1. ვაჟა-
ფშაველა
ვაჟა-
ფშაველა (ნამდ
ვილი სახელი
და გვარი ლუკა
პავლეს ძე
რაზიკაშვილი;
დაიბადა 14
ივლისს,
ჩარგალში.
2.
3. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში,
სოფ. ჩარგალში მამის,სოფლის
მღვდლის პავლეს, და დედის,
ბარბალე (გულქან)
ფხიკელაშვილის
წვრილშვილიან ოჯახში
4. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი,
ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ
შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ
ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით
აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა
„ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა
და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო
წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ
სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი
საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს,
ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის
წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად,
ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა
ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
5. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის
სამასწავლებლო სემინარიაში,.1883-1884 წლებში პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი
იყო.ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა
სამშობლოში. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად
დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ
გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როდესაც „თავისი ანგელოზები“
ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების
აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ
საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია
და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა.
ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.
6. მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე
შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის
პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც
გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა.
ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ
ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და
ლიტერატურული საღამო გაუმართა,
რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის
გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის
არწივს“.
7.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება.
მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ
უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-
ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის
პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან
20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს,
რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს
„მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც
ამ მართლა წმინდა მთას“.