მაჩვი
მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთაოჯახისა.მისი სხეულის
სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს.
გვხვდებაევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის
დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში,
ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის.
იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი
ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს.
მავნემწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის
ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს
ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც.
ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური
მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი
3.
ნაკადული
მუდმივი ანდროებითი წყლის მცირე ნაკადი. ფშატალის, წვიმის წყლის ან მიწისქვეშა
წყლის კალაპოტური დინება.
4.
მუხა
მცენარეთა გვარი წიფლისებრთაოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია. 450-
ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ,
სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი — სამხრეთ
ამერიკაში. კავკასიაში — 18-მდე სახეობაა, საქართველოში გავრცელებული 7 სახეობა
გაერთიანებულია გრძელყუნწიანი (ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა) და
მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი (პონტოური მუხა, ქართული მუხა,
მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა, ჭოროხის მუხა) მუხების ჯგუფში.
5.
თეთრი ბუ
ფრინველი ნამდვილბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და
აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა,
ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა
ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთებისშლილი — 150-160 სმ, წონა — 1,5-2,5 კგ.
კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ
თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების
ინტენსივობაც.