SlideShare a Scribd company logo
1 of 14
მოგესალმებით
რევაზ
ინანიშვილი
ქართული მცირე პროზის აღიარებული ოსტატი, რევაზ
ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს დაიბადა გარე კახეთის
ერთ ლამაზსა და ძველისძველ სოფელში-ხაშმში. "ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს
სახელი მაინცდამაინც საამაყოდ
ვერ ჟღერს, საბა მას "ავჰაეროვანსა და უმაშნოს"უწოდებს...
მიუხედავად ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს
ყოფილა", - ვკითხულობთ მწერლის მიერ ცხოვრების
უკანასკნელ წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "თოჯინის თვალით",
სადაც მისი ადრეული ბავშვობაა გაცოცხლებული. "დედაჩემი მშობიარობისთანავე
ცუდად გამხდარა, ჩემთვის რამდენიმე დღეს კი უწოვებია ძუძუ
და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა
თურმე, ხან მეზობელი პატარძლები. მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული
ჩამინერგა ღმერთმა".
ხაშმელები იყვნენ მწერლის დედა და გამზრდელი ბებიაც, მამის დედა. დედას,
მამულაშვილთა შეძლებული ოჯახის ნანატრ ქალიშვილს, ქალაქში ჰქონდა
განათლება მიღებული, თვით ახალ გიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის
შენობაში). თუმცა პაპა, გიორგი მამულაშვილი ყოველთვის დალხენილი როდი
ყოფილა, `ბავშვობაში იმდენი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი, ათ კაცს ეყოფოდა
ხასიათის გასაძაღლებლად"-ო.
1937 წელს, ზაფხულში დააპატიმრეს მამა, დედის მამაც და ძმაც. ინანიშვილებს
ვიღაცებმა ღამით გაუკაფეს ვენახი. ჯერ კიდევ წინა წელს, პარტიიდან გარიცხულმა და
სამსახურიდან მოხსნილმა მამამ თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი და ყველანი,
დედა, და, პატარა ძმა, ბებიის გარდა, თბილისში წამოიყვანა. "რა დაიწყო თბილისში,
რას შევუდექით ახალს, ეს ცალკე თემაა. თუ საშუალება მომეცა, ოდესმე ამაზეც
დავწერ, მაგრამ თუ ვერ დავწერე, არც ეს შემაწუხებს ძალიან, რადგან უჩემოდაც
ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობი, რა საშინელება იყო 1937 წელი, მერე ომი, მერე ომის
დამთავრების პირველი წლები".
სადღაც, ნავთლუხის მიდამოებში, გაუსამართლებლად დახვრიტეს პაპაც,
გიორგი მამულაშვილი. შემდეგ იყო ტროცკისტთა შვილების იარლიყი,
ფეზეო და მუშაობა საავიაციო ქარხანაში. საავიაციო
ტექნიკუმშიც სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, როგორც ჩანს,
მალე მიხვდა, მისი საქმე რომ არ იყო. ხატვის თანდაყოლილი, გამორჩეული
ნიჭის გამო, ერთხანს სამხატვრო აკადემიაშიც აპირებდა სწავლის
გაგრძელებას, თუმცა, საბოლოოდ, 1947 წელს უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა.
1949 წელს, როდესაც მისი და დაქვრივდა და ჩვილი ბავშვით
ხელში უსახსროდ დარჩა, ოჯახის ტვირთის აღება საკუთარ
მხრებზე მოუხდა, უნივერსიტეტი მიატოვა და სამგორის
არხის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. მისი სტუდენტობის
მეგობარი თინა ცქიტიშვილი იგონებს, საერთოდ უწყინარსა
და იუმორის გრძნობის მქონეს, როგორ სწყენია მისი ხუმრობა, - სამგორის არხზე
მუშაობით, საბჭოთა მშენებლობაში თავის გამოჩენა და კარიერის გაკეთება ხომ არ
გინდოდაო.
უნივერსიტეტში მაშინდელმა ლეგენდარულმა რექტორმანიკო კეცხოველმა დააბრუნა,
რომელსაც ყველა ნიჭიერ სტუდენტზე დიდი ამაგი ჰქონდა, მაგრამ რეზო ინანიშვილის მიმართ
მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ძალიან ბევრი იხსენებს: ამბობენ, კეცხოველმა
მოიკითხა, ის ნიჭიერი ბიჭი რატომ არ ჩანსო, კაცი გაგზავნა მის მოსაძებნად, აპოვნინა და
უნივერსიტეტში მოაყვანინაო. კიდევ ერთი მეგობარი,თინა კობალაძე იგონებს: 'მოგვიანებით,
ბატონ ნიკოს რომ დავუახლოვდი და ეს ამბავი გავახსენე, მითხრა: ძალიან ნიჭიერი მწერალია.
ასეთი კაცის დახმარება ყველას ვალია, ეს ქვეყნისთვის არის საჭიროო." თავად მწერალი, ნიკო
კეცხოველს "უძმოს ძმად და უმამოს მამად"მოიხსენიებდა.
რევაზ ინანიშვილის პირველი მოთხრობა "სახსოვარი" სტუდენტურ ალმანახ "პირველ
სხივში"გამოქვეყნდა 1950 წელს, 1951 წელს ამავე ჟურნალში დაიბეჭდა მოთხრობები: 'უცნაური",
'სამგორელები' და 'ბუდრუგანაში'. 1953 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული, სახელწოდებით
'პირველი მოთხრობები". ქართველი მკითხველი საოცარი ემოციით, ქებით შეხვდა რეზო ინანიშვილს.
საზოგადოება შეძრა მწერლის უშუალობამ, მისმა ენამ და სტილმა. მოწონება იმ მწერლებმაც კი ვერ
დამალეს, ვისთვისაც ნაწარმოების მხატვრულობა კი არა, იდეა იყო მთავარი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956
წელს დაამთავრა და რამდენიმე წელი მხოლოდ ლიტერატურული შრომით
ცხოვრობდა, რაც საბჭოთა სინამდვილეში არცთუ ხშირი შემთხვევა იყო. 1960
წელს საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში"დაიწყო მუშაობა, 1966-ში
კინოსტუდია "ქართული ფილმის"სასცენარო განყოფილებაში გადავიდა. 1985-
88 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1989
წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საბავშვო ჟურნალ "დილის რედაქტორი".
რეზო ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია არაერთი ქართული
ფილმი. მათ შორის, "არდადეგები", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", ფერმა
მთაში". იგი ასევე თანაავტორია სცენარებისა საქვეყნოდ ცნობილი
ქართველი კინორეჟისორების - ოთარ იოსელიანისა და თენგიზ აბულაძის
ფილმებისათვის -"პასტორალი", "ნატვრის ხე".
"მწერლის ათეულობით წიგნს შორისაა საბავშვო მოთხრობების რამდენიმე კრებული. 1977 წელს,
წიგნისთვის 'შორი თეთრი მწვერვალი"რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.წერდა ფანქრით,
გასაოცრად ლამაზად და მწყობრად, თუ რამე არ მოსწონდა, საშლელით შლიდა და ასევე
ლამაზად ასწორებდა. მწერლის შემოქმედებითი სახელოსნოს შესახებ გადასაღები დოკუმენტური
ფილმის სცენარად განკუთვნილ ტექსტში თავადაც წერს: " პატარა მოთხრობა ლექსს
ჰგავს... მოხდება, _ თითქოს შემთხვევით გადაეყრები, გონებაში განათდება და გადაირბენს
რაღაც... მერე დაწერ, დაწერ განსაკუთრებით შავად და არაფერია... ჩემი ერთადერთი
თავისებურება ისაა, რომ უთუოდ ფანქრით ვათეთრებ, თანაც უთუოდ ძალიან კარგ ქაღალდზე,
რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ დაწერეთ და წაშალეთ, ეს ქაღალდი ყველაფერს იტანს. მცირე
ფორმის ნაწარმოებს კი ეს შლა და ხელახლა
დაწერა ფრაზისა, არასოდეს სწყენს."
რეზო ინანიშვილი 1991 წლის დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა. იმ დროს საქართველოში
სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული და ლიტერატურის მოყვარულთა გულუბრყვილო
რწმენა, ასეთი დონის თავზარდამცემ მოვლენას, თუ სულ ვერ შეწყვეტდა, დროებით მაინც
უნდა შეეჩერებია ძმათა შორის სისხლისღვრა, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ქვეყანაში
დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, დიდი მწერლის, რევაზინანიშვილის,
გარდაცვალება, ლამის ერთი ოჯახის ტრაგედიად დარჩა.
მადლობა
ყურადღებისათვის

More Related Content

What's hot

Володарі Київської Русі
Володарі Київської Русі  Володарі Київської Русі
Володарі Київської Русі library_darnitsa
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეmariabregvadze
 
ვაჟა ფშველა
ვაჟა ფშველავაჟა ფშველა
ვაჟა ფშველაNatia Gvilia
 
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО ХАРИТОНОВИЧ КРАСЮК
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО  ХАРИТОНОВИЧ  КРАСЮКУКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО  ХАРИТОНОВИЧ  КРАСЮК
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО ХАРИТОНОВИЧ КРАСЮКSavua
 
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა Giorgi Kapanadze
 
Viii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიViii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიJimsheleishvili Laura
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელიrusudan paqsadze
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანიmarina 77
 
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК - 2022.pptx
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК -  2022.pptxВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК -  2022.pptx
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК - 2022.pptxІнна Мельник
 

What's hot (20)

Володарі Київської Русі
Володарі Київської Русі  Володарі Київської Русі
Володарі Київської Русі
 
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკიშტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
 
დავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასიდავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასი
 
ანგარიში 12 კლ
ანგარიში 12 კლანგარიში 12 კლ
ანგარიში 12 კლ
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
ვაჟა ფშველა
ვაჟა ფშველავაჟა ფშველა
ვაჟა ფშველა
 
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО ХАРИТОНОВИЧ КРАСЮК
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО  ХАРИТОНОВИЧ  КРАСЮКУКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО  ХАРИТОНОВИЧ  КРАСЮК
УКРАЇНСЬКИЙ БАЙКАР ПЕТРО ХАРИТОНОВИЧ КРАСЮК
 
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
 
Meri.Iakobashvili
Meri.IakobashviliMeri.Iakobashvili
Meri.Iakobashvili
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
,,ცივი ომი"
,,ცივი ომი" ,,ცივი ომი"
,,ცივი ომი"
 
Viii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიViii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტი
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 
სულხან საბა ორბელიანი
სულხან საბა   ორბელიანისულხან საბა   ორბელიანი
სულხან საბა ორბელიანი
 
Менің атым қожа
Менің атым қожаМенің атым қожа
Менің атым қожа
 
ღამე მთაში
ღამე მთაშიღამე მთაში
ღამე მთაში
 
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК - 2022.pptx
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК -  2022.pptxВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК -  2022.pptx
ВСЕУКРАЇНСЬКИЙ МІСЯЧНИК ШКІЛЬНИХ БІБЛІОТЕК - 2022.pptx
 
ქორობია
ქორობიაქორობია
ქორობია
 

Similar to Revaz inanishvilis biograpia

რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი Natia Gvilia
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანიNino Chkhetia
 
Asatiani
AsatianiAsatiani
Asatianimaiko
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველიtreningi09
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptxjekito1
 
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძეანა კალანდაძე
ანა კალანდაძეeka1972
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველაnatiaboxvauri
 
რეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილირეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილიNino Chkhetia
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnaniberidze5
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnonajgali77
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველაgtsitsino
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
 
სერგეი ესენინი
სერგეი ესენინისერგეი ესენინი
სერგეი ესენინიlaliberidze16
 

Similar to Revaz inanishvilis biograpia (20)

რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
 
Asatiani
AsatianiAsatiani
Asatiani
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველი
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
 
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძეანა კალანდაძე
ანა კალანდაძე
 
Vaja fshavela
Vaja fshavelaVaja fshavela
Vaja fshavela
 
Mikheil Javakhishvili
Mikheil JavakhishviliMikheil Javakhishvili
Mikheil Javakhishvili
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
რეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილირეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილი
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
 
სერგეი ესენინი
სერგეი ესენინისერგეი ესენინი
სერგეი ესენინი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 

Revaz inanishvilis biograpia

  • 3. ქართული მცირე პროზის აღიარებული ოსტატი, რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს დაიბადა გარე კახეთის ერთ ლამაზსა და ძველისძველ სოფელში-ხაშმში. "ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცდამაინც საამაყოდ ვერ ჟღერს, საბა მას "ავჰაეროვანსა და უმაშნოს"უწოდებს... მიუხედავად ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს ყოფილა", - ვკითხულობთ მწერლის მიერ ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "თოჯინის თვალით", სადაც მისი ადრეული ბავშვობაა გაცოცხლებული. "დედაჩემი მშობიარობისთანავე ცუდად გამხდარა, ჩემთვის რამდენიმე დღეს კი უწოვებია ძუძუ და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა თურმე, ხან მეზობელი პატარძლები. მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა".
  • 4. ხაშმელები იყვნენ მწერლის დედა და გამზრდელი ბებიაც, მამის დედა. დედას, მამულაშვილთა შეძლებული ოჯახის ნანატრ ქალიშვილს, ქალაქში ჰქონდა განათლება მიღებული, თვით ახალ გიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში). თუმცა პაპა, გიორგი მამულაშვილი ყოველთვის დალხენილი როდი ყოფილა, `ბავშვობაში იმდენი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი, ათ კაცს ეყოფოდა ხასიათის გასაძაღლებლად"-ო.
  • 5. 1937 წელს, ზაფხულში დააპატიმრეს მამა, დედის მამაც და ძმაც. ინანიშვილებს ვიღაცებმა ღამით გაუკაფეს ვენახი. ჯერ კიდევ წინა წელს, პარტიიდან გარიცხულმა და სამსახურიდან მოხსნილმა მამამ თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი და ყველანი, დედა, და, პატარა ძმა, ბებიის გარდა, თბილისში წამოიყვანა. "რა დაიწყო თბილისში, რას შევუდექით ახალს, ეს ცალკე თემაა. თუ საშუალება მომეცა, ოდესმე ამაზეც დავწერ, მაგრამ თუ ვერ დავწერე, არც ეს შემაწუხებს ძალიან, რადგან უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობი, რა საშინელება იყო 1937 წელი, მერე ომი, მერე ომის დამთავრების პირველი წლები".
  • 6. სადღაც, ნავთლუხის მიდამოებში, გაუსამართლებლად დახვრიტეს პაპაც, გიორგი მამულაშვილი. შემდეგ იყო ტროცკისტთა შვილების იარლიყი, ფეზეო და მუშაობა საავიაციო ქარხანაში. საავიაციო ტექნიკუმშიც სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, როგორც ჩანს, მალე მიხვდა, მისი საქმე რომ არ იყო. ხატვის თანდაყოლილი, გამორჩეული ნიჭის გამო, ერთხანს სამხატვრო აკადემიაშიც აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა, საბოლოოდ, 1947 წელს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა.
  • 7. 1949 წელს, როდესაც მისი და დაქვრივდა და ჩვილი ბავშვით ხელში უსახსროდ დარჩა, ოჯახის ტვირთის აღება საკუთარ მხრებზე მოუხდა, უნივერსიტეტი მიატოვა და სამგორის არხის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. მისი სტუდენტობის მეგობარი თინა ცქიტიშვილი იგონებს, საერთოდ უწყინარსა და იუმორის გრძნობის მქონეს, როგორ სწყენია მისი ხუმრობა, - სამგორის არხზე მუშაობით, საბჭოთა მშენებლობაში თავის გამოჩენა და კარიერის გაკეთება ხომ არ გინდოდაო.
  • 8. უნივერსიტეტში მაშინდელმა ლეგენდარულმა რექტორმანიკო კეცხოველმა დააბრუნა, რომელსაც ყველა ნიჭიერ სტუდენტზე დიდი ამაგი ჰქონდა, მაგრამ რეზო ინანიშვილის მიმართ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ძალიან ბევრი იხსენებს: ამბობენ, კეცხოველმა მოიკითხა, ის ნიჭიერი ბიჭი რატომ არ ჩანსო, კაცი გაგზავნა მის მოსაძებნად, აპოვნინა და უნივერსიტეტში მოაყვანინაო. კიდევ ერთი მეგობარი,თინა კობალაძე იგონებს: 'მოგვიანებით, ბატონ ნიკოს რომ დავუახლოვდი და ეს ამბავი გავახსენე, მითხრა: ძალიან ნიჭიერი მწერალია. ასეთი კაცის დახმარება ყველას ვალია, ეს ქვეყნისთვის არის საჭიროო." თავად მწერალი, ნიკო კეცხოველს "უძმოს ძმად და უმამოს მამად"მოიხსენიებდა.
  • 9. რევაზ ინანიშვილის პირველი მოთხრობა "სახსოვარი" სტუდენტურ ალმანახ "პირველ სხივში"გამოქვეყნდა 1950 წელს, 1951 წელს ამავე ჟურნალში დაიბეჭდა მოთხრობები: 'უცნაური", 'სამგორელები' და 'ბუდრუგანაში'. 1953 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული, სახელწოდებით 'პირველი მოთხრობები". ქართველი მკითხველი საოცარი ემოციით, ქებით შეხვდა რეზო ინანიშვილს. საზოგადოება შეძრა მწერლის უშუალობამ, მისმა ენამ და სტილმა. მოწონება იმ მწერლებმაც კი ვერ დამალეს, ვისთვისაც ნაწარმოების მხატვრულობა კი არა, იდეა იყო მთავარი.
  • 10. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს დაამთავრა და რამდენიმე წელი მხოლოდ ლიტერატურული შრომით ცხოვრობდა, რაც საბჭოთა სინამდვილეში არცთუ ხშირი შემთხვევა იყო. 1960 წელს საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში"დაიწყო მუშაობა, 1966-ში კინოსტუდია "ქართული ფილმის"სასცენარო განყოფილებაში გადავიდა. 1985- 88 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საბავშვო ჟურნალ "დილის რედაქტორი".
  • 11. რეზო ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია არაერთი ქართული ფილმი. მათ შორის, "არდადეგები", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", ფერმა მთაში". იგი ასევე თანაავტორია სცენარებისა საქვეყნოდ ცნობილი ქართველი კინორეჟისორების - ოთარ იოსელიანისა და თენგიზ აბულაძის ფილმებისათვის -"პასტორალი", "ნატვრის ხე".
  • 12. "მწერლის ათეულობით წიგნს შორისაა საბავშვო მოთხრობების რამდენიმე კრებული. 1977 წელს, წიგნისთვის 'შორი თეთრი მწვერვალი"რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.წერდა ფანქრით, გასაოცრად ლამაზად და მწყობრად, თუ რამე არ მოსწონდა, საშლელით შლიდა და ასევე ლამაზად ასწორებდა. მწერლის შემოქმედებითი სახელოსნოს შესახებ გადასაღები დოკუმენტური ფილმის სცენარად განკუთვნილ ტექსტში თავადაც წერს: " პატარა მოთხრობა ლექსს ჰგავს... მოხდება, _ თითქოს შემთხვევით გადაეყრები, გონებაში განათდება და გადაირბენს რაღაც... მერე დაწერ, დაწერ განსაკუთრებით შავად და არაფერია... ჩემი ერთადერთი თავისებურება ისაა, რომ უთუოდ ფანქრით ვათეთრებ, თანაც უთუოდ ძალიან კარგ ქაღალდზე, რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ დაწერეთ და წაშალეთ, ეს ქაღალდი ყველაფერს იტანს. მცირე ფორმის ნაწარმოებს კი ეს შლა და ხელახლა დაწერა ფრაზისა, არასოდეს სწყენს."
  • 13. რეზო ინანიშვილი 1991 წლის დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა. იმ დროს საქართველოში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული და ლიტერატურის მოყვარულთა გულუბრყვილო რწმენა, ასეთი დონის თავზარდამცემ მოვლენას, თუ სულ ვერ შეწყვეტდა, დროებით მაინც უნდა შეეჩერებია ძმათა შორის სისხლისღვრა, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ქვეყანაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, დიდი მწერლის, რევაზინანიშვილის, გარდაცვალება, ლამის ერთი ოჯახის ტრაგედიად დარჩა.