ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.

579 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
579
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
219
Actions
Shares
0
Downloads
3
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ანგ.ევროპ.სკოლის კონფ.

  1. 1. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ეგიაშვილის ანგარიში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და თბილისის ევროპული სკოლის მიერ გამართულ მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის შესახებ 2014 წლის 22 თებერვალს ევროპულ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლომეთოდური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები: ევროპული სკოლა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მონაწილეობისათვის შემოთავაზებული იყო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა დაეკმაყოფილებინა მოხსენება: 1. უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 2. არის თუ არა მკაფიოდ აღწერილი, რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და როგორ. 3. ითვალისწინებს თუ არა ისტ რესურსი მოსწავლეთა ინტერაქციას. 4. არის თუ არა მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები ისტ რესურსის გამოყენების შესახებ მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. 5. იძლევა თუ არა საშუალებას მოხსენებაში წარმოდგენილი ისტ რესურსი, რომ მასწავლებელმა/მოსწავლემ გააკეთოს (შექმნას, ისწავლოს, ასწავლოს) ის, რასაც ვერ გააკეთებდა ამ ციფრული რესურსის გარეშე. განსახილველ საკითხებს შორის იყო:
  2. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე; საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საპროექტო მუშაობისას; შეფასების ელექტრონული სისტემა. გამიჩნდა სურვილი, მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაზე. გავაგზავნე ჩემი პროექტი, რომელიც აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს. მომხსენებლების შერჩევა მოხდა შემოსული თეზისების საფუძველზე, რომლებიც განიხილა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ. როგორც აღნიშნეს სულ გაგზავნილი იყო 250 ნაშრომი, მათგან შეირჩა 72 კონფერენციის მნიშვნელობა: კონფერენციაზე მასწავლებლებს საშუალება მოგვეცა წარმოგვედგინა საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოგვესმინა კოლეგებისთვის და გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება, გავცნობოდით სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროში და აგვემაღლებინა კვალიფაკაცია. დილით კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ დაგვათვალიერებინეს სკოლა, გვქონდა ფურშეტი, ამის შემდეგ სააქტო დარბაზში მოეწყო კონფერენციის გახსნა, პლენარული სხდომა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა. შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა. ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე სექცია: ქართული ენისა და ლიტერატურის; მათემატიკისა და ისტ-ის; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; უცხო ენების; ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა; დაწყებითი განათლების. დასასრულ, გაიმართა პლენარული სხდომა: კონფერენციის მუშაობის შეჯამება. გადმოგვცეს სერტიფიკატები. დანართი გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილ ჩემს ზეპირ პრეზენტაციას:
  3. 3. 1) მოგესალმებით! მე გახლავართ ახალციხის #1საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ეგიაშვილი. პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. პროექტებით სწავლება მოსწავლეს ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. თანამედროვე მოსწავლისათვის, შესაძლოა, მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამიტომ ხშირად მივმართავ პროექტებით სწავლებას. გთავაზობთ ერთ-ერთს. პროექტს ჰქვია ,,ჟურნალისტობანა” 2) ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო ინტერნეტგაზეთის შექმნა, რომელშიც მოსწავლეები მოათავსებდნენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებს. ისწავლიდნენ, როგორ მოეძიებინათ ინფორმაციები, როგორ გამოეკვლიათ ესა თუ ის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ შეექმნათ ინტერნეტრესურსები, როგორ მომზადებულიყვნენ ინტერვიუს ასაღებად, ამით მოსწავლეები კომუნიკაციას დაამყარებდნენ კომპეტენტურ ზრდასრულ ადამიანებთანაც და ერთმანეთთანაც. მოსწავლეები დახვეწდნენ წერის კულტურას, ადეკვატურად გამოიყენებდნენ სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებებს სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად. 3)პროექტის იდეის შესახებ გამოვაცხადე ყველა კლასში V-დან XII კლასის ჩათვლით განურჩევლად, ვასწავლიდი იმ კლასს თუ არა, შემდეგ ამ პროექტით დაინტერესებული მოსწავლეებიც გააქტიურდნენ და მათ უფრო მეტი ბავშვი მოიზიდეს პროექტში ჩასაბმელად ანუ პროექტში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრებოდა 9-დან 18 წლამდე. 4) პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი იყო საქმიანი შეხვედრა მოსწავლეებთან. აქტიურმა და ამ საქმით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა თვითონ შეიმუშავეს პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები, დრო და საჭირო რესურსები. იმსჯელეს პროექტის ამოცანებზე:როგორი სახელწოდება შეერჩიათ ინტერნეტგაზეთისათვის, როგორ უნდა გაეფორმებინათ, რომ მიმზიდველი და საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო. რომელი რუბრიკები უნდა შეერჩიათ. როცა ეს საკითხები მოაგვარეს, შემდეგ დაიყვნენ ჯგუფებად. თვითონვე გაინაწილეს დავალებები-რუბრიკების მიხედვით მოეძიებინათ მასალები. შეარჩიეს რესპოდენტები, წინასწარ მოემზადნენ ინტერვიუს ასაღებად, ყველა წესის გათვალისწინებით. ამის შემდეგ ვიდეოკამერებით, ციფრული ფოტოაპარატებით ,,შეიარაღებულები” ესტუმრნენ კომპეტენტურ რესპოდენტებს. გახალისებული ბავშვები აღტაცებულები ბრუნდებოდნენ მოპოვებული მასალებით. ერთად ვუკეთებდით რედაქტირებას და
  4. 4. ათავსებდნენ თავიანთ ინტერნეტგაზეთში. (მოგახსენებთ, რომ მათი ინტერნეტგაზეთი დღესაც მოქმედია და ბავშვები დღესაც ხალისით მუშაობენ) 5) გაზეთის სახელწოდებაც თვითონ მოსწავლეებმა შეარჩიეს. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ ამ სახელწოდებაზე: ჩვენი გაზეთი- ახალციხელი მოსწავლეებისგან. გთავაზობთ გაზეთის მისამართებს ინტერნეტსივრცეში, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს გაზეთს. 6) სხვადასხვა ასაკობრივი კლასის მოსწავლეებს მოვუყარე თავი, ვთხოვე, ემსჯელათ და შეერჩიათ გაზეთის რუბრიკები. საინტერესო რუბრიკები დაასახელეს, მაგრამ საბოლოოდ შეირჩა რამდენიმე: მთავარი, განათლება, კულტურა, სპორტი, გართობა, საკუთარი შემოქმედება, სხვადასხვა. ყველა რუბრიკის გახსნისას წაიკითხავთ შესაბამის თემაზე დაწერილ სტატიებს. გაზეთის მთავარ გვერდზე რეკლამებს უკეთებენ პოპულარულ სტატიებს. 7) მრავალფეროვანია გაზეთში გამოქვეყნებული მასალები: აქ თქვენ გაეცნობით ახალ ამბებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ინფორმაციას სკოლაში თუ ქალაქში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, არსებული პრობლემებისა და მათი პრევენციის შესახებ, გაეცნობით სხვადასხვა კომპეტენტური პირებისაგან აღებულ ინტერვიუებს, ბავშვების სიხარულსა თუ გულისტკივილზე დაწერილ სტატიებს, გვთავაზობენ საკუთარ შემოქმედებას და ა.შ. გაზეთს მიმზიდველს ხდიან თავიანთი გადაღებული სურათებით. 8) სტატიის გამოქვეყნებას თავისი ეტაპები აქვს: მოსწავლეები ირჩევენ თემებს, მე ვუტარებ კონსულტაციას მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წერენ სტატიებს და მიგზავნიან ელექტრონული ვერსიით. მე ვუკეთებ რედაქტირებას და ვუგზავნი უკან, თან ვუთითებ იმ ენობრივ-გრამატიკულ თუ ფაქტობრივ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვა მოსწავლემ წერისას. შემდეგი სტატიის დაწერისას მოსწავლე ცდილობს, გამოასწოროს შეცდომები, დახვეწოს სტილი წერისას და ისე გამომიგზავნოს. საბოლოოდ რედაქტირებულ სტატიებს მოსწავლეთა ჯგუფი აქვეყნებს საიტზე შესაბამის რუბრიკაში. 9) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდათ აზროვნების ზედა დონის უნარჩვევები: ანალიზი (აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალებს); კვლევა (იკვლევდნენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,იღებდნენ ინტერვიუს კომპეტენტური პირებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე); სინთეზი (ახდენდნენ მასალების კატეგორიზაციას, ქმნიდნენ გაზეთის დიზაინს); დისკუსია (საჭიროების შემთხვევაში მართავდნენ დისკუსიებს მოპოვებული მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით).
  5. 5. 10) პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: შეძლეს ფაქტების ანალიზი, კომუნიკაცია და თანამშრომლობა ერთმანეთთანაც და ზრდასრულ ადამიანებთანაც, შეძლეს დამოუკიდებელი მუშაობა და ინიციატივის გამოჩენაც, შეძლეს პრობლემების შეფასებაც და მათი პრევენციაც, შექმნეს ინტერნეტრესურსები, დახვეწეს წერის კულტურა. 11) პროექტის საბოლოო შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ მასალას, საკლასო გარემოს, გაკვეთილის დროით ჩარჩოებს, თემატურ პარამეტრებს. მოსწავლეები ეზიარნენ ჟურნალისტის საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიას, დააარსეს ინტერნეტგაზეთი, ისწავლეს კვლევა და მისი მეთოდები- ინტერვიუს აღების წესები, დახვეწეს კომპიუტერთან მუშაობა, შექმნეს ციფრული მასალა. 12) გმადლობთ ყურადღებისათვის!

×