SlideShare a Scribd company logo
1 of 25
საჭიროა ძალისხმევა, რომ ცოცხალი დარჩე. ჩვენ ხომ ინტუიციის დონეზე ვიცით, რომ
ყველაფერი, რაც ცოცხალი გვეჩვენება, არ არის ცოცხალი. ბევრი რამ, რასაც განვიცდით,
ვფიქრობთ და ვაკეთებთ – მკვდარია. მკვდარია იმიტომ, რომ სხვა რაიმეს მიბაძვა, უკვე
საკუთარი აზრი კი აღარ არის, არამედ სხვისია. მკვდარია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი,
საკუთარი გრძნობა კი არ არის, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტულია და არა ის,
რომელსაც თვითონ განიცდი.~
მ. მამარდაშვილი
“ვისაც ჭეშმარიტად ჩაუხედავს ადამიანის ფსიქეს სიღრმეებში, დამეთანხმება, რომ
ფსიქე ყველაზე ბუნდოვანი და საიდუმლოებით მოცული სფეროა, მისი შემეცნებისკენ
სავალი გზა კი უსასრულო”
კ.გ.იუნგი
ადამიანის სულიერი სამყაროს გაგება და გააზრება, ყველაზე უმნიშვნელოვანესია ამ
სამყაროში. ყველა ჩვენი ბედნიერი თუ უბედური განცდა სწორედ იქიდან იღებს
სათავეს. ყველაფრის პირველმიზეზი და შესა¬ბამისად პასუხი იმ უამრავ შეკითხვაზე,
რაც ადამიანს აწუხებს საკუთარი არსებობის შესახებ, მხოლოდ იქ შეიძლება
არსებობდეს, ისევე როგორც გაგება და განჭვრეტა ისეთი უზენაესი ღირებულებებისა
რასაც ჭეშმარიტება და ღმერთი ქვია.
ფსიქოლოგია და რელიგია თავისი არსით, ალბათ ყველაზე ახლოა ფსიქეს (სული)
სიღრმეების შემეცნებასთან. შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგია ადამიანს ეხმარება
რელიგიური დოგმების რეალური მნიშვნელობის შეცნობაში და შეუძლებელია არ
დავაფასოთ მათი ძალისხმევა ამ მარადიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
საკითხის გასარკვევად. თუმცა არ შეიძლება გამოვყოთ ერთი რომელიმე კონკრეტული
რელიგია ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც დიდი ფსოქოლოგი, კარლ გუსტავ
იუნგი აღნიშნევდა “ფსიქოლოგია რომელიმე სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან რომ იყოს
დაკავშირებული, ინდივიდუალურ არაცნობიერს იმ თავისუფლებას ვერ მიანიჭებდა,
რაც არქეტიპის გამოვლენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დამაჯერებლობა
მხოლოდ არქეტიპული შინაარსის სპონტანურობაშია, ხოლო ნებისმიერი
წინასწარგამიზნული ჩარევა მის გულწრფელ განცდას აფერხებს.”
სწორედ სპონტანურობისა და გულწრფელი განცდების არარსებობაა უდიდესი
დაბრკოლება სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე. როდესაც გონება განპირობებულია
ერთი კონკრეტული რელიგიური მოძღვრებით ან რაიმე იდეოლოგიით და შესაბამისად
უკვე ყველა იდუმალ, თუ მისთვის ამოუხსნელ მოვლენაზე, წინასწარ შექმნილი და
ჩამოყალიბებული შეხედულებებითაა შემოფარგლული და შეზღუდული,
შეუძლებელია რეალობა აღიქვას, ანუ ფაქტი დაინახოს და მიიღოს ისეთი როგორიც ის
სინამდვილეშია.
როდესაც იწყება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირის დამყარება, ანუ
ცნობიერით ხდება არაცნობიერის შესწავლა, გაგება და გააზრება, ბუნებრივია მრავალი
სირთულე და წინააღმდეგობა წარმოიქმნება. არაცნობიერს მიტომ ვუწოდებთ
არაცნობიერს, რომ ის ჯერ-ჯერობით შეუცნობელია, უცნობია და ყოველგვარი
წინასწარი შეხედულებები, წინასწარ შექმნილი თეორიები და აზრები, ბუნებრივია
რეალობის აცილებას უფრო მოიტანს, ვიდრე გაგებას და კვლავ ილუზიის ტყვეობაში
აღმოვჩნდებით.
რელიგია იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ცდილობს ადამიანი გარკვეულ მორალურ
თუ ზნეობრივ ჩარჩოში მოაქციოს და უფრო კეთილშობილი გახადოს. მაგრამ როდესაც
თვითშემეცნების პროცესი იწყება, ანუ კონკრეტული ადამიანი გადაწყვეტს
გამოიკვლიოს, გაიგოს და გააცნობიეროს საკუთარ სულში არსებული
უფსკრულები, იპოვოს უპირველესად საკუთარი თავი, შემდეგ კი რაღაც ზე-ცნობიერი,
სჯობს გათავისუფლდეს ყოველგვარი დოგმატიკისა და წინასწარშექმნილი
შეხედულებებისაგან, თუ რა არის ჭეშმარიტი ან რა არა, რა ფორმისაა ღმერთი ან
რომელი გზაა მისკენ სავალი სწორი, გონება ისედაც მიდრეკილია ილუზიების
შექმნისაკენ და შესაბამისად საფრთხეც დიდია. ვისაც ეს პროცესი დაწყებული
აქვს, ალბათ დამეთანხმება როგორი რთულია გონების მიმართვა შინაგანისაკენ და
მასში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, იქნება ეს ფიქრები, განცდები თუ
ემოციები. გონება მუდმივად სადღაც გარბის, ერთი სურათიდან მეორეზე ხტება,
ადამიანი საბოლოოდ ხუთ წუთსაც ვერ ახერხებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას. ამ დროს
ხდება შეჯახება საკუთარ არასრულფასოვნებასთან, რაც აშინებს და განიზიდავს
ცნობიერს, ამიტომაცაა ყველაზე მეტად საკუთარი მანკიერებების დანახვა რომ გვიჭირს
და მუდამ გაქცევას ვცდილობთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და
თავისებურად უნიკალურია, ამიტომ წინასწარი ვარაუდები და ინსტრუქციები რა და
როგორ წარიმართება ამ გზაზე, არასერიოზულია.
ამ პროცესში მთავარია დიდი მოთმინება და შემართება, თუ გვსურს მივაღწიოთ
უმაღლეს მიზანს, შევიცნოთ, გავიგოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი ფსიქიკური არსი
და ფსიქოლოგიურად დაშლილი და დანაწევრებული, ერთ მთლიან პიროვნებად
ვიქცეთ. ცნობიერის შეხება არაცნობიერთან, როგორც კ.გ. იუნგი ამბობდა, ამ
უკანასკნელს ააქტიურებს და არქეტიპების გამოცოცხლებას იწვევს, ამიტომაა რომ
ხშირად სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე დამდგარ ადამიანს ხან დემონები, ხან კი
ანგელოზები ესიზმრება და ელანდება. ეს ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს
ადამიანზე და შიში იპყრობს, თვით რაციონალური გონების ადამიანიც კი არ არის
დაზღვეული ღამის კოშმარებისა და შიშებისგან. ეს არქეტიპული სურათ-ხატები, რაც
ჩვენს არაცნობიერში ცხოვრობს, ხან რელიგიური, ხან კი მითოლოგიური სიუჟეტისაა
და ადამიანის გონებას რაღაც მისტიკური და საბედისწერო ეჩვენება მასში. მთელი ეს
ილუზიური სურათ-ხატები და წარმოსახვები ჩვენი არასრულფასოვნების ნაწილია და
მაშინვე ჩნდება, როგორც კი ამ არასრულფასოვნებას ნებით თუ უნებლიედ
ვეხებით. რაციონალური აზროვნება, მშვიდი და ფხიზელი გონება ის აუცილებელი
ფაქტორია, რაც უდაოდ დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში, აუცილებელია
გონება გავათავისუფლოთ ყოველგვარი ცრურწმენებისგან, წინასწარი შეხედულებებისა
და იდეებისგან, ყველანაირი შტამპებისა და სტერეოტიპებისგან.
ადამიანის გონებას, რომელიც დამძიმებული და განპირობებულია საუკუნეების
განმავლობაში წარმოქმნილი სხვადასხვა იდეებითა თუ თეორიებით და შესაბამისად
მიჩვეულია ზედაპირულ და მექანიკურ აზროვნებას, ყველაზე მეტად, სწორედ
შინაგანში ჩაღრმავება და საკუთარი არსის სიღრმისეული გააზრება უჭირს. როდესაც
მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით აზროვნებ და მოქმედებ, იზრდები, სწავლობ,
გაქვს რაღაც იდეალები, ეძებ მუდმივ კმაყოფილებას, ისწრაფვი ამბიციების
დაკმაყოფილებისთვის, ეძებ სახელს, სიმდიდრეს, პატივს, თავს ირთობ სხვადასხვა
კეთილშობილური იდეალებით და ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ისეთი ხდება, რაც
გაიძულებს ეს ყველაფერი გადააფასო ან ეჭვით მაინც შეხედო, (ჩვენს ცხოვრებაში ეს
უმტესწილად დრამატულ მოვლენებს უკავშირდება) ბუნებრივია რომ დიდი
სირთულის წინაშე აღმოჩნდები. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი იწყებს
დაფიქრებას საკუთარი არსებობის შესახებ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება,
გეგმები იშლება და გზა იკეტება, გონებას უნდა თუ არა, იწყებს საკუთარ
ლაბირინთებში გარკვევას, ჩნდება უამრავი შეკითხვა და საბოლოოდ ადამიანი ოდნავ
მაინც ანელებს მექანიკური ცხოვრების რიტმს და ცდილობს რაღაცაში მაინც გაერკვეს –
ეს რაღაც კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ფსიქე.…ეს ისეთი დიადი წუთებია,
მსოფლიოს გრანდიოზული მოვლენებიც ვერ შეედრება, თუმცა ამ გზაზე მთავარი
მაინც დიდი მოთმინება და მტკიცე ნებისყოფაა, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და
საკუთარი თავი შევიცნოთ.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ და გამოვიკვლოთ ცნობიერების ზედაპირზე
არსებული პროცესები, ყოველი გაცნობიერებული ფაქტი თავისთავად შენელდება და
შემაწუხებელ ძალას დაკარგავს. მთავარია დავაკვირდეთ მშვიდად, მთელი არსებით,
ისე როგორც საყვარელი წიგნის კითხვისას ან ტელეგადაცემის ყურების დროს,
როდესაც გონება მთლიანად მოცულია ერთი კონკრეტული მოვლენით. შევხედოთ
ყოველ ფიქრს, შთაბეჭდილებასა და ემოციას, რაც დომინირებს გონებაში და მოსვენებას
გვიკარგავს, დავაკვირდეთ საკუთარ სურვილებს, ამბიციებსა და მისწრაფებებს, იმ
უამრავ სიყალბეს, რაც ჩვენი ნაწილი გამხდარა და ხელს გვიშლის სიმშვიდის
მოპოვებაში. დაკვირვების პროცესი უნდა იყოს უემოციო, ყოველგვარი შეფასებისა და
განსჯის გარეშე, ნუ დავარქმევთ სახელს, ნუ აღვიქვავთ პოზიტიურად ან ნეგატიურად,
უბრალოდ დავაკვირდეთ, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. ჩვენზე უკეთ
ვერავინ გაიგებს რა გვაწუხებს, რა გვაღელვებს და გვაშფოთებს, რა იწვევს
გაღიზიანებას, შიშს ან პირიქით სიამოვნებასა და სიმშვიდეს. შევეცადოთ ცოტა ხნით
მაინც შევწყვიტოთ გარსამყაროს განსჯა, მუდმივად უკმაყოფილო პოზაში ყოფნა და
მთელი ძალისხმევა მივმართოთ შინაგანი სამყაროსკენ.
ავიღოთ ერთი კონკრეტული რამ, მაგალითად სიცრუე _ ყველამ კარგად ვიცით რას
ნიშნავს ეს. ვიცრუე, მოვიტყუე, ანუ ვთქვი რაღაც, რაც რეალობას არ შეესაბამება. რატომ
გავაკეთე ეს, ანუ რით იყო განპირობებული ჩემი ასეთი ქმედება და რისი მაჩვენებელია
იგი. სიცრუე პირველ რიგში წარმოაჩენს ჩემს შინაგან დაპირისპირებს, თვით-
დაპირისპირებას, ე.წ ფსიქოლოგიურ თვით-გახლეჩვას. სულ ერთია ეს ცნობიერია თუ
ქვეცნობიერი, მთავარია რომ შინაგანი ბალანსი დაკარგული მაქვს და ამიტომაც
ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. გინახავთ ალბათ ისეთი ადამიანიც, სიცრუის
ლაპარაკი პირდაპირ ჩვევაში რომ აქვს გადასული და სულ რომ არაფერში სჭირდება,
მაინც იტყუება. ეს საკმაოდ კომპლექსური განცდაა და უამრავრავი მიზეზი შეიძლება
ქონდეს, ვიცრუე იმიტომ რომ სუსტი ვარ და რაღაცის მეშინია, მაქვს აგრეთვე რაღაც
იმიჯი, სახელი, პოზა და ამის შესანარჩუნებლად იძულებული ვარ ვიცრუო. ტყულის
თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანგარებასა და სიხარბესთან, კარიერულ
აღმასვლასთან და ა.შ იმ უამრავ უბადრუკ ამბიციასთან, რისთვისაც ასე გახელებით
ვიბრძვით.
მაშასადამე, ნებისმიერ ქმედებას, თავისი გარკვეული წინაპირობა და სათავე გააჩნია,
რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს “მე”სთან, ანუ ცენტრთან, საიდანაც ვმოქმედებთ და
ინდიკატორია ჩვენი არეული და გაუწონასწორებელი ფსიქიკის. შინაგანი
დაპირისპირება, ანუ თვით–დაპირისპერება როგორც მას ვუწოდეთ, წარმოსდგება ერთი
საინტერესო მომენტისგან, რომლის ფორმულირებაც ასეთი იქნება, -ვინ ვარ და ვინ
მინდა ვიყო-, ანუ ჩვენი მუდმივი უკმაყოფილება იმით რაც ვართ და სურვილი – ვიყო
სხვანაირი. მაგალითად, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არ მაქვს რაიმე
განსაკუთრებული მდგომარეობა საზოგადოებაში, არც დიდი სახელი, არც სიმდიდრე
და ეს საშინლად მაწუხებს. ვარ უბრალო ჩინოვნიკი, მაგრამ მინდა ვიყო მინისტრი,
დიდი მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან პატრიარქი,
ან ვარ ჩვეულებრივი მწერალი, ჟურნალისტი, მომღერალი ან მსახიობი, მაგრამ ეს არ
მაკმაყოფილებს, ამბიციები მაგიჟებს და ვცდილობ ისეთი იმიჯი შევიქმნა, თითქოს
რაღაც გრანდიოზული მოვლენა ვარ, მსურს სახელი და აღიარება, ბევრი ფული და რას
ვაკეთებ ამისათვის- ვცრუობ, ვმლიქვნელობ, ვცდილობ მოვერგო ნებისმიერ სისტემას,
ოღონდ კი მიზანს მივაღწიო, ანუ ვარ ესა და ეს, მთელი ჩემი შესაძლებლობებით და
მინდა ვიყო ის, რაღაც სხვა.
სწორედ ეს შეუსაბამობა –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის, გადაულახავი ბარიერია
გონებისთვის და შინაგან დაპირისპირებას იწვევს. ამის გაცნობიერება და გააზრება
ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის. დაუსრულებელი სწრაფვა,
ვიყო რაღაც სხვა ვიდრე რეალურად ვარ, მომდინარეობს იმ სტანდარტებიდან და
ნიმუშებიდან, რითიც აღვსილია გონება და ერთ-ერთი მიზეზი ამის, ჩვენი არასწორი
აღზრდაა, რაც სამწუხაროდ განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული
შეხედულებებით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი ოჯახი, პროფესია, ზნე და
ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა ადგილი დაიმკვიდროს და პატივმოყვარეობა
დაიკმაყოფილოს. ეს სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები, ცხადია ჩვენივე
შექმნილი და არა სადღაც ზეციდან ნაკარნახევი, ისეა გამჯდარი ჩვენს არსებობაში, რომ
მათგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ნელი მოქმედების საწამლავს
ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან მცირე დოზებით ვიღებთ, სანამ საბოლოოდ არ
დაბინდავს გონებას და იმავე ყალიბს არ მოგვარგებს.
გვგონია რომ მთელი ეს ნიმუშები და სტერეოტიპები, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა
აუცილებელი, სინამდვილეში კი ჩვენში არსებული ქაოსის, შიშების, კომპლექსებისა და
ზოგადად დისკომფორტის მიზეზი, სწორედ ეს შინაგანი გახლეჩვაა, საიდანაც
ბედნიერებას ველოდებით, სწორედ ისაა უბედურების სათავე და ამის დანახვა,
გააზრება და გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მერაბ
მამარდაშვილი წერდა: “ადამიანი თვითონ უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, მაგრამ
ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა მანამდე საკუთარ თავს ომი გამოუცხადოს, რათა
შემდგომ აუცილებლობით მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ის არის და აღარ
ებრძოლოს. საკუთარი თავის არმიღება კი ადამიანს ომისკენ, რევოლუციისკენ და
“პოგრობისკენ” უბიძგებს. სინამდვილეში ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის
ატანა არ შეუძლია”
ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ ამ დაპირისპირებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ,
როდესაც გარეგნულ ქმედებებში აისახება და შესაბამისად უსიამოვნება მოაქვს, ამის
გამოა ადამიანთა უმეტესობა გულწრფელად დაბნეული და შეშინებული საკუთარი
არსებობით, მიზეზებს მხოლოდ გარეთ ხედავენ და შესაბამისად
უჩნდებათ შეკითხვები, რაზეც პასუხს ვერსად იღებენ, შემდგომ კი
იგონებენ უიღბლობას, ბედისწერას, მაგიას და ა.შ.
ნათლად რომ ვაცნობიერებდეთ საკუთარ არსებობას ამ უსასრულო სამყაროში,
ილუზიებსა და წარმოსახვებს არასოდეს შევეჭიდებოდით და შესაბამისად ყოველგვარი
ტყუილი აზრს დაკარგავდა. მარტივად რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება,
ყოველგვარი თვითშეფასებისა და იდენტიფიკაციების გარეშე, როგორებიც რეალურად
ვართ, სრულიად უნიკალური და განუმეორებელი, იმ დროს, იმ მდგომარეობაში
ვიბადებით, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობაა ჩვენი ფსიქიკური არსის
განვითარებისთვის, რომელიც მუდმივ ევოლუციას განიცდის და საბოლოოდ ერთი
მიზანი აქვს, შეუერთდეს თავის პირველსაწყისს, და მარადიული სიმშვიდე ჰპოვოს.
მთავარი საკუთარი თავის შემეცნებაა, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, რა
შეგვიძლია, რა გამოგვდის ყველაზე უკეთ, რათა თვითრეალიზაცია მოვახდინოთ. ვარ
ის _ ვინც ვარ და მუდმივი იდენტიფიკაციები და შედარებები სრულიად უადგილო და
არაფრისმომცემია.
ბავშვთა ფსიქიკაზე დაკვირვებამ ყველაზე ნათლად ცხადყო ადამიანთა ეს ბუნებრივი
თავისებურებანი. კ.გ. იუნგი ერთ-ერთ ლექციაში იხსენებდა შემთხვევას, სისხლის
სამართლის დამნაშავეთა გამოსასწორებელი ამერიკული დაწესებულებიდან, სადაც
ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფდნენ, პირველი კატეგორია, რომელსაც უმრავლესობა
წარმოადგენდა, იქ მოხვედრის შემდგომ გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ეს ბავშვები
მართლაც ნორმალურად ვითარდებოდნენ და დროთა განმავლობაში მათი მანკიერება
წარსულს ბარდებოდა, მეორე ნაწილი კი, რომელნიც უმცირესობაში იყვნენ, იქ
მოხვედრის შემდგომ, როგორც კი თავაზიანად და ნორმალურად მოქცევას
აიძულებდნენ, ისტერიულნი ხდებოდნენ. კ.გ.იუნგი ამას ასე განმარტავდა:” ესენი
“დამნაშავეებად” არიან დაბადებულნი, მათ ვერაფერი გამოასწორებს. ნორმალური
საქციელი მათთვის ბოროტების ჩადენაა. ჩვენც ხომ რაღაც სრულად ვერა ვართ ხოლმე
“ფორმაში” როდესაც მამა აბრაამის ბატკნებივით ვიქცევით. ცოტას თუ “ვურევთ” – რა
შედარებაა, ბევრად უკეთესად ვგრძნობთ თავს. ინდუსები ტაძარს რომ აგებენ, ერთ
კუთხეს დაუმთავრებელს უტოვებენ ხოლმე, სრულქმნა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთო”
ბუნებრივია, არ იგულისხმება თითქოს ბავშვები თავის ნებაზე უნდა მივუშვათ, და
აღმზრდელობითი ფუნქცია მთლიანად ცხოვრებას მივანდოთ, უნდა მოვახერხოთ და
ვიპოვოთ გონივრული და სწორი მიდგომა ნებისმიერი პრობლემისადმი. ჯერ კარგად
შევისწავლოთ მათი ხასიათი და მენტალური სტრუქტურა და შესაბამისად
ვიმოქმედოთ, იძულებითა და დისციპლინით ფონს ვერ გავალთ, თავსმოხვევა
ზნეობრივი კანონებისა ან გაუთავებელი მორალის კითხვა არაფრის მომტანია, უნდა
დავეხმაროთ თავად გაერკვნენ საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებში, რათა სულში
მომწიფდეს ნებელობა ზნეობრივი თუ კეთილშობილური გარდაქმნისა. შესაძლოა ეს
პროცესები გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, რახან ასეთი
არასრულფასოვანნი ვიბადებით, უნდა განვვითარდეთ შინაგანი აქტივობის შედეგად
და გარკვეული ტკივილისა და შეწუხების ფასად.
“ფსიქოლოგიურ განვითარებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, წერდა კ.გ.იუნგი, თუ
დავჯერდებით იმას, რაც ვართ და იმ ცხოვრებით, რომელიც გვაბარია სერიოზულად
ვიცხოვრებთ. ჩვენი ცოდვები, შეცდომები და ნაკლოვანებები საჭიროა ჩვენთვის, ასე
რომ არა, განვითარების უძვირფასესი სტიმულისგან განძარცვული
აღმოვჩნდებით”. არავითარი უიღბლობა და უბედობა ამ ქვეყნად არ არსებობს,
არსებობს უბრალოდ ადამიანი, რომელიც მეზობელ სახლში მომხდარ ამბებში ან
მსოფლიო ნიუსებში უკეთაა გარკვეული, ვიდრე საკუთარ არასრულფასოვნებებში და ეს
უვიცობაა ყველა ბოროტების სათავე.
სრულიად უსარგებლოა ე.წ. წესიერი ადამიანის ნიღაბი ატარო მხოლოდ იმისათვის,
რომ საზოგადოებამ პატივი მოგაგოს. ეს სიყალბეა, ილუზიაა, რაც ვერასოდეს
დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში, ევოლუცია სწორედაც დაცემა–აღდგომაშია.
რატომ გვეშინია ასე საკუთარი მიდრეკილებების გამომჟღავნება, ჩვენ ხომ ისედაც
ვიცით რომ არასრულფასოვანი ადამიანები ვართ, ვის ვატყუებთ, ვესწრაფვით
კეთილშობილებას და სინამდვილეში არავინ იცის რას ნიშნავს ეს, ჩვენ ხომ თვითონ
შევქმენით მორალი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, თავად განვსაზღვრეთ რა
არის კარგი და რა ცუდი, შევქმენით ხაფანგი და ახლა მთლიანად ვართ დაჭერილი
მისით. ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობთ, საკუთარ თავს კი
არ ვეძებთ, არამედ სხვის თვალებში ვიყურებით, სხვისი აზრებითა და შეფასებებით
ვცხოვრობთ, მთავარია გარესამყარო როგორ გვხედავს და გვაფასებს, ჩვენი ჩაცმა, ჩვენი
გარეგნული იერი, მთლიანად მორგებულია იმ საზოგადოების მოთხოვნილებებს სადაც
ვცხოვრობთ, წამითაც კი ვერ თავისუფლდება გონება გარე ფაქტორების გავლენისგან,
შინაგანი, ჭეშმარიტი “მე” კი დაკარგულია, ვარსებობთ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე
და შესაბამისად ვიტანჯებით კიდეც. ვიტანჯებით არა იმიტომ რომ ცვლილება გვინდა
და ვაცნობიერებთ საკუთარ არარაობას, არამედ შინაგანი სიცარიელის,
დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და ამბიციების გამო.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, შინაგან არსში შეღწევა და ჩვენი
რეალური სახის დანახვა. თუ გინდა სურვილის ამაოებას ჩასწვდე, ნუ გაურბიხარ მას,
სხვანაირად გამოცდილება არ მოდის. ჩვენ შიშისა და სისუსტის გამო ვირგებთ ე.წ.
წესიერი მოქალაქის ნიღაბს და არა იმიტომ რომ რაღაც მდგომარეობას მივაღწიეთ.
იგავში, უძღები შვილის შესახებ (ლუკა. თ15) აღწერილია ორი ძმის ამბავი, ერთმა ძმამ
თავისი წილი ქონება მთლიანად წაიღო და წავიდა სახლიდან, დროთა განმავლობაში
მან ეს ქონება გაფლანგა და სრულიად ცარიელი, ღატაკი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მან
იცხოვრა, განიცადა, იგრძნო და დაეცა, ანუ მან საკუთარი, პირადი გამოცდილება
შეიძინა, განსხვავებით მისი ძმისა, რომელიც მუდამ მამის გვერდით იყო და მის ყოველ
სურვილს ასრულებდა. ამიტომაც მიიღო მამამ უკან დაბრუნებული შვილი უდიდესი
სიხარულითა და პატივით, იგი სრულიად ახალი ადამიანი დაბრუნდა, დაცლილი
ამქვეყნიური ამაოებისგან, განძარცვული წარმავალი სურვილებისა და
მისწრაფებებისგან.
მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ხელეწიფებათ ამბოხი, ისინი მუდამ რაღაცას ეძებენ,
იბრძვიან, მათთვის უცხოა შიში, არავის ზურგს არ ეფარებიან, ამით არიან გამორჩეული
და აღმატებული მათზე, ვინც მუდმივ სტაბილურობას ეძებს, გარეგნული
უსაფრთხოება მხოლოდ ილუზიაა, დროებითია, თუ ის მიღწეული არ არის შინაგანად,
დაცემით, ტანჯვითა და ძიებით, საკუთარ თავთან, საკუთარ არასრულფასოვნებებთან
ბრძოლით. Nნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს მშვიდი და გაწონასწორებული ხალხი
ვართ და ამქვეყნიურ შფოთს თავი დავაღწიეთ, სანამ გულში ამბიცია, ეგოიზმი,
სურვილები და ვნებები ცოცხლობენ, ჩვენ აბსოლუტურად არასრულფასოვანი
ადამინები ვართ და თუ რაიმეს ისეთს ვერ ჩავდივართ, რასაც სხვა “ცუდი” ადამიანები
ჩადიან, უბრალოდ სუსტი და მშიშრები ვართ. Nნებისმიერი ადამიანი გაქურდავდა
საიუველირო მარაზიას ან ბანკს, სასჯელის შიში რომ არ ჰქონდეს. ძლიერია მხოლოდ
ის, ვინც მოახერხა და საკუთარი ნებელობით თქვა უარი საკუთარ სურვილებსა და
მისწრაფებებზე, მხოლოდ მათ შეიძლება ეწოდოთ დიადი და ჭეშმარიტად
ინდივიდუალური ადამიანები, დანარჩენი ყველაფერი თამაშია, შოუ, ცირკი და ის
მაინც მოვახერხოთ, ამ ცირკში ჯამბაზებად არ დავრჩეთ, რომლებიც ერთს ატყუებენ,
ხოლო მეორეს ამაზრზენად ემლიქვნელებიან.
ვიმოქმედოთ, გამოვიყენოთ ეს ცხოვრება საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის,
ხან დავეცემით, ხან ავდგენით, ამაშია მთელი ხიბლი ჩვენი არსებობის, ასე
მიმდინარეობს ადამიანის ევოლუცია, თუ ყველაფერს გავექცევით და დავემალებით,
არაფერი შეიცვლება, სურვილი სურვილად დარჩება, ვნება ვნებად და საბოლოოდ
დავემსგავსებით იმ უგუნურ მსახურს (სახარება მათესი. თ 25) ბატონმა ოქროს
ტალანტი რომ მისცა, მან კი მიწაში ჩაფლო იმის შიშით, რომ სულ არ დაეკარგა იგი და
ბატონის მრისხანება არ დაემსახურებინა, საბოლოოდ კი ისიც დაკარგა რაც ქონდა და
იმაზე ცარიელი და არარაობა დარჩა, ვიდრე მანამდე იყო.
მერაბ მამარდაშვილს აქვს ასეთი ფრაზა “ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა,
ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა”(გვ12 ცნობიერების ტოპოლოგია). ჯიუტი სიბრმავე-
არის ზუსტი შესატყვისი ჩვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური ყოფისა, ბრმა, რომელიც
ჯიუტად ცდილობს ბრმად ყოფნას, საინტერესოა საით მიდის იგი… უილიამ ფოლკერი
ამბობდა: “ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის ვინ არის და რა
ადგილი უკავია”. როდესაც ვერ ვახერხებთ თვითრეალიზაციას, ვხდებით ჩვენ სულში
არსებული აჩრდილების, გნებავთ იდეალების მონები, ადამიანი კი აბსოლუტურად
თავისუფალი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური გამთლიანება რომ შეძლოს. ეს ჩვენს სულში
არსებული არარეალიზებული ფუნქციების პროეცირებაა მხოლოდ, მთავარი მიზეზი კი
შიგნითაა, ჩვენი მუდმივი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ვიღაცაზე ამ რაღაცაზე,
მოლოდინი რომ ეს ვიღაც ან რაღაც დიდ მიზნამდე მიგვიყვანს და ბედნიერებას
მოგვანიჭებს. ხშირად ისეც ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვებრძვით რაღაც აჩრდილს,
რაც მეორე ”მე” გამხდარა და ვერ ვთავისუფლდებით მისგან. შეიძლება ამას
კომპლექსებიც ვუწოდოთ, მაგალითად ზედმეტი სიმორცხვე და გადამეტებული
სითამამე კომპლექსია. ერთი მომდინარეობს არასრულფასოვნების განცდისგან, მეორე
კი ამბიციისა და თვითშეფასებისგან. მინახავს ადამიანი რომელსაც საკუთარი
სიმორცხვე თითქმის სტანჯავს, მაგარამ ვერაფერი მოუხერხებია მისთვის. ორივე
შემთხვევაში მთავარ როლს ცენტრი ასრულებს, “მე” საიდანაც ვმოქმედებთ.
არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზიც იგივე ამბიციაა, ოღონდ ეს მედლის მეორე
მხარეა. როდესაც თავი მაგარი ტიპი გგონია, ან პირიქით არაფრად მიგაჩნია, ორივე
ერთნაირად შემაწუხებელი განცდაა, ორივე რეალობის აცილებას ნიშნავს და
შესაბამისად უსიამოვნებათა მუდმივი წყაროა. ცხადია ასეთი ტიპის კომპლექსებისგან
გათავისუფლება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია თუ შევძლებთ და საკუთარ თავს
ცოტათი მაინც მივუახლოვდებით, გამოვიკვლევთ და შევიცნობთ. ამას სჭირება
მუდმივი დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებზე, ფხიზელი გონებით უნდა
ვადევნოთ თვალი რა პროცესები მიდის იქ და როგორია ჩვენი რეალური ქმედებები.
დააკვირდით საკუთარ თავს, როგორია თქვენი ქმედებები როცა არავინ გიყურებთ,
როგორ მოძრაობთ, როგორ ჭამთ ან საერთოდ როგორ ასრულებთ რაიმე სამუშაოს და
ამით თქვენს რეალურ სახეს დაინახავთ, შემდეგ შეადარეთ როგორ ასრულებთ იგივე
ქმედებებს მაშინ, როდესაც ვიღაც გიყურებთ და მომენტალურად მიხვდებით იმ
განსხვავებას რაც არსებობს –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის. ჩვენი ლოცვაც კი
ერთგვარი პოზაა, სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას განსხვავებულობა ჩვენი რეალურ
სახესა და ლოცვის დროს შექმნილ სათნო და უბიწო გამომეტყველებას შორის, განა ის,
ვის წინაშეც ასე მოწიწებით ვლოცულობთ, ყველაფრის მხილველი არ არის?.. ასევე,
მაგალითად საუბრობ რაიმე თემაზე, წამიერად მაინც თუ შეხედავ შენს თავს
გვერდიდან, იმ წუთას გააცნობიერებ რა პოზა გიჭირავს, რას ამბობ ან რატომ ამბობ, რა
არის ნამდვილი მიზეზი, ინფორმაციის გადაცემა, თუ საკუთარი განსწავლულობისა და
ცოდნის დემონსტრირება. ასეთი ტიპის დაკვირვება გონებას გამოიყვანს მექანიკური
მოქმედების რეჟიმიდან და კონცენტრაციის უნარს მოგცემთ.
საკუთარი თავზე დაკვირვებისას, აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ საინტერსო რამეს,
პირობითად მას იდეათა სამყარო ვუწოდოთ. ჩვენ უამრავი იდეალები, თეორიები,
პრინციპები და სტერეოტიპები გვაქვს. თუმცა ყველაფრის პირველმიზეზი მაინც იდეაა,
ანუ აზრი რომელიც ჩნდება და ხშირად მთელს ჩვენს არსებას იკავებს. შეიძლება ითქვას
შეპყრობილი და დაჰიპნოზებული ვართ ამ იდეებით და მათგან გამომდინარე
ვმოქმედებთ, ვმოძრაობთ, ვაყალიბებთ ურთიერთობებს. იდეა შეიძლება არსებობდეს
ყველაფრის შესახებ, იქნება ეს რელიგია, ნაციონალიზმი, ერი, სიყვარული, სიცოცხლე
ან სიკვდილი და ა.შ თავისთავად იდეა არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ რაღაც
აზრთა წყობაა და მეტი არაფერი. მაგრამ საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც ამ
იდეებს ფსიქოლოგიურად ვეჯაჭვებით და იდენტიფიკაციას ვახდენთ მათთან.
მაგალითად ჩემი იდეა ნაციონალიზმის შესახებ ასეთია, მე მიყვარს ჩემი სამშობლო
(სამშობლოს სიყვარული თავისთავად აბსტრაქტული ცნებაა, მიყვარს ის, რაც ჩემია და
რაც ნაცნობია) და მას უნდა ვემსახურო. ის ვინც ჩემი ქვეყნის სათავეშია, ანუ ვისაც
ვანდობთ საყვარელი სამშობლოს მართვა-გამგეობას, თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყნის
კეთილდღეობისთვის რაიმე ტიპის საომარი მოქმედებაა საჭირო, ამ იდეიდან
გამდინარე დაუფიქრებლად ავიღებ იარაღს და წავალ საბრძოლველად (და ამას
პატრიოტიზმს ვარქმევ)მათ წინააღმდეგ, ვინც ჩემს იდეას საფრთხეს უქმნის(ან არ
უქნის, მაგრამ სამშობლოს დიდებას ასე სჭირდება. ალბათ ასე ფიქრობდნენ მეორე
მსოფლიო ომის წინ გერმანელებიც და კიდევ მრავალი სხვა…) როდესაც რაიმე იდეით
ხარ შეპყრობილი, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ზედმეტ ფიქრსა და დაეჭვებას,
მით უმეტეს, თუ ეს დიად და კეთილშობილურ იდეალებთანაა დაკავშირებული. ჩვენ
ხომ ამისთვის ვიღწვით, ჩავიდინოთ რაიმე დიადი, საგმირო საქმეები და ისტორიაში
შევიდეთ, ან სასუფეველში მაინც…. მერე რა, რომ ჩემი ე.წ. მტრები, ისეთივე
ადამიანები არიან როგორიც მე, უყვართ სიცოცხლე, რაღაცას ქმნიან, აზროვნებენ,
სტკივათ, უხარიათ და ა.შ. მთავარი იდეაა, იდეა ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის
შესახებ. სწორედ ასეთმა იდეამ, ერთ მშვენიერ დღეს, გუშინდელი მეგობრები,
მეზობლები და ნათესავები დაუძინებელ მტრებად აქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში
და ისეთი ჭრილობა დატოვა, თაობები დასჭირდება მის მოშუშებას.
ასეთივე საინტერესოა იდეა რელიგიის შესახებ. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და რელიგია
შესაბამისად ჩემს ცხოვრებაში დომინანტია. რომელი რელიგიური აღმსარებლობის
მიმდევარიც ვარ, ბუნებრივია ჩემი სუბიექტური ღირებულებებიც მისგან
მომდინარეობს და მთელს ჩემს ცხოვრებას მართავს, რაც აუცილებლად დიდ როლს
ითამაშებს პიროვნულ ურთიერთობებში. ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები ”ჩვენ
ქრისტიანები ასეთი და ასეთი ჰუმანურები ვართ”, “ჩვენ მუსლიმანები ასეთი წესებით
ვცხოვრობთ და სხვის აზრს ვერ გავიზიარებთ” ერთხელ ასეთი რამეც გავიგე, თურმე ნუ
იტყვით და ერთ იაპონელს მართლმადიდებლური სული აღმოაჩნდა, ანუ ისეთი
კეთილშობილი ყოფილა.. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგიაა გზა
ჭეშმარიტებისკენ და სხვა ყველა ცთომილებაშია. ბუნებრივია ასეთი ტიპის აზროვნება
ადამიანთა დაყოფას იწვევს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, მთელი ის
დაპირისპირება, რაც რელიგიურ ნიადაგზე ყოფილა, სწორედ ამ იდეის გამო ხდებოდა
და არა თავად რელიგიის, რაც თავისთავად ზნეობრივ და მორალურ კანონთა
კრებულია და მისი მიზანი ადამიანის სულიერი აღორძინებაა მხოლოდ.
როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს კომუნიზმის იდეის გარშემო გაერთიანებული
ადამიანები და შემდგომ ამ იდეის გამო დაყოფილი კომუნისტებად და
ანტიკომუნისტებად, სამშობლოს მტრებად და ა.შ. დაკარგული თაობები, სულიერად
თუ ფიზიკურად განადგურებული ათასობით ადამიანი. ასეთია ერთი შეხედვით
მარტივი და უწყინარი იდეების რეალური შედეგები, თუ მათ ადამიანის გონებაში
ადგილი დაიმკვიდრეს.
რეალურად კი ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები, რით განვსხვავდებით ასე მკვეთრად
ერთმანეთისგან, რომ ასე დაუნდობლად ვექცევით ერთმანეთს. ერთნი ვართ, ერთი
ღმერთის ქმნილებები, მსგავსი თვისებებისა და ინსტიქტების მატარებელნი, ყველას
ერთნაირად გვესაჭიროება ჰაერი, წყალი, მიწა, “პური ჩვენი არსობისა”, სიყვარული,
თანაგრძნობა, გაგება, გაზრდა-განვითარება. ჩვენში ერთი სული ტრიალებს –
მარადიულობის სული- და ვერასოდეს მოვიპოვებთ ვერც სულიერ და ვერც ფიზიკურ
სიმშვიდესა და უსაფრთხოებას თუ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს არ
ვისწავლით, მიუხედავად ჩვენი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა, კანის
ფერისა ან სოციალური მდგომარეობისა. თითოეული ადამიანის არსებობა ისეა
ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რასაც მოვიმოქმედებთ სხვის მიმართ, იგივე
დაგვიბრუნდება უკან, ეს კანონზომიერებაა და გონიერი ადამიანი ყველგან გრძნობს
ამას. ფიზიკური მტერი მანამდე იარსებებს, სანამ ის იდეის სახით გონებაში არსებობს.
როდესაც გგონია რომ სხვას ატყუებ – სინამდვილეში საკუთარ თავს ატყუებ, თუ
ფიზიკურად მოკლავ ვინმეს, ამით საკუთარ თავს გაანადგურებ, სანამ ვინმეს ტკივილს
მივაყენებთ, იქნებ სჯობს იმაზე დავფიქრდეთ რომ ის სხვა – სინამდვილეში მე ვარ.
სამწუხაროდ ამჟამად ასეთია ჩვენი ცნობიერების მექანიზმი და სანამ მთელს
სტრუქტურას ამ მექანიზმისას არ გამოვიკვლევთ და არ შევისწავლით, მანამდე
გარეგნული ქაოსი და დაპირისპირება, მთელი ეს დრამა ჩვენი არსებობის, არასოდეს
დასრულდება.
ცივილიზაციის განვითარება ექვივალენტურია ადამიანის ცნობიერების
განვითარებასთან. ერთის მხრივ ცივილიზაციამ დიდი გარდატეხა შეიტანა ჩვენს
ყოველდღიურ არსებობაში და მრავალი რთული პრობლემა გაამარტივა, მაგრამ მეორეს
მხრივ, მენტალური ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი ვერაფერი შეცვალა. დაინგრა
ძველი და გაცვეთილი იდეები და იდეალები, მათ კი ახალი, უფრო პროგრესული და
ჰუმანური ჩაენაცვლა, ცხოვრება ისევ ისე გრძელდება, აღსავსე ქაოსით, შფოთით,
შიშით, დაპირისპირებითა და ძალადობით, რაც თავისთავად წყაროა ტკივილისა და
უბედურების.
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ და თავად ჩვენში გრძნობებისა და ცოდნის სახით
არსებობს, კარგად ნაცნობია ჩვენთვის და შესაბამისად შეჩვეული ვართ მათ. გონება
მტკიცედაა ჩაკეტილი ამ “ნაცნობის” ფარგლებში და მის იქით გასვლა არ ძალუძს, ანუ
შეზღუდული და ლიმიტირებულია. მაინც რა არის ეს ნაცნობი, ასე რომ მოიცავს მთელს
ჩვენს არსებას და შეუძლებელს ხდის მის მიღმა რაიმეს დანახვას. ნაცნობია ყველაფერი
_ ჩვენი სახელი, სტატუსი, მდგომარეობა, სახლი, ქალაქი, ქვეყანა, ოჯახი,
საზოგადოება, ჩვენი იდეები, წესები, ტრადიციები, იდეალები, იდეოლოგიები და ა.შ.
ჩვენი შეხება გარესამყაროსთან, ადამიანებთან და თვით ღმერთთანაც კი, მთლიანად
მომდინარეობს ამ ნაცნობისგან. “ჩვენს წარმოსახვას, წერდა ფრანგი მწერალი მარსელ
პრუსტი, ვერ წარმოუდგენია უცნობი სიტუაცია, რადგანაც უცნობი წარმოსახვა ნაცნობი
ელემენტებისგან შედგება და ჩვენ არსებითად არ ძალგვიძს, რომ ნაცნობი ელემენტების
ხლართებს თავი დავაღწიოთ”
ცნობიერების შეზღუდულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენი
ზედაპირული და მექანიკური აზროვნებაა, თვით დიდი წიგნიერი და
ინტელექტუალური ცოდნაც კი არ არის წინაპირობა გონების გათავისუფლებისთვის,
რადგანაც ყველაფერი, რაც საკუთარი გამოცდილებითა და გააზრებით არ არის
მიღებული და გაგებული, არ შეიძლება ჩაითვალოს ცოცხალ ცოდნად და ბუნებრივია
ბევრს ვერაფერს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში. როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ
დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან, მოვიშოროთ სიზანტე და თვით-შემეცნების გზას
შევუდგეთ. გავაცნობიეროთ საკუთარ ფსიქიკაში არსებული ყველა კომპლექსი, შიში,
სურვილი, ამბიცია და იდეა, რაც მთავარია გავიაზროთ მათდამი ჩვენი
დამოკიდებულება. საკმარისია სიღრმისეულად დააკვირდე რაიმე იდეას, რაზეც
გონებაა ჩაჭიდებული და შეხედო მისგან მოტანილ შედეგებს, რომ მომენტალურად
მიხვდები, რა მარტივად შეიძლება გონებაში წარმოშობილმა აზრმა თუ მასთან
იდენტიფიკაციას მოახდენ, სრული ქაოსი და ნგრევა მოიტანოს. ამის დანახვა არის
გონიერება – ანუ საკუთარი გამოცდილებითა და ცოცხალი შეგრძნებებით მიღებული
რაიმე ცოდნა. მხოლოდ ასეთი გონიერება დაგვეხმარება საკუთრი თავის შეცნობაში,
რაც შეგვაძლებინებს საკუთარი შეზღუდულობის დანგრევას და მის მიღმა რაიმეს
დანახვას. სხვა შემთხვევაში ისეთ ზე-აღმატებულ თემებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება
და ღმერთი, ფიქრი ან რაღაც აზრებისა და შეხედულებების შექმნა
თვითდაპროექტებულია და შესაბამისად არასერიოზული. ცნობიერების მოცემული
მდგომარეობით, შეუძლებელია ვინმემ იცოდეს რა არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ის
უცნობია, ანუ ჩვენი ცნობიერების მიღმაა, ხოლო ჩვენი ნებისმიერი განცდა, ფიქრი,
რწმენა თუ თვალსაზრისი, მომდინარეობს ნაცნობიდან, ანუ ჩვენი შეზღუდული
აზროვნებიდან და თავისთავად არარეალურია. ”მომაკვდინებელი დაავადება, ამბობდა
მ. მამარდაშვილი, არის ცოდნა, წინასწარი ცოდნა, მათ შორის, ჩემი დაბეჯითებული
ცოდნა საკუთარი თავსი შესახებ: როგორი ვარ, რა მინდა, რა პირობებში და როგორ
შეიძლება მოვიპოვო საკუთარი თავის პატივისცემა, როგორი უნდა იყოს სამყარო,
რომელშიც ღირსეულად ვიცხოვრებდი და ა.შ”
“თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას, ცოლსა და შვილებს,
ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი _ ამბობს მაცხოვარი_იგი ვერ გახდება ჩემი
მოწაფე.”(ლუკა. თ14. 25) შეუძლებელია თავად განსხეულებული სიყვარული, ვინმეს
სიძულვილისკენ მოუწოდებდეს, ეს მინიშნებაა აბსოლუტურ, შინაგან
თავისუფლებაზე, რათა ყოველი ადამიანი, თუ მას სურს მაცხოვრის მოწაფე და მისი
თანაზიარი გახდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ფსიქოლოგიური თუ
ემოციური მოჯაჭვისგან ნებისმისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს შვილი, მშობელი, ქმარი
თუ ცოლი. იქ, სადაც არ არის სრული შინაგანი თავისუფლება, სრული ფსიქოლოგიური
დამოუკიდებლობა, ვერასოდეს აღმოცენდება აბსოლუტური ნებელობა და ვერასოდეს
იშვება ძე ღვთისა, ..თუ არ მოიძულებთ, საკუთარ სულსაც კიო.., როგორ უნდა
მოიძულოს ადამიანმა საკუთარი სული, თუკი არც კი იცის რა არის იგი, ხომ არ
გულისხმობს ეს გონების გათავისუფლებას ყველა იდეის, თეორიის, სტერეოტიპის,
იდეალის, ცოდნისა და ნიმუშისგან, ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე
ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რაც წყაროა ჩვენი შინაგანი დაპირისპირებისა
და ქაოსის.
ყველაფერი რაც ნაცნობია, რაც ვიცით და შესაბამისად შეჩვეული ვათ, წარმავალია,
მასში არ არის კრეატიულობა, ყოველდღიური სიახლე და მშვენიერება, არამედ
მოწყენილობა და რუტინა. ის რაც უსასრულობისკენ გვიხსნის გზას, რაც მუდმივად
ახალი და სრულიად განსხვავებულია- სწორედ უცნობია, ანუ ჩვენი შეზღუდული
ცნობიერების მიღმაა, და მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირადი
გამოცდილებით მიღებული ცოდნით, ანუ როგორც ვამბობთ, ცოცხალი
ცოდნით. ერთხელ მაინც თუ გასინჯავ მანგოს, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება,
მაგრამ თუ არ გასინჯე, შეიძლება მთელი ცხოვრება გიხსნათ ვინმემ როგორი გემო აქვს
მას, თუმცა ვერასოდეს გაიგებთ. უცნობი მხოლოდ მაშინ მოდის, მხოლოდ მაშინ ხდება
გასაგები, როდესაც ქრება წინასწარი შეხედულება და რაც მთავარია მოლოდინი
რაიმესი, გონება უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი შეფასებისა და განსჯისგან, რათა
შეხედო მოვლენას და დაინახო ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ამის
გაცნობიერება ცხოვრებას მთლიანად გარდაქმნის, სამყარო აღარასოდეს მოგეჩვენებათ
ცუდი ან კარგი, შესაბამისად მტანჯველი განცდები საკუთარი არსებობის შესახებ
მთლიანად გაქრება.
ეს არის ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალურია მხოლოდ ის, რაც საკუთარი
გამოცდილებითაა მიღებული და არაფერს გავს, სრულიად უნიკალური და
განუმეორებელია. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გავცდებით ნაცნობის ფარგლებს,
საუბარი ჩვენს ინდივიდუალიზმზე ილუზიაა. იყო ინდივიდუალური, ნიშნავს
ყველაფერი ისეთი დაინახო და მიიღო როგორიც ის სინამდვილეშია, იყო ის რაც ხარ და
არ ესწრაფოდე ვიღაც სხვად გახდომას, თავად იყო შემოქმედი საკუთარი ცხოვრების და
არ გქონდეს მუდმივი მოლოდინი მესიების, ზეკაცებისა და იდეალების, ანუ მყარად
იდგე აწმყოში და ცოცხალი შეგრძნებებით ცხოვრობდე, მთელი არსებით,
მთლიანად, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე. გჯეროდეს საკუთარი თავისა
და შესაძლებლობების და აცნობიერებდე შენს არსებობას ამ უსასრულო სამყაროში.
“მოდის ჟამი, ამბობს მაცხოვარი, და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ
ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან” (იოანეს სახ. თავი5-21) ეს ჟამი მუდამ
უყო და არის მათთვის, ვისაც შესწევს უნარი, მოისმინოს და დაინახოს ნაცნობის მიღმა,
მხოლოდ მაშინ გაცოცხლდება ადამიანი და დაიწყებს ნამდვილ, ჭეშმარიტ ცხოვრებას,
როდესაც შესძლებს დაანგრიოს თავისი შეზღუდული ცნობიერების ფარგლები და
ეზიაროს მისთვის უცნობს, ზე-ცნობიერს, იგივე ძე ღვთისას, რომლის ხმაც სადღაც
ზეციდან კი არ მოდის, არამედ საკუთარი სულის დაფარული სიღრმეებიდან. ქრისტეს,
როგორც მხსნელის, როგორც მაცხოვრის შობისა და გოლგოთის მისტერია, სულიერი
თვალსაზრისით დაუსრულებელი პროცესია, იგი მუდმივად გრძელდება კონკრეტულ
ინდივიდებში, როგორც სულის განუყოფელი ნაწილი, მისი ხსნა, მისი
ინდივიდუალური აღორძინება. ადამიანმა თუ თავად არ შეიგრძნო და აღმოაჩინა თავის
თავში მხსნელი, ქრისტე და მარტო გარეგნული რიტუალებისა და იმიტაციის
მდგომარეობაში დარჩა, ვერასოდეს იპოვის ხსნას, რადგანაც იპოვო ღმერთი, ნიშნავს
განიცადო ღმერთი საკუთარ თავში, როგორც სულის საკუთრება, თავად გახდე ღმერთი,
რადგანაც მხოლოდ ასე შესძლებ ჩასწვდე იმ საკრალურ ცოდნას, რასაც ასე ეძებს
ადამიანი ბიბლიაში, ყურანში თუ სადმე სხვაგან.
სიცოცხლე, თვისთავად საკუთარი არსებობის შეგრძნებაა და როგორ უნდა შევიგრძნო
საკუთარი თავი, თუ მტკიცედ ვარ ჩაკეტილი ცნობიერების ლიმიტირებულ ფარგლებში,
სადაც წესებისა და ტრადიციების სახით უკვე მოცემულია გზა განვითარების, უკვე
არსებობს ნიმუში ზნეობრივი და წარმატებული ადამიანის, ხოლო მე ისღა დამრჩენია ამ
ნიმუშს მივყვე. ბუნებრივია აქ პირადი არაფერია, მხოლოდ ავტორიტეტების მიერ
შემოთავაზებული ცოდნა და გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიბადები თუ
არა, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად უკვე განსაზღვრულია რაღაც სტერეოტიპების
მიერ, ვიღაც დიდმა, მოაზროვნე ადამიანებმა რაღაც გაიგეს და გააცნობიერეს,
შესაბამისად დაგვიტოვეს საკუთარი გამოცდილება და მე უბრალოდ მათთან
იდენტიფიკაციას ვახდენ. ცხადია ამას საერთო არაფერი აქვს ჩემს რეალურ, შინაგან
განცდებთან. შესაძლოა მათ მართლაც ჰქონდათ ჭეშმარიტი განცდა და ცოდნა ამის,
მაგრამ მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, უბრალოდ იმიტატორი ვარ და რაც
უფრო კარგად მივბაძავ მათ, მით მეტი სახელი და პატივი მექნება. მაშასადამე, ჩვენს
ფიზიკურ არსებობას, არავითარი საერთო არა აქვს ნამდვილ, ჭეშმარიტ სიცოცხლესთან,
რაც ნიშნავს კრეატიულობას, მუდმივ სიახლესა და ინტერესს. ამიტომ ამბობს სახარება
“მსმენელნი გაცოცხლდებიანო”, რადგანც შინაგანად, სულიერად მკვდრები ვართ და
იმისათვის რომ გავცოცხლდეთ, აუცილებელია ნამდვილი, ცოცხალი განცდებითა და
პირადი გამოცდილებებით ცხოვრება. გონება უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი
სტერეოტიპების, ნიმუშებისა და იდეალებისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის კვლევა-
ძიება, რათა გავაცნობიეროთ საკუთარი არსებობა და წერტილი დავუსვათ ამ ქაოსს, რაც
ჩვენში არსებობს და რისი ანარეკლიცაა ემპირიული სამყარო. მ. მამარდაშვილი
ამბობდა “არსებული ცოდნა, ყველაზე ხშირად უკვე სტერეოტიპია და ჩვენს ცოცხალ
აზრს, ცოცხალ გრძნობებს მოკლებულია, ეს არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს
საფრთხეს უქმნის.”
ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როდესაც არ იცის ვინ არის
სინამდვილეში, რა უნდა, საიდან მოდის და საით მიდის. ეს არის შინაგანი ადამიანის
პრობლემა, ანუ როგორც ფილოსოფოსი ამბობს “ სახარებისეული ადამიანის, არა
ეკლესიური- არამედ სახარებისეული, შინაგანი ადამიანის პრობლემა, ადამიანის,
რომელსაც თავის სამყაროში ტექსტებიდან კი არ შეაქვს რაღაც კანონები, ნორმები,
წესები, არამედ თვითონ შობს მათ, გამოცდილს საკუთარი არავერბალური ძირით.” ეს
არის საკუთარი ძალისხმევის, დიდი შრომისა და მუდმივი თვითდაკვირვების შედეგად
მიღებული ცოდნა იმის, რისი ცოდნაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს
სამოქალაქო საზოგადოება თავისით საიდანღაც ვერ ჩამოფრინდება. ყველა ადამიანში
უნდა მოხდეს თვითშეგნების ამაღლება, არა ამ სიტყვის ყალბი და გაცვეთილი
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში

More Related Content

What's hot

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპები
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპებიჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპები
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპებინინო-ირმა ღანიაშვილი
 
საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობ...
საზღვაო–საქალაქო  ცივილიზაციები.  ბერძნული  პოლისები, სახელმწიფოს  მმართველობ...საზღვაო–საქალაქო  ცივილიზაციები.  ბერძნული  პოლისები, სახელმწიფოს  მმართველობ...
საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობ...elisabed1998
 
თვეები და სეზონები
თვეები და სეზონებითვეები და სეზონები
თვეები და სეზონებიNatia Gvilia
 
ბაზალეთის ტბის ლეგენდა
ბაზალეთის ტბის ლეგენდაბაზალეთის ტბის ლეგენდა
ბაზალეთის ტბის ლეგენდაtamomakharashvili3
 
რომის წარმოშობა , რომაული საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა
რომის  წარმოშობა , რომაული  საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა რომის  წარმოშობა , რომაული  საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა
რომის წარმოშობა , რომაული საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა elisabed1998
 
ბუნებრივი სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიბუნებრივი სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიqetevan nandoshvili
 
უძველესი სამდინარო ცივილიზაციები
უძველესი სამდინარო  ცივილიზაციებიუძველესი სამდინარო  ცივილიზაციები
უძველესი სამდინარო ცივილიზაციებიelisabed1998
 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესიცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესიtamomakharashvili
 
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმიალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმიelisabed1998
 
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"East Central Community High Scool
 
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.Inga Gogaladze
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიirma1972
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထား
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထားထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထား
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထားbabycandy007
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემოneli2015
 

What's hot (20)

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპები
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპებიჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპები
ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი ძირითადი პრინციპები
 
საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობ...
საზღვაო–საქალაქო  ცივილიზაციები.  ბერძნული  პოლისები, სახელმწიფოს  მმართველობ...საზღვაო–საქალაქო  ცივილიზაციები.  ბერძნული  პოლისები, სახელმწიფოს  მმართველობ...
საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობ...
 
თვეები და სეზონები
თვეები და სეზონებითვეები და სეზონები
თვეები და სეზონები
 
ბაზალეთის ტბის ლეგენდა
ბაზალეთის ტბის ლეგენდაბაზალეთის ტბის ლეგენდა
ბაზალეთის ტბის ლეგენდა
 
რომის წარმოშობა , რომაული საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა
რომის  წარმოშობა , რომაული  საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა რომის  წარმოშობა , რომაული  საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა
რომის წარმოშობა , რომაული საზოგადოება, სახელმწიფო მოწყობა
 
Krosvordi kosmosi
Krosvordi kosmosiKrosvordi kosmosi
Krosvordi kosmosi
 
ბუნებრივი სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიბუნებრივი სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი სტიქიური მოვლენები
 
უძველესი სამდინარო ცივილიზაციები
უძველესი სამდინარო  ცივილიზაციებიუძველესი სამდინარო  ცივილიზაციები
უძველესი სამდინარო ცივილიზაციები
 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესიცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესი
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
დავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასიდავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასი
 
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმიალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
 
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"
რევაზ ინანიშვილის "ტყის შვილები"
 
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
Legenda tbilisze
Legenda tbiliszeLegenda tbilisze
Legenda tbilisze
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထား
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထားထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထား
ထြက္ေတာ့မယ္ေလ ကိုင္ထား
 
ნერგი
ნერგინერგი
ნერგი
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემო
 

Viewers also liked

Inkluziuri gana tleba
Inkluziuri gana tlebaInkluziuri gana tleba
Inkluziuri gana tlebaNini Qarchava
 
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!  ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა! Diana Beridze
 
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებანანა ცანავა
 
მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგიმარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგიIrina Melkadze-gelashvili
 
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაnino abuladze
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზიაtamarkakachia
 

Viewers also liked (15)

თეთრი ღამეები დოსტოევსკი
თეთრი ღამეები   დოსტოევსკითეთრი ღამეები   დოსტოევსკი
თეთრი ღამეები დოსტოევსკი
 
დოსტოევსკი დანაშაული და სასჯელი
დოსტოევსკი   დანაშაული და სასჯელიდოსტოევსკი   დანაშაული და სასჯელი
დოსტოევსკი დანაშაული და სასჯელი
 
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერითამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
 
გრაფი მონტე კრისტო ალექსანდრე დიუმა I
გრაფი მონტე კრისტო   ალექსანდრე დიუმა Iგრაფი მონტე კრისტო   ალექსანდრე დიუმა I
გრაფი მონტე კრისტო ალექსანდრე დიუმა I
 
Inkluziuri gana tleba
Inkluziuri gana tlebaInkluziuri gana tleba
Inkluziuri gana tleba
 
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!  ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!
ინკლუზიური განათლების დამკვიდრება და ხელშეწობა!
 
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
 
მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგიმარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგი
 
მაჰათმა განდი
მაჰათმა განდიმაჰათმა განდი
მაჰათმა განდი
 
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკიშტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
ფილიპ ზიმბარდო - ფსიქოლოგია და ცხოვრება
ფილიპ ზიმბარდო -  ფსიქოლოგია და ცხოვრებაფილიპ ზიმბარდო -  ფსიქოლოგია და ცხოვრება
ფილიპ ზიმბარდო - ფსიქოლოგია და ცხოვრება
 

Similar to დაკარგული სულის-ძიებაში

17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest 17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest Maik' Ckneteli
 
17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest 17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest Maik' Ckneteli
 
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)სამკითხველო სამკითხველო
 
ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაGiorgi Tchautchidze
 

Similar to დაკარგული სულის-ძიებაში (10)

Philo
PhiloPhilo
Philo
 
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
 
17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest 17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest
 
17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest 17 maisistvis manifest
17 maisistvis manifest
 
17m
17m17m
17m
 
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი   ლილი ხეჩუაშვილი
1პიროვნების ფსიქოლოგია შესავალი ლილი ხეჩუაშვილი
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
იარლიყი
იარლიყიიარლიყი
იარლიყი
 
ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციაეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაცია
 

More from სამკითხველო სამკითხველო

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერისამკითხველო სამკითხველო
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისამკითხველო სამკითხველო
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდებისამკითხველო სამკითხველო
 

More from სამკითხველო სამკითხველო (20)

მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
 
არავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაციაარავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაცია
 
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
207289006 ბავშვის-ფსიქოლოგია-დიმიტრი-უზნაძე
 
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
1შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში
 

დაკარგული სულის-ძიებაში

  • 1. საჭიროა ძალისხმევა, რომ ცოცხალი დარჩე. ჩვენ ხომ ინტუიციის დონეზე ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ცოცხალი გვეჩვენება, არ არის ცოცხალი. ბევრი რამ, რასაც განვიცდით, ვფიქრობთ და ვაკეთებთ – მკვდარია. მკვდარია იმიტომ, რომ სხვა რაიმეს მიბაძვა, უკვე საკუთარი აზრი კი აღარ არის, არამედ სხვისია. მკვდარია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი, საკუთარი გრძნობა კი არ არის, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტულია და არა ის, რომელსაც თვითონ განიცდი.~ მ. მამარდაშვილი “ვისაც ჭეშმარიტად ჩაუხედავს ადამიანის ფსიქეს სიღრმეებში, დამეთანხმება, რომ ფსიქე ყველაზე ბუნდოვანი და საიდუმლოებით მოცული სფეროა, მისი შემეცნებისკენ სავალი გზა კი უსასრულო” კ.გ.იუნგი ადამიანის სულიერი სამყაროს გაგება და გააზრება, ყველაზე უმნიშვნელოვანესია ამ სამყაროში. ყველა ჩვენი ბედნიერი თუ უბედური განცდა სწორედ იქიდან იღებს სათავეს. ყველაფრის პირველმიზეზი და შესა¬ბამისად პასუხი იმ უამრავ შეკითხვაზე, რაც ადამიანს აწუხებს საკუთარი არსებობის შესახებ, მხოლოდ იქ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც გაგება და განჭვრეტა ისეთი უზენაესი ღირებულებებისა რასაც ჭეშმარიტება და ღმერთი ქვია. ფსიქოლოგია და რელიგია თავისი არსით, ალბათ ყველაზე ახლოა ფსიქეს (სული) სიღრმეების შემეცნებასთან. შეიძლება ითქვას, ფსიქოლოგია ადამიანს ეხმარება რელიგიური დოგმების რეალური მნიშვნელობის შეცნობაში და შეუძლებელია არ დავაფასოთ მათი ძალისხმევა ამ მარადიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად. თუმცა არ შეიძლება გამოვყოთ ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგია ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც დიდი ფსოქოლოგი, კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნევდა “ფსიქოლოგია რომელიმე სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან რომ იყოს დაკავშირებული, ინდივიდუალურ არაცნობიერს იმ თავისუფლებას ვერ მიანიჭებდა, რაც არქეტიპის გამოვლენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დამაჯერებლობა მხოლოდ არქეტიპული შინაარსის სპონტანურობაშია, ხოლო ნებისმიერი წინასწარგამიზნული ჩარევა მის გულწრფელ განცდას აფერხებს.” სწორედ სპონტანურობისა და გულწრფელი განცდების არარსებობაა უდიდესი დაბრკოლება სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე. როდესაც გონება განპირობებულია ერთი კონკრეტული რელიგიური მოძღვრებით ან რაიმე იდეოლოგიით და შესაბამისად უკვე ყველა იდუმალ, თუ მისთვის ამოუხსნელ მოვლენაზე, წინასწარ შექმნილი და ჩამოყალიბებული შეხედულებებითაა შემოფარგლული და შეზღუდული, შეუძლებელია რეალობა აღიქვას, ანუ ფაქტი დაინახოს და მიიღოს ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია.
  • 2. როდესაც იწყება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირის დამყარება, ანუ ცნობიერით ხდება არაცნობიერის შესწავლა, გაგება და გააზრება, ბუნებრივია მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა წარმოიქმნება. არაცნობიერს მიტომ ვუწოდებთ არაცნობიერს, რომ ის ჯერ-ჯერობით შეუცნობელია, უცნობია და ყოველგვარი წინასწარი შეხედულებები, წინასწარ შექმნილი თეორიები და აზრები, ბუნებრივია რეალობის აცილებას უფრო მოიტანს, ვიდრე გაგებას და კვლავ ილუზიის ტყვეობაში აღმოვჩნდებით. რელიგია იმდენადაა ფასეული, რამდენადაც ცდილობს ადამიანი გარკვეულ მორალურ თუ ზნეობრივ ჩარჩოში მოაქციოს და უფრო კეთილშობილი გახადოს. მაგრამ როდესაც თვითშემეცნების პროცესი იწყება, ანუ კონკრეტული ადამიანი გადაწყვეტს გამოიკვლიოს, გაიგოს და გააცნობიეროს საკუთარ სულში არსებული უფსკრულები, იპოვოს უპირველესად საკუთარი თავი, შემდეგ კი რაღაც ზე-ცნობიერი, სჯობს გათავისუფლდეს ყოველგვარი დოგმატიკისა და წინასწარშექმნილი შეხედულებებისაგან, თუ რა არის ჭეშმარიტი ან რა არა, რა ფორმისაა ღმერთი ან რომელი გზაა მისკენ სავალი სწორი, გონება ისედაც მიდრეკილია ილუზიების შექმნისაკენ და შესაბამისად საფრთხეც დიდია. ვისაც ეს პროცესი დაწყებული აქვს, ალბათ დამეთანხმება როგორი რთულია გონების მიმართვა შინაგანისაკენ და მასში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, იქნება ეს ფიქრები, განცდები თუ ემოციები. გონება მუდმივად სადღაც გარბის, ერთი სურათიდან მეორეზე ხტება, ადამიანი საბოლოოდ ხუთ წუთსაც ვერ ახერხებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას. ამ დროს ხდება შეჯახება საკუთარ არასრულფასოვნებასთან, რაც აშინებს და განიზიდავს ცნობიერს, ამიტომაცაა ყველაზე მეტად საკუთარი მანკიერებების დანახვა რომ გვიჭირს და მუდამ გაქცევას ვცდილობთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია, ამიტომ წინასწარი ვარაუდები და ინსტრუქციები რა და როგორ წარიმართება ამ გზაზე, არასერიოზულია. ამ პროცესში მთავარია დიდი მოთმინება და შემართება, თუ გვსურს მივაღწიოთ უმაღლეს მიზანს, შევიცნოთ, გავიგოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი ფსიქიკური არსი და ფსიქოლოგიურად დაშლილი და დანაწევრებული, ერთ მთლიან პიროვნებად ვიქცეთ. ცნობიერის შეხება არაცნობიერთან, როგორც კ.გ. იუნგი ამბობდა, ამ უკანასკნელს ააქტიურებს და არქეტიპების გამოცოცხლებას იწვევს, ამიტომაა რომ ხშირად სულიერი სამყაროს შემეცნების გზაზე დამდგარ ადამიანს ხან დემონები, ხან კი ანგელოზები ესიზმრება და ელანდება. ეს ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და შიში იპყრობს, თვით რაციონალური გონების ადამიანიც კი არ არის დაზღვეული ღამის კოშმარებისა და შიშებისგან. ეს არქეტიპული სურათ-ხატები, რაც ჩვენს არაცნობიერში ცხოვრობს, ხან რელიგიური, ხან კი მითოლოგიური სიუჟეტისაა და ადამიანის გონებას რაღაც მისტიკური და საბედისწერო ეჩვენება მასში. მთელი ეს ილუზიური სურათ-ხატები და წარმოსახვები ჩვენი არასრულფასოვნების ნაწილია და მაშინვე ჩნდება, როგორც კი ამ არასრულფასოვნებას ნებით თუ უნებლიედ ვეხებით. რაციონალური აზროვნება, მშვიდი და ფხიზელი გონება ის აუცილებელი ფაქტორია, რაც უდაოდ დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში, აუცილებელია
  • 3. გონება გავათავისუფლოთ ყოველგვარი ცრურწმენებისგან, წინასწარი შეხედულებებისა და იდეებისგან, ყველანაირი შტამპებისა და სტერეოტიპებისგან. ადამიანის გონებას, რომელიც დამძიმებული და განპირობებულია საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნილი სხვადასხვა იდეებითა თუ თეორიებით და შესაბამისად მიჩვეულია ზედაპირულ და მექანიკურ აზროვნებას, ყველაზე მეტად, სწორედ შინაგანში ჩაღრმავება და საკუთარი არსის სიღრმისეული გააზრება უჭირს. როდესაც მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით აზროვნებ და მოქმედებ, იზრდები, სწავლობ, გაქვს რაღაც იდეალები, ეძებ მუდმივ კმაყოფილებას, ისწრაფვი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, ეძებ სახელს, სიმდიდრეს, პატივს, თავს ირთობ სხვადასხვა კეთილშობილური იდეალებით და ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ისეთი ხდება, რაც გაიძულებს ეს ყველაფერი გადააფასო ან ეჭვით მაინც შეხედო, (ჩვენს ცხოვრებაში ეს უმტესწილად დრამატულ მოვლენებს უკავშირდება) ბუნებრივია რომ დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდები. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი იწყებს დაფიქრებას საკუთარი არსებობის შესახებ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება, გეგმები იშლება და გზა იკეტება, გონებას უნდა თუ არა, იწყებს საკუთარ ლაბირინთებში გარკვევას, ჩნდება უამრავი შეკითხვა და საბოლოოდ ადამიანი ოდნავ მაინც ანელებს მექანიკური ცხოვრების რიტმს და ცდილობს რაღაცაში მაინც გაერკვეს – ეს რაღაც კი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ფსიქე.…ეს ისეთი დიადი წუთებია, მსოფლიოს გრანდიოზული მოვლენებიც ვერ შეედრება, თუმცა ამ გზაზე მთავარი მაინც დიდი მოთმინება და მტკიცე ნებისყოფაა, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და საკუთარი თავი შევიცნოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ და გამოვიკვლოთ ცნობიერების ზედაპირზე არსებული პროცესები, ყოველი გაცნობიერებული ფაქტი თავისთავად შენელდება და შემაწუხებელ ძალას დაკარგავს. მთავარია დავაკვირდეთ მშვიდად, მთელი არსებით, ისე როგორც საყვარელი წიგნის კითხვისას ან ტელეგადაცემის ყურების დროს, როდესაც გონება მთლიანად მოცულია ერთი კონკრეტული მოვლენით. შევხედოთ ყოველ ფიქრს, შთაბეჭდილებასა და ემოციას, რაც დომინირებს გონებაში და მოსვენებას გვიკარგავს, დავაკვირდეთ საკუთარ სურვილებს, ამბიციებსა და მისწრაფებებს, იმ უამრავ სიყალბეს, რაც ჩვენი ნაწილი გამხდარა და ხელს გვიშლის სიმშვიდის მოპოვებაში. დაკვირვების პროცესი უნდა იყოს უემოციო, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე, ნუ დავარქმევთ სახელს, ნუ აღვიქვავთ პოზიტიურად ან ნეგატიურად, უბრალოდ დავაკვირდეთ, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. ჩვენზე უკეთ ვერავინ გაიგებს რა გვაწუხებს, რა გვაღელვებს და გვაშფოთებს, რა იწვევს გაღიზიანებას, შიშს ან პირიქით სიამოვნებასა და სიმშვიდეს. შევეცადოთ ცოტა ხნით მაინც შევწყვიტოთ გარსამყაროს განსჯა, მუდმივად უკმაყოფილო პოზაში ყოფნა და მთელი ძალისხმევა მივმართოთ შინაგანი სამყაროსკენ. ავიღოთ ერთი კონკრეტული რამ, მაგალითად სიცრუე _ ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს. ვიცრუე, მოვიტყუე, ანუ ვთქვი რაღაც, რაც რეალობას არ შეესაბამება. რატომ გავაკეთე ეს, ანუ რით იყო განპირობებული ჩემი ასეთი ქმედება და რისი მაჩვენებელია იგი. სიცრუე პირველ რიგში წარმოაჩენს ჩემს შინაგან დაპირისპირებს, თვით-
  • 4. დაპირისპირებას, ე.წ ფსიქოლოგიურ თვით-გახლეჩვას. სულ ერთია ეს ცნობიერია თუ ქვეცნობიერი, მთავარია რომ შინაგანი ბალანსი დაკარგული მაქვს და ამიტომაც ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. გინახავთ ალბათ ისეთი ადამიანიც, სიცრუის ლაპარაკი პირდაპირ ჩვევაში რომ აქვს გადასული და სულ რომ არაფერში სჭირდება, მაინც იტყუება. ეს საკმაოდ კომპლექსური განცდაა და უამრავრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს, ვიცრუე იმიტომ რომ სუსტი ვარ და რაღაცის მეშინია, მაქვს აგრეთვე რაღაც იმიჯი, სახელი, პოზა და ამის შესანარჩუნებლად იძულებული ვარ ვიცრუო. ტყულის თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანგარებასა და სიხარბესთან, კარიერულ აღმასვლასთან და ა.შ იმ უამრავ უბადრუკ ამბიციასთან, რისთვისაც ასე გახელებით ვიბრძვით. მაშასადამე, ნებისმიერ ქმედებას, თავისი გარკვეული წინაპირობა და სათავე გააჩნია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს “მე”სთან, ანუ ცენტრთან, საიდანაც ვმოქმედებთ და ინდიკატორია ჩვენი არეული და გაუწონასწორებელი ფსიქიკის. შინაგანი დაპირისპირება, ანუ თვით–დაპირისპერება როგორც მას ვუწოდეთ, წარმოსდგება ერთი საინტერესო მომენტისგან, რომლის ფორმულირებაც ასეთი იქნება, -ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო-, ანუ ჩვენი მუდმივი უკმაყოფილება იმით რაც ვართ და სურვილი – ვიყო სხვანაირი. მაგალითად, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა საზოგადოებაში, არც დიდი სახელი, არც სიმდიდრე და ეს საშინლად მაწუხებს. ვარ უბრალო ჩინოვნიკი, მაგრამ მინდა ვიყო მინისტრი, დიდი მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან პატრიარქი, ან ვარ ჩვეულებრივი მწერალი, ჟურნალისტი, მომღერალი ან მსახიობი, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, ამბიციები მაგიჟებს და ვცდილობ ისეთი იმიჯი შევიქმნა, თითქოს რაღაც გრანდიოზული მოვლენა ვარ, მსურს სახელი და აღიარება, ბევრი ფული და რას ვაკეთებ ამისათვის- ვცრუობ, ვმლიქვნელობ, ვცდილობ მოვერგო ნებისმიერ სისტემას, ოღონდ კი მიზანს მივაღწიო, ანუ ვარ ესა და ეს, მთელი ჩემი შესაძლებლობებით და მინდა ვიყო ის, რაღაც სხვა. სწორედ ეს შეუსაბამობა –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის, გადაულახავი ბარიერია გონებისთვის და შინაგან დაპირისპირებას იწვევს. ამის გაცნობიერება და გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის. დაუსრულებელი სწრაფვა, ვიყო რაღაც სხვა ვიდრე რეალურად ვარ, მომდინარეობს იმ სტანდარტებიდან და ნიმუშებიდან, რითიც აღვსილია გონება და ერთ-ერთი მიზეზი ამის, ჩვენი არასწორი აღზრდაა, რაც სამწუხაროდ განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი ოჯახი, პროფესია, ზნე და ხასიათი უნდა ჰქონდეს, რათა ადგილი დაიმკვიდროს და პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. ეს სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები, ცხადია ჩვენივე შექმნილი და არა სადღაც ზეციდან ნაკარნახევი, ისეა გამჯდარი ჩვენს არსებობაში, რომ მათგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ნელი მოქმედების საწამლავს ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან მცირე დოზებით ვიღებთ, სანამ საბოლოოდ არ დაბინდავს გონებას და იმავე ყალიბს არ მოგვარგებს.
  • 5. გვგონია რომ მთელი ეს ნიმუშები და სტერეოტიპები, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, სინამდვილეში კი ჩვენში არსებული ქაოსის, შიშების, კომპლექსებისა და ზოგადად დისკომფორტის მიზეზი, სწორედ ეს შინაგანი გახლეჩვაა, საიდანაც ბედნიერებას ველოდებით, სწორედ ისაა უბედურების სათავე და ამის დანახვა, გააზრება და გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მერაბ მამარდაშვილი წერდა: “ადამიანი თვითონ უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა მანამდე საკუთარ თავს ომი გამოუცხადოს, რათა შემდგომ აუცილებლობით მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ის არის და აღარ ებრძოლოს. საკუთარი თავის არმიღება კი ადამიანს ომისკენ, რევოლუციისკენ და “პოგრობისკენ” უბიძგებს. სინამდვილეში ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის ატანა არ შეუძლია” ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ ამ დაპირისპირებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც გარეგნულ ქმედებებში აისახება და შესაბამისად უსიამოვნება მოაქვს, ამის გამოა ადამიანთა უმეტესობა გულწრფელად დაბნეული და შეშინებული საკუთარი არსებობით, მიზეზებს მხოლოდ გარეთ ხედავენ და შესაბამისად უჩნდებათ შეკითხვები, რაზეც პასუხს ვერსად იღებენ, შემდგომ კი იგონებენ უიღბლობას, ბედისწერას, მაგიას და ა.შ. ნათლად რომ ვაცნობიერებდეთ საკუთარ არსებობას ამ უსასრულო სამყაროში, ილუზიებსა და წარმოსახვებს არასოდეს შევეჭიდებოდით და შესაბამისად ყოველგვარი ტყუილი აზრს დაკარგავდა. მარტივად რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება, ყოველგვარი თვითშეფასებისა და იდენტიფიკაციების გარეშე, როგორებიც რეალურად ვართ, სრულიად უნიკალური და განუმეორებელი, იმ დროს, იმ მდგომარეობაში ვიბადებით, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობაა ჩვენი ფსიქიკური არსის განვითარებისთვის, რომელიც მუდმივ ევოლუციას განიცდის და საბოლოოდ ერთი მიზანი აქვს, შეუერთდეს თავის პირველსაწყისს, და მარადიული სიმშვიდე ჰპოვოს. მთავარი საკუთარი თავის შემეცნებაა, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, რა შეგვიძლია, რა გამოგვდის ყველაზე უკეთ, რათა თვითრეალიზაცია მოვახდინოთ. ვარ ის _ ვინც ვარ და მუდმივი იდენტიფიკაციები და შედარებები სრულიად უადგილო და არაფრისმომცემია. ბავშვთა ფსიქიკაზე დაკვირვებამ ყველაზე ნათლად ცხადყო ადამიანთა ეს ბუნებრივი თავისებურებანი. კ.გ. იუნგი ერთ-ერთ ლექციაში იხსენებდა შემთხვევას, სისხლის სამართლის დამნაშავეთა გამოსასწორებელი ამერიკული დაწესებულებიდან, სადაც ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფდნენ, პირველი კატეგორია, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა, იქ მოხვედრის შემდგომ გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ეს ბავშვები მართლაც ნორმალურად ვითარდებოდნენ და დროთა განმავლობაში მათი მანკიერება წარსულს ბარდებოდა, მეორე ნაწილი კი, რომელნიც უმცირესობაში იყვნენ, იქ მოხვედრის შემდგომ, როგორც კი თავაზიანად და ნორმალურად მოქცევას აიძულებდნენ, ისტერიულნი ხდებოდნენ. კ.გ.იუნგი ამას ასე განმარტავდა:” ესენი “დამნაშავეებად” არიან დაბადებულნი, მათ ვერაფერი გამოასწორებს. ნორმალური საქციელი მათთვის ბოროტების ჩადენაა. ჩვენც ხომ რაღაც სრულად ვერა ვართ ხოლმე
  • 6. “ფორმაში” როდესაც მამა აბრაამის ბატკნებივით ვიქცევით. ცოტას თუ “ვურევთ” – რა შედარებაა, ბევრად უკეთესად ვგრძნობთ თავს. ინდუსები ტაძარს რომ აგებენ, ერთ კუთხეს დაუმთავრებელს უტოვებენ ხოლმე, სრულქმნა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთო” ბუნებრივია, არ იგულისხმება თითქოს ბავშვები თავის ნებაზე უნდა მივუშვათ, და აღმზრდელობითი ფუნქცია მთლიანად ცხოვრებას მივანდოთ, უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ გონივრული და სწორი მიდგომა ნებისმიერი პრობლემისადმი. ჯერ კარგად შევისწავლოთ მათი ხასიათი და მენტალური სტრუქტურა და შესაბამისად ვიმოქმედოთ, იძულებითა და დისციპლინით ფონს ვერ გავალთ, თავსმოხვევა ზნეობრივი კანონებისა ან გაუთავებელი მორალის კითხვა არაფრის მომტანია, უნდა დავეხმაროთ თავად გაერკვნენ საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებში, რათა სულში მომწიფდეს ნებელობა ზნეობრივი თუ კეთილშობილური გარდაქმნისა. შესაძლოა ეს პროცესები გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, რახან ასეთი არასრულფასოვანნი ვიბადებით, უნდა განვვითარდეთ შინაგანი აქტივობის შედეგად და გარკვეული ტკივილისა და შეწუხების ფასად. “ფსიქოლოგიურ განვითარებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, წერდა კ.გ.იუნგი, თუ დავჯერდებით იმას, რაც ვართ და იმ ცხოვრებით, რომელიც გვაბარია სერიოზულად ვიცხოვრებთ. ჩვენი ცოდვები, შეცდომები და ნაკლოვანებები საჭიროა ჩვენთვის, ასე რომ არა, განვითარების უძვირფასესი სტიმულისგან განძარცვული აღმოვჩნდებით”. არავითარი უიღბლობა და უბედობა ამ ქვეყნად არ არსებობს, არსებობს უბრალოდ ადამიანი, რომელიც მეზობელ სახლში მომხდარ ამბებში ან მსოფლიო ნიუსებში უკეთაა გარკვეული, ვიდრე საკუთარ არასრულფასოვნებებში და ეს უვიცობაა ყველა ბოროტების სათავე. სრულიად უსარგებლოა ე.წ. წესიერი ადამიანის ნიღაბი ატარო მხოლოდ იმისათვის, რომ საზოგადოებამ პატივი მოგაგოს. ეს სიყალბეა, ილუზიაა, რაც ვერასოდეს დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში, ევოლუცია სწორედაც დაცემა–აღდგომაშია. რატომ გვეშინია ასე საკუთარი მიდრეკილებების გამომჟღავნება, ჩვენ ხომ ისედაც ვიცით რომ არასრულფასოვანი ადამიანები ვართ, ვის ვატყუებთ, ვესწრაფვით კეთილშობილებას და სინამდვილეში არავინ იცის რას ნიშნავს ეს, ჩვენ ხომ თვითონ შევქმენით მორალი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, თავად განვსაზღვრეთ რა არის კარგი და რა ცუდი, შევქმენით ხაფანგი და ახლა მთლიანად ვართ დაჭერილი მისით. ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობთ, საკუთარ თავს კი არ ვეძებთ, არამედ სხვის თვალებში ვიყურებით, სხვისი აზრებითა და შეფასებებით ვცხოვრობთ, მთავარია გარესამყარო როგორ გვხედავს და გვაფასებს, ჩვენი ჩაცმა, ჩვენი გარეგნული იერი, მთლიანად მორგებულია იმ საზოგადოების მოთხოვნილებებს სადაც ვცხოვრობთ, წამითაც კი ვერ თავისუფლდება გონება გარე ფაქტორების გავლენისგან, შინაგანი, ჭეშმარიტი “მე” კი დაკარგულია, ვარსებობთ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე და შესაბამისად ვიტანჯებით კიდეც. ვიტანჯებით არა იმიტომ რომ ცვლილება გვინდა და ვაცნობიერებთ საკუთარ არარაობას, არამედ შინაგანი სიცარიელის, დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და ამბიციების გამო.
  • 7. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, შინაგან არსში შეღწევა და ჩვენი რეალური სახის დანახვა. თუ გინდა სურვილის ამაოებას ჩასწვდე, ნუ გაურბიხარ მას, სხვანაირად გამოცდილება არ მოდის. ჩვენ შიშისა და სისუსტის გამო ვირგებთ ე.წ. წესიერი მოქალაქის ნიღაბს და არა იმიტომ რომ რაღაც მდგომარეობას მივაღწიეთ. იგავში, უძღები შვილის შესახებ (ლუკა. თ15) აღწერილია ორი ძმის ამბავი, ერთმა ძმამ თავისი წილი ქონება მთლიანად წაიღო და წავიდა სახლიდან, დროთა განმავლობაში მან ეს ქონება გაფლანგა და სრულიად ცარიელი, ღატაკი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მან იცხოვრა, განიცადა, იგრძნო და დაეცა, ანუ მან საკუთარი, პირადი გამოცდილება შეიძინა, განსხვავებით მისი ძმისა, რომელიც მუდამ მამის გვერდით იყო და მის ყოველ სურვილს ასრულებდა. ამიტომაც მიიღო მამამ უკან დაბრუნებული შვილი უდიდესი სიხარულითა და პატივით, იგი სრულიად ახალი ადამიანი დაბრუნდა, დაცლილი ამქვეყნიური ამაოებისგან, განძარცვული წარმავალი სურვილებისა და მისწრაფებებისგან. მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ხელეწიფებათ ამბოხი, ისინი მუდამ რაღაცას ეძებენ, იბრძვიან, მათთვის უცხოა შიში, არავის ზურგს არ ეფარებიან, ამით არიან გამორჩეული და აღმატებული მათზე, ვინც მუდმივ სტაბილურობას ეძებს, გარეგნული უსაფრთხოება მხოლოდ ილუზიაა, დროებითია, თუ ის მიღწეული არ არის შინაგანად, დაცემით, ტანჯვითა და ძიებით, საკუთარ თავთან, საკუთარ არასრულფასოვნებებთან ბრძოლით. Nნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს მშვიდი და გაწონასწორებული ხალხი ვართ და ამქვეყნიურ შფოთს თავი დავაღწიეთ, სანამ გულში ამბიცია, ეგოიზმი, სურვილები და ვნებები ცოცხლობენ, ჩვენ აბსოლუტურად არასრულფასოვანი ადამინები ვართ და თუ რაიმეს ისეთს ვერ ჩავდივართ, რასაც სხვა “ცუდი” ადამიანები ჩადიან, უბრალოდ სუსტი და მშიშრები ვართ. Nნებისმიერი ადამიანი გაქურდავდა საიუველირო მარაზიას ან ბანკს, სასჯელის შიში რომ არ ჰქონდეს. ძლიერია მხოლოდ ის, ვინც მოახერხა და საკუთარი ნებელობით თქვა უარი საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე, მხოლოდ მათ შეიძლება ეწოდოთ დიადი და ჭეშმარიტად ინდივიდუალური ადამიანები, დანარჩენი ყველაფერი თამაშია, შოუ, ცირკი და ის მაინც მოვახერხოთ, ამ ცირკში ჯამბაზებად არ დავრჩეთ, რომლებიც ერთს ატყუებენ, ხოლო მეორეს ამაზრზენად ემლიქვნელებიან. ვიმოქმედოთ, გამოვიყენოთ ეს ცხოვრება საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის, ხან დავეცემით, ხან ავდგენით, ამაშია მთელი ხიბლი ჩვენი არსებობის, ასე მიმდინარეობს ადამიანის ევოლუცია, თუ ყველაფერს გავექცევით და დავემალებით, არაფერი შეიცვლება, სურვილი სურვილად დარჩება, ვნება ვნებად და საბოლოოდ დავემსგავსებით იმ უგუნურ მსახურს (სახარება მათესი. თ 25) ბატონმა ოქროს ტალანტი რომ მისცა, მან კი მიწაში ჩაფლო იმის შიშით, რომ სულ არ დაეკარგა იგი და ბატონის მრისხანება არ დაემსახურებინა, საბოლოოდ კი ისიც დაკარგა რაც ქონდა და იმაზე ცარიელი და არარაობა დარჩა, ვიდრე მანამდე იყო. მერაბ მამარდაშვილს აქვს ასეთი ფრაზა “ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა, ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა”(გვ12 ცნობიერების ტოპოლოგია). ჯიუტი სიბრმავე-
  • 8. არის ზუსტი შესატყვისი ჩვენი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური ყოფისა, ბრმა, რომელიც ჯიუტად ცდილობს ბრმად ყოფნას, საინტერესოა საით მიდის იგი… უილიამ ფოლკერი ამბობდა: “ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის ვინ არის და რა ადგილი უკავია”. როდესაც ვერ ვახერხებთ თვითრეალიზაციას, ვხდებით ჩვენ სულში არსებული აჩრდილების, გნებავთ იდეალების მონები, ადამიანი კი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური გამთლიანება რომ შეძლოს. ეს ჩვენს სულში არსებული არარეალიზებული ფუნქციების პროეცირებაა მხოლოდ, მთავარი მიზეზი კი შიგნითაა, ჩვენი მუდმივი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ვიღაცაზე ამ რაღაცაზე, მოლოდინი რომ ეს ვიღაც ან რაღაც დიდ მიზნამდე მიგვიყვანს და ბედნიერებას მოგვანიჭებს. ხშირად ისეც ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვებრძვით რაღაც აჩრდილს, რაც მეორე ”მე” გამხდარა და ვერ ვთავისუფლდებით მისგან. შეიძლება ამას კომპლექსებიც ვუწოდოთ, მაგალითად ზედმეტი სიმორცხვე და გადამეტებული სითამამე კომპლექსია. ერთი მომდინარეობს არასრულფასოვნების განცდისგან, მეორე კი ამბიციისა და თვითშეფასებისგან. მინახავს ადამიანი რომელსაც საკუთარი სიმორცხვე თითქმის სტანჯავს, მაგარამ ვერაფერი მოუხერხებია მისთვის. ორივე შემთხვევაში მთავარ როლს ცენტრი ასრულებს, “მე” საიდანაც ვმოქმედებთ. არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზიც იგივე ამბიციაა, ოღონდ ეს მედლის მეორე მხარეა. როდესაც თავი მაგარი ტიპი გგონია, ან პირიქით არაფრად მიგაჩნია, ორივე ერთნაირად შემაწუხებელი განცდაა, ორივე რეალობის აცილებას ნიშნავს და შესაბამისად უსიამოვნებათა მუდმივი წყაროა. ცხადია ასეთი ტიპის კომპლექსებისგან გათავისუფლება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია თუ შევძლებთ და საკუთარ თავს ცოტათი მაინც მივუახლოვდებით, გამოვიკვლევთ და შევიცნობთ. ამას სჭირება მუდმივი დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებზე, ფხიზელი გონებით უნდა ვადევნოთ თვალი რა პროცესები მიდის იქ და როგორია ჩვენი რეალური ქმედებები. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორია თქვენი ქმედებები როცა არავინ გიყურებთ, როგორ მოძრაობთ, როგორ ჭამთ ან საერთოდ როგორ ასრულებთ რაიმე სამუშაოს და ამით თქვენს რეალურ სახეს დაინახავთ, შემდეგ შეადარეთ როგორ ასრულებთ იგივე ქმედებებს მაშინ, როდესაც ვიღაც გიყურებთ და მომენტალურად მიხვდებით იმ განსხვავებას რაც არსებობს –ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყოს- შორის. ჩვენი ლოცვაც კი ერთგვარი პოზაა, სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას განსხვავებულობა ჩვენი რეალურ სახესა და ლოცვის დროს შექმნილ სათნო და უბიწო გამომეტყველებას შორის, განა ის, ვის წინაშეც ასე მოწიწებით ვლოცულობთ, ყველაფრის მხილველი არ არის?.. ასევე, მაგალითად საუბრობ რაიმე თემაზე, წამიერად მაინც თუ შეხედავ შენს თავს გვერდიდან, იმ წუთას გააცნობიერებ რა პოზა გიჭირავს, რას ამბობ ან რატომ ამბობ, რა არის ნამდვილი მიზეზი, ინფორმაციის გადაცემა, თუ საკუთარი განსწავლულობისა და ცოდნის დემონსტრირება. ასეთი ტიპის დაკვირვება გონებას გამოიყვანს მექანიკური მოქმედების რეჟიმიდან და კონცენტრაციის უნარს მოგცემთ. საკუთარი თავზე დაკვირვებისას, აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ საინტერსო რამეს, პირობითად მას იდეათა სამყარო ვუწოდოთ. ჩვენ უამრავი იდეალები, თეორიები, პრინციპები და სტერეოტიპები გვაქვს. თუმცა ყველაფრის პირველმიზეზი მაინც იდეაა, ანუ აზრი რომელიც ჩნდება და ხშირად მთელს ჩვენს არსებას იკავებს. შეიძლება ითქვას შეპყრობილი და დაჰიპნოზებული ვართ ამ იდეებით და მათგან გამომდინარე
  • 9. ვმოქმედებთ, ვმოძრაობთ, ვაყალიბებთ ურთიერთობებს. იდეა შეიძლება არსებობდეს ყველაფრის შესახებ, იქნება ეს რელიგია, ნაციონალიზმი, ერი, სიყვარული, სიცოცხლე ან სიკვდილი და ა.შ თავისთავად იდეა არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ რაღაც აზრთა წყობაა და მეტი არაფერი. მაგრამ საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც ამ იდეებს ფსიქოლოგიურად ვეჯაჭვებით და იდენტიფიკაციას ვახდენთ მათთან. მაგალითად ჩემი იდეა ნაციონალიზმის შესახებ ასეთია, მე მიყვარს ჩემი სამშობლო (სამშობლოს სიყვარული თავისთავად აბსტრაქტული ცნებაა, მიყვარს ის, რაც ჩემია და რაც ნაცნობია) და მას უნდა ვემსახურო. ის ვინც ჩემი ქვეყნის სათავეშია, ანუ ვისაც ვანდობთ საყვარელი სამშობლოს მართვა-გამგეობას, თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რაიმე ტიპის საომარი მოქმედებაა საჭირო, ამ იდეიდან გამდინარე დაუფიქრებლად ავიღებ იარაღს და წავალ საბრძოლველად (და ამას პატრიოტიზმს ვარქმევ)მათ წინააღმდეგ, ვინც ჩემს იდეას საფრთხეს უქმნის(ან არ უქნის, მაგრამ სამშობლოს დიდებას ასე სჭირდება. ალბათ ასე ფიქრობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანელებიც და კიდევ მრავალი სხვა…) როდესაც რაიმე იდეით ხარ შეპყრობილი, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ზედმეტ ფიქრსა და დაეჭვებას, მით უმეტეს, თუ ეს დიად და კეთილშობილურ იდეალებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხომ ამისთვის ვიღწვით, ჩავიდინოთ რაიმე დიადი, საგმირო საქმეები და ისტორიაში შევიდეთ, ან სასუფეველში მაინც…. მერე რა, რომ ჩემი ე.წ. მტრები, ისეთივე ადამიანები არიან როგორიც მე, უყვართ სიცოცხლე, რაღაცას ქმნიან, აზროვნებენ, სტკივათ, უხარიათ და ა.შ. მთავარი იდეაა, იდეა ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ. სწორედ ასეთმა იდეამ, ერთ მშვენიერ დღეს, გუშინდელი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები დაუძინებელ მტრებად აქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ისეთი ჭრილობა დატოვა, თაობები დასჭირდება მის მოშუშებას. ასეთივე საინტერესოა იდეა რელიგიის შესახებ. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და რელიგია შესაბამისად ჩემს ცხოვრებაში დომინანტია. რომელი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარიც ვარ, ბუნებრივია ჩემი სუბიექტური ღირებულებებიც მისგან მომდინარეობს და მთელს ჩემს ცხოვრებას მართავს, რაც აუცილებლად დიდ როლს ითამაშებს პიროვნულ ურთიერთობებში. ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები ”ჩვენ ქრისტიანები ასეთი და ასეთი ჰუმანურები ვართ”, “ჩვენ მუსლიმანები ასეთი წესებით ვცხოვრობთ და სხვის აზრს ვერ გავიზიარებთ” ერთხელ ასეთი რამეც გავიგე, თურმე ნუ იტყვით და ერთ იაპონელს მართლმადიდებლური სული აღმოაჩნდა, ანუ ისეთი კეთილშობილი ყოფილა.. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგიაა გზა ჭეშმარიტებისკენ და სხვა ყველა ცთომილებაშია. ბუნებრივია ასეთი ტიპის აზროვნება ადამიანთა დაყოფას იწვევს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, მთელი ის დაპირისპირება, რაც რელიგიურ ნიადაგზე ყოფილა, სწორედ ამ იდეის გამო ხდებოდა და არა თავად რელიგიის, რაც თავისთავად ზნეობრივ და მორალურ კანონთა კრებულია და მისი მიზანი ადამიანის სულიერი აღორძინებაა მხოლოდ. როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს კომუნიზმის იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები და შემდგომ ამ იდეის გამო დაყოფილი კომუნისტებად და ანტიკომუნისტებად, სამშობლოს მტრებად და ა.შ. დაკარგული თაობები, სულიერად
  • 10. თუ ფიზიკურად განადგურებული ათასობით ადამიანი. ასეთია ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი იდეების რეალური შედეგები, თუ მათ ადამიანის გონებაში ადგილი დაიმკვიდრეს. რეალურად კი ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები, რით განვსხვავდებით ასე მკვეთრად ერთმანეთისგან, რომ ასე დაუნდობლად ვექცევით ერთმანეთს. ერთნი ვართ, ერთი ღმერთის ქმნილებები, მსგავსი თვისებებისა და ინსტიქტების მატარებელნი, ყველას ერთნაირად გვესაჭიროება ჰაერი, წყალი, მიწა, “პური ჩვენი არსობისა”, სიყვარული, თანაგრძნობა, გაგება, გაზრდა-განვითარება. ჩვენში ერთი სული ტრიალებს – მარადიულობის სული- და ვერასოდეს მოვიპოვებთ ვერც სულიერ და ვერც ფიზიკურ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას თუ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს არ ვისწავლით, მიუხედავად ჩვენი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა, კანის ფერისა ან სოციალური მდგომარეობისა. თითოეული ადამიანის არსებობა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რასაც მოვიმოქმედებთ სხვის მიმართ, იგივე დაგვიბრუნდება უკან, ეს კანონზომიერებაა და გონიერი ადამიანი ყველგან გრძნობს ამას. ფიზიკური მტერი მანამდე იარსებებს, სანამ ის იდეის სახით გონებაში არსებობს. როდესაც გგონია რომ სხვას ატყუებ – სინამდვილეში საკუთარ თავს ატყუებ, თუ ფიზიკურად მოკლავ ვინმეს, ამით საკუთარ თავს გაანადგურებ, სანამ ვინმეს ტკივილს მივაყენებთ, იქნებ სჯობს იმაზე დავფიქრდეთ რომ ის სხვა – სინამდვილეში მე ვარ. სამწუხაროდ ამჟამად ასეთია ჩვენი ცნობიერების მექანიზმი და სანამ მთელს სტრუქტურას ამ მექანიზმისას არ გამოვიკვლევთ და არ შევისწავლით, მანამდე გარეგნული ქაოსი და დაპირისპირება, მთელი ეს დრამა ჩვენი არსებობის, არასოდეს დასრულდება. ცივილიზაციის განვითარება ექვივალენტურია ადამიანის ცნობიერების განვითარებასთან. ერთის მხრივ ცივილიზაციამ დიდი გარდატეხა შეიტანა ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში და მრავალი რთული პრობლემა გაამარტივა, მაგრამ მეორეს მხრივ, მენტალური ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი ვერაფერი შეცვალა. დაინგრა ძველი და გაცვეთილი იდეები და იდეალები, მათ კი ახალი, უფრო პროგრესული და ჰუმანური ჩაენაცვლა, ცხოვრება ისევ ისე გრძელდება, აღსავსე ქაოსით, შფოთით, შიშით, დაპირისპირებითა და ძალადობით, რაც თავისთავად წყაროა ტკივილისა და უბედურების. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ და თავად ჩვენში გრძნობებისა და ცოდნის სახით არსებობს, კარგად ნაცნობია ჩვენთვის და შესაბამისად შეჩვეული ვართ მათ. გონება მტკიცედაა ჩაკეტილი ამ “ნაცნობის” ფარგლებში და მის იქით გასვლა არ ძალუძს, ანუ შეზღუდული და ლიმიტირებულია. მაინც რა არის ეს ნაცნობი, ასე რომ მოიცავს მთელს ჩვენს არსებას და შეუძლებელს ხდის მის მიღმა რაიმეს დანახვას. ნაცნობია ყველაფერი _ ჩვენი სახელი, სტატუსი, მდგომარეობა, სახლი, ქალაქი, ქვეყანა, ოჯახი, საზოგადოება, ჩვენი იდეები, წესები, ტრადიციები, იდეალები, იდეოლოგიები და ა.შ. ჩვენი შეხება გარესამყაროსთან, ადამიანებთან და თვით ღმერთთანაც კი, მთლიანად მომდინარეობს ამ ნაცნობისგან. “ჩვენს წარმოსახვას, წერდა ფრანგი მწერალი მარსელ
  • 11. პრუსტი, ვერ წარმოუდგენია უცნობი სიტუაცია, რადგანაც უცნობი წარმოსახვა ნაცნობი ელემენტებისგან შედგება და ჩვენ არსებითად არ ძალგვიძს, რომ ნაცნობი ელემენტების ხლართებს თავი დავაღწიოთ” ცნობიერების შეზღუდულობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ჩვენი ზედაპირული და მექანიკური აზროვნებაა, თვით დიდი წიგნიერი და ინტელექტუალური ცოდნაც კი არ არის წინაპირობა გონების გათავისუფლებისთვის, რადგანაც ყველაფერი, რაც საკუთარი გამოცდილებითა და გააზრებით არ არის მიღებული და გაგებული, არ შეიძლება ჩაითვალოს ცოცხალ ცოდნად და ბუნებრივია ბევრს ვერაფერს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში. როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ დაჰიპნოზებული მდგომარეობიდან, მოვიშოროთ სიზანტე და თვით-შემეცნების გზას შევუდგეთ. გავაცნობიეროთ საკუთარ ფსიქიკაში არსებული ყველა კომპლექსი, შიში, სურვილი, ამბიცია და იდეა, რაც მთავარია გავიაზროთ მათდამი ჩვენი დამოკიდებულება. საკმარისია სიღრმისეულად დააკვირდე რაიმე იდეას, რაზეც გონებაა ჩაჭიდებული და შეხედო მისგან მოტანილ შედეგებს, რომ მომენტალურად მიხვდები, რა მარტივად შეიძლება გონებაში წარმოშობილმა აზრმა თუ მასთან იდენტიფიკაციას მოახდენ, სრული ქაოსი და ნგრევა მოიტანოს. ამის დანახვა არის გონიერება – ანუ საკუთარი გამოცდილებითა და ცოცხალი შეგრძნებებით მიღებული რაიმე ცოდნა. მხოლოდ ასეთი გონიერება დაგვეხმარება საკუთრი თავის შეცნობაში, რაც შეგვაძლებინებს საკუთარი შეზღუდულობის დანგრევას და მის მიღმა რაიმეს დანახვას. სხვა შემთხვევაში ისეთ ზე-აღმატებულ თემებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება და ღმერთი, ფიქრი ან რაღაც აზრებისა და შეხედულებების შექმნა თვითდაპროექტებულია და შესაბამისად არასერიოზული. ცნობიერების მოცემული მდგომარეობით, შეუძლებელია ვინმემ იცოდეს რა არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ის უცნობია, ანუ ჩვენი ცნობიერების მიღმაა, ხოლო ჩვენი ნებისმიერი განცდა, ფიქრი, რწმენა თუ თვალსაზრისი, მომდინარეობს ნაცნობიდან, ანუ ჩვენი შეზღუდული აზროვნებიდან და თავისთავად არარეალურია. ”მომაკვდინებელი დაავადება, ამბობდა მ. მამარდაშვილი, არის ცოდნა, წინასწარი ცოდნა, მათ შორის, ჩემი დაბეჯითებული ცოდნა საკუთარი თავსი შესახებ: როგორი ვარ, რა მინდა, რა პირობებში და როგორ შეიძლება მოვიპოვო საკუთარი თავის პატივისცემა, როგორი უნდა იყოს სამყარო, რომელშიც ღირსეულად ვიცხოვრებდი და ა.შ” “თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი _ ამბობს მაცხოვარი_იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.”(ლუკა. თ14. 25) შეუძლებელია თავად განსხეულებული სიყვარული, ვინმეს სიძულვილისკენ მოუწოდებდეს, ეს მინიშნებაა აბსოლუტურ, შინაგან თავისუფლებაზე, რათა ყოველი ადამიანი, თუ მას სურს მაცხოვრის მოწაფე და მისი თანაზიარი გახდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ფსიქოლოგიური თუ ემოციური მოჯაჭვისგან ნებისმისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს შვილი, მშობელი, ქმარი თუ ცოლი. იქ, სადაც არ არის სრული შინაგანი თავისუფლება, სრული ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა, ვერასოდეს აღმოცენდება აბსოლუტური ნებელობა და ვერასოდეს იშვება ძე ღვთისა, ..თუ არ მოიძულებთ, საკუთარ სულსაც კიო.., როგორ უნდა მოიძულოს ადამიანმა საკუთარი სული, თუკი არც კი იცის რა არის იგი, ხომ არ
  • 12. გულისხმობს ეს გონების გათავისუფლებას ყველა იდეის, თეორიის, სტერეოტიპის, იდეალის, ცოდნისა და ნიმუშისგან, ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რაც წყაროა ჩვენი შინაგანი დაპირისპირებისა და ქაოსის. ყველაფერი რაც ნაცნობია, რაც ვიცით და შესაბამისად შეჩვეული ვათ, წარმავალია, მასში არ არის კრეატიულობა, ყოველდღიური სიახლე და მშვენიერება, არამედ მოწყენილობა და რუტინა. ის რაც უსასრულობისკენ გვიხსნის გზას, რაც მუდმივად ახალი და სრულიად განსხვავებულია- სწორედ უცნობია, ანუ ჩვენი შეზღუდული ცნობიერების მიღმაა, და მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნით, ანუ როგორც ვამბობთ, ცოცხალი ცოდნით. ერთხელ მაინც თუ გასინჯავ მანგოს, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ თუ არ გასინჯე, შეიძლება მთელი ცხოვრება გიხსნათ ვინმემ როგორი გემო აქვს მას, თუმცა ვერასოდეს გაიგებთ. უცნობი მხოლოდ მაშინ მოდის, მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, როდესაც ქრება წინასწარი შეხედულება და რაც მთავარია მოლოდინი რაიმესი, გონება უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი შეფასებისა და განსჯისგან, რათა შეხედო მოვლენას და დაინახო ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ამის გაცნობიერება ცხოვრებას მთლიანად გარდაქმნის, სამყარო აღარასოდეს მოგეჩვენებათ ცუდი ან კარგი, შესაბამისად მტანჯველი განცდები საკუთარი არსებობის შესახებ მთლიანად გაქრება. ეს არის ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალურია მხოლოდ ის, რაც საკუთარი გამოცდილებითაა მიღებული და არაფერს გავს, სრულიად უნიკალური და განუმეორებელია. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გავცდებით ნაცნობის ფარგლებს, საუბარი ჩვენს ინდივიდუალიზმზე ილუზიაა. იყო ინდივიდუალური, ნიშნავს ყველაფერი ისეთი დაინახო და მიიღო როგორიც ის სინამდვილეშია, იყო ის რაც ხარ და არ ესწრაფოდე ვიღაც სხვად გახდომას, თავად იყო შემოქმედი საკუთარი ცხოვრების და არ გქონდეს მუდმივი მოლოდინი მესიების, ზეკაცებისა და იდეალების, ანუ მყარად იდგე აწმყოში და ცოცხალი შეგრძნებებით ცხოვრობდე, მთელი არსებით, მთლიანად, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე. გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების და აცნობიერებდე შენს არსებობას ამ უსასრულო სამყაროში. “მოდის ჟამი, ამბობს მაცხოვარი, და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან” (იოანეს სახ. თავი5-21) ეს ჟამი მუდამ უყო და არის მათთვის, ვისაც შესწევს უნარი, მოისმინოს და დაინახოს ნაცნობის მიღმა, მხოლოდ მაშინ გაცოცხლდება ადამიანი და დაიწყებს ნამდვილ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, როდესაც შესძლებს დაანგრიოს თავისი შეზღუდული ცნობიერების ფარგლები და ეზიაროს მისთვის უცნობს, ზე-ცნობიერს, იგივე ძე ღვთისას, რომლის ხმაც სადღაც ზეციდან კი არ მოდის, არამედ საკუთარი სულის დაფარული სიღრმეებიდან. ქრისტეს, როგორც მხსნელის, როგორც მაცხოვრის შობისა და გოლგოთის მისტერია, სულიერი თვალსაზრისით დაუსრულებელი პროცესია, იგი მუდმივად გრძელდება კონკრეტულ ინდივიდებში, როგორც სულის განუყოფელი ნაწილი, მისი ხსნა, მისი ინდივიდუალური აღორძინება. ადამიანმა თუ თავად არ შეიგრძნო და აღმოაჩინა თავის
  • 13. თავში მხსნელი, ქრისტე და მარტო გარეგნული რიტუალებისა და იმიტაციის მდგომარეობაში დარჩა, ვერასოდეს იპოვის ხსნას, რადგანაც იპოვო ღმერთი, ნიშნავს განიცადო ღმერთი საკუთარ თავში, როგორც სულის საკუთრება, თავად გახდე ღმერთი, რადგანაც მხოლოდ ასე შესძლებ ჩასწვდე იმ საკრალურ ცოდნას, რასაც ასე ეძებს ადამიანი ბიბლიაში, ყურანში თუ სადმე სხვაგან. სიცოცხლე, თვისთავად საკუთარი არსებობის შეგრძნებაა და როგორ უნდა შევიგრძნო საკუთარი თავი, თუ მტკიცედ ვარ ჩაკეტილი ცნობიერების ლიმიტირებულ ფარგლებში, სადაც წესებისა და ტრადიციების სახით უკვე მოცემულია გზა განვითარების, უკვე არსებობს ნიმუში ზნეობრივი და წარმატებული ადამიანის, ხოლო მე ისღა დამრჩენია ამ ნიმუშს მივყვე. ბუნებრივია აქ პირადი არაფერია, მხოლოდ ავტორიტეტების მიერ შემოთავაზებული ცოდნა და გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიბადები თუ არა, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად უკვე განსაზღვრულია რაღაც სტერეოტიპების მიერ, ვიღაც დიდმა, მოაზროვნე ადამიანებმა რაღაც გაიგეს და გააცნობიერეს, შესაბამისად დაგვიტოვეს საკუთარი გამოცდილება და მე უბრალოდ მათთან იდენტიფიკაციას ვახდენ. ცხადია ამას საერთო არაფერი აქვს ჩემს რეალურ, შინაგან განცდებთან. შესაძლოა მათ მართლაც ჰქონდათ ჭეშმარიტი განცდა და ცოდნა ამის, მაგრამ მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, უბრალოდ იმიტატორი ვარ და რაც უფრო კარგად მივბაძავ მათ, მით მეტი სახელი და პატივი მექნება. მაშასადამე, ჩვენს ფიზიკურ არსებობას, არავითარი საერთო არა აქვს ნამდვილ, ჭეშმარიტ სიცოცხლესთან, რაც ნიშნავს კრეატიულობას, მუდმივ სიახლესა და ინტერესს. ამიტომ ამბობს სახარება “მსმენელნი გაცოცხლდებიანო”, რადგანც შინაგანად, სულიერად მკვდრები ვართ და იმისათვის რომ გავცოცხლდეთ, აუცილებელია ნამდვილი, ცოცხალი განცდებითა და პირადი გამოცდილებებით ცხოვრება. გონება უნდა გავათავისუფლოთ ყოველგვარი სტერეოტიპების, ნიმუშებისა და იდეალებისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის კვლევა- ძიება, რათა გავაცნობიეროთ საკუთარი არსებობა და წერტილი დავუსვათ ამ ქაოსს, რაც ჩვენში არსებობს და რისი ანარეკლიცაა ემპირიული სამყარო. მ. მამარდაშვილი ამბობდა “არსებული ცოდნა, ყველაზე ხშირად უკვე სტერეოტიპია და ჩვენს ცოცხალ აზრს, ცოცხალ გრძნობებს მოკლებულია, ეს არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.” ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როდესაც არ იცის ვინ არის სინამდვილეში, რა უნდა, საიდან მოდის და საით მიდის. ეს არის შინაგანი ადამიანის პრობლემა, ანუ როგორც ფილოსოფოსი ამბობს “ სახარებისეული ადამიანის, არა ეკლესიური- არამედ სახარებისეული, შინაგანი ადამიანის პრობლემა, ადამიანის, რომელსაც თავის სამყაროში ტექსტებიდან კი არ შეაქვს რაღაც კანონები, ნორმები, წესები, არამედ თვითონ შობს მათ, გამოცდილს საკუთარი არავერბალური ძირით.” ეს არის საკუთარი ძალისხმევის, დიდი შრომისა და მუდმივი თვითდაკვირვების შედეგად მიღებული ცოდნა იმის, რისი ცოდნაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს სამოქალაქო საზოგადოება თავისით საიდანღაც ვერ ჩამოფრინდება. ყველა ადამიანში უნდა მოხდეს თვითშეგნების ამაღლება, არა ამ სიტყვის ყალბი და გაცვეთილი