ასეთი ექსტაზის უკან სახიფათოდ გროვდება უღონობის რუხი ნისლი
და ამ პირქუში ღრუბლიდან საცაა ახალი მეხი გავარდება. ყოველ აღზევებას საშინელი
დაცემა მოსდევს, წუთიერ განცხრომას მონობა და სასოწარკვეთა ენაცვლება. დიდების
შარავანდენი, როლითაც შეამკო ბელინსკიმ იგი, ამავე დროს პირველი რგოლია ბორკილისა,
რომელიც დოსტოევსკიმ მთელი ცხოვრების მანძილზე ათრია შრომის მძიმე ტვირთი.
„თეთრი ღამეები“ მისი უკანასკნელი ნაწარმობია, რომელიც მან, როგორც თავისუფალმა
ადამიანმა, მხოლოდ შემოქმედებითი აღმაფრენის სასიხარულო განცდისათვის შექმნა. ამის
შემდეგ კი მისი შემოქმედებითი მუშაობა დაკავშირებულია ფულის შოვნასთან, ვალის
გასტუმრებასთან. რადგან ამ დროიდან მოყოლებული ყველა ნაწარმოები, რომლის წერასაც
იგი იწყებს, პირველივე აბზაციდან ავანსის მეოხებითაა შეთხზული; ბავშვი ჯერ არ
დაბადებულა და საქმის წარმატების გულისთვის ხელობის მონადაა უკვე გაყიდული.
ამიერიდან დოსტოევსკი ლიტერატურის დილეგშია სამუდამოდ გამომწყვდეული.მთელი
ცხოვრების მანძილზე გაისმის ტყვედპყრობილის უიმედო ღაღადი, გამათავისუფლეთო,
მაგრამ მხოლოდ სიკვდილმა დაიხსნა იგი ამ მძიმე ბორკილებისგან. ახლაბედობისას როდი
იცის მწერალმა, რა წამება მოსდევს პირველ სიხარულს, სწრაფად ამთავრებს რამდენიმე
ნოველას და ახალი რომანის გეგმას ადგენს.
სწორედ ამ დროს აღიმართება ბედისწერის კვერთხი. მისი დემონი მუდამ ფხიზლობს, მას
არ სურს, რომ ზედმეტად იოლი ცხოვრება ჰქონდეს მწერალს და იმისათვის, რომ უფრო
კარგად შეიცნოს ცხოვრების რაობა, უფრო ჩასწვდეს მის სიღრმეს, მუდამ მისი მოსიყვარულე
ღმერთი ახალ განსაცდელს უმზადებს.
და ახლაც, როგორც მაშინ, ღამის წყვდიადში ზარის წკრიალი გაისმის. განცვიფრებული
დოსტოევსკი კარებს აღებს მაგრამ სიცოცხლის დამამკვიდრებელი როდი იყო ამჯერად
ზარის ხმა, აღტაცებული მეგობარი როდი ეწვია, დიდების მაცნე როდი სტუმრებია.
სიკვდილის მოციქული გამოეცხადა. ოთახში ოფიცერი და მისი თანმხლები კაზაკები
შემოცვივდნენ, ბინის ახლად გამოღვიძებული პატრონი დააპატიმრეს, მისი ქაღალდები
გაჩხრიკეს და დალუქეს. რვა თვის განმავლობაში იმყოფება იგი პეტრე-პავლეს ციხის
საკანში, დაპატიმრების მიზეზსაც კი არ უსახელებენ. აღელვებულ მეგობრებთან
დისკუსიაში (რომელსაც გაზვიადებით „პეტრუშევსკის შეთქმულება“ დაარქვეს)
მონაწილეობა ყოფილა თურმე მთლი მისი დანაშაული. უდავოდ გაუგებრობაა მისი
დაპატიმრება. მიუხედავად ამისა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: უმაღლესი ზომა –
დახვრეტა.
კვლავ ბეწვზე ჰკიდია მისი ბედი. ერთმა წამმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ერთმა
მეტიმეტად ხანმოკლე და თანაც მეტისმეტად ბევრის დამტევმა წამმა – უსასრულობის წამმა,
როდესაც სიკვდილმა და სიცოცხლემ მხურვალედ დააკონეს ერთმანეთს ბაგეები. გამთენიის
ხანს თავის ცხრა ამხანაგთან ერთად გამოჰყავთ იგი საპატიმროდან. სემიონოვის მოედანზე
რომ მიიყვანეს, სასუდარე პერანგი ჩააცვეს, ბოძზე მიაკრეს და თვალები აუხვიეს. იწყება
სასიკვდილო განაჩენის კითხვა. ყოველი სიტყვა მკაფიოდ ესმის, ესმის დაფდაფების
ბრახუნი. აი საცაა გადაწყდება ის ბეწვი, რომელზედაც ჰკიდია მისი სიცოცხლე. ჩამოჰკრა
სიკვდილ-სიცოცხლის მომრიგებელმა ჟამმა. საშინელმა სასომიხდილებამ დასჯაბნა,
დასჯაბნა საშინელმა წყურვილმა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ყველაფერი ეს
არნახული, არგაგონილი, არგანცდილი გრძნობა დროის ერთმა მოლეკულამ დაიტია.
ანაზდად ოფიცერმა ხელი ზემოთ ასწია, თეთრი ხელსახოცი დაიქნია და რაღაცის კითხვა
დაიწყო. ეს რაღაც შეწყალებაა. დიახ, იგი შეიწყალეს და სიკვდილის განაჩენი ციმბირში
გადასახლებით შეუცვალეს.
ჭაბუკობაში დიდების მწვერვალზე ასული ყმაწვილი ერთბაშად დავიწყების უფსკრულში
შთაინთქა. ოთხი წლის განმავლობვაში ათას ხუთასი მუხის მარგილით იყო მოსაზღვრული
მისი თვალსაწიერი. ამ მარგილებზე ამოჭრილი ნიშნით იგებდა იგი გასულ დღეებს,
დარჩენილ დღეებსაც. ოთხჯერ განმეორდა ცრემლით გამოტირებული სამას სამოცი დღე.
ბოროტმოქმედნი, ქურდები და კაცის მკვლელები არიან მისი ამხანაგები. მის სამუშაოს
შეადგენს ალებასტრის ხეხვა, აგურების გადატანა-გადმოტანა და თოვლის აღება. სახარება
ერთადერთი წიგნია რომელის კითხვის ნებასაც აძლევენ პატიმრებს. ქეციანი ძაღლი და
ფრთამოტეხილია არწივი არიან მისი ერთადერთი მეგობრები. ოთხი წლის განმავლობაში
იგი ქვესკნელში- „მკვდარ სახლში“ იმყოფება, ჩრდილია ჩრდილთა შრის, ყველასთვის
უცნობი, ყველასთვის დავიწყებული. როდესაც დაწყლულებული ფეხებიდან ბორკილები
ახსნეს და უკან დარჩა ციხის ჟანგმოდებული გისოსი, გადასხვაფერებული აღმოჩნდა იგი:
ჯანმრთელობა შერყეული აქვს, დიდების გვირგვინი – ფეხქვეშგათელილი, რაღაა მისი
ცხოვრება!
მაგრამ ურყევია სიცოცხლისდამი სწრაფვა, სიცოცხლის ხალისი: ადრინდელზე უფრო
ძლიერად კაშკაშებს ექსტაზის უქრობი ალი, მისი ჯანგატეხილი სხეულის გამდნარ
სანთელში რომ ანთია. იგი ვალდებულია კიდევ რამდენიმე წელიწადს იცხოვროს ციმბირში,
ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში; ერთი სტრიქონის დაბეჭდვის უფლებაც კი არ აქვს.
სწორედ აქ, გადასახლებაში, უკიდურეს უიმედობასა და მარტოობაში იქორწინა მან
პირველად. შეირთო ერთი სნეული, ყოვლად უცნაური ქალი, რომელიც უცნაურად
გამოეპასუხა სიბრაულით აღსავსე მის სიყვარულს. მეტისმეტად უცნაურია ეს ქორწინება.
თავგანწირვის რაღაც ბნელით მოცული ტრაგედიაა ჩამარხული მის ამ გადაწყვეტილებაში.
ვერც ცნობისმოყვარეობა და ვერც მოწიწება და თაყვანისცემა ვერ ამოხსნის ამ გამოცანას.
წაიკითხეთ მისი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ და ეგებ ამოხსნათ ამ
ფანტასტიკური თავგანწირვის უხმაურო გმირობა.
ყველასგან დავიწყებული პეტერბურგში ბრუნდება, მისი ლიტერატურული მფარველები
შუერიგდნენ მის გაქელვას, მეგობრები მიმოიფანტნენ. მაგრამ მამაცურად ებრძვის იგი
აზვირთებულ ტალღას, რომელმაც ერთხელ უკვე დაანარცხა ძირს, ებრძვის, სჯობნის და
თანდათან ზევით მიიწევს, რათა კვლავ იხილოს მზის სინათლე. მისმა „ჩანაწერებმა მკვდარი
სახლიდან“, პატიმრის ცხოვრების იმ დაუვიწყარმა მატიანემ, გულუბრყვილობის
ლეტარგიული ძილით შეპყრობილი რუსეთი გამოაფხიზლა. შეძრწუნებულმა ერმა დაინახა,
რომ თურმე აქვე, მის მეზობლად მისი მშვიდი ცხოვრების გვერდით უფრო სწორად ამ
ლივლივა ზედაპირის ქვეშ, მეორე ცხოვრება ყოფილა, ნამდვილი სალხინებელი, ტანჯვა-
წამების სამყარო. მწარე გოდება, ჩივილი მეფის სასახლემდეც აღწევს. მეფეც ცრემლებს
აფრქვევს მისი წიგნის წაკითხვისას, ყველას დოსტოევსკი აკერია პირზე. მხოლოდ ერთმა
წელიწადმა განვლო და კვლავ ძველებურად შეიმოსა დიდების შარავანდედით, რომელიც
ახლა უფრო ბრწყინვალეა, უფრო ფესვმაგარიც. ფეხზე წამომდგარი და მუხლმაგარი
დოსტოევსკი თავის ძმასთან ერთად აარსებს ჟურნალს, რომელსაც თავიდან ბოლომდე
თვითონ წერს. იგი ახლა მწერალიცაა, მოქადაგეც, პოლიტიკოსიც, “Praeceptor Russiae”
(რუსეთის დამრიგებელი) მქუხარე გამოძახილი აქვს ჟურნალს, ყველას მოსწონს, ხელიდან
ხელში გადადის. ამხანებში დოსტოევსკიმ ერთი რომანიც დაწერა, ცბიერი ღიმილით თვალს
უკრავს ბედნიერება. ახლა კი თითქოს სამუდამოდ დაუტკბა ბედისწერა.
მაგრამ კიდევ დააცხრება თავს მისი ცხოვრების გეზის განმგებელი ბოროტი სული. ჯერ
ადრეაო – ბრძანებს იგი. მას ხომ ჯერ არ უგემნია განდევნილობის ტანჯვა და ლუკმაპურის
შოვნის ყოველდღიური შიში. ციმბირი და კატორღა, რუსეთში მიღებული ეს
გამანადგურებელი დარტყმა, არ იყო ესოდენ საშნელი, რადგან ყოველივე ეს მაინც მის
სამშობლოში ხდებოდა. ახლა კი თავის ხალხისადმი უზომო სიყვარულით შეპყრობილს,
უნდა განეცადა კარავს მონატრებული მომთაბარე ადამიანის სიდუხჭირე. დიახ, კიდევ
ერთხელ უნდა შთაენთქა იგი მივიწყების მორევს, კიდევ ერთხელ უნდა დაბრუნებოდა
არარაობის წყვდიადით მოცულ უფსკრულს, სანამ საბოლოოდ მოიხვეჭდა პოეტის, თავისი
ხალხის რჩეული შვილის სახელს. და აი კვლავ მოიღრუბლა მის ცაზე, ისევ გავარდა მეხი,
კვლავ გამანადგურებელი დარტყმა არგუნა ბედმა. დაუხურეს და აუკრძალეს ჟურნალი.
მორიგმა პირველზე უფრო მწვავე გაუგებრობამ მოითხოვა ეს მსხვერპლი. უბედური ამბები
ზედიზედ წაეწყო ერთმანეთს, თითქოს სამუდამოდ დაბანაკდა მის ცხოვრებაში ვაი-ვიში.
მოუკვდა ცოლი, შემდეგ ძმა დამარხა, საუკეთესო მეგობარი და თანაშემწე. ორი ოჯახის
ვალები ტყვიასავით მძიმე ტვირთად დააწვა ზურგზე. მაგრამ იგი ქედს არ იხრის,
გაშმაგებით მუშაობს, დღესა და ღამეს ასწორებს. წერს, თვითონვე უკეთებს რედაქციას,
თვითონვე ბეჭდავს – ოღონდ კი ლუკმაპურის ფული იშოვოს, ოღონდ შეურცხვენლად
გადაირჩინოს სახელი. მაგრამ ბედისწერა მასზე უფრო ძლიერია. შუაღამით
ბოროტმოქმედივით გაეპარება იგი თავის მევალეებს და შორეულ გზას გაუდგება.
იწყება ხანგრძლივი, უმიზნო ხეტიალი ევროპაში; რუსეთისაგან, მისი ძალების
მასულდგმულებელი წყაროსაგან განშორებამ ბევრად უფრო ძლიერი ტკივილი მიაყენა
დოსტოევსკის, ვიდრე კატორღის წლებმა. აბა წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა: დიდი რუსი
მწერალი, თავისი თაობის ნამდვილი გენია, მარადიულობის წინამორბედი – სამშობლოდან
მოწყვეტილი, უსახსრო, სრულიად უმიზნოდ დაეხეტება ერთი ქვეყნიდან მეორეში. რის
ვაივაგლახით შოულობს ხოლმე თავშესაფარს პატარა, დაბალჭერიან ბინებში, სადაც ჰაერიც
კი სიღარიბის ორთქლითაა გაჟღენთილი. მაჯლაჯუნასავით ფეხდაფეხ დასდევს
ეპილეფსიის დემონი. ვალები, თამასუქები, აღებული ვალდებულებანი ერთი სამუშაოდან
მეორისკენ მიედინება, გაჭირვება და სირცხვილი კი ერთი ქალაქიდან მეორეში. საკმარისია
ოდნავ გამოაშუქოს ბედნიერების სხივმა, რომ მაშინვე პირს შეიკრავს ღრუბელი და კვლავ
წყვდიადი დაემუქრება მის ზეცას. მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ახალგაზრდა ქალი,
რმელიც სტენოგრაფისტად მუშაობდა მასთან, მაგრამ პირველი ბავშვი, რომელიც მისგან
შეეძინა უცხო ქვეყანაში, რამდენიმე დღეში ხელიდან გამოეცალა უძლურებისაგან. თუ
ციმბირი მისთვის სალხინებელი და ტანჯვის კარიბჭე იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთად ექცა
საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ყოფნა. გამბედაობა არ ეყოფა კაცს სრულად რომ
წარმოიდგინოს მისი იმდროინდელი ტანჯვა-წამება. ყოველთვის, როცა დრეზდენის
რომელიმე ქუჩას მივყვები ხოლმე, გული მეკუმშება, ნეტავ აქ თუ ცხოვრობდა იგი,
რომელიმე ამ პატარა, ჩაბინძურებულ სახლში, სადღაც მეოთხე სართულზე, საქსონელი
წვრილი ვაჭრების და ქარგლების მეზობლად, რაოდენ საშნელი უნდა ყოფილიყო მარტოობა,
რომნელსაც განიცდიდა იგი მისთვის უჩვეულო ამ ფუსფუსში. ისე გავიდა წლები, რომ
არავინ იცოდა მისი არსებობა. აქედან ერთი საათის სავალზე კი ნაუმბურგში, ფრიდრიხ
ნიცშე ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაუგებდა მას; რიხარდ ვაგნერი;
ჰეგელი; ფლობერი; გოტფრიდ კელერი, მისი თანამედროვენი, ყველანი აქ არიან, მაგრამ
არაფერი იციან მის შესახებ, არც თუ დოსტოევსკიმ იცის რაიმე მათზე. ტყიდან გამოქცეული
შეშინებული მხეცივით გამოვა ხოლმე თავისი სამუშაო ბუნაგიდან, თმააბურძგვნილი,
სამოსელშემოხვეული მალულად მიჰყვება ქუჩას, რომელსაც დრეზდენშიც, ჟენევაშიც და
პარიზშიც ერთი მიმართულება აქვს: კაფესაკენ, რომელიმე კლუბისაკენ, სადაც რუსული
გაზეთები იშოვება. რუსეთის სუნთქვის შეგრძნება სწყურია, სამშობლო ენატრება,
კირილესეულ ასოებს თვალს შეავლებს და სამშობლოს თბილი სიტყვების სურნელით
დატკბება. ზოგჯერ იგი გალერეასაც ესტუმრება ხოლმე, მაგრამ არა ხელოვნების
სიყვარულით (იგი მუდამ ბიზანტიელი ბარბაროსი და ხატთმებრძოლი იყო), არამედ
იმისთვის, რომ გათბეს. არაფერი იცის მის გარშემო მყოფთა შესახებ. მაინც ეჯავრება ისინი,
ეჯავრება იმიტომ, რომ ისინი რუსები არ არიან; ეჯავრება გერმანელები გერმანიაში,
ფრანგები საფრანგეთში. მთელი მისი გულისყური რუსეთისკენაა მიპყრობილი და მხოლოდ
მისი სხეული ცხოვრობს ამ უცხო ქვეყანაში. არცერთი გერმანელი, ფრანგი ან იტალიელი
მწერალი არ გაუცნია მას, არც ერთ მათგანს არ უსაუბრია, მხოლოდ ბანკში იცნობენ, ბანკში,
სადაც თითქმის ყოველდღე მიდის, პატარა ფანჯარას მიადგება და აკანკალებული ხმით
კითხულობს, ხომ არ მოსულა მის სახელზე ფული რუსეთიდან. სულ რაღაც ასიოდე მანეთი,
რომლის გულისთვის ლამის მუხლებზე იხოხა უცხო და უღირსი ადამიანების წინაშე. ბანკის
მოსამსახურეები მასხრად იგდებდნენ ამ საცოდავ კაცს, დასცინიან მის უსასრულო და
სულიერ მოლოდინს. ლომბარდშიც ხშირ-ხშირად უწევს ხოლმე სიარული. ყველაფერი
დააგირავა, რაც კი რამ ებადა. ერთხელ უკანასკნელი შარვალიც კი მიიტანა, სხვა გზა არ
ჰქონდა, დეპეშა უნდა გაეგზავნა პეტერბურგში, კიდევ ერთხელ უნდა ეღრიალა
შემაძრწუნებელი ხმით, ასე ხშირად რომ გაისმის მის წერილებში. გული გეკუმშება,
როდესაც ხედავ, თუ როგორ დამცირებულად, ლამის ძაღლური მორჩილებითა და
მლიქვნელობით იხვეწება ეს ბუმბერაზი ადამიანი ათ მანეთს. დიახ, ათი მანეთისათვის
ხუთჯერ მაინც ახსენებს ღმერთს; გულის მომკლველად ყმუიან, ყეფენ, წკმუტუნებენ ეს
წერილები. ორიოდ გროშს ითხოვს მათი დამწერი. ღამეებს ათენებს, მუშაობაში, წერს. მისი
ცოლი კი ამ დროს სამშობიარო ტკივილებისგან გმინავს. თვითონ მასაც სნეულება ჩაუდგა
კვალში, კვლავ გაუხსენა ეპილეფსიამ, რომელმაც მაგრად ჩაარჭო თავისი ბრჭყალები. აქ
კიდე სახლის მეპატრონე ქალი ეხმაურება – გსამრჯელო ერგება. იგი კი მაინც მუშაობს.
სწორედ ამ ხანებში დაწერა მან „რასკოლნიკოვი“, „იდიოტი“, „მოთამაშე“, „ეშმაკნი“ –
მეცხრამეტე საუკუნის მონუმენტური ნაწარმოებები, მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების
უნივერსალური გამოძახილი რომაა. მუშაობაში პოულობს იგი შვებას, მისი ტანჯვის წყაროც
სწორედ ესაა. რუსეთში, სამშობლოში ჰგონია თავი, როცა მუშაობს. სხვა დროს კი
კატორღაშია, რადგან ევროპა კატორღაა მისთვის. ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად
ჩეფლოს მუშაობაში; რაც შეიძლება ძლიერად გააჩაღოს შემოქმედებითი ცეცხლი, ესაა მისი
გამაბრუებელი წამალი, მისი თამაში, რომელიც მის დაძაბულ ნერვებს უნეტარესი
სიხარულით აღავსებს ხოლმე. გაშმაგებული დღეებს ითვლის, ასე ითვლიდა იგი ოდესღაც
სატუსაღოს ღობის მარგილებს. სხვა ფიქრი არა აქვს, არც სხვა ოცნება: ეგებ როგორმე
მოახერხოს სამშობლოში დაბრუნება. დაე მასხრად იქცეს, ხელაგწვდილი დაეხეტებოდეს
კარდაკარ, ოღონდ კი თავის ქვეყანში ეღირსოს დაბრუნება. მისი აბორგებული სული
მხოლოდ ერთ სიტყვას მოსთქვამს დღენიადაგ: რუსეთი, რუსეთი, რუსეთი! მაგრამ ჯერ არ
დამდგარა ამის დრო და ჟამი, ჯერ კიდევ უნდა ითმინოს ტანჯვა-წამება, ამ უცხო ქუჩებში,
უდრტვინველად უნდა ითმინოს, რადგან მისი შემოქმედების ინტერესი მოითხოვს ამას.
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი

More Related Content

What's hot

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიTamuna Chagelishvili
 
სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...Maia Metreveli
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი 2
ნიკოლოზ  ბარათაშვილი 2ნიკოლოზ  ბარათაშვილი 2
ნიკოლოზ ბარათაშვილი 2Eka Tskhadaia
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება PresentationNona Chabashvili
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებაtamta jgarkava
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიLela Goginashvili
 
გილოცავთ ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს!გილოცავთ ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს!Lela Goginashvili
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიManoni Qantaria
 
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxნატალი ედიგაროვი
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრებისახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრებიschool #4
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copyirmabochorishvili
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელიrusudan paqsadze
 

What's hot (20)

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
მერანი
მერანიმერანი
მერანი
 
სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...სასვენი ნიშნები...
სასვენი ნიშნები...
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი 2
ნიკოლოზ  ბარათაშვილი 2ნიკოლოზ  ბარათაშვილი 2
ნიკოლოზ ბარათაშვილი 2
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentation
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსება
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
გილოცავთ ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს!გილოცავთ ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს!
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
 
"დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები) "დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები)
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრებისახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
მჟავა
მჟავამჟავა
მჟავა
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 

Viewers also liked

Normas internacionales
Normas internacionalesNormas internacionales
Normas internacionalesPaola Casal
 
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap library
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap librarySap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap library
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap libraryNagendra Babu
 
Cara Mudah Membuat Job Description
Cara Mudah Membuat Job DescriptionCara Mudah Membuat Job Description
Cara Mudah Membuat Job DescriptionHRD Forum
 
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?So you think developing an SoC needs to be complex or expensive?
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?Arm
 
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900Roberto Crespo
 
Blocks + Bots Emerging Tech Companies' Slides
Blocks + Bots Emerging Tech Companies' SlidesBlocks + Bots Emerging Tech Companies' Slides
Blocks + Bots Emerging Tech Companies' SlidesAdrienne Debigare
 
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...Nagendra Babu
 
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)Contabilidad consolidacion de estados financieros (2)
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)Paola Casal
 
Avaliação diagnóstica de matematica1
Avaliação diagnóstica de matematica1Avaliação diagnóstica de matematica1
Avaliação diagnóstica de matematica1Flavio Jose da Silva
 
Giao trinh unix
Giao trinh unixGiao trinh unix
Giao trinh unixtranbaanh
 

Viewers also liked (20)

იატაკქვეშეთის ჩანაწერები ფიოდორ დოსტოევსკი
იატაკქვეშეთის ჩანაწერები   ფიოდორ დოსტოევსკიიატაკქვეშეთის ჩანაწერები   ფიოდორ დოსტოევსკი
იატაკქვეშეთის ჩანაწერები ფიოდორ დოსტოევსკი
 
დოსტოევსკი დანაშაული და სასჯელი
დოსტოევსკი   დანაშაული და სასჯელიდოსტოევსკი   დანაშაული და სასჯელი
დოსტოევსკი დანაშაული და სასჯელი
 
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერითამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
 
თეთრი ღამეები დოსტოევსკი
თეთრი ღამეები   დოსტოევსკითეთრი ღამეები   დოსტოევსკი
თეთრი ღამეები დოსტოევსკი
 
ეშმაკნი ფიოდორ დოსტოევსკი
ეშმაკნი   ფიოდორ დოსტოევსკიეშმაკნი   ფიოდორ დოსტოევსკი
ეშმაკნი ფიოდორ დოსტოევსკი
 
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაშიდაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
 
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა პაულო კოელიო
ვერონიკამ  სიკვდილი გადაწყვიტა   პაულო კოელიოვერონიკამ  სიკვდილი გადაწყვიტა   პაულო კოელიო
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა პაულო კოელიო
 
BlizzCon
BlizzConBlizzCon
BlizzCon
 
vinodkumara
vinodkumaravinodkumara
vinodkumara
 
Normas internacionales
Normas internacionalesNormas internacionales
Normas internacionales
 
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap library
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap librarySap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap library
Sap net weaver gateway and o data - sap netweaver gateway - sap library
 
Cara Mudah Membuat Job Description
Cara Mudah Membuat Job DescriptionCara Mudah Membuat Job Description
Cara Mudah Membuat Job Description
 
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?So you think developing an SoC needs to be complex or expensive?
So you think developing an SoC needs to be complex or expensive?
 
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900
Elementos Arquitectónicos de la Arquitectura Europea 1750-1900
 
Blocks + Bots Emerging Tech Companies' Slides
Blocks + Bots Emerging Tech Companies' SlidesBlocks + Bots Emerging Tech Companies' Slides
Blocks + Bots Emerging Tech Companies' Slides
 
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...
Simple exercise on o data and sap ui5 application for the basic crud operatio...
 
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)Contabilidad consolidacion de estados financieros (2)
Contabilidad consolidacion de estados financieros (2)
 
Avaliação diagnóstica de matematica1
Avaliação diagnóstica de matematica1Avaliação diagnóstica de matematica1
Avaliação diagnóstica de matematica1
 
Giao trinh unix
Giao trinh unixGiao trinh unix
Giao trinh unix
 
фотозвіт пташина хатка
фотозвіт пташина хаткафотозвіт пташина хатка
фотозвіт пташина хатка
 

Similar to შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი

ავტორი და პერსონაჟი
ავტორი  და  პერსონაჟიავტორი  და  პერსონაჟი
ავტორი და პერსონაჟიlalilarc
 
eleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangieleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - SarangiNino Chipashvili
 
Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Guri Sichinava
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)სამკითხველო სამკითხველო
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიორიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიოსამკითხველო სამკითხველო
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგოსამკითხველო სამკითხველო
 
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Guri Sichinava
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)Chedia Mariam
 

Similar to შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი (20)

Goderdzi choxeli
Goderdzi choxeliGoderdzi choxeli
Goderdzi choxeli
 
ავტორი და პერსონაჟი
ავტორი  და  პერსონაჟიავტორი  და  პერსონაჟი
ავტორი და პერსონაჟი
 
Dafioni
DafioniDafioni
Dafioni
 
Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
eleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangieleqtronuli jurnali - Sarangi
eleqtronuli jurnali - Sarangi
 
Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიორიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
 
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე დოსტოევსკი თეოდორ
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე   დოსტოევსკი თეოდორბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე   დოსტოევსკი თეოდორ
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე დოსტოევსკი თეოდორ
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
 
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
მაიმუნების პლანეტა პიერ ბული
მაიმუნების პლანეტა   პიერ ბულიმაიმუნების პლანეტა   პიერ ბული
მაიმუნების პლანეტა პიერ ბული
 
Chavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iiiChavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iii
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
 
დიდი გეტსბი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
დიდი გეტსბი   ფრენსის სკოტ ფიცჯერალდიდიდი გეტსბი   ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
დიდი გეტსბი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
 
Maia jaliashvili
Maia jaliashviliMaia jaliashvili
Maia jaliashvili
 
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი   ჯეკ ლონდონიმარტინ იდენი   ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
 

More from სამკითხველო სამკითხველო

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერისამკითხველო სამკითხველო
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)სამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდებისამკითხველო სამკითხველო
 

More from სამკითხველო სამკითხველო (20)

2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
 
არავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაციაარავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაცია
 

შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი

  • 1. წიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსიაწიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა:მოამზადა:მოამზადა:მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმააკაკი ციცქიშვილმა www.ChiaturaINFO.GE
  • 2. შტეფანშტეფანშტეფანშტეფან ცვაიგიცვაიგიცვაიგიცვაიგი ლიტერატურულილიტერატურულილიტერატურულილიტერატურული ესკიზიესკიზიესკიზიესკიზი „დოსტოევსკიდოსტოევსკიდოსტოევსკიდოსტოევსკი“ თანაჟღერათანაჟღერათანაჟღერათანაჟღერა „მუდამ რომ დაუსრულებელი ხარ, ეგაა შენი სიდიადიე“ - გოეთე „დასავლურდასავლურდასავლურდასავლურ აღმოსავლურიაღმოსავლურიაღმოსავლურიაღმოსავლური დივანიდივანიდივანიდივანი“ ფრიად საძნელო, დიდი საპასუხისმგებლო საქმე გახლავთ თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკიზე ლაპარაკი, ღირსეული სიტყვის თქმა ჩვენი შინაგანი სამყაროსთვის მის მნიშვნელობაზე, რადგან სრულიად განსხვავებულ საზომს მოითხოვს ამ განუმეორებელი შემოქმედის ძალისა და სივრცის შეფასება. ჭეშმარიტად თავსატეხი საქმეა ეს. სულ პირველად ასე გგონია: დასრულებულ ნაწარმოებს წაიკითხავ და მწერალს გაეცნობი, პოეტს შეიცნობ. არ ყოფილა თურმე ასე, რადგან შენს თვალწინ გადაიშლება ნამდვილი უსასრულობა, უკიდეგანო კოსმიური სამყარო, უცხო რამ თანავარსკვლავედებით მოჭედილი და უცხო რამ საპლანეტთაშორისო მუსიკალური ჰანგებით აღსავსე. უძლურია ჩვენი გონება, ვერც ვერაოდეს ჩასწვდება იგი ბოლომდე ამ სამყაროს: მეტისმეტად უცხოა-მეთქი მისი პირველი გაცნობის მომაჯადოებელი სიძლიერე, უზომოდ ღრმაა მისი ნააზრევი, ფრიად უჩვეულო ამბებია მოთხრობილი. ამიტომაც გვეხამუშება ეს უცხო, არამშობლიური ზეცა. ვერაფერს გავუგებთ დოსტოევსკის, თუ შნაგანად, მთელი არსებით არ განვიცადეთ იგი. ჯერ საკუთარი ძალები უნდა მოვსინჯოთ და გამოვწვრთნათ, შევიტყოთ, თუ რამდენად ძალგვიძს სხვისი დარდის გაზიარება, სხვისი თანაგრძნობის და ახლის ზეაღმატებული აღქმა: ფარული, ღრმა ფესვები უნდა გამოვჩხრიკოთ ეგებ ამ გზით გავიგოთ მისი, ერთი შეხედვით ფანტასტიკური, სინამდვილეში კი საოცრად ალალი, საოცრად ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა. მხოლოდ იქ-მეთქი, ჩვენი ყოფიერების ყველაზე ღრმად დაფარული, მარაიული და უხვად განტოვილი ფესვების იდუმალ სამფლობელოში თუ მივაკვლევთ დოსტოევსკის შეცნობის, გაგების უნარს. რადგან უცხო თვალს მეტისმეტად ეუცნაურება რუსული ლანდშაფტი: მწერლის სამშობლოს ტრამალვებივით ჯერაც გაუკვალავია ეს სივრცე; თითქოს არაფერი საერთო არა აქვს მას ჩვენს სამყაროსთან!
  • 3. თვალსაც კი არ ახარებს, აქ როდის-როდის ჩამოჰკრავს სულისმომთქმელი დასვენების ხანმოკლე წამი. გრძნობათა მისტიკურ ბინდბუნდს, დროდადრო ელვის კაშკაშა მახვილებით განათებულს, ზოგჯერ ყინულივით ცივი გონება ენაცვლება და ცაზე თბილი მზე კი არა, იდუმალებით აღსავსე ჩრდილოეთის ნათება ელვარებს წითლად. უძველესი დროის ლანდშაფტებს, მისტიკურ სამყაროს ეზიარება კაცი დოსტოევსკისთან, ეზიარება უძველეს და ამავე დროს ქალწულებრივად ხელუხლებელ ქვეყანას, და როგორც ყოველგვარ სიტიქიის სიახლოვეს, მასთან სიახლოვეც გულის ტკბილ, მაგრამ შიშნარევ თრთოლვას იწვევს. გულუბრყვილოდ აღტაცებულს გსურს ხალასად მიიჩნიო და იწამო ყოველივე ეს მაგრამ ტყვედქმნილ გულს წინაგრძნობა წამოეპარება და წაუჩურჩულებს, ეს ატმოსფერო არასოდეს არ გახდება შენთვის მშობლიური, და იძულებული იქნები დაუბრუნდე შენს სამყაროს, უფრო თბილს, უფრო ალერსიანს მაგრამ საუბედუროდ უფრო პატარასო. შეძრწუნებული ადამიანი გრძნობს, რომ სიმძაფრით აღსავსე ეს ლანდშაფტი მეტისმეტად უკიდეგანოა ჩვეულებრივი თვალისთვის. ხან გავარვარებული ხანაც ყინულივით ცივი ჰაერი ზედმეტად მძაფრი და სულშემხუთველია ფილტვებისათვის. ადამიანის სული ვერა და ვერ გაუძლებდა, გაეცლებოდა ამ დიდებულ, მაგრამ თავზარდამცემ საშინელებას, დაუნდობელი ტრაგიზმით გაჟღენთილსა და თანაც გულსაკლავად მიწიერ სამყაროს ვარსკვლავებით აციმციმებული სიკეთის ზეცა რომ არ დაჰკაშკაშებდეს ზედ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ზეცაა, ამგრამ უმძაფრესი სულიერი სუსხის გამო იგი უფრო მაღალია, უფრო შორს, უსასრულობაშია აზიდული, ვიდრე ჩვენში, ზომიერ სარტყელში. ამ ცას რომ ახედავ ჩვენს მიწაზე ფეხადგმული, უნაპირო სევდით შეპყრობილია ადამიანი, გულს სიმდშვიდე მოგეფინება, ნუგეშს იპოვი. ამ საშინელებაში სიდიადეს შეიგრძნობ, წყვდიადში ღმერთს იხილავ. თუ დოსტოევსკის შემოქმედების ამ მთავარ ძარღვს მივწვდებით, თუკი გავიგებთ ამ დედააზრს, მხოლოდ მაშნ შეგვეცვლება შიშნარევი მოწიწება მისი მხურვალე სიყვარულით. მწერლის თავისებურებათა ღრმა განჭვრეტა დაგვანახებს ამ რუსი ადამიანის ზოგადსაკაცობრიო იდეებს, ძმობის იდეებს. მაგრამ საოცრად გრძელი, საშინლად დამრეცი და მიხვეულ-მოხვეული გზა უნდა განვლოთ, სანამ ჩააღწევდეთ ბუმბერაზი გულის სიღრმემდე! ისიცაა, რომ ეს თვალგაუწვდენი სივრცეების ძლევამოსილი მპყრობელი, შემაძრწუნებლად ღრმა ნააზრევი შემოქმედი მწერლისა, კიდევ უფრო მეტად მოიბურება საიდუმლოებით, როდესაც მის ლაბირინთებში ჩაწვდომას მოვიწადინებთ. ყოველი კუნჭული ამ შინაგანი სამყაროსი იდუმალებითაა მოცული. მის მიერ შექმნილი ყოველი პერსონაჟის ფეხრთით საიდუმლო ბილიკი იწყება, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების დემონური უფსკრულისაკენ მიიმართება, ზოგჯერ კი მისი სულიერი აღმაფრენა ზეცას წვდება და ღმერთს ეხმიანება. მწერლის ყოველი ნაწარმოებების მიღმა, მისი ყოველი მოქმედი პირის ხასიათის მიღმა თუ სამოსელის იდუმალ ნაოჭებში უკუნეთი წყვდიადიც იმალება და მარადიული ცეცხლიც კაშკაშებს, რადგან დოსტოევსკის ბედი ვარსკვლავმა ასე განაგო: ადამიანის ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას ზიარებოდა იგი, ყოფიერების ყოველგვარ მისტიკას შეთვისებოდა. სიკვდილი და უგუნურება, სიზმარი და ცხადზე უცხადესი სინამდვილე მეზობლობენ მის მიერ შექმნილ სამყაროში. პრობლემები რომლებიც აწუხებს მას, კაცობრიობის საჭირბოროტო პრობლემებია, მის მიერ გაშუქებული ყველა მოვლენა უსასრულობას გამოხატავს. როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, როგორც რუსი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც წინასწარმეტყველი: ყოველთვის და ყველაფერში მარადიულ ცეცხლის შუქს ასხივებს იგი. არც ერთი გზა არ გაგიყვანს ბოლოში, არ დაგახედებს მის გულის ფსკერზე. მხოლოდ ქედმოხრა თუ შეიძლება მის წინაშე, თანაც
  • 4. მეტისმეტად მორცხვებული, რადგან საოცრად აღმერთებს იგი ადამიანის არსებას, საოცრად, მეტისმეტად თაყვანს სცემს მას. თვითონ დოსტოევსკის თითიც კი არ გაუნძრევია იმისათვის, რომ თავისკენ მივეზიდეთ. სხვა წარმომადგენლები კი ჩვენი დიდი ეპოქისა ასე როდი მალავდნენ თავიანთ ნებას. ვაგნერმა თავის შემოქმედებას თან დაურთო თავისი პროგრამული განმარტებანი, საპოლემიკო თავისმართლება; ტოლსტოიმ ფართოდ გააღო თავისი საყოველდღიურო ცხოვრების კარი, ასე რომ, ყველა ცნობისმოყვარეს შეუძლია გული იჯეროს, ყველა შეკითხვაზე მზადაა აშკარა პასუხი. დოსტოევსკის ზრახვანი კი მხოლოდ ნაწარმოების დასრულების შემდეგ ხდებიან საცნაურნი, მისი გამგებნი შემოქმედებითი პროცესის ცეცხლში იწვიან. მთელი თავისი სიცოცხლის მანძლზე სიტყვაძუნწი და გაუბედავი იყო იგი. მისი ფიზიკური არსებობაც კი არაა თითქოს უტყუარი და ეჭვმიუტანელი. ამხანაგები მას მხოლოდ ყმაწვილკაცობისას ჰყავდა, შემდეგ კი მარტოობას არჩევდა: თითქოს ასე ეგონა, ადამიანისადმი ჩემს დიდ სიყვარულს რაღაც დააკლდება, თუ ერთ-ერთ მათგანს გამორჩევით შევიყვარებო. მის წერილებშიც მხოლოდ ყოველდღიურ გაჭირვებაზე, დატანჯულ სხეულის ტკივილზეა ღაღადი; ბაგეები მოკუმული აქვს თუმცა მაინც მოისმის გაჭირვების ოხვრა და ვაება. მისი ცხოვრები მრავალი წელი, მთელი ბავშვობის ხანა, ჩვენთვის წყვდიადითაა მოცული, და უკვე დღეს, როდესაც ჩვენს ასაკოვან თანამედროვეს ჯერაც ახსოვს მისი მგზნებარე თვალების აელვარებული მზერა, როგორც ხორციელი ადამიანი ისე შორეული გახდა იგი, რომ ლეგენდად, შარავანდედით მოსილ გმირად და წმინდანად იქცა. ხელშესახები სინამდვილისა და თანაც გასაოცარი იდუმალების ბურუსი, რომელიც ბურავს ჰომეროსის, დანტესა და შექსპირის ცხოვრების ამბავს, დოსტოევსკის პიროვნებასაც არაამქვეყნიურ ელფერს აძლევს. დოკუმენტები კი არა, ზეშთაგონების სიყვარულის ამბები მოგვითხრობს მისი ცხოვრების მატიანეზე. გამყოლის გარეშე, მარტოდმარტო უნდა გაუყვე გზას ამ რთული ლაბირინთის ხვეულებში, არიადნას ძაფი, სულის სიმები უნდა გგადმოახვიო საკუთარი ცხოვრების გორგოლიდან. რადგან რაც უფრო ღრმად ჩასწვდები მის სულს, მით უფრო ღრმად ჩაიძირები საკუთარ თავში, და მაშინ მიუახლოვდები მას, როდესაც ჩასწვდები შენს საკუთარ ზოგადსაკაცობრიო არსს. ვინც ბევრ იცის საკუთარ თავზე, ასევე კარგად შეიცნობს მას, ვინც ადამიანურობის უმაღლეს და უბადლო საზომად იქცა. გაჰყევი მის სიტყვაკაზმულობის ბილიკებს და ეს გზა მოგატარებს ვნებათაღელვის სალხინებელს, ბიწიერების ჯოჯოხეთს, ამქვეყნიური ტანჯვა- წამების ყოველ კუნჭულში შეგახედებს. დაგანახვებს წამებას ადამიანისას, წამებას მთელი კაცობრიობისას, წამებას ხელოვანისას და ყველაზე შეუბრალებელს – რელიგიურ წამებას. ბნელა ამ გზაზე. ამიტომაც ვნებათაღელვის ტრფიალი უნდა იყო, ჭეშმარიტბის დაუცხრომელი მაძიებელი, ფეხი რომ არ დაგიცდეს განზე; ეგაა, რომ ჯერ საკუთარი სღრმის ფსკერზე უნდა მოახერხო ჩაძირვა და შემდეგ თუ გაბედავ მის უძირო ჭაში ჩახედვას. გზამკვლევთ არ შემოგაგებებთ იგი. მხოლოდ საკუთარი განცდა თუ გამოგადგებათ მეგზურად. მხოლოდ ამ ჩირაღდნით თუ მიხვალთ დოსტოევსკისთან. სამად სამ მოწმეს თუ იპოვნით ხელოვანისას, რომელის სული და ხორცი წარმოგიდგებათ მისტიური სამების სახით: გარეგნობით, ბედ-იღბლით, შემოქმედებით. გარეგნობაგარეგნობაგარეგნობაგარეგნობა
  • 5. რომ შეხედავთ ერთბაშად, სახით გლეხსა ჰგავს. ჩაცვენილი ლოყებს მიწის ფერი დასდებია, თითქოს ჭუჭყიანიც კიაო. ხანგრძლივ ტანჯვა-ვაებას ისე დაუღარავს სახის კანი, გუთნის ღრმა ნაკვალევი გეგონებათ. ოცი წელიწადი ავი სენი ჩაბუდებია ტანში, და ამ სნეულებას ხორციელიც გამოუხრავს და სისხლიც გაუწითლებია. მარცხნივ და მარჯვნივ ღაწვის თავებზე ქვის ლოდებივით ამობურცვია სლავური ყვრიმალები; მკაცრად მოკუმული ტუჩები და რბილი ნიკაპი ველურად მოშვებულ წვერულვაშს დაუფარავს. მიწა, კლდეები, ტყე, ტრაგიკულად უდაბური სტიქიური ლანდშაფტი – აი დოსტოევსკის სახის ნაკვთები. მეტისმეტად პირქუში, ულამაზო და თანაც უბრალო მიწიერი სახე აქვს ამ კაცს, გლეხსაც და მათხოვარსაც რომ ჰგავს ერთბაშად. გაბრტყელებული და ფერგადასული, გახუნებული, სხივჩამქრალი შუქი – რუსეთის ტრამალი, ლოდებით მოფენილი. ფოსოებში ღრმად ჩამჯდარ თვალებსაც კი არ ძალუძთ ამ გამომშრალი და დაღარული თიხის გასხივოსნება, რადგან გარესამყაროსკენ როდია მიმართული მათი კაშკაშა თვალისმომჭრელი სინათლე. პირიქით, ამ თვალთა ისრის საზრდოსმაძიებელი მზერა თითქოს სადღაც შიგნითაა მიპყრობილი: ეგებ სისხლის ასაჩქროლებად. თვალების ოდნავ მოხუჭვაც კი საკმარისია, რომ მისი სახე მკვდრისას დაემსგავსოს, რადგან მაშინვე ქრება ნერვული თრთოლვა,წამის წინ ერთმანეთთან რომ აკავშირებდა სახის ნაკვთებს. უმალ საღათას ძილით შეპყრობილს დაემსგავსება იგი. მისი შემოქმედების მსგავსად დოსტოევსკის გარეგნული იერი ჯერ შემაძრწუნებელი გრძნობების ფერხულს აგიშლის, შემდეგ კი თანდათან, თუმცა გაუბედავად გულს დაგიმშვიდებს, ბოლოს კი დაგვიმონებს და თაყვანისცემლებად გვაქცევს. რადგან მხოლოდ დაბლობი ამ მიწისა, მისი გარეგნული სახის მხოლოდ ხორციელი ნაწილი თვლემს ამ არამიწიერ სევდა-კაეშნის ბურუსში. მაღალგუმბათიან თაღივით დადგმია თავზე მის გლეხურ წვრილ სახეს გამობურცული ნათელი შუბლი. ჩრდილები და წყვდიადი სულის გასხივოსნებულ ტაძარს ჰქმნიან ლამაზს. ქვა- მარმარილო რბილი, ხორციელი თიხის გაგრძელებაა. აბურძგნული წვერ-ულვაში აგვირგვინებს ამ სახეს, რომლის მთელი შუქი მაღლივ სხივკარეფილა. მის სურათს რომ უცქერი, ხედავ მხოლოდ ამ ფართო, ძლერ, მეფურ შუბლს და ასე გგონია, მით უფრო ემატება მას შუქი და სივრცე, რაც უფრო ძლიერად ჩაგრავს სიბერე და ავი სენით გამოწვეული სევდა ამ კაცის სახეს. ცასავით მაღალია იგი და ცის სიმაღლიდან დაჰნათის დასენიანებულ ხორცს, გატეხილ ჯანს. ეს ხომ ამაღლებული სულის შარავანდედია მიწიერი ვარამის თავზე. არც ერთ პორტრეტზე არაა მოზეიმე სულის ეს წმინდა სასუფეველი უფრო სხივმოსილი როგორც უკნასკნელს სურათზე- სიკვდილის სარეცელზე, როდესაც ამღვრეული თვალების ქუთუთოები ჩამოფარებია და სისხლგაცლილ, მოსვენებულ ხელებს ჯვარი ჩაუბღჯავს ( ეს ხის უბრალო ჯვარცმა ერთმა გლეხის ქალმა აჩუქა კატორღელს). როგორც აისის მზე ღამის ლანდშაფტს, ისე დაჰნათის იგი თავის გვამს და თავის შუქით იგივეს გვამცნობს, რასაც გვამცნობენ მისი წიგნები. სულმა მისმა და რწმენამ მისმა გაათავისუფლეს იგი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან, ხორციელი ცხოვრებისაგან. დოსტოევსკის უკანასკნელი სიღრმე მისი უკანასკნელი სიდიადეცაა: და არასოდეს ყოფილა მისი სახე ასე მეტყველი, როგორც სიკვდილის სარეცელზე. მისიმისიმისიმისი ცხოვრებისცხოვრებისცხოვრებისცხოვრების ტრაგედიატრაგედიატრაგედიატრაგედია
  • 6. „Non Vi si pensa quanto sangue costa“ * ძნელიაძნელიაძნელიაძნელია იმისიმისიმისიმის წარმოდგენაწარმოდგენაწარმოდგენაწარმოდგენა თუთუთუთუ რარარარა სისხლისსისხლისსისხლისსისხლის ფასადფასადფასადფასად დაჯდადაჯდადაჯდადაჯდა ესესესეს“ – დანტედანტედანტედანტე პირველი, რასაც დოსტოევსკი განგაცდევინებთ ძრწოლაა, შემდეგ კი – სიდიადე. სახით, რომ გლეხსა თუ სულაც მდაბიოს ჰგავს, ერთი შეხედვით მისი ბედიც ულმობელი და მარტივი მოგეჩვენება. პირველად შეიძლება უაზროდ ჩათვალოთ ის საშინელი წამება, რომელიც მის დაუძლურებულ სხეულს არგუნა ბედმა: სამოცი წლის განმავლობაში დაუბოლოვებელი ტანჯვა. სიღარიბემ სიტკოება გადააქლიბა მის სიჭაბუკეს, აგრეთვე სიბერე. ფიზიკური ტკივილი ხერხივით ჩაეჭდო მის ძვლებს, გაჭირვების ბურღმა დაუზოგავად დასვრიტა მისი სასიცოცხლო ნერვი, გავარვარებული ნერვები განუწყვეტლივ აცახცახებდნენ მის სხეულს, ავხორცობის ნარეკლებმა დაუოკებელი ვნებათაღელვა აუშალეს. არცერთი სასჯელი არ ეპატია, ყოველგვარი წამება განაცდევინეს. ასეთი ბედ-იღბალი ერთი შეხედვით, უაზროდ მკაცრი და ბოროტი გვეჩვენება. მაგრამ თუ გონების თვალით უკან მოვიხედავთ დავინახავთ, ბედი ურო იმიტომ იყო ასეთი ულმობელი რომ უკვდავებას სჭედავდა! იმიტომ იყო ასე ძლიერი, რომ ძლიერს უნდა გატოლებოდა. ბუმბერაზ ადამიანს საერთო საზომით როდი აურწყავს ხოლმე ბედი თავის წყალობას. დოსტოევსკის ცხოვრების გზა არაფრით არ ჰგავს მეცხრამეტე საუკუნის სხვა მწერლების მოკირწყლულ შარაგზას. მუდამ ასეა: ღვთიურ განგენას ისა სწადია, ძლიერი ძლიერს შეერკინოს. თითქოს ძველი აღთქმის ვარსკვლავზეა დაბადებული, თავგადადებული გმირობა დააბერტყა თითქოს ზენაარმა მის ეტლს. თანამედროვეობის, ბურჟუაზიულისა არაფერი სცხია ამ კაცის ბედისწერას. დღენიადაგ ანგელოზს ებრძვის ვითარცა იაკობი. ღმერთის წინააღმდეგ კი ამხედდრდება ვითარცა იობი, მაგრამ მაინც ურიგდება საკუთარ ბედს. იგი კი მას უზრუნველ, ზანტი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. მუდამ უნდა ახსოვდეს ღმერთი, უნდა იცოდეს რომ ღმერთს უყვარს იგი და ამიტომ სჯის. განცხრომის უფლება წართმეული აქვს, ბედნიერებით ვერ ტკბება. უსასრულობისაკენ მიემართება მისი გზა. ხანდახან დაუტკბება ხოლმე გაბოროტებულ სვე-ბედს. თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრების გზაზე გადაიყვანეს, მაგრამ იმწავსე კვლავ აღიმართება ხელი მსახვრალი და ისევ ეკლიან ბარდებში ჩააგდებს. თითქოსდა იმიტომ გაუღიმებს იღბალი, რომ შემდეგ უფრო ღრმა უფსკრულში გადაჩეხოს ბედისწერამ და ბოლომდე დააცლევინოს ექსტაზითა და სასოწარკვეთილებით სავსე ფიალა. ხან იმედის მწვერვალზე აიყვანს, სადაც სხვები ავხორცობის მორევში ლივლივებენ, ხანაც ტანჯვა-წამების ჭაში ჩააგდებს, სადაც სხვები ტკივილისგან იღუპებიან. და იობის მსგავსად სწორედ მაშინ დაეტაკება ხოლმე მახვილი, როდესაც ჰგონია მუხლმაგრად ვდგავარ მიწაზეო. ცოლ-შვილი ხელიდან ეცლება, სნეულს სჯაბნის. ირგვლივ მხოლოდ სიძულვილს გრძნობს. მუდამ მშფოთვარე და დაუოკებელია, თანაც მუდამ იმედიანი ღმერთს ეჭიდება და ამი ჭიდილში მოგებული რჩება. ასე გეგონებათ, გულცივი ადამიანების ეპოქამ განგებ ამოირჩია იგი, რათა მის მაგალითზე ეჩვენებინა, რომ დღესაც შეიძლება სიხარულისა და ტანჯვის ტიტანური განცდაო. დოსტოევსკი ბუნდოვნად თავდაც გრძნობს რაღაც იდუმალი ძალის გავლენას, რადგან არ ყოფილა შემთხვევა თავისი ბედის წინააღმდეგ რომ ამხედრებულიყოს, მუქარით მუშტი ზე რომ აღემართოს. დაუძლურებლი სხეული კონვილსიურად ეკრუნჩხება. მის წერილებში ზოგჯერ თითქოს სისხლის შადრევანი სჩქეფს, თითქოს საშინელი ღრიალიც ისმის, მაგრამ მისი სული და რწმენა უმალვე თრგუნავს ამ ამაბოხს. მისტიურად მოაზროვნე დოსტოევსკი ქვეშეცნეულად გრძნობს ამ მსახვრალი ხელის ღვთიურ ძალას, გრძნობს სკუთარი
  • 7. ბედისწერის საოცარ ტრაგიზმს. მისი ტანჯვის შემყურე კაცს ტანჯვა შეუყვარდება. თავისი წამების მცხუნვარე ცეცხლით იგი მთელს ეპოქას, მთელ თავის სამყაროს აგიზგიზებს. სამჯერ აიტაცებს ცხოვრება მაღლა და სამჯერ დასცემს ძირს. ჭაბუკობაში იგებს სახელის მოხვეჭის სიტკბოს: პირველელივე წიგნმა გაუთქვა სახელი, მაგრამ უმალვე მიაგნო უმოწყალო ბრჭყალებმა და კვლავ მივიწყებას მიეცა იგი: საპყრობილეში ჩაამწყვდიეს, კატორღა მიუსაჯეს, გააციმბირეს და კვლავ ფეხზე წამოდგა წაქცეული და გადაგლეჯილი, ახლა უფრო ძლიერი და გაშალა მუხლი. მისმა „წერილენი მკვდარი სახლიდან“ მთელი რუსეთი შესძრა. თვით მეფე ცრემლს აფრქვევდა მისი წიგნის ფურცლებზე, რუსეთის ახალგაზრდობას ცეცხლი წაეკიდა თითქოს. საკუთარ ჟურნალსაც კი აარსებს იგი ამ ხანად, მისი ხმა მთელ ხალხს წვდება. სწორედ ამ დროს იბეჭდება მისი პირველი რომანები, მაგრამ ამ დროს სხვა რისხვა დაატყდა თავს – ვალებში ჩავარდა და იძულებული იყო სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწილიყო. სნეულებამაც დასჯაბნა. მაწანწალასავით დაეხეტება ევროპის ქვეყნებში მშობლიური ქვეყნისაგან დავიწყებული. მაგრამ ხანგრძლივი ჯაფა-წამების, გაჭირვების, უთვისტომობის შემფეგ მესამედ ამოტივტივდება ცხოვრების ზედაპირზე: პუშკინის ხსოვნისადმი მიძღვნილ ზეიმზე წარმოთქმულმა სიტყვამ ქვეყნის უპირველესი მწერლის, წინასწარმეტყველის სახელი მოუხვეჭა. ამიერიდან უკვდავებას ეზიარა მისი დიდება. სწორედ ამ დროს უწყევლა ბედისწერამ, რომლის მსახვრალმა ხელმა სიცოცხლე მოუსწრაფა. მშობელი ერის აღფრთოვანებული თაყვანისცემა უღონოდ მიეხალა მისი კუბოს ფიცრებს. მაცდურ და დაუნდობელ განგებას აღარ სჭირდება იგი რადგან უკვე მიარწია ბრძნულ, გონივრულ საწადელს- მწერლის სულის უკეთესი ნაყოფი მოიწია და გაძარცულ, აწ უსარგებლოდ ქცეულ სხეულს ზურგი შეაქცია, როგორც ფუჭი რამ თავიდან მოიშორა. ესოდენ ბრძნული სისასტიკის მეოხებით დოსტოევსკის ცხოვრება ხელოვნების ნაწარმოებად იქცა, მისი ბიოგრაფია კი ტრაგედიად. განსაცვრიფებელი სიმბოლურობაა, რომ დოსტოევსკის ნაწარმოებები ავტორის ბედის ეპოქას ჰგავს. რით აიხსნას იდუმალებით აღსავსე იდენტურობა, მისტიური ურთიერთკავშირი, საკვირველი მსგავსება. სიმბოლურია მისი ცხოვრების პირველივე დღეები: თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი დაიბადა ღარიბთა საავადმყოფოში. ბედის ვარსკვლავმა აქვე დააკანონა მისი ადგილი ცხოვრებაში; სადღაც წუმპეში ყოფნა, გარიყული, თითქოს ყველასგან მოძულებული და ათვალწუნებული ადამიანის ხვედრი არგუნა. ადამიანთა ჭირ-ვრამის შიგ შუაგულ მორევში იცხოვრა ამ კაცმა ტანჯვის, ტკივილის, სივდილის მეზობლად. არასოდეს, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე (იგი მუშათა უბნის ერთ-ერთ სახლის მეოთხე სართულის კუთხის ოთახში გარდაიცვალა) არ განშორებია იგი ამ გარემოცვას. თავისი ცხოვრების მძიმე ორმოცდათქვსმეტი* (უზუსტობაა. დოსტოევსკი სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა. (მთარგმ) ) წელიწადი უბედურებაში, სიღარიბეში და გაჭირვებაში გაატარა ცხოვრების ფსკერზე. მამამისი, შილერის მამის მსგავსად, სამხედრო ექიმი იყო, თავადი, დედა კი წარმოშობით გლეხი. ამ ორი რუსი ადამიანის თვისებები ნაყოფიერად შეირწყა მასში. მარლმადიდებლურმა აღზრდამ მისი მეტისმეტი გრძნობა ექსტაზის კალაპოტში გამოამწყვდია. მოსკოვის ღარიბთა თავშესაფარში, ერთ პატარა საკუჭნაოშო გაატარა მან თავის ძმასთან ერთად ცხოვრების პირველი წლები. დიახ ეს იყო მისი პირველი წლები, მაგრამ ეს არ იყო ბავშვობის წლები. ეს ცნება თითქოს არც კი ყოფილა მის ცხოვრებაში. მართლაცდა იგი ხომ არასოდეს ლაპარაკობს ბავშვობაზე. თითქოს რცხვენია, ანდა ეგებ ეშინია ვინმემ არ შემიცოდოსო. შებრალება ხომ სიამაყეს შეუბღალავს ადამიანს. მის ბიოგრაფიაში მხოლოდ მუქი ლაქაა ამ ადგილას. პოეტებს კი
  • 8. როგორ უყვართ ხოლმე ბავშვობის გახსენება, ნაირფერად, გაცისკროვნებულ, ღიმნარევი, თბილი მოგონებები, სიტკბოება და სინანულიც. და თითქოს მაინც რაღაცას ხვდები როცა მის მიერ დახატულ ბავშვების ანთებულ თვალებში ჩაიხედავ. კოლიას თუ ჰგავდა იგი პატარაობისას, მასსავით ნაადრევად განვითარებული თუ იყო, ფანტაზიები რომ აეშლებოდა, ჰალუცინაციები თუ ეწყებოდა, ბუნდოვანი თანაც შეუპოვარი რწმენა თუ ჰქონდა, გავიზრდები და სახელოვანი გმირი გავხდები „მთელი ქვეყნიერების ჭირის სანაცლოო“ ალბათ ნეტოჩკა ნეზვანოვასავით ყელამდე სავსე იყო სიყვარულით, ალბათ ნეტოჩკასავით პანიკური შიში ჰქონდა, არავინ მიმიხვდეს ამასო. ან ეგებ ილიუშკასავით, უგონოდ გამომთვრალი კაპიტნის ვაჟიშვილივით, სირცხვილით იწვოდა განუწყვეტელი ოჯახური აყალმაყალისა და გაუთავებელი გაჭირვების გამო, ეგებ ამ ბიჭუნას მსგავსად მაინც მუდამ მზად იყო ქვეყანაში თავისი მოჭრისგან დაეცვა თავისიანები. განვლეს უღიმღამო წლებმა. მაგრამ ჭაბუკს მოგონებებიც აღარ დარჩა ბავშვობაზე, რადგან თითქოს არც ჰქონია მას ბავშვობა. ამა ქვეყნის დამცირებულთა, აბუჩად აგდებლთა, განკიცხულთა სულის მხსნელ თავშესაფარს- წიგნების ჭრელ და სახიფათო სამყაროს შეეხიზნა იგი. თავის ძმასთან ერთად უამრავი წიგნი გადაიკითხა იმ ხანებში, დღესა და ღამეს ასწორებდა (მაშინვე შეეტყო, თუ როგორი უძღები, უზნეობამდე მისული მისწრაფება ჰქონდა საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებისა) და ამ ფანტასტიკურმა სამყარომ კიდევ უფრო მეტად დააშორა იგი სინამდვილეს. კაცობრიობის მიმართ უდიდესი სიყვარულით რომაა ანთებული, უკარება და კუშტი, ცეცხლი რომაა, ყინულიცაა იმავდროს, ფანტასტიკურად შეყვარებულია მკაცრ მარტოობაზე, „იატაკქვეშეთში“ კი სახიფათოდ თვლემს, შვებათა ღელვა აჩრდილივით ფეხდაფეხ აედევნება, მაჯლაჯუნასავით ჩაეჭიდებადა მრუშობის შავბნელ ბილიკებს შემოატარებს, მგრამ მაინც იგი ეულად დადს, მაინც განმარტოებას არჩევს. სიამოვნებაში ზიზღის შხამს აწვეთებს, განცხრომაში დანაშაულის ჩადენის შეგრძნებით გამოწვეულ სინდისის ქეჯნას გრძნობს. მაგრამ მოუკუმავს ტუჩები და ასე თუჩმოკუმული ცხოვრობს, შემდეგ კი გაჭირვებიდან თავი რომ დაიხსნას, სულ რამდენიმე მანეთის გულისთვის ჯარში მიდის. მეგობარს ვერა შოულობს. ასეთ უღიმღამო ატმოსფეროში გაატარა ახალგაზრდობის რამდენიმე უსიხარულო წელი. მისი წიგნების გმირების მსგავსად, ისიც ტროგლოდიტურ ცხოვრებას ატარებს რომელიღაც მივარდნილ კუთხეში: ოცნებობს, ფიქრობს, არ ერიდება მანკიერ ფიქრებსა და გრძნობებს. მთვლემარე პატივმოყვარეობა ჯერ არ გაღვიძებია, საკუთარ თავს ჩუმად უთვალთვალებს და ძალებს იკრებს. ჭაბუკი აღტაცებით და შიშნარევი გრძნობით გრძნობს ძალღნის ფარულ მოზღვავებას. უზომოდ უხარია ეს, თან გული უკანკალებს, ეს სიამე არ მოეშალოს, ჯერ უმწიფარი არ დავისეტყვოო. რამდენიმე წელიწადი გადის ასეთ მდგომარეობაში, გამოსაჩეკი ჭუბრივით დროს ელოდება, მარტოობამ ჰიპოქონდრიამდე მიიყვანა; ხან სიკვდილის შიში დაეუფლება ხან ცხოვრება აშინებს, ხან კიდევ საშინელ ქაოსს რომ დაინახავ საკუთარ სულში, ძრწოლა აიტანს და ვერხვის ფოთოლივით აცახცახდებდა. ღამღამობით მთარგმნელობით მუშაობას ეწევა, რათა თავი დააღწიოს ფინანსურ გაჭირვებას (ფრიად დამახასიათებელია, რომ ფული ეხარჯება სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების დასაკმაყოფილებლად- მოწყალების გაცემაში და გარყვნილებაში.) თარგმნა ბალზაკის „ეჟენი გრანდე“ და შილერის „დონ კარლოსი“. ამ დღეების ამღვრეული მორევი თანდათან გზას მიიკვლევს კალაპოტისკენ. შიშითა და ექსტაზით აღსავსე მდგომარეობაში, ოცნების ბურუსში მთვლემარე ვითარებით მომწიფდა და იშვა მისი პირველი მხატვრული ნაწარმოები, პატარა რომანი „საცოდავი ადამიანები“.
  • 9. 1844 წელს, ოცდაოთხი წლისამ დაწერა მან ეს შესანიშნავი ეტიუდები ადამიანთა შესახებ. მან, მარტოობის ესოდენ მოყვარულმა „აღფრთოვანებული გატაცებითა და თითქმის ცრემლების ფრქვევით“ დაწერა ეს ნაწარმოებები, ნაწარმოები, რომელსაც სათავე მისცა მწერლის უზომო დამცირებამ – საშინელმა სიღარიბემ. იგი განმსჭვალულია ავტორის შეუდრეკელი ძალით- ტანჯვისადმი სიყვარულით და უზომო თანაგრძნობით. უნდობლად დასცქერის იგი თავის ნაწერს. სხვის უთქმელადაც გრძნობს რომ მისი ბედისწერის ამოცანაა ამ მოთხრობაში, ამ ამოცანის ამოხსნაც აქ არის. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს პოეტ ნეკროსოვს წააკითხოს ხელნაწერი მსჯავრის დასადებად. ორი დღე გადის უპასუხოდ. დილის ოთხი სააათია, ანაზდად ზარის მოუთმენელი წკრიალი გაისმის. გაკვირვებულ დოსტოევსკის აღფრთოვანებული ნეკროსოვი დახვდა კართან. აღტაცებით გულში ჩაიკრა, ჰკოცნის, შეჰხარის. ნეკრასოვს და მის ერთ მეგობარს ერთად წაუკითხავთ ხელნაწერი, მთელი ღამე სულმოუთქმელად კითხულობდნენ თურმე, ხან აღტაცებული რჩებოდნენ, ხან კი ტიროდნენ. როგორც კი დაამთავრეს კითხვა, მისკენ გამოქანდნენ, რათა ყელზე შემოჭდობოდნენ. ზარის ამ მოულოდნელმა წკრიალმა პირველად მოუხმო დოსტოევსკის დიდებისაკენ. აღფრთოვანებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში დაათენდათ თავს მეგობრებს. შემდეგ ნეკრასოვი ბელინსკისთან გარბის, რუსეთის ამ ყოვლისშემძლე კრიტიკოსთან. „ახალი გოგოლი დაიბადა“ – ოთახში შესვლისთანავ ყვირის იგი და ხელნაწერს დროშასავით აფრიალებს. „სოკოებივით მრავლდებიან თქვენთან გოგოლები“ – უნდობლად ბუზღუნებს ბელინსკი, ასეთი აღფრთოვანებით უკმაყოფილო, მაგრამ როდესაც მეორე დღეს დოსტოევსკი ეწვია მას, თითქოსდა გადასხვაფერებული დახვდა იგი. „თქვენ თვითონ თუ იცით რა დაწერეთ?!“ – აღელვებული შეძახილით შეეგება იგი განცვიფრებულ ყმაწვილკაცს. დოსტოევსკი შეცბუნებულია, ტკბილი ჟრუანტელი ფოთოლივით აცახცახებს. მოულოდნელია ეს დიდება. ამიტომ აიტანა ძროლამ იგი. სიზმარში ჰგონია თავი, კიბეზე რომ ჩამოდის, ბრუდასხმულივით გაჩერდება ქუჩის კუთხეში. პირველად ახლა გრძნობდა იგი, და არ კი უნდა დაიჯეროს, რომ ის შავბნელი საშინელი ფიქრები, მაჯლაჯუნასავით რომ აწვა მის სულსა და გულს, ყოფილა სწორედ ძალღონის ნიშანი, „დიადი და უზომოდ მშვენიერი რამ“, რაზედაც ასეთი გატაცებით ოცნებობდა ბავშვობიდანვე: უკვდავება, მთელი ქვეყნიერების სანაცვლოდ წამება. აღმაფრენა და დათრგუნვილობა, სიამაყე და ქედის მოხრა ერთმანეთს ენაცლებიან მის მშფოთვარე სულში და მან არ იცის, რომელი ირწმუნოს, რომელ შინაგან ხმას დაუჯეროს. მთვრალივით ბარბაცებს ქუჩებში და იცრემლება. სიხარულისაა ეს ცრემლები, თან ტკივილის. ასე მელოდრამატულად ეზიარა დოსტოევსკი პოეზიას. და კვლავ უცნაური მსგავსება მის ცხოვრებასა და მის ნწარმოებებში ასახულ ამბებს შორის. ერთგანაც და მეორეგანაც კონტურები ძრწოლვის მომგვრელი რომანების ბანალური რომანტიკითაა გაჟღენთილი, ბედის მუხთლობა კი ბანალურად პრიმიტიულია და მხოლოდ შინაგანი ძალა და ჭეშმარიტება კი მიუძღვის სიდიადისკენ. დოსტოევსკის ცხოვრებაში ხშირი შემთხვევებია, როდესაც დასაწყისი მელოდრამაა, ბოლო კი აუცილებლად ტრაგედია. ყველაფერი უდიდესი დაძაბულობაზეა დამყარებული: სულ რამდენიმე წამში, ყოველგვარი ხიდებისა და გადასვლების გარეშე, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებას სცვლის და ათ ან ოც ასეთ წამში ექსტაზის თუ სულიერი დაცემის მდგომარეობაში მთელი ბედ-იღბალი წყდება. ცხოვრების ეპილეფსიური შეტევები – აი, რა შეიძლება ვუწოდოთ ექსტაზისა და სასომიხდილი დაცემის ასეთ წუთებს. ყოველი ასეთი ექსტაზის უკან სახიფათოდ გროვდება უღონობის რუხი ნისლი და ამ პირქუში ღრუბლიდან საცაა ახალი მეხი გავარდება. ყოველ აღზევებას საშინელი
  • 10. დაცემა მოსდევს, წუთიერ განცხრომას მონობა და სასოწარკვეთა ენაცვლება. დიდების შარავანდენი, როლითაც შეამკო ბელინსკიმ იგი, ამავე დროს პირველი რგოლია ბორკილისა, რომელიც დოსტოევსკიმ მთელი ცხოვრების მანძილზე ათრია შრომის მძიმე ტვირთი. „თეთრი ღამეები“ მისი უკანასკნელი ნაწარმობია, რომელიც მან, როგორც თავისუფალმა ადამიანმა, მხოლოდ შემოქმედებითი აღმაფრენის სასიხარულო განცდისათვის შექმნა. ამის შემდეგ კი მისი შემოქმედებითი მუშაობა დაკავშირებულია ფულის შოვნასთან, ვალის გასტუმრებასთან. რადგან ამ დროიდან მოყოლებული ყველა ნაწარმოები, რომლის წერასაც იგი იწყებს, პირველივე აბზაციდან ავანსის მეოხებითაა შეთხზული; ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და საქმის წარმატების გულისთვის ხელობის მონადაა უკვე გაყიდული. ამიერიდან დოსტოევსკი ლიტერატურის დილეგშია სამუდამოდ გამომწყვდეული.მთელი ცხოვრების მანძილზე გაისმის ტყვედპყრობილის უიმედო ღაღადი, გამათავისუფლეთო, მაგრამ მხოლოდ სიკვდილმა დაიხსნა იგი ამ მძიმე ბორკილებისგან. ახლაბედობისას როდი იცის მწერალმა, რა წამება მოსდევს პირველ სიხარულს, სწრაფად ამთავრებს რამდენიმე ნოველას და ახალი რომანის გეგმას ადგენს. სწორედ ამ დროს აღიმართება ბედისწერის კვერთხი. მისი დემონი მუდამ ფხიზლობს, მას არ სურს, რომ ზედმეტად იოლი ცხოვრება ჰქონდეს მწერალს და იმისათვის, რომ უფრო კარგად შეიცნოს ცხოვრების რაობა, უფრო ჩასწვდეს მის სიღრმეს, მუდამ მისი მოსიყვარულე ღმერთი ახალ განსაცდელს უმზადებს. და ახლაც, როგორც მაშინ, ღამის წყვდიადში ზარის წკრიალი გაისმის. განცვიფრებული დოსტოევსკი კარებს აღებს მაგრამ სიცოცხლის დამამკვიდრებელი როდი იყო ამჯერად ზარის ხმა, აღტაცებული მეგობარი როდი ეწვია, დიდების მაცნე როდი სტუმრებია. სიკვდილის მოციქული გამოეცხადა. ოთახში ოფიცერი და მისი თანმხლები კაზაკები შემოცვივდნენ, ბინის ახლად გამოღვიძებული პატრონი დააპატიმრეს, მისი ქაღალდები გაჩხრიკეს და დალუქეს. რვა თვის განმავლობაში იმყოფება იგი პეტრე-პავლეს ციხის საკანში, დაპატიმრების მიზეზსაც კი არ უსახელებენ. აღელვებულ მეგობრებთან დისკუსიაში (რომელსაც გაზვიადებით „პეტრუშევსკის შეთქმულება“ დაარქვეს) მონაწილეობა ყოფილა თურმე მთლი მისი დანაშაული. უდავოდ გაუგებრობაა მისი დაპატიმრება. მიუხედავად ამისა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: უმაღლესი ზომა – დახვრეტა. კვლავ ბეწვზე ჰკიდია მისი ბედი. ერთმა წამმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ერთმა მეტიმეტად ხანმოკლე და თანაც მეტისმეტად ბევრის დამტევმა წამმა – უსასრულობის წამმა, როდესაც სიკვდილმა და სიცოცხლემ მხურვალედ დააკონეს ერთმანეთს ბაგეები. გამთენიის ხანს თავის ცხრა ამხანაგთან ერთად გამოჰყავთ იგი საპატიმროდან. სემიონოვის მოედანზე რომ მიიყვანეს, სასუდარე პერანგი ჩააცვეს, ბოძზე მიაკრეს და თვალები აუხვიეს. იწყება სასიკვდილო განაჩენის კითხვა. ყოველი სიტყვა მკაფიოდ ესმის, ესმის დაფდაფების ბრახუნი. აი საცაა გადაწყდება ის ბეწვი, რომელზედაც ჰკიდია მისი სიცოცხლე. ჩამოჰკრა სიკვდილ-სიცოცხლის მომრიგებელმა ჟამმა. საშინელმა სასომიხდილებამ დასჯაბნა, დასჯაბნა საშინელმა წყურვილმა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ყველაფერი ეს არნახული, არგაგონილი, არგანცდილი გრძნობა დროის ერთმა მოლეკულამ დაიტია. ანაზდად ოფიცერმა ხელი ზემოთ ასწია, თეთრი ხელსახოცი დაიქნია და რაღაცის კითხვა
  • 11. დაიწყო. ეს რაღაც შეწყალებაა. დიახ, იგი შეიწყალეს და სიკვდილის განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს. ჭაბუკობაში დიდების მწვერვალზე ასული ყმაწვილი ერთბაშად დავიწყების უფსკრულში შთაინთქა. ოთხი წლის განმავლობვაში ათას ხუთასი მუხის მარგილით იყო მოსაზღვრული მისი თვალსაწიერი. ამ მარგილებზე ამოჭრილი ნიშნით იგებდა იგი გასულ დღეებს, დარჩენილ დღეებსაც. ოთხჯერ განმეორდა ცრემლით გამოტირებული სამას სამოცი დღე. ბოროტმოქმედნი, ქურდები და კაცის მკვლელები არიან მისი ამხანაგები. მის სამუშაოს შეადგენს ალებასტრის ხეხვა, აგურების გადატანა-გადმოტანა და თოვლის აღება. სახარება ერთადერთი წიგნია რომელის კითხვის ნებასაც აძლევენ პატიმრებს. ქეციანი ძაღლი და ფრთამოტეხილია არწივი არიან მისი ერთადერთი მეგობრები. ოთხი წლის განმავლობაში იგი ქვესკნელში- „მკვდარ სახლში“ იმყოფება, ჩრდილია ჩრდილთა შრის, ყველასთვის უცნობი, ყველასთვის დავიწყებული. როდესაც დაწყლულებული ფეხებიდან ბორკილები ახსნეს და უკან დარჩა ციხის ჟანგმოდებული გისოსი, გადასხვაფერებული აღმოჩნდა იგი: ჯანმრთელობა შერყეული აქვს, დიდების გვირგვინი – ფეხქვეშგათელილი, რაღაა მისი ცხოვრება! მაგრამ ურყევია სიცოცხლისდამი სწრაფვა, სიცოცხლის ხალისი: ადრინდელზე უფრო ძლიერად კაშკაშებს ექსტაზის უქრობი ალი, მისი ჯანგატეხილი სხეულის გამდნარ სანთელში რომ ანთია. იგი ვალდებულია კიდევ რამდენიმე წელიწადს იცხოვროს ციმბირში, ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში; ერთი სტრიქონის დაბეჭდვის უფლებაც კი არ აქვს. სწორედ აქ, გადასახლებაში, უკიდურეს უიმედობასა და მარტოობაში იქორწინა მან პირველად. შეირთო ერთი სნეული, ყოვლად უცნაური ქალი, რომელიც უცნაურად გამოეპასუხა სიბრაულით აღსავსე მის სიყვარულს. მეტისმეტად უცნაურია ეს ქორწინება. თავგანწირვის რაღაც ბნელით მოცული ტრაგედიაა ჩამარხული მის ამ გადაწყვეტილებაში. ვერც ცნობისმოყვარეობა და ვერც მოწიწება და თაყვანისცემა ვერ ამოხსნის ამ გამოცანას. წაიკითხეთ მისი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ და ეგებ ამოხსნათ ამ ფანტასტიკური თავგანწირვის უხმაურო გმირობა. ყველასგან დავიწყებული პეტერბურგში ბრუნდება, მისი ლიტერატურული მფარველები შუერიგდნენ მის გაქელვას, მეგობრები მიმოიფანტნენ. მაგრამ მამაცურად ებრძვის იგი აზვირთებულ ტალღას, რომელმაც ერთხელ უკვე დაანარცხა ძირს, ებრძვის, სჯობნის და თანდათან ზევით მიიწევს, რათა კვლავ იხილოს მზის სინათლე. მისმა „ჩანაწერებმა მკვდარი სახლიდან“, პატიმრის ცხოვრების იმ დაუვიწყარმა მატიანემ, გულუბრყვილობის ლეტარგიული ძილით შეპყრობილი რუსეთი გამოაფხიზლა. შეძრწუნებულმა ერმა დაინახა, რომ თურმე აქვე, მის მეზობლად მისი მშვიდი ცხოვრების გვერდით უფრო სწორად ამ ლივლივა ზედაპირის ქვეშ, მეორე ცხოვრება ყოფილა, ნამდვილი სალხინებელი, ტანჯვა- წამების სამყარო. მწარე გოდება, ჩივილი მეფის სასახლემდეც აღწევს. მეფეც ცრემლებს აფრქვევს მისი წიგნის წაკითხვისას, ყველას დოსტოევსკი აკერია პირზე. მხოლოდ ერთმა წელიწადმა განვლო და კვლავ ძველებურად შეიმოსა დიდების შარავანდედით, რომელიც ახლა უფრო ბრწყინვალეა, უფრო ფესვმაგარიც. ფეხზე წამომდგარი და მუხლმაგარი დოსტოევსკი თავის ძმასთან ერთად აარსებს ჟურნალს, რომელსაც თავიდან ბოლომდე თვითონ წერს. იგი ახლა მწერალიცაა, მოქადაგეც, პოლიტიკოსიც, “Praeceptor Russiae” (რუსეთის დამრიგებელი) მქუხარე გამოძახილი აქვს ჟურნალს, ყველას მოსწონს, ხელიდან
  • 12. ხელში გადადის. ამხანებში დოსტოევსკიმ ერთი რომანიც დაწერა, ცბიერი ღიმილით თვალს უკრავს ბედნიერება. ახლა კი თითქოს სამუდამოდ დაუტკბა ბედისწერა. მაგრამ კიდევ დააცხრება თავს მისი ცხოვრების გეზის განმგებელი ბოროტი სული. ჯერ ადრეაო – ბრძანებს იგი. მას ხომ ჯერ არ უგემნია განდევნილობის ტანჯვა და ლუკმაპურის შოვნის ყოველდღიური შიში. ციმბირი და კატორღა, რუსეთში მიღებული ეს გამანადგურებელი დარტყმა, არ იყო ესოდენ საშნელი, რადგან ყოველივე ეს მაინც მის სამშობლოში ხდებოდა. ახლა კი თავის ხალხისადმი უზომო სიყვარულით შეპყრობილს, უნდა განეცადა კარავს მონატრებული მომთაბარე ადამიანის სიდუხჭირე. დიახ, კიდევ ერთხელ უნდა შთაენთქა იგი მივიწყების მორევს, კიდევ ერთხელ უნდა დაბრუნებოდა არარაობის წყვდიადით მოცულ უფსკრულს, სანამ საბოლოოდ მოიხვეჭდა პოეტის, თავისი ხალხის რჩეული შვილის სახელს. და აი კვლავ მოიღრუბლა მის ცაზე, ისევ გავარდა მეხი, კვლავ გამანადგურებელი დარტყმა არგუნა ბედმა. დაუხურეს და აუკრძალეს ჟურნალი. მორიგმა პირველზე უფრო მწვავე გაუგებრობამ მოითხოვა ეს მსხვერპლი. უბედური ამბები ზედიზედ წაეწყო ერთმანეთს, თითქოს სამუდამოდ დაბანაკდა მის ცხოვრებაში ვაი-ვიში. მოუკვდა ცოლი, შემდეგ ძმა დამარხა, საუკეთესო მეგობარი და თანაშემწე. ორი ოჯახის ვალები ტყვიასავით მძიმე ტვირთად დააწვა ზურგზე. მაგრამ იგი ქედს არ იხრის, გაშმაგებით მუშაობს, დღესა და ღამეს ასწორებს. წერს, თვითონვე უკეთებს რედაქციას, თვითონვე ბეჭდავს – ოღონდ კი ლუკმაპურის ფული იშოვოს, ოღონდ შეურცხვენლად გადაირჩინოს სახელი. მაგრამ ბედისწერა მასზე უფრო ძლიერია. შუაღამით ბოროტმოქმედივით გაეპარება იგი თავის მევალეებს და შორეულ გზას გაუდგება. იწყება ხანგრძლივი, უმიზნო ხეტიალი ევროპაში; რუსეთისაგან, მისი ძალების მასულდგმულებელი წყაროსაგან განშორებამ ბევრად უფრო ძლიერი ტკივილი მიაყენა დოსტოევსკის, ვიდრე კატორღის წლებმა. აბა წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა: დიდი რუსი მწერალი, თავისი თაობის ნამდვილი გენია, მარადიულობის წინამორბედი – სამშობლოდან მოწყვეტილი, უსახსრო, სრულიად უმიზნოდ დაეხეტება ერთი ქვეყნიდან მეორეში. რის ვაივაგლახით შოულობს ხოლმე თავშესაფარს პატარა, დაბალჭერიან ბინებში, სადაც ჰაერიც კი სიღარიბის ორთქლითაა გაჟღენთილი. მაჯლაჯუნასავით ფეხდაფეხ დასდევს ეპილეფსიის დემონი. ვალები, თამასუქები, აღებული ვალდებულებანი ერთი სამუშაოდან მეორისკენ მიედინება, გაჭირვება და სირცხვილი კი ერთი ქალაქიდან მეორეში. საკმარისია ოდნავ გამოაშუქოს ბედნიერების სხივმა, რომ მაშინვე პირს შეიკრავს ღრუბელი და კვლავ წყვდიადი დაემუქრება მის ზეცას. მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ახალგაზრდა ქალი, რმელიც სტენოგრაფისტად მუშაობდა მასთან, მაგრამ პირველი ბავშვი, რომელიც მისგან შეეძინა უცხო ქვეყანაში, რამდენიმე დღეში ხელიდან გამოეცალა უძლურებისაგან. თუ ციმბირი მისთვის სალხინებელი და ტანჯვის კარიბჭე იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთად ექცა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ყოფნა. გამბედაობა არ ეყოფა კაცს სრულად რომ წარმოიდგინოს მისი იმდროინდელი ტანჯვა-წამება. ყოველთვის, როცა დრეზდენის რომელიმე ქუჩას მივყვები ხოლმე, გული მეკუმშება, ნეტავ აქ თუ ცხოვრობდა იგი, რომელიმე ამ პატარა, ჩაბინძურებულ სახლში, სადღაც მეოთხე სართულზე, საქსონელი წვრილი ვაჭრების და ქარგლების მეზობლად, რაოდენ საშნელი უნდა ყოფილიყო მარტოობა, რომნელსაც განიცდიდა იგი მისთვის უჩვეულო ამ ფუსფუსში. ისე გავიდა წლები, რომ არავინ იცოდა მისი არსებობა. აქედან ერთი საათის სავალზე კი ნაუმბურგში, ფრიდრიხ ნიცშე ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაუგებდა მას; რიხარდ ვაგნერი;
  • 13. ჰეგელი; ფლობერი; გოტფრიდ კელერი, მისი თანამედროვენი, ყველანი აქ არიან, მაგრამ არაფერი იციან მის შესახებ, არც თუ დოსტოევსკიმ იცის რაიმე მათზე. ტყიდან გამოქცეული შეშინებული მხეცივით გამოვა ხოლმე თავისი სამუშაო ბუნაგიდან, თმააბურძგვნილი, სამოსელშემოხვეული მალულად მიჰყვება ქუჩას, რომელსაც დრეზდენშიც, ჟენევაშიც და პარიზშიც ერთი მიმართულება აქვს: კაფესაკენ, რომელიმე კლუბისაკენ, სადაც რუსული გაზეთები იშოვება. რუსეთის სუნთქვის შეგრძნება სწყურია, სამშობლო ენატრება, კირილესეულ ასოებს თვალს შეავლებს და სამშობლოს თბილი სიტყვების სურნელით დატკბება. ზოგჯერ იგი გალერეასაც ესტუმრება ხოლმე, მაგრამ არა ხელოვნების სიყვარულით (იგი მუდამ ბიზანტიელი ბარბაროსი და ხატთმებრძოლი იყო), არამედ იმისთვის, რომ გათბეს. არაფერი იცის მის გარშემო მყოფთა შესახებ. მაინც ეჯავრება ისინი, ეჯავრება იმიტომ, რომ ისინი რუსები არ არიან; ეჯავრება გერმანელები გერმანიაში, ფრანგები საფრანგეთში. მთელი მისი გულისყური რუსეთისკენაა მიპყრობილი და მხოლოდ მისი სხეული ცხოვრობს ამ უცხო ქვეყანაში. არცერთი გერმანელი, ფრანგი ან იტალიელი მწერალი არ გაუცნია მას, არც ერთ მათგანს არ უსაუბრია, მხოლოდ ბანკში იცნობენ, ბანკში, სადაც თითქმის ყოველდღე მიდის, პატარა ფანჯარას მიადგება და აკანკალებული ხმით კითხულობს, ხომ არ მოსულა მის სახელზე ფული რუსეთიდან. სულ რაღაც ასიოდე მანეთი, რომლის გულისთვის ლამის მუხლებზე იხოხა უცხო და უღირსი ადამიანების წინაშე. ბანკის მოსამსახურეები მასხრად იგდებდნენ ამ საცოდავ კაცს, დასცინიან მის უსასრულო და სულიერ მოლოდინს. ლომბარდშიც ხშირ-ხშირად უწევს ხოლმე სიარული. ყველაფერი დააგირავა, რაც კი რამ ებადა. ერთხელ უკანასკნელი შარვალიც კი მიიტანა, სხვა გზა არ ჰქონდა, დეპეშა უნდა გაეგზავნა პეტერბურგში, კიდევ ერთხელ უნდა ეღრიალა შემაძრწუნებელი ხმით, ასე ხშირად რომ გაისმის მის წერილებში. გული გეკუმშება, როდესაც ხედავ, თუ როგორ დამცირებულად, ლამის ძაღლური მორჩილებითა და მლიქვნელობით იხვეწება ეს ბუმბერაზი ადამიანი ათ მანეთს. დიახ, ათი მანეთისათვის ხუთჯერ მაინც ახსენებს ღმერთს; გულის მომკლველად ყმუიან, ყეფენ, წკმუტუნებენ ეს წერილები. ორიოდ გროშს ითხოვს მათი დამწერი. ღამეებს ათენებს, მუშაობაში, წერს. მისი ცოლი კი ამ დროს სამშობიარო ტკივილებისგან გმინავს. თვითონ მასაც სნეულება ჩაუდგა კვალში, კვლავ გაუხსენა ეპილეფსიამ, რომელმაც მაგრად ჩაარჭო თავისი ბრჭყალები. აქ კიდე სახლის მეპატრონე ქალი ეხმაურება – გსამრჯელო ერგება. იგი კი მაინც მუშაობს. სწორედ ამ ხანებში დაწერა მან „რასკოლნიკოვი“, „იდიოტი“, „მოთამაშე“, „ეშმაკნი“ – მეცხრამეტე საუკუნის მონუმენტური ნაწარმოებები, მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების უნივერსალური გამოძახილი რომაა. მუშაობაში პოულობს იგი შვებას, მისი ტანჯვის წყაროც სწორედ ესაა. რუსეთში, სამშობლოში ჰგონია თავი, როცა მუშაობს. სხვა დროს კი კატორღაშია, რადგან ევროპა კატორღაა მისთვის. ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება ღრმად ჩეფლოს მუშაობაში; რაც შეიძლება ძლიერად გააჩაღოს შემოქმედებითი ცეცხლი, ესაა მისი გამაბრუებელი წამალი, მისი თამაში, რომელიც მის დაძაბულ ნერვებს უნეტარესი სიხარულით აღავსებს ხოლმე. გაშმაგებული დღეებს ითვლის, ასე ითვლიდა იგი ოდესღაც სატუსაღოს ღობის მარგილებს. სხვა ფიქრი არა აქვს, არც სხვა ოცნება: ეგებ როგორმე მოახერხოს სამშობლოში დაბრუნება. დაე მასხრად იქცეს, ხელაგწვდილი დაეხეტებოდეს კარდაკარ, ოღონდ კი თავის ქვეყანში ეღირსოს დაბრუნება. მისი აბორგებული სული მხოლოდ ერთ სიტყვას მოსთქვამს დღენიადაგ: რუსეთი, რუსეთი, რუსეთი! მაგრამ ჯერ არ დამდგარა ამის დრო და ჟამი, ჯერ კიდევ უნდა ითმინოს ტანჯვა-წამება, ამ უცხო ქუჩებში, უდრტვინველად უნდა ითმინოს, რადგან მისი შემოქმედების ინტერესი მოითხოვს ამას.