როგორ ფიქრობ,
რატომ ვამბობთ, რომ ცხოველები
ცოცხალი არსებები არიან?
რა სჭირდებათ ცოცხალ არსებებს
არსებობისათვის?
ზღაპრებსა და სიზმრებში შეიძლება ყველაფერი
გაცოცხლდეს: კლდე ცალთვალა დევად იქცეს,
ქარი - კუდიან ჯადოქრად. სინამდვილეში,
ცოცხალი ბუნება, ბუნების მხოლოდ ერთი
ნაწილია და მას ასეც ეწოდება -
ცოცხალი ბუნება.
ცოცხალ ბუნებას
მიეკუთვნება:
მცენარეები მაგ: ასკილი, მუხა, ნაძვი,
წიფელი, ვარდი, ფურისულა, ბალახი და
სხვა მრავალი , მაგრამ მცენარეებს არა აქვთ
ისეთი შეგრძნებები, როგორიც ადამიანებსა
და ცხოველებს.
ცხოველები, ფრინველები, მწერები :
დათვი, მგელი, ძაღლი, კატა, ტურა, მელა,
ქათამი, სკვინჩა, მერცხალი, წიწკანა,
ოფოფი, ბუზი, ფუტკარი, ჭიამაია და ა.შ.
ცხადია, ცოცხალ ბუნებას
მიეკუთვნებიან ადამიენები
ბუნების ერთ ნაწილს ცოცხალს იმიტომ
ვუწოდებთ, რომ ისინი სუნთქავენ, იკვებებიან,
იზრდებიან, მოძრაობენ, მრავლდებიან, ბერდებიან
და კვდებიან.
როგორ ფიქრობ, რა განეკუთვნება
არაცოცხალ ბუნებას?
არაცოცხალ ბუნებას განეკუთვნება:
მდინარე
ღელე,
ვარსკვლავი,
მთვარე,
ცა,
მზე და სხვა
ადამიანის მიერ გაკეთებულ საგნებს -
მაგიდას,
ჯამ-ჭურჭელს,
რვეულს,
კალამს,
წიგნს
ბუნების ვერც ერთ ნაწილს ვერ მივაკუთვნებთ. მას
ხელოვნურ საგნებს ვუწოდებთ.
დავალება:
დახატე ცოცხალი და არაცოცხალი
ბუნების სურათი

ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება