SlideShare a Scribd company logo
1 of 18
მდებარეობს ჭიათურის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,
მდინარეების კაცხურისა (ყვირილის
მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის
(ბუჯის მარცხენა შენაკადი)
წყალგამყოფზე. ვახუშტი ბატონიშვილი
მის შესახებ წერდა:
„ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა
შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი,
ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს
ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის
კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა.”
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი
მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი
თავდაპირველად მონოფიზიტ
განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა,
თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა
გაზიარებული, სათანადო
არგუმენტაციის არქონის გამო.
ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას
მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI
საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და,
უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც
ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა
ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი
ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად
დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი.
მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად
გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული -
სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა
რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი
ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.
კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს
ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით
მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე
კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის
გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე
ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის.
აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული
სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი
მაქსიმეს დამსახურებაა
kompleqsSi Semavalinagebobebi
სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც),
მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია
გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.
mniSvnelovanidasaintereso informacia
სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით
თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის
შემდეგ აიგო.
კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს,
რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის
შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
adgilmdebareoba
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის
მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის
დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.
istoriuli mimoxilva
„გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა.
შანიძე. პირველი ისტორული წყარო, რომელიც კაცხის სვეტს მოიხსენიებს, ვახუშტი ბატონიშვილის
თხზულებაა: „ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ არის
ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“ – გადმოგვცემს ის. ე.ი.
XVIII საუკუნეში, ვახუშტის მოღვაწეობის პერიოდში კაცხის სვეტი კარგა ხნის მიტოვებული ჩანს.
კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ქრისტიანობამდე „სვეტი“
წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი
კაცხის „სვეტის“ შესახებ წერს: „ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო
განცხრომა–როკვანი, ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა
სიმღერითა - გაათენიან.“
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს
სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც
არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. კლდოვან სვეტზე – ძელი ცხოველის ბუნზე და საფეხურებიან
პოსტამენტზე შემდგარ, მედალიონში ჩაწერილ ჯვრის რელიეფს პარალელები ბოლნისსა და სირიაში
მოეპოვება. კაცხის შემოგარენში, ამავე დროს, ამ ქმედებით, გარკვეულწილად, ადრე შუა საუკუნეებში
ქართლის სამეფოს უკიდურეს დასავლეთი საზღვარიც მოინიშნა. კაცხის სვეტს სახელობაც „ძელი
ცხოველი“ – სვეტი ცხოველი ამავე საუკუნეში მიენიჭა და მცხეთის ჯვარს დაუკავშირდა. მცხეთის კერპთა
შემმუსვრელი ჯვრის სახელობა წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამ რეალიას
ადასტურებს ისიც, რომ კაცხის სვეტის დღეობა პარასკევობითაა, ჯუანშერის ცნობით, ყოველი პარასკევი
დღე მცხეთის ჯვრის ტაძრის დღეა, რომელიც ადარნასეს ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა (VI ს) დააწესა. ბოლო
ვერსიის თანახმად (გ. გაგოშიძე) ეკლესია აქ, კლდის თხემზე სამი-ოთხი საუკუნით გვიან აშენდა.
legendebi, Tqmulebebidazepirsityvieri gadmocemebi
იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს. მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის
ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის – ხეხილის, ზოგისთვის – ცხოველების გამრავლება
დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზარდა, ქვეშ
უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც
დაინახა. განრისხდა, გადმოასხა წყეულს მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე
გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე
მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა. ხალხმა სალოცავად აქცია სვეტი. ოდესღაც სვეტის თავიდან
კაცხის მაცხოვრამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და ლოცვად რომ დადგებოდნენ სვეტის მონასტრის
ბერები, ჯაჭვით ანიშნებდნენ კაცხის მაცხოვარს, იქაც მუხლს მოდრეკდნენ მლოცველები.
კაცხის მცხოვრებთა ზეპირსიტყვიერი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ამ სვეტზე ოდესღაც ინახებოდა
სვიმეონწმინდიდან მოტანილი (თუ მოსული) სვიმეონ მესვეტის ხატი. ეს ხატი სვეტზე ასულ ორ
მამაკაცს უხილავს. ხატს აღუთქვეს, არავის ვეტყვით ამ ამბავსო. როცა ჩამოსულან, გაუმხელიათ და
დაბრმავებულან. ,,ადგილობრივი მცხოვრებნი, გლეხნი მოდებაძენი ამტკიცებენ, ვითომც იმათ
ეკლესიაში დასვენებული სვიმეონ მესვეტის ხატი იმ სვეტიდან იყოს ჩამოსვენებული“.
,,კაცხის სვეტს თითქოს ქალი ემსახურებოდა, წელიწადში ერთხელ მის თხემს მოასუფთავებს „ძუძგს“ –
უსუფთაობას გადმოყრის, თხემიდან ცვივა კომშის, ლეღვის და კაკლის ნაყოფი“ (თხემზე არავითარი
ხილი არ არის).
„სვეტზე ასვლის განმზრახველი ბრმავდება, სვეტზე ამსვლელი ძალის შესამატებლად 50 კვერცხს ჭამს,
მაგრამ მის შეხებისას უმალ კვდება. ძალა და ვაჟკაცობა ემატება მას, ვინც მასზე ილოცებს და იწამებს“.
„წესად ჰქონიათ: ჩვილობაში გარდაცვლილი ბავშვს აკვანითურთ მიტანდნენ და ჩაფლავდნენ სვეტის
მახლობლად“.
arqiteqturuli aRwera
kაცხის სვეტი ტექტონიკური
ძვრების შედეგად წარმოქმნილ
კლდოვან მასას წარმოადგენს და
როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი,
წითელ წიგნშია შეტანილი. სვეტი
დაახლოებით 40-45 მეტრის
სიმაღლისაა, ხოლო მისი
სწორკუთხედი ფორმის თხემის
ფართობი დაახლოებით 150 კვ. მ-ს
შეადგენს. სვეტი ძირითადად
შვეულად არის აღმართული.
თუმცა, მის ზედა ნაწილში მცირე
ზომის რამდენიმე ტერასაა
მოთავსებული. ძირთან სვეტი
გამოფიტულია და უფრო ვიწროა,
ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც
ქმნის უარყოფით დაქანებას და
კიდევ უფრო მიუდგომელს ხდის
მას.
სვეტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირში, მიწის დონეზე, კლდის მოსწორებულ ზედაპირზე გამოკვეთილია
ტოლმკლავა ჯვარი. იგი ბუნზეა დამყარებული, ბუნის ქვეით სამი თარაზული ხაზია, რაც აშკარად
საფეხურებიან პოსტამენტს ასახავს. ბუნის ორივე მხარეს თითო ჩაკვეთილი ხაზი ეშვება
პოსტამენტისაკენ. ჯვრის მედალიონს ზემოდან ევლება ლენტი, რომელსაც სიმრუდე ნახევარწრეზე მეტი
აქვს. მასში ზიგზაგისებრი ხაზია ჩაკაწრული. ეს დეკორი ბოლნისსა და საზოგადოდ, ქართლში,
დადასტურებულ ტოლმკლავა ჯვრებს გვახსენებს, რომელთა მედალიონები სამკუთხედებითაა
შემკული. მათ სირიაშიც მოძებნებათ ანალოგები.
სვეტის ეკლესიის ნაშთი (ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია)მდებარეობს სვეტის
თხემის, მის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში. ეს არის მცირე დარბაზული ნაგებობა,
რომელიც ნანგრევის სახით იყო შემორჩენილი. მისი ზომებია 4,5X3,5 მ. ეკლესიის აღმოსავლეთი
ნაწილი, რომელიც კლდიდანაა მოწყვეტილი, გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობის ეს ნაწილი
სუბსტრუქციაზე იდგა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დატანებული იყო ერთადერთი კარი. ის და
მისი ნაოთხალები ისეა გამოყვანილი, რომ კარი გარეთ უნდა გაღებულიღო. ეკლესიას, როგორც ჩანს,
ხის მცირე პორტიკი (მინაშენი) ჰქონდა მიდგმული, რითაც ის ჩრდილოეთით არსებულ ნაგებობას
უკავშირდებოდა.
ეკლესიის ქვათა წყობის ხასიათზე მსჯელობა მხოლოდ
დასავლეთი კედლის შემოჩენილი ფრაგმენტის
მიხედვითაა შესაძლებელი. შემორჩენილი კედელი
ორმხრივია. შიდა და გარეთა მხარე მცირე ზომის სუფთად
გათლილი შირიმის ქვითაა ამოყვანილი. წყობის რიგები
სწორხაზოვანია, ქვათლილები კი განსხვავებული ზომისაა.
შეინიშნება მცირე ზომის ქვათა ჩანართებიც. დუღაბის
ფენა, რომელშიც კლდის ნამტვერევი ქვებია ჩაძირული,
გაშიშვლებულია. ქვათლილების უკანა მხარე სუსტადაა
გამოვლენილი, ერთგვარად, კვადრებს დუღაბთან
მოსაჭიდებელი სისქე აკლიათ. დასავლეთი კედლის
სამხრეთი, შემორჩენილი კუთხე განსხვავებულადაა
ნაწყობი.
აქ სხვადასხვა ზომის ქვათლილებია ნახმარი, წყობაც არასწორხაზოვანია. ინტერიერში
დასავლეთი კედლის ქვათა რეგულარული წყობისგან განსხვავებულია სამხრეთ-დასავლეთი
კუთხის მშენებლობის ხასიათიც. იგი ადგილზევე მოტეხილი კირქვის სხვადასხვა ზომისა
და ფორმის ბლოკებითაა ამოყვანილი, რის გამოც წყობაც არეულია. უეჭველია, რომ კედლის
ეს მონაკვეთი შედარებით მოგვიანო ხანაშია განახლებული.
ეკლესიის ქვეშ და სამხრეთით, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის
კამაროვანიკრიპტაა (ზომები: 2X1 მ.) გამართული. მასში შესასვლელი ტიმპანით დახურული,
დაბალი, თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია გამოყვანილი. კრიპტა სიგრძით ეკლესიის
საკურთხევლის აფსიდამდე გრძელდება. მისი ნახევარწრიული კამარის წყობა ფაქიზი და
მოწესრიგებულია. თანაბარი ზომის სუფთად გათლილი კვადრები ერთმანეთს კარგადაა
მორგებული. მსგავსი სახისაა კრიპტის აღმოსავლეთი კედელიც, რომელიც წყობის სამი რიგითაა
შექმნილი. კრიპტის დასავლეთი კედელი მასზე დაშენებული ეკლესიის კედელთან შედარებით
მცირედ დასავლეთითაა გაწეული და მისგან წაგრძელებული ქვათლილებით გამოყვანილი
ხარისხითაა გამოყოფილი. კრიპტის ქვათა წყობა ეკლესიის ქვათა წყობის ადეკვატურია.
ეკლესიის ჩრდილოეთით ორთავსიანი შენობა – ორი სენაკი გამოვლინდა. შენობა ნატეხი ქვითაა
ნაგები. მისი აღმოსავლეთი კედელი კლდის შემაღლებული მასივია. სამხრეთით მდებარე სენაკს
კარი სამხრეთ კედელში აქვს დატანებული, რითაც იგი უშუალოდ უკავშირდება იქვე მდგომ
ეკლესიას. ნაგებობის ნანგრევი კედლებისა და ხის ფესვებისაგან განთავისუფლების შემდეგ
გამოვლინდა, რომ ოთახი დაახლოებით 15 კვ/მ იყო (დაახ. 5X3 მ) შემორჩენილი კედლის სიმაღლე 60
– 70 სმ-ს აღწევდა.
ირეგულარული გეგმარების ჩრდილოეთი
სენაკის კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი.
ოთახის ფართობი 20 კვ/მ-ს აღწევს (დაახ. 5X4 მ)
და იგი მეზობელი ოთახისაგან 30 სმ-ის სისქის
კედლით იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით
მოხდენილად იყო ნაგები ჩრდილოეთის
კედელი, იგი ამავე დროს კომპლექსის
გალავნის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ მისი
სისქე ძირში 1,50 მ-ს აღწევდა ზემოთ კი
თანდათან თხელდებოდა, ოთახის სიმაღლეზე
70-80 სმ იყო. კედლის ამ ნაწილში
თაღისებურად გადასული სარკმელი იყო
ჩასმული, სარკმელი დამუშავებული შირიმით
იყო გამოყვანილი.
განსაკუთრებით საინტერესო იყო „ბუხრის“ ნაშთი, რომლის გარე პირიც ასევე გათლილი ქვით
უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზურგს კი „სვეტის“ კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა.
„ბუხრის ადგილზე კლდე ოთკუთხედად იყო გამოკვეთილი და ბოლის გასასვლელი მთლიანად
იყო გაჭრილი აღმოსავლეთ მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც ქარი თითქმის არასოდეს უბერავს.
აღსანიშნავია, რომ იატაკის დონეზე „ბუხარს“ „სასულე“ ჰქონდა დატოვებული, მასზე ბრტყელი
ქვა იყო მიფარებული, ისე, რომ ამ ქვის მოხსნა-დაფარებით შეიძლებოდა ცეცხლისთვის
ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება. ამასთან, ეს სასულე ზედმეტი ნაცრის გადასაყრელადაც
მოსახერხებელი იქნებოდა.
მარანი მდებარეობს სვეტის დასავლეთ კიდეში. აქ მიწაში რამდენიმე (ამჟამად
მიკვლეულია 8 ცალი) ქვევრია ჩადგმული, რომელშიც, სავარაუდოდ, ამ მცირე
მონასტრის ღვინო და ალბათ, წყალიც ინახებოდა. თითოეული მათგანი დაახლოებით
ხუთ-ხუთ ჩაფს იტევს. გამოვლენილი ქვევრებიდან ერთ-ერთს ყელზე ნაჭდევებიანი
სარტყელი შემოუყვებოდა, მეორეს კი ამოღარული ორნამენტი.
სვეტქვეშა მოედანზე, რომელსაც ერთადერთი მისასვლელი
სამხრეთიდან ადგება, დგას სვიმეონ მესვეტის სახელობის
ტაძარი. ნაგებობა მცირე ზომის ცალნავიან ეკლესიას წარმოადგენს.
სვეტიდან ეკლესიამდე ჩრდილოეთით და სამხრეთით მოედანს აწ
დანგრეული გალავანი საზღვრავდა.
Zeglisdaqvemdebarebadastatusi
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
სვეტზე ასვლა გარეშე პირთათვის აკრძალულია.
kacxis sveti  C I U

More Related Content

Viewers also liked

자료집 416특별법국민설명회 20140709
자료집 416특별법국민설명회 20140709자료집 416특별법국민설명회 20140709
자료집 416특별법국민설명회 20140709Soon Il Kwon
 
Eindhovense Inbound Marketing
Eindhovense Inbound MarketingEindhovense Inbound Marketing
Eindhovense Inbound MarketingEdwin Vlems
 
에버노트 강의안 남재욱
에버노트 강의안 남재욱에버노트 강의안 남재욱
에버노트 강의안 남재욱재욱 남
 
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014Anastasia Vinogradova
 
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'Edwin Vlems
 
10 of the Spookiest Cyber Attacks in 2012
10 of the Spookiest Cyber Attacks in 201210 of the Spookiest Cyber Attacks in 2012
10 of the Spookiest Cyber Attacks in 2012ThreatMetrix
 
Homecoming 2014 - Alice in Wonderland
Homecoming 2014 - Alice in WonderlandHomecoming 2014 - Alice in Wonderland
Homecoming 2014 - Alice in Wonderlandjeremycaldwell212
 
Barriers to Active Travel How hard can it be?
Barriers to Active TravelHow hard can it be?Barriers to Active TravelHow hard can it be?
Barriers to Active Travel How hard can it be?Haneen Khreis
 
2014.07.24 экономическое обозрение за 2013 год - финал
2014.07.24   экономическое обозрение за 2013 год - финал2014.07.24   экономическое обозрение за 2013 год - финал
2014.07.24 экономическое обозрение за 2013 год - финалAnastasia Vinogradova
 
2015 12 01 брошюра для работодателя
2015 12 01 брошюра для работодателя2015 12 01 брошюра для работодателя
2015 12 01 брошюра для работодателяAnastasia Vinogradova
 

Viewers also liked (17)

자료집 416특별법국민설명회 20140709
자료집 416특별법국민설명회 20140709자료집 416특별법국민설명회 20140709
자료집 416특별법국민설명회 20140709
 
Eindhovense Inbound Marketing
Eindhovense Inbound MarketingEindhovense Inbound Marketing
Eindhovense Inbound Marketing
 
에버노트 강의안 남재욱
에버노트 강의안 남재욱에버노트 강의안 남재욱
에버노트 강의안 남재욱
 
Modul c-revisi
Modul c-revisiModul c-revisi
Modul c-revisi
 
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014
Москва: Экономическое обозрение 1 квартал 2014
 
Внедрение IRM archiveDoc
Внедрение IRM archiveDocВнедрение IRM archiveDoc
Внедрение IRM archiveDoc
 
S97038_Science_Dec1999
S97038_Science_Dec1999S97038_Science_Dec1999
S97038_Science_Dec1999
 
Water fall process model
Water fall process modelWater fall process model
Water fall process model
 
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'
Presentatie Inbound Marketing op 'Next Marketing 2014'
 
10 of the Spookiest Cyber Attacks in 2012
10 of the Spookiest Cyber Attacks in 201210 of the Spookiest Cyber Attacks in 2012
10 of the Spookiest Cyber Attacks in 2012
 
Homecoming 2014 - Alice in Wonderland
Homecoming 2014 - Alice in WonderlandHomecoming 2014 - Alice in Wonderland
Homecoming 2014 - Alice in Wonderland
 
Barriers to Active Travel How hard can it be?
Barriers to Active TravelHow hard can it be?Barriers to Active TravelHow hard can it be?
Barriers to Active Travel How hard can it be?
 
2014.07.24 экономическое обозрение за 2013 год - финал
2014.07.24   экономическое обозрение за 2013 год - финал2014.07.24   экономическое обозрение за 2013 год - финал
2014.07.24 экономическое обозрение за 2013 год - финал
 
2015 12 01 брошюра для работодателя
2015 12 01 брошюра для работодателя2015 12 01 брошюра для работодателя
2015 12 01 брошюра для работодателя
 
Microbe09-689
Microbe09-689Microbe09-689
Microbe09-689
 
¿CÓMO ORGANIZAR UNA PRIMERA COMUNIÓN?
¿CÓMO ORGANIZAR UNA PRIMERA COMUNIÓN?¿CÓMO ORGANIZAR UNA PRIMERA COMUNIÓN?
¿CÓMO ORGANIZAR UNA PRIMERA COMUNIÓN?
 
Презентация IRM businessDoc Королёвой С.М.
Презентация IRM businessDoc Королёвой С.М.Презентация IRM businessDoc Королёвой С.М.
Презентация IRM businessDoc Королёвой С.М.
 

Similar to kacxis sveti C I U

კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
Eqskursia 1
Eqskursia 1Eqskursia 1
Eqskursia 1khato
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიTamuna Bostoganashvili
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxBesik Machitadze
 
უფლისციხე
უფლისციხეუფლისციხე
უფლისციხეNia Basaria
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯიekamkheidze18
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსია
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსიააიაზმის ღვთისმშობლის ეკელსია
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსიაNino Bidzinashvili
 
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიninochi68
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3Nino Bidzinashvili
 

Similar to kacxis sveti C I U (18)

კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
Eqskursia 1
Eqskursia 1Eqskursia 1
Eqskursia 1
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 
ვარძია
ვარძიავარძია
ვარძია
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 
Imere ti
Imere tiImere ti
Imere ti
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptx
 
უფლისციხე
უფლისციხეუფლისციხე
უფლისციხე
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსია
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსიააიაზმის ღვთისმშობლის ეკელსია
აიაზმის ღვთისმშობლის ეკელსია
 
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
 
Safara
SafaraSafara
Safara
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
 
Levani razmadze
Levani razmadzeLevani razmadze
Levani razmadze
 

kacxis sveti C I U

  • 1.
  • 2.
  • 3. მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა.” სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.
  • 4. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა
  • 5. kompleqsSi Semavalinagebobebi სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.
  • 6. mniSvnelovanidasaintereso informacia სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო. კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
  • 7. adgilmdebareoba კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.
  • 8. istoriuli mimoxilva „გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე. პირველი ისტორული წყარო, რომელიც კაცხის სვეტს მოიხსენიებს, ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაა: „ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“ – გადმოგვცემს ის. ე.ი. XVIII საუკუნეში, ვახუშტის მოღვაწეობის პერიოდში კაცხის სვეტი კარგა ხნის მიტოვებული ჩანს. კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ქრისტიანობამდე „სვეტი“ წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის „სვეტის“ შესახებ წერს: „ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა–როკვანი, ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა - გაათენიან.“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. კლდოვან სვეტზე – ძელი ცხოველის ბუნზე და საფეხურებიან პოსტამენტზე შემდგარ, მედალიონში ჩაწერილ ჯვრის რელიეფს პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. კაცხის შემოგარენში, ამავე დროს, ამ ქმედებით, გარკვეულწილად, ადრე შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს უკიდურეს დასავლეთი საზღვარიც მოინიშნა. კაცხის სვეტს სახელობაც „ძელი ცხოველი“ – სვეტი ცხოველი ამავე საუკუნეში მიენიჭა და მცხეთის ჯვარს დაუკავშირდა. მცხეთის კერპთა შემმუსვრელი ჯვრის სახელობა წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამ რეალიას ადასტურებს ისიც, რომ კაცხის სვეტის დღეობა პარასკევობითაა, ჯუანშერის ცნობით, ყოველი პარასკევი დღე მცხეთის ჯვრის ტაძრის დღეა, რომელიც ადარნასეს ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა (VI ს) დააწესა. ბოლო ვერსიის თანახმად (გ. გაგოშიძე) ეკლესია აქ, კლდის თხემზე სამი-ოთხი საუკუნით გვიან აშენდა.
  • 9. legendebi, Tqmulebebidazepirsityvieri gadmocemebi იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს. მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის – ხეხილის, ზოგისთვის – ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზარდა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა წყეულს მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა. ხალხმა სალოცავად აქცია სვეტი. ოდესღაც სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და ლოცვად რომ დადგებოდნენ სვეტის მონასტრის ბერები, ჯაჭვით ანიშნებდნენ კაცხის მაცხოვარს, იქაც მუხლს მოდრეკდნენ მლოცველები. კაცხის მცხოვრებთა ზეპირსიტყვიერი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ამ სვეტზე ოდესღაც ინახებოდა სვიმეონწმინდიდან მოტანილი (თუ მოსული) სვიმეონ მესვეტის ხატი. ეს ხატი სვეტზე ასულ ორ მამაკაცს უხილავს. ხატს აღუთქვეს, არავის ვეტყვით ამ ამბავსო. როცა ჩამოსულან, გაუმხელიათ და დაბრმავებულან. ,,ადგილობრივი მცხოვრებნი, გლეხნი მოდებაძენი ამტკიცებენ, ვითომც იმათ ეკლესიაში დასვენებული სვიმეონ მესვეტის ხატი იმ სვეტიდან იყოს ჩამოსვენებული“. ,,კაცხის სვეტს თითქოს ქალი ემსახურებოდა, წელიწადში ერთხელ მის თხემს მოასუფთავებს „ძუძგს“ – უსუფთაობას გადმოყრის, თხემიდან ცვივა კომშის, ლეღვის და კაკლის ნაყოფი“ (თხემზე არავითარი ხილი არ არის). „სვეტზე ასვლის განმზრახველი ბრმავდება, სვეტზე ამსვლელი ძალის შესამატებლად 50 კვერცხს ჭამს, მაგრამ მის შეხებისას უმალ კვდება. ძალა და ვაჟკაცობა ემატება მას, ვინც მასზე ილოცებს და იწამებს“. „წესად ჰქონიათ: ჩვილობაში გარდაცვლილი ბავშვს აკვანითურთ მიტანდნენ და ჩაფლავდნენ სვეტის მახლობლად“.
  • 10. arqiteqturuli aRwera kაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს და როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი, წითელ წიგნშია შეტანილი. სვეტი დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო მისი სწორკუთხედი ფორმის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვ. მ-ს შეადგენს. სვეტი ძირითადად შვეულად არის აღმართული. თუმცა, მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ტერასაა მოთავსებული. ძირთან სვეტი გამოფიტულია და უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც ქმნის უარყოფით დაქანებას და კიდევ უფრო მიუდგომელს ხდის მას. სვეტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირში, მიწის დონეზე, კლდის მოსწორებულ ზედაპირზე გამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი. იგი ბუნზეა დამყარებული, ბუნის ქვეით სამი თარაზული ხაზია, რაც აშკარად საფეხურებიან პოსტამენტს ასახავს. ბუნის ორივე მხარეს თითო ჩაკვეთილი ხაზი ეშვება პოსტამენტისაკენ. ჯვრის მედალიონს ზემოდან ევლება ლენტი, რომელსაც სიმრუდე ნახევარწრეზე მეტი აქვს. მასში ზიგზაგისებრი ხაზია ჩაკაწრული. ეს დეკორი ბოლნისსა და საზოგადოდ, ქართლში, დადასტურებულ ტოლმკლავა ჯვრებს გვახსენებს, რომელთა მედალიონები სამკუთხედებითაა შემკული. მათ სირიაშიც მოძებნებათ ანალოგები.
  • 11.
  • 12. სვეტის ეკლესიის ნაშთი (ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია)მდებარეობს სვეტის თხემის, მის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში. ეს არის მცირე დარბაზული ნაგებობა, რომელიც ნანგრევის სახით იყო შემორჩენილი. მისი ზომებია 4,5X3,5 მ. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც კლდიდანაა მოწყვეტილი, გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობის ეს ნაწილი სუბსტრუქციაზე იდგა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დატანებული იყო ერთადერთი კარი. ის და მისი ნაოთხალები ისეა გამოყვანილი, რომ კარი გარეთ უნდა გაღებულიღო. ეკლესიას, როგორც ჩანს, ხის მცირე პორტიკი (მინაშენი) ჰქონდა მიდგმული, რითაც ის ჩრდილოეთით არსებულ ნაგებობას უკავშირდებოდა. ეკლესიის ქვათა წყობის ხასიათზე მსჯელობა მხოლოდ დასავლეთი კედლის შემოჩენილი ფრაგმენტის მიხედვითაა შესაძლებელი. შემორჩენილი კედელი ორმხრივია. შიდა და გარეთა მხარე მცირე ზომის სუფთად გათლილი შირიმის ქვითაა ამოყვანილი. წყობის რიგები სწორხაზოვანია, ქვათლილები კი განსხვავებული ზომისაა. შეინიშნება მცირე ზომის ქვათა ჩანართებიც. დუღაბის ფენა, რომელშიც კლდის ნამტვერევი ქვებია ჩაძირული, გაშიშვლებულია. ქვათლილების უკანა მხარე სუსტადაა გამოვლენილი, ერთგვარად, კვადრებს დუღაბთან მოსაჭიდებელი სისქე აკლიათ. დასავლეთი კედლის სამხრეთი, შემორჩენილი კუთხე განსხვავებულადაა ნაწყობი. აქ სხვადასხვა ზომის ქვათლილებია ნახმარი, წყობაც არასწორხაზოვანია. ინტერიერში დასავლეთი კედლის ქვათა რეგულარული წყობისგან განსხვავებულია სამხრეთ-დასავლეთი კუთხის მშენებლობის ხასიათიც. იგი ადგილზევე მოტეხილი კირქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბლოკებითაა ამოყვანილი, რის გამოც წყობაც არეულია. უეჭველია, რომ კედლის ეს მონაკვეთი შედარებით მოგვიანო ხანაშია განახლებული.
  • 13. ეკლესიის ქვეშ და სამხრეთით, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის კამაროვანიკრიპტაა (ზომები: 2X1 მ.) გამართული. მასში შესასვლელი ტიმპანით დახურული, დაბალი, თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია გამოყვანილი. კრიპტა სიგრძით ეკლესიის საკურთხევლის აფსიდამდე გრძელდება. მისი ნახევარწრიული კამარის წყობა ფაქიზი და მოწესრიგებულია. თანაბარი ზომის სუფთად გათლილი კვადრები ერთმანეთს კარგადაა მორგებული. მსგავსი სახისაა კრიპტის აღმოსავლეთი კედელიც, რომელიც წყობის სამი რიგითაა შექმნილი. კრიპტის დასავლეთი კედელი მასზე დაშენებული ეკლესიის კედელთან შედარებით მცირედ დასავლეთითაა გაწეული და მისგან წაგრძელებული ქვათლილებით გამოყვანილი ხარისხითაა გამოყოფილი. კრიპტის ქვათა წყობა ეკლესიის ქვათა წყობის ადეკვატურია.
  • 14. ეკლესიის ჩრდილოეთით ორთავსიანი შენობა – ორი სენაკი გამოვლინდა. შენობა ნატეხი ქვითაა ნაგები. მისი აღმოსავლეთი კედელი კლდის შემაღლებული მასივია. სამხრეთით მდებარე სენაკს კარი სამხრეთ კედელში აქვს დატანებული, რითაც იგი უშუალოდ უკავშირდება იქვე მდგომ ეკლესიას. ნაგებობის ნანგრევი კედლებისა და ხის ფესვებისაგან განთავისუფლების შემდეგ გამოვლინდა, რომ ოთახი დაახლოებით 15 კვ/მ იყო (დაახ. 5X3 მ) შემორჩენილი კედლის სიმაღლე 60 – 70 სმ-ს აღწევდა. ირეგულარული გეგმარების ჩრდილოეთი სენაკის კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ოთახის ფართობი 20 კვ/მ-ს აღწევს (დაახ. 5X4 მ) და იგი მეზობელი ოთახისაგან 30 სმ-ის სისქის კედლით იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით მოხდენილად იყო ნაგები ჩრდილოეთის კედელი, იგი ამავე დროს კომპლექსის გალავნის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ მისი სისქე ძირში 1,50 მ-ს აღწევდა ზემოთ კი თანდათან თხელდებოდა, ოთახის სიმაღლეზე 70-80 სმ იყო. კედლის ამ ნაწილში თაღისებურად გადასული სარკმელი იყო ჩასმული, სარკმელი დამუშავებული შირიმით იყო გამოყვანილი. განსაკუთრებით საინტერესო იყო „ბუხრის“ ნაშთი, რომლის გარე პირიც ასევე გათლილი ქვით უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზურგს კი „სვეტის“ კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. „ბუხრის ადგილზე კლდე ოთკუთხედად იყო გამოკვეთილი და ბოლის გასასვლელი მთლიანად იყო გაჭრილი აღმოსავლეთ მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც ქარი თითქმის არასოდეს უბერავს. აღსანიშნავია, რომ იატაკის დონეზე „ბუხარს“ „სასულე“ ჰქონდა დატოვებული, მასზე ბრტყელი ქვა იყო მიფარებული, ისე, რომ ამ ქვის მოხსნა-დაფარებით შეიძლებოდა ცეცხლისთვის ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება. ამასთან, ეს სასულე ზედმეტი ნაცრის გადასაყრელადაც მოსახერხებელი იქნებოდა.
  • 15. მარანი მდებარეობს სვეტის დასავლეთ კიდეში. აქ მიწაში რამდენიმე (ამჟამად მიკვლეულია 8 ცალი) ქვევრია ჩადგმული, რომელშიც, სავარაუდოდ, ამ მცირე მონასტრის ღვინო და ალბათ, წყალიც ინახებოდა. თითოეული მათგანი დაახლოებით ხუთ-ხუთ ჩაფს იტევს. გამოვლენილი ქვევრებიდან ერთ-ერთს ყელზე ნაჭდევებიანი სარტყელი შემოუყვებოდა, მეორეს კი ამოღარული ორნამენტი.
  • 16. სვეტქვეშა მოედანზე, რომელსაც ერთადერთი მისასვლელი სამხრეთიდან ადგება, დგას სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარი. ნაგებობა მცირე ზომის ცალნავიან ეკლესიას წარმოადგენს. სვეტიდან ეკლესიამდე ჩრდილოეთით და სამხრეთით მოედანს აწ დანგრეული გალავანი საზღვრავდა.
  • 17. Zeglisdaqvemdebarebadastatusi კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. სვეტზე ასვლა გარეშე პირთათვის აკრძალულია.