SlideShare a Scribd company logo
1 of 20
ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს
სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს
უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის
საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე
და სათანადო ―კორდონის უფროსად‖ იწოდებოდა. ექვთიმეს
დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს
ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას
მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:‖ ბავშვობაში მე
ცელქი         ვყოფილვარ,         სამი        წლისა       ხეზე
გავსულვარ,                 გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი
მომიტეხია‖. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი
ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ
მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
 მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ.
ბავშვების    აღზრდაზე   ზრუნავდნენ      ბებია,   დაქვრივებული
მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების
მეურვედ დანიშნეს.
ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის
დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით
იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და
ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

 სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც
თვითონ წერს: ‖მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი
იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი…‖. 1887 წელს პეტერბურგის
უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა
ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე
თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ
დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური
განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც ―გატეხია ენა‖.
საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით
პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.
1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში
გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ
ხელნაწერთა    აღწერილობებს       გაზეთ   ივერიაში.   ექვთიმე
თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი
მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე
შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში.
ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებში,   ერთად   ეძებდნენ,    კრებდნენ   ძველ    ქართულ
ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.
«საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე;
შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა
და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე
თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან
მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით
აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე.
სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე –
ექვთიმე თაყაიშვილი»
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია ―პარხლის სახარება‖.
ამას   მოჰყვა    შატბერდული        ―მოქცევაი   ქართლისაის‖    ახლებური
წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა
―ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის
მოქცევისა‖.        საქართველოს           ადრეული          ისტორიისთვის
უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი ―ხელმწიფის კარის
გარიგების‖      ხელნაწერი.    ეს     ხელნაწერი     ექვთიმემ   ქართლში
მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში
თბილისის        უნივერსიტეტის      გამომცემლობამ      ―ხელმწიფის    კარის
გარიგება‖ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე
გამოკვლეული                                                          აქვს
―აბდულმესიანის‖, ―თამარიანისს‖, ―ვისრამიანის‖, ―ამირანდარეჯანიანი
ს‖,               ―როსტომიანის‖,               ―ქილილა                და
დამანას‖,       ―რუსუდანიანის‖,        ―ომანიანის‖,      თეიმურაზ       I
თხზულებათა,        თეიმურაზ     ბატონიშვილის       რუსთველოლოგიური
შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
უდიდესი      მნიშვნელობა    ენიჭება   ექვთიმე    თაყაიშვილის   მიერ
აღმოჩენილ ―ვეფხისტყაოსნის‖ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა
17   ხელნაწერს,   რომელთა     შორის    ზოგი     მეტად   საყურადღებო
იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24
ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ
თავმოყრილ ―ვეფხისტყაოსნის‖ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646
წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი
XI-ისათვის    1680   წელს    მისი     მდივნის    მიერ   გადაწერილი
―ვეფხისტყაოსანი‖. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით.
ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია
წერეთლისეული         ―ვეფხისტყაოსნისა‖,    რომელიც       სიუჟეტური
მინიატურებით იყო დასურათებული.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც
ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის
ხელმძღანელობა   შესთავაზეს.   1894-1904   წლებში   სწორედ       ის   განაგებდა
თბილისის   ქართულ    სათავადაზნაურო       გიმნაზიას,   ყოველი    საზაფხულო
არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. პროფესორი
მიხაკო წერეთელი წერდა: «ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც
ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის
სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც.
სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს
მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო ―მოხალისე‖, ―მოყვარული‖, მაგრამ
ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი
იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ.
ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა
მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.»
1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა
საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი
ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან
ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და
ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის
ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის
ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს
მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და
აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ
ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა
ეკლესია,   პარხალი   და   სხვა    მნიშვნელოვანი   ძეგლები.  ამ
არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი
გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. ექვთიმე
თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი
ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის
გათხრებში.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად
იმთავითვე     იყო    არჩეული         ―ქართული      უნივერსიტეტის
საზოგადოების‖ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს
გაიხსნა.   ექვთიმე   თაყაიშვილი       უნივერსიტეტის     ერთ-ერთი
პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის
უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის
სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი
პირველკურსელთათვის        იყო    და     მოიცავდა     საქართველოს
სიძველეთმცოდნეობის       შესავალს.    ამასთან   ერთად    მეცნიერი
კითხულობდა      ეპიგრაფიკას     და     საქართველოს      საეკლესიო
ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში
მასწავლებლობა მიატოვა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის
შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი
რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო
დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და
დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.
 საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას.
მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა
საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო
საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი
იყო მის მიერვე დაარსებული ―ქართული კულტურული და საარქეოლოგიო
მასალების გამოცემის ფონდი‖-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ
სამეცნიერო პერიოდული გამოცემის ―Georgica” (ლონდონი) სარედაქციო
საბჭოს წევრი.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად
უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის
მდგომარეობაზე:      მის    ნაცვლად     შეიქმნა    ―ქართული     ოფისი‖.
რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს
ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა
დაისაკუთრა.    აქედან      მოყოლებული        თაყაიშვილი   საფრანგეთის
მთავრობისგან     ითხოვდა,    რომ     განძი    საქართველოს    სსრ-სთვის
გადაეცათ.   1938    წელს     საფრანგეთმა      დააბრუნა    ხელნაწერები.
საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა
შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი
შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო
განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც
გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა
განკარგულება       გასცა    საქართველოს        საუნჯის      დაბრუნების
თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის
ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985
წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური
ფილმი     გადაიღო.    დიდი     მეცნიერი    1953    წლის    21
თებერვალს,    უკიდურეს     გაჭირვებაში    გარდაიცვალა.    მის
დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი
დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა
მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს
მართლმადიდებელმა     სამოციქულო    ეკლესიამ   ის   წმინდანად
შერაცხა და მას სახელად ―წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი‖ უწოდა. 2003
წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და
სამლოცველო გაიხსნა. ―ექვთიმე ღვთისკაცის‖ ხსენების დღედ
დაწესდა 3 იანვარი.
გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს,

უკიდურეს გაჭირვებაში. მის

დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე

მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი

დაესწრო... იგი გადასვენებულია

საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის

პანთეონში. ქართულმა

მართლმადიდებელმა სამოციქულო

ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
გამოყენებული მასალა:
http://burusi.wordpress.com/2010/02/05/ekvtime-takaishvili-5/
http://burusi.wordpress.com/2009/06/19/ekvtime-takaishvili/
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1
%83%9B%E1%83%94_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8
%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ekvtime.htm
http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ilia-tsinamdzgvrishvili-3/
http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ekvtime-takaishvili-7/
http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ekvtime-takaishvili-6/
http://burusi.wordpress.com/2010/01/17/ekvtime-takaishvili-4/
„საოჯახო ბიბლიოთეკა― გიორგი ლომთათიძე - ექვთიმე თაყაიშვილი



ქ. რუსთავის №2 საჯაროსკოლა 25 68 15
VIII ა კლასი
თათია გონაშვილი            599 54 77 30
ბექა ნაცვლიშვილი           568 10 49 43

More Related Content

What's hot

ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvilibakurgelashvili
 
ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეirinagusha
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliirinagusha
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიIzolda Chitadze
 
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიმიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიMarika Pitiurishvili
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაManana Jakeli
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre LobzhanidzeKeti Papava
 

What's hot (9)

ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 
ი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძეი.ნიკოლაძე
ი.ნიკოლაძე
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai svili
 
საქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაციასაქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაცია
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი
 
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიმიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 

Viewers also liked (20)

Tema 9
Tema  9Tema  9
Tema 9
 
Two Part Plaster Mold
Two Part Plaster Mold Two Part Plaster Mold
Two Part Plaster Mold
 
Enabling High Quality Search in European Languages
Enabling High Quality Search in European LanguagesEnabling High Quality Search in European Languages
Enabling High Quality Search in European Languages
 
Calendario 2012.png
Calendario 2012.pngCalendario 2012.png
Calendario 2012.png
 
Meth
MethMeth
Meth
 
Presentación2
Presentación2Presentación2
Presentación2
 
Relatório de Impacto do Seminário Social Good Brasil
Relatório de Impacto do Seminário Social Good BrasilRelatório de Impacto do Seminário Social Good Brasil
Relatório de Impacto do Seminário Social Good Brasil
 
Doc3
Doc3Doc3
Doc3
 
Tema 1
Tema 1Tema 1
Tema 1
 
Presentacion de andalucia
Presentacion de andaluciaPresentacion de andalucia
Presentacion de andalucia
 
Capa de transporte 2
Capa de transporte 2Capa de transporte 2
Capa de transporte 2
 
Extra de antroplogia
Extra de antroplogiaExtra de antroplogia
Extra de antroplogia
 
Sally human trafficking
Sally human traffickingSally human trafficking
Sally human trafficking
 
Tema 1. la familia
Tema 1. la familiaTema 1. la familia
Tema 1. la familia
 
Como resolver erros de computador?
Como resolver erros de computador? Como resolver erros de computador?
Como resolver erros de computador?
 
Software defect prevention example project
Software defect prevention example projectSoftware defect prevention example project
Software defect prevention example project
 
Harley davidson
Harley davidsonHarley davidson
Harley davidson
 
Bioetica, nacimiento y sentido
Bioetica, nacimiento y sentidoBioetica, nacimiento y sentido
Bioetica, nacimiento y sentido
 
B1 7.1. biología general
B1 7.1. biología generalB1 7.1. biología general
B1 7.1. biología general
 
Bioetica, nacimiento y sentido
Bioetica, nacimiento y sentidoBioetica, nacimiento y sentido
Bioetica, nacimiento y sentido
 

Similar to ექვთიმე თაყაიშვილი1

ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1Ani Nacvlishvili
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02xatato999
 
ექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptxექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptxanatodua2
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptxjekito1
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველიtreningi09
 
ვეფხისტყაოსანი 2.pptx
ვეფხისტყაოსანი 2.pptxვეფხისტყაოსანი 2.pptx
ვეფხისტყაოსანი 2.pptxPiqriaGorgadze
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიაMaia Nucubidze
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეNino Chkhetia
 

Similar to ექვთიმე თაყაიშვილი1 (20)

ექვთიმე თაყაიშვილი1
ექვთიმე  თაყაიშვილი1ექვთიმე  თაყაიშვილი1
ექვთიმე თაყაიშვილი1
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02
 
ექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptxექვთიმე თაყაიშვილი.pptx
ექვთიმე თაყაიშვილი.pptx
 
3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx3-ჯგუფი.pptx
3-ჯგუფი.pptx
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველი
 
ვეფხისტყაოსანი 2.pptx
ვეფხისტყაოსანი 2.pptxვეფხისტყაოსანი 2.pptx
ვეფხისტყაოსანი 2.pptx
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორია
 
Firosmani
FirosmaniFirosmani
Firosmani
 
Firosmani
FirosmaniFirosmani
Firosmani
 
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძეგიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 

ექვთიმე თაყაიშვილი1

  • 1.
  • 2. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო ―კორდონის უფროსად‖ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
  • 3. მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:‖ ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია‖. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა. მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
  • 4.
  • 5. ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ‖მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი…‖. 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
  • 6. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც ―გატეხია ენა‖. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.
  • 7. 1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.
  • 8. «საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე – ექვთიმე თაყაიშვილი»
  • 9. 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია ―პარხლის სახარება‖. ამას მოჰყვა შატბერდული ―მოქცევაი ქართლისაის‖ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა ―ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა‖. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი ―ხელმწიფის კარის გარიგების‖ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ ―ხელმწიფის კარის გარიგება‖ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს ―აბდულმესიანის‖, ―თამარიანისს‖, ―ვისრამიანის‖, ―ამირანდარეჯანიანი ს‖, ―როსტომიანის‖, ―ქილილა და დამანას‖, ―რუსუდანიანის‖, ―ომანიანის‖, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
  • 10. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ ―ვეფხისტყაოსნის‖ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ ―ვეფხისტყაოსნის‖ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი ―ვეფხისტყაოსანი‖. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული ―ვეფხისტყაოსნისა‖, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
  • 11.
  • 12. ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. პროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა: «ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო ―მოხალისე‖, ―მოყვარული‖, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ… იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.»
  • 13. 1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველო). პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.
  • 14. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული ―ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების‖ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.
  • 15. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში. საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული ―ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი‖-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის ―Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
  • 16. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა ―ქართული ოფისი‖. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
  • 17.
  • 18. ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად ―წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი‖ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ―ექვთიმე ღვთისკაცის‖ ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
  • 19. გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო... იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
  • 20. გამოყენებული მასალა: http://burusi.wordpress.com/2010/02/05/ekvtime-takaishvili-5/ http://burusi.wordpress.com/2009/06/19/ekvtime-takaishvili/ http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1 %83%9B%E1%83%94_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8 %E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ekvtime.htm http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ilia-tsinamdzgvrishvili-3/ http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ekvtime-takaishvili-7/ http://burusi.wordpress.com/2010/04/05/ekvtime-takaishvili-6/ http://burusi.wordpress.com/2010/01/17/ekvtime-takaishvili-4/ „საოჯახო ბიბლიოთეკა― გიორგი ლომთათიძე - ექვთიმე თაყაიშვილი ქ. რუსთავის №2 საჯაროსკოლა 25 68 15 VIII ა კლასი თათია გონაშვილი 599 54 77 30 ბექა ნაცვლიშვილი 568 10 49 43