ექვთიმეს ბავშობა:
• ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი
ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურ...
ბავშობა:
• არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა
ვყოფილვარ,
რომ
დედის
გვერდიდან
ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყ...
გიმნაზიის გზაზე:
• ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის
დღეს.
მოხუცი
ექვთიმე
გულისტკივილით
იხსენებდა ,,არავის გა...
გიმნაზიდან უნივერსიტეტამდე:
• 1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–
ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქო...
ექვთიმე თაყაიშვილის დაოჯახება:
ექვთიმე
თაყაიშვილი
1895
წელს
შეირთო თბილის ივანე პოლტორრაცკის
ასული
ნინო.
პოლტარცკები
პოლონ...
მოგზაურობა ტაო–კლარჯეთში:
• მან
პირველმა
იმოგზაურა
ეგრედწოდებულ
თურქეთის
საქართველოში
.ჩვენი
მამა–პაპის
სისხლით მორწყული ძ...
მისი შრომები:
• მისი ნაშრომები გამოიცა პარიზში: 1937 წელს
არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში”. 1939
წელს ,,მეფეთა და ...
ტაო–კლარჯეთი:
,,ამნაირ ადამიანებს ძველად
ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “
• 1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ
ექვთიმე თაყა...
საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების დარსება:
•1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა
დაარსა
საისტორი–საეთნოგრაფიო
საზოგადოება, რ...
ქართული უნივერიტეტის
დაარსება:
• 1918 წელს დარსდა ქართული უნივერსიტეტი.
ექვთიმე თაყაიშვილი ივანე ჯავახიშვილთან
ერთად
თავიდ...
ექვთიმე თაყაიშვილი და
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები:
• ექვთიმე თაყაიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების შ...
გადმოცემით:
• ექვთიმე
თაყაიშვილს
უნიკალური
სტარტეგია
ჰქონია
შემუშავებული ქართული ისტორიული ხელნაწერების და
ნივთების შეგროვ...
,,ამ განძის დაკარგვას საქართველოს
მეორედ დაკარგვად მივიჩნევდი’’..
• 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს
დაპყრობ...
საგზაო ხიფათი:
• განძეულობა მოთავსებული იყო 249 ყუთში. ე.
თაყაიშვილი
მეუღლითურთ.
11
მარტს
ბათუმიდან დატვირთული კრეისერ `ერ...
ტანჯვის გზა....
• საქართველოს განძის გარშემო საფრანგეთში ექვთიმე
თაყაიშვილს დიდი ბრძოლა დასჭირდა. ერთი
პერიოდი მას თვით სა...
დედოფლის დავა განძზე:
• ამასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ
ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და
მარსელის ბანკიდან პარ...
ამერიკის ინტერესი განძისადმი:
•

საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევრ
მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს
შეიცავდა, მა...
,,სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ
დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი.’’
• ექვთიმეს ლოზუნგი ერთი იყო: ,,ეშმაკსაც ...
საფრანგეთში მოღვაწეობა:
•

გაჭირვება გაჭირვებას ემატებოდა ამხელა
სიმდიდრის მცველი ექვთიმე თაყაიშვილი
პურის
ნატეხსა
და
წყალ...
ექვთიმე თაყაიშვილი
მეორე მსოფლიო ომის:
• შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი ვითარება განძეულობის
საქართველოში
დასაბრუნებლად,
ექვთიმე
თაყაიშვილმა წერილ...
ნანატრ სამშობლოში დაბრუნებულს ერთი
ტკივილი კვლავ აწუხებდა:
• 1931 წელს ექვთიმე თაყაიშვილს გარდაეცვალა მეუღლე ნინო
პოლტოროც...
სამშობლოში დაბრუნებულმა
ექვთიმემ:
• კვლავ
აქტიური
სამეცნიერო
მოღვაწეობა
განაგრძო,
დაუბრუნდა
სახელმწიფო
უნივერსიტეტს, კითხუ...
40 კაც ნახევარი:
• ექვთიმე თაყაიშვილს ქართულმა საზოგადოებამ
სათანადო ღირსებით ვერ გააცილა უკანასკნელ
გზაზე,
იგი დაკრძალეს ...
ექვთიმე თაყაიშვილის ხატი:
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili

612 views

Published on

Published in: Lifestyle
2 Comments
1 Like
Statistics
Notes
No Downloads
Views
Total views
612
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
3
Actions
Shares
0
Downloads
5
Comments
2
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide
  • ბაკურ გელაშვილი
  • ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili

    1. 1. ექვთიმეს ბავშობა: • ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში. ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”. • ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა. • მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა. • დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.
    2. 2. ბავშობა: • არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...” • ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ... მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის” გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.
    3. 3. გიმნაზიის გზაზე: • ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღეს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
    4. 4. გიმნაზიდან უნივერსიტეტამდე: • 1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ– ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე. • ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში. • მეორე კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
    5. 5. ექვთიმე თაყაიშვილის დაოჯახება: ექვთიმე თაყაიშვილი 1895 წელს შეირთო თბილის ივანე პოლტორრაცკის ასული ნინო. პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში , ამიტომ მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაიბაში. რის გამოც გრაფის ოჯახი კავკასიაში გადმოასახლეს.
    6. 6. მოგზაურობა ტაო–კლარჯეთში: • მან პირველმა იმოგზაურა ეგრედწოდებულ თურქეთის საქართველოში .ჩვენი მამა–პაპის სისხლით მორწყული ძველი მესხეთის მიწა–წყალი 1902, 1907 და 1917 წელს შემოიარა და დაწვრილებით აღწერა ,საქართველოს მოწყვეტილი განუმეორებელი კულტურის ძეგლები–ეკლესიები ოშკი, ბინა, იშხანი, ხახული, ანჩა ტბეთი, პარხული. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი–მკვლევარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეუდგა საქართველოს ეკლესია– მონასტრებში დაცული ისტორიული საბუთების შეგროვება პუბლიკაციასა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლა დაფიქსირებას.
    7. 7. მისი შრომები: • მისი ნაშრომები გამოიცა პარიზში: 1937 წელს არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში”. 1939 წელს ,,მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე “ნიკორწმინდის ხელნაწერი ,,არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში “. ამ ნაშრომებში აღწერილია საქართველოს ეკლესიები როგორც გარეგნული იერით, ისე მისი ხატებითა და ხელნაწერებით. ყველა ამ საქმეში ჩართული იყო განათლბული მეუღლე ნინო პალტარაცკაია, რომელიც საბეჭდ მანქანაზე ნაშრომებს უბეჭდავდა და ნაშრომებს ფრანგულ ენაზე თარგმნიდა.
    8. 8. ტაო–კლარჯეთი:
    9. 9. ,,ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ • 1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს • “ ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლაოლთის ჩინგლის ქართველობა, მშვიიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა ნამაგარს არავის დავანგრე ვინებთ და დავიცავთო, ბევრ მაგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება რომ ისინი ქართველები არიან, თითქოს ყველას ჰქონდა“ • ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “ • ეექსპედიცის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდევბა, დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მასალა ოშკის, ხახულის, ბანას და სხვა მნიშვნელოვან ძეგლთ შესახებ ტაო–კლარჯეთში.
    10. 10. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დარსება: •1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსა საისტორი–საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელის მიზანიც იყო, საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის ყოფა– ცხოვრების, ხელოვნების, ისტორიულ ი ძეგლების შესწავლა იყო. ამის ბაზაზე ექვთიმემ დაარსა ორი სამეცნიერო სერია: ,,ძველი საქართველო’’ და ,,საქართველოს სიძველენი’’.
    11. 11. ქართული უნივერიტეტის დაარსება: • 1918 წელს დარსდა ქართული უნივერსიტეტი. ექვთიმე თაყაიშვილი ივანე ჯავახიშვილთან ერთად თავიდანვე იყო არჩეული უნივერსიტეტის საზოგადოების საბჭოში. ის იყო უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი პროფესორი. 1918 წელს უნივერსიტეტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
    12. 12. ექვთიმე თაყაიშვილი და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები: • ექვთიმე თაყაიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების შეგროვების საქმეში. • მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საინტერესო აღმოჩნდა თავისი ვარიანტებით. მის მიერ მოპოვებულ ხელნაწერებს შორის უძველესი იყო 1646 წლის ხელნაწერი რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინტელისგან შეიძინა. • მისივე დამსახურებაა ,,ხელმწიფის კარის გარიგების’’ ხელნაწერის აღმოცენაც.
    13. 13. გადმოცემით: • ექვთიმე თაყაიშვილს უნიკალური სტარტეგია ჰქონია შემუშავებული ქართული ისტორიული ხელნაწერების და ნივთების შეგროვებისა: • როგორც წესი, მნიშვნელოვან ხელნაწერებს და ნივთებს, სადაც წააწყდებოდა ყიდულობა, ბევრს ჩუქნიდენ და სხვა, მაგრამ გამორჩეულია ამ განძეულობის შეგროვებაში მისი სხვა ქმედებაც. თურმე თუ სადმე რამე ღირებულს, ეს იქნებოდა ხელნაწერი თუ სხვა ისტორიული ნივთი, ეთხოვებოდა მეპატრონეს და შეწავლის მიზნით, ხშირად ამ ნივთის გადარჩენის მიზნით გაზეთში აქვეყნება მადლობის წერილს რომ ამა და ამ პირმა საისტორიო საზოგადოებას შემოსწირა ესა და ეს ხელნაწერი ან ნივთი. ამ გზით ექვთიმე იძულებულს ხდიდა მეპატრონეს ის მართლა შეეწირა საისტორიო საზოგადოებისთვის, ამ გზით მან მრავლი ისტორიული ღირებულების ხელნაწერი და არქეოლოგიური მასალა გადარჩინა დაკარგვა–განადგურებას და თაობებს შემოინახა.
    14. 14. ,,ამ განძის დაკარგვას საქართველოს მეორედ დაკარგვად მივიჩნევდი’’.. • 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა და თიტქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში სადაც მეურვეობდა საქართველოს განძს. განძი აუღწერელი სიმდიდრისგან შედგებოდა. აქ იყო : • თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა; • ოქრო–ვერცხლის ხატები; • ძვირფასი ხელნაწერები; • ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა; • გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება; • თბილისის სასახლის ძვირფასეულობა; • ბორჯომის სასახლის ძვირფასეულობა;
    15. 15. საგზაო ხიფათი: • განძეულობა მოთავსებული იყო 249 ყუთში. ე. თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ `ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ კონსტატიპოლამდე. სადაც მათ პრობლემა შექმნათ და იძულებული გახდენ `ერნესტ რენანიდან” განძეულობა, დაძველებული სატვირთო გემ `ბენ ჰოაზე” გადაეტანათ. ვიდრე ხმელთაშუა ზღვას გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა.
    16. 16. ტანჯვის გზა.... • საქართველოს განძის გარშემო საფრანგეთში ექვთიმე თაყაიშვილს დიდი ბრძოლა დასჭირდა. ერთი პერიოდი მას თვით საფრანგეთის მტავრობაც ედავებოდა. განსაკუთრებით ჭრიდა ის, რომ ექვთიმეს განძულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გაჩნდა რომლითაც თავის სიმართლეს დამტკიცებდა. ექვთიმე თაყაიშვილი არწმუნებდა საფრანგეთის მთავრობას რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არსაოდეს არ შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და საერთაშორისო კანომდებლობის შეასბამისად მათვე უნდა დაბრუნებოდათ.
    17. 17. დედოფლის დავა განძზე: • ამასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან პარიზის ერთ–ეერთ ბანკში გადმოიტანა და მცვლად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა. სწორედ იმ ხანად, როცა , როგორც იტვიან, დანა და ყელი ერთად იყო, ობოლინსკის ქვრივმა, სამეგროლოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, საქმე აღრძა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა რომელიც მისი მამა–პაპის კუთვნილი ზუგდიდს სახლიდან იყო წამოღებული, საბოლოდ ეს სასამართლო ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.
    18. 18. ამერიკის ინტერესი განძისადმი: • საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევრ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, მადა მრავალ ბიზმესმენს აღუძვრა. განძეულობის საფრანგეთში ჩატანის თანავე მენშევიკურ მთავრობას მოაკითხა ნიუ–იორკის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორმა და მოლაპარაკება გაუმართა ქართულ კოლექციებში დაცული მინანქრების შეძენის თაობაზე. მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი მტკიცე უარით ისტუმრებდა, რადგან ამ გზით განძს დაკარგვა ემუქრებოდა.
    19. 19. ,,სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი.’’ • ექვთიმეს ლოზუნგი ერთი იყო: ,,ეშმაკსაც კი შევეკრები ოღონდ განძი გადავარჩინო”. მშიერ–მწყურვალე ექვთიმე და ნინო. რომელთა ულუფა 16 დღე ნახევარი ლიტრი რძე იყო, თითო კვერცხი, 400 გრამი პური, სარამოს უშაქრო ჩაი. როცა ეს არ ჰქონდათ ნისიად დღეში ერთხელ სადილს აწვდიდათ მეზობელი. ამისთანა დღეებს რამდენს ნახავთ ნინოს დღიურში. • ექვთიმე თაყაიშვილი საოცარ გამძლეობას იჩენდა მატერიალური სიდუხჭირის გამო; ამას იგი იტანდა ოღონდ კი შემოქმედებითი მუშაობა განეგრძო. • 1925 წელს 11 სექტემბერს ნიკო მარს სწერს: ,,სწორედ ტრაგიკული მდგომარეობაა, როცა ვგრძნობ, რომ ბევრი სიცოცხლე აღარა მაქვს და ვეღარ მოვასწრები, ასე ჭირვარამით შეკრებილი მასალა გამოვაქვეყნო!”
    20. 20. საფრანგეთში მოღვაწეობა: • გაჭირვება გაჭირვებას ემატებოდა ამხელა სიმდიდრის მცველი ექვთიმე თაყაიშვილი პურის ნატეხსა და წყალზე გადადიოდა, ქონებას ფხიზელ დარაჯად უდგა და შეუნელებლივ განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას. საფრანგეთში ჩასვლისთანავე ის პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად აირჩიეს, მალე სააზიო საზოგადოების წევრიც გახდა და მის ბეჭვდით ორგანოებში სისტემურად თანამშრომლობდა.
    21. 21. ექვთიმე თაყაიშვილი
    22. 22. მეორე მსოფლიო ომის: • შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი ვითარება განძეულობის საქართველოში დასაბრუნებლად, ექვთიმე თაყაიშვილმა წერილობითი მოხსენებით მიმართა გენერალ შარლ–დეგოლს განძის ქართველებზე უკან დაბრუნების შესახებ. ამ საქმეში მას დაეხმარა საბჭოთა კავშირის ელჩი ბოგომოლოვი, რომელაც დეგოლს გადასცა ექვთიმეს თხოვნა. დეგოლის განკარგულებით განძი ქართველებს დაუბრუნდათ. • 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი ამერიკული თვითფრინავებით საქართველოში დაბრუნდა განძთან ერთად.
    23. 23. ნანატრ სამშობლოში დაბრუნებულს ერთი ტკივილი კვლავ აწუხებდა: • 1931 წელს ექვთიმე თაყაიშვილს გარდაეცვალა მეუღლე ნინო პოლტოროცკაია, რომელიც ლევილში დაკრძალა. მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რაც მეუღლის გარდაცვალებით ექვთიმეს დაატყდა თავს, იგი გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის პირობებშიც აღნიშნავდა. • თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. Oოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~. • ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის
    24. 24. სამშობლოში დაბრუნებულმა ექვთიმემ: • კვლავ აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო, დაუბრუნდა სახელმწიფო უნივერსიტეტს, კითხულობდა ლექციებს, აირჩიეს აკადემიის წევრად. • 1951 წლიდან საქართველოში არსებული პოლიტიკურმა რეჟიმა დაიწყო მისი შევიწროება: დააპატიმრეს მისი შვილობილი ანა პოლტარაცკაია, 1952 წელს თვითონ ექვთიმე თაყაიშვილი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან. • დევნა–შევიწროებამ დიდად იმოქმედა ღვაწმოსილ მეცნიერზე და იგი 1953 წლის 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.
    25. 25. 40 კაც ნახევარი: • ექვთიმე თაყაიშვილს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო ღირსებით ვერ გააცილა უკანასკნელ გზაზე, იგი დაკრძალეს თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე და მის ნეშტს უკანასკნელ გზაზე ორმოცამდე ადამიანი მიაცილებდა. • 1963 წელს 10 თებერვლას მისი ას წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. • 2000 წელს მისი ნეშტი მთაწმიდის პანთეონს მიაბარეს. • 2002 წელს წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი’’.
    26. 26. ექვთიმე თაყაიშვილის ხატი:

    ×