SlideShare a Scribd company logo
1 of 409
Download to read offline
ლევ ტოლსტოი
ანა კარენინა
. . .
ჩემი არს შურისგება, და მე მივაგო.
ნაწილი პირველი
I
ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი
უბედურება სჭირს.
ყველაფერი აირია ობლონსკების სახლში. ცოლმა შეიტყო, რომ მეუღლე მათთან
ოჯახში გუვერნანტად ნამყოფ ფრანგ ქალთან მრუშობდა და გამოუცხადა ქმარს,
შენთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ შემიძლიაო. აგერ უკვე მესამე დღე იყო,
გრძელდებოდა ეს ამბავი, რის გამოც ასე იტანჯებოდა ცოლი, ქმარი, ოჯახის ყველა
წევრი და მთელი სახლეული. ოჯახის თითოეული წევრი თუ შინამოსამსახურე
გრძნობდა, რომ მათი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, რომ სადმე, რომელიმე
ფუნდუკში შემთხვევით თავშეყრილი ადამიანები უფრო მეტად იყვნენ
დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ისინი – ობლონსკების ოჯახის წევრნი და
შინამოსამსახურენი. ცოლი თავის ოთახებში ჩაიკეტა, ქმარი მესამე დღე იყო, შინ
აღარ ჩანდა; თავგზააბნეული ბავშვები აქეთ-იქით აწყდებოდნენ. ინგლისელმა ქალმა
ჩხუბი აუტეხა ეკონომ ქალს და წერილი მისწერა მეგობარს: ახალი ადგილის მოძებნას
სთხოვდა. მზარეულმა ჯერ კიდევ გუშინ, სადილობის ხანს მიატოვა სახლი;
მზარეულის დამხმარე ქალიც და მეეტლეც ანგარიშის გასწორებას ითხოვდნენ.
თავადმა სტეპან არკადის ძე ობლონსკიმ – სტივამ, როგორც მაღალ საზოგადოებაში
ეძახდნენ, – ჩხუბის მესამე დღეს, ჩვეულ დროზე, ესე იგი დილის რვა საათზე
გამოიღვიძა, ოღონდ ცოლის საწოლ ოთახში კი არა, თავის კაბინეტში, ტარსიკონის
დივანზე. მსუქანი, ნებიერი სხეულით ისე იცვალა გვერდი ზამბარიან დივანზე,
თითქოს უნდოდა კიდევ დიდხანს განეგრძო ძილი, ბალიში ხელებში მოიქცია და
ლოყით ზედ მიეხუტა; მაგრამ უეცრად წამოხტა, დივანზე წამოჯდა და თვალები
გაახილა.
„მოიცა, მოიცა, როგორ იყო? – დაფიქრდა იგი და სიზმრის გახსენებას შეეცადა, – ჰო,
როგორ იყო? აჰა! ალაბინს სადილი გაემართა დარმშტადტში. არა, დარმშტადტი კი
არა, რაღაც ამერიკულს ჰგავდა. ჰო, თუმცა სიზმარში დარმშტადტი ამერიკაში იყო. ჰო,
ალაბინს სადილი გაემართა შუშის მაგიდებზე და მაგიდებიც მღეროდნენ: II mio
tesoro,[1] არა, ამას კი არა, რაღაც უფრო უკეთესს. მღეროდნენ რაღაცნაირი პატარა
სურებიც და ვითომ ეს სურებიც ქალები იყვნენ“, – იხსენებდა იგი.
სტეპან არკადიჩი ფიქრებმა აიყოლია, თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, პირზე
ღიმილი გადაეფინა. „ეჰ, კარგი იყო, ძალიან კარგი! კიდევ რამდენი რამ იყო იქ
ჩინებული, რასაც ცხადში ვერც ენა იტყვის და ვერც გონებით წარმოიდგენ!“ მერე,
ოდნავ გადაწეული მაუდის ფარდიდან შემოჭრილი სინათლის სხივი რომ დაინახა,
მხიარულად ჩამოუშვა დივნიდან ფეხები, ფეხით მოძებნა ოქროსფერი ტარსიკონის
ქოშები (შარშან დაბადების დღისთვის რომ შეუკერა და აჩუქა ცოლმა) და ძველი,
ცხრა წლის ჩვეულებისამებრ, წამოუდგომლად წაიღო ხელი იქით, სადაც საწოლ
ოთახში მისი ხალათი ეკიდა ხოლმე და უცებ გაახსენდა, რატომ გამოეღვიძა თავის
კაბინეტში და არა ცოლის საწოლ ოთახში. ღიმილი იმწამსვე გაუქრა სახიდან, შუბლი
შეეჭმუხნა.
„უჰ! უჰ! უჰ! ოჰ!..“ – ამოიხვნეშა და გაიხსენა ყველაფერი, რაც მოხდა. კვლავ თვალწინ
წარმოუდგა ცოლთან ატეხილი უსიამოვნების ყოველი წვრილმანი, თავისი
გამოუვალი მდგომარეობა და საკუთარი დანაშაული, რაც ყველაზე მეტად ტანჯავდა.
„ჰო, არ მაპატიებს, ან როგორ უნდა მაპატიოს! ყველაზე საშინელი ის არის, რომ
ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, დამნაშავე ვარ და დანაშაული კი არ მიმიძღვის. აი, ეს
გახლავთ მიზეზი მთელი ამ დრამისა, – განაგრძობდა ფიქრს სტეპან არკადიჩი, – ოჰ,
ოჰ, ოჰ!“ – იმეორებდა სასოწარკვეთილი და ამ ჩხუბიდან მისთვის ყველაზე მძიმე
წუთებს იხსენებდა.
ყველაზე უსიამო ის პირველი წუთი იყო, როცა მხიარული, გულშეჯერებული
ობლონსკი თეატრიდან შინ დაბრუნდა; ხელში ცოლისათვის წამოღებული
უშველებელი მსხალი ეჭირა, მაგრამ ცოლი სასტუმროში ვერ ნახა; გასაოცარი ის იყო,
რომ კაბინეტშიც არ დაუხვდა, ბოლოს კი საწოლ ოთახში იპოვა იმ საბედისწერო,
ყველაფრის მამხილებელი წერილით ხელში.
ცოლი – მუდამ ზრუნვაში გართული, მუდამ მოუსვენარი და, როგორც ქმარს მიაჩნდა,
არცთუ დიდი გონიერებით დაჯილდოებული ქალი, გაშეშებული იჯდა, ხელში
წერილი ეჭირა და შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, განრისხებული შეჰყურებდა
ქმარს.
– რა არის ეს, რა? – ეკითხებოდა და წერილს უჩვენებდა.
ამის გახსენებაზე სტეპან არკადიჩს, როგორც ხშირად ხდება, ეს ამბავი ისე არ
ტანჯავდა, როგორც ის, თუ რა პასუხი გასცა ცოლს ამ სიტყვებზე.
ასე ემართებათ მეტისმეტად სამარცხვინო დანაშაულში ანაზდეულად მხილებულ
ადამიანებს. ასე დაემართა იმ წუთში სტეპან არკადიჩსაც. ვერ მოახერხა ისეთი
გამომეტყველება მიეღო, როგორიც შესაფერისი იქნებოდა მისთვის ამგვარი
დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ. იმის მაგივრად, გამწყრალიყო, ეუარა, თავი
ემართლებინა, პატიება ეთხოვა, ანდა სრულიად გულგრილად შეხვედროდა –
ყველაფერი სჯობდა იმას, რაც ჩაიდინა! – სრულიად უნებლიეთ („თავის ტვინის
რეფლექსები!“ – გაიფიქრა ფიზიოლოგიის მოყვარულმა სტეპან არკადიჩმა),
სრულიად უნებლიეთ სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მისთვის ჩვეულმა, კეთილმა და
ამიტომაც სულელურმა ღიმილმა.
აი, ეს სულელური ღიმილი ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისათვის. ამ სულელური
ღიმილის დანახვაზე დოლი ისე შეკრთა, თითქოს ფიზიკური ტკივილი მიაყენესო,
თავისებურად გაცხარდა, ულმობელი სიტყვების კორიანტელი დააყენა და ოთახიდან
გავარდა. ამის შემდეგ დოლის ქმრის დანახვაც აღარ უნდოდა.
„ყველაფერი ამ სულელური ღიმილის ბრალია, – ფიქრობდა სტეპან არკადიჩი, –
მაგრამ რა ვქნა! რა ვიღონო?“ – იმედდაკარგული ეკითხებოდა თავს და პასუხს ვერ
პოულობდა.
II
სტეპან არკადიჩი პირუთვნელი იყო საკუთარ თავთან. არ შეეძლო, მოეტყუებინა და
დაერწმუნებინა თავი, რომ კიცხავდა და ინანიებდა თავის საქციელს. აბა, როგორ
შეეძლო სინანული ეგრძნო იმის გამო, რომ მას – ოცდათოთხმეტი წლის ლამაზ,
ქალების მოტრფიალე მამაკაცს – გატაცებით აღარ უყვარდა ცოლი, მასზე მხოლოდ
ერთი წლით უმცროსი, ხუთი ცოცხალი და ორი გარდაცვლილი შვილის დედა. იგი
მხოლოდ იმას ნანობდა, რომ უკეთ ვერ დაუმალა ცოლს ყოველივე, მაგრამ გრძნობდა,
რარიგ მძიმე მდგომარეობაშიც ჩავარდა და ებრალებოდა ცოლი, ბავშვები, საკუთარი
თავი. შეიძლება კიდეც მოეხერხებინა და უკეთ დაემალა თავისი ცოდვები, მაგრამ არ
ეგონა, რომ ცოლზე ასე იმოქმედებდა ეს ამბავი. კარგად არასოდეს ჩაჰკვირვებია ამ
საკითხს, ისე კი ბუნდოვნად წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ცოლი დიდი ხანია
მიხვედრილია ქმრის ღალატს, მაგრამ არ იმჩნევს. იმასაც კი ფიქრობდა, რომ დოლი,
ეს ჩამომდნარი, უკვე ჭკნობაშეპარული, პირვანდელი სილამაზისაგან გაძარცული,
სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, უბრალო ქალი, მხოლოდღა კეთილი დედა
ოჯახისა, სამართლიანად თუ განვსჯით, დათმობაზეც უნდა წავიდესო. მაგრამ
სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა.
„უჰ, საშინელებაა! ვაი, ვაი, რა საშინელებაა! – ისევ იმეორებდა სტეპან არკადიჩი და
ვერაფერი ეღონა, – მერე რა კარგად იყო მანამდე ყველაფერი, რა ტკბილად
ვცხოვრობდით! დოლი კმაყოფილი იყო, ხარობდა ბავშვებით. მეც არაფერში ხელს არ
ვუშლიდი, ნებას ვაძლევდი, როგორც თვითონ მოისურვებდა, ისე გასძღოლოდა
ოჯახსაც, შვილებსაც. მართლაც ცუდია, რომ ის ქალი გუვერნანტად იყო ჩვენს
სახლში. რაღაც მეტისმეტად უხამსი და ტრივიალურია არშიყობა საკუთარ
გუვერნანტთან. მაგრამ რა გუვერნანტი იყო!“ (ობლონსკის ცოცხლად დაუდგა
თვალწინ M-lle Roland-ის შავი, მაცდური თვალები, მისი ღიმილი). თუმცა, სანამ ჩვენს
სახლში იყო, არაფრის უფლება არ მიმიცია ჩემი თავისთვის. ყველაზე საშინელი ის
არის, რომ იგი უკვე... თითქოს განზრახ აეწყო ყველაფერი! ვაი, ვაი, ვაი! რა ვქნა,
როგორ მოვიქცე!“
პასუხი ვერ ეპოვა, გარდა იმ საყოველთაო პასუხისა, რომელსაც ცხოვრება იძლევა
ყველა ფრიად რთულსა და გადაუჭრელ საკითხზე. პასუხი ასეთი გახლდათ: უნდა
მიჰყვე ყოველდღიური ცხოვრების დენას, ესე იგი მიეცე თავდავიწყებას. ძილში
ვეღარ პოვებდა თავდავიწყებას, ყოველ შემთხვევაში, დაღამებამდე მაინც. ვეღარ
დაუბრუნდებოდა იმ მუსიკას, პატარა სურა-ქალები რომ მღეროდნენ. ასე რომ, ისევ
ცხოვრების ძილში უნდა ეძიოს თავდავიწყება.
„ვნახოთ, რა იქნება“, – თქვა თავისთვის სტეპან არკადიჩმა და წამოდგა, ცისფერი
აბრეშუმისსარჩულიანი რუხი ხალათი გადაიცვა, ფუნჯებიანი სარტყელი შეიკრა,
განიერი მკერდით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავისებური მხნე ნაბიჯით
ფანჯრისკენ გაემართა: სიარულის დროს ოდნავ გაღუნული ფეხები საოცარი
სიმსუბუქით ატარებდნენ მის სავსე სხეულს. ფანჯარასთან რომ მივიდა, ფარდა ასწია
და ღონივრად ჩამოჰკრა ზარი. ზარის ხმაზე მაშინვე ოთახში გაჩნდა ძველი მეგობარი,
კამერდინერი მატვეი, თან ბატონის ტანისამოსი, ფეხსაცმელი და დეპეშა შემოიტანა.
მატვეის ფეხდაფეხ შემოჰყვა დალაქი საპარსი ხელსაწყოებით.
– საკრებულოდან გამოგზავნეს ქაღალდები? – იკითხა სტეპან არკადიჩმა, დეპეშა
გამოართვა და სარკის წინ ჩამოჯდა.
– მაგიდაზე გახლავთ, – უპასუხა მატვეიმ, ჯერ გამომცდელად, თანაგრძნობით
მიაჩერდა ბატონს, ცოტა ხანს შეიცადა და მერე ეშმაკური ღიმილით დაუმატა, –
მეეტლის პატრონმა კაცი გამოგზავნა!
სტეპან არკადიჩს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ სარკეში შეხედა მატვეის. მათი
თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ამ შეხედვამ ცხადყო, როგორ ესმოდათ
ერთმანეთისა, სტეპან არკადიჩი თითქოს ეკითხებოდა: „ამას რატომ მეუბნები, განა
შენ თვითონ არ იცი?“
მატვეიმ ხელები ჟაკეტის ჯიბეებში ჩაიწყო, ფეხი მოინაცვლა და უხმოდ, კეთილად,
ოდნავ ღიმმორეული მიაჩერდა ბატონს.
– იქით კვირას მოდი-მეთქი, ვუბრძანე. მანამდე ნურც შენ გაირჯები და ნურც ბატონს
შეაწუხებ-მეთქი ტყუილუბრალოდ, – ეტყობა, წინასწარ მომზადებული ფრაზა
მოახსენა მატვეიმ.
სტეპან არკადიჩი მიხვდა, რომ მატვეის უნდოდა გაეხუმრა და ამით ბატონის
ყურადღება მიეპყრო. დეპეშა გახსნა, წაიკითხა, გუმანით შეასწორა დამახინჯებული
სიტყვები, როგორც ყოველთვის არის ხოლმე დეპეშაში, და სახე გაებადრა.
– მატვეი, ჩემი და, ანა არკადიევნა, ხვალ აქ იქნება, – უთხრა და წუთით შეაჩერა
დალაქის ფუნჩულა, პრიალა ხელი, ვარდისფერ კვალს რომ ავლებდა მის გრძელ,
ხუჭუჭა ბაკენბარდებს შუა.
– მადლობა ღმერთს! – უთხრა მატვეიმ და ამ პასუხით აგრძნობინა, რომ მასაც ისევე
ესმის ამ ჩამოსვლის მნიშვნელობა, როგორც მის ბატონს, რომ სტეპან არკადიჩის
საყვარელი და, ანა არკადიევნა, ხელს შეუწყობს ცოლ-ქმრის შერიგებას.
– მარტო მობრძანდება თუ მეუღლითურთ? – იკითხა მატვეიმ.
სტეპან არკადიჩს არ შეეძლო პასუხის გაცემა, რადგან დალაქი ახლა მის ზემო ტუჩს
ჩასციცინებდა და ცალი თითი ასწია. მატვეიმ სარკეში დაუქნია თავი.
– მარტო მობრძანდება. ზევით მოვუმზადოთ?
– დარია ალექსანდროვნას მოახსენე. სადაც გიბრძანოს.
– დარია ალექსანდროვნას? – როგორღაც დაეჭვებით გაიმეორა მატვეიმ.
– ჰო, მოახსენე. აჰა, დეპეშაც წაუღე, აჩვენე, ვნახოთ, რას იტყვის.
„გინდათ სცადოთ“, – მიუხვდა მატვეი, თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა: – ბატონი
ბრძანდებით!
პირდაბანილი და თმადავარცხნილი სტეპან არკადიჩი უკვე ჩასაცმელად
ემზადებოდა, როცა მატვეი ოთახში შემობრუნდა. ნელა, ნაუცბადევად ადგამდა
ჭრაჭუნა ჩექმებს და უკანვე მოჰქონდა დეპეშა, დალაქი უკვე წასულიყო.
– დარია ალექსანდროვნამ მიბრძანა მოგახსენოთ, რომ სახლიდან მიბრძანდება. დე,
ისე მოიქცნენ, როგორც მათ ნებავთო, ესე იგი თქვენ, – ამბობდა მატვეი, თვალები
უცინოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თავი გვერდზე გადაეხარა და ასე მისჩერებოდა
ბატონს.
სტეპან არკადიჩს ერთხანს ხმა არ ამოუღია; მერე ლამაზ სახეზე კეთილი, თითქოს
უმწეო ღიმილი გამოესახა.
– ჰა, რას იტყვი, მატვეი? – თქვა და თავი გადააქნია.
– არაფერია, ბატონო, მოგვარდება, – უპასუხა მატვეიმ.
– მოგვარდება?
– სწორედ ეგრე იქნება!
– შენ ასე გგონია? ვინ არის მანდ? – იკითხა სტეპან არკადიჩმა, როცა კარს უკან ქალის
კაბის შრიალი გაიგონა.
– მე გეახელით, – გაისმა ქალის დინჯი, სასიამოვნო ხმა და კარში გადიის, მატრიონა
ფილიმონოვნას, კუშტი, ნაყვავილარი სახე გამოჩნდა.
– რაო, მატრიოშა? – შეეკითხა სტეპან არკადიჩი და კარში გაეგება.
მიუხედავად იმისა, რომ სტეპან არკადიჩი ყოველმხრივ დამნაშავე იყო ცოლის წინაშე
და ამას თვითონაც გრძნობდა, სახლში მაინც ყველა, თვით დარია ალექსანდროვნას
უპირველესი მეგობარი გადიაც კი, მის მხარეზე იყო.
– როგორ არის საქმე? – ნაღვლიანად ჰკითხა სტეპან არკადიჩმა.
– უნდა მიბრძანდეთ, ბატონო, კიდევ ითხოვოთ პატიება. იქნებ შეგეწიოთ უფალი.
მეტისმეტად იტანჯება ქალბატონი, საცოდაობაა მისი ყურება. სახლშიც ყველაფერი
აირია. ბავშვები მაინც უნდა შეიბრალოთ, ბატონო. რა გაეწყობა, უნდა ითხოვოთ
პატიება. ხომ მოგეხსენებათ, ვისაც თევზი უნდა...
– რომ არ მიმიღოს...
– თქვენ თქვენი სცადეთ. ღმერთია მოწყალე. ღმერთს უნდა ევედროთ, ბატონო,
ღმერთს!..
– ჰო, კარგი, წადი! – უთხრა სტეპან არკადიჩმა და სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, – აბა,
მომეცი ტანსაცმელი, – მიუბრუნდა მატვეის და სასწრაფოდ გაიხადა ხალათი.
მატვეის უკვე მოწიწებით ეჭირა ხელში ბატონისათვის გამზადებული პერანგი, თან
სულს უბერავდა რაღაც თვალით უხილავი მტვრის მოსაშორებლად და აშკარად
სიამოვნებდა, როცა ბატონის აზიზ სხეულს პერანგით მოსავდა.
III
ტანისამოსის ჩაცმას რომ მორჩა, სტეპან არკადიჩმა ნელსაცხებელი დაიპკურა,
პერანგის სახელოები შეისწორა, ნაჩვევი ხელით დაინაწილა ჯიბეებში პაპიროსი,
საფულე, ასანთი, ორმაგძეწკვიანი, შანებიანი საათი, მერე ცხვირსახოცი დაფერთხა და
სასადილოსკენ გასწია, თან ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ოდნავ ირხეოდა მთელი
სხეულით. სიამოვნებდა, რომ მიუხედავად თავს დატეხილი უსიამოვნებისა,
კვლავინდებურად მხნე და ხალისიანი იყო, სურნელოვანი და ფაქიზი; სასადილოში
უკვე ელოდებოდა ყავა, მის გვერდით კი წერილები და საკრებულოდან
გამოგზავნილი ქაღალდები ელაგა.
უმალ წერილები გადაიკითხა. მეტისმეტად არ ესიამოვნა იმ ვაჭრის წერილი,
რომელსაც ტყე უნდა ეყიდა ცოლის მამულში. ტყის გაყიდვა აუცილებელი იყო,
მაგრამ ახლა, ცოლთან შერიგებამდე, ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ამაზე. ძალიან
საწყენი იყო, რომ ცოლთან მომავალ შერიგებას ფულადი ანგარიში უკავშირდებოდა.
და ის აზრი, რომ შესაძლოა ტყის გაყიდვის სურვილმა აიყოლიოს და ამის გამო
შეეცადოს ცოლთან შერიგებას, თავმოყვარეობას ულახავდა სტეპან არკადიჩს.
წერილების კითხვა რომ გაათავა, საკრებულოდან გამოგზავნილი ქაღალდების
გადათვალიერებას შეუდგა. სწრაფად გადაფურცლა ორი საქმე, მსხვილი ფანქრით
რამდენიმე შენიშვნაც ჩაიწერა, მერე ეს ქაღალდებიც გვერდზე გადადო და ყავის სმას
შეუდგა, თან ჯერ ისევ სველი დილის გაზეთი გაშალა და კითხვა დაიწყო.
სტეპან არკადიჩი იღებდა და კითხულობდა ლიბერალურ გაზეთს, უკიდურესად
ლიბერალურს კი არა, იმ მიმართულებისას, რომელსაც უმრავლესობა ემხრობოდა.
მართალია, განსაკუთრებით არც მეცნიერება იტაცებდა, არც ხელოვნება და არც
პოლიტიკა, მაინც მტკიცედ ადგა საზოგადოების უმრავლესობისა და თავისი
გაზეთის შეხედულებებს ამ საგნებზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ღალატობდა, თუ
საზოგადოების უმრავლესობა შეიცვლიდა აზრს; უკეთ რომ ვთქვათ, კი არ
ღალატობდა, ეს შეხედულებები თავისთავად, შეუმჩნევლად იცვლებოდნენ.
სტეპან არკადიჩს არ აურჩევია არც მიმართულება და არც შეხედულებები. ისინი
თავისით მოდიოდნენ მასთან, ისევე როგორც არ ირჩევდა ქუდს ან სერთუკს და
ყიდულობდა იმას, რასაც სხვები იცვამდნენ. მისთვის კი, როგორც გარკვეულ
საზოგადოებაში მცხოვრები პირისათვის, ისევე საჭირო იყო საკუთარი
შეხედულებები და ქმედითი აზრები, რომელნიც, ჩვეულებრივ, მოწიფულობის
ასაკში უვითარდება ადამიანს, როგორც ქუდი. და თუ მაინც არსებობდა მიზეზი
იმისა, რომ ლიბერალური მიმართულება ამჯობინა კონსერვატიულს, რომელსაც
აგრეთვე მრავალი ემხრობოდა მისი წრიდან, ეს იმიტომ კი არ მომხდარა, რომ
ლიბერალური მიმართულება უფრო გონივრულად ცნო, არამედ იმიტომ, რომ ეს
უფრო ესადაგებოდა მისი ცხოვრების ნირს. ლიბერალური პარტია ამბობდა, რომ
რუსეთში ყველაფერი ცუდად არის მოწყობილი; მართლაც, სტეპან არკადიჩს ვალი
ბლომად ჰქონდა, ფული კი არ ჰყოფნიდა. ლიბერალური პარტია ქადაგებდა, რომ
ქორწინება დრომოჭმული ადათია და აუცილებელია მისი გარდაქმნა; მართლაც,
ოჯახური ცხოვრება დიდ სიამოვნებას ვერ ანიჭებდა სტეპან არკადიჩს. აიძულებდა,
ეცრუა, ეთვალთმაქცა, რასაც ვერ ეგუებოდა მისი ბუნება. ლიბერალური პარტია
ამბობდა, უკეთ ვთქვათ, გულისხმობდა, რომ რელიგია მხოლოდ ლაგამია
მოსახლეობის ბარბაროსული ნაწილისათვის; მართლაც, სტეპან არკადიჩს ხანმოკლე
წირვის მოსმენაც არ შეეძლო ისე, რომ ფეხები არ სტკენოდა. ვერ გაეგო, რისთვის იყო
საჭირო ეს შემზარავი, მაღალფარდოვანი სიტყვები საიქიოზე, როცა სააქაოშიც
ძალიან მხიარულად შეიძლებოდა ცხოვრება. გარდა ამისა, სტეპან არკადიჩს
ოხუნჯობა უყვარდა და სიამოვნებდა ხანდახან საგონებელში ჩაეგდო უწყინარი
ადამიანი – თუკი თავს მოიწონებ შთამომავლობით, რატომ მაინცდამაინც რიურიკი
უნდა აირჩიო და უარი თქვა შენს პირველ წინაპარზე – მაიმუნზე? ასე ექცა
ჩვეულებად სტეპან არკადიჩს ლიბერალური მიმართულება და უყვარდა თავისი
გაზეთი როგორც ნასადილევს მოწეული სიგარა, რომელიც მსუბუქ ბურანში ხვევდა
მის გონებას. წაიკითხა მოწინავე სტატია, სადაც ახსნილი იყო, რომ „ჩვენს დროში
ტყუილუბრალოდ იქმნება აურზაური, თითქოს რადიკალიზმი შთანთქმით ემუქრება
ყველა კონსერვატიულ ელემენტს და თითქოს ხელისუფლება ვალდებულია ღონე
იხმაროს რევოლუციური ჰიდრის მოსაშთობად. პირიქით: ჩვენი აზრით, საშიშროებას
წარმოადგენს არა მოჩვენებითი რევოლუციური ჰიდრა, არამედ ტრადიციის
სიმტკიცე, რაც აფერხებს პროგრესს“ და ა. შ. ჩაიკითხა მეორე ფინანსური სტატიაც,
სადაც მოხსენიებული იყვნენ ბენტამი და მილი და სამინისტროც იყო
გამათრახებული. თავისი მკვირცხლი გონების წყალობით სტეპან არკადიჩი კარგად
ხვდებოდა თითოეული ამ მათრახის მნიშვნელობას: ვისგან და ვისკენ იყო
მიმართული და რა მიზეზის გამო. და ეს, როგორც ყოველთვის, ერთგვარ სიამოვნებას
ანიჭებდა. დღეს კი ამ სიამოვნებას უწამლავდა მატრიონა ფილიმონოვნას რჩევა-
დარიგებისა და სახლში მომხდარი უსიამოვნების გახსენება. წაიკითხა ისიც, რომ
გრაფი ბეისტი, როგორც ხმები დადიოდა, ვისბადენს გაემგზავრა, რომ ამიერიდან
აღარ იქნება ჭაღარა თმა, რომ იყიდება მსუბუქი კარეტა; აქვე ეწერა ვიღაც
ახალგაზრდა ქალის წინადადებაც. მაგრამ ამ ცნობებმა წინანდელივით წყნარი,
ირონიული სიამოვნება ვეღარ მოჰგვარა.
სტეპან არკადიჩმა ბოლომდე ჩაიკითხა გაზეთი, მეორე ფინჯანი ყავაც მიირთვა, თან
კარაქწასმული კალაჩიც მიაყოლა, ფეხზე წამოდგა, კალაჩის ნამცეცები ჩამოიბერტყა,
წელში გაიმართა და მხიარულად ჩაიღიმა, იმიტომ კი არა, რომ გულში რაღაც
განსაკუთრებით სიამოვნებდა – მხიარული ღიმილი კარგად მირთმეულმა საუზმემ
გამოიწვია.
მაგრამ ამ მხიარულმა ღიმილმა მაშინვე გაახსენა ყველაფერი და კვლავ ჩააფიქრა.
კარს იქიდან ბავშვების ხმა შემოესმა (ხმაზე მაშინვე იცნო უმცროსი ბიჭი – გრიშა და
უფროსი გოგონა – ტანია). ბავშვებს რაღაც მოჰქონდათ და დაუვარდათ.
– გეუბნებოდი, არ შეიძლება-მეთქი მგზავრების სახურავზე დასმა! – ინგლისურად
გაჰყვიროდა გოგონა, – ახლა მიდი და აკრიფე!
„ყველაფერი აირია, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა, – ბავშვებიც მარტონი დარბიან“.
მერე კართან მივიდა და ბავშვებს დაუძახა. ბავშვებმაც მიატოვეს ყუთი, მატარებლის
მაგივრობას რომ ეწეოდა, და მამასთან შევიდნენ.
გოგონამ, გამორჩევით რომ უყვარდა მამას, თამამად მიირბინა, გადაეხვია და
სიცილით ჩამოეკიდა კისერზე. როგორც ყოველთვის, ახლაც ახარებდა მამის
ბაკენბარდების ნაცნობი სურნელება. ბოლოს აკოცა მამას დაბლა დახრისაგან
გაწითლებულ, სიყვარულით გაბრწყინებულ სახეზე და ხელები გაუშვა, უკანვე
უნდოდა გაქცევა, მაგრამ მამამ არ დაანება.
– დედა როგორ არის? – შეეკითხა სტეპან არკადიჩი და ნაზ, სათუთ კისერზე
მიეფერა, – გამარჯობა! – ღიმილით უპასუხა ბიჭს მისალმებაზე.
იგი გრძნობდა, რომ ნაკლებად უყვარდა ბიჭი და ყოველთვის ცდილობდა,
ერთნაირად მოქცეოდა ბავშვებს, მაგრამ ბიჭმა იგრძნო ეს და ღიმილით არ უპასუხა
მამის უგულო გაღიმებას.
– დედა? ადგა! – უპასუხა გოგონამ.
სტეპან არკადიჩმა ამოიოხრა. „მაშასადამე, ისევ თეთრად გაათენა ღამე“, – გაიფიქრა
მან.
– კარგ ხასიათზეა?
გოგონამ იცოდა, რომ დედა და მამა წაჩხუბებული იყვნენ და ამიტომ დედა კარგ
ხასიათზე ვერ იქნებოდა. მამასაც უნდა სცოდნოდა ეს და ახლა თვალთმაქცობდა,
როცა ასე იოლად კითხულობდა დედის ამბავს. გოგონა გაწითლდა მამის მაგივრად.
სტეპან არკადიჩმაც მაშინვე იგრძნო ეს და ისიც ბავშვივით გაწითლდა.
– არ ვიცი, – უპასუხა ტანიამ, – მეცადინეობა არ უბრძანებია. მის გულთან ერთად
დიდედასთან გაისეირნეთო.
– მაშ, წადი, ჩემო ტანჩუროჩკა, არა, მოიცა! – და მაინც არ უშვებდა გოგონას, ახლა მის
პაწია ხელს ეფერებოდა.
მერე ბუხრიდან წინადღით შენახული კანფეტების კოლოფი გადმოიღო, ამოარჩია
ორი ცალი ხილისა და შოკოლადის კანფეტი, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა
ტანიას, და გაუწოდა.
– ეს გრიშას? – შეეკითხა გოგონა და შოკოლადის კანფეტზე მიუთითა.
– ჰო, ჰო, მიეცი! – მერე ისევ მიეფერა მხრებზე, თმის ძირები და კისერი დაუკოცნა და
გაისტუმრა.
– კარეტა მზად გახლავთ! – მოახსენა მატვეიმ, – ჰო, ვიღაც მანდილოსანი გეახლათ
სათხოვნელად, – დაუმატა შემდეგ.
– დიდი ხანია მელოდება? – იკითხა სტეპან არკადიჩმა.
– ასე ნახევარი საათი იქნება!
– რამდენჯერ გიბრძანე, მაშინვე მომახსენე-მეთქი.
– ყავის მირთმევა ხომ მაინც უნდა გაცალონ, – ისეთი მეგობრული, უხეში ტონით
შეეპასუხა მატვეი, გაწყრომა რომ ვერ მოუხერხდებოდა.
– მაშ, შემოიყვანე ახლავე! – უთხრა სტეპან არკადიჩმა და განაწყენებულმა შუბლი
შეიკრა.
შტაბსკაპიტან კალინინის მეუღლე რაღაც გაუგებარსა და შეუძლებელს სთხოვდა,
მაგრამ სტეპან არკადიჩმა, როგორც ჩვეულებად ჰქონდა, მაინც დასვა, გულდასმით
მოუსმინა, ერთხელაც არ შეუწყვეტინებია სიტყვა. მერე საჭირო რჩევა-დარიგება
მისცა, ვისთვის ან როგორ მიემართა, მსხვილი, გაბმული, ლამაზი, მკაფიო ხელით
ბარათიც დაუწერა სათანადო პირთან, ვისაც შეეძლო შეწევნოდა ამ საქმეში.
მანდილოსანი გაისტუმრა, შლაპა აიღო და წამით შეიცადა, ხომ არაფერი
მავიწყდებაო... აღმოჩნდა, რომ არაფერი ავიწყდებოდა გარდა იმისა, რისი დავიწყებაც
თვითონვე უნდოდა – ცოლთან შესვლა.
„ჰო, მართლა! – სტეპან არკადიჩმა თავი ჩაღუნა, ლამაზ სახეზე სევდა აღებეჭდა, –
შევიდე თუ არა!“ – ეკითხებოდა თავის თავს. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ არ ღირდა
შესვლა, რომ ეს სიყალბე იქნებოდა და მეტი არაფერი, მათი დამოკიდებულება მაინც
ვერ შეიცვლებოდა, ვერ გამოსწორდებოდა, რადგან შეუძლებელი იყო, დოლი კვლავ
მომხიბვლელ, ვნების აღმძვრელ არსებად ქცეულიყო ან თვით სტეპან არკადიჩი
გარდაქმნილიყო ტრფიალების უნარმოკლებულ მოხუცად. ახლა სიყალბისა და
სიცრუის მეტი არაფერი გამოვიდოდა აქედან, ამას კი ვერ ეგუებოდა მისი ბუნება.
„მაგრამ ოდესმე ხომ უნდა შევიდე, ასე ხომ არ შეიძლება ამ საქმის მიტოვება?“ – თქვა
და შეეცადა გამბედაობა მოეკრიბა, წელში გასწორდა, პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა,
ორჯერ გამოაბოლა, მერე პაპიროსი სადაფის ნიჟარაში ჩააგდო, აჩქარებული ნაბიჯით
გაიარა მოწყენილი სასტუმრო და ცოლის საწოლი ოთახის კარი შეაღო.
IV
დარია ალექსანდროვნას სარჭებით კეფაზე აეკრიფა ოდესღაც ხშირი და მშვენიერი,
ახლა კი შეთხელებული ნაწნავები; მისი დიდი, შიშჩამდგარი თვალები კიდევ უფრო
დიდად მოჩანდნენ გამხდარ, მოქანცულ სახეზე; იგი კოფთის ამარა იდგა ღია
შიფონიერის წინ, ოთახში მიმობნეულ ნივთებს შორის და რაღაცას ეძებდა. ქმრის
ფეხის ხმა რომ გაიგონა, შეჩერდა, კარისკენ გაიხედა, ყოველნაირად შეეცადა ზიზღი
და მრისხანება აღებეჭდა, მაგრამ ამაოდ. იგრძნო, რომ აშინებდა ქმარი, აშინებდა
მასთან მომავალი შეხვედრა. ახლაც იმის გაკეთებას შეეცადა, რაც ამ სამი დღის
განმავლობაში ათჯერ მაინც განიზრახა: დედასთან წასაღებად არჩევდა ბავშვებისა და
თავის ნივთებს, მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა მაინც ვერ გადაეწყვიტა. ახლაც,
როგორც ამას წინათ, არწმუნებდა თავს, რომ ასე გაჩერება არ შეიძლება, რაღაც უნდა
ეღონა, შეერცხვინა, დაესაჯა ქმარი, მცირედით მაინც მიეზღო სამაგიერო იმ
ტკივილისათვის, რაც მან განაცდევინა. კვლავ იმეორებდა, რომ მიატოვებდა ქმარს,
მაგრამ გრძნობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო; შეუძლებელი იყო, რადგან ვერ
გადაეჩვეოდა იმ აზრს, რომ იგი მისი ქმარი იყო, ვერ გადაეჩვეოდა მის სიყვარულს.
გარდა ამისა, ისიც იცოდა, რომ თუ აქ, თავის სახლში, ძლივს აუდიოდა ხუთ შვილს,
კიდევ უფრო გაუჭირდებოდა მათი მოვლა იქ, სადაც მათ წაყვანას აპირებდა. ახლაც,
ამ სამი დღის განმავლობაში, უმცროსი ავად გაუხდა იმის გამო, რომ ცუდი ბულიონი
აჭამეს. დანარჩენებიც გუშინ თითქმის უსადილონი დარჩნენ. დოლი გრძნობდა, რომ
წასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც იტყუებდა თავს, ნივთებს არჩევდა და ვითომ
წასასვლელად ემზადებოდა.
ქმრის დანახვაზე ხელები შიფონიერის უჯრაში ჩაყო, ვითომ რაღაცას ეძებდა და
მხოლოდ მაშინ აიხედა, როცა თავს წამოადგა ქმარი. ამაოდ ჩაიარა მისმა ცდამ, მისი
სახე სიმტკიცესა და შეუბრალებლობას კი არა, მხოლოდ დაბნეულობასა და
მწუხარებას გამოხატავდა.
– დოლი! – ჩუმი, გაუბედავი ხმით დაიწყო სტეპან არკადიჩმა და თავი მხრებში ჩარგო;
უნდოდა საცოდავი, მორჩილი შეხედულება ჰქონოდა, მაგრამ მაინც სიცოცხლითა და
ჯან-ღონით სავსე ჩანდა.
დოლიმ სწრაფად, თავით ფეხამდე ჩაათვალიერა სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე
ქმარი. „დიახ, ბედნიერია და კმაყოფილი, – გაიფიქრა მან, – მე კი... ოჰ, როგორ მძულს
მისი გულკეთილობა, რისთვისაც ასე უყვარს ყველას, რისთვისაც ყველანი აქებენ. მე
კი სწორედ ეს გულკეთილობა მგვრის ზიზღს!“ – გაიფიქრა ეს და ტუჩები დაემანჭა,
გაფითრებული, ნერვიული სახის მარჯვენა ლოყაზე კუნთი აუცახცახდა.
– რა გნებავთ? – სწრაფად, მკერდიდან ამოსული უცხო ხმით იკითხა დოლიმ.
– დოლი! – ხმის კანკალით გაიმეორა სტეპან არკადიჩმა, – ანა დღეს ჩამოვა.
– მერე, მე რა ვქნა! მე არ შემიძლია მისი მიღება! – წამოიყვირა დოლიმ.
– მაინც ხომ საჭიროა, დოლი!..
– მომშორდით, მომშორდით, მომშორდით! – ისე დაიკივლა დოლიმ, თითქოს ეს
კივილი რაღაც ფიზიკურმა ტკივილმა გამოიწვიაო და კვლავ არ შეუხედავს
ქმრისთვის.
სტეპან არკადიჩს შეეძლო დამშვიდებით ეფიქრა ცოლზე, შეეძლო დაეიმედებინა
თავი, რომ, როგორც მატვეი ამბობდა, ყველაფერი მოგვარდებოდა, შეეძლო მშვიდად
ეკითხა გაზეთი, დაელია ყავა, მაგრამ ახლა, დოლის ნაწამები, ტანჯული სახე რომ
დაინახა, გაიგონა მისი ბედის მორჩილი, განწირული ხმა, სუნთქვა შეეკრა, ყელში
რაღაც მოაწვა და თვალები ცრემლებით აევსო.
– ღმერთო, ეს რა ჩავიდინე! დოლი! ღვთის გულისათვის!.. მე ხომ... – და მეტის თქმა
ვეღარ შეძლო, ცრემლები მოაწვა ყელში.
დოლიმ შიფონიერის კარი მიაჯახუნა და შეხედა ქმარს.
– დოლი! რა შემიძლია გითხრა. მხოლოდ ერთს გეტყვი: მაპატიე, მაპატიე... გაიხსენე,
ნუთუ ცხრა წლის ერთად ცხოვრებას არ შეუძლია გამოისყიდოს წუთები... წუთები...
დოლიმ თვალები დახარა, ყური მიუგდო ქმარს, ელოდა, რას ეტყოდა; თითქოს
ემუდარებოდა, ისეთი რამ ეთქვა, რომ გაექარწყლებინა მისი ეჭვი.
– წუთები გატაცებისა... – ძლივს ამოთქვა სტეპან არკადიჩმა და უნდოდა
გაეგრძელებინა, მაგრამ ამ სიტყვებზე დოლის, თითქოს კვლავ რაღაც ფიზიკურმა
შეაძრწუნაო, ისევ დაემანჭა ტუჩები, ისევ აუცახცახდა კუნთი მარჯვენა ლოყაზე.
– მომშორდით, მომშორდით თავიდან! – კიდევ უფრო ხმამაღლა დაიკივლა დოლიმ, –
ნუღარ მელაპარაკებით თქვენს გატაცებებზე, ამ საძაგლობაზე...
დოლიმ წასვლა დააპირა, მაგრამ წაბარბაცდა და სკამის ზურგს შეაშველა ხელი.
სტეპან არკადიჩს სახე გაუფართოვდა, ტუჩები აუთრთოლდა და თვალები ცრემლით
აევსო.
– დოლი! – უკვე ქვითინებდა სტეპან არკადიჩი, – ღვთის გულისათვის, ბავშვებზე
იფიქრე. ბავშვები უდანაშაულონი არიან. დამნაშავე მე ვარ და დამსაჯე. მიბრძანე,
გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემიძლია. დამნაშავე
ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, თუ რაოდენ დამნაშავე ვარ! მაგრამ
მაინც მაპატიე, დოლი!
დოლი დაჯდა. სტეპან არკადიჩს ესმოდა მისი მძიმე, ხმამაღალი სუნთქვა და
გამოუთქმელად ებრალებოდა. დოლიმ რამდენჯერმე სცადა ლაპარაკის დაწყება,
მაგრამ ვერ შეძლო. სტეპან არკადიჩი ელოდა.
– შენ მხოლოდ სათამაშოდ გახსოვს ბავშვები, მე კი მახსოვს და ვიცი, რომ ახლა ისინი
დაიღუპნენ, – თქვა ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელიც ამ სამი დღის განმავლობაში,
ალბათ, რამდენჯერმე გაემეორებინა გულში.
დოლიმ „შენობით“ მიმართა ქმარს და სტეპან არკადიჩმა მადლიერებით გადახედა,
წამოიწია, უნდოდა ხელზე ხელი მოეკიდა, მაგრამ დოლი ზიზღით განერიდა.
– მე მახსოვს ბავშვები და ქვეყანაზე რაღას არ ჩავიდენდი მათი ხსნისათვის. მაგრამ
ახლა მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ვიხსნა: მოვაცილო ისინი მამას თუ დავტოვო
გარყვნილ მამასთან. დიახ, გარყვნილ მამასთან... აბა, მითხარით, შესაძლებელია? –
იმეორებდა დოლი და თანდათან ხმას უწევდა, – მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი
უმიჯნურდება თავისი შვილების გუვერნანტს...
– რა ვქნა, როგორ მოვიქცე? – საცოდავად იმეორებდა სტეპან არკადიჩი და თვითონაც
აღარ ესმოდა, რას ამბობდა, თან სულ უფრო დაბლა ხრიდა თავს.
– მე თქვენ მძულხართ, მეზიზღებით! – გაჰკიოდა დოლი და უფრო და უფრო ერეოდა
სიბრაზე, – თქვენი ცრემლები წყალია, თქვენ არასოდეს გყვარებივართ! თქვენ არა
გაქვთ არც გული, არც კეთილშობილება! თქვენ მე მძულხართ, მეზიზღებით, უცხო,
დიახ, სრულიად უცხო ხართ ჩემთვის! – და მან გაბოროტებით, გულისტკივილით
წარმოთქვა ეს მისთვის საზარელი სიტყვა – „უცხო“.
ობლონსკიმ შეხედა ცოლს და მის სახეზე გამოხატულმა გაბოროტებამ შეაშინა,
გააოცა. ვერ მიმხვდარიყო, რომ მისი სიბრალული მოთმინებას აკარგვინებდა დოლის.
ქალი მასში მარტოოდენ სიბრალულს ხედავდა და არა სიყვარულს. „არა, არა,
ვძულვარ, არ მაპატიებს“, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა.
– ეს საშინელებაა, საშინელება! – თქვა მან.
ამ დროს მეორე ოთახში ბავშვი ატირდა. ეტყობოდა, წაიქცა. დარია ალექსანდროვნამ
ყური მიუგდო ამ ხმას და სახეზე უცებ ლმობიერება გამოეხატა.
რამდენიმე წამს, ეტყობა, გონს მოდიოდა, თითქოს ვერ მიმხვდარიყო, სად იყო ან რა
უნდა გაეკეთებინა, მერე საჩქაროდ წამოდგა და კარისკენ გაემართა.
„ჩემი შვილი ხომ უყვარს, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა, როცა დაინახა, როგორ
შეეცვალა დოლის სახე ბავშვის ტირილზე, – ჩემი შვილი. მაშ, როგორ შეიძლება მე
ვძულდე?“.
– დოლი, ერთი სიტყვა კიდევ მათქმევინე, – უთხრა და უკან გაჰყვა.
– თუ უკან გამომყვებით, მე თავს შევუყრი მსახურებს, ბავშვებს. დაე, ყველამ გაიგოს,
რა არამზადაც ბრძანდებით!.. მე დღესვე მივდივარ აქედან, თქვენ კი იცხოვრეთ აქ
თქვენს საყვარელთან ერთად!..
დოლი ოთახიდან გავიდა, კარი გაიჯახუნა.
სტეპან არკადიჩმა ამოიოხრა, სახე მოიწმინდა და ნელი ნაბიჯით გასწია კარისკენ.
„მატვეი ამბობს, მოგვარდებაო. როგორ უნდა მოგვარდეს? მე ამის შესაძლებლობასაც
ვერ ვხედავ. უჰ, უჰ, უჰ, რა საშინელებაა! მერე როგორ უტიფრად გაჰკიოდა, –
ამბობდა სტეპან არკადიჩი და ახსენდებოდა დოლის ყვირილი და სიტყვები:
არამზადა, საყვარელი... – შეიძლება მოახლეებმა კიდეც გაიგონეს. საშინლად
ტრივიალურია, საშინლად!.. – სტეპან არკადიჩმა რამდენიმე წამს კიდევ შეიცადა,
თვალები მოიწმინდა, ამოიოხრა, მერე წელში გაიმართა და ოთახიდან გავიდა.
პარასკევი იყო და იმ დღეს გერმანელი მესაათე სასადილო ოთახში საათს მართავდა.
სტეპან არკადიჩს გაახსენდა, როგორ იხუმრა ამ წესრიგის მოყვარულ მელოტ
მესაათეზე: „ეს გერმანელი თვითონ არის დაქოქილი საიმისოდ, რომ მთელი თავისი
დღე და მოსწრება საათები ქოქოს“ და გაეღიმა. სტეპან არკადიჩს მოსწრებული
ხუმრობა უყვარდა. „შეიძლება კიდეც მოგვარდეს! კარგი სიტყვაა „მოგვარდეს“, –
გაიფიქრა მან, – სხვებსაც უნდა ვუთხრა!“
– მატვეი, – გასძახა მან, – მაშ, შენ მარიასთან ერთად ყველაფერი მოამზადე ზევით,
დივანებიან ოთახში, ანა არკადიევნასთვის, – უთხრა მატვეის, რომელიც უკვე მის წინ
იდგა.
– ბატონი ბრძანდებით!
სტეპან არკადიჩმა ქურქი ჩაიცვა და პარმაღზე გავიდა.
– სადილად შინ მობრძანდებით? – შეეკითხა მატვეი და პარმაღზე გაჰყვა
გასაცილებლად.
– ვნახოთ, როგორ მომიხერხდება. აჰა, სახარჯოდ გქონდეს! – უთხრა და საფულიდან
ათი მანეთი ამოიღო, – გეყოფა?
– მეყოფა თუ არ მეყოფა, ჩანს, უნდა ვიმყოფინო! – უპასუხა მატვეიმ, კარეტის კარი
მიუხურა და პარმაღზე ამობრუნდა.
ამასობაში დარია ალექსანდროვნამ ატირებული ბავშვი დააშოშმინა, კარეტის
ხმაურზე მიხვდა, რომ ქმარი წავიდა და ისევ საწოლ ოთახში შეტრიალდა. ეს მისი
ერთადერთი თავშესაფარი იყო, მხოლოდ აქ შეეძლო თავი დაეღწია ოჯახური
საზრუნავებისაგან, გასვლისთანავე რომ შემოეჯარებოდა ხოლმე. ახლაც, ამ ცოტა
ხნის განმავლობაში, ბავშვების ოთახში რომ გავიდა, ინგლისელმა ქალმა და
მატრიონა ფილიმონოვნამ უკვე მოასწრეს რამდენიმე გადაუდებელი კითხვის მიცემა,
რაზედაც მხოლოდ მას შეეძლო პასუხის გაცემა: რა ჩააცვან ბავშვებს სეირნობის
დროს, დაალევინონ თუ არა რძე, გაგზავნონ თუ არა კაცი სხვა მზარეულის
მოსაყვანად.
– ოჰ, დამანებეთ თავი, თავი დამანებეთ! – წამოიძახა დოლიმ და ისევ საწოლ ოთახს
მიაშურა, იმავე ადგილას დაჯდა, სადაც ქმარს ელაპარაკებოდა, მუშტებად მოკუმშა
გამხდარი ხელები, ბეჭდები რომ სძვრებოდა გალეული თითებიდან, და მთელი
წეღანდელი ლაპარაკის გახსენებას შეეცადა; „წავიდა! ნეტავ რითი გაათავა საქმე იმ
ქალთან, – ფიქრობდა იგი, – ნუთუ კიდევ ხვდება? რატომ არ შევეკითხე. არა, არა,
ჩვენი შერიგება შეუძლებელია! ერთ სახლშიც რომ დავრჩეთ, მაინც უცხონი ვიქნებით
ერთმანეთისათვის, სამუდამოდ უცხონი! – და ახლაც განსაკუთრებული
გულისტკივილით გაიმეორა ეს მისთვის საზარელი სიტყვა, – მერე როგორ მიყვარდა!
ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარდა! როგორ მიყვარდა! და განა ახლაც არ მიყვარს? განა
წინანდელზე მეტადაც არ მიყვარს? და, რაც მთავარია, საშინელებაა, რომ...“ – მაგრამ
ფიქრი ვეღარ დაასრულა, კარში მატრიონა ფილიმონოვნამ შემოყო თავი.
– ხომ არ მიბრძანებთ, კაცი გავგზავნო ჩემი ძმის მოსაყვანად? – შეეკითხა იგი, –
ყველაფერს მოამზადებდა სადილისათვის, თორემ გუშინდელივით ექვს საათამდე
უჭმელნი დარჩებიან ბავშვები.
– ჰო, კარგი, ახლავე გამოვალ და ყველაფრის თადარიგს დავიჭერ. გაგზავნეთ ვინმე
ახალი რძის მოსატანად?
და დარია ალექსანდროვნა ყოველდღიურ საზრუნავში ჩაეფლო, რომ დროებით ისევ
ამაში ჩაეხშო თავისი მწუხარება.
V
სტეპან არკადიჩი თავისი ნიჭის წყალობით სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ
ზარმაცი და ცელქი იყო და ამიტომაც დიდი ვაი-ვაგლახით დაამთავრა
სასწავლებელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავაშვებულ ცხოვრებას
ეწეოდა, არც წარჩინება ჰქონდა და წლოვანებითაც ახალგაზრდა იყო, მაინც მოსკოვის
ერთ-ერთი საკრებულოს უფროსის ეს ადგილი ობლონსკიმ თავისი დის, ანას ქმრის,
ალექსეი ალექსანდროვიჩ კარენინის წყალობით მიიღო. მას ფრიად საპატიო ადგილი
ეჭირა იმ სამინისტროში, რომელსაც ეს საკრებულო ექვემდებარებოდა. მაგრამ
კარენინიც რომ არ ყოფილიყო და თავისი ცოლისძმა იმ ადგილზე არ დაენიშნა, სტივა
ობლონსკი მაინც მიიღებდა ამ ადგილს ან სხვა ამდაგვარს, უამრავი ახლობლის –
ძმების, დების, ნათესავების, ბიძაშვილების, ბიძებისა და მამიდების წყალობით,
ექნებოდა ექვსი ათასი მანეთი ჯამაგირი, რომელიც აუცილებელი იყო მისთვის,
რადგან, მიუხედავად ცოლის კარგი ქონებისა, საქმეები მაინც აწეწილი ჰქონდა.
ნახევარი მოსკოვი და პეტერბურგი სტეპან არკადიჩის მეგობარი ან ნათესავი იყო. იგი
დაიბადა იმ ადამიანთა შორის, რომელნიც იყვნენ ან შემდეგში გახდნენ ძლიერნი ამა
სოფლისანი. სახელმწიფო მოღვაწეთა ერთი მესამედი, უკვე ხანში შესული პირნი,
მამამისის მეგობრები იყვნენ და ბავშვობიდანვე იცნობდნენ ობლონსკის; მეორე
მესამედი „შენობით“ ელაპარაკებოდა, მესამენი კი მისი კარგი ნაცნობები იყვნენ. ასე
რომ, ამქვეყნიურ სიკეთეთა – ადგილების, იჯარების, კონცესიებისა და სხვათა
გამანაწილებელნი ყველანი მისი მეგობრები იყვნენ და თავისიანს გვერდს ვერ
აუვლიდნენ; და ობლონსკისთვის დიდი ცდაც არ იყო საჭირო კარგი ადგილის
მისაღებად. მხოლოდ ეს იყო, უარი არ უნდა ეთქვა, არ უნდა შეშურებოდა სხვისი, არ
უნდა ეჩხუბა, არ უნდა სწყენოდა რამე, ამას კი მისთვის ჩვეული გულკეთილობის
წყალობით არასოდეს სჩადიოდა. ობლონსკის სიცილადაც კი არ ეყოფოდა, ვინმეს
რომ ეთქვა, შენ რომ გჭირდება, ისეთ ჯამაგირიან ადგილს ვერ მიიღებო. მით უმეტეს,
რომ განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვდა; მხოლოდ იმდენი უნდოდა, რამდენსაც
მისი თანატოლები იღებდნენ. ამგვარი თანამდებობის შესრულება კი ობლონსკის
სხვაზე ნაკლებად როდი შეეძლო.
სტეპან არკადიჩი მარტო იმათ როდი უყვარდათ, ვინც იცნობდა ან ვინც მისი კეთილი
გულის, მხიარული ხასიათისა და ჭეშმარიტი პატიოსნების ამბავი იცოდა; მისი
ლამაზი, ბრწყინვალე გარეგნობა, მოციმციმე თვალები, შავი წარბები და თმა, თეთრი,
ღაჟღაჟა სახე ერთგვარ მხიარულ, მეგობრულ გრძნობას უღვიძებდა ყველას, ვინც კი
მას შეხვდებოდა. „ოჰო! სტივა! ობლონსკი! აი, ისიც!“ – თითქმის ყოველთვის
მხიარული ღიმილით იმეორებდნენ მის დანახვაზე. ხშირად ისეც მომხდარა, რომ
მასთან შეხვედრას განსაკუთრებით სასიხარულო არაფერი გამოუწვევია, მაგრამ
მეორე-მესამე დღეს მაინც ყველა ისევ ისეთივე სიხარულით ხვდებოდა ობლონსკის.
მესამე წელი იყო, რაც სტეპან არკადიჩი მოსკოვის ერთ-ერთი საკრებულოს უფროსად
მსახურობდა და გარდა სიყვარულისა, პატივისცემაც დაიმსახურა თავისი
თანამშრომლების, ხელქვეითების, უფროსებისა და ყველა იმ პირთაგან, ვისაც კი
რაიმე ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მთავარი თვისება სტეპან არკადიჩისა, რამაც
საყოველთაო პატივისცემა მოუხვეჭა სამსახურში, პირველ ყოვლისა, იმაში
მდგომარეობდა, რომ იგი განსაკუთრებით შემწყნარებელი იყო ადამიანების მიმართ,
რადგანაც კარგად ჰქონდა შეცნობილი საკუთარი ნაკლოვანებები; მეორე მისი
თვისება გახლდათ ნამდვილი ლიბერალობა და არა ის, რაც გაზეთებიდან ამოეკითხა,
ლიბერალობა, რომელიც სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი და რომლის
წყალობითაც ერთნაირად, თანაბრად ექცეოდა ყველა ადამიანს, რა შეძლებისა და
წოდებისაც უნდა ყოფილიყო იგი; მესამე და უმთავრესი თვისება იყო სრული
გულგრილობა იმ საქმისადმი, რასაც აკეთებდა, რასაც არასოდეს გაუტაცია და არც
შეცდომები ჰქონია.
სამსახურში რომ მივიდა, სტეპან არკადიჩმა, რომელსაც მოკრძალებით მიჰყვებოდა
მეკარე პორტფელით ხელში, თავის პატარა კაბინეტში შეიარა, მუნდირი გადაიცვა და
საკრებულოში შევიდა. გადამწერები და თანამშრომლები ყველანი ფეხზე წამოდგნენ
და მხიარულად, მოკრძალებით მიესალმნენ. სტეპან არკადიჩი, როგორც ყოველთვის,
ახლაც სწრაფი ნაბიჯით გაემართა თავისი ადგილისაკენ, წევრებს ხელი ჩამოართვა
და დაჯდა. ცოტა გაიხუმრა, ისაუბრა კიდეც, სწორედ იმდენი, რამდენსაც
თავაზიანობა მოითხოვდა, და თავის საქმიანობას შეუდგა. სტეპან არკადიჩზე უკეთ
არავის შეეძლო დაედო ის ზღვარი თავისუფლებას, უბრალოებასა და
ოფიციალურობას შორის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რათა საქმის კეთება
სიამოვნებად იქცეს. როგორც ყველა იქ მყოფნი, მდივანიც მხიარულად და
მოკრძალებით ეახლა, ქაღალდები წარუდგინა და სტეპან არკადიჩის მიერ
შემოღებული ფამილარულ-ლიბერალური ტონით უთხრა: – როგორც იქნა, მივიღეთ
ცნობები პენზის საგუბერნიო სამმართველოდან. ხომ არ ინებებთ...
– ბოლოს და ბოლოს მივიღეთ, არა? – თქვა სტეპან არკადიჩმა და სათითაოდ ჩააწყო
ქაღალდები, – აბა, ბატონებო... – და სხდომა დაიწყო.
„რომ იცოდნენ, რა დამნაშავე ბიჭის მდგომარეობაში იყო მათი თავმჯდომარე ამ
ნახევარი საათის წინ“, – ფიქრობდა სტეპან არკადიჩი, როცა თავდახრილი, სახის
მნიშვნელოვანი გამომეტყველებით ისმენდა მოხსენებას და თვალები უცინოდა
მოხსენების კითხვის დროს. ორ საათამდე სხდომა შეუწყვეტლივ უნდა
გაგრძელებულიყო, ორ საათზე კი დანიშნული იყო შესვენება და საუზმე.
ორი საათი ჯერ არ შესრულებულიყო, როცა საკრებულოს დარბაზის დიდი მინის
კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. მართლმსაჯულების მსახურთ გაუხარდათ, რომ
რაღაც გასართობი გაუჩნდათ, ყველამ კარისკენ მიიხედა. მაგრამ კართან მდგარმა
დარაჯმა მაშინვე გააძევა შემოსული და დიდი მინის კარი მიხურა.
საქმის კითხვას რომ მორჩნენ, სტეპან არკადიჩი ზმორებით წამოდგა და, თითქოს
ამით ხარკს უხდისო ლიბერალურ დროს, საკრებულოშივე ამოიღო პაპიროსი და
თავისი კაბინეტისაკენ გასწია. მისი ორი ამხანაგი, ძველი მოხელე ნიკიტინი და
კამერ-იუნკერი გრინევიჩი უკან გაჰყვნენ.
– საუზმის შემდეგ მოვასწრებთ დამთავრებას, – დასძინა სტეპან არკადიჩმა.
– მოსასწრები რაღა გვაქვს! – თქვა ნიკიტინმა.
– დიდი გაიძვერა კი უნდა იყოს ეს ფომინი, – შენიშნა გრინევიჩმა ერთ-ერთი პირის
შესახებ, რომელიც მათ გასარჩევ საქმეში ერია.
გრინევიჩის ამ სიტყვებზე სტეპან არკადიჩმა შუბლი შეიკრა, ამით აგრძნობინა,
წინასწარ აზრის გამოტანა წესი არ არისო, თქმით კი არაფერი უპასუხა.
– ვინ იყო, დარბაზში რომ შემოვიდა? – ჰკითხა სტეპან არკადიჩმა დარაჯს.
– ვიღაც უცხო გახლდათ, თქვენო აღმატებულებავ, დაუკითხავად შემოიჭრა, სწორედ
ის იყო, მოვცილდი კარს. თქვენ გკითხულობდნენ. მე ვუთხარი, წევრები რომ
გამოვლენ, მაშინ...
– ახლა სად წავიდა?
– წინკარში თუ გავიდა, სულ აქ ტრიალებდა. აი, ეს იყო, – თქვა დარაჯმა და მიუთითა
მაგარი აგებულების, მხარბეჭიან, ხუჭუჭწვერიან მამაკაცზე, რომელსაც თავზე ცხვრის
ტყავის ქუდი ეხურა და მკვირცხლად, მსუბუქად ამორბოდა ქვის გაცვეთილ კიბეზე.
ვიღაც გამხდარი, პორტფელიანი მოხელე, რომელიც ქვევით აპირებდა ჩასვლას,
კიბესთან შეჩერდა, ათვალწუნებით დახედა უცნობს ფეხებზე და თან ისე გახედა
სტეპან არკადიჩს, თითქოს რაღაცის კითხვა სწადიაო.
სტეპან არკადიჩი კიბის თავში იდგა. კეთილი სახე, რომელსაც სხივს მატებდა
მუნდირის ამოქარგული საყელო, კიდევ უფრო გაუბრწყინდა, როცა ზევით მომავალი
შეიცნო.
– სწორედ ის არის, ლევინი! ძლივს არ ჩამოხვედი! – თქვა მან და მეგობრულად,
ოდნავ დამცინავი ღიმილით შეათვალიერა მისკენ მომავალი ლევინი, – როგორ არ
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1
Tolstoi anakarenina1

More Related Content

What's hot

სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)
სამოსელი პირველი   გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)სამოსელი პირველი   გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)
სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)სამკითხველო სამკითხველო
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)სამკითხველო სამკითხველო
 
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Guri Sichinava
 
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსიდაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსიTeotatt
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგოსამკითხველო სამკითხველო
 
Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Guri Sichinava
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli Guri Sichinava
 
პოეზია.
პოეზია.პოეზია.
პოეზია.antongagua
 
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29 [Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29 Guri Sichinava
 

What's hot (20)

სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)
სამოსელი პირველი   გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)სამოსელი პირველი   გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)
სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილი(სრული ვერსია)
 
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიოეშმაკი და სენიორიტა პრიმი   პაულო კოელიო
ეშმაკი და სენიორიტა პრიმი პაულო კოელიო
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
 
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi
 
გავროში ვიქტორ ჰიუგო
გავროში   ვიქტორ ჰიუგოგავროში   ვიქტორ ჰიუგო
გავროში ვიქტორ ჰიუგო
 
პორტობელოელი ჯადოქარა პაულო კოელიო
პორტობელოელი ჯადოქარა   პაულო კოელიოპორტობელოელი ჯადოქარა   პაულო კოელიო
პორტობელოელი ჯადოქარა პაულო კოელიო
 
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
ალქიმიკოსი   პაულო კოელიოალქიმიკოსი   პაულო კოელიო
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
 
Chavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iiiChavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iii
 
Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსიდაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
 
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგოუკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა   ვიქტორ ჰიუგო
უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა ვიქტორ ჰიუგო
 
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოებიაკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
აკა მორჩილაძეს 14 ნაწარმოები
 
ბიულერბიუელი ბავშვები ასტრიდ ლინდგრენი
ბიულერბიუელი ბავშვები   ასტრიდ ლინდგრენიბიულერბიუელი ბავშვები   ასტრიდ ლინდგრენი
ბიულერბიუელი ბავშვები ასტრიდ ლინდგრენი
 
Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi Mefe irakli charkvianis leqsebi
Mefe irakli charkvianis leqsebi
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli
 
5 Letters
5 Letters5 Letters
5 Letters
 
პოეზია.
პოეზია.პოეზია.
პოეზია.
 
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29 [Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
[Allshares.ge]liza jeims smiti vampiris dgiurebi %28 gamogvidzeba%29
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 

Viewers also liked

ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 
LAB15 Scholar Bay Area
LAB15 Scholar Bay AreaLAB15 Scholar Bay Area
LAB15 Scholar Bay AreaChaitanya Lall
 
Sosialisasi Ujian Nasional tahun 2015
Sosialisasi Ujian Nasional tahun  2015Sosialisasi Ujian Nasional tahun  2015
Sosialisasi Ujian Nasional tahun 2015Hambali Cariu
 
La tecnología aplicada en la educación
La tecnología aplicada en la educación La tecnología aplicada en la educación
La tecnología aplicada en la educación mayesita67
 
Ahmed mahfouz[1] (1)
Ahmed mahfouz[1] (1)Ahmed mahfouz[1] (1)
Ahmed mahfouz[1] (1)ahmed mahfouz
 
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...Tallan
 
Optimale Fimenpräsenz bei Google
Optimale Fimenpräsenz bei GoogleOptimale Fimenpräsenz bei Google
Optimale Fimenpräsenz bei GoogleSusanne Schulten
 
Pertemuan 9 & 10
Pertemuan 9 & 10Pertemuan 9 & 10
Pertemuan 9 & 10dederaven
 
K2 pendemokrasian pendidikan
K2 pendemokrasian pendidikanK2 pendemokrasian pendidikan
K2 pendemokrasian pendidikanMSURATISIDEK
 
諾羅病毒的真相
諾羅病毒的真相諾羅病毒的真相
諾羅病毒的真相命型 陳
 
nơi nào bán đồng hồ casio tại hcm
nơi nào bán đồng hồ casio tại hcmnơi nào bán đồng hồ casio tại hcm
nơi nào bán đồng hồ casio tại hcmconception783
 
6 wedding flower mistakes to avoid
6 wedding flower mistakes to avoid6 wedding flower mistakes to avoid
6 wedding flower mistakes to avoidJames Carmouche
 
Pertemuan 3 & 4
Pertemuan 3 & 4Pertemuan 3 & 4
Pertemuan 3 & 4dederaven
 

Viewers also liked (15)

ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 
LAB15 Scholar Bay Area
LAB15 Scholar Bay AreaLAB15 Scholar Bay Area
LAB15 Scholar Bay Area
 
Sosialisasi Ujian Nasional tahun 2015
Sosialisasi Ujian Nasional tahun  2015Sosialisasi Ujian Nasional tahun  2015
Sosialisasi Ujian Nasional tahun 2015
 
La tecnología aplicada en la educación
La tecnología aplicada en la educación La tecnología aplicada en la educación
La tecnología aplicada en la educación
 
Ahmed mahfouz[1] (1)
Ahmed mahfouz[1] (1)Ahmed mahfouz[1] (1)
Ahmed mahfouz[1] (1)
 
komunikasi
komunikasikomunikasi
komunikasi
 
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...
Building the Framework: Connecting Users to Relevant, Real-Time Data Webcast ...
 
Optimale Fimenpräsenz bei Google
Optimale Fimenpräsenz bei GoogleOptimale Fimenpräsenz bei Google
Optimale Fimenpräsenz bei Google
 
Pertemuan 9 & 10
Pertemuan 9 & 10Pertemuan 9 & 10
Pertemuan 9 & 10
 
K2 pendemokrasian pendidikan
K2 pendemokrasian pendidikanK2 pendemokrasian pendidikan
K2 pendemokrasian pendidikan
 
諾羅病毒的真相
諾羅病毒的真相諾羅病毒的真相
諾羅病毒的真相
 
nơi nào bán đồng hồ casio tại hcm
nơi nào bán đồng hồ casio tại hcmnơi nào bán đồng hồ casio tại hcm
nơi nào bán đồng hồ casio tại hcm
 
6 wedding flower mistakes to avoid
6 wedding flower mistakes to avoid6 wedding flower mistakes to avoid
6 wedding flower mistakes to avoid
 
Pertemuan 3 & 4
Pertemuan 3 & 4Pertemuan 3 & 4
Pertemuan 3 & 4
 
USA results
USA resultsUSA results
USA results
 

More from სამკითხველო სამკითხველო

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერისამკითხველო სამკითხველო
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)სამკითხველო სამკითხველო
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდებისამკითხველო სამკითხველო
 

More from სამკითხველო სამკითხველო (20)

2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაშიდაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
 
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდებიანასტასია ქიტიაშვილი   სწავლებისა და შეფასების მეთოდები
ანასტასია ქიტიაშვილი სწავლებისა და შეფასების მეთოდები
 

Tolstoi anakarenina1

  • 1. ლევ ტოლსტოი ანა კარენინა . . . ჩემი არს შურისგება, და მე მივაგო. ნაწილი პირველი I ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს. ყველაფერი აირია ობლონსკების სახლში. ცოლმა შეიტყო, რომ მეუღლე მათთან ოჯახში გუვერნანტად ნამყოფ ფრანგ ქალთან მრუშობდა და გამოუცხადა ქმარს, შენთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ შემიძლიაო. აგერ უკვე მესამე დღე იყო, გრძელდებოდა ეს ამბავი, რის გამოც ასე იტანჯებოდა ცოლი, ქმარი, ოჯახის ყველა წევრი და მთელი სახლეული. ოჯახის თითოეული წევრი თუ შინამოსამსახურე გრძნობდა, რომ მათი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, რომ სადმე, რომელიმე ფუნდუკში შემთხვევით თავშეყრილი ადამიანები უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ისინი – ობლონსკების ოჯახის წევრნი და შინამოსამსახურენი. ცოლი თავის ოთახებში ჩაიკეტა, ქმარი მესამე დღე იყო, შინ აღარ ჩანდა; თავგზააბნეული ბავშვები აქეთ-იქით აწყდებოდნენ. ინგლისელმა ქალმა ჩხუბი აუტეხა ეკონომ ქალს და წერილი მისწერა მეგობარს: ახალი ადგილის მოძებნას სთხოვდა. მზარეულმა ჯერ კიდევ გუშინ, სადილობის ხანს მიატოვა სახლი; მზარეულის დამხმარე ქალიც და მეეტლეც ანგარიშის გასწორებას ითხოვდნენ. თავადმა სტეპან არკადის ძე ობლონსკიმ – სტივამ, როგორც მაღალ საზოგადოებაში ეძახდნენ, – ჩხუბის მესამე დღეს, ჩვეულ დროზე, ესე იგი დილის რვა საათზე გამოიღვიძა, ოღონდ ცოლის საწოლ ოთახში კი არა, თავის კაბინეტში, ტარსიკონის დივანზე. მსუქანი, ნებიერი სხეულით ისე იცვალა გვერდი ზამბარიან დივანზე, თითქოს უნდოდა კიდევ დიდხანს განეგრძო ძილი, ბალიში ხელებში მოიქცია და ლოყით ზედ მიეხუტა; მაგრამ უეცრად წამოხტა, დივანზე წამოჯდა და თვალები გაახილა. „მოიცა, მოიცა, როგორ იყო? – დაფიქრდა იგი და სიზმრის გახსენებას შეეცადა, – ჰო, როგორ იყო? აჰა! ალაბინს სადილი გაემართა დარმშტადტში. არა, დარმშტადტი კი არა, რაღაც ამერიკულს ჰგავდა. ჰო, თუმცა სიზმარში დარმშტადტი ამერიკაში იყო. ჰო, ალაბინს სადილი გაემართა შუშის მაგიდებზე და მაგიდებიც მღეროდნენ: II mio tesoro,[1] არა, ამას კი არა, რაღაც უფრო უკეთესს. მღეროდნენ რაღაცნაირი პატარა სურებიც და ვითომ ეს სურებიც ქალები იყვნენ“, – იხსენებდა იგი.
  • 2. სტეპან არკადიჩი ფიქრებმა აიყოლია, თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, პირზე ღიმილი გადაეფინა. „ეჰ, კარგი იყო, ძალიან კარგი! კიდევ რამდენი რამ იყო იქ ჩინებული, რასაც ცხადში ვერც ენა იტყვის და ვერც გონებით წარმოიდგენ!“ მერე, ოდნავ გადაწეული მაუდის ფარდიდან შემოჭრილი სინათლის სხივი რომ დაინახა, მხიარულად ჩამოუშვა დივნიდან ფეხები, ფეხით მოძებნა ოქროსფერი ტარსიკონის ქოშები (შარშან დაბადების დღისთვის რომ შეუკერა და აჩუქა ცოლმა) და ძველი, ცხრა წლის ჩვეულებისამებრ, წამოუდგომლად წაიღო ხელი იქით, სადაც საწოლ ოთახში მისი ხალათი ეკიდა ხოლმე და უცებ გაახსენდა, რატომ გამოეღვიძა თავის კაბინეტში და არა ცოლის საწოლ ოთახში. ღიმილი იმწამსვე გაუქრა სახიდან, შუბლი შეეჭმუხნა. „უჰ! უჰ! უჰ! ოჰ!..“ – ამოიხვნეშა და გაიხსენა ყველაფერი, რაც მოხდა. კვლავ თვალწინ წარმოუდგა ცოლთან ატეხილი უსიამოვნების ყოველი წვრილმანი, თავისი გამოუვალი მდგომარეობა და საკუთარი დანაშაული, რაც ყველაზე მეტად ტანჯავდა. „ჰო, არ მაპატიებს, ან როგორ უნდა მაპატიოს! ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, დამნაშავე ვარ და დანაშაული კი არ მიმიძღვის. აი, ეს გახლავთ მიზეზი მთელი ამ დრამისა, – განაგრძობდა ფიქრს სტეპან არკადიჩი, – ოჰ, ოჰ, ოჰ!“ – იმეორებდა სასოწარკვეთილი და ამ ჩხუბიდან მისთვის ყველაზე მძიმე წუთებს იხსენებდა. ყველაზე უსიამო ის პირველი წუთი იყო, როცა მხიარული, გულშეჯერებული ობლონსკი თეატრიდან შინ დაბრუნდა; ხელში ცოლისათვის წამოღებული უშველებელი მსხალი ეჭირა, მაგრამ ცოლი სასტუმროში ვერ ნახა; გასაოცარი ის იყო, რომ კაბინეტშიც არ დაუხვდა, ბოლოს კი საწოლ ოთახში იპოვა იმ საბედისწერო, ყველაფრის მამხილებელი წერილით ხელში. ცოლი – მუდამ ზრუნვაში გართული, მუდამ მოუსვენარი და, როგორც ქმარს მიაჩნდა, არცთუ დიდი გონიერებით დაჯილდოებული ქალი, გაშეშებული იჯდა, ხელში წერილი ეჭირა და შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, განრისხებული შეჰყურებდა ქმარს. – რა არის ეს, რა? – ეკითხებოდა და წერილს უჩვენებდა. ამის გახსენებაზე სტეპან არკადიჩს, როგორც ხშირად ხდება, ეს ამბავი ისე არ ტანჯავდა, როგორც ის, თუ რა პასუხი გასცა ცოლს ამ სიტყვებზე. ასე ემართებათ მეტისმეტად სამარცხვინო დანაშაულში ანაზდეულად მხილებულ ადამიანებს. ასე დაემართა იმ წუთში სტეპან არკადიჩსაც. ვერ მოახერხა ისეთი გამომეტყველება მიეღო, როგორიც შესაფერისი იქნებოდა მისთვის ამგვარი დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ. იმის მაგივრად, გამწყრალიყო, ეუარა, თავი ემართლებინა, პატიება ეთხოვა, ანდა სრულიად გულგრილად შეხვედროდა – ყველაფერი სჯობდა იმას, რაც ჩაიდინა! – სრულიად უნებლიეთ („თავის ტვინის რეფლექსები!“ – გაიფიქრა ფიზიოლოგიის მოყვარულმა სტეპან არკადიჩმა), სრულიად უნებლიეთ სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მისთვის ჩვეულმა, კეთილმა და ამიტომაც სულელურმა ღიმილმა. აი, ეს სულელური ღიმილი ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისათვის. ამ სულელური ღიმილის დანახვაზე დოლი ისე შეკრთა, თითქოს ფიზიკური ტკივილი მიაყენესო,
  • 3. თავისებურად გაცხარდა, ულმობელი სიტყვების კორიანტელი დააყენა და ოთახიდან გავარდა. ამის შემდეგ დოლის ქმრის დანახვაც აღარ უნდოდა. „ყველაფერი ამ სულელური ღიმილის ბრალია, – ფიქრობდა სტეპან არკადიჩი, – მაგრამ რა ვქნა! რა ვიღონო?“ – იმედდაკარგული ეკითხებოდა თავს და პასუხს ვერ პოულობდა. II სტეპან არკადიჩი პირუთვნელი იყო საკუთარ თავთან. არ შეეძლო, მოეტყუებინა და დაერწმუნებინა თავი, რომ კიცხავდა და ინანიებდა თავის საქციელს. აბა, როგორ შეეძლო სინანული ეგრძნო იმის გამო, რომ მას – ოცდათოთხმეტი წლის ლამაზ, ქალების მოტრფიალე მამაკაცს – გატაცებით აღარ უყვარდა ცოლი, მასზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსი, ხუთი ცოცხალი და ორი გარდაცვლილი შვილის დედა. იგი მხოლოდ იმას ნანობდა, რომ უკეთ ვერ დაუმალა ცოლს ყოველივე, მაგრამ გრძნობდა, რარიგ მძიმე მდგომარეობაშიც ჩავარდა და ებრალებოდა ცოლი, ბავშვები, საკუთარი თავი. შეიძლება კიდეც მოეხერხებინა და უკეთ დაემალა თავისი ცოდვები, მაგრამ არ ეგონა, რომ ცოლზე ასე იმოქმედებდა ეს ამბავი. კარგად არასოდეს ჩაჰკვირვებია ამ საკითხს, ისე კი ბუნდოვნად წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ცოლი დიდი ხანია მიხვედრილია ქმრის ღალატს, მაგრამ არ იმჩნევს. იმასაც კი ფიქრობდა, რომ დოლი, ეს ჩამომდნარი, უკვე ჭკნობაშეპარული, პირვანდელი სილამაზისაგან გაძარცული, სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, უბრალო ქალი, მხოლოდღა კეთილი დედა ოჯახისა, სამართლიანად თუ განვსჯით, დათმობაზეც უნდა წავიდესო. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. „უჰ, საშინელებაა! ვაი, ვაი, რა საშინელებაა! – ისევ იმეორებდა სტეპან არკადიჩი და ვერაფერი ეღონა, – მერე რა კარგად იყო მანამდე ყველაფერი, რა ტკბილად ვცხოვრობდით! დოლი კმაყოფილი იყო, ხარობდა ბავშვებით. მეც არაფერში ხელს არ ვუშლიდი, ნებას ვაძლევდი, როგორც თვითონ მოისურვებდა, ისე გასძღოლოდა ოჯახსაც, შვილებსაც. მართლაც ცუდია, რომ ის ქალი გუვერნანტად იყო ჩვენს სახლში. რაღაც მეტისმეტად უხამსი და ტრივიალურია არშიყობა საკუთარ გუვერნანტთან. მაგრამ რა გუვერნანტი იყო!“ (ობლონსკის ცოცხლად დაუდგა თვალწინ M-lle Roland-ის შავი, მაცდური თვალები, მისი ღიმილი). თუმცა, სანამ ჩვენს სახლში იყო, არაფრის უფლება არ მიმიცია ჩემი თავისთვის. ყველაზე საშინელი ის არის, რომ იგი უკვე... თითქოს განზრახ აეწყო ყველაფერი! ვაი, ვაი, ვაი! რა ვქნა, როგორ მოვიქცე!“ პასუხი ვერ ეპოვა, გარდა იმ საყოველთაო პასუხისა, რომელსაც ცხოვრება იძლევა ყველა ფრიად რთულსა და გადაუჭრელ საკითხზე. პასუხი ასეთი გახლდათ: უნდა მიჰყვე ყოველდღიური ცხოვრების დენას, ესე იგი მიეცე თავდავიწყებას. ძილში ვეღარ პოვებდა თავდავიწყებას, ყოველ შემთხვევაში, დაღამებამდე მაინც. ვეღარ დაუბრუნდებოდა იმ მუსიკას, პატარა სურა-ქალები რომ მღეროდნენ. ასე რომ, ისევ ცხოვრების ძილში უნდა ეძიოს თავდავიწყება. „ვნახოთ, რა იქნება“, – თქვა თავისთვის სტეპან არკადიჩმა და წამოდგა, ცისფერი აბრეშუმისსარჩულიანი რუხი ხალათი გადაიცვა, ფუნჯებიანი სარტყელი შეიკრა, განიერი მკერდით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავისებური მხნე ნაბიჯით
  • 4. ფანჯრისკენ გაემართა: სიარულის დროს ოდნავ გაღუნული ფეხები საოცარი სიმსუბუქით ატარებდნენ მის სავსე სხეულს. ფანჯარასთან რომ მივიდა, ფარდა ასწია და ღონივრად ჩამოჰკრა ზარი. ზარის ხმაზე მაშინვე ოთახში გაჩნდა ძველი მეგობარი, კამერდინერი მატვეი, თან ბატონის ტანისამოსი, ფეხსაცმელი და დეპეშა შემოიტანა. მატვეის ფეხდაფეხ შემოჰყვა დალაქი საპარსი ხელსაწყოებით. – საკრებულოდან გამოგზავნეს ქაღალდები? – იკითხა სტეპან არკადიჩმა, დეპეშა გამოართვა და სარკის წინ ჩამოჯდა. – მაგიდაზე გახლავთ, – უპასუხა მატვეიმ, ჯერ გამომცდელად, თანაგრძნობით მიაჩერდა ბატონს, ცოტა ხანს შეიცადა და მერე ეშმაკური ღიმილით დაუმატა, – მეეტლის პატრონმა კაცი გამოგზავნა! სტეპან არკადიჩს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ სარკეში შეხედა მატვეის. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და ამ შეხედვამ ცხადყო, როგორ ესმოდათ ერთმანეთისა, სტეპან არკადიჩი თითქოს ეკითხებოდა: „ამას რატომ მეუბნები, განა შენ თვითონ არ იცი?“ მატვეიმ ხელები ჟაკეტის ჯიბეებში ჩაიწყო, ფეხი მოინაცვლა და უხმოდ, კეთილად, ოდნავ ღიმმორეული მიაჩერდა ბატონს. – იქით კვირას მოდი-მეთქი, ვუბრძანე. მანამდე ნურც შენ გაირჯები და ნურც ბატონს შეაწუხებ-მეთქი ტყუილუბრალოდ, – ეტყობა, წინასწარ მომზადებული ფრაზა მოახსენა მატვეიმ. სტეპან არკადიჩი მიხვდა, რომ მატვეის უნდოდა გაეხუმრა და ამით ბატონის ყურადღება მიეპყრო. დეპეშა გახსნა, წაიკითხა, გუმანით შეასწორა დამახინჯებული სიტყვები, როგორც ყოველთვის არის ხოლმე დეპეშაში, და სახე გაებადრა. – მატვეი, ჩემი და, ანა არკადიევნა, ხვალ აქ იქნება, – უთხრა და წუთით შეაჩერა დალაქის ფუნჩულა, პრიალა ხელი, ვარდისფერ კვალს რომ ავლებდა მის გრძელ, ხუჭუჭა ბაკენბარდებს შუა. – მადლობა ღმერთს! – უთხრა მატვეიმ და ამ პასუხით აგრძნობინა, რომ მასაც ისევე ესმის ამ ჩამოსვლის მნიშვნელობა, როგორც მის ბატონს, რომ სტეპან არკადიჩის საყვარელი და, ანა არკადიევნა, ხელს შეუწყობს ცოლ-ქმრის შერიგებას. – მარტო მობრძანდება თუ მეუღლითურთ? – იკითხა მატვეიმ. სტეპან არკადიჩს არ შეეძლო პასუხის გაცემა, რადგან დალაქი ახლა მის ზემო ტუჩს ჩასციცინებდა და ცალი თითი ასწია. მატვეიმ სარკეში დაუქნია თავი. – მარტო მობრძანდება. ზევით მოვუმზადოთ? – დარია ალექსანდროვნას მოახსენე. სადაც გიბრძანოს. – დარია ალექსანდროვნას? – როგორღაც დაეჭვებით გაიმეორა მატვეიმ. – ჰო, მოახსენე. აჰა, დეპეშაც წაუღე, აჩვენე, ვნახოთ, რას იტყვის.
  • 5. „გინდათ სცადოთ“, – მიუხვდა მატვეი, თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა: – ბატონი ბრძანდებით! პირდაბანილი და თმადავარცხნილი სტეპან არკადიჩი უკვე ჩასაცმელად ემზადებოდა, როცა მატვეი ოთახში შემობრუნდა. ნელა, ნაუცბადევად ადგამდა ჭრაჭუნა ჩექმებს და უკანვე მოჰქონდა დეპეშა, დალაქი უკვე წასულიყო. – დარია ალექსანდროვნამ მიბრძანა მოგახსენოთ, რომ სახლიდან მიბრძანდება. დე, ისე მოიქცნენ, როგორც მათ ნებავთო, ესე იგი თქვენ, – ამბობდა მატვეი, თვალები უცინოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თავი გვერდზე გადაეხარა და ასე მისჩერებოდა ბატონს. სტეპან არკადიჩს ერთხანს ხმა არ ამოუღია; მერე ლამაზ სახეზე კეთილი, თითქოს უმწეო ღიმილი გამოესახა. – ჰა, რას იტყვი, მატვეი? – თქვა და თავი გადააქნია. – არაფერია, ბატონო, მოგვარდება, – უპასუხა მატვეიმ. – მოგვარდება? – სწორედ ეგრე იქნება! – შენ ასე გგონია? ვინ არის მანდ? – იკითხა სტეპან არკადიჩმა, როცა კარს უკან ქალის კაბის შრიალი გაიგონა. – მე გეახელით, – გაისმა ქალის დინჯი, სასიამოვნო ხმა და კარში გადიის, მატრიონა ფილიმონოვნას, კუშტი, ნაყვავილარი სახე გამოჩნდა. – რაო, მატრიოშა? – შეეკითხა სტეპან არკადიჩი და კარში გაეგება. მიუხედავად იმისა, რომ სტეპან არკადიჩი ყოველმხრივ დამნაშავე იყო ცოლის წინაშე და ამას თვითონაც გრძნობდა, სახლში მაინც ყველა, თვით დარია ალექსანდროვნას უპირველესი მეგობარი გადიაც კი, მის მხარეზე იყო. – როგორ არის საქმე? – ნაღვლიანად ჰკითხა სტეპან არკადიჩმა. – უნდა მიბრძანდეთ, ბატონო, კიდევ ითხოვოთ პატიება. იქნებ შეგეწიოთ უფალი. მეტისმეტად იტანჯება ქალბატონი, საცოდაობაა მისი ყურება. სახლშიც ყველაფერი აირია. ბავშვები მაინც უნდა შეიბრალოთ, ბატონო. რა გაეწყობა, უნდა ითხოვოთ პატიება. ხომ მოგეხსენებათ, ვისაც თევზი უნდა... – რომ არ მიმიღოს... – თქვენ თქვენი სცადეთ. ღმერთია მოწყალე. ღმერთს უნდა ევედროთ, ბატონო, ღმერთს!.. – ჰო, კარგი, წადი! – უთხრა სტეპან არკადიჩმა და სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, – აბა, მომეცი ტანსაცმელი, – მიუბრუნდა მატვეის და სასწრაფოდ გაიხადა ხალათი.
  • 6. მატვეის უკვე მოწიწებით ეჭირა ხელში ბატონისათვის გამზადებული პერანგი, თან სულს უბერავდა რაღაც თვალით უხილავი მტვრის მოსაშორებლად და აშკარად სიამოვნებდა, როცა ბატონის აზიზ სხეულს პერანგით მოსავდა. III ტანისამოსის ჩაცმას რომ მორჩა, სტეპან არკადიჩმა ნელსაცხებელი დაიპკურა, პერანგის სახელოები შეისწორა, ნაჩვევი ხელით დაინაწილა ჯიბეებში პაპიროსი, საფულე, ასანთი, ორმაგძეწკვიანი, შანებიანი საათი, მერე ცხვირსახოცი დაფერთხა და სასადილოსკენ გასწია, თან ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ოდნავ ირხეოდა მთელი სხეულით. სიამოვნებდა, რომ მიუხედავად თავს დატეხილი უსიამოვნებისა, კვლავინდებურად მხნე და ხალისიანი იყო, სურნელოვანი და ფაქიზი; სასადილოში უკვე ელოდებოდა ყავა, მის გვერდით კი წერილები და საკრებულოდან გამოგზავნილი ქაღალდები ელაგა. უმალ წერილები გადაიკითხა. მეტისმეტად არ ესიამოვნა იმ ვაჭრის წერილი, რომელსაც ტყე უნდა ეყიდა ცოლის მამულში. ტყის გაყიდვა აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, ცოლთან შერიგებამდე, ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ამაზე. ძალიან საწყენი იყო, რომ ცოლთან მომავალ შერიგებას ფულადი ანგარიში უკავშირდებოდა. და ის აზრი, რომ შესაძლოა ტყის გაყიდვის სურვილმა აიყოლიოს და ამის გამო შეეცადოს ცოლთან შერიგებას, თავმოყვარეობას ულახავდა სტეპან არკადიჩს. წერილების კითხვა რომ გაათავა, საკრებულოდან გამოგზავნილი ქაღალდების გადათვალიერებას შეუდგა. სწრაფად გადაფურცლა ორი საქმე, მსხვილი ფანქრით რამდენიმე შენიშვნაც ჩაიწერა, მერე ეს ქაღალდებიც გვერდზე გადადო და ყავის სმას შეუდგა, თან ჯერ ისევ სველი დილის გაზეთი გაშალა და კითხვა დაიწყო. სტეპან არკადიჩი იღებდა და კითხულობდა ლიბერალურ გაზეთს, უკიდურესად ლიბერალურს კი არა, იმ მიმართულებისას, რომელსაც უმრავლესობა ემხრობოდა. მართალია, განსაკუთრებით არც მეცნიერება იტაცებდა, არც ხელოვნება და არც პოლიტიკა, მაინც მტკიცედ ადგა საზოგადოების უმრავლესობისა და თავისი გაზეთის შეხედულებებს ამ საგნებზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ღალატობდა, თუ საზოგადოების უმრავლესობა შეიცვლიდა აზრს; უკეთ რომ ვთქვათ, კი არ ღალატობდა, ეს შეხედულებები თავისთავად, შეუმჩნევლად იცვლებოდნენ. სტეპან არკადიჩს არ აურჩევია არც მიმართულება და არც შეხედულებები. ისინი თავისით მოდიოდნენ მასთან, ისევე როგორც არ ირჩევდა ქუდს ან სერთუკს და ყიდულობდა იმას, რასაც სხვები იცვამდნენ. მისთვის კი, როგორც გარკვეულ საზოგადოებაში მცხოვრები პირისათვის, ისევე საჭირო იყო საკუთარი შეხედულებები და ქმედითი აზრები, რომელნიც, ჩვეულებრივ, მოწიფულობის ასაკში უვითარდება ადამიანს, როგორც ქუდი. და თუ მაინც არსებობდა მიზეზი იმისა, რომ ლიბერალური მიმართულება ამჯობინა კონსერვატიულს, რომელსაც აგრეთვე მრავალი ემხრობოდა მისი წრიდან, ეს იმიტომ კი არ მომხდარა, რომ ლიბერალური მიმართულება უფრო გონივრულად ცნო, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო ესადაგებოდა მისი ცხოვრების ნირს. ლიბერალური პარტია ამბობდა, რომ რუსეთში ყველაფერი ცუდად არის მოწყობილი; მართლაც, სტეპან არკადიჩს ვალი ბლომად ჰქონდა, ფული კი არ ჰყოფნიდა. ლიბერალური პარტია ქადაგებდა, რომ
  • 7. ქორწინება დრომოჭმული ადათია და აუცილებელია მისი გარდაქმნა; მართლაც, ოჯახური ცხოვრება დიდ სიამოვნებას ვერ ანიჭებდა სტეპან არკადიჩს. აიძულებდა, ეცრუა, ეთვალთმაქცა, რასაც ვერ ეგუებოდა მისი ბუნება. ლიბერალური პარტია ამბობდა, უკეთ ვთქვათ, გულისხმობდა, რომ რელიგია მხოლოდ ლაგამია მოსახლეობის ბარბაროსული ნაწილისათვის; მართლაც, სტეპან არკადიჩს ხანმოკლე წირვის მოსმენაც არ შეეძლო ისე, რომ ფეხები არ სტკენოდა. ვერ გაეგო, რისთვის იყო საჭირო ეს შემზარავი, მაღალფარდოვანი სიტყვები საიქიოზე, როცა სააქაოშიც ძალიან მხიარულად შეიძლებოდა ცხოვრება. გარდა ამისა, სტეპან არკადიჩს ოხუნჯობა უყვარდა და სიამოვნებდა ხანდახან საგონებელში ჩაეგდო უწყინარი ადამიანი – თუკი თავს მოიწონებ შთამომავლობით, რატომ მაინცდამაინც რიურიკი უნდა აირჩიო და უარი თქვა შენს პირველ წინაპარზე – მაიმუნზე? ასე ექცა ჩვეულებად სტეპან არკადიჩს ლიბერალური მიმართულება და უყვარდა თავისი გაზეთი როგორც ნასადილევს მოწეული სიგარა, რომელიც მსუბუქ ბურანში ხვევდა მის გონებას. წაიკითხა მოწინავე სტატია, სადაც ახსნილი იყო, რომ „ჩვენს დროში ტყუილუბრალოდ იქმნება აურზაური, თითქოს რადიკალიზმი შთანთქმით ემუქრება ყველა კონსერვატიულ ელემენტს და თითქოს ხელისუფლება ვალდებულია ღონე იხმაროს რევოლუციური ჰიდრის მოსაშთობად. პირიქით: ჩვენი აზრით, საშიშროებას წარმოადგენს არა მოჩვენებითი რევოლუციური ჰიდრა, არამედ ტრადიციის სიმტკიცე, რაც აფერხებს პროგრესს“ და ა. შ. ჩაიკითხა მეორე ფინანსური სტატიაც, სადაც მოხსენიებული იყვნენ ბენტამი და მილი და სამინისტროც იყო გამათრახებული. თავისი მკვირცხლი გონების წყალობით სტეპან არკადიჩი კარგად ხვდებოდა თითოეული ამ მათრახის მნიშვნელობას: ვისგან და ვისკენ იყო მიმართული და რა მიზეზის გამო. და ეს, როგორც ყოველთვის, ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა. დღეს კი ამ სიამოვნებას უწამლავდა მატრიონა ფილიმონოვნას რჩევა- დარიგებისა და სახლში მომხდარი უსიამოვნების გახსენება. წაიკითხა ისიც, რომ გრაფი ბეისტი, როგორც ხმები დადიოდა, ვისბადენს გაემგზავრა, რომ ამიერიდან აღარ იქნება ჭაღარა თმა, რომ იყიდება მსუბუქი კარეტა; აქვე ეწერა ვიღაც ახალგაზრდა ქალის წინადადებაც. მაგრამ ამ ცნობებმა წინანდელივით წყნარი, ირონიული სიამოვნება ვეღარ მოჰგვარა. სტეპან არკადიჩმა ბოლომდე ჩაიკითხა გაზეთი, მეორე ფინჯანი ყავაც მიირთვა, თან კარაქწასმული კალაჩიც მიაყოლა, ფეხზე წამოდგა, კალაჩის ნამცეცები ჩამოიბერტყა, წელში გაიმართა და მხიარულად ჩაიღიმა, იმიტომ კი არა, რომ გულში რაღაც განსაკუთრებით სიამოვნებდა – მხიარული ღიმილი კარგად მირთმეულმა საუზმემ გამოიწვია. მაგრამ ამ მხიარულმა ღიმილმა მაშინვე გაახსენა ყველაფერი და კვლავ ჩააფიქრა. კარს იქიდან ბავშვების ხმა შემოესმა (ხმაზე მაშინვე იცნო უმცროსი ბიჭი – გრიშა და უფროსი გოგონა – ტანია). ბავშვებს რაღაც მოჰქონდათ და დაუვარდათ. – გეუბნებოდი, არ შეიძლება-მეთქი მგზავრების სახურავზე დასმა! – ინგლისურად გაჰყვიროდა გოგონა, – ახლა მიდი და აკრიფე! „ყველაფერი აირია, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა, – ბავშვებიც მარტონი დარბიან“. მერე კართან მივიდა და ბავშვებს დაუძახა. ბავშვებმაც მიატოვეს ყუთი, მატარებლის მაგივრობას რომ ეწეოდა, და მამასთან შევიდნენ.
  • 8. გოგონამ, გამორჩევით რომ უყვარდა მამას, თამამად მიირბინა, გადაეხვია და სიცილით ჩამოეკიდა კისერზე. როგორც ყოველთვის, ახლაც ახარებდა მამის ბაკენბარდების ნაცნობი სურნელება. ბოლოს აკოცა მამას დაბლა დახრისაგან გაწითლებულ, სიყვარულით გაბრწყინებულ სახეზე და ხელები გაუშვა, უკანვე უნდოდა გაქცევა, მაგრამ მამამ არ დაანება. – დედა როგორ არის? – შეეკითხა სტეპან არკადიჩი და ნაზ, სათუთ კისერზე მიეფერა, – გამარჯობა! – ღიმილით უპასუხა ბიჭს მისალმებაზე. იგი გრძნობდა, რომ ნაკლებად უყვარდა ბიჭი და ყოველთვის ცდილობდა, ერთნაირად მოქცეოდა ბავშვებს, მაგრამ ბიჭმა იგრძნო ეს და ღიმილით არ უპასუხა მამის უგულო გაღიმებას. – დედა? ადგა! – უპასუხა გოგონამ. სტეპან არკადიჩმა ამოიოხრა. „მაშასადამე, ისევ თეთრად გაათენა ღამე“, – გაიფიქრა მან. – კარგ ხასიათზეა? გოგონამ იცოდა, რომ დედა და მამა წაჩხუბებული იყვნენ და ამიტომ დედა კარგ ხასიათზე ვერ იქნებოდა. მამასაც უნდა სცოდნოდა ეს და ახლა თვალთმაქცობდა, როცა ასე იოლად კითხულობდა დედის ამბავს. გოგონა გაწითლდა მამის მაგივრად. სტეპან არკადიჩმაც მაშინვე იგრძნო ეს და ისიც ბავშვივით გაწითლდა. – არ ვიცი, – უპასუხა ტანიამ, – მეცადინეობა არ უბრძანებია. მის გულთან ერთად დიდედასთან გაისეირნეთო. – მაშ, წადი, ჩემო ტანჩუროჩკა, არა, მოიცა! – და მაინც არ უშვებდა გოგონას, ახლა მის პაწია ხელს ეფერებოდა. მერე ბუხრიდან წინადღით შენახული კანფეტების კოლოფი გადმოიღო, ამოარჩია ორი ცალი ხილისა და შოკოლადის კანფეტი, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა ტანიას, და გაუწოდა. – ეს გრიშას? – შეეკითხა გოგონა და შოკოლადის კანფეტზე მიუთითა. – ჰო, ჰო, მიეცი! – მერე ისევ მიეფერა მხრებზე, თმის ძირები და კისერი დაუკოცნა და გაისტუმრა. – კარეტა მზად გახლავთ! – მოახსენა მატვეიმ, – ჰო, ვიღაც მანდილოსანი გეახლათ სათხოვნელად, – დაუმატა შემდეგ. – დიდი ხანია მელოდება? – იკითხა სტეპან არკადიჩმა. – ასე ნახევარი საათი იქნება! – რამდენჯერ გიბრძანე, მაშინვე მომახსენე-მეთქი. – ყავის მირთმევა ხომ მაინც უნდა გაცალონ, – ისეთი მეგობრული, უხეში ტონით შეეპასუხა მატვეი, გაწყრომა რომ ვერ მოუხერხდებოდა.
  • 9. – მაშ, შემოიყვანე ახლავე! – უთხრა სტეპან არკადიჩმა და განაწყენებულმა შუბლი შეიკრა. შტაბსკაპიტან კალინინის მეუღლე რაღაც გაუგებარსა და შეუძლებელს სთხოვდა, მაგრამ სტეპან არკადიჩმა, როგორც ჩვეულებად ჰქონდა, მაინც დასვა, გულდასმით მოუსმინა, ერთხელაც არ შეუწყვეტინებია სიტყვა. მერე საჭირო რჩევა-დარიგება მისცა, ვისთვის ან როგორ მიემართა, მსხვილი, გაბმული, ლამაზი, მკაფიო ხელით ბარათიც დაუწერა სათანადო პირთან, ვისაც შეეძლო შეწევნოდა ამ საქმეში. მანდილოსანი გაისტუმრა, შლაპა აიღო და წამით შეიცადა, ხომ არაფერი მავიწყდებაო... აღმოჩნდა, რომ არაფერი ავიწყდებოდა გარდა იმისა, რისი დავიწყებაც თვითონვე უნდოდა – ცოლთან შესვლა. „ჰო, მართლა! – სტეპან არკადიჩმა თავი ჩაღუნა, ლამაზ სახეზე სევდა აღებეჭდა, – შევიდე თუ არა!“ – ეკითხებოდა თავის თავს. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ არ ღირდა შესვლა, რომ ეს სიყალბე იქნებოდა და მეტი არაფერი, მათი დამოკიდებულება მაინც ვერ შეიცვლებოდა, ვერ გამოსწორდებოდა, რადგან შეუძლებელი იყო, დოლი კვლავ მომხიბვლელ, ვნების აღმძვრელ არსებად ქცეულიყო ან თვით სტეპან არკადიჩი გარდაქმნილიყო ტრფიალების უნარმოკლებულ მოხუცად. ახლა სიყალბისა და სიცრუის მეტი არაფერი გამოვიდოდა აქედან, ამას კი ვერ ეგუებოდა მისი ბუნება. „მაგრამ ოდესმე ხომ უნდა შევიდე, ასე ხომ არ შეიძლება ამ საქმის მიტოვება?“ – თქვა და შეეცადა გამბედაობა მოეკრიბა, წელში გასწორდა, პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა, ორჯერ გამოაბოლა, მერე პაპიროსი სადაფის ნიჟარაში ჩააგდო, აჩქარებული ნაბიჯით გაიარა მოწყენილი სასტუმრო და ცოლის საწოლი ოთახის კარი შეაღო. IV დარია ალექსანდროვნას სარჭებით კეფაზე აეკრიფა ოდესღაც ხშირი და მშვენიერი, ახლა კი შეთხელებული ნაწნავები; მისი დიდი, შიშჩამდგარი თვალები კიდევ უფრო დიდად მოჩანდნენ გამხდარ, მოქანცულ სახეზე; იგი კოფთის ამარა იდგა ღია შიფონიერის წინ, ოთახში მიმობნეულ ნივთებს შორის და რაღაცას ეძებდა. ქმრის ფეხის ხმა რომ გაიგონა, შეჩერდა, კარისკენ გაიხედა, ყოველნაირად შეეცადა ზიზღი და მრისხანება აღებეჭდა, მაგრამ ამაოდ. იგრძნო, რომ აშინებდა ქმარი, აშინებდა მასთან მომავალი შეხვედრა. ახლაც იმის გაკეთებას შეეცადა, რაც ამ სამი დღის განმავლობაში ათჯერ მაინც განიზრახა: დედასთან წასაღებად არჩევდა ბავშვებისა და თავის ნივთებს, მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა მაინც ვერ გადაეწყვიტა. ახლაც, როგორც ამას წინათ, არწმუნებდა თავს, რომ ასე გაჩერება არ შეიძლება, რაღაც უნდა ეღონა, შეერცხვინა, დაესაჯა ქმარი, მცირედით მაინც მიეზღო სამაგიერო იმ ტკივილისათვის, რაც მან განაცდევინა. კვლავ იმეორებდა, რომ მიატოვებდა ქმარს, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო; შეუძლებელი იყო, რადგან ვერ გადაეჩვეოდა იმ აზრს, რომ იგი მისი ქმარი იყო, ვერ გადაეჩვეოდა მის სიყვარულს. გარდა ამისა, ისიც იცოდა, რომ თუ აქ, თავის სახლში, ძლივს აუდიოდა ხუთ შვილს, კიდევ უფრო გაუჭირდებოდა მათი მოვლა იქ, სადაც მათ წაყვანას აპირებდა. ახლაც, ამ სამი დღის განმავლობაში, უმცროსი ავად გაუხდა იმის გამო, რომ ცუდი ბულიონი აჭამეს. დანარჩენებიც გუშინ თითქმის უსადილონი დარჩნენ. დოლი გრძნობდა, რომ წასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც იტყუებდა თავს, ნივთებს არჩევდა და ვითომ წასასვლელად ემზადებოდა.
  • 10. ქმრის დანახვაზე ხელები შიფონიერის უჯრაში ჩაყო, ვითომ რაღაცას ეძებდა და მხოლოდ მაშინ აიხედა, როცა თავს წამოადგა ქმარი. ამაოდ ჩაიარა მისმა ცდამ, მისი სახე სიმტკიცესა და შეუბრალებლობას კი არა, მხოლოდ დაბნეულობასა და მწუხარებას გამოხატავდა. – დოლი! – ჩუმი, გაუბედავი ხმით დაიწყო სტეპან არკადიჩმა და თავი მხრებში ჩარგო; უნდოდა საცოდავი, მორჩილი შეხედულება ჰქონოდა, მაგრამ მაინც სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე ჩანდა. დოლიმ სწრაფად, თავით ფეხამდე ჩაათვალიერა სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ქმარი. „დიახ, ბედნიერია და კმაყოფილი, – გაიფიქრა მან, – მე კი... ოჰ, როგორ მძულს მისი გულკეთილობა, რისთვისაც ასე უყვარს ყველას, რისთვისაც ყველანი აქებენ. მე კი სწორედ ეს გულკეთილობა მგვრის ზიზღს!“ – გაიფიქრა ეს და ტუჩები დაემანჭა, გაფითრებული, ნერვიული სახის მარჯვენა ლოყაზე კუნთი აუცახცახდა. – რა გნებავთ? – სწრაფად, მკერდიდან ამოსული უცხო ხმით იკითხა დოლიმ. – დოლი! – ხმის კანკალით გაიმეორა სტეპან არკადიჩმა, – ანა დღეს ჩამოვა. – მერე, მე რა ვქნა! მე არ შემიძლია მისი მიღება! – წამოიყვირა დოლიმ. – მაინც ხომ საჭიროა, დოლი!.. – მომშორდით, მომშორდით, მომშორდით! – ისე დაიკივლა დოლიმ, თითქოს ეს კივილი რაღაც ფიზიკურმა ტკივილმა გამოიწვიაო და კვლავ არ შეუხედავს ქმრისთვის. სტეპან არკადიჩს შეეძლო დამშვიდებით ეფიქრა ცოლზე, შეეძლო დაეიმედებინა თავი, რომ, როგორც მატვეი ამბობდა, ყველაფერი მოგვარდებოდა, შეეძლო მშვიდად ეკითხა გაზეთი, დაელია ყავა, მაგრამ ახლა, დოლის ნაწამები, ტანჯული სახე რომ დაინახა, გაიგონა მისი ბედის მორჩილი, განწირული ხმა, სუნთქვა შეეკრა, ყელში რაღაც მოაწვა და თვალები ცრემლებით აევსო. – ღმერთო, ეს რა ჩავიდინე! დოლი! ღვთის გულისათვის!.. მე ხომ... – და მეტის თქმა ვეღარ შეძლო, ცრემლები მოაწვა ყელში. დოლიმ შიფონიერის კარი მიაჯახუნა და შეხედა ქმარს. – დოლი! რა შემიძლია გითხრა. მხოლოდ ერთს გეტყვი: მაპატიე, მაპატიე... გაიხსენე, ნუთუ ცხრა წლის ერთად ცხოვრებას არ შეუძლია გამოისყიდოს წუთები... წუთები... დოლიმ თვალები დახარა, ყური მიუგდო ქმარს, ელოდა, რას ეტყოდა; თითქოს ემუდარებოდა, ისეთი რამ ეთქვა, რომ გაექარწყლებინა მისი ეჭვი. – წუთები გატაცებისა... – ძლივს ამოთქვა სტეპან არკადიჩმა და უნდოდა გაეგრძელებინა, მაგრამ ამ სიტყვებზე დოლის, თითქოს კვლავ რაღაც ფიზიკურმა შეაძრწუნაო, ისევ დაემანჭა ტუჩები, ისევ აუცახცახდა კუნთი მარჯვენა ლოყაზე. – მომშორდით, მომშორდით თავიდან! – კიდევ უფრო ხმამაღლა დაიკივლა დოლიმ, – ნუღარ მელაპარაკებით თქვენს გატაცებებზე, ამ საძაგლობაზე...
  • 11. დოლიმ წასვლა დააპირა, მაგრამ წაბარბაცდა და სკამის ზურგს შეაშველა ხელი. სტეპან არკადიჩს სახე გაუფართოვდა, ტუჩები აუთრთოლდა და თვალები ცრემლით აევსო. – დოლი! – უკვე ქვითინებდა სტეპან არკადიჩი, – ღვთის გულისათვის, ბავშვებზე იფიქრე. ბავშვები უდანაშაულონი არიან. დამნაშავე მე ვარ და დამსაჯე. მიბრძანე, გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემიძლია. დამნაშავე ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, თუ რაოდენ დამნაშავე ვარ! მაგრამ მაინც მაპატიე, დოლი! დოლი დაჯდა. სტეპან არკადიჩს ესმოდა მისი მძიმე, ხმამაღალი სუნთქვა და გამოუთქმელად ებრალებოდა. დოლიმ რამდენჯერმე სცადა ლაპარაკის დაწყება, მაგრამ ვერ შეძლო. სტეპან არკადიჩი ელოდა. – შენ მხოლოდ სათამაშოდ გახსოვს ბავშვები, მე კი მახსოვს და ვიცი, რომ ახლა ისინი დაიღუპნენ, – თქვა ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელიც ამ სამი დღის განმავლობაში, ალბათ, რამდენჯერმე გაემეორებინა გულში. დოლიმ „შენობით“ მიმართა ქმარს და სტეპან არკადიჩმა მადლიერებით გადახედა, წამოიწია, უნდოდა ხელზე ხელი მოეკიდა, მაგრამ დოლი ზიზღით განერიდა. – მე მახსოვს ბავშვები და ქვეყანაზე რაღას არ ჩავიდენდი მათი ხსნისათვის. მაგრამ ახლა მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ვიხსნა: მოვაცილო ისინი მამას თუ დავტოვო გარყვნილ მამასთან. დიახ, გარყვნილ მამასთან... აბა, მითხარით, შესაძლებელია? – იმეორებდა დოლი და თანდათან ხმას უწევდა, – მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი უმიჯნურდება თავისი შვილების გუვერნანტს... – რა ვქნა, როგორ მოვიქცე? – საცოდავად იმეორებდა სტეპან არკადიჩი და თვითონაც აღარ ესმოდა, რას ამბობდა, თან სულ უფრო დაბლა ხრიდა თავს. – მე თქვენ მძულხართ, მეზიზღებით! – გაჰკიოდა დოლი და უფრო და უფრო ერეოდა სიბრაზე, – თქვენი ცრემლები წყალია, თქვენ არასოდეს გყვარებივართ! თქვენ არა გაქვთ არც გული, არც კეთილშობილება! თქვენ მე მძულხართ, მეზიზღებით, უცხო, დიახ, სრულიად უცხო ხართ ჩემთვის! – და მან გაბოროტებით, გულისტკივილით წარმოთქვა ეს მისთვის საზარელი სიტყვა – „უცხო“. ობლონსკიმ შეხედა ცოლს და მის სახეზე გამოხატულმა გაბოროტებამ შეაშინა, გააოცა. ვერ მიმხვდარიყო, რომ მისი სიბრალული მოთმინებას აკარგვინებდა დოლის. ქალი მასში მარტოოდენ სიბრალულს ხედავდა და არა სიყვარულს. „არა, არა, ვძულვარ, არ მაპატიებს“, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა. – ეს საშინელებაა, საშინელება! – თქვა მან. ამ დროს მეორე ოთახში ბავშვი ატირდა. ეტყობოდა, წაიქცა. დარია ალექსანდროვნამ ყური მიუგდო ამ ხმას და სახეზე უცებ ლმობიერება გამოეხატა. რამდენიმე წამს, ეტყობა, გონს მოდიოდა, თითქოს ვერ მიმხვდარიყო, სად იყო ან რა უნდა გაეკეთებინა, მერე საჩქაროდ წამოდგა და კარისკენ გაემართა.
  • 12. „ჩემი შვილი ხომ უყვარს, – გაიფიქრა სტეპან არკადიჩმა, როცა დაინახა, როგორ შეეცვალა დოლის სახე ბავშვის ტირილზე, – ჩემი შვილი. მაშ, როგორ შეიძლება მე ვძულდე?“. – დოლი, ერთი სიტყვა კიდევ მათქმევინე, – უთხრა და უკან გაჰყვა. – თუ უკან გამომყვებით, მე თავს შევუყრი მსახურებს, ბავშვებს. დაე, ყველამ გაიგოს, რა არამზადაც ბრძანდებით!.. მე დღესვე მივდივარ აქედან, თქვენ კი იცხოვრეთ აქ თქვენს საყვარელთან ერთად!.. დოლი ოთახიდან გავიდა, კარი გაიჯახუნა. სტეპან არკადიჩმა ამოიოხრა, სახე მოიწმინდა და ნელი ნაბიჯით გასწია კარისკენ. „მატვეი ამბობს, მოგვარდებაო. როგორ უნდა მოგვარდეს? მე ამის შესაძლებლობასაც ვერ ვხედავ. უჰ, უჰ, უჰ, რა საშინელებაა! მერე როგორ უტიფრად გაჰკიოდა, – ამბობდა სტეპან არკადიჩი და ახსენდებოდა დოლის ყვირილი და სიტყვები: არამზადა, საყვარელი... – შეიძლება მოახლეებმა კიდეც გაიგონეს. საშინლად ტრივიალურია, საშინლად!.. – სტეპან არკადიჩმა რამდენიმე წამს კიდევ შეიცადა, თვალები მოიწმინდა, ამოიოხრა, მერე წელში გაიმართა და ოთახიდან გავიდა. პარასკევი იყო და იმ დღეს გერმანელი მესაათე სასადილო ოთახში საათს მართავდა. სტეპან არკადიჩს გაახსენდა, როგორ იხუმრა ამ წესრიგის მოყვარულ მელოტ მესაათეზე: „ეს გერმანელი თვითონ არის დაქოქილი საიმისოდ, რომ მთელი თავისი დღე და მოსწრება საათები ქოქოს“ და გაეღიმა. სტეპან არკადიჩს მოსწრებული ხუმრობა უყვარდა. „შეიძლება კიდეც მოგვარდეს! კარგი სიტყვაა „მოგვარდეს“, – გაიფიქრა მან, – სხვებსაც უნდა ვუთხრა!“ – მატვეი, – გასძახა მან, – მაშ, შენ მარიასთან ერთად ყველაფერი მოამზადე ზევით, დივანებიან ოთახში, ანა არკადიევნასთვის, – უთხრა მატვეის, რომელიც უკვე მის წინ იდგა. – ბატონი ბრძანდებით! სტეპან არკადიჩმა ქურქი ჩაიცვა და პარმაღზე გავიდა. – სადილად შინ მობრძანდებით? – შეეკითხა მატვეი და პარმაღზე გაჰყვა გასაცილებლად. – ვნახოთ, როგორ მომიხერხდება. აჰა, სახარჯოდ გქონდეს! – უთხრა და საფულიდან ათი მანეთი ამოიღო, – გეყოფა? – მეყოფა თუ არ მეყოფა, ჩანს, უნდა ვიმყოფინო! – უპასუხა მატვეიმ, კარეტის კარი მიუხურა და პარმაღზე ამობრუნდა. ამასობაში დარია ალექსანდროვნამ ატირებული ბავშვი დააშოშმინა, კარეტის ხმაურზე მიხვდა, რომ ქმარი წავიდა და ისევ საწოლ ოთახში შეტრიალდა. ეს მისი ერთადერთი თავშესაფარი იყო, მხოლოდ აქ შეეძლო თავი დაეღწია ოჯახური საზრუნავებისაგან, გასვლისთანავე რომ შემოეჯარებოდა ხოლმე. ახლაც, ამ ცოტა ხნის განმავლობაში, ბავშვების ოთახში რომ გავიდა, ინგლისელმა ქალმა და მატრიონა ფილიმონოვნამ უკვე მოასწრეს რამდენიმე გადაუდებელი კითხვის მიცემა,
  • 13. რაზედაც მხოლოდ მას შეეძლო პასუხის გაცემა: რა ჩააცვან ბავშვებს სეირნობის დროს, დაალევინონ თუ არა რძე, გაგზავნონ თუ არა კაცი სხვა მზარეულის მოსაყვანად. – ოჰ, დამანებეთ თავი, თავი დამანებეთ! – წამოიძახა დოლიმ და ისევ საწოლ ოთახს მიაშურა, იმავე ადგილას დაჯდა, სადაც ქმარს ელაპარაკებოდა, მუშტებად მოკუმშა გამხდარი ხელები, ბეჭდები რომ სძვრებოდა გალეული თითებიდან, და მთელი წეღანდელი ლაპარაკის გახსენებას შეეცადა; „წავიდა! ნეტავ რითი გაათავა საქმე იმ ქალთან, – ფიქრობდა იგი, – ნუთუ კიდევ ხვდება? რატომ არ შევეკითხე. არა, არა, ჩვენი შერიგება შეუძლებელია! ერთ სახლშიც რომ დავრჩეთ, მაინც უცხონი ვიქნებით ერთმანეთისათვის, სამუდამოდ უცხონი! – და ახლაც განსაკუთრებული გულისტკივილით გაიმეორა ეს მისთვის საზარელი სიტყვა, – მერე როგორ მიყვარდა! ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარდა! როგორ მიყვარდა! და განა ახლაც არ მიყვარს? განა წინანდელზე მეტადაც არ მიყვარს? და, რაც მთავარია, საშინელებაა, რომ...“ – მაგრამ ფიქრი ვეღარ დაასრულა, კარში მატრიონა ფილიმონოვნამ შემოყო თავი. – ხომ არ მიბრძანებთ, კაცი გავგზავნო ჩემი ძმის მოსაყვანად? – შეეკითხა იგი, – ყველაფერს მოამზადებდა სადილისათვის, თორემ გუშინდელივით ექვს საათამდე უჭმელნი დარჩებიან ბავშვები. – ჰო, კარგი, ახლავე გამოვალ და ყველაფრის თადარიგს დავიჭერ. გაგზავნეთ ვინმე ახალი რძის მოსატანად? და დარია ალექსანდროვნა ყოველდღიურ საზრუნავში ჩაეფლო, რომ დროებით ისევ ამაში ჩაეხშო თავისი მწუხარება. V სტეპან არკადიჩი თავისი ნიჭის წყალობით სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ზარმაცი და ცელქი იყო და ამიტომაც დიდი ვაი-ვაგლახით დაამთავრა სასწავლებელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა, არც წარჩინება ჰქონდა და წლოვანებითაც ახალგაზრდა იყო, მაინც მოსკოვის ერთ-ერთი საკრებულოს უფროსის ეს ადგილი ობლონსკიმ თავისი დის, ანას ქმრის, ალექსეი ალექსანდროვიჩ კარენინის წყალობით მიიღო. მას ფრიად საპატიო ადგილი ეჭირა იმ სამინისტროში, რომელსაც ეს საკრებულო ექვემდებარებოდა. მაგრამ კარენინიც რომ არ ყოფილიყო და თავისი ცოლისძმა იმ ადგილზე არ დაენიშნა, სტივა ობლონსკი მაინც მიიღებდა ამ ადგილს ან სხვა ამდაგვარს, უამრავი ახლობლის – ძმების, დების, ნათესავების, ბიძაშვილების, ბიძებისა და მამიდების წყალობით, ექნებოდა ექვსი ათასი მანეთი ჯამაგირი, რომელიც აუცილებელი იყო მისთვის, რადგან, მიუხედავად ცოლის კარგი ქონებისა, საქმეები მაინც აწეწილი ჰქონდა. ნახევარი მოსკოვი და პეტერბურგი სტეპან არკადიჩის მეგობარი ან ნათესავი იყო. იგი დაიბადა იმ ადამიანთა შორის, რომელნიც იყვნენ ან შემდეგში გახდნენ ძლიერნი ამა სოფლისანი. სახელმწიფო მოღვაწეთა ერთი მესამედი, უკვე ხანში შესული პირნი, მამამისის მეგობრები იყვნენ და ბავშვობიდანვე იცნობდნენ ობლონსკის; მეორე მესამედი „შენობით“ ელაპარაკებოდა, მესამენი კი მისი კარგი ნაცნობები იყვნენ. ასე რომ, ამქვეყნიურ სიკეთეთა – ადგილების, იჯარების, კონცესიებისა და სხვათა გამანაწილებელნი ყველანი მისი მეგობრები იყვნენ და თავისიანს გვერდს ვერ
  • 14. აუვლიდნენ; და ობლონსკისთვის დიდი ცდაც არ იყო საჭირო კარგი ადგილის მისაღებად. მხოლოდ ეს იყო, უარი არ უნდა ეთქვა, არ უნდა შეშურებოდა სხვისი, არ უნდა ეჩხუბა, არ უნდა სწყენოდა რამე, ამას კი მისთვის ჩვეული გულკეთილობის წყალობით არასოდეს სჩადიოდა. ობლონსკის სიცილადაც კი არ ეყოფოდა, ვინმეს რომ ეთქვა, შენ რომ გჭირდება, ისეთ ჯამაგირიან ადგილს ვერ მიიღებო. მით უმეტეს, რომ განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვდა; მხოლოდ იმდენი უნდოდა, რამდენსაც მისი თანატოლები იღებდნენ. ამგვარი თანამდებობის შესრულება კი ობლონსკის სხვაზე ნაკლებად როდი შეეძლო. სტეპან არკადიჩი მარტო იმათ როდი უყვარდათ, ვინც იცნობდა ან ვინც მისი კეთილი გულის, მხიარული ხასიათისა და ჭეშმარიტი პატიოსნების ამბავი იცოდა; მისი ლამაზი, ბრწყინვალე გარეგნობა, მოციმციმე თვალები, შავი წარბები და თმა, თეთრი, ღაჟღაჟა სახე ერთგვარ მხიარულ, მეგობრულ გრძნობას უღვიძებდა ყველას, ვინც კი მას შეხვდებოდა. „ოჰო! სტივა! ობლონსკი! აი, ისიც!“ – თითქმის ყოველთვის მხიარული ღიმილით იმეორებდნენ მის დანახვაზე. ხშირად ისეც მომხდარა, რომ მასთან შეხვედრას განსაკუთრებით სასიხარულო არაფერი გამოუწვევია, მაგრამ მეორე-მესამე დღეს მაინც ყველა ისევ ისეთივე სიხარულით ხვდებოდა ობლონსკის. მესამე წელი იყო, რაც სტეპან არკადიჩი მოსკოვის ერთ-ერთი საკრებულოს უფროსად მსახურობდა და გარდა სიყვარულისა, პატივისცემაც დაიმსახურა თავისი თანამშრომლების, ხელქვეითების, უფროსებისა და ყველა იმ პირთაგან, ვისაც კი რაიმე ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მთავარი თვისება სტეპან არკადიჩისა, რამაც საყოველთაო პატივისცემა მოუხვეჭა სამსახურში, პირველ ყოვლისა, იმაში მდგომარეობდა, რომ იგი განსაკუთრებით შემწყნარებელი იყო ადამიანების მიმართ, რადგანაც კარგად ჰქონდა შეცნობილი საკუთარი ნაკლოვანებები; მეორე მისი თვისება გახლდათ ნამდვილი ლიბერალობა და არა ის, რაც გაზეთებიდან ამოეკითხა, ლიბერალობა, რომელიც სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი და რომლის წყალობითაც ერთნაირად, თანაბრად ექცეოდა ყველა ადამიანს, რა შეძლებისა და წოდებისაც უნდა ყოფილიყო იგი; მესამე და უმთავრესი თვისება იყო სრული გულგრილობა იმ საქმისადმი, რასაც აკეთებდა, რასაც არასოდეს გაუტაცია და არც შეცდომები ჰქონია. სამსახურში რომ მივიდა, სტეპან არკადიჩმა, რომელსაც მოკრძალებით მიჰყვებოდა მეკარე პორტფელით ხელში, თავის პატარა კაბინეტში შეიარა, მუნდირი გადაიცვა და საკრებულოში შევიდა. გადამწერები და თანამშრომლები ყველანი ფეხზე წამოდგნენ და მხიარულად, მოკრძალებით მიესალმნენ. სტეპან არკადიჩი, როგორც ყოველთვის, ახლაც სწრაფი ნაბიჯით გაემართა თავისი ადგილისაკენ, წევრებს ხელი ჩამოართვა და დაჯდა. ცოტა გაიხუმრა, ისაუბრა კიდეც, სწორედ იმდენი, რამდენსაც თავაზიანობა მოითხოვდა, და თავის საქმიანობას შეუდგა. სტეპან არკადიჩზე უკეთ არავის შეეძლო დაედო ის ზღვარი თავისუფლებას, უბრალოებასა და ოფიციალურობას შორის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რათა საქმის კეთება სიამოვნებად იქცეს. როგორც ყველა იქ მყოფნი, მდივანიც მხიარულად და მოკრძალებით ეახლა, ქაღალდები წარუდგინა და სტეპან არკადიჩის მიერ შემოღებული ფამილარულ-ლიბერალური ტონით უთხრა: – როგორც იქნა, მივიღეთ ცნობები პენზის საგუბერნიო სამმართველოდან. ხომ არ ინებებთ...
  • 15. – ბოლოს და ბოლოს მივიღეთ, არა? – თქვა სტეპან არკადიჩმა და სათითაოდ ჩააწყო ქაღალდები, – აბა, ბატონებო... – და სხდომა დაიწყო. „რომ იცოდნენ, რა დამნაშავე ბიჭის მდგომარეობაში იყო მათი თავმჯდომარე ამ ნახევარი საათის წინ“, – ფიქრობდა სტეპან არკადიჩი, როცა თავდახრილი, სახის მნიშვნელოვანი გამომეტყველებით ისმენდა მოხსენებას და თვალები უცინოდა მოხსენების კითხვის დროს. ორ საათამდე სხდომა შეუწყვეტლივ უნდა გაგრძელებულიყო, ორ საათზე კი დანიშნული იყო შესვენება და საუზმე. ორი საათი ჯერ არ შესრულებულიყო, როცა საკრებულოს დარბაზის დიდი მინის კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. მართლმსაჯულების მსახურთ გაუხარდათ, რომ რაღაც გასართობი გაუჩნდათ, ყველამ კარისკენ მიიხედა. მაგრამ კართან მდგარმა დარაჯმა მაშინვე გააძევა შემოსული და დიდი მინის კარი მიხურა. საქმის კითხვას რომ მორჩნენ, სტეპან არკადიჩი ზმორებით წამოდგა და, თითქოს ამით ხარკს უხდისო ლიბერალურ დროს, საკრებულოშივე ამოიღო პაპიროსი და თავისი კაბინეტისაკენ გასწია. მისი ორი ამხანაგი, ძველი მოხელე ნიკიტინი და კამერ-იუნკერი გრინევიჩი უკან გაჰყვნენ. – საუზმის შემდეგ მოვასწრებთ დამთავრებას, – დასძინა სტეპან არკადიჩმა. – მოსასწრები რაღა გვაქვს! – თქვა ნიკიტინმა. – დიდი გაიძვერა კი უნდა იყოს ეს ფომინი, – შენიშნა გრინევიჩმა ერთ-ერთი პირის შესახებ, რომელიც მათ გასარჩევ საქმეში ერია. გრინევიჩის ამ სიტყვებზე სტეპან არკადიჩმა შუბლი შეიკრა, ამით აგრძნობინა, წინასწარ აზრის გამოტანა წესი არ არისო, თქმით კი არაფერი უპასუხა. – ვინ იყო, დარბაზში რომ შემოვიდა? – ჰკითხა სტეპან არკადიჩმა დარაჯს. – ვიღაც უცხო გახლდათ, თქვენო აღმატებულებავ, დაუკითხავად შემოიჭრა, სწორედ ის იყო, მოვცილდი კარს. თქვენ გკითხულობდნენ. მე ვუთხარი, წევრები რომ გამოვლენ, მაშინ... – ახლა სად წავიდა? – წინკარში თუ გავიდა, სულ აქ ტრიალებდა. აი, ეს იყო, – თქვა დარაჯმა და მიუთითა მაგარი აგებულების, მხარბეჭიან, ხუჭუჭწვერიან მამაკაცზე, რომელსაც თავზე ცხვრის ტყავის ქუდი ეხურა და მკვირცხლად, მსუბუქად ამორბოდა ქვის გაცვეთილ კიბეზე. ვიღაც გამხდარი, პორტფელიანი მოხელე, რომელიც ქვევით აპირებდა ჩასვლას, კიბესთან შეჩერდა, ათვალწუნებით დახედა უცნობს ფეხებზე და თან ისე გახედა სტეპან არკადიჩს, თითქოს რაღაცის კითხვა სწადიაო. სტეპან არკადიჩი კიბის თავში იდგა. კეთილი სახე, რომელსაც სხივს მატებდა მუნდირის ამოქარგული საყელო, კიდევ უფრო გაუბრწყინდა, როცა ზევით მომავალი შეიცნო. – სწორედ ის არის, ლევინი! ძლივს არ ჩამოხვედი! – თქვა მან და მეგობრულად, ოდნავ დამცინავი ღიმილით შეათვალიერა მისკენ მომავალი ლევინი, – როგორ არ