ექსკურსია ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში 2009 წლის 20 ივნისს გორის #9 საჯარო სკოლის Vგ კლასი მოსწავლეებმა და მათმა...
 
 
ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდის მღვიმეში, მდებარეობს  XIII  საუკუნის მნიშვნელოვან...
მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტე...
ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეოს დიდი ბუნებრივი მღვიმე (სწორედ ამითომ ჰქვია ამ ადგილს მღვიმევის მონასტერი), სადაც დიდ დღეს...
მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხა...
გამოქვაბულის სიღრმეში არის წყარო .მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა ...
 
 
 
 
 
 
 
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

Eqskursia 1

2,264 views

Published on

Published in: Travel
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
2,264
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
2
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Eqskursia 1

  1. 2. ექსკურსია ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში 2009 წლის 20 ივნისს გორის #9 საჯარო სკოლის Vგ კლასი მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო ექსკურსია მარშრუტით: გორი-მღვიმევის მონასტერი (ჭიათურა) - სხვიტორი - სავანე - გორი. თავდაპირველად მოვილოცეთ მღვიმევის მონასტერი. იქ მყოფ მამაოს ვთხოვეთ ორიოდე სიტყვით მოეყოლა მონასტრის ისტორია. მამაოს ძალიან გაეხარდა ჩვენი სტუმრობა, არ დაგვზარდა ჩაგვიტარა ,,მოკლე წირვა”, გვაცხო ზეთი, დაგვლოცა და მხოლოდ ამის შემდეგ აგვიხსნა ამ საოცარი სამონასტრო კომპლექსის შესახებ. ასე დაიწყო ჩვენი ექსკურსია. ღვთის მადლით გაძლიერებულნი გავემგზავრეთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის და ძიძისეული ქოხის დასათვალიერებლად .
  2. 5. ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდის მღვიმეში, მდებარეობს XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი - მღვიმევის დედათა მონასტერი. მთავარი გამოქვაბული 35 მ-ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში . შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება . მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ.
  3. 6. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები.
  4. 7. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეოს დიდი ბუნებრივი მღვიმე (სწორედ ამითომ ჰქვია ამ ადგილს მღვიმევის მონასტერი), სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა .
  5. 8. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.
  6. 9. გამოქვაბულის სიღრმეში არის წყარო .მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.

×