1. გაკვეთილი # 16
საშინაო დავალების შემოწმება:
1. 2Na + 2H2O 2NaOH + H2
2Li + 2H2O 2LiOH + H2
Ba + 2H2O Ba(OH)2 + H2
Ca + 2H2O Ca(OH)2 + H2
Na2O + H2O 2NaOH
Li2O + H2O 2LiOH
BaO + H2O Ba(OH)2
CaO + H2O Ca(OH)2
2. შევარჩიოთ სპილენძის წყალში ხსნადი მარილები ცხრილის საშუალებით.
ვიპოვით, რომ ასეთებია CuCl2, Cu(NO3)2, CuSO4. ნებისმიერი მათგანისთვის
შეგვიძლია დავწეროთ, რომ
CuCl2 + 2KOH Cu(OH)2 + 2KCl
ხ ხ უ ხ
CuSO4 + 2KOH Cu(OH)2 + K2SO4
ხ ხ უ ხ
Cu(NO3)2 + 2KOH Cu(OH)2 + 2KNO3
ხ ხ უ ხ
ასევეა Fe(OH)2 და Fe(OH)3-სთვის. მაგ:
FeSO4 + 2KOH Fe(OH)2 + K2SO4
ხ ხ უ ხ
Fe2(SO4)3 + 6KOH 2Fe(OH)3 + 3K2SO4
ხ ხ უ ხ
მეტალთა ჰიდროქსიდების თვისებები
მეტალთა ჰიდროქსიდები მყარი ნივთიერებებია. ზოგი მათგანი წყალში
იხსნება. მათ ტუტეები ეწოდებათ. ტუტეები კანის ქსოვილს შლიან, ამიტომ მათ
მწვავე ტუტეებსაც უწოდებენ. მეტალთა ჰიდროქსიდები რეაგირებენ მჟავებთან,
მჟავურ ოქსიდებთან. ტუტეები რეაგირებენ მარილებთან, ხოლო უხსნადი ფუძეები
გაცხელებისას იშლებიან.
2. 1. მეტალთა ჰიდროქსიდები (როგორც ტუტეები, ასევე წყალში უხსნადი
ჰიდროქსიდები) ურთიერთქმედებენ მჟავებთან მარილისა და წყლის
წარმოქმნით.
ჰიდროქსიდი + მჟავა მარილი + H2O
მიღებული მარილი შედგება ჰიდროქსიდის შემადგენლობაში შემავალი
მეტალისა და შესაბამისი მჟავას ნაშთისგან
NaOH + HNO3 NaNO3 + H2O
2KOH + H2SO4 K2SO4 + 2H2O
Fe(OH)2 + 2HCl FeCl2 +2H2O
2Fe(OH)3 + 3H2SO4 Fe2(SO4)3 + 6H2O
2. მეტალთა ჰიდროქსიდები რეაგირებენ მჟავურ ოქსიდებთან მარილისა და
წყლის წარმოქმნით. (ეს რეაქციები ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორც
მჟავური ოქსიდების თვისება).
ჰიდროქსიდი + მ.ო. მარილი + H2O
2KOH + CO2 K2CO3 + H2O
3Fe(OH)2 + P2O5 Fe3(PO4)2 + 3H2O
3. ტუტეები რეაგირებენ მარილებთან ახალი მარილის და ჰიდროქსიდის
წარმოქმნით. ამ რეაქციების წარმართვისთვის აუცილებელია დაცული
იყოს ორი პირობა:
ა) ერთმანეთთან რეაგირებდნენ ხსნადი ნივთიერებები.
ბ) რეაქციის შედეგად უნდა მიიღებოდეს ერთი უხსნადი ნივთიერება.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ხსნადია თუ არა ნივთიერება უნდა
გადავამოწმოთ ხსნადობის ცხრილში (ცხრილი # 3), რომელიც მოცემულია
წინა გაკვეთილში.
მაგ:
3NaOH + Fe(NO3)3 3NaNO3 + Fe(OH)3
ხ ხ ხ უ
2Na3PO4 + 3Ba(OH)2 6NaOH + Ba3(PO4)2
ხ ხ ხ უ
არ შეიძლება: KOH + NaCl KCl + NaOH
ხ ხ ხ ხ
Fe(OH)2 + Na2SO4
უ ხ
4. უხსნადი ჰიდროქსიდები გაცხელებისას ადვილად იშლებიან შესაბამის
ოქსიდად და წყლად.