1. The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 5
ეკო-ინოვაციის განხორციელების სასტარტო
პირობები
ევროკომისიის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე პასუხისმგებლობას შინაარსზე, რომელიც ასახავს მხოლოდ ავტორისეულ ხედვას და კომისია არ შეიძლება იყოს
პასუხისმგებელი შიგნით მოყვანილი ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებადობაზე.
4. განმარტება
გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) არის
სისტემა და მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს კადრების მომზადების
პროცედურებსა და პროცესებს, მონიტორინგს, შეჯამებასა და კომპანიის შიგნით
და გარეთ დაინტერესებულ პირთათვის სპეციალური ანგარიშებით
მომზადებულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინდიკატორების შესახებ
ან
გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) არის
პროცესებისა და პრაქტიკების მთელი რიგი, მიმართული ორგანიზაციების
გარემოზე ზემოქმედების შემცირებისკენ და ზრდის მათ ოპერატიულ
ეფექტიანობას
განმარტება: EPA; US გარემოს დაცვის სააგენტო
6. ციკლი „დაგეგმვა - ორგანიზება - კონტროლი -
რეგულირება"
მართვის მრავალი სხვა სისტემის მსგავსად,
გარემოსდაცვითი მენეჯმენტი
სტრუქტურირებულია შესაბამისად ციკლისა
“დაგეგმვა - ორგანიზება- კონტროლი-
რეგულირება”.
7. ძირითადი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა EMS
ძირითადად გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ხელს უწობს ორგანიზაციას
შემდეგში:
სისტემატურად და მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოს თავისი
სტანდარტული მოთხოვნები.
ამგვარი პროაქტიული მიდგომა ხელს შეუწყობს შეუსრულებლობის რისკის
შემცირებას და გააუმჯობესებს თანამშრომლებისა და საზოგადოების
ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქმედებებს.
ძირითად გარემოსდაცვით მართვის სისტემას ასევე შეუძლია
არარეგულირებადი საკითხების გადაწყვეტა და ოპერატიული კონტროლისა და
მართვის ხელშეწყობა გამორჩეული საკითხების გადასაჭრელად
8. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ძირითადი ელემენტები
ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მიზნების განხილვა;
მისი გარემოზე ზემოქმედებისა და სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;
ეკოლოგიური მიზნების და ამოცანების დასახვა გარემოზე ზემოქმედების
შემცირების მიზნით და იურიდიული მოთხოვნების დაცვით;
ამ მიზნების და ამოცანების მისაღწევად პროგრამების შექმნა;
მიზნების მისაღწევად პროგრესის მონიტორინგი და გაზომვა;
თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების და კომპეტენციის
გაღრმავება;
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის განხილვა და გაუმჯობესება
9. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის საფეხურები
გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ხელს უწყობს ორგანიზაციას მუდმივად გააუმჯობესოს თავისი
გარემოსდაცვითი საქმიანობა. სისტემა მოქმედებს წრიული პრინციპით.
0. ორგანიზაცია თავდაპირველად მიმართავს გარემოსდაცვით პოლიტიკას, შემდეგ
1. იყენებს თავის პოლიტიკას, როგორც გეგმის შემუშავების საფუძველს, რომელიც განსაზღვრავს მიზნებსა და
ამოცანებს გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. “დაგეგმვა”
2. შემდეგი საფეხური არის დანერგვა. “ორგანიზება”
3. ამის შემდეგ ორგანიზაცია აფასებს თავის გარემოზე ზემოქმედების მდგომარეობას თუ რამდენადაა
თანხვედრაში მის მიზნებბსა და ამოცანებთან. “კონტროლი”
4. თუ მიზნები არ არის მიღწეული, მიიღება მაკორექტირებელი ღონისძიებები “რეგულირება”
0. ამ შეფასების შედეგები შემდეგ განიხილება გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მუშაობის შესამოწმებლად.
მენეჯმენტი განიხილავს გარემოსდაცვით პოლიტიკას და განსაზღვრავს ახალ მიზნებს განახლებულ გეგმაში.
შემდეგ კომპანია ანხორციელებს შესწორებულ გეგმას. ციკლი მეორდება და ხდება მუდმივი გაუმჯობესება.
10. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ხარჯები და უპირატესობები
შიდა
- თანამშრომლების/მენეჯერის დრო
- სხვა თანამშრომლების დრო
გარე
- პოტენციური საკონსულტაციო მხარდაჭერა
- პერსონალის ტრენინგი გარედან
სარგებელი
- გარემოს გაუმჯობესებული მდგომარეობა
- შესაბამისობის გაუმჯობესება
- დაბინძურების აღკვეთა
- რესურსების შენარჩუნება
- ეფექტიანობის გაზრდა/ღირებულების შემცირება
11. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ხარჯები და უპირატესობები
დამატებითი სარგებელი
თანამშრომელთა ზნეობის ამაღლება
იმიჯის ამაღლება საზოგადოებასთან, მარეგულირებელ ორგანოებში,
კრედიტორებთან, ინვესტორებთან
თანამშრომელთა ინფორმირებულობა გარემოსდაცვითი საკითხებისა
და პასუხისმგებლობების შესახებ
13. ეკო-წოდება
„ეკო-წოდების მინიჭება" არის გარემოსდაცვითი საქმიანობის
სერტიფიცირების და წოდების მინიჭების ნებაყოფლობითი
მეთოდი, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება მთელს მსოფლიოში.
ეკო-წოდება განსაზღვრავს ეკოლოგიურად დადასტურებულ
პროდუქტებს ან მომსახურებას, რომელიც სასურველია ზოგადად,
კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების კატეგორიაში.
სავარჯიშო: გააკეთეთ მოკლე კვლევა ეკრანისა და იპოვეთ ეკო-
წოდება, რომლებიც შესაფერისია სტუმართმასპინძლობის
ინდუსტრიის კომპანიებისთვის!