1. მოდული 2: ეკო-ინოვაციის დანერგვა ტურიზმში
2.1. ბიზნესში ეკო-ინოვაციის განხორციელების
მიზნები
The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
3. •ეს განყოფილება განსაზღვრავს ეკო-ინოვაციების მიზნებს სამ
დონეზე: ევროპულ, რეგიონალურ (პარტნიორ ქვეყნებში) და
ეროვნულ დონეზე.
4. რომის კლუბი (დედამიწის გარემოსდაცვითი პირველი მოხსენება)
(https://www.clubofrome.org/activities/reports/)
ზრდის შეზღუდვები (Meadows ანგარიში)
http://www.donellameadows.org/wp-content/userfiles/Limits-to-Growth-digital-
scan-version.pdf
1970 წლის ზაფხულში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT)
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა დაიწყო მსოფლიო მასშტაბით
კაცობრიობის ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მილევადობის
შედეგების შესწავლა.
5. მდუმარე გაზაფხული (რეიჩელ კარსონი) (HU)
ზღაპარი ხვალინდელი დღისთვის
ამერიკის გულში იყო ქალაქი, სადაც ჩანდა, რომ სიცოცხლე და გარემო
ჰარმონიულად თანაარსებობდა. ქალაქი გადაფენილი იყო აყვავებული
მეურნეობების შუაგულში, მარცვლეულის მინდვრებითა და ბაღებით
ფერდობებზე, სადაც, გაზაფხულზე, ყვავილის თეთრი ღრუბლები მწვანე
მინდვრებზე მაღლა დგებოდა. შემოდგომაზე, მუხა და ნეკერჩხალი და
არყა ქმნიდა ფერების ალს, რომელიც ბზინვარებდა და ციმციმებდა
ფიჭვის ფონზე. შემდეგ მელიები დარბოდნენ ბუჩქებში, ხოლო
შემოდგომის დილას ირმები ნახევრად უჩინარნი სერავდნენ ველებს.
6. ზღაპარი ხვალინდელი დღისთვის..
შემდეგ უცნაურმა დაავადებამ მოიცვა მთელი ტერიტორია და ყველაფერი
შეიცვალა. ბოროტებამ მოიცვა დასახლება: ქათმების გუნდს გაუჩნდა
იდუმალი ავადმყოფობები; პირუტყვი და ცხვარი დაავადდა და დაიღუპა.
ყველგან იყო სიკვდილის აჩრდილი.
... უცნაური სიმშვიდე იყო. მაგალითად, აღარ ისმოდა ფრინველების
გალობა, - სად გაფრინდნენ ისინი? ბევრი საუბრობდა მათზე,
თავზარდაცემული და შეშინებული. მეურნეობებში მარაგები გამოლეული
იყო. თითო-ოროლა ფრინველი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო; ისინი
საშინლად კანკალებდნენ და ფრენა არ შეეძლოთ...
7. კლიმატის გლობალური ცვლილების შესახებ:
ჩვენი აისბერგი დნება - ჯონ კოტერი:
აქ ნახავთ ვიდეოს, თუ როგორ შეუძლია რეაგირება ადამიანებს
ცვლილებებზე :
•https://vimeo.com/ondemand/ouricebergismelting
8. ყველაფერი დაწვრილებით კლიმატის ცვლილების შესახებ, დევიდ
ატენბოროს მიხედვით
•დევიდ ატენბორო: კლიმატის ცვლილება - ფაქტები:
https://www.bbc.co.uk/programmes/p076w7g5
ამჟამად ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილების
განსაკუთრებულ გამოწვევებს.
კლიმატის ცვლილება ნიშნავს: ცხოველების რაოდენობის გაზრდას.
10. რა არის ეკოლოგიური კვალი?
ეკოლოგიური კვალი არის რესურსების აღრიცხვის ინსტრუმენტი,
რომელსაც მთავრობები, ბიზნესები, საგანმანათლებლო
დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ
კონკრეტული რესურსის კითხვაზე პასუხის გასაცემად: დედამიწის
ბიოლოგიური შესაძლებლობების რა ნაწილს მოითხოვს ადამიანების
საქმიანობა დღეს?
13. კვალი ეროვნულ დონეზე
• ეკოლოგიური კვალი - შეამოწმეთ თქვენი ქვეყნების ეკოლოგიური
კვალი!
• http://data.footprintnetwork.org/#/
(მხოლოდ ინგლისურ ენაზე)
რამდენი დედამიწა გჭირდებათ საცხოვრებლად?
14. ეკო-ინოვაციის მიზნები ევროპის დონეზე :
• ეკო-ინოვაცია: ევროპის მომავალი კონკურენტუნარიანობის გასაღები :
https://ec.europa.eu/environment/pubs/pdf/factsheets/ecoinnovation/en.pdf
• ეკო-ინოვაცია ასევე არის ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის. ეკო-
ინოვაციას მივყევართ ხარჯების შემცირებისკენ, აძლიერებს კომპანიის
იმიჯს მომხმარებლების წინაშე.
15. ეკო-ინოვაციების შედეგების დაფა
Eco-IS (ეკო-ინოვაციების შედეგების დაფა) და ეკო-ინოვაციების ინდექსი
ასახავს ეკო-ინოვაციების ეფექტიანობას ევროკავშირის წევრ
სახელმწიფოებში.
https://ec.europa.eu/environment/ecoap/indicators/index_en
17. რეგიონალური (პარტნიორი ქვეყნების) დონე
• ევროკავშირის ეკო-ინოვაციების ინდექსი 2018:
• https://ec.europa.eu/environment/ecoap/sites/ecoap_stayconnected/files/eio_
brief_eu_eco-innovation_index_2018.pdf
• ინდიკატორები Eco-IS- ში მოიცავს:
• მატერიალური პროდუქტიულობა (მშპ / ადგილობრივი მასალის
მოხმარება)
• წყლის პროდუქტიულობა (მშპ / წყლის კვალი)
• ენერგიის პროდუქტიულობა (მშპ / შიდა ენერგიის მთლიანი მოხმარება)
• სათბურის ემისიების ინტენსივობა (CO2e / მშპ)
18. ეკო-ინოვაციების მიზნები
ოსლოს მანუალის თანახმად, ეკო-ინოვაციის მიზნები შეიძლება იყოს:
ა. პროდუქტები (საქონელი და მომსახურება),
ბ. პროცესები,
გ. მარკეტინგის მეთოდები,
დ. ორგანიზაციები,
ე. ინსტიტუტები.
19. მიზნები:
ა) პროდუქტები (საქონელი და მომსახურება)
ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები, საქონელი ან
სერვისები, თანამედროვე გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად -
ენერგომოხმარების შემცირების მიზნით გამოვიყენოთ უფრო დახვეწილი
ტექნოლოგია. ეკო-ინოვაციები ძირითადად მივმართოთ პროდუქტის ან
სერვისის მოდიფიკაციაზე, მის გადაწყობაზე.
ბ) პროცესები
(გამოიყენეთ უფრო დახვეწილი სისტემა, მენეჯმენტის საშუალებები, რაც
გულისხმობს ენერგიის მენეჯმენტის ახალ ფორმებს ინფორმაციულ
ცენტრებსა და შეკრული ციკლის წარმოებაში)
20. მიზნები:
გ) მარკეტინგის მეთოდები
(გამოიყენეთ უფრო დახვეწილი მარკეტინგის მეთოდები - აუხსენით მათი
უპირატესობები თქვენს მომხმარებლებს).
დ) ორგანიზაციები და
ე) ინსტიტუტები
ცალკეული ეკოლოგიური განყოფილებების შექმნა გარემოსდაცვითი
საქმიანობის კვლევის და განვითარების მიზნით (R&D), ან მრავალმხრივი
თანამშრომლობა კვლევით ჯგუფებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის,
ბიზნეს მოდელების, ალტერნატიული მომარაგების წყაროების შექმნის მიზნით.
გამოიყენეთ ინტერნეტით ჯგუფური მსჯელობის შესაძლებლობა - ათასობით
ადამიანის ინოვაციური იდეებისა და ცოდნის გამოყენების მიზნით.
21. პროექტის ვებ-მისამართია : http://eco-mode-project.eu/
აღნიშნული სამუშაო ლიცენზირებულია
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License. 2019