1. The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 5
ეკო-ინოვაციის განხორციელების სასტარტო
პირობები
ევროკომისიის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე პასუხისმგებლობას შინაარსზე, რომელიც ასახავს მხოლოდ ავტორისეულ ხედვას და კომისია არ შეიძლება იყოს
პასუხისმგებელი შიგნით მოყვანილი ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებადობაზე.
3. სწავლის შედეგები
მსმენელი შესძლებს პროცესების შეცვლას რესურსის ეფექტიანი
გამოყენებიდან გამომდინარე. მას შეეძლება მასალათა გადინების შეჩერება.
4. მატერიალური ნაკადები
განმარტება:
მატერიალური ნაკადი არის ყველა შესაძლო სახის რესურსის: ნედლეულის, მზა
პროდუქციის, სათადარიგო ნაწილების, ძირითადი და დამხმარე მასალების მოძრაობა
და გარდაქმნა მიღებიდან წარმოებამდე (მწარმოებლიდან მომხმარებლამდე).
მასშტაბიდან გამომდინარე ეს ნაკადი იცვლება კომპანიის, სექტორის ან სისტემის
მოთხოვნების შესაბამისად.
5. განმარტება
გარდა ამისა, მატერიალური ნაკადების ანალიზი არის სისტემური
მეთოდოლოგია (კარგად განსაზღვრული) რომელიც საშუალებას
იძლევა შეიქმნას სისტემა მარაგის, ქიმიური ელემენტის, მასალის
მართვისათვის, ოპერატიული კონტროლისა და აღრიცხვისათვის.
მატერიალური ნაკადის ანალიზი ექვემდებარება ბუღალტრული
აღრიცხვის პრინციპებს (ბალანსი).
მატერიალური ნაკადების ანალიზი
6. რესურსების ეფექტიანად გამოყენება
განმარტება:
რესურსების ეფექტიანად გამოყენება არის ფულადი ნაკადების,
მასალის, პერსონალის და სხვა აქტივების მიწოდების მაქსიმალურობის
გაზრდა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ადამიანის ან
ორგანიზაციის მიერ მინიმალური (ბუნებრივი) რესურსების
დანახარჯებით.
ეს ნიშნავს დედამიწის ლიმიტირებული რესურსების რაციონალურ
გამოყენებას გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით.
8. შემოსავალი-გასავალი-ანალიზი
1. შემოსავალი: ყველა საჭირო მასალა ნაყიდია
2. მოხმარება: ყველა მასალა კომპანიაში ერთ ადგილასაა გამოყენებული?
3. გასავალი: ყველა მასალა გადის კომპანიიდან პროდუქტის სახით
საკუთარი
კაპიტალი
9. მიზნები
მასალების კონტროლის განხორციელება კომპანიის / პროცესის / სისტემის
მეშვეობით
სხვადასხვა პროცესებს შორის კავშირების ჩვენება
იმ ადგილების გამოვლენა, სადაც ჩნდება ნარჩენები და გამონაბოლქვი
სუსტი წერტილების ჩვენება (არაეფექტიანობა)
ეფექტიანობის გაზრდა
შეფასების საფუძვლების შემუშავება
მონაცემების შეგროვება
იდეების გენერირება
პრიორიტეტების დასახვა გაუმჯობესებისათვის
მატერიალური ნაკადების ანალიზი
10. არჩევანის კრიტერიუმები:
-მატერიალური ნაკადები
- მატერიალური ნაკადების ღირებულება
- მატერიალური ნაკადების ტოქსიკურობა
- მატერიალური ნაკადების საკანონმდებლო
ასპექტები
სად და როგორ გარდაიქმნება ნედლეული ემისიებად?
მატერიალური ნაკადების ანალიზი
11. წრიული ეკონომიკა
განმარტება
წრიული ეკონომიკა არის ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანია
ნარჩენების აღმოფხვრა და რესურსების უწყვეტობა. წრიული სისტემა
მოიცავს ხელახალ გამოყენებას, შეკეთებას, განახლებას, რემონტს,
გადამუშავებას შეკრული ციკლის მისაღებად მინიმალური დანახარჯებით,
გამონაბოლქვისა და ემისიების შემცირების მიზნით.
წრიული ეკონომიკა მიზნად ისახავს პროდუქციის, აღჭურვილობისა და
ინფრასტრუქტურის მუდმივ შენარჩუნებას და ამ გზით უზრუნველყოფს
რესურსების პროდუქტიულობის ზრდას. ყველა ”ნარჩენი” უნდა გახდეს
სხვა პროცესის საკვები.
გადამუშავების ეს ტიპი წინააღმდეგობაში შედის ტრადიციულ ხაზოვან
ეკონომიკასთან, რომლის წარმოების პრინციპია მოიპოვე, აწარმოე,
მოიხმარე და გადააგდე.
14. C2C არის კონცეფცია ტოტალური გადამუშავებისა დაგეგმარების გზით.
ის არის შემდგომი განვითარება წრიული ეკონომიკის კონცეფციისა.
პროდუქტი ჩაფიქრებულია ისე, რომ გადამუშავების ღირებულება
უფრო დაბალია, ვიდრე ახალი მასალის შეძენის ღირებულება.
თავდაპირველად, კომპანია მიზნად ისახავს კონკურენციის გაზრდას
ხარჯების შემცირებით და პროდუქტზე ორიენტირებული მიდგომის
მომსახურების პლატფორმაზე გადაწყობით.
თავისი არსით C2C არის წრიული პარადიგმა, რომელიც მოიცავს
პროდუქტის გარდაქმნას (მომსახურების ფორმად), პროდუქტის
წარმოების გადამუშავების რეჟიმზე გადაყვანას, გავრცელების ფორმის
შეცვლას და ქსელის განახლებას და ვირტუალურ პროდუქტთან
დაკავშირებული დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების
შემუშავებას.
აკვნიდან აკვნამდე (C2C)
15. გამოსავალი ზედმიწევნით მარტივია: დაფიქრდი წინასწარ!
C2C -ს მოდელი არის ბუნება: აქ „ნარჩენი" არასოდეს არ არის
გამოუყენებელი, მაგრამ ის ყოველთვის არის შიდა წრიული
წარმოების პროდუქტი.
მაგალითად, ალუბლის ხე: მას შემდეგ რაც ალუბლის ხე გამოიღებს
უამრავ ყვავილს და ამით დასრულდება მათი დანიშნულება ისინი
ცვივა დედამიწაზე და მათ საკვებად იყენებენ სხვა ორგანიზმები.
C2C პრინციპი გადადის პროდუქტზე: მიზანია ისინი დაპროექტდეს
ისეთნაირად, რომ შესრულდეს არა მხოლოდ პირველი პირობა, არამედ
შეიქმნას მისი შემდგომი გამოყენების საშუალება, როგორც საკვებისა ან
ნედლეულისა სხვა პროცესებისთვის.
აკვნიდან აკვნამდე (C2C)